Help - Search - Members - Calendar
Full Version: იესოს ლოცვა
ეზოთერიული ცოდნის ფორუმი > ძირითადი განყოფილება > პიროვნებები, გაერთიანებები, სწავლებები
Woodland
იესოს ლოცვა

„უფალო, იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი”.


თუ ეს თემა გახსნილია წაშალეთ, თუ უადგილო ადგილასაა გადაიტანეთ. ვეძებე და ვერ ვიპოვე საიტზე, აქა-იქ კი არის გაფანტული ინფორმაცია და ვიფიქრე ერთად კარგი იქნებოდა შეიიკრიბოს. სხვადასხვა ქართულ საიტებზეც არის ასე თუ ისე ინფორმაცია მაგრამ უფრო კონკრეტულად მაინტერესებს რაღაცები.

მაგალითად ეს ტექსტი სწორია თუ არა. რამე განსხვავება თუა იესოსა და იესუს ან ღმრთისაოსა და ღვთისაოს წარმოთქმაში.



ეს კი ზოგადად ინფორმაცია სხვადასხვა საიტებიდან და ბლოგებიდან.

ka.wikipedia.org - იესოს ლოცვა

ambioni.ge - იესოს ლოცვა

orthodoxy.ge - იესოს ლოცვა

martlmadidebloba.ge - ფაკირის "სასწაული" და იესოს ლოცვა - ეს სხვათაშორის ძალიან საინტერესო ისტორიაა თუმცა რაღაცეები როგორც ყოველთვის არეული აქვთ biggrin.gif biggrin.gif
starscream
იყო აქ ჩემი გახსნილი თემა ისიხაზმზე. მთავარი ლოცვაში საკუთარ ცნობიერების ქრისტეს ცნობიერებასთან დაკავშირებაა იგივე ღმერთის მუდმივი მახსოვრობა.
Woodland
კიდევ რა მაინტერესებს, როგორც ვიცი არსებობს იესოს ლოცვის მედიტაცა, მაინტერესებს როგორ ხდება ეს.



ეს არის იესოს ლოცვის განუყოფელი ქრესტოგრამა რომელიც ცოტა სახეცვლილი, ტევზთან ერტად ჩემი სვირინგი გახდება თუ არ გადავიფიქრე.

Woodland
ანუ ამ საკითხებსაც განიხილავთ რაც დავწერე? ლინკი გამომიგზავნე რა
tikoroma
ვერ ვწვდები ქრისტიანობის არსს, მათ წარმოდგენას ღმერთსა და სამყაროზე. არადა მჯერა რომ სიმართლეა, მაგრამ ვერ ვიგებ. აზრებს ვერ ვალაგებ. sad.gif
starscream
მარმადიდებულ ეზოთერიკაში წარმოსახვა არ შეიძლება გონებით რაიმის ლოცვის დროს... ლოცვის ღრმა საფეხურები პრინციპში მედიტაციაა ოღონდ მედიტაცისას შენ შენივე გონებას ჭვრეტ ხოლო ლოცვისას უფლის ცნობიერებას და მას უკავშირდები ძალიან დიდი განსხვავებაა.
Woodland
საინტერესოა, ბოლოს წესით ეგ ორივე ერთი უნდა გახდეს მაგრამ სანამ მანამდე მიხვალ ნამდვილად დიდი განსხვავებაა.
Woodland
tikoroma რით დაგეხმაროთ? რას ვერ იგებ კონკრეტულად
starscream
woodlandelven
არაფერი არ მიწერია ინფორმაცია იმ თემაში ტუფტაა..
QUOTE(woodlandelven @ 15th June 2012 - 12:16 AM) *
მაგალითად ეს ტექსტი სწორია თუ არა. რამე განსხვავება თუა იესოსა და იესუს ან ღმრთისაოსა და ღვთისაოს წარმოთქმაში.

შენ სულიერად როგორც გესიამოვნება ისე წარმოთქვი სიტყვები მე მაგალითად სულ არ ვამბობ ტრადიციულ იესოს ლოცვას უბრალოდ ვიმეორებ "იესუ ქრისტე" ან "უფალო შეგვიწყალენ" შენ უნდა შეარჩიო რომელიც უფრო მეტ სულიერად დადებით გრძნობებს აღძრავს შენში ის აირჩიე.. გირჩევ გრიგოლ პალამას ნაშრომების წაკითხვას.
starscream
woodlandelven
ბოლო საფეხური არის ღმერთის ხელთუქმნელი სინათლის ჭვრეტა..
td.........
აზრს ვერც ჩაწვდები, თუ ვერ იგრძნობ... ადამიანი ფიზიკური გონებით ეგეთ საკითხებს ზოგადად ვერ წვდება, ეს შეუზლებელია..smile.gif გულით და სიყვარულით.. smile.gif
Woodland
ციტატა(starscream @ Jun 14 2012, 11:30 PM) *
woodlandelven
არაფერი არ მიწერია ინფორმაცია იმ თემაში ტუფტაა..

