Help - Search - Members - Calendar
Full Version: ტრანსცენდენტული მედიტაცია
ეზოთერიული ცოდნის ფორუმი > ძირითადი განყოფილება > სულიერი და ფიზიკური პრაქტიკები > მედიტაცია
Pages: 1, 2, 3, 4, 5, 6
Atm@n
გადავწყვიტე გამეხსნა თემა ტრანსცენდენტული მედიტაციის (ტმ) შესახებ, რომლის წარმომადგენლობაც დაახლოებით ერთი წელია თბილისშიც გამოჩნდა.

ოფიციალური საიტები:

http://www.tm.org
http://www.tm.org.ua/ru/index.html

ვიკიპედია:
http://ru.wikipedia.org/wiki/Трансц...дитация



ტრანსცენდენტული მედიტაცია - ესაა მედიტაციის ტექნიკა მანტრების გამოყენებით. მისი ათვისება და შესრულება ძალიან ადვილია. ესაა მარტივი, ბუნებრივი გონებრივი მეთოდი, რომელიც უნდა შევასრულოთ 20 წუთით ორჯერ დღეში (დილით და საღამოს) კომფორტულად მჯდომ, თვალებდახუჭულ მდგომარეობაში. ამ პრაქტიკის დროს ჩვეული გონებრივი პროცესი ნაკლებად აქტიური ხდება ან მშვიდდება, და მიიღწევა "მშვიდი გაცნობიერებულობის" განსაკუთრებული ფსიქოფიზიოლოგიური მდგომარეობა. ტმ კარგად ხსნის სტრესს და ხელს უწყობს პიროვნების განვითარებას. მიუხედავად თავისი უბრალოებისა და სიმარტივისა, ტმ მაღალი სიზუსტით გამოირჩევა.

ტმ-ის ტექნიკა არ მოითხოვს ძალისხმევას და კონცენტრაციას, არაა დაკავშირებული ჭვრეტასთან, ჭკუის კონტროლთან ან ვიზუალიზაციასთან. ასევე არაა საჭირო ცხოვრების სტილის ან მსოფლმხედველობის შეცვლა. უკანასკნელი 50 წლის განმავლობაშ ტმ 5 მილიონამდე ადამიანმა შეისწავლა.


მაჰარიშის ლექციები შეგიძლიათ იხილოთ ამ ლინკზე:

http://veda-center.org/makharishi/viewcategory/99/



დასავლური ქვეყნებისთვის თავდაპირველად მაჰარიში ცნობილი გახდა როგორც "ბიტლების" გურუ. მრავალი ცნობილი პიროვნება, როგორიცაა პოლ მაკარტნი, რინგო სტარი, დევიდ ლინჩი, მარტინ სკორსეზე და ა.შ.

http://www.youtube.com/watch?feature=playe...p;v=9w7WAxLoLQY

თბილისში დევიდ ლინჩის ფონდის წარმომადგენლობა მაჩაბლის 7-ში მდებარეობს.



დასაწყისისთვის საკმარისია. თუ კითხვები გექნებათ მზად ვარ გიპასუხოთ მეც და იმ ფორუმელებმაც, რომლებსაც გამოცდილება აქვთ (ან მომავალშ ექნებათ)...
Atm@n
უკეთესი წარმოდგენა რომ შეგიქმნათ ტმ-ზე, მოვიყვან მონაკვეთს წიგნიდან "გზა შინისაკენ", სადაც რადჰანათჰა სვამის შეხება ჰქონდა ამ სკოლის წარმომადგენლებთან:



მომდევნო დილით ფეხით გავუყევი განგის ნაპირს რიშიკეშის მეორე ბოლომდე. მთაზე ავედი და შანკარაჩარია ნაგარიმდე – მაჰარიში მაჰეშ იოგის აშრამამდე მივაღწიე. ბილიკებს, რომლებიც საუკუნოვან ხეებს, სურნელოვან ბუჩქებსა და აყვავებულ ლიანებს შორის მიიკლაკნებოდნენ, უბრალო სამედიტაციო ქოხებამდე მივყავდი. გზა განვაგრძე და მაღალ ციცაბოს მივადექი, საიდანაც განგის მხარეს უმშვენიერესი ხედი იშლებოდა. პირდაპირ ხრამის თავზე თავად მაჰარიშის უბრალო სახლი იდგა. შიგნით შევედი და აღმოვჩნდი ოთახში ყვავილებით მორთული საკურთხეველით, რომელზეც მაჰარიშის სულიერი მოძღვრის, ვეფხვის ტყავზე მჯდარი ბრაჰმანანდა სარასვატის ფოტო იდო. მას მაღალი შუბლი, თეთრი წვერი და უკან გადავარცხნილი გრძელი ჭაღარა თმა ჰქონდა. იგი ცნობილი იოგი იყო და პატივი ხვდა, რომ მანამდე საუკუნენახევრის განმავლობაში შანკარაჩარია აჯოტირმათჰის ცარიელი თანამდებობა დაეკავებინა. თანამედროვე რეალიებს თუ მივუსადაგებთ, ეს მდგომარეობა შეიძლება რომის პაპის მდგომარეობას შევადაროთ.

ყოველ დილას და საღამოს აშრამის მცხოვრებლები მაჰარიშის სახლში იკრიბებოდნენ, რათა მანტრები ეგალობათ და პუჯა ჩაეტარებინათ მისთვის, ბოლოს კი შეხვედრები ერთობლივი მედიტაციებით სრულდებოდა. მე მითხრეს, რომ თავად მაჰარიშის, სახლის სარდაფში ერჩივნა მედიტირება. მაჰარიშის რამდენიმე მოსწავლემ პატარა ბნელ კელიაში ჩამიყვანა მიწის ქვეშ. ეს გრილი და წყნარი კელია ჩემი საყვარელი მედიტაციის ადგილი გახდა. მასში არსებული სიმშვიდის ატმოსფერო სწრაფად მიპყრობდა და საშუალებას მაძლევდა ცხადად შემეგრძნო მაჰარიშის არსებობა.

მაჰარიში 1917 წელს ცენტრალურ ინდოეთში დაიბადა. მან ალაჰაბადის უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი დაამთავრა. ცამეტი წლის განმავლობაში თავის გურუს, ბრაჰმანანდა სარასვატის, ემსახურებოდა, როგორც მდივანი. სანამ ამ სამყაროს დატოვებდა, გურუმ უთხრა მაჰარიშის: “მე შენ სულიერი სრულყოფის ის მეთოდი გასწავლე, რომელიც მეოჯახე ადამიანებისთვისაა განკუთვნილი. განვლილ საუკუნეებში ეს ცოდნა დაამახინჯეს და სრულიად დაივიწყეს. არ იღელვო იმაზე, თუ სად იშოვო სამოგზაურო ფული. არაფერზე იღელვო და ნუ შეგეშინდება მარტოობის. საქმეს შეუდექი და ყველაფერი თავისით გამოგივა”. ემზადებოდა რა თავისი მისიისთვის, მაჰარიში ორი წელი მარტოობაში მედიტირებდა უტარ-კაშის გამოქვაბულებში, 1955 წელს კი ტრანსცენდენტული მედიტაციის ტექნიკის სწავლება დაიწყო და რიშიკეშის მთებზე აშრამი დააარსა. 1957 წლიდან მაჰარიშიმ მთელ მსოფლიოში დაიწყო მოგზაურობა.

მაჰარიში მაჰეშ იოგი ასწავლიდა, რომ ტრანსცენდენტული მედიტაციის ვარჯიშები ჩვენს ცნობიერებას აფართოებს. ამ ტექნიკის მიზანი იმაში მდგომარეობს, რომ ჩავიძიროთ უფრო ნატიფ მდგომარეობაში, ვიდრე ღვიძილი, ძილი ან ღრმა ძილია. მაჰარიშის სწავლების თანახმად, მედიტირება – ნიშნავს ჭკუისა და ეგოს ნატიფი გავლენისაგან გამოსვლას. წმინდა ყოფიერების ამ განთავისუფლებულ მდგომარეობაში შეგვიძლია ჩვენი მარადიული სული შევიგრძნოთ. განსაკუთრებით კარგად მაჰარიშის იოგასა და თანამედროვე მეცნიერებას შორის შეხების წერტილების გამონახვა გამოსდიოდა. მიუხედავად იმისა, რომ თავად მაჰარიში აშრამში არ იყო, აშრამის ატმოსფერომ შთაგონება გამიძლიერა და წავიკითხე მისი ორი წიგნი: “ყოფიერების მეცნიერება” და “ცხოვრების ხელოვნება”, ასევე “ბჰაგავად-გიტას” ექვსი თავის მისეული თარგმანი.

