Help - Search - Members - Calendar
Full Version: ეზოთერული პარკი ლატვიაში
ეზოთერიული ცოდნის ფორუმი > დამატებითი განყოფილება > ოჯახი - პლანეტა დედამიწა > ფლორა და ფაუნა
giorgi.milani


ლატვიურ გაზეთ Diena-ზე დაყრდნობით DELFI იუწყება, რომ ლატვიის სიგულდში (ქალაქი, რომელიც განთავსებულია ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში) ევროკავშირმა დააფინანსა ეზოთერული პარკის მშენებლობა "საკუთარი თავის შეცნობისა და ჰარმონიისთვის". დახმარების საერთო ზომა, რომელიც ევროპის სხვადასხვა ფონდებიდან გამოიყო 40 000 ლატია (57,4 ათასი ევრო).

პარკის შექმნის ინიციატივით გამოვიდა სოკრატეს სკოლის ხელმძღვანელი ელვიტა რუდზატე. სტატიაში ნათქვამია, რომ 2003 წელს მას ჰქონდა ხილვა, თითქოსდა "მისი სახლის გვერდით, რომელიც სიგულდთან მდებარეობს, მინდორში სულიერი მოძღვრები სეირნობდნენ", რის შემდეგაც მან გადაწყვიტა თავისი ჩანაფიქრი და ხილვა სიცოცხლეში განეხორციელებინა. პროექტის თანახმად, სპეციალურად გამოყოფილ ტერიტორიაზე, რომელიც ქალაქიდან ხუთი კილომეტრით იქნება დაშორებული დაითესება სამკურნალო ბალახები, დაიდგმება საკურთხევლები და აშენდება "ღვთაებრივი ოთახი" ლოცვებისთვის.

როგორც გამოცემა წერს, თვით სიგულდის მცხოვრებნი ეზოთერული პარკით სულაც არ არიან დაინტერესებულნი. მაგრამ რუდზატე ამტკიცებს, რომ მრავალი ადამიანი მიისწრაფვის მის სანახავად დედამიწის სხვადასხვა კუთხიდან. მან ასევე განაცხადა, რომ ადგილი, სადაც პარკია განთავსებული, მაგიური თვისებებისაა და მის სტუმრებს "საკვირველი განკურნება" არაერთხელ განუცდიათ.

რამდენი დაჯდა პარკის მშენებლობა რუდზატე არ იუწყება. თუმცა, მან მიუთუთა, რომ დანახარჯების მნიშვნელოვანი ნაწილი ევროკავშირის სასოფლო-სამეურნეო და მეთევზობის მეურნეობათა ფონდებიდან დაიფარა. სოფლის მხარდაჭერის სამსახურში განმარტეს, რომ ევროპული ფონდები ფინანსურ დახმარებას უწევენ სოფლის მცხოვრებლებს, რათა გააუმჯობესონ მათი ცხოვრების პირობები და აძლევენ იმის მოტივაციას, რომ სოფლიდან არ გადაბარგდნენ ქალაქში. თუმცა არავინ განმარტავს რითია სასარგებლო ეზოთერული პარკი.
shotazi
ვაა მაგარია, ჩვენც გავეკოთოთ ერთი ასეთი პარკი, სადაც მიხვალ დაჯდები და იმედიტირებ.

მერე მოვლენ მართმადიდებელ მშობერთა კავშირის წარმომადგენლები და დაგარბევენ biggrin.gif biggrin.gif
Lashapoli
მაგარია ძალიან.. ჩვენთან ეგ რო გააკეთო ყველა არ უნდა შეუშვა, თორე ან "მორწმუნე მრევლი" დაგარბევს, ან მოზასავე წყვილები smile.gif))
td.........
მე არ მევასება ეგეთი რაღაცეები და ასე მგონაი ჩვეულებრივი მიზნებისთვისაა განკუთვნილი.. თვითშემეცნებას და ჰარმონიას ცალკე პარკის აშენება მგონი არ სჭირდება..
Untitled_13
დედამიწა ისედაც სულ ეზოტერული პარკია. მარა ვგრძნობ ეზოტერიკა მოდაში შემოვა და მაშინ ეგეთი რამეები გაკეთდება კომერციისთვის..
tikoroma
td.........
anima mundi
Lashapoli
shotazi
ყველას გეთანხმებით
თან ვიღაცეებთან ერთად მედიტირება არაა მიზანშეწონილი, მხოლოდ ცოლ-ქმრისთვისაა დასაშვებიო
default settings
ბიზნეს! ბიზნეს! ბიზნეს! wink.gif
Lashapoli
QUOTE(nibiru3013 @ Oct 10 2012, 02:18 AM) *
ბიზნეს! ბიზნეს! ბიზნეს! wink.gif

