Help - Search - Members - Calendar
Full Version: წმინდა გიორგი
ეზოთერიული ცოდნის ფორუმი > ძირითადი განყოფილება > პიროვნებები, გაერთიანებები, სწავლებები
Untitled_13
ძალიან მაინტერესებს ეს არსება, წმინდანი რომელთანაც ბევრი სასწაულია დაკავშირებული.. მისი სხეულოოი ნაკუწებად აქციეს და გამთელდა და ისევ ჯანსაღი წარსდგა. სხვადასხვა დროში მოგზაურობს და ეხმარება ქართველებს. მმ, შავნაბადას ეკლესიის ისტორია ვიცი მე პირადად და (ნუ ეს ნახევრად ხუმრობით რათქმაუნდა) რომ ვიყავი იქ და თვალები დავხუჭე, ძალიან მინდოდა მისი დანახვა და დავინახე არწივი, თან ბეტმენის მაგვარი არსება ))))) ანუ არწივად იქცა თუ რაღაც მსგვასი.
და ისეც, საკმაოდ ძლიერი სული უნდა იყოს, და მისი ჩენელინგები რატომ არაა ვითომ? შეიძლება მას დავუკავშირდეთ ერთხელ ნეტავ? smile.gif




ჩემი აზრით გიორგი აქ კლავს რეპტილოიდს.. და განვცობილადაც ვინ რას ფიქრობთ ამ არსებაზე?
Untitled_13
QUOTE
ყურანის კომენტარებშიც კი არსებობს მასზე ცნობები, ამის შესახებ ინფორმაციას გვაწვდის წმიდა გიორგის კულტის შემსწავლელი მეცნიერებები. საქართველოს ყოველი კუტხე მოფენილია წმიდა გიორგის სახელზე აგებული ტაძრებით. ხალხში გავრცელებული აზრის თანახმად, საქართველოში წმიდა გიორგის სახელზე 365 ტაძარია აშენებული, წელიწადის დღეების შესაბამისად. ხახმატის ჯვარი, გუდანის ჯვარი, ლაშარის ჯვარი, ლომისა-ყველა მათგანი წმიდა გიორგის სალოცავად ითვლება.
Untitled_13
მოვიდეს რა, მოვიდეს.
marissa
მართლა ძალიან საინტერესოა განსაკუთრებიტ ის რომ აღმოსავლეთ საქართველოს მთაში სალოცავები რომლებიც წარმართულია წმინა გიორგიდ მოიხსენიება,ეს უფრო გვიან პერიოდში ქრისტიანობის და წარმართობის შერწყმის შედეგია
earth
როგორ მიყვარს ეს ხატი.
საინტერესოა ისიც, რომ საქართველოში წმინდა გიორგი ქრისტეზე მეტად მოიხსენება.
sentimennte
Marto qristianebshi ara,muslimi arabebic da bevri sxva agmsareblobis xalxi,zalian did pativs scems wmida giorgis
earth
swored qristesadmi amxela ertgulebit daimsaxura qartvelebisgan didi siyvaruli smile.gif
.anima mundi
cxovreba gainteresebs?
Untitled_13
earth

ერთ იგავში კაცი, იონაეს, ქრისტეს და გიორგის ხვდება და გიორგისამიყველაზე დიდი პატივისცემა აქვს..

sentimennte

ჰო, სასწაულები და მის არსებასთან ახლოს რაცაა. შენი აღქმით smile.gif მინდა ბევრი გავიგო მასზე
sentimennte
anima mundi
kai,cota macade,exla sagangebo remimshi vmushaob smile.gif
matashi
არსებაში რას გულისხმობwink.gif?
Untitled_13
matashi

ადამიანს არა. ნუ არსებას.. ანუ, არსებას ))) ყველაფერი არსებაა რაც არსებობს
guest..

anima mundi

http://www.orthodoxy.ge/sastsaulebi/giorgi.htm სასწაულები

http://www.orthodoxy.ge/tveni/aprili/giorgi.htm წამება და საკვირველებანი.
td.........
anima mundi
ციტატა
ყველაფერი არსებაა რაც არსებობს

ჩვენ მიერ შექმნილი ილუზიებიც არსებობს და ასევე უამრავი ფანტომები, აზრობრივი, ენერგეტიკული, ინფორმაციული...
fawos
QUOTE(sentimennte @ Oct 1 2012, 10:27 AM) *
swored qristesadmi amxela ertgulebit daimsaxura qartvelebisgan didi siyvaruli smile.gif


უფრო იმიტომ დაიმსახურა ქართველებისგან დიდი სიყვარული , რომ ყველაზე კარგად შეერწყა ქართულ წარმართობას.

QUOTE(anima mundi @ Oct 2 2012, 12:58 AM) *
earth

ერთ იგავში კაცი, იონაეს, ქრისტეს და გიორგის ხვდება და გიორგისამიყველაზე დიდი პატივისცემა აქვს..


მეც მაქვს ეგ წაკითხული ოღონდ იქ იოანეს ნაცვლად ელიაა. სხვათაშორის ბერძნულად გიორგი მიწათმოქმედს ნიშნავს , ხოლო საქართველოს ბერძნები ქრისტეშობამდე გაცილებით ადრე ეძახდნენ "მიწათმოქმედთა ქვეყანას". (ინგ. Georgia) თუ იმას გავითვალისწინებთ რომ გრიგოლ ხანძთელამდე წირვა ბერძნულად ტარდებოდა შეიძლება ამანაც იმოქმედა მისი კულტის განვითარებაზე.