http://www.youtube.com/watch?v=RK1kbJiisLk...player_embedded

სანამ შანკარაჩარია ნაგარიში ვიმყოფებოდი, ყოველდღე მქონდა ურთიერთობა ავსტრალიელ სადჰუსთან სახელად ბევინი, რომელიც აშრამის წინამძღვარი და მაჰარიშის ერთ-ერთი უახლოესი მოსწავლე გახლდათ. ქოხში მივდიოდი ხოლმე მასთან, ერთად ვისმენდით მაგნიტოფონში მაჰარიშის ლექციების ჩანაწერებს და ერთად განვიხილავდით მათ. განსაკუთრებით ერთი ფრაგმენტი დამამახსოვრდა მისი ერთ-ერთი ლექციიდან, სადაც იგი დამახასიათებელი მაღალი ხმით და ცოტა სიცილითაც ამბობდა: “ჩვენ არ ვიძლევით ცარიელ დაპირებებს სიკვდილის შემდგომ სამოთხეზე. ჩვენ ვასწავლით იმას, თუ როგორ შევიგრძნოთ სამოთხიეული ნეტარება აქ, ამ ცხოვრებაში. ყველანი მოდით, ვისაც ამის გამოცდა გინდათ”.

თავად ტექნიკა მიგიზიდავდათ თავისი უბრალოებით და ადვილად მისაწვდომობით: მოთხოვნა იყო, რომ სულ რაღაც თხუთმეტი-ოცი წუთი დაგეხარჯათ იოლ მედიტაციაში დილით და საღამოს, ამასთან არ იყო აუცილებელი ცხოვრების სტილის ან რელიგიურ-ფილოსოფიური რწმენის შეცვლა. მაჰარიში ასწავლიდა, რომ ცხოვრების არსი ნეტარებაშია და რომ ჩვენ ნეტარნი ვართ ჩვენი თავდაპირველი ბუნებით. ტრანსცენდენტულ მედიტაციას შეუძლია ყოფიერების ამ ნეტარ მდგომარეობამდე მიგვიყვანოს, და იოლად გადართოს ჩვენი ბუნებრივი მიდრეკილება ღვთაებრივის ძიებისა, გარეგნული ობიექტებში ბედნიერების ძიებიდან, ბედნიერების წყაროს ჩვენსავე თავში ძიებამდე. მაჰარიში ამის შესახებ ამბობდა: “გინდა ხის ნაყოფებით დატკბე – მისი ფესვები მორწყე”.

ზამთარი იდგა, და აშრამში ცოტა ხალხი იყო. აქ თითქმის ერთადერთი უცხოელი ვიყავი, თუ ბევინს არ ჩავთვლიდით. მან მომიყვა, რომ რამდენიმე წლის წინ აქ “ბიტლები” ჩამოვიდნენ, ასევე დონოვანი და მია ფეროუ, თავის დასთან, პრუდენსთან ერთად. ისინი რაღაც დროის განმავლობაში აშრამში ცხოვრობდნენ და მაჰარიშისთან ჰქონდათ ურთიერთობა. ამის შემდეგ იოგასა და მედიტაციისადმი ინტერესის ტალღამ მთელს მსოფლიოს გადაუარა.

ამ წმინდა ტყეში მედიტაცია და მთის მწვერვალზე ძილი ჭეშმარიტად შეუფასებელი საჩუქარი იყო ჩემთვის. მაჰარიში მაჰეშ იოგი ძილში სამჯერ მოვიდა ჩემთან. იგი ფეხებგადაჯვარედინებული იჯდა და ხელში ყვავილი ეკავა. მისი გრძელი ჭაღარა თმა მისსავე თეთრ სამოსს ერწყმოდა. მრგვალი სახე რბილად განათებოდა. მიუხედავად იმისა, რომ მაჰარიში მაღალი არ იყო, ჩემს სიზმარში იგი გიგანტს ჰგავდა. რბილი და ამავდროულად გამჭოლი მზერით მარადიული სასუფეველის სამეფოში მიხმობდა. მაჰარიში არაფერს ამბობდა – უბრალოდ მიღიმოდა, შემდეგ კი თვალებს ხუჭავდა და ქრებოდა.
Atm@n
საპატრიარქოს მიმართვა: smile.gif

http://www.youtube.com/watch?v=uTKR00xgIjA
Lashapoli
QUOTE(Atm@n @ Sep 21 2012, 09:57 AM) *
საპატრიარქო

