პ ი რ ვ ე ლ პ რ ე ზ ი დ ე ნ ტ თ ა მ ო წ ო დ ე ბ ა , ი ა ნ ვ ა რ ი 2 0 1 2
პრეზიდენტი
თომას ს. მონსონ


მ ახალი წლის პირველ დღეებში, მე მინდა
ყოველ უკანასკნელი დღეების წმინდანს
მივცე მნიშვნელოვანი დავალება ჰკითხოს
საკუთარ თავს: ცხოვრობს ის „სულიერად მდი-
დარი ცხოვრებით“ — ანუ ცხოვრებით, რომელიც
სავსეა წარმატებით, სიკეთითა და დალოცვებით?
მე თითოეულ თქვენთაგანს ვთავაზობ ჩემ საკუ-
თარ სულიერად მდიდარ ცხოვრების ანბანს (ABC),
სადაც A ნიშნავს განწყობას ან დამოკიდებულე-
ბას, B-რწმენას საკუთარ თავში, C-გამბედაობას

იქონიეთ დადებითი დამოკიდებულება

A ჩემს ანბანში ნიშნავს დამოკიდებულებას.
უილიამ ჯეიმსი, ერთ-ერთი პირველი ამერიკელი
ფსიქოლოგი და ფილოსოფოსი, წერდა: „იმის
აღმოჩენა, რომ ადამიანს თავისი შინაგანი და-
მოკიდებულების შეცვლით, ძალუძს შეცვალოს
გარეგანი ცხოვრების ასპექტები გახლავთ ჩვენი
თაობის უდიდესი აღმოჩენა“
ცხოვრებაში იმდენი რამ არის დამოკიდებული
ჩვენს განწყობაზე, იმაზე, თუ რა კუთხით შევხე-
დავთ მოვლენას და რა რეაგირებას მოვახდენთ
მასზე. გავაკეთოთ ყველაფერი, რისი გაკეთებაც
შეგვიძლია და ჩვენი ცხოვრების პირობების
მიუხედავად შევინარჩუნოთ ბედნიერი განწყობა,

— აი როგორი დამოკიდებულება მოგვიტანს
სიმშვიდესა და კმაყოფილებას.
ჩარლზ სვინდოლმა, — მწერალმა, განმანათლე-
ბელმა და პასტორმა, ბრძანა: „ჩემი აზრით, და-
მოკიდებულება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე
პიროვნების წარსული, ფული, გარემოება, წარუ-
მატებლობა და წარმატება, ან ის, რასაც სხვები
ფიქრობენ, ამბობენ ან აკეთებენ. ის გარეგნობაზე,
ნიჭიერებასა და ჩვენს უნარებზეც უფრო მნიშვნე-
ლოვანია. დამოკიდებულებას შეუძლია, როგორც
შექმნას ასევე გაანადგუროს კომპანია, ეკლესია,
ოჯახი. მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენ ყოველ-
დღიურად ვაკეთებთ არჩევანს, რომელიც მთ-
ლიანად დამოკიდებულია იმაზე, თუ რა განწყობა
გვქონდა გადაწყვეტილების მიღების დროს”.
ჩვენ ვერ შევუცვლით ქარს მიმართულებას,
სამაგიეროდ ჩვენ შეგვიძლია აფრის გამოყენებით
იგი დავიმორჩილოთ და გემი ვმართოთ. მოდით
ჩვენი სრულყოფილი ბედნიერების,სიმშვიდისა
და კმაყოფილებისთვის ავირჩიოთ დადებითი
დამოკიდებულება.

გწამდეთ საკუთარი თავის

B ჩემს ანბანში ნიშნავს, რწმენას — საკუთარ
თავში, ჩვენს ირგვლივ მყოფ ადამიანებში და
ერთგულებას მარადიული კანონის მიმართ.
იყავით გულწრფელნი საკუთარ თავთან,
თქვენს ირგვლივ მყოფ ადამიანებთან და ღმერთ-
თან. შექსპირის ნაწარმოების გმირი, კარდინალი
ვულსი, არ იყო გულწრფელი ღმერთის წინაშე. ის
მთელი ცხოვრების მანძილზე ემსახურებოდა სამ
ბატონს და ტკბებოდა სიმდიდრითა და ძალაუფ-
ლებით. დადგა დრო, როცა მეფემ მას ყველაფერი
წაართვა, და მაშინ კარდინალმა ვოლსმა სასოწარ-
კვეთილმა წამოიძახა:
ამის ნახევარი თავდადებით ღმერთისთვის,
რომ მემსახურა!
მე ვემსახურე ჩემს მეფეს, მან კი გამრიყა!
დამტოვა უძლური მტრების წინაშე.
მეჩვიდმეტე საუკუნის ინგლისელი სასულიერო
პირი და ისტორიკოსი, თომას ფულერი, წერდა:
„ვინც თავის რწმენის შესაბამისობაში არ
ცხოვრობს, მას რწმენა არ გააჩნია“.
არ შეზღუდოთ საკუთარი თავი და სხვებსაც არ
მისცეთ უფლება დაგაჯერონ, რომ თქვენ შესა-
ძლებლობებს აქვთ ზღვარი. გწამდეთ საკუთარი
თავის და იცხოვრეთ ისე, რომ შეძლოთ თქვენი
შესაძლებლობების გამოყენება.
თუ გწამს, რომ შეგიძლია, შეძლებ. ენდეთ
საკუთარ თავს და იქონიეთ რწმენა.