შენ სულიერად როგორც გესიამოვნება ისე წარმოთქვი სიტყვები მე მაგალითად სულ არ ვამბობ ტრადიციულ იესოს ლოცვას უბრალოდ ვიმეორებ "იესუ ქრისტე" ან "უფალო შეგვიწყალენ" შენ უნდა შეარჩიო რომელიც უფრო მეტ სულიერად დადებით გრძნობებს აღძრავს შენში ის აირჩიე.. გირჩევ გრიგოლ პალამას ნაშრომების წაკითხვას.



მადლობა, ორივე რჩევას გავითვალისწინებ. მაგაზე მეც მიფიქრია რომ რომელიც უფრო სასიამოვნოდ ჩამესმის ისე წარმოვთქვა მაგრამ ასე მგონია წესით მნიშვნელობა უნდა ჰქონდეს თვითონ კონკრეტულად ასოებსაც კი. მეორე მხრივ როგორც შენ გჯერა და როგორცმიგდის გული ეგ უფრო ძლიერმოქმედი შეიძლება იყოს. ეს ხომ ისედაც მრავალჯერგამეორებადი ლოცვაა.
Woodland
ციტატა(td......... @ Jun 14 2012, 11:34 PM) *
აზრს ვერც ჩაწვდები, თუ ვერ იგრძნობ... ადამიანი ფიზიკური გონებით ეგეთ საკითხებს ზოგადად ვერ წვდება, ეს შეუზლებელია..smile.gif გულით და სიყვარულით.. smile.gif



+1111111.......
starscream
woodlandelven
QUOTE(woodlandelven @ 15th June 2012 - 12:35 AM) *
მგონია წესით მნიშვნელობა უნდა ჰქონდეს თვითონ კონკრეტულად ასოებსაც კი

მთავარი რჩევა რასაც წმინდა მამები იძლევიან ესაა სიტყვების გონებით ჩაწვდომა და ყურადღებით წიტყვებში ყოფნა
td.........
woodlandelven
სიტყვები იესუ-იესო; ღვთვისაო-ღმრთისაო და ასე შემდეგ ერთი და იგივეა, უბრალოდ სხვადასხვა ეპოქაში და დროში სიტყვები განიცდიდნენ სახეცვლილებას.. თანამედროვე ენაც ხო განსხვავდება მე-10 საუკუნის ქართულისაგან , ესაა და ეს.. ისე სიტყვები შულში და გულში თუ არ გატარე, გინდა იესოს ლოცვა თქვი და გინდა კრიმანჭული იმღერე...
Woodland
td......... კი ეგ ნამდვილად ეგრეა თუ გულით არ წარმოთქვი არაფრად არ ღირს მაშინ მაგრამ, ლოცვები ძველი სტილითაა შემონახული და რამე მნიშვნელობა რომ არ ქონდეს გადააკეთებდნენ. რავიცი შეიძლება არც აქვს.

td.........
woodlandelven
ძველი ენები საერთოდ ძლიერ ენერგიას ატარებს, ამიტომაცაა თუ დაუკვირდები, საკრალურ სწავლებებში ძირითადად ძველი, ხშირად უკვე მკვდარი ენები იხმარება, ვერ შეხვდები შელოცვებსა თუ რაიმე მისთიურ ტექსტებში თანამედროვე ენას.. სეიძლება იყოს, მაგრამ მნიშვნელოვანი ტექსტები ძველ ენებზეა დაწერილი. მიუხედავად ამისა იესოს ლოცვას გარდა მისტიური მნისნელობისა , აქვს ძალიან მარტივი სიყვარულთან მაკავშირებლის ფუნქცია. ამიტომ თუ გულით ამობობ იესოს იტყვი თუ იესუს არავითარი მნიშვნელბა არ აქვს..
Woodland
ციტატა(td......... @ Jun 15 2012, 12:46 AM) *
woodlandelven
ძველი ენები საერთოდ ძლიერ ენერგიას ატარებს, ამიტომაცაა თუ დაუკვირდები, საკრალურ სწავლებებში ძირითადად ძველი, ხშირად უკვე მკვდარი ენები იხმარება, ვერ შეხვდები შელოცვებსა თუ რაიმე მისთიურ ტექსტებში თანამედროვე ენას.. სეიძლება იყოს, მაგრამ მნიშვნელოვანი ტექსტები ძველ ენებზეა დაწერილი. მიუხედავად ამისა იესოს ლოცვას გარდა მისტიური მნისნელობისა , აქვს ძალიან მარტივი სიყვარულთან მაკავშირებლის ფუნქცია. ამიტომ თუ გულით ამობობ იესოს იტყვი თუ იესუს არავითარი მნიშვნელბა არ აქვს..