ყველაზე დიდი ტოტალიტალური სექტა ეგენი არიან და მაგიტომ ატეხეს აჟიოტაჟი.... ძაან ბნელა მაგთ ტვინებში
Ceeport
QUOTE(Atm@n @ Sep 21 2012, 08:57 AM) *
საპატრიარქოს მიმართვა: smile.gif

http://www.youtube.com/watch?v=uTKR00xgIjA



რა გვეშველება
Atm@n
QUOTE(Ceeport @ 21st September 2012 - 02:31 PM) *
რა გვეშველება


კაი აღარ გვინდა ამაზე...


ტრანსცენდენტულ მედიტაციაზე ვილაპარიკოთ! smile.gif


Ceeport
კარგი smile.gif
td.........
Ceeport
მან მიაბიჯებდი ყვითელი ბუკეტით ხელში? არ მითხრა რომელიმე ტრენერი შეგიყვარდა! biggrin.gifbiggrin.gif:D
Atm@n
QUOTE(td......... @ 21st September 2012 - 02:50 PM) *
მან მიაბიჯებდი ყვითელი ბუკეტით ხელში?


laugh.gif laugh.gif laugh.gif
old_man
ამ განცხადებით რა თქმა უნდა, საპატრიარქო თავის სახეს აჩენს, მაგრამ ოხ ატმან ხომ ვიცი ამიტომაც დადე ეს ლინკი. პირდაპირ არასოდეს ამბობ, მაგრამ ირიბად სიყვარულით ამხელ ხოლმე. ტოჩკაში ურტყამ, როგორც შენ გირტყამენ გურუები ლექციებისას. ბებერი მელა ხარ biggrin.gif

მედიტაციას რაც შეეხება. ძაან მომეწონა და ალბათ გავყვები. შედეგები უკვე მეორე მედიტაციის დროს ვიგრძენი და საკმაოდ ძლიერი
Atm@n
old_man

ზუსტი შენიშვნაა! შენც კაი მელა ხარ! biggrin.gif

Ceeport
QUOTE(td......... @ Sep 21 2012, 02:50 PM) *
Ceeport
მან მიაბიჯებდი ყვითელი ბუკეტით ხელში? არ მითხრა რომელიმე ტრენერი შეგიყვარდა! biggrin.gifbiggrin.gif:D


ერთ ტრენერს ალექსანდრე ქვია, მეორე კიდე ღიპიანი ქართველია biggrin.gif
td.........
Ceeport
არ გეკადრება, ღიპის და ეროვნების მიხედვით ადამიანზე არ უნდა მსჯელობდე!:D:D

კაი მაშინ დაგანებებ თავს..smile.gif
Existence
Existence - გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა !

რასაც ოშოსთან ვეწვალებოდი ამდენი ხანი თავის დამკვირვებლებით და მედიტაციებით ტრანსცედენტულ მედიტაციაში რაზეც ზევით არის საუბარი და რა პრაქტიკაც გვაქვს ჯერ ჯერობით რამოდენიმე ფორუმელს ყველაფერი არის იმდენად გამარტივებული იმდენად ორგანული იმდენად დამაახლოვებელი სამყაროსთან შენ თავთან სიყვარულთან თუ ერთიან ველთან საიდანაც ყველაფერი წარმოიშვა და სადაც ბრუნდება რომ მინდა ყველას უბრალოდ გაგიზიაროთ .................... დაუსრულებლად !