საინტერესოა ქართული ლეგენდა წმინდა გიორგისა და სამძიმარის შესახებ. ამ ლეგენდის მიხედვით ის მეფისასული რომელიც გიორგიმ გველეშაპისგან იხსნა სამძიმარი იყო , ქაჯეთის მეფის შვილი. შემდეგ გიორგიმ ის საქართველოში მოიყვანა სადაც სამძიმარი მოინათლა. ზოგჯერ მოკვდავი ქალის სახეს იღებს და მამაკაცს თავს აყვარებს, შემდეგ კი პატარძლად შედის ოჯახში და დოვლათი და იღბალი შეაქვს. როდესაც გაირკვევა, რომ იგი მოკვდავი ქალი არ არის, სამძიმარი ტოვებს სახლს. ყველაზე საინტერესო ისაა რომ სამძიმარს და გიორგის ძალზედ საინტერესო ფორმით შეუძლიათ გამოცხადება : გიორგის ცხენზე ამხედრბული სამძიმარი გიორგისივე აბჯრით.
sentimennte
fawos
aseti rame ar gamigia...
fawos
sentimennte
შემიძლია უფრო დაწვრილებითი ინფორმაცია დავწერო
Lashapoli
საქართველოში წმინდა გიორგის კულტი ქრისტიანობამდე იყო და დღევანდელ რელიგიურ სწავლებებში არეულია წარმართულის დიდი ნაწილი და სხვათაშორის წარმართები სულაც არ იყვნენ ისეთი საშინელი ხალხი როგორც აღწერენ დღეს(ნუ რაღაც ნაწილი კი) სინათლის თაყვანისმცემლები იყვნენ, ანუ საწყისი ნათელის და გაცილებით დიდი ცოდნა ქონდათ ღმერთზე ვიდრე დრეს რომელიმე რელიგიას, რომლებმაც ისევ იმ ხალხის რიტუალები და ცოდნა შეირწყა
marissa
QUOTE(Lashapoli @ Oct 5 2012, 06:10 PM) *
საქართველოში წმინდა გიორგის კულტი ქრისტიანობამდე იყო და დღევანდელ რელიგიურ სწავლებებში არეულია წარმართულის დიდი ნაწილი და სხვათაშორის წარმართები სულაც არ იყვნენ ისეთი საშინელი ხალხი როგორც აღწერენ დღეს(ნუ რაღაც ნაწილი კი) სინათლის თაყვანისმცემლები იყვნენ, ანუ საწყისი ნათელის და გაცილებით დიდი ცოდნა ქონდათ ღმერთზე ვიდრე დრეს რომელიმე რელიგიას, რომლებმაც ისევ იმ ხალხის რიტუალები და ცოდნა შეირწყა

მართალია თითქმის ყველა სალოცავი წმინდა გიორგის სახელობისს,ხვთისშვილებიც მეორენაირად ბევრი წმინდა გიორგიდ იწოდება,არ ვიცი შეიძლება იმიტომ რომ წმნიდა გიორგი მებრძოლთან და ბოროტი ძალების დამარცხებასთან ასოცირდება როგორც ხვთისშვილები
sentimennte
marissa
კიი,მართალია, წმიდა გიორგი,მიწიერი სახეა გაბრიელ მთავარანგელოზისა, თან ქრისტიანულ კულთურაში,თუ დაკვირვებიხართ ზოგ ხატზე,გამოსახულია,დატყვევებუ
ლ დიოკლეტიანესთან ერთად,რომელიც მიჰყავს,მის ქალიშვილთან,ანუ არ კლავს,ბოროტებას,არამედ გარდაქმნის სიკეთეში smile.gif
fawos
კი,დამიწერე და წყაროც მიმითითე გთხოვ,ქრისტიანული,ბევრი ისტორია ვიცი, წმიდა გიორგის შესახებ,უამრავი სასწაული,ხილული გამოცხადება,ადრე სტატიაც დავწერე ამ თემაზე,მაგრამ დამაინტერესა,წარმართულმა კულტმა,
sentimennte

ესაა,წმიდა გიორგის საფლავი,ისრაელში,ამოჩრილი რელიეფი რაცაა გამოსახულების,პერიოდულად,ივს
ება მირონით,ზოგჯერ იმდენია,რომ გადმოდის.ბამბას ასველებენ და ურიგებენ მორწმუნეებს,ან იმას ვისაც შეწევნა და დახმარება სჭირდება,პატარა მეც მერგო საჩუქრად და ისეთი საოცარი სუნი ჰქონდაა,თან ძალიან დიდ ხანს smile.gif
fawos
sentimennte
წყარო : ზ.კიკნაძე - ჯვარი და საყმო (ისე გირჩევ ივანე ჯავახიშვილის ქართველი ერის ისტორიის I ტომი წაიკითხო , თუ არ ვცდები მეორე თავში ნახავ საინტერესო ინფორმაციას) ხო და კიდე სანამ ამას წაიკითხავდე ჯვრის განმარტება : ჯვარი — ქართულ მითოლოგიაში ლოკალურ ღვთაებათა საერთო სახელწოდება. ჯვართან ერთად იხმარება აგრეთვე ტერმინები “ხვთისშვილი”, “ღვთისნადები”. ჯვრები მორიგე-ღმერთს ემორჩილებიან, ითვლებიან მხარის, თემის, სოფლის მფარველებად. ხევსურთა საყოველთაო ღვთაებად ითვლება გუდანის ჯვარი სოფელ გუდანში. გუდანის ჯვარი მეომარი ღვთაების სახით გვევლინება, რომელიც ეხმარება ხევსურებს მტრის წინააღმდეგ ლაშქრობებში და წმინდა გიორგისთან იდენტიფიცირდება. ფართოდ არის აგრეთვე გავრცელებული კარატის ჯვრის კულტი. ჯვრის შესახებ წარმოდგენებმა შეითავსა აგრეთვე ღვთისმშობელ მარიამის და სხვა ქრისტიანულ პერსონაჟთა თვისებები. ფშავში და თუშეთში ჯვარს ხატი შეესაბამება.


