Help - Search - Members - Calendar
Full Version: მუსიკის ძალა
ეზოთერიული ცოდნის ფორუმი > დამატებითი განყოფილება > ხელოვნება
fawos
ლეგენდა მუსიკის შესახებ

მუსიკის შესახებ უამრავი ლეგენდა არსებობს. ერთი ძველი ბერძნული ლეგენდის მიხედვით, შვიდკარებიანი ქალაქის თებეს მშენებლობა მეტად ორიგინალური წესით მიმდინარეობდა: მომავალი ქალაქის ერთ მახლობელ გორაკზე მიიწვიეს ცნობილი მუსიკოსი და მომღერალი ამფიონი. იგი ნაზად ჩამოჰკრავდა თითებს ოთხსიმიან ლირას და წარმტაცად მღეროდა. ამბობენ, ისეთი მძლავრი მაგიური ძალა ჰქონდა ამფიონის სიმღერას და დაკვრას, რომ ამ ჯადოსნური ჰანგების ზეგავლენით ვეებერთელა ქალაქი თებე აშენდაო.

ობობა - მელომანი

ერთი მევიოლინე სხვენზე მეცადინეობდა, რათა სავარჯიშოების, გამებისა და მრავალგზის გასამეორებელი ტექნიკის პასაჟების დაკვრით შინაურებისათვის გული არ გაეწყალებინა. მალე მუსიკოსმა შენიშნა, რომ, როგორც კი ნაზი მელოდიის შესრულებას იწყებდა, ზემოდან, თავის ძაფზე, ობობა ჩამოცურდებოდა ხოლმე და გარინდებული უსმენდა დაკვრას.როგორც კი მევიოლინე გამებს და ჩქარ სავარჯიშოებს იწყებდა, ობობა მყისვე ადიოდა ზევით და მხოლოდ მაშინ ჩამოდიოდა, თუ კვლან მელოდიური მუსიკა აჟღერდებოდა.

სიმღერა სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის

სიმღერა აუმჯობესებს სახმო სიმების სისხლით მომარაგებას, ზეგავლენას ახდენს ენაზე, ნუშისებრ ჯირკვლებსა და ლიმფურ კვანძებზე. სიმღერის დროს სისხლი სწორად მიმოიქცევა, უკეთ მიეწოდება ამ ორგანოებს და აჯანსაღებს მათ. ლიმფური კვანძები და ნუშისებრი ჯირკვლრები უფრო აქტიურად იწყებენ მუშაობას და სარძნობლად უმჯობესდება სიმღერის მოყვარულთა იმუნირი სისტემა. თუ იმუნური სისტემა ძლიერია, ყელიც ნაკლებად სტკივა და სტომატიტიც იშვიათად აწუხებს ადამიანს.
სიმღერის დროს სისხლით სწორად მომარაგება ააქტიურებს ტვინის მუშაობას. სავარაუდოა, რომ სისხლის ცირკულაცია ძლიერდება არა მარტი ყელში, არამედ ცენტრალურ ნერვულ სისტემაშიც, რის შედეგადაც თავის ტვინი იწყებს ინტენსიურ მუშაობას, უმჯობესდება მეხსიერება, ადვილად აითვისება ნებისმიერი ინფორმაცია, ხოლო მათ, ვისაც ხშირად აწუხებს ფილტვები, ბრონქიტი, ექიმები ურჩევენ იმღერონ, რადგან, როგორც წესი, სიმღერის პროცესში მონაწილეობს სასუნთქი სისტემა. მაგალითად, საზღვარგარეთის ქვეყნებში, ექიმების რჩევით ასთმით დაავადებულები მღეროდნენ გუნდში. შედეგი საუკეთესო აღმოჩნდა - სიმღერამ შეცვალა სუნთქვითი ვარჯიშები. ავადმყოფებს მოეხსნათ სტრესი და მდგომარეობა გაუუმჯობესდათ. მაგრამ, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ყველაფერში, და მათ შორის სიმღერაშიც, ზომიერების დაცვაა საჭირო. სიმღერის შემდეგ არ ჭამოთ ნაყინი და არ დალიოთ ცივი სასმელები, არ გახვიდეთ ცივ ჰაერზე, რადგან შეიძლება გაგიცივდეთ სახმო სიმები, ჩაგეხლიჩოთ, ან წაგერთვათ ხმა...

სიმღერის ძალა

გერმანელი გოგონა კრისტიანა კიტელი 1996 წელს კომაში ჩავარდა. მიზეზი ჟანგბადის უკმარისობა და სისხლძარღვების ფუნქციის მოშლა იყო. მას ოპერაცია გაუკეთეს და ძლივს გადაარჩინეს. თუმცა ბოლომდე ვერ გამოჯანმრთელდა და ბოლო წლების განმავლობაში თითქმის უგონოდ იყო.
ერთხელ მათ ქალაქს ცნობილი კანადელი პოპ-მომღერალი ბრაიან ადამსი ეწვია. კრისტიანას დედამ იცოდა, რომ ადრე მის შვილს ძალიან უყვარდა ეს მომღერალი და ინვალიდის ეტლით კონცერტზე მიიყვანა. და... მოხდა სასწაული - ბრაიანის ამღერებიდან ცოტა ხანში გოგონდა გონზე მოვიდა, აქეთ-იქით დაიწყო ყურება, თანდათან ამოძრავდა კიდეც. ამ ფაქტმა გააოგნა ექიმები. მისი მკურნალი ექიმის თქმით კი, ეს ბრწყინვალე მაგალითია იმისა, რომ „ მიუხედავად მძიმე მდგომარეობისა, იმედი არასდროს არ უნდა დაკარგო“. ხოლო გოგონას გამოჯანმრთელების იმედი მისი საყვარელი მომღერლის სიმღერა გახდა.
მზეონა
QUOTE(Craaazy @ 5th July 2012 - 03:33 PM) *
სიმღერა სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის

სიმღერა აუმჯობესებს სახმო სიმების სისხლით მომარაგებას, ზეგავლენას ახდენს ენაზე, ნუშისებრ ჯირკვლებსა და ლიმფურ კვანძებზე. სიმღერის დროს სისხლი სწორად მიმოიქცევა, უკეთ მიეწოდება ამ ორგანოებს და აჯანსაღებს მათ. ლიმფური კვანძები და ნუშისებრი ჯირკვლრები უფრო აქტიურად იწყებენ მუშაობას და სარძნობლად უმჯობესდება სიმღერის მოყვარულთა იმუნირი სისტემა. თუ იმუნური სისტემა ძლიერია, ყელიც ნაკლებად სტკივა და სტომატიტიც იშვიათად აწუხებს ადამიანს.
სიმღერის დროს სისხლით სწორად მომარაგება ააქტიურებს ტვინის მუშაობას. სავარაუდოა, რომ სისხლის ცირკულაცია ძლიერდება არა მარტი ყელში, არამედ ცენტრალურ ნერვულ სისტემაშიც, რის შედეგადაც თავის ტვინი იწყებს ინტენსიურ მუშაობას, უმჯობესდება მეხსიერება, ადვილად აითვისება ნებისმიერი ინფორმაცია, ხოლო მათ, ვისაც ხშირად აწუხებს ფილტვები, ბრონქიტი, ექიმები ურჩევენ იმღერონ, რადგან, როგორც წესი, სიმღერის პროცესში მონაწილეობს სასუნთქი სისტემა. მაგალითად, საზღვარგარეთის ქვეყნებში, ექიმების რჩევით ასთმით დაავადებულები მღეროდნენ გუნდში. შედეგი საუკეთესო აღმოჩნდა - სიმღერამ შეცვალა სუნთქვითი ვარჯიშები. ავადმყოფებს მოეხსნათ სტრესი და მდგომარეობა გაუუმჯობესდათ. მაგრამ, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ყველაფერში, და მათ შორის სიმღერაშიც, ზომიერების დაცვაა საჭირო. სიმღერის შემდეგ არ ჭამოთ ნაყინი და არ დალიოთ ცივი სასმელები, არ გახვიდეთ ცივ ჰაერზე, რადგან შეიძლება გაგიცივდეთ სახმო სიმები, ჩაგეხლიჩოთ, ან წაგერთვათ ხმა...

hellllo.gif fawos მივესალმები შენს გახსნილ თემას! ძალიან კარგია და ამ პოზიციას მხარს ვუჭერ, მაგალითებიც მშვენიერია მოყვანილი..

სიმღერა, მუსიკა, ზოგადად ხელოვნება ადამიანზე ძალიან პოზიტიურ, გამაჯანსაღებელ და ჰარმონიულ გავლენას ახდენს, თერაპიულია.. smile.gif

Lashapoli
რომელიღაც ცენელინგში წერია რო ერთ-ერთ ჩვენი მზის სისტემის პლანეტაზე, როცა ადამიანების ცივილიზაცია იყო, სანამ დედამიწაზე გადმოინაცვლებნენ მუსიკით ვითარდებოდნენ. ზუსტად არ მახსოვ როგორ იყო ეგ თემა მივწერ კომპეტენტურ ფორუმელებს და იქნებ დადონ..
soi
რა კარგი იქნებოდა რომ დედამიწაზეც მუსიკით შეიძლებოდეს განვითარება.. sad.gif
fawos
მივესალმები შენს გახსნილ თემას!

