Help - Search - Members - Calendar
Full Version: რეალობის ტრანსერფინგი
ეზოთერიული ცოდნის ფორუმი > ძირითადი განყოფილება > პიროვნებები, გაერთიანებები, სწავლებები
Mrs.Mystery
მოკლედ, იდეა ასეთია:
არსებობს შეუზღუდავი "სივრცე" ვარიანტებისა, აქ და ამჟამად.
და თითოეულის ნებაზეა დამოკიდებული რომელ ვარიანტს აირჩევს.
სამყარო - ესაა შესაძლებლობების განუსაზღვრელი სივრცე, სადაც არსებობს ნებისმიერი შესაძლებლობა."უბრალოდ", მოქმედებენ გარკვეული კანონები

დანარჩენი უკვე წასაკითხია.
საინტერესოა სხვათშორის ციკლიტ.

ვარიანტების სივრცე. უსასრულო. ყველაფერი არსებობს აქ და ამჟამად.
და რა განაპირობებს კონკრეტულ სცენარს ამ ვარიანტებში?
შენ განაპირობებ
ყველა თეორია იდეაში სწორია, რაოდენ პარადოქსულიც არ უნდა იყოს
რატომ? უბრალოდ იმიტომ რომ ვარიანტების უსასრულო სივრცეში ამ თეორიისთვისაც არსებობს ადგილი

იდეა რაშია? იდეა იმაშია რომ შენ შეგიძლია აირჩიო რომელ სცენარს მიყვე.თუ ერთ სცენარში მოხვდი, ვეღარ შეცვლი. მაგრამ, თუ შენ იცი რომ შეგიძლია შეცვალო სცენარი, შენ შეცვლი და არ არსებობს ალაჰი და ბუდა, ხელი რომ შეგიშალოს ამაში

"ქანქარები"

რა არის ქანქარა? (ქართულად მართლა უხერხულად ჟღერს)

ქანქარა - ესაა მაგალითად საქართვლოს ფეხბურთის ფედერაცია. ესაა შენი სამეგობრო. ესაა სამხრეთამერიკული სერიალების ფან დიასახლისთა არაოფიციალური საზოგადოება, ესაა მერსედეს-ბენცის ცე კლასის ფანების ზბორი.
რა არის ქანქარა? ის რაც შენი ენერგიით იკვებება. იქნება ეს პარტია, ერთნაირი ჰობის იდეით გაერთიანებულთა საზოგადოება თუ სერიალების მოყვარული დიასახლისების მარად ურყევი კავშირი - არსი იგივეა
ყველა ქანქარა არის ვამპირი
წარმონაქმნია მაგრამ არსი ასეთი აქვს
ყველა ქანქარა ცდილობს გაძლიერდეს, მიიღოს მეტი ენერგია და თუ რომელიმე წევრი განიზრახავს გამოყოფას - შეუშლის ხელს ყველანაირად.
narilla
ამ ბოლო დროს ერთი კითხვა გამიჩნდა და უკვე მაწუხებს wink.gif ამ თემაში ჩემთვის საინტერესო მომენტი დავინახე, რომელიც ჩემს კითხვასაც უკავშირდება.


შესაძლებლობა, რომელიც პოტენციალის სახით არსებობს, წარმოადგენს ჯერ გამოუვლენელი ქმედებების წინასწარმოცემულობას. ის თავის თავში მოიცავს ამ ქმედებების უამრავ კომბინაციას. მაგრამ კითხვაც აქ მიჩნდება და ეს კითხვა აქამდე იყო დასმული...

ეს რაოდენობრივი კომბინაციები, რომლებიც შესაძლებლობის სახით არსებობს, არის მართლაც უსასრულო? სადამდე შეიძლება ამ კომბინაციების გაგრძელება? ხომ შეიძლება არსებობდეს ზღვრული წერტილი, სადაც ის თავის კომბინაციებს ამთავრებს, ანუ თავის თავს ამოწურავს? თუმცა ამოწურავს, მაგრამ შემდეგ ხელახლა იწყება შესაძლო კომბინაციების ზღვრული ჟაჭვი.