დიდი მადლობა პირველ რიგში ამ ადამიანს რომ საქართველოს სიბნელეშიც შემოაქვს ამის შესაძლებლობა

David Lynch


და მერე ჩვენ TM ინსტრუქტორს ალექს

ბოლოს ჩემი რჩევა ყველა ეზოთერიკს და არა მარტო ვისაც გინდათ რო სულ თავიდან ოდნავ მაინც შეიჭყიტოთ რამხელა პოტენციალი გვაქვს და რაში ვკარგავთ დროს შემოგვიერთდეს

Atman

gio.geoo

old_man

Ceeport

Existence

Untitled_13
QUOTE
“ჩვენ არ ვიძლევით ცარიელ დაპირებებს სიკვდილის შემდგომ სამოთხეზე. ჩვენ ვასწავლით იმას, თუ როგორ შევიგრძნოთ სამოთხიეული ნეტარება აქ, ამ ცხოვრებაში. ყველანი მოდით, ვისაც ამის გამოცდა გინდათ”.

angelchik.gif


Atman

gio.geoo

old_man

Ceeport

Existence

მე


მხოლოდ თქვენს ენაზეც, თქვენი გამოცდილება რომ დაწეროთ უფრო გასაგები იქნება smile.gif ვერ გავიგე ასე კონკრეტულად რას ვაკეთებთ.. უფრო სწორედ ამდაგვარებს სულ ვაკეთებ და ბევრ რამეს გაცნობიერებულ-გაუცნობიერებლა smile.gif)))))) ხო და, მეც მინდა ეს! როგორც საჭიროდ ჩათვლით, იმ მხრივ მითხარით... რას ვაკეთებთ ზუსტად
Atm@n
anima mundi

ხუთშაბათს 18:00-ზე მაჩაბლის 7-ში მოდი და აგისხნის ინსტრუქტორი. ნარილაც მოდის. გოგოების ჯგუფი ცალკე იქნება ალბათ tongue.gif
Untitled_13
Atm@n

3 ოქტომბრამდე არ ვიქნები თბილისში. რომ ჩამოვალ მერე შემოგიერთდებით smile.gif და არ მინდა მე ბიჭებისგან ცალკე.. ჰმმ smile.gif შენც, ეგზის,გიოც, ოლდიც, თემოც ძალიან საინტერესოები ხართ ჩემთვის და თქვნი ყურება და დაკვირვება მინდა.. ერთობლივად მირჩევნია, ჩემგან განსხვებულ ადამიანებთან. რატომ ცალკე? რამ გაგვყო ჯერ ერთი.. დიდ რამე გოგო და ბიჭი
Ceeport
მართალია სულ რამდენიმე დღეა ვაკეთებ ტრანსცენდენტულ მედიტაციას, მაგრამ უკვე ვხედავ შედეგებს, ნამდვილად კმაყოფილი ვარ, ერთი სული მაქვს ხოლმე როდის მოვა მედიტაციის დრო smile.gif
Atm@n
anima mundi

ტრეინინგისთვის ახალი მსურველები ალბათ გოგოები იქნებიან ძირითადად, იმიტომ რომ ბიჭებიდან ვისაც უნდოდა ყველამ გაიარა. ანუ თავისთავად დგება გოგოების ჯგუფი.

ერთობლივ მედიტაციაზე ყველა ერთად ვიქნებით რა თქმა უნდა (ხუთშაბათობით). უბრალოდ ახლები ცალკე გაივლით ტრეინინგს.
Untitled_13
Atm@n

ფული საჭიროა?
Atm@n
anima mundi

პირველ დღეს არა. ისე კი რა თქმა უნდა მედიტაციის სწავლა ფასიანია.
Untitled_13
Atm@n

და ინსტრუქტორი ვინაა?
Atm@n
anima mundi

QUOTE(anima mundi @ 24th September 2012 - 08:57 PM) *
და ინსტრუქტორი ვინაა?


აქ რომ საუბრობს (ალექსანდრ გრიბანი):

http://www.youtube.com/watch?v=uTKR00xgIjA
sentimennte
Atm@n
sapatriarqosgan ra ginda? Ra iyo axali ambavia rom martlmadidebloba mantra-meditaciebisgan shorsaa?
Atm@n
sentimennte
QUOTE(iziko @ 24th September 2012 - 10:02 PM) *
sapatriarqosgan ra ginda? Ra iyo axali ambavia rom martlmadidebloba mantra-meditaciebisgan shorsaa?