სამძიმარი

«ქაჯავეთ ვიარებოდიდიო, ნახირს აიქით ვადენდიდიო» - ამ სიტყვებს ათქმევინებს თავის ქადაგს, მეენეს, ქაჯავეთიდან წამოყვანილი ქაჯის ქალი. ხახმატის წმიდა გიორგიმ სამძიმარი გამოიტაცა თუ გამოიხსნა ქაჯავეთიდან ქაჯავეთურ განძთან ერთად. ახლა კი სამძიმარი ამბობს, ქაჯავეთში დავდიოდი და საქონელს იქიდან მოვდენიდიო. ზმნის ხოლმებითი კილო - «ვიარებოდიდი» - თითქოს მოწმობს, რომ სამძიმარი ხახმატის ჯვარის მსგავსად პერიოდულად მგზავრობს ქაჯავეთში. ხომ ასე მიმართავენ ამ ღვთისშვილს - ქაჯავეთ რად იარები, გიორგი მგლისა ფერაო? ჩანს, თითქოს, სამძიმარი და წმიდა გიორგი დროგამოშვებით «იარებიან» ქაჯავეთში, მაგრამ ანდრეზი და სიმღერა გადმოგვცემს მხოლოდ ერთგზის მოგზაურობას ხახმატის ჯვარისას ქაჯავეთისაკენ და ისიც სამძიმარის გარეშე, რადგან ამ დროს სამძიმარი ქაჯავეთშია და, შესაძლოა, ელის მხსნელს. მართალია, წმიდა გიორგი მასთან ერთად ბრუნდება უკან, მაგრამ არ ჩანს, რომ ქაჯის ქალი მოდენიდეს იქიდან გამორეკილ ნახირს, რომლის მწყემსად თქმულებაში დასახელებულია კარატის ჯვარი კოპალა და არა სამძიმარი. შეიძლება მისი ეს სიტყვები («ქაჯავეთ ვიარებოდიდიო...») მისი ბიოგრაფიის რომელიმე ეპიზოდს გულისხმობდეს, რომელსაც უკვე მოუსწრია დავიწყება. დღევანდელ სამძიმარს კი ნაკლები კავშირი აქვს ქაჯავეთის ნახირთან და, საერთოდ, საქონელთან. ხახმატის ჯვარში მას სრულიად განსაკუთრებული ფუნქცია აკისრია და თავისებური თავგადასავალი აქვს, რასაც ის თავისი ქადაგის პირით ამხელს. ჯერ ვისაუბროთ მის წარმომავლობაზე, რომელიც წინააღმდეგობრივია და ორი ურთიერთგამომრიცხველი ტრადიციით არის ცნობილი. ერთი ტრადიციის თანახმად, ქაჯის ქალები - სამძიმარი, მზექალი და აშექალი ძალით არიან მოტაცებულნი. თურმე ამბობდნენ: «აქვე დაგვხოცეთ და თქვენთან (ღვთისშვილებთან) არ წამოვალთო»; არ მოჰყვებოდნენ, ვიდრე ხახმატის ჯვარმა არ აღუთქვა მათ საარსო წილის მიცემა ხახმატის მიწა-წყალზე და «ძალისა და შეძლების» განაწილება მათთვის; ჰპირდებოდა მათ, რომ ღვთისშვილთა უფლებით იქნებოდნენ დაარსებულნი ხახმატში ანუ იქნებოდნენ ჯვარნი. აი, ამ პირობით გამოატაცებინა თავი ხახმატის წმ.გიორგის სამმა ქაჯმა ქალმა სამძიმარის უფროსობით (60,107-8). სხვა ტრადიციით, რომელიც თითქოს ხუცესთა სიტყვების - «ტყვენო, ეაჯეთ, ნაჴსარნო» - განმარტებას წარმოადგენს, ხახმატის ჯვარის «მოდენი» ქაჯავეთის ტყვეობიდან არიან გამოხსნილნი, როგორც ნესტანი. ასეც ამბობენ: «ქაჯეთის ნაჴსრობა კიდენ ასე ნიშნავს, ვითომ დატვევებულები ჰყვანდეს და აჴსნეს ამ ანგელოზებმ და წამაიყვანეს». მაგრამ როგორ მოხვდნენ ტყვეობაში ეს ქალები, ამის ანდრეზი არ ჩანს. ზღაპრებში და საგმირო ეპოსში გამოხსნილი ქალი, მზეთუნახავი, როგორც წესი, გამომხსნელი გმირის საცოლეა. გმირს საცოლე მოჰყავს ქაჯეთიდან, ბროლის კოშკიდან, ქვესკნელიდან, სადაც მზეთუნახავს არ სურს დარჩენა და ეხმარება თავის რჩეულს, ასწავლის გზასა და ხერხს უცხო ქვეყანაში. ჩვენი ანდრეზი საკრალური თქმულებაა, რადგან ის ეხება კულტის დაფუძნებას, ამიტომაც გამოხსნილი ქალი, თუნდაც ის იყოს მზეთუნახავი (ასეთადაც არის მიჩნეული ქაჯის ქალი), ვერ იქნება საცოლე მისი გამომხსნელი გმირისა, რადგან ეს გმირი არის ღვთისშვილი, ანგელოზი, უხორცო არსება. ხახმატის წმიდა გიორგის ტყვე ქალები თავის მოდეებად მოჰყავს ხახმატში, მათ შორის პირველი და მთავარი სამძიმარი, ხოლო სამძიმარი ასე ალაპარაკებს თავის ქადაგს:

«წამამიყვანა გიორგიმაო,

მე ხო ქალ ვიყავ ქაჯისაო,

მამანათვლივა ქრისტე ღმერთსაო,

გავჴე ჴორციელთ სალოცავიო» (60, 113).

როგორც ვხედავთ, ქაჯეთიდან წამოყვანას, იქიდან დახსნას, განსაკუთრებული ასპექტი აქვს: ის ნიშნავს რჯულის შეცვლას, უფრო სწორად, მას მოჰყვება გათავისუფლებული ქალწულის გაქრისტიანება. სამძიმარზე კიდევ ყვებიან ასეთ ამბავს: «...ის სამძიმარ ქაჯთ ჴელმწიფის ქალ ყოფილ. იქ გველეშაპ ყოფილ. იმას თუ უნდ შეეჭამ ერთ ვინ სოფელშიით, წყლისპირში დაუსვემდეს. ის სამძიმარ დაუსომ. მისულ გიორგი, უთქომ, რო გაგათავისუფლებავ შენავ. მამას უთხარივ, რო წაგიყვანავ. ცხრაჯერ წყალში გაიბანევ, სამივ საკლავ დაკალივ...» (67,193). ვავსებთ ამ ეპიზოდს სხვა ჩანაწერის მიხედვით (ვერსია იგივეა, ხახმატური, ოღონდ ოდნავ განსხვავებული რედაქციით): «...მაშინ ჩვენ გიორგის დაურტყამს ვეშაპისთვის შუბი და წამოუყვანია სამძიმარი. მოიყვანა თავის ჯვარში, მოუნათლია სამძიმარი თავის რჯულზე. დასდვა საფარველი და ვეღარ ნახა სამძიმარი ხალხმა» (6,79). არ არის ძნელი ამ მონათხრობში წმიდა გიორგის უმთავრესი სასწაულის დანახვა. ეპიზოდი აგებულია საყოველთაოდ გავრცელებულ მოტივზე, რომელიც ადრევე დაუკავშირდა კაპადოკიელი წმიდანის სახელს და მყარი აგილი დაიკავა მის ბიოგრაფიაში. წმიდა მხედარი დაიხსნის წარმართი მეფის ასულს გველეშაპისაგან, რომელსაც მიუყვანეს ის მსხვერპლად და ამ სასწაულის ძალით ქრისტეს რჯულზე მოაქცევს ქალწულს, მეფეს და მთელ ქალაქს. ეჭვი არ არის, რომ სამძიმარის ეპიზოდი ქაჯავეთის თქმულებაში წმიდა გიორგის გმირობის ხევსურული ვარიანტია; რომ ის წმიდა გიორგის კანონიკური «ცხოვრებიდან» მოდის და ვერ ჩაითვლება საერთაშორისო სიუჟეტის ადგილობრივ, დამოუკიდებელ ვარიანტად. ხახმატის ჯვარი - ხახმატის წმიდა გიორგი იმეორებს თავისი მოსახელე წმიდანის არქეტიპულ ქცევას, ქაჯავეთი ენაცვლება იმ წარმართულ ქალაქს, რომელიც წმიდა მხედარმა გველეშაპის ძალადობისაგან იხსნა, ხოლო ქაჯის ქალი იმ უსახელო უფლისწულს, რომელიც მან გველეშაპის ხახას გამოსტაცა და ქრისტიანულ რჯულზე მოაქცია. ხსნა ამ ქრისტიანულ ანდრეზში ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე მოქცევის ტოლფასია. ქაჯავეთისა და წარმართული ქალაქის (ლასიის) იგივეობა უფრო თვალსაჩინოა ქაჯავეთ-ქისტეთის იგივეობის ფონზე, რადგან ქისტებს და, საზოგადოდ, ჩრდილო კავკასიის მეზობელ მაჰმადიან ტომებს ქართველ მთიელთა საყმოები უპირატესად სარწმუნოებრივი ნიშნით უპირისპირდებიან, როგორც ურჯულოებს რჯულიანები, რომლებიც წმიდა გიორგის რელიგიას აღიარებენ და ამის დასტურად, ძველი მემატიანის თქმით, «ჯუარის მსახურნი არიან». განსხვავებით წმიდა გიორგის მიერ მოქცეული წარმართული ქალაქისაგან, ქაჯავეთი ქაჯავეთადვე დარჩა; ამის სანაცვლოდ ქაჯთა ხელმწიფის ასული სამძიმარი ხახმატის წმიდა გიორგის წყალობით ღვთისშვილის რანგში ამაღლდა და სრულიად უნიკალური ადგილი დაიჭირა სხვა ღვთისშვილთა შორის; ის ხახმატის ჯვარმა თავის «მოძმედ» წამოიყვანა ხახმატში და ისე ღრმად შეეთვისა მას, რომ ეს ახალი მოძმე საყმოს წარმოდგენაში «გიორგი სამძიმარ ერთნი’« (68,42); საყმოს არ აბრკოლებს ის გარემოება, რომ გიორგი მამრია, სამძიმარი - დედრი: «გიორგი’ სამძიმარ ერთნი’, ერთ ხთიშვილი’. როცა ახსენებენ ხახმატის ჯვარს, საყმოს ცნობიერებაში ჩნდება ორი პირი ერთი ჯვარისა, ერთი ღვთისშვილისა - «გიორგი ნაღვარმშვენიერი» და «ხელი სამძიმარი, ყელ-ღილიანი». საყმო ჭვრეტს ერთ ღვთისშვილში, ერთ ღვთიურ არსებაში ანიმა-ანიმუსის ერთიანობას. ქაჯავეთისკენ გაემართა მხედარი, «ნაღარში მებურთვალი», - ობოლი ანიმუსი და დაბრუნდა იქიდან ანიმასთან ერთად, რათა სამუდამოდ გაერთიანებულიყვნენ ხახმატის ჯვარში. ხახმატის ჯვარი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში მოქმედებს არა როგორც ცალკე მამრი და ცალკე დედრი, არამედ თავისი მთლიანი ბუნებით, დედრულ-მამრული ერთიანობით; დედრი ჭვირვალებს მის მამაკაცურ გამოცხადებაში, რაც თვალსაჩინოდ იკვეთება სხვა ღვთისშვილთა ფონზე, როგორც მაგ.,ამ ლექსში:

ლაღნო, სად მიზდით, ჴევსურნო, სად მიხქრით ქარებულასა.

წინ გიდგასთ გუდანის ჯვარი, ყვიროდა ჴარებულასა,

მოგყვებასთ ჴაჴმატის ჯვარი, ტიროდა ქალებურასა (88, №171),

მამრი იჩენს თავს რაღაც სახით მაინც მის დედრულ გამოცხადებაში, როგორც გვარწმუნებენ სამძიმარის ნაქადაგარები, სადაც მისი უცნაური თავგადასავალია მოთხრობილი. სამძიმარის ნაქადაგარი და მისი ანდრეზი ერთმანეთს ავსებს; ერთი და მეორე სხვადასხვა ასპექტით გვიმხელს სამძიმარის ბუნებას და მისი მოვლენის, ანუ საყმოში მისი გამოცხადების არსს. ანდრეზი ასეთი შინაარსის არის: ვაჟს სამძიმარი სრულიად კონკრეტული ქალის სახით ეცხადება, ცხოვრობს მის სახლში, დიასახლისობს. ეჭვს აიღებენ, რომ ის არ არის ჩვეულებრივი ქალი, ან სულაც ქალი არ არის; სამძიმარი სასწაულსაც ჩაიდენს და სახლიდან წავა. მოგვყავს თ.ოჩიაურის ჩანაწერი: «ჴაჴმატის ჯვარ ქალის აღით შჩვენებივ ხოლიგას კისტან. იმას სდობნივას საერბოე კასრის ძირშიით ოქრო ზალტისა და ბეჭდის გამაღება. თავის ნებით მასვლივას დიაცად, ჯუათ ელენე ვითომ ორავ. დედამთილს ღგონებივ ჩემის შვილის დიაციავ. ის კი არ ვიც, რამთვენ ხან ყოფილ. ერთხან დედამთილისად უთქომ - შინ მინდავ წასვლაივ, მასანთონ* (*«მასანთონი» - საწესო ნამცხვრები; ნაქადაგარში ამ სიტყვას ენაცვლება «სალაღობელნი») მიქნენივ. თვითონ ქნენივ, უთქომ დედამთილს. შაუტყვავ, რო ესივ ქალ არ თუკლაღ ასავ. ი დედამთილ წასულ; რო მასულ, დიდ ქვაბ იდგავ, ოთხ-ხუთ ჩარექამდე ჩადიოდისაო. ხავიწ დუღდავ, ჩავხენეო, აი საერბოე კასრშიავ თითა იყვავ ამასმულივ. ი ზალტეიოდ ბეჭედაივ გვერდი ეხსნესავ. ის აბა რას ეტყოდ. მემრ ი მასანთონ რო უქნიან, სამჯერ ჩაუდგამ თითი, უთქმ - ეესრ ხქნითიდავ, ეესიავ ჩემ წესივ. მაში ქოო გამაცხადებულ. ჯერ ციხეში მისულ ლებაისკარ, მასანთონ მაუნთიან, მემრ იქით გამაფრინდალ, წოვაის წყალმისულ. იქაც დამჯდარა, იქით გადამხტარ აქ მასულ. ი ხოლიგას გასტრელებივას - ესივ ქალ ართუკლაღ ასავ. ღამით გულზედ ჴელ ჩამაუსომ, კაცივით ხქონდავ, ქალობა არ ეტყობოდავ. უთქომ დედისად, რომავ ეს ქალ არ უნდა იყვასავ» (68, 45). სამძიმარის ეფემერული, ვითომ ქმარი და დედამთილი, რწმუნდებიან, რომ ეს «ჯუათ ელენე» სრულიადაც არ არის ჯუათ ელენე; უფრო მეტი: ის არც არის ჩვეულებრივი დიაცი. დედამთილი მის უჩვეულობას იმაში ხედავს, რომ ეს «ჯუათ ელენე» ერთი თითის ამოწება ერბოთი აცხობს მასანთოებს; ხვდება რაღაცას, მაგრამ ფრთხილი დიაცი არაფერს ამბობს. «ქმარი», ხოლიგა, უფრო მეტს ხვდება. ის ატყობს, რომ მისი «ცოლი» არათუ ჯუათ ელენე არ არის, არამედ, შესაძლებელია, დიაციც კი არ იყოს. «ი ხოლიგას გასატრელებივას», ე.ი.ხოლიგა დაეჭვებულა: მისი ცოლი ქალს ჰგავს, მაგრამ ქალის ნიშნები არ ატყვია. მონათხრობიდან არ ჩანს, იყო თუ არა მათ შორის ცოლ-ქმრული ურთიერთობა; ხოლიგას უკვირდა მხოლოდ, რომ მის ცოლს რატომღაც მკერდი არ აჩნდა, «ქალობა არ ეტყობოდავ». ეს ნიშანი ტიპიურია სამძიმარის ანდრეზებში მისი ბუნების სამხელად. ვინმე ბულოელას სამძიმარი უწვებოდა ცოლის მაგივრად: «...მაუსომ ჴელი-დ’ არა ღბადებივ იმას გულზედ. კაცივით ყოფილა-დ’ გამატრიალებულ» (68,49). «ეს ქალ არ უნდა იყვასავ», გამოფხიზლდება საბოლოოდ გაოგნებული ქმარი, რომელმაც ვერ მოახერხა, რაც ცოლ-ქმარს შორის უნდა მომხდარიყო. ერთ მონათხრობში ასეთი ვითარებაა: «...დედაკაცთან რო დაწვებიან, ის რო უნდა მექნისავ, დაიკარგისავ. კაც-დიაც რო შადგებიან აისრა, დაიკარგისავ...» (68,49) «დაიკარგისავ», — ამბობს გაწბილებული კაცი, ანუ ქრებოდაო, რადგან სამძიმარი მოუხელთებელია კაც-დიაცის საქმისათვის. გადმოცემიდან არ ჩანს, რა მიზნით მაქციერობს ხახმატის ჯვარი მოკვდავის ოჯახში. ნუთუ მხოლოდ იმისთვის ტრიალებს იქ ნაცნობი დიაცის სახით რამდენიმე ხანს, რომ გააოგნოს დედა-შვილი, ან დაუტოვოს ანდრეზად თავისი წესი - მასანთოში თითის სამგზის ჩაჭდობა, როგორც ნაქადაგარში ათქმევინებს თავის მეენეს - სალაღობელნი დავაცხვნიდიო, სამკანა თითი ჩავადგიდიო? ნუთუ ასეთი საქციელი მხოლოდ ქაჯური ნაშთი და კვალია მორჯულებულ სამძიმარში? გავეცნოთ სამძიმარის ნაქადაგარ ტექსტებს. ნაქადაგარებში, რომლებიც თ.ოჩიაურის მიერ არის გამოვლენილი და ჩართული სამეცნიერო კვლევის სფეროში (68,45-7), სამძიმარის თავგადასავალი მოკვდავის ოჯახში სხვა კუთხით არის დანახული და გადმოცემული. ჩვენ საქმე გვაქვს პოეტურ ტექსტებთან, სადაც დიდი შთამბეჭდაობით, საკმაოდ ძუნწად, რაც აძლიერებს ექსპრესიულობას, გადმოცემულია სამძიმარის ქცევები, რასაც ის თავის არჩეული «ქმრის» სახლში სჩადის. დედაკაცი ტრიალებს ოჯახში, საქმიანობს: «საცერსა, ვარცლსა ჩაუჯდიდიო», «ჭიმა-ლახტარას ვზიდევდიო», ის თავს იმკობს და კეკლუცობს დედაკაცის წესისამებრ: «ნაოჭიანი ჩავიცვიდიო, ქოქომონ გავაბრიალნიდიო», «ყურზე საყურსა ვიდებდიდიო, ქოქომიანსა ვიცომდიდიო», «დავიგრუშნიდი თავმანდილნიო»... ცხადია, რა მიზნით ირთვება და ლამაზდება ქალი. მიზანსაც აღწევს, როგორც ეს ჩანს ნაქადაგარში:

აბულეთაურთ საღირასაო

ქალი საცოლედ მავსწონდიდიო,

ჩავეხვივიდი, ჩაუწვიდიო,

ძუძუ-მკერდს* გამავიხვივიდიო...