...და კიდევ კარგი იქნებოდა თემის სათაურის _ რეალობის ტრანსერფინგი_ უფრო მიახლოებითი განმარტებაც რომ მოგეცა.
Mrs.Mystery
ეს კომბინაციები მართლა უსასრულოა,როგორც ჩვენი სამყარო..
რას შეეხება სათაურს - ჩემი მოგონილი არა )) ამ წიგნის ავტორია ვადიმ ზელანდი )))
Mrs.Mystery
ეს არის პირველი ტომი - ძაან გარკვეული ახსნაა რა არის ეს ყველაფერი და რატომ ზოგჯერ არ გამოდის ისე როგორც გვინდოდა.. realobis transerfingi book 1
narilla
QUOTE
(Mrs.Mystery @ Oct 14 2012, 03:43 PM)
ეს კომბინაციები მართლა უსასრულოა,როგორც ჩვენი სამყარო..
რას შეეხება სათაურს - ჩემი მოგონილი არა )) ამ წიგნის ავტორია ვადიმ ზელანდი )))


ტრანსერფინგი _ პირველად გავიგე ასეთი სიტყვა, რეალობის მართვა ყოფილა! smile.gif

ვადიმ ზელანდი საინტერესოა ...
Mrs.Mystery
http://zelandge.blogspot.com/ )))
Mrs.Mystery
ეს ზელანდის ქართული ბლოგია )))) http://zelandge.blogspot.com/
Plasmodium
QUOTE(Mrs.Mystery @ Oct 14 2012, 03:43 PM) *
ეს კომბინაციები მართლა უსასრულოა,როგორც ჩვენი სამყარო..

ვერ დაგეთანხმები. რეალობა ცოტა სხვანაირია... სასტიკი.

სულ ცოტა დროის გატარებაც საკმარისია ჩვენ საყვარელ პლანეტაზე იმის მისახვედრად რამდენად განპირობებულია ჩვენი ყოფა. ფაქტიურად არაფერს არ ვწყვეტთ, ან სულ უმნიშვნელო გავლენას ვახდენთ უკვე დაწერილ სცენარზე.

გურჯიევის "თავისუფალი ცხვრები" გამახსენდა smile.gif
Plasmodium
ქანქარის(?) თუ ეგრეგორის შემთხვევაში (სულ ერთია რას დავარქმევთ) მართალია და ეს კიდევ უფრო მიმტკიცებს იმ აზრს რომ მოჩვენებითია ჩვენი თავისუფლება ამ ცხოვრებაში. ნუ 90% ის მაინც.
old_man
QUOTE
სულ ცოტა დროის გატარებაც საკმარისია ჩვენ საყვარელ პლანეტაზე იმის მისახვედრად რამდენად განპირობებულია ჩვენი ყოფა. ფაქტიურად არაფერს არ ვწყვეტთ, ან სულ უმნიშვნელო გავლენას ვახდენთ უკვე დაწერილ სცენარზე.

სცენარი ბევრია, გააჩნია რომელს აირჩევ. ამაზე წერს ზელანდი. ავირჩევთ სასტიკ რეალობას, იქნება ასეთი
Plasmodium
QUOTE(old_man @ Oct 15 2012, 02:51 PM) *
სცენარი ბევრია, გააჩნია რომელს აირჩევ. ამაზე წერს ზელანდი. ავირჩევთ სასტიკ რეალობას, იქნება ასეთი

და ობიექტურ რეალობას რა ვუყოთ?

მონას აქვს თავისუფალი ნება. შეუძლია შეეგუოს მონობას ან აჯანყდეს და თავისუფლებისთვის იბრძოლოს... მაგრამ არა უმეტეს ამისა. თუ არასწორად გაიგებს ასეთ "თავისუფლებას" ამ ერთადერთ არჩევანსაც დაკარგავს.
Existence
QUOTE(Plasmodium @ 15th October 2012 - 01:33 PM) *
ვერ დაგეთანხმები. რეალობა ცოტა სხვანაირია... სასტიკი.