და ჩვენგან რა უნდა საპატრიარქოს მაგას რატომ არ კიტხულობ? smile.gif
sentimennte
Da ra ar mogwont "tqven"?
Atm@n
sentimennte

იგივე რაც შენ არ მოგწონს საპატრიარქოს კრიტიკის მოსმენისას.
sentimennte
Atm@n
mamu genacvale, am qveyanashi,amdeni aseuli welia,martlmadideblobit idideba gmerti,yoveltvis ase iyo da ertaderti am gzit movida es qveyana aqamde, asiatasobit adamiani sisxlis sapasurad icavda rwmenas.pativs vcemt sxvis agmsareblobas da musulmanic,iezidic,katolikec da krishnaidic cxovrobs am qveyanashi,pativiscemit da siyvarulit,magram midit bichebo "gaajazet"quchashio magas nu elodebit
old_man
სხვათა შორის ამ ტრანსცენდენტულ მედიტაციას დაესწრო ერთ-ერთი მართლმადიდებელი სასულიერო პირი, შეისწავლა მედიტაცია და მერე უთხრა ინსტრუქტორს, რომ თუ რამე პრობლემას შეგიქმნიანო მე მომიწვიე რომ დაველაპარაკოო და ავუხსნაო.
რა არის მედიტაცია? - საკუთარ თავში ჩაღრმავება მარტივად რომ ვთქვათ. უმაღლესი მეს შეცნობა. სულიერი პრაქტიკის ერთ-ერთი სახე. რატომ ეწინააღმდეგება ეკლესია ასე?
იმიტომ რომ თუ ყველა ინდივიდუალურ სულიერ გზას აირჩევს, ის საჭირო ისე აღარ იქნება. და ამის ეშინია. ეს უნდა ვაღიაროთ.
თუ ადამიანი მედიტირებს ეს არ ნიშნავს, რომ ქრისტეს უარყოფს.
და კიდევ, სხვათა შორის, მარლმადიდებელი ბერებიც მედიტირებენ.
td.........
old_man



100% გეთანხმები . smile.gif

ისე ყველაფერს თავის ახსნა აქვს, საპატრიარქოს ამგვარ განცხადებასაც, ამიტომ მოდით დავანებოთ ერთმანეთის კრიტიკას თავი და ყველა თავის არცეულ გზას გაუყვეს.. smile.gif ყველაზე კარგად ვსწავლობთ იმ გაკვეთილს რომელიც პრაქტიკაში გამოვცადეთ, თეორიის გადაბულბულება არ ნიშნავს რომ საგანი გაითავისე. მივყვეთ და დავინახავთ სად არის ტუპიკი და სად კარი ...
sentimennte
old_man
ase advilad rom sheizlebodes "agar iarsebos" martlmadideblobam,aqamde agarc iqneboda.. smile.gif berebi ar meditireben,tyuilad ezaxian locvas meditacias. Locva 2 cocxal pirovnebas shoric cocxali dialogi da urtiertobaa, is sxvadasxva nichebi,rac bers ezleva,ase vtqvat,urtiertobis "sworad awyobis" shemdgomi shedegia, ar ezebs beri locvashi,arc sixaruls,arc simsubuqis,arc rame shegrznebas. memgoni meditaciashi ase ar unda iyos xo? Meditacia 2 cocxali pirovnebis dialogia? Mainteresebs da mitxarit
sentimennte
imitom zmao shemogevle rom araa locva meditacia da ahaa kiseri da momcherit tavi tu gindat smile.gif smile.gif
td.........
sentimennte
მედიტაცია ბევრნაირი არსებობს იზ, ისევე როგორც ლოცვა..smile.gif ბერების მედიტაციაში მგონი ოლდმა ის იგულისხმა , რომ ბერებს გარდა მექანიკური ლოცვისა, რაც ძირითადად ახასიათებს მორწმუნე რისთიანების 90% შეუძლიათ თვითჩაღმავება, სამყაროს აგებულების განჭვრეტა და ასე შემდეგ, რაც ასევე მიიღწევა მედიაციით. მემგონი მედიტაციის დროს მხოლოდ კაიფის დაჭერა არასწორია, უფრო სწორად აბსოლუტურად არასწორია.