(*თუმცა პროზაული გადმოცემიდან ვიცით, რომ სამძიმარს მკერდი «კაცივით ხქონდავ, ქალობა არ ეტყობოდავ».) მაგრამ ამ დროს არაფერი არ ხდება. სამძიმარს ზღურბლამდე მიჰყავს თავისი რჩეული, თავად კი უკან იხევს; ის არ აძლევს უფლებას ხორციელს, გადალახოს ზღურბლი. როგორც კი ვაჟი ამას შეეცდება, რაც ნაქადაგარებში ოდნავ შეფარულად არის გამოხატული - «ქალი საცოლედ მამინდომაო» ან «ცოლად წაყვანა მამინდომაო»; სამძიმარი გარბის, სახტად სტოვებს რა ვაჟს და საიდუმლოსაც საფარველი ეხდება. ცხადი ხდება, რომ აქ სამძიმარი იყო, რის დასტურადაც მისი ნაბიჯებისა და კიდევ სხვა რამის კვალი რჩება. მომყავს ერთ-ერთი ტიპიური ნაქადაგარი, სადაც მოკლედ არის

გადმოცემული ეს ამბავი:

აბულეთაურთ ციხეშიაო

მედგეს ლოგინნი ჩარდახშიაო.

აბულეთაურთ ხოლიგამაო

ქალი საცოლედ მამინდომაო.

იმ ჩემსა გამონაფრინდობსაო

იქავ აჩნიან ნაკოჭარნიო.

პურ-სატან მამჩნეს ღელეშიაო,

ჴელის საპონი წყაროშიაო.

მომხყვებოდ შანაცოდრობითაო (77, №27).