გასაგებია smile.gif yes.gif
starscream
td.........
რაც უფრო ძველი ენაა და დიდი ხნის განმალობაში გამოიყენებოდა ხალხის მიერ მით უფრო ძლიერი ენერგეტიკა აქვს
td.........
starscream
მართალია, არი სენები რომელიც საერთოდ არღა გამოიყენება..ყველაზე ძლიერი ენერგეტიკა აქვს ბავშვის პირველ სიტყვებს.. ანუ სიტყვებიც არ არის უფრო ბგერებია.. ეს ბგერები ძველი მეხსიერებით მოგვყვება აქ..
starscream
td.........
QUOTE(td......... @ 15th June 2012 - 10:24 AM) *
.ყველაზე ძლიერი ენერგეტიკა აქვს ბავშვის პირველ სიტყვებს.. ანუ სიტყვებიც არ არის უფრო ბგერებია.. ეს ბგერები ძველი მეხსიერებით მოგვყვება აქ..

ეგ აღარ ვიცი biggrin.gif
kindatma
მე რაღაცნაირად მეშინია ქრისტიანობის.ცოტათი ბნელი მეჩვენება(
starscream
kindatma
QUOTE(kindatma @ 15th June 2012 - 10:42 AM) *
მე რაღაცნაირად მეშინია ქრისტიანობის.ცოტათი ბნელი მეჩვენება(

კიდე მღვდლების ხო არ გეშინია? biggrin.gif
starscream
kindatma
არადა სულ არ არის ესეთი ბნელი.. უბრალოდ კარგი მოძღვრები არაა
kindatma
biggrin.gif არა მაგათთან ნეიტრალიტეტი მაქ.ზოოოოგადად ქრისტიანობა
starscream
kindatma
QUOTE(kindatma @ 15th June 2012 - 10:53 AM) *
არა მაგათთან ნეიტრალიტეტი მაქ

ჯობია გქონდეს biggrin.gif
კაი იმედია მერე რომ წაიკითხავ წმინდა მამების ნაშრომებს მიხვდები რომ არაა ბნელი რელიგია
kindatma
smile.gif smile.gif
Woodland
რატომღაც სასულიერო პირების და დამახინჯებული მოძღვრების გამო ბევრს აქვს ეგეთი განცდა ქრისტიანობის მიმართ. ცუცია ძალიან. ქრისტეს სიყვარულის მეტი არაფერი უქადაგია რატომ უნდა გებნელებოდეს?

old_man
QUOTE
ქრისტეს სიყვარულის მეტი არაფერი უქადაგია რატომ უნდა გებნელებოდეს?

კინდატმამ ალბათ ისინი იგულისხმა ვინც მისი სახელით ლაპარაკობს და წერს kos.gif
kindatma
მე ყოველთვის ქრისტიანული წესების მიკვირდა.ვერ ვიგებდი,ისე გამოდის ყოველთვის რომ ჩვენ თავს ვიბნელებთ ვიშავებთ და მონებს ვემსგავსებით.მაგრამ ქრისტეს სიყვარული მე არსად არ მინახავს.ერთამენთთან ჯიბრი,თუ ვინ უფრო მაგარი მორწმუნეა.არ ვამბობ რომ რახან არ მინახავს არ არსებობს თქო)უბრალოდ ამხელა ღრუბელში ის პატარა და ნადმდვილი ყოველთვის პატარა სხივად აღწევს,რომელსაც ცოტანი ხედავენ.მჯერა რო სიყვარულს ქადაგებენ.
tamriko_faso
მე თქვენი მესმის, მარამ მინდა გითხრათ რომ ის რასაც თქვენ გულისხმობთ, რაც ხდება დღეს ქრისტიანულ სამყაროში თითქმის არანაირ კავშირში არარის ახალ აღთქმასტან, თავიდან ბოლომდე სახარება, სიყვარულზე დაფუძვნებული მოძღვრებაა, არანაირ დოგმებს და კანონებს არ ითხოვს, ერთი მთავარი კანონის გარდა, სიყვარულის კანონის. გინდაც ერთი იესოს სწავლება "მოექეცით ადამიანებს ისე, როგორც გინდა რომ გექცეოდნენ"--განა ეს ძნელია?
სადღაა ის სიყვარული? ბევრი მაგალითების მოყვანა მომიწევს სახარებიდან, და სიტყვა გამიგრდზელდება. ყოველი რელიგია სიყვარულზეა დაფუძვნებული, ის მტავარი გონი,(- მე ასე უწოდებ)-ყველაზე მთავარს. სიყვარულს მოითხოვს და თუ ეს ვერ დავინახეთ ვინმეში რომელი სარწმუნოების წარმომადგენელიც არ უნდა იყოს, ნუ განვსჯით. ჩვენ მაინც ნუ დავარღვევთ სიყვარულის მარადიულ კანონს
td.........
tamriko_faso
მაგაშია კაცობრილობის პრობლემა, სიყვარული რომ გვქონდეს არც ქრისტიანობა მოგვეჩვენებოდა სიბნელედ, და არც სხვა რელიგია მტრულად.. საერთდაც ალბათ რელიგიეიც არ აირსებებდა.. მაქამდე უნდა გავიზარდოთ ჯერ..biggrin.gif