სასიამოვნო ბიზნეს.. smile.gif
Untitled_13
აი მე გავუკეთებდი ისეთ შესაველეს რო მარტო დაინტერესებილი ადამიანი მოხვდებოდა.. მაგალითად ხეებს უკან შენობაში დავმალავდი, ან პატარა კარს გამოვაჩენდი ამრტო.. კედელზე სტენსილით "follo teh white rabbit" და მერე ისრით.. ვინც მივიდოდა მივიდოდა თავისით smile.gif

თუ ამ ცხოვრებაში მინისტრი ან როგორც მინიმუ მაგ საკითხებში იდეების ავტორი ან ორგანიზატორი მაინც ვიქნები, ნუ უფრო ეგ ვიქნები. აუცილებლად გავაკეთებინებ რაიმე მსგავსს
marissa
საქართველოში არ გაამართლებს ,ისე იდეა მომწონს,არადა რამდენი კარგია ადგილია აქ ესეთი პარკის გასაკეთებლად kos.gif
Untitled_13
marissa

სანამ შენ, კიდევ ლაშა, ნიბირუ,თიკო და ტდ და კიდევ დაწერეს აქ, რომ "საქართველოში არ გაამრთლებს" მართლაც არ გაამართლებს... წინასწარ უკვე ცუდად ხართ განწყობილი და გავიწყდებათ რომ ტქვენ ქმნით მომავალს, ქვეყანასაც თქვენი ფიქრებით wink.gif ნუ მეც biggrin.gif უბრალოდ პოზიტიურად უდან განვეწყოთ და ვთქვათ.. დიახაც გაამართლებს!

ჩვენ ხელშია ეს მომავალი ვაჰ.. ოხ და მე ვიქნები დიზანერი ამ პარკის
marissa
QUOTE(anima mundi @ Oct 10 2012, 02:09 PM) *
marissa

სანამ შენ, კიდევ ლაშა, ნიბირუ,თიკო და ტდ და კიდევ დაწერეს აქ, რომ "საქართველოში არ გაამრთლებს" მართლაც არ გაამართლებს... წინასწარ უკვე ცუდად ხართ განწყობილი და გავიწყდებათ რომ ტქვენ ქმნით მომავალს, ქვეყანასაც თქვენი ფიქრებით wink.gif ნუ მეც biggrin.gif უბრალოდ პოზიტიურად უდან განვეწყოთ და ვთქვათ.. დიახაც გაამართლებს!

ჩვენ ხელშია ეს მომავალი ვაჰ.. ოხ და მე ვიქნები დიზანერი ამ პარკის

პოზიტიური განწყობა კარგი მაგრამ რეალობას არ უნდა ავცდეთ biggrin.gif
Untitled_13
marissa

აბა "რეალობა"? რეალობას ჩვენ ქმნით დაო. შესაძლოა მასიური აზროვნების მიხედვით საქართველო არც იყოს მზად ამ პარკისთვის.. მაგრამ მეოცნებე და პოზიტიურად მოაზროვნე ადამიანები რომ არ არსებულიყვნენ ისევ გამოქვაბულებში ვიცხოვრებდით tongue.gif შენ შენი პოზიტივი გაგზავნე კოსმოსშI და დანრცენი თვითონ დაალაგებს გარემოებებს
Untitled_13
მხოლოდ, ამ ფორუმზევე ჩვენივე სუბიექტური გამოცდილებიდან, ზოგი მაIშნვე მ.მ.კს რომ ელოდება და ზოგი კომერციას.. და ზოგიც კიდევ მოდაში იქნებაო biggrin.gif არაა ჯანსაღი მომავლი მოლოდინი, და ასეთი მოლოდინის მქონე ადამინებთან არც მოვა sad.gif
tikoroma
რა ვიცი, პოზიტიურად მე კი ვიაზროვნებ, მარა არ მჭირდება ეგ პარკი, მე მგონი
Gopi
ეს პარკი მშვენიერია , იმიტომ რომ ვიღაცის ოცნება იყო და აიხდინა. და თან ეზოთერიკის პოპულარიზაციას უწყობს ხელს. თან საერთო ინტერესების ადმიანები შეხვდებიან ერთმანეთს და აზრებს გაუზიარებენ. იქნება საინტერესო სანახავი და დადებითი.
რატომაც არა? რას ერჩით. იყოს იმისთვის ბიზნესი თუნდაც, თუკი შენ სულ ცოტათი მაინც გასიამოვნებს მიზანი მიღწეულია და დაე ფულიც აკეთოს ამ კეთილმა კაცმა biggrin.gif
Untitled_13
QUOTE
იმიტომ რომ ვიღაცის ოცნება იყო და აიხდინა. და თან ეზოთერიკის პოპულარიზაციას უწყობს ხელს. თან საერთო ინტერესების ადმიანები შეხვდებიან ერთმანეთს და აზრებს გაუზიარებენ. იქნება საინტერესო სანახავი და დადებითი.


უკვე მიყვარხარ biggrin.gif
This is a "lo-fi" version of our main content. To view the full version with more information, formatting and images, please click here.
Invision Power Board © 2001-2024 Invision Power Services, Inc.