გაბედულად შეხვდით სირთულეებს ცხოვრებაში

როდესაც, ადამიანი გადაწყვეტს არა ღირსეულ
სიკვდილს, არამედ ღირსეულ ცხოვრებას, მაშინ
ეძლევა გამბედაობას აზრი და ფასი.
ამერიკელმა პოეტმა და ესეისტმა, რალფ ვა-
ლდო ემერსონმა, თქვა: „ყველაფერს, რასაც აკე-
თებთ, სჭირდება გამბედაობა. როდესაც რაღაცის
გაკეთებას გადაწყვეტთ, ყოველთვის მოიძებნება
ვინმე, ვინც გეტყვით, რომ ცდებით. ყოველთვის
გაგიჩნდებათ სირთულეები, რათა დაგარწმუნონ,
რომ თქვენი კრიტიკოსები არ ცდებიან. როგორც
ჯარისკაცს ბრძოლის ველზე ესაჭიროება გამ-
ბედაობა, ასევე ჩვენც გვჭირდება გამბედაობა
ჩვენი დასახული გეგმების ბოლომდე მისაყვანად.
მშვიდობის დასამყარებლად გვჭირდება გამა-
რჯვება, მაგრამ გამარჯვების მოსაპოვებლად
მამაცი ქალები და მამაკაცებია საჭირო.“
 დადგება დრო, როდესაც შიში და იმედგაც-
რუება შეგიპყრობთ. შესაძლოა იფიქროთ, რომ
დამარცხდით. შეიძლება აზრად მოგივიდეთ, რომ
გამარჯვების შანსი არ გაქვთ. ზოგჯერ მოგეჩვენე-
ბათ, რომ გოლიათს უნდა შეეჭიდოთ, მაგრამ ნუ
დაივიწყებთ, რომ დავითმა ის დაამარცხა!
სანუკვარი მიზნის მისაღწევად საჭიროა გამ-
ბედაობა, მაგრამ რამდენად მეტი გამბედაობაა
საჭირო, მაშინ, როდესაც დაეცემი და ისევ ფეხზე
უნდა დადგე.
იქონიეთ მცდელობის სურვილის უნარი, არ
დაიშუროთ ძალ-ღონე სანუკვარი მიზნის მისა-
ღწევად და იქონიეთ გამბედაობა არა მხოლოდ
წინ აღუდგეთ სირთულეებს, რომლებიც აუცი-
ლებლად გექნებათ, არამედ იქონიოთ ძალისხ-
მევა დადგეთ ფეხზე მას შემდეგ, რაც დაეცემით.
ზოგჯერ გამბედაობა არის ის ჩუმი ხმა, რომე-
ლიც დღის ბოლოს ჩაგიჩურჩულებს: „ხვალ ისევ
ვეცდები“.
ამ ახალი წლის დასაწყისში მოდით დავიმახ-
სოვროთ ეს ანბანი (ABC), შევიქმნათ დადებითი
დამოკიდებულება, ვიქონიოთ რწმენა, რომ შევძ-
ლებთ დასახული მიზნების მიღწევას, და გვეყოს
გამბედაობა გადავლახოთ ყველა ის სიძნელე,
რომელიც წინ დაგვხდება, და თუ ასე ვიმოქმე-
დებთ, ჩვენი ცხოვრება სულიერად მდიდარი
იქნება.

ამ მოწოდების სწავლება.

სთხოვეთ ოჯახის წევრებს გაგიზიარონ პირადი
გამოცდილება, თუ როგორ დაეხმარა მათ დადებითი
განწყობა, საკუთარი თავის რწმენა ან გამბედაობა; შე-
გიძლიათ მიმართოთ მათ თხოვნით იპოვონ წმინდა
წერილებში ამ სამი პრინციპის მაგალითი. შეიძლება
წინასწარ მოიფიქროთ საკუთარი მაგალითი ან
ლოცვაში მიიღოთ შთაგონება იმ წმინდა წერილების
ნაწყვეტებზე, რომლებიც უნდა გაუზიაროთ სხვებს
სწავლების დროს.