kindatma
ტყუილად გეჩვენება სიბნელედ... შენც იგივე შეცდომას უშვებ რასაც ის მორწმუნეები, ვითომმორწმუნეები, რომლებიც დასდევენ მექანიკურად რიტუალების შესრულებას დ ამორწმუნეობას ამით განსაზრვრავენ.. smile.gif
tamriko_faso
უბრალოდ მიკვირხ როცა ამბობენ "ქრისტიანული წესი"_ და მინდოდა ჩემი აზრი მეთქვა, ქრისტიანული წესი ხომ მხოლოდ ერთადერთია, სიყვარული. ეს უკანასკნელი კი როგორც შენ ამბობ, ბევრ არ შეუძლია. ამიტომაც ამბობს ალბათ იესო, (ციტირება გამიჭირდება, მაგრამ აზრს დავწერ), თუ თავიდანვე არ ხარ სიცოცხლის წიგნში ჩაწერილო. აი სიცოცხლის წიგნი რაარის ეს სხვა თემაა.
Woodland
და მაინც გავაგრძელოთ "იესოს ლოცვაზე" საუბარი. td......... როგორც მახოვს დიდი ხანია ამ ლოცვას კითხულობთ, როგორ ხდება ეს უკვე მთელი დღის განმავლობაში შეგიძლიათ იმეოროთ თუ ვთქვათ დილით, საღამოს ან რომელიმე განსაზღვრული დრო გაქვთ? თუ უბრალოდ როდესაც მოგინდება რომ თქვა.

კიდევს ვის გავქთ გამოცდილება?
td.........
woodlandelven
ნებისმიერ დროს შეიძლბა, მაგრამ თუ ცდილობ სულ იმეორო, მერე მოდის მდგომარეობა, როდესაც ეს ლოცვა შენ შიგნით თვითონ გრძელდება მუდმივად...დაახლოებით ისეა, თითქოს ერწყმი ამ ლოცვას და ის მუდმივად მეორდება შენში...უკვე შენი ნაწილი ხდება. შეიძლება წარმოთქმით გაიმეორო, შეიძლება გონებაში, ან გულით..უფრო სწორად ნელ-ნელა იცვლება ამ ლოცვის წარმOტქმის მდგომარეობა, ეს თავისით უნდა მოვიდეს და მოდის კიდეც. smile.gif ისე ერტ-ერთი ასკეტური პრაქტიკაა, თუმცა ყველასათვის ძალან სასრგებლო მგონია, ვისთვისაც მისაღებია.
tikoroma
ეს ძველი ჩანაწერი გამახსენდა მედიტაციაზე თემიდან:


იოსებ ათონელი - ათონელი ბერი აღწერს ე.წ. შინაგან ლოცვას. რაც ძალიან წააგავს მედიტაციას...

”შინაგანი ლოცვით ქმედება, ესაა აიძულო თავი განუწყვეტლივ წარმოთქვა ლოცვა ბაგეებით, შეუსვენებლად, თავიდან სწრაფად, ისე, რომ გონებამ გაფანტვა ვერ მოასწროს, არამედ მხოლოდ ლოცვის სიტყვებს უგდოს ყური: ”უფალო იესო ქრისტე, შემიწყალე მე.” როცა ეს საკმაოდ დიდ ხანს გრძელდება, გონება ეჩვევა მას და უკვე თავად წარმოთქვამს. და ისე ტკბები, თითქოს ბაგეზე თაფლი გეცხოს. და სულ ამ ამის წარმოთქმა გსურს, და თუ შეწყვეტ, გული გწყდება.
როცა გონება ამას მიეჩვევა და გაძღება, კარგად ისწავლის, მაშინ აგზავნის მას გულში. რადგანაც გონება სულის მკვებავია და თუ რაიმე კარგას ან ცუდს შეიტყობს ან მოისმენს, მისი საქმეა ამისი გულში ჩაშვება, რომელიც ადამიანის სულიერი და ხორციელი ცხოვრების ცენტრია და გონების ტახტი. მაშ ასე, როცა მლოცველი გონებას არ აძლევს იმის ნებას, რომ რაიმე წარმოიდგინოს, არამედ მხოლოდ ლოცვის სიტყვებს უგდოს ყური, მაშინ ის მსუბუქად სუნთქავს და გარკვეული ძალისხმევიტა და საკუტარი სურვილით ჩაუშვებს მას (გონებას) გულში და აკავებს შიგნით, ერთგვარ სივიწროვეში და თანაბარზომიერად წარმოთქვამს ლოცვას: ”უფალო იესო ქრისტე, შემიწყალე მე.”