სულ ცოტა დროის გატარებაც საკმარისია ჩვენ საყვარელ პლანეტაზე იმის მისახვედრად რამდენად განპირობებულია ჩვენი ყოფა. ფაქტიურად არაფერს არ ვწყვეტთ, ან სულ უმნიშვნელო გავლენას ვახდენთ უკვე დაწერილ სცენარზე.

გურჯიევის "თავისუფალი ცხვრები" გამახსენდა


good.gif

წამოდი ხოლმე ჩვენ შეკრებებზე , თავისუფალში იწერება smile.gif)
Plasmodium
QUOTE(Existence @ Oct 15 2012, 04:47 PM) *
good.gif

წამოდი ხოლმე ჩვენ შეკრებებზე , თავისუფალში იწერება smile.gif)

საინტერესოა

ისე ატმოსფერო (აურა???) მომწონს აქ, ქართული ფორუმებისთვის უჩვეულო კაცთმოყვარებაა smile.gif
Existence

სამყაროში უნდა აღმოაჩინო კანონზომიერებები და ითამაშო მაქსიმალურად ამ კანონზომიერებებით სხვა შემთხვევაში ყოველთვის დამარცხდები, დამარცხდები რა გაირთულებ ცხოვრებას ალბათ (მარტო ა80 წელი რო ცხოვრობდე კიდე გაუძლებ მარა მერეც რო ხარ მაგას რა ვუყოთ და მაგიტომ არ ღირს გართულება smile.gif ) , თავისუფალი ნება ამ გადმოსახედიდან სადაც ვარ არ არსებობს და ყველაზე თავისუფალი ადამიანი არის სამყაროს კანონზომიერების შეცნობით დაკავებული ადამიანი რომელიც ამავდროულად არის ამავე სამყაროს იდეალური მონა

Lashapoli
QUOTE(Existence @ Oct 16 2012, 01:32 AM) *
სამყაროს იდეალური მონა

საქმეც მაგასია რო ამ შემთხვევაში სამყაროს მონები კიარა იმ ილუზიის მონები ართ რომელსაც სამყაროს მაგივრად აღვიქვავთ და ილუზიის იდეალური მონობა ნიშნავს, დაიბადო, დაამტავრო სკოლა, ინსტიტუტი, მოიყვანო ცოლი, ნახო რამე რიგითი სამსახური და პენსიაზე გასულმა ეზოში ნარდის გორებით და ერთი ადგილის ფხანით დაამტავრო სიცოცხლე. ნუ ეს ერთ-ერთი და ყველაზე მაშტაბური ვარიაციია იმ შემთხვევებიდან, რომლების ჩამოთვლაც შეიძლება.. არის უფორ მეტა ექსტრემალური ვარიანტებიც, მაგრამ პრონციპი იგივედ რჩება
Existence
QUOTE(Lashapoli @ 16th October 2012 - 12:38 AM) *
საქმეც მაგასია რო ამ შემთხვევაში სამყაროს მონები კიარა იმ ილუზიის მონები ართ რომელსაც სამყაროს მაგივრად აღვიქვავთ


და რა გარანტია გაქვს რომ ის ""რეალური სამყარო"" რომელსაც შენ ვარაუდობ რო არსებობს ისეთივე მატრიცა არ არის ოღონდ უფრო ტონკი და შენთვის სასიამოვნო მხოლოდ იმ განსხვავებით რო იქ ყვერების მაგივრად პლაზმურ სეხულს თუ რაღაც სხვას იფხან
Lashapoli
ბიჭო, მემგონი იმაზე ყველა ვთანხმდებით რო რაც ხდება ეხლა ჩვენს გარშემო რარაც ნეტოა და სენ ამბობ რო ამასთან რაც ნიტო გვგონია, მაასთან ვიყოთ იდეალში..
ეხლა ატმანი შემოვა და კასტილების რტყმაა ყველაფერიო იტყვის )))
Plasmodium
QUOTE(Existence @ Oct 16 2012, 12:44 AM) *
და რა გარანტია გაქვს რომ ის ""რეალური სამყარო"" რომელსაც შენ ვარაუდობ რო არსებობს ისეთივე მატრიცა არ არის ოღონდ უფრო ტონკი და შენთვის სასიამოვნო მხოლოდ იმ განსხვავებით რო იქ ყვერების მაგივრად პლაზმურ სეხულს თუ რაღაც სხვას იფხან