რას გამოვედი ეხლა მე ვიღაცის ადვოკატი არ მესმის, მაგრამ მეც ასე ვფიქრობდი და მითქვამს კიდეც, მაგრამ ვერ ვხსნიდი რას ვგულისხმობდი. ის კი არა ერთხელ ვთქვი ლოცვის დროს ლოცვებს კი არ ვკითხულობ ისე ვესაუბრები ქრისტეს-თქო და აღსარესი ჩაბარება მთხოვეს. sad.gif ეგეთი გაუგებრობებიც არსებობს იზ, რატო გიკვირს?
old_man
sentimennte
ლოცვა მდუმარედ ეს არის მედიტაციის სახე და რატომ გაშინებთ ეს ტერმინები არ მესმის. რა მნიშვნელობა აქვს რას დაარქმევ. დაანებეთ თავი ამ ტერმინოლოგიას.
მედიტაციაც ეს არის კავშირი ღმერთთან. ოღონდ სხვა ფორმით. შენ გქონია ხომ ლოცვისას საოცარი სიყვარულის შეგრძნება, ღმერთთან, სამყაროსთან ერთიანობის შეგრძნება? ისე რომ ცრემლებიც რომ გამოგცვენია. მეც მქონია ეს, ოღონდ მედიტაციისას.
ცადე აბა მედიტაცია და ნახავ, რომ იქ ეშმაკი არ გელოდება.
td.........
ციტატა
ცადე აბა მედიტაცია და ნახავ, რომ იქ ეშმაკი არ გელოდება.



biggrin.gif ოლდ ეს უკვე მეტისმეტი იყო!
sentimennte
Is mikvirs rom tvitchagrmaveba gavige da mivxvdi rasac gulisxmobt magram,dialogis rejimi aqvs meditacias? Eg mainteresebs da amixsnan, gmerttan dialogia meditacia?
old_man
td.........
აბა თუ არ გამოუცდია ისე როგორ უნდა თქვას? biggrin.gif
td.........
sentimennte
ზოგჯერ დიალოგი უნდა შეწყვიტო და მოუსმინო იზ...
old_man
sentimennte
მედიტაციისას დიალოგს წყვეტ და ღმერთთან კავშირს ამყარებ გულით.
Lashapoli
dash2.gif
td.........
Lashapoli
რას ფსიხობ ერთი შენ ა? წადი იქით ურტყი თავი კედელს...
Lashapoli
QUOTE(sentimennte @ Sep 25 2012, 12:11 AM) *
Is mikvirs rom tvitchagrmaveba gavige da mivxvdi rasac gulisxmobt magram,dialogis rejimi aqvs meditacias? Eg mainteresebs da amixsnan, gmerttan dialogia meditacia?

ვაიმე შვილებოოოოო..........

დიალოგი, როგორსაც შენ აღიქვავ, რატო გგონია რო ესე ვტქვათ "ღმერთთან" საუბრის დროსაც ეგეთი დიალოგია.. ჩუმად ყოფნა და სრული გათIსვაც დიალოგი რატომ არაა, ხო შეიძლება ეგ იყოს დიალოგის ამაღლებული ფორმა უფრო.. მერე ტდ მეტყვი ნუ იწყებ ჩხუბსო, დავიწყებ აბა რას ვიზავ, ტოისტ კიარ ვჩხუბობ ტემბრი მაქვს ესეთი,ა ნუ იმის თქვ მინდა ცემო იზ რო შენ შენი გამოცდილებით ისაუბრე და არა ის რაზეც ყველა ლაპარაკობს დაზეპირებულად და მართლადიდებლურ ეკლესიას რაც სეეხება, არარ არსებობს, ყოველსემთვხევაში რასაც ეხლა ვუყურებთ ეგ ის ეკლესია არაა რომელიც ქრისტემ დააარსა აღდგომიდან მესამე დღეს, ის სხვა არის და იმა მართლა მაგარი რამეა და ეს რასაც დღეს ხედავ და ყველა უფასო ტუალეტის გვერდზე რო ბიზნეს ცენტრს წამოჭიმავენ, ეგ ეკლესია არაა, ეგ არის ბიზნესცენტრი და იმ ეკლესიის დამახინჯებული ფორმა რაზეც ორი წინადადების წინ ვისაუბრე
Lashapoli
QUOTE(td......... @ Sep 25 2012, 12:16 AM) *
Lashapoli
რას ფსიხობ ერთი შენ ა? წადი იქით ურტყი თავი კედელს...