თავიდან ის რამდენჯერმე ამბობს ლოცვას და აკეთებს ერთ ჩასუნთქვას, შემდეგ, როცა გონება გულში დგომას მიეჩვევა, ყოველი ჩასუნთქვისას წარმოითქმის ერთი ლოცვა: ”უფალო იესო ქრისტე” - ჩასუნთქვა, ”შემიწყალე მე” - ამოსუნთქვა, ასე გრძელდება მანამ, სანამ მადლი არ მოგეფინება და არ დაიწყებს მოქმედებას სულში; ამის შემდეგ კი უკვე იწყება ჭვრეტა.

"ლოცვა შინაგანი მეტყველებით უნდა წარმოთქვა. და რადგან გონება თავიდან მიჩვეული არ არის ამას, ავიწყდება იგი, ამიტომ შენ მას წარმოთქვამ ხან ბაგით, ხან კი - გონებით. და ასე აკეთებ მანამ, სანამ გონება არ გაძღება და ლოცვა მოქმედებას არ დაიწყებს.
მოქმედება კი იმას ქვია, რომ ლოცვის ჟამს სიხარულსა და მხიარულებას გრძნობ და განუწყვეტლივ მისი წარმოთქმა გსურს".

Dakaray
tamriko_faso
QUOTE(tamu @ 15th June 2012 - 06:23 PM) *
სიყვარულზე დაფუძვნებული მოძღვრებაა, არანაირ დოგმებს და კანონებს არ ითხოვს, ერთი მთავარი კანონის გარდა, სიყვარულის კანონის


მართალს ბრძანებთ, იგივეს ამბობს სულიწმიდაც პავლე მოციქულის პირით, კორინთელთა მიმართ მიწერილ ეპისტოლეში.

1. კაცთა და ანგელოზთა ენებზეც რომ ვმეტყველებდე, სიყვარული თუ არა მაქვს, მხოლოდ რვალი ვარ მოჟღრიალე, მხოლოდ წკრიალა წინწილი.

2. წინასწარმეტყველების მადლიც რომ მქონდეს, ვიცოდე ყველა საიდუმლო და მქონდეს მთელი რწმენა, ისე, რომ მთების დაძვრაც შემეძლოს, სიყვარული თუ არა მაქვს, არარა ვარ.

3. მთელი ჩემი ქონება რომ გავიღო გლახაკთათვის და დასაწვავად მივცე ჩემი სხეული, სიყვარული თუ არა მაქვს, არას მარგია.

4. სიყვარული სულგრძელია და კეთილმოწყალე; სიყვარულს არ შურს, არ ქედმაღლობს, არ ზვაობს;

5. არ უკეთურობს, არ ეძებს თავისას, არ მრისხანებს, არ იზრახავს ბოროტს;

6. არ შეჰხარის უსამართლობას, არამედ ჭეშმარიტებით ხარობს;

7. ყველაფერს იტანს, ყველაფერი სწამს, ყველაფრის იმედი აქვს, ყველაფერს ითმენს.

8. სიყვარული არასოდეს არ გადავა, თუმცაღა წინასწარმეტყველებანი განქარდებიან, ენები დადუმდებიან და უქმი გახდება ცოდნა.
tamriko_faso
dakaray---გმადლობ, ზუსტად ის თავები და აბზაცები დაწერე რომლებსაც მე ვგულისხმობდი, ბიბლია გენიალური წიგნია, ძალიან დიდი სიბრძნის მატარებელი, უბრალოდ სწორედ გაგება და გათავისება უნდა. ამას კი ისევ ზემოდან ნაბოძები ნიჭი. ახალ აღთქმაში რამდენადაც არ უნდა გაგიკვირდეთ ასტროლოგიაც არის, წინასწარმეტყველებაც, ზუსტად განსაზღვრული გრძედები და განედები, ამა თუ იმ მნიშვნელოვან მონაკვეთებზე. მაგრამ როგორც თარგმნიან და იძახიან, ხანდახან ღიმილს იწვევს ჩემში. ყველაზე ცუდი კი ის არის რომ უფლებაც არ მაქვს ხმა ამოვიღო. რაც შეეხება ზემოთ აღნიშნულ ლოცვას, სული უნდა გთხოვდეს ლოცვას რომ ისე ილოცო რომ მადლი გადმოვიდეს შენზე, ამას ძალით ვერ გააკეთებ. შინაგანი მოთხოვნა თუ არ გაქვს.
Dakaray
tamriko_faso
QUOTE(tamu @ 18th June 2012 - 02:27 PM) *
ახალ აღთქმაში რამდენადაც არ უნდა გაგიკვირდეთ ასტროლოგიაც არის, წინასწარმეტყველებაც, ზუსტად განსაზღვრული გრძედები და განედები, ამა თუ იმ მნიშვნელოვან მონაკვეთებზე

არ გაამიკვირდება გენაცვალე ვიცი smile.gif
QUOTE(tamu @ 18th June 2012 - 02:27 PM) *
ცუდი კი ის არის რომ უფლებაც არ მაქვს ხმა ამოვიღო.