ახალგაზრდები
ქარიშხალს არ შეუშინდნენ
მედისონ მორლის მიერ




ალოს ახალგაზრდა ქალების ლაშქრობის მეორე
ღამეს ქარიშხალი და ტორნადო დაგვატყდა თავს.
ჩემს მეურვეობაში დაახლოებით 24 ახალგაზრდა ქალი
იყო, მათ შორის ორი ხელმძღვანელი. ჩვენ ყველას
მოგვიწია თავის შეფარება ერთ პატარა ქოხში. ძლიე-
რად წვიმდა, ქარი უფრო და უფრო ბობოქრობდა. მე
სულ ვიხსენებდი იმ ლოცვას, რომელიც ჩვენს წასვლა-
მდე პალოს პრეზიდენტმა აღავლინა. ჩვენმა მეურვე-
ობამაც ილოცა ქოხში, მე მათთან ერთადაც ვილოცე
და ცალკეც.
ბევრი გოგონა შეშინებული იყო, გასაგებია რატო-
მაც. ჩვენი ქოხი არც თუ ისეთი მყარი იყო, თანაც ჩვენ
მდინარესთან ვიყავით დაბანაკებულები. დაახლოე-
ბით 20 წუთში ქარიშხალი იმდენად გაძლიერდა, რომ
მთელი მეურვეობა გამოიქცა მრჩევლების ქოხების-
კენ, რომლებიც უფრო ამაღლებულ ადგილას იდგნენ.
ჩვენმა პალოს პრეზიდენტმა ისევ ილოცა, ჩვენ კი
დასამშვიდებლად საეკლესიო ჰიმნები, საბავშვო და
ლაშქრობის სიმღერები ვიმღერეთ. დიახ, ჩვენ შეგვე-
შინდა, მაგრამ ჩვენ ვიცოდით, რომ ყველაფერი კარ-
გად იქნებოდა. უკვე ნახევარ საათში ჩვენ შეგვეძლო
ჩვენი მეურვეობის ქოხებში დაბრუნება.
მოგვიანებით გავიგეთ, თუ რა მოხდა იმ ღამეს.

თურმე ტორნადომ გვერდი აგვიარა და გაიყო ორი
მიმართულებით, მაღჯვნივ და მარცხნივ. ის, რაც ჩვე-
ნთან მოხდა, არაფერი არ იყო იმასთან შედარებით,
რაც შესაძლებელი იყო მომხდარიყო.
მე ვიცი, რომ იმ ღამეს ღმერთმა შეისმინა ჩვენი
ლოცვა და დაგვიფარა უბედურებისგან. გაიყოფოდა
ტორნადო ორი მიმართულებით თუ არა ღმერთის
ნება? მე ვიცი, რომ როდესაც ჩვენს ცხოვრებაში
ქარიშხალი ამოვარდება, ჩვენ ყოველთვის შეგვიძლია
ვილოცოთ და მამაზეციერი შეისმენს ჩვენს ლოცვას,
გაგვცემს პასუხს და მოგვცემს გამბედაობას; ის დაგვი-
ფარავს უბედურებისგან.

ბავშვები
კაპიტანი მორონი



კაპიტანი მორონი გაბედულად ხვდებოდა სირთუ-
ლეებს. მას უყვარდა სიმართლე, თავისუფლება
და ძლიერი რწმენა ჰქონდა. მან მთელი ცხოვრება
მიუძღვნა ნეფიელთა თავისუფლების შენარჩუნე-
ბას. თქვენ შეგიძლიათ დაემსგავსოთ გამბედაობაში
კაპიტან მორონის. ჩამოწერეთ ის, რაც მნიშვნელოვა-
ნია თქვენთვის და თქვენი ოჯახისთვის. ამის საფუ-
ძველზე თქვენ შეგიძლიათ შექმნათ თავისუფლების
საკუთარი დევიზი.


შ ი ნ ა მ ა ს წ ა ვ ლ ე ბ ლ ი ს მ ო წ ო დ ე ბ ა , ი ა ნ ვ ა რ ი 2 0 1 2
შინა მასწავლებლის როლში
ზრუნვა და მსახურება

რწმენა, ოჯახი, მოწყალება


შეისწავლეთ ეს მასალა და საჭიროებისამებრ განიხილეთ ის დებთან, ვისაც
სტუმრობთ. დაუსვით შეკითხვები, რათა შესძლოთ თქვენი დების განმტკიცება
და ასევე იმისათვის, რომ მოწყალების საზოგადოება გახდეს თქვენი ცხოვრების
აქტიური ნაწილი.