კედელ უფრო გადარდებს თუ ჩემი თავი?? )))
Existence

სენტიმენტე დრო მიდის და დროსთან ერთად ყველაფერი იცვლება მართმადიდებლების ყველაზე დიდი პრობლემა ისაა რო ცვლილებების სასტიკად ეშინიათ.....
აღარშეიძლება ქვეყნის არსებობა იდენტიფიცირებული იყოს კონკრეტული სულიერი პრაქტიკის არსებობასთან იმიტომ რო ეს უკანასკნელი აპრიორი პოლიტიკად იქცევა ამშემთხვევაში რომელსაც ყოველთვის ერთი მიზანი აქვს თვითონ იყოს და სხვა ჩამოიშოროს

მამაპაპა რო იბრძოდა მაშინ ადამიანებს მხოლოდ სამშობლო აერთიანდებდა და ერთობის სხვა ფორმას ვერ გრძნობდენ ეხლა დრო მოვიდა სულ ცოტა დედამიწამ გაგვაერთიანოს ეს მაინც სულ მცირე თუ უწერია ამ უბედურ ცივილიზაციას კიდე არსებობა
Lashapoli
მოკლედ რა, რატო არ გინდათ აღიაროთ რო ყველაფერი აი იმენა ყველაფერი რაზეც ლაპარაკობთ, ამტკიცებთ (?!) და რავი ერთ ამბავში ხართ, თუნდაც მე.. აი რატომ არ გინდათ თვქათ რო არავინ არ ხართ ბოლომდე დარწმუნებული და ვერც ვერავინ იტყვს რო ეგრე რაზეც საუბრობენ და კამათOბენ და ამტკიცებენ. ყველაზე მურტალი რამე საკუთარი ტავის მოტყუებაა
td.........
Lashapoli
კედელი! იცი რა ჯდება დღეს რემონტიი?! შენ თავ მაინც არაფერი დააკლდება ბალღო!
Lashapoli
QUOTE(td......... @ Sep 25 2012, 12:26 AM) *
Lashapoli
კედელი! იცი რა ჯდება დღეს რემონტიი?! შენ თავ მაინც არაფერი დააკლდება ბალღო!

ბიძინა მოვა და გაარემონტებს biggrin.gif biggrin.gif
Lashapoli
QUOTE(Existence @ Sep 25 2012, 12:25 AM) *
სენტიმენტე დრო მიდის და დროსთან ერთად ყველაფერი იცვლება მართმადიდებლების ყველაზე დიდი პრობლემა ისაა რო ცვლილებების სასტიკად ეშინიათ.....
აღარშეიძლება ქვეყნის არსებობა იდენტიფიცირებული იყოს კონკრეტული სულიერი პრაქტიკის არსებობასთან იმიტომ რო ეს უკანასკნელი აპრიორი პოლიტიკად იქცევა ამშემთხვევაში რომელსაც ყოველთვის ერთი მიზანი აქვს თვითონ იყოს და სხვა ჩამოიშოროს

მამაპაპა რო იბრძოდა მაშინ ადამიანებს მხოლოდ სამშობლო აერთიანდებდა და ერთობის სხვა ფორმას ვერ გრძნობდენ ეხლა დრო მოვიდა სულ ცოტა დედამიწამ გაგვაერთიანოს ეს მაინც სულ მცირე თუ უწერია ამ უბედურ ცივილიზაციას კიდე არსებობა

ეგრე რა biggrin.gif
td.........
Lashapoli
თოვლი გიყვარს? ელოდე, მოვაააა....biggrin.gifbiggrin.gif:D
Lashapoli
QUOTE(td......... @ Sep 25 2012, 12:28 AM) *
Lashapoli
თოვლი გიყვარს? ელოდე, მოვაააა....biggrin.gifbiggrin.gif:D

მოვა და თუ ჭკვიანად მოიქცევი იტალიურ შპალერსაც გავაკვრევინებ )))
This is a "lo-fi" version of our main content. To view the full version with more information, formatting and images, please click here.
Invision Power Board © 2001-2024 Invision Power Services, Inc.