სიტყვის და აზრის გამოთქმის კანონით მონიჭებული კონსტიტუციური უფლება გაქვს როგორც საქართველოს მოქალაქეს, ისარგებლე ამ უფლებით და თავს ნუ დააჩაგვრინებ შლეგ ფანატიკოსთა კასტას.
tamriko_faso
smile.gif არა თავს ნამდვილად არავის დავაჩაგრინებ, უბრალოდ უკვე გავითავისე ანდაზა- ზოგჯერ თქმა სჯობს არა თქმასა, ზოგჯერ თქმითაც დაშავდების. დამერწმუნე რომ ასეა.
sentimennte
Iesos locva arc mantraa da arc meditaciis ert-erti saxeoba, es urtiertobaa,namdvili urtiertobaa cocxal pirovnebastan. sixaruli da simshvide,urtiertobis shedegia smile.gif imis gamo ar amboben iesos locvas rom,es yvelaperi hqondet,es tanmdevi movlenebia. Ubralod roca vigac martla giyvars,mudmivad cdilob mastan iyo, ieso siyvarulia da roca amas sakutari gamocdilebit sheigrznob,rom shentanaa,shenshia da ragac abstraqtuli energiebis nakrebi ki araa, martla cocxali gmertia visac uyvarxar, mere gulic gagitbeba da yvelapersac gaaketeb imistvis rom mastan iyo,rogor iqnebi pirovnebastan tu ar gaicnob? Hoda locvashi icnoba gmerti,(tumca marto locvashi ara) gulic gitbeba da gzebsac gamonaxav mastan yopnistvis.mere adamianebi icvlebian, izerwebian da izrdebian. Win bevri sixaruli gelodebat, da mglis shishit cxvari ar gawyvetila,ezebet da ipovnit, iesom xom tqva,"me var nateli soplisa" da tqvenc nateli iyavito visac chemebi gqviato :)tqveni ra vici me ki martla bednieri var da sxva ra vtqva aba? smile.gif
td.........
sentimennte
იზ მიხარია ასე რომ ხარ, მართალ მიხარიაsmile.gif)
sentimennte
Mec mixaria ase rom var tat smile.gif maxarebs da mixariaa smile.gif
td.........
sentimennte
bigarmhug.gif
shaqro
იესოს ლოცვა და მედიტაცია – რა სხვაობაა მათ შორის?
14/12/2012
ავტორი: დავით ხოსიტაშვილი

ავტორი: არქიმანდრიტი ზაქარია (ზაქარუ) – ავტორი წიგნებისა მართლმადიდებლურ ასკეტიკაზე “The Enlargement of the Heart” და The “Hidden Man of the Heart”. მამა ზაქარიას მასწავლებელი იყო არქიმანდრიტი სოფრონი (სახაროვი 1896-1993) იოანე ნათლისმცემლის მონასტრის დამაარსებელი ესექსში, მოწაფე და ბიოგრაფი ღირსისა სილუანე ათონელისა (1866-1938)

სპეციალურად საიტისთვის რუსულიდან თარგმნა დავით ხოსიტაშვილმა

სამწუხაროდ, გაუთვითცნობიერებულ საზოგადოებაში ადგილი აქვს გავრცელებულ ცდომილებას, რომლის თანახმადაც იესოს ლოცვა მსგავსია ბუდისტური იოგისა, ტრანსცენდენტალური მედიტაციისა და სხვა აღმოსავლური ეგზოტიკური სწავლებებისა. თუმცა, მსგავსება ძირითადად მხოლოდ გარეგნულია, ხოლო ყოველგვარი შინაგანი იდენტობა არ სცდება ადამიანის სულის ჩვეულ „ანატომიას“. ფუნდამენტალური სხვაობა მართლმადიდებლობასა და სხვა რელიგიებს შორის მდგომარეობს იმაში, რომ იესოს ლოცვა დაფუძნებულია ჭეშმარიტი, ცოცხალი და პიროვნული ღმერთის – სამების აღმოჩენაში. არცერთი სხვა გზა არ უშვებს ღმერთისა და მისდამი მლოცველი ადამიანის ცოცხალი ურთიერთობის საშუალებას.