აქედან ცხადად ჩანს, რომ სამძიმარის ლოგინი აბუდელაურთ ციხის ჩარდახში სრულებით არ არის გამზადებული ცოლ-ქმრული ურთიერთობისათვის, ის არ არის საქორწინო სარეცელი. სამძიმარი გაურბის ახლო კავშირს ვაჟთან, იმაზე მჭიდროს, რის უფლებასაც თავად ქალი იძლევა, სტუმარიც გარბის უკანმოუხედავად; მათი ყოველგვარი ურთიერთობა წყდება, ხოლო ვაჟს ზედმეტი ვნების გამოჩენა, როგორც ზნეობრივი კანონის დარღვევა, ცოდვად და სირცხვილად ეთვლება, რაზეც მიგვანიშნებს ტექსტის ბოლო სტრიქონი «მომხყვებოდ შანაცოდრობითაო». აი, რას ამბობს მწყრალად წასული სამძიმარი ვაჟზე, რომლისთვისაც უკვე ცხადია, რომ შესცოდა და ამით დაარღვია ურთიერთობა; მოინდომა, რისი ნდომაც გულშიც არ უნდა გაევლო. ამიტომ ამბობს სამძიმარი მიტოვებულ ვაჟზე, - ცოდვის ჩამდენივით მომყვებოდაო. მორალურ აკრძალვას სქესური ურთიერთობისას თავისი გამოხატულება აქვს ამ აქტის ფიზიკურ შეუძლებლობაში. პროზაულ ანდრეზებში, როგორც დავინახეთ, ვაჟი ქალის ნიშნებს ვერ ატყობს სამძიმარს ან ურთიერთობის ზღურბლთან მისვლისას ქალი ქრება («დაიკარგისავ»). ეს ფიზიკური უცნაურობა თავიდანვე გაცხადებულია ნაქადაგარში სამძიმარის პირით: «ვიარებოდი ქალივითაო...», «მემრა ქალადა მავიქციდიო...», «ქალურა ჩამაუარიდიო...», «ქალის ფაფანაგ ჩავიცვიდიო...» და სხვა, რაც მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ სამძიმარი, როგორც ჯვარი, ანგელოზური არსება, არ არის ქალი და მას, როცა გარემოება მოითხოვს, მხოლოდ უხდება ქალივით მოქცევა. რას უნდა ნიშნავდეს სამძიმარის ეს უცნაური საქციელი, რომელსაც ძნელია გამართლება და ახსნა მოეძებნოს ჩვეულებრივი, ყოფითი თვალსაზრისით. მისი საქციელი ისევე აუხსნელია და ბუნდოვანებით მოცული, როგორც ხევსურეთის საყმოებში ერთ დროს მტკიცედ გამჯდარი, თითქოს საზოგადოებრივ ინსტიტუტად ქცეული სწორფრობის წეს-ჩვეულება, რომლის ინიციატორად, დამფუძნებლად შეიძლება გვევლინებოდეს სამძიმარი თავის ნაქადაგარებში.* (*ასეთი თვალსაზრისი გატარებულია გ.ჯაფარიძის თეზისებში «წმინდა დაფები» (111, 11)). შესაძლებელია, ამით არ იხსნებოდეს სწორფრობის წეს-ჩვეულების გამოცანა (არ ვცდილობ მისი ისტორიული ფესვებისა და წარმოშობის კვლევა-ძიებას), მაგრამ ეს ანალოგია საშუალებას გვაძლევს გავდოთ შიბი სწორფრობის რეალურ სინამდვილესა და მის მითოსურ სინამდვილეს შორის. საფუძვლიანი აღწერილობა ამ წეს-ჩვეულებისა, რომელიც გამორიცხავს ზერელე დამოკიდებულებას მის მიმართ და გარეშე თვალსაზრისს მასზე (4), გვიჩვენებს, რომ ის წარმოადგენდა, საყმოს არსებობის დეკადანსშიც კი, მკაცრად დადგენილი წესების სისტემას, სადაც გათვალისწინებულია ყოველი წვრილმანი და მოსალოდნელი კაზუსი. ამ ჩვეულებაში ინიციატივა ქალს ეკუთვნის, ის იწვევს ვაჟს მასთან შეყრისა და საუბრის სურვილით, და ერთად ყოფნის (კონკრეტულად, წოლის) დროსაც ის განაგებს ურთიერთობას, უდებს რა ზღვარს ვაჟის ვნებებს და სწორფრობის წესით აკრძალურ გამოხდომებს. იქმნება შთაბეჭდილება თითქოს ამ ჩვეულების წესები ქალის დადგენილია და მთელი ჩვეულებაც მისგან იღებს დასაბამს, ისევე