ეგ არის რაც ვიცით. სასუფეველიც, მეოთხე სიმკვრივეც და უცხოპლანეტელების ცივილიზაციაც დედამიწის ჩვენ გემოზე გადაკორექტირებული მოდელია smile.gif წარმოიდგინე რომ შიმპანზეს გინდა აუხსნა რა არის ადამიანად ყოფნა. იგივე ადამიანს ვერ აუხსნი იმას რაც მისთვის ჩვეულ აღქმის სისტემას ცდება.

ხო აქ ნიტოა, მაგრამ პრობლემა დეკორაციებში არ არის. მთელი სისტემა წინაარმდეგობებზეა აგებული. თვითონ ადამიანი არ არის ბედნიერებისთვის შექმნილი. ვითომ შემთხვევით არის ამდენი ურთიერთამომრიცხავი და ტანჯვაზე ორიენტირებული თვისება ჩვენში ჩადებული? თითქოს ბორბალში დავრბივართ ციყვივით და ტანჯვას და ტკივილს გამოვიმუშავებთ.
Lashapoli
QUOTE(Plasmodium @ Oct 16 2012, 04:40 AM) *
ვითომ შემთხვევით არის ამდენი ურთიერთამომრიცხავი და ტანჯვაზე ორიენტირებული თვისება ჩვენში ჩადებული? თითქოს ბორბალში დავრბივართ ციყვივით და ტანჯვას და ტკივილს გამოვიმუშავებთ.

good.gif
ვოტ, ია ტოჯე პრა ეტა..

ანუ ამ ყველა შესაძლო ვარიანტებიდან, ყევლაზე მეტნაკლებად ლოგიკურად (გამომდინარე, მითებიდან, ისტორიული თუ სხვა და სხვ წყაროებიდან აღებულ ინფოთი და მოზაიკასავით აწყობილი და მეტნაკლებად მიღებული ობრაზით) შეგვიძლია ვივარაუდოთ, რო ვართ პროგრამაში, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით და ის ფაქტი რო უკვე ფიქრობ იმას რო პროგრამაში ხარ, გაფიქრებინებს იმას რო არხარ პროგრამის ნაწილი, ან ხარ და სისტემ ერორი ხარ, ნუ ორივე კაი პონტია, ნუ კაკ მინმუმ ამის მერე გინდება ფიქრი რო დააჰაკერო რა ეს პროგრამა smile.gif)

აი ამ ვიდეოს გადახედეთ
http://www.youtube.com/watch?v=-KRK3GNaHIs...;feature=relmfu
marissa
[quote name='Lashapoli' date='Oct 16 2012, 04:33 AM' post='81776']
good.gif
ვოტ, ია ტოჯე პრა ეტა..

ანუ ამ ყველა შესაძლო ვარიანტებიდან, ყევლაზე მეტნაკლებად ლოგიკურად (გამომდინარე, მითებიდან, ისტორიული თუ სხვა და სხვ წყაროებიდან აღებულ ინფოთი და მოზაიკასავით აწყობილი და მეტნაკლებად მიღებული ობრაზით) შეგვიძლია ვივარაუდოთ, რო ვართ პროგრამაში, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით და ის ფაქტი რო უკვე ფიქრობ იმას რო პროგრამაში ხარ, გაფიქრებინებს იმას რო არხარ პროგრამის ნაწილი, ან ხარ და სისტემ ერორი ხარ, ნუ ორივე კაი პონტია, ნუ კაკ მინმუმ ამის მერე გინდება ფიქრი რო დააჰაკერო რა ეს პროგრამა smile.gif)

ყოვეთვის როცა ვინმე ისეთს ვხვდები ვინც ფიქრობს ამაზე მეც მგონია რო ის უკვე ნაწილობრივ რაღაც გამოღვიძების სტადიაშია და ბოლომდე აღარაა ამ სისტემის სტანდარტული ნაწილი,მაგრამ მთლიანად როგორ უნდა დავაღწიოთ თავი ჩვენდაუნებურად მაინც ამ პროგრამის ნაწილები ვართ justcuz_hourglass.gif
Existence
QUOTE(Lashapoli @ 16th October 2012 - 01:50 AM) *
ბიჭო, მემგონი იმაზე ყველა ვთანხმდებით რო რაც ხდება ეხლა ჩვენს გარშემო რარაც ნეტოა და სენ ამბობ რო ამასთან რაც ნიტო გვგონია, მაასთან ვიყოთ იდეალში..