აღმოსავლური ასკეტიზმი მიმართულია გონების პირობითობისგან და დროებითისგან გათავისუფლებისკენ, ისე, რომ ადამიანი გაიგივებული იყოს გაუპიროვნებულ აბსოლუტთან. ამ აბსოლუტში ნაგულისხმევია ადამიანის “ბუნების” პირველსაწყისი, რომელმაც მრავალსახოვან და მუდმივად ცვალებად განმიწიერებულ ცხოვრებაში შესვლის გზით, გადაგვარება და დეგრადაცია განიცადა. ასკეტური პრაქტიკა, მსგავსად ამისა, უპირველეს ყოვლისა, კონცენტრირებულია თვითობრიობაზე და მთლიანად დამოკიდებულია ადამიანის ნებისყოფაზე. მისი ინტელექტუალური არსი უარყობს ადმიანის ბუნების სისრულეს, რადგან არ ითვალისწინებს გულის ფაქტორს. ადამიანის მთავარი ამოცანა უსახელო ზეადამიანურ აბსოლუტთან დაბრუნებაში მდგომარეობს, რათა სრულად მოხდეს მასში გქრობა. სწორედ ამიტომ, მან უარი უნდა თქვას სულზე ამ უპიროვნო, ზეადამიანური აბსოლუტის სასარგებლოდ და სწორედ ამაში მდგომარეობს ამგვარი მიდგომის ნეგატიური მხარე.

ყოველგვარი მწუხარებისა თუ მოუგვარებლობისგან თავდასაღწევ განმანთავისუფლებელ ბრძოლაში, რაც ამა სოფლის წარმავალ ცხოვრებასთან არის დაკავშირებული, აღმოსავლელი ასკეტი თავს, ე.წ. სუფთა ყოფიერების აბსტრაქტულ და ინტელექტუალურ ველში უღრმავდება – უარყოფით და გაუპიროვნებულ მხარეში, სადაც შეუძლებელია ღვთის განჭვრეტა, სადაც მხოლოდ საკუთარი თავის დანახვა ძალუძს ადამიანს. ასეთი მიდგომით გულისთვის ადგილი აღარ რჩება. ამგვარი ფორმის ასკეტიზმის პროგრესი, მხოლოდ წარმატების პირად სურვილზეა დამოკიდებული. უპანიშადები არსად ამბობენ, რომ ამპარტავნება სულიერი ზრდის დამაბრკოლებელია, ან იმას, რომ მორჩილება სათნოებაა. ერთი მხრივ არსებობს ქრისტიანული ასკეტიზმის პოზიტიური მხარე, სადაც საკუთარი თავის უარყოფას ახალი ადამიანის ტრანსოფრმაციისკენ მიჰყავს, სადაც სიცოცხლის ზებუნებრივი ძალის დაშვება არის შესაძლებელი, რომლის წყაროც ის ერთადერთია, ვინც ადამიანებს გამოუვლენს თავს, ეს ღმერთია. და მეორე მხარე, სადაც მისი ხილვა წარმოუდგენელია. ყველაზე ზომიერ გამოვლინებებშიც კი საკუთარი თავის უარყოფა, ბუდიზმის მხოლოდ უმნიშვნელო ნაწილია. გონების სურვილი უბრალოდ დაუბრუნდეს ბუნებრივ მდგომარეობას, აღმოჩნდება დაუცველ მდგომარეობაში მრავალი აკრძალვის წინაშე. ჩნდება საშინელი რისკი იმისა, რომ მოხდეს საკუთარ თავზე დაციკვლა, რისკი საკუთარი ნათებით მოხიბვლისა, თუმცა კი ქმნილი სილამაზისა, რომელსაც როგორც ქმნილებას აღაზევებენ მის შემოქმედზე მეტად (რომ. 1:25) გონება იწყებს “ეგოს” გაღმერთებას და კერპად ქცევას, შემდგომ კი, როგორც ბრძანებს უფალი, “და იმ კაცისათვის უკანასკნელი დღე პირველზე უარესი იქნება”(მათე 12:45)

რელიგიური აზროვნების აღმოსავლური სტილის ამგვარი შეზღუდვა, რომელსაც არ გააჩნია ღვთის შემეცნების პრეტენზია და პრაქტიკულად ადამიანის მიერ საკუთარი თავის შემეცნებას წარმოადგენს, არ სცილდება ქმნილ პიროვნულობას და საერთოდ ახლოსაც არ მიდის უპირველესი პიროვნების ჭეშმარიტებასთან, უქმნელ ცოცხალ ღმერთთან, რომელიც თავად გამოეცხადა ადამიანს. ამგვარ რელიგიურ მიდგომას, რასაკვირველია, შეუძლია უზრუნველყოს ერთგვარი რელაქსაცია ან წაამახვილოს ადამიანის ფსიქოლოგიური და ინტელექტუალური ფუნქციები, თუმცა: “ხორცისაგან შობილი ხორცია” (იაონე. 3:6) და “ხორციელად მცხოვრებნი ვერ აამებენ ღმერთს” (რომ. 8:8)