ირველ პრეზიდენტთა
პირველი მრჩეველი, პრე-
ზიდენტი ჰენრი ბ. აირინგი
გვასწავლიდა: „მოწყალება გა-
ცილებით უფრო მეტია, ვიდრე
კეთილგანწყობა. მოწყალება
იბადება იესო ქრისტეს მიმართ
რწმენაში და მისი გამოსყიდვის
მსხვერპლშეწირვის შედეგია“.
მოწყალების საზოგადოების
დებისთვის, მათი შინა მასწავ-
ლებლის დავალების შესრულება
შეიძლება იქცეს, მათთვის მოქ-
მედებაში მოწყალების გამოვ-
ლენისა და მაცხოვრის მიმართ
რწმენის გამოჩენის მნიშვნე-
ლოვან ხერხად.
შინა მასწავლებლის დავა-
ლების შესრულებისას ჩვენ
ვზრუნავთ თითოეულ დაზე,
ვუზიარებთ სახარების გზავ-
ნილს და ვცდილობთ გავიგოთ
პირადად მისი ან მისი ოჯახის
გასაჭირი. მოწყალების საზოგა-
დოების გენერალური პრეზიდე-
ნტი, ჯული ბ. ბექი გვიხსნის:
„ჩვენ ვემსახურებით უფალს
მაშინ,როდესაც შინა მასწავ-
ლებლის დავალების შესრუ-
ლებისას მთელი ყურადღება
გადაგვაქვს ადამიანებზე და არა
პროცენტულ მაჩვენებლებზე.
სინამდვილეში შინა მასწავლე-
ბლის დავალება არ მთავრდება.
ეს უფრო ცხოვრების სტილია,
ვიდრე დავალება. ჩვენი შინა
მასწავლებლის წოდებაში ერთ-
გული მსახურება ჩვენი მოწა-
ფეობის დასტურია.”
 2
თანამიმდევრული და
ლოცვით აღვსილი მსახურებით
ჩვენ ვსწავლობთ, თუ როგორ
უკეთ ვემსახუროთ ყოველ
დას და მის ოჯახს. მსახურებას
შეიძლება ჰქონდეს უამრავი
ფორმა. „ხშირად ადამიანის
განწყობის ასამაღლებლად
მსახურების სულ პატარა
მოქმედებაც კი საკმარისია:
გულწრფელი კომპლიმენტი,
მადლობა, სატელეფონო ზარი,
გამხნევება, ოჯახის მოკითხვა“,
-გვასწავლიდა პრეზიდენტი
თომას ს მონსონი. „თუ ჩვენ
ვართ დაკვირვებულნი, გა-
თვითცნობიერებულნი და
ვმოქმედებთ შთაგონებით,
ბევრი სიკეთის გაკეთებას შევ-
ძლებთ … მოწყალების საზოგა-
დოების შინა მასწავლებლების
დების მსახურების მაგალითები
უთვალავია.“

ჩვენი ისტორიიდან

1843 წელს ილინოისის
შტატში, ნავუში, მრევლი
გაიყო ოთხ მეურვეობად. იმავე
წლის ივლის მოწყალების
საზოგადოების ხელმძღვანე-
ლებმა, ყოველი მრევლისთვის
დანიშნეს კომიტეტი, რომელ-
შიც ოთხ-ოთხი და შედიოდა.
ამ კომიტეტებს ევალებოდათ
არსებული საჭიროებების-
თვის შემოწირულობების
შეგროვება. მოწყალების
საზოგადოება იყენებდა ამ
შემოწირულობებს გაჭირვებუ-
ლების დასახმარებლად.
4
მართალია შინა მასწავლე-
ბლები აღარ აგროვებენ შე-
მოწირულობებს, მაგრამ ისინი,
მაინც პასუხისმგებელნი არიან
გაუწიონ მიწიერ და სულიერ
გასაჭირში მყოფ ადამიანებს
დახმარება. ელიზა რ. სნოუ
(1804–87), მოწყალების საზოგა-
დოების მეორე გენერალურმა
პრეზიდენტმა, აგვიხსნა: „მას-
წავლებელს იმდენად ძლიერი
სული წმინდა უნდა ახლდეს,
რომ სხვის ოჯახში შესვლისას
მან უნდა იცოდეს, რა სული
ტრიალებს იქ … ილოცეთ,
რამეთუ მიიღოთ ღვთისაგან
წმინდა სული, რომელიც გიკა-
რნახებთ, თუ როგორ უნდა
მოიქცეთ ოჯახში, რომელსაც
სტუმრობთ. თუ იქ სიმშვიდე
და ნუგეშია საჭირო სული
წმინდა გაპოვნინებთ შესაბამის
სიტყვებს. თუ ვინმეს სცივა ის
მოგცემთ იმის ძალას, რომ ეს
ადამიანი გულში ჩაიკრათ და
გაათბოთ.