როგორც ქალი დგას, ხევსურული ანდრეზის თანახმად, ჯვარის ქადაგების ინსტიტუტის გენეზისში. სწორფერთა შორის - ეს გარდაუვალი წესია - იკრძალება არა მხოლოდ ხორციელი კავშირი, არამედ კანონიერი ცოლ - ქმრობაც. ამ შეუვალი კანონის შემშლელნი რჯულის გამტეხებად შეირაცხებიან და ისევე მოიკვეთებიან საყმოდან, როგორც ინცესტის ჩამდენნი. ერთად «წოლა-დგომის» განმავლობაში, როგორც ადგილობრივ უწოდებენ ამ ჩვეულებას (სწორფრობას), როგორც კი ქალი შეატყობს, რომ მის სწორფერ ვაჟს «სხვა» სიყვარულით უყვარს იგი, ქალი სტოვებს სწორფრობის საწოლს და მიდის, რათა აღარ დაბრუნდეს უკან, აღარ მოიხედოს ამ ვაჟისაკენ. ხორციელი ქალი იქცევა, როგორც სამძიმარი, იმეორებს მის არქეტიპულ საქციელს, რომ აღკვეთოს ვაჟის სურვილი. ვაჟმა არ უნდა შეიყვაროს თავისი სწორფერი, როგორც დედაკაცი - ეს კანონი გაფრთხილებასავით გაისმის სამძიმარის სიტყვებში, რომლებიც დაჟინებით გადადის ნაქადაგარიდან ნაქადაგარში: «აბულეთაურთ იმედასაო ქალი საცოლედ მავსწონდიდიო», «მეგრელაურსა გახუასაო საცოლედ ვეწონებოდიდიო», «აბულეთაურთ იმედამაო ცოლად წაყვანა მამინდომაო»... აშკარაა ამ სიტყვების საყვედურიანი კილო, რომლითაც ის კრძალავს სწორფერთა ქორწინებას და მათ უხვედრობას აწესებს. მას შეეძლო ეთქვა: «ეესიავ ჩემ წესივ», როგორც კისტნელი ხოლიგას ოჯახში მისანთოებზე სამი ნაჭდევის გამო თქვა, როცა დააწესა ეს ჩვეულება: «ეესრ ხქნითიდავ, ეესიავ ჩემ წესივ», და მოეფარა თვალს. ამით ამოიწურება ქაჯავეთის განძი, რომლის ყველა საგანი საკრალურია თავისი ბუნებით და საკულტო დანიშნულება აქვს. დავიწყეთ თასით და დავასრულეთ სამძიმარით, რომლის მუდმივი ეპითეტი «ყელ- ღილიანი» ქალური ნიშნით თასთან იჩენს მსგავსებას, და თასი ხომ ქალის სამკაულებით არის შემკული.
earth
კარგად არ მახსოვს, მაგრამ სვანებს აქვთ გამოთქმა,– „ჩემი ხელის ჩაურევლად მომაშორეო ბოროტი“, ასე მიმართავე წმ. გიორგის, იცის ვინმემ ეს, მაინტერესებს ზუსტად როგორ გამოითქმება. საერთოდ სვანეთში უფრო მეტი სიძლიერითაა წმ. გიორგის კულტი.
Untitled_13
ცერბერუსმა მითხრა, რომ წმ. გიორგი იყო მონადირე რეპტილოიდებზე და მსგავს არსებებზე, რაღაც ორდენის წვერი. ძალიან მაინტერესებს მოკლედ ამ მხრივ მე ეს
Untitled_13
QUOTE
„ჩემი ხელის ჩაურევლად მომაშორეო ბოროტი“


რა ვიგოდნიკობაა ნუ biggrin.gif
shotazi
უცბად ახლა ეს გამახსენდა http://www.youtube.com/watch?v=LStM6s9gI60 biggrin.gif
Untitled_13
წმინდა გიორგისადმი ლოცვები მინდა
Untitled_13
QUOTE
ლოცვა წმინდა მოციქულთა სწორისა დედისა ჩვენისა ნინოსადმი

სიტყვისა ღმრთისა მსახურთა თანამოსაგრეო და ანდრიას ქადაგებისა წარმართებაო, ქართველთა განმანათლებელო და სულისა წმიდისა ქნარო დედაო ნინო, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩუენთათვის.


ეს არ მაკმაყოფილებს, სხვანაირი მინდა
This is a "lo-fi" version of our main content. To view the full version with more information, formatting and images, please click here.
Invision Power Board © 2001-2024 Invision Power Services, Inc.