რათა იყო ჭეშმარიტი, გონების ყოველი გათავისუფლება ვნებითი მიდრეკილებებისგან, თუ ხილული მიწიერი ელემენტებისგან, უნდა იყოს ადამიანის შესახებ ჭეშმარიტებასთან ერთობაში. როდესაც ადამიანი ხედავს თავს, თითქოსდა იგი წარსდგება ღვთის წინაშე, მისი ერთადერთი პასუხი შეიძლება სინანული იყოს. ამგვარი სინანული, თავისთავად, ღვთის ნიჭია და მას გულისმიერი ტანჯვისკენ მიჰყავს ადამიანი, ეს კი არა მარტო წმენდს გონებას ცოდვათაგან, არამედ მას ღვთის უხილავ და მარადიულ თვისებებთან აერთიანებს. სხვა სიტყვებით, გონების გათავისუფლება მხოლოდ ნახევარი საქმეა, ის ადამიანის ძალისხმევით უნდა გაძლიერდეს. მეორე მხრივ, ქრისტიანობა ასკეტს იმგვარ დამაიმედებელ ძალისხმევას სთხოვს, რომ მისი სული განიმსჭვალოს და გარეშემოირტყას ღვთის მადლით, რაც მომასწავებელია მარადიული სიცოცხლისა და რომლისთვისაც, როგორც მისთვისაა ცნობილი, ის არის შექმნილი.

მრავალი სცემს თაყვანს ბუდას და ადარებს მას ქრისტეს. კერძოდ, ბუდა, ადამიანის მდგომარეობისადმი თავისი თბილი დამოკიდებულებით და ტანჯვისგან გათავისუფებისადმი გამომსახველი სწავლებით იპყრობს ყურადღებას. მაგრამ ქრისტიანმა იცის, რომ ქრისტემ, ღვთის მხოლოდშობილმა ძემ, თავისი ტანჯვით, ჯვრით, სიკვდილითა და აღდგომით თავისი ნებით და წმინდად განიცადა ადამიანური ტკივილის მთელი სისავსე ნიშნად მისი სრულყოფილი სიყვარულისა. ამ გზით მან განკურნა მისი ქმნილება მომაკვდინებელი ჭრილობისგან, რომელიც პირველქმნილმა ცოდვამ მიაყენა და აღადგინა იგი მარადიული ცხოვრებისათვის. სწორედ ამიტომ, გულისმიერი ტანჯვა მეტად ღირებულია ლოცვისას და მისი თანამყოფობა მოწმობს იმაზე, რომ ასკეტი არ არის შორს ღვთის სიყვარულის ჭეშმარიტ და წმინდა გზისგან. თუკი ღმერთმა ტანჯვის მეშვეობით გამოავლინა მისი სრულყოფილი სიყვარული ჩვენს მიმართ, ასევე ადამიანსაც, თავის მხრივ აქვს საშუალება ტანჯვის გზით უპასუხოს ღვთის სიყვარულს.

მაშასადამე, ლოცვა სიყვარულის გამოხატულებაა. ადამიანი გამოხატავს სიყვარულს ლოცვის გზით და თუ ჩვენ ვლოცულობთ, ეს ჩვენი ღვთისადმი სიყვარულის მანიშნებელია. თუ ჩვენ არ ვლოცულობთ, ეს ნიშნავს იმას, რომ არ გვიყვარს ღმერთი, ანუ ჩვენი ლოცვის საზომი – ღვთისადმი სიყვარულის საზომის ტოლფასია. წმინდა სილუანე ღვთის სიყვარულს ლოცვასთან აიგივებს. წმინდა მამები ამბობენ, რომ ღვთისადმი უყურადღებობა, მისდამი “გულმავიწყობა”, ერთ-ერთი ყველაზე დიდი ვნებაა, რადგან ის ერთადერთია, რომელსაც არ ებრძვიან ლოცვითა და ღვთის სახელის მოხმობით. თუ ჩვენ დავიმდაბლებთ თავს და მოვუხმობთ ღვთის შეწევნას, მის სიყვარულზე მინდობილნი, ჩვენ მოგვეცემა ძალა ნებისმიერი ვნების გადასალახად, მაგრამ თუკი ჩვენ არ ვფიქრობთ ღმერთზე, მტერი იოლად გაგვანადგურებს.
This is a "lo-fi" version of our main content. To view the full version with more information, formatting and images, please click here.
Invision Power Board © 2001-2024 Invision Power Services, Inc.