wox1997 პირველმა სიყვარულმა(როგორც გავიგე დაახლოებით პირველი სიყვარულია, სხვა არ იყოო მნიშვნელოვანი ხომ

), იცის შეცდომები, ყველა უშვებს შეცდომას, შენც არ იცი როგორ მოიქცე. თან პირველი სიყვარული ძალიან ძლიერია და სწორედ ეგ არ გაძლევს საშუალებას სწორად იმსჯელო. არ იცი როგორ მოიქცე არა იმიტომ რომ არ გაგიგია, ან რამე უბრალოდ დიდი გრძნობა, რომელსაც დაუპყრიხარ არ გიშვებს.
ხო, რჩევა ძნელია, შემთხვევითი არაა, რომ არცერთმა პასუხმა არ თუ ვერ დაგაკმაყოფილა, რადგან ყველას თავისი შეხედულება აქვს და თავისებური გამოცდილება. ბევრს შეიძლება არც ახსოვს, როგორ მოიმოქმედა თვითონ მაშინ.
ლამაზი გრძნობაა, თუმცა ღელვაა, მაგრამ მაინც ლამაზია მოსაგონებლად, რადგან ერთ რამეს გეტყვი 100%-ით, რომ გავა წლები და გაგეღიმება, როცა გაიხსენებ ამ ყველაფერს.
ახლა რა გირჩიო... პირველი იმას გეტყვი, რომ შენი თავი არასოდეს არ ჩათვალო, რომ ვინმეზე რამით ნაკლები ხარ. არავინ არაა არავისზე ნაკლები, რადგან ყველა ადამიანი უნიკალურია. ეს მომისმინე და დაიჯერე. მეც მქონდა რაღაც პატარა კომპლექსები და ვთვლი, რომ ეს არაა კარგი, კომპლექსის ქონა გბოჭავს და არ გაძლევს საშუალებას რომ შენი თავი იყო, უკან გხევს და ყველგან ხელს გიშლის. შინაგანად განთავისუფლდი, იცოდე უნიკალური ხარ, იცოდე ღმერთის კუთვნილება ხარ!!! გაშალე ფრთები და იფრინე. არ დაუშვა სხვა გზა. მერე რა მოხდება? შეიძლება მაგ გოგოს მსგავსმა გოგოებმა აქეთ დაგიწყონ დევნა

იმედია გამიგებ, გულით მინდა რომ დაგეხმარო. ყველას აქ უნდათ რომ დაგეხმარონ.
იყავი თავისუფალი!!! თავისუფალი, ეს უძლიერესი სიტყვაა.
ხო, ერთი აზრი დამებადა, იმეორე ხშირად
თავისუფალი ვარ, იმეორე და ამ საქმეში სიტყვის ძალაც დაგეხმარება. იცოდე სიტყვას დიდი ძალა აქვს. შეეცადე აღარ ილაპარაკო საერთოდ კომპლექსებზე.