ცუნც ზევით კითხვა დავსვი მე biggrin.gif იგივეს რატო მიმეორებ .... კაი კიდე დავწერ ცოტას მარა თუ არ ხარ მზად შენი ეხლახანს ჩამოყალიბებული წარმოდგენის გარდა სხვა რაღაც მიიღო მაშინ აზრი არა აქვს

რაღაც ნიტო გვგონია მარა უშვებ რო რაღაც სადღაც შეიძლება გავძვრეთ და აღმოვაჩინოთ რო ვოოოოტ ეტო ტოოოოოოო ! biggrin.gif
მე კიდე გეუბნები რო იგივე ალბათობით იმ შენ ტოში შეიძლება ათასჯერ უფრო დახვეწილი პროგრამის ნაწილი გახდე უბრალოდ შეგიქმნან ილუზიას რო შენ ეხლა სისტემის გარეთ ხარ , ხო გახსოვს შენი საყვარელი მატრიცა სადაც ნეო დაქლიავდება მისსავე ხომალდზე სისტემის გარეთ როგორ შემოაღწია აგენტმა ))) და ასევე არქიტექტორთან ლაპარაკი გაიხსენე მისი (კინო მატრიცის თემას აღარ გავაგრძელებ აქ წერა მეზარება )) თუმცა ძალიან საინტერესოა ჩემთვის ) ...... გიცნობ და ვიცი რო ხვდები რაზეც მაქვს ლაპარაკი მაგრამ.....

ეხლა ჩემ აღქმას დავწერ რომელიც მგონია რო თუ არაფერს არ ჩავებღაუჭებით საკმაოდ რეალურ სურათს იძლევა
სამყარო არის დიდი მისტიკა რომელსაც ჩემი დაკვირვებით თავისი კანონზომიერებები აქვს თუ ამუღამებ ალგორითმს გაქვს იმაზე ნაკლები პრობლემა ვიდრე გექნებოდა მისი ცოდნის გარეშე , მე ვიცი რო არსებობს მატერიალური პონტების გარდა სულიერი რაღაცეებიც და ჩემი დაკვირვებით ეს ორი ერთმანეთში გადახლართული რაღცაა და ორივეს ცოდნის გარეშე გიყალიბდება კანონზომიერებების არასრულფასოვანი სისტემა ( როგორც მაგალითად ამ დღევანდელ ტექნოკრატიულ ცივილიზაციას აქვს ზოგადად )

თუ დავაკვირდებით ჩვენ არსებობას ვნახავთ რო ჩვენ დიდი თამაშის (შეიძლება ეს სულაც არ არის თამაში უბრალოდ დავარქვათ ასე ) მსხვერპლნი ვართ ყოველგვარი თავისუფალი ნების გარეშე და თუ მოვიშორებთ ილუზიას რო ამ დიდს როდესმე მოვატყუებთ ან დავუძვრებით ჩვენი რაღაცის ჩალიჩით ,უთუბებზე კინოების ყურებით მივაგნებთ კოდებს რომლებიც ამ სისტემიდან გაგვიყვანს
biggrin.gif და აშ დაგვრჩება მხოლოდ ერთი გამოსავალი რო ვიყოთ იდეალური მონა მთელი სამყაროსი და არა მისი გარკვეული ფრაგმენტის მაგალითად მხოლოდ მატერიალურის ან მხოლოდ სულიერის .........

ვიცი, ვიცი რომ რატომღაც ესე ვართ დაპროგრამირებულები რო თავისუფლება და თვით კათარზისები მაგრად გვევასება და ბევრად