მზეონა helllo.gif

ზოგადად ხელოვნება ადამიანზე ძალიან პოზიტიურ, გამაჯანსაღებელ და ჰარმონიულ გავლენას ახდენს, თერაპიულია..

გეთანხმები, აი მაგალითად ხუთი წლის სიცილიელი ბიჭი ჯორჯო კომიდან რობერტო ბენინის ფილმმა "ცხოვრება მშვენიერიამ" გამოიყვანა.
დავუბრუნდეთ მუსიკას. მუსიკას შეუძლია გაგაცინოს, აგატიროს, დაგაწყნაროს... ხოლო სიწყნარე - ჯანმრთელობის საწინდარია. ამოტომაც მედიკოსები უფრო ხშირად იყენებენ მუსიკით მკურნალობის მეთოდს - მელოთერაპიას. ისინი ამტკიცებენ, რომ გარკვეული სიხშირის ბგერებს(sound, звук), გარკვეული პერიოდულობით, შეუძლიათ გაანადგურონ ავადმყოფიბის გამომწვევი მიკრობები, მოადუნონ მუსკულატურა, გამოიყვანონ პაციენტი დეპრესიიდან, ჩაახშონ ანთება, დააჩქარონ გამოჯანმრთელება ხერხემლის არეში მიყენებული ჭრილობის შემდეგ. მუსიკა დასვენებაში გვეხმარება, ამცირებს მაღალ არტერიალურ წნევას და ინტელექტუალურ განვითარებასაც კი უწყობს ხელს! ადამიანები რომლებიც უკრავენ მუსიკალურ ინსტრუმენტზე უფრო ადვილად უმკლავდებიან სიბერესთან დაკავშირებულ პრობლემებს. მუსიკით მკურნალობა ეფექტური გამოდგა აუტიზმის, ალცგეიმერის დაავადებისა და ინსულტის დროს. ზოგი ექიმი იყენებს მუსიკას გაბნეული სკლეროზის, რევმატოიდული ართრიტის, რევმატიზმის და სხვა დაავადებების სამკურნალოდ, რომლებსაც ტკივილის სინდრომი ახლავთ თან. კვლევების მიხედვით, საუკეთესო თერაპევტული ეფექტი კლასიკურ მუსიკას აქვს. ხშირად უსმინეთ საყვარელ მუსიკას!
მზეონა
აი, ამ მუსიკის ნაკრებებს ვუსმენ ხოლმე, http://www.star-transform-moscow.ru/c429.html

ყველაზე ძლიერად ჩემზე მაინც კლასიკური მუსიკა ზე-მოქმედებს, ძალიან ჰარმონიული რამეა, განმწმენდი!..
Untitled_13
მუსიკას როგორც ტანსაცმელს, როგორც საკვებს ისე აღვიქვამ. ჩემს არსებაში შემოდის და მემატება, ანუ მაბიძნურებს..
არ ვიცი
ვერაფერს ვუსმენ ძირიტადად. მზღუდავს
sad.gif

არადა კარგად შერჩეულ მუსიკას მართლა მეგოაბრივით დახმარებაც შეუძლია, ტან დროში ხომ არ იცველბა და რაღაც გენიალურია.. მინდა მიზნების მიღწევაში დამხმარე კარგი მუსიკა
mata
anima mundi

ნახე აბა
http://www.youtube.com/watch?v=2cpgXhRTV4A
Untitled_13
mata

პირველი 32 წამი და მერე.. მხოლოდ მუსიკაში რომ გადადსულიყო. და ეცვალა სიძლიერეები.. როცა უკვე შეფასებას ვიწყებ და "იქ" აღარ ვარ ფრინველი და ჩემს ტავს აღარ ვხატავ.. ე.ი მუსიკა ვერაა ძლიერი
მადლობა რატქმაუნდა smile.gif

mein kamp
მე არ ვიცი ზეგავლენას ახდენს თუ არა "ენაზე, ნუშისებრ ჯირკვლებსა და ლიმფურ კვანძებზე,".... ნაწლავებზე თუ კუდუსუნის ძვალზე....მარა კი მიყვარს ისე
This is a "lo-fi" version of our main content. To view the full version with more information, formatting and images, please click here.
Invision Power Board © 2001-2024 Invision Power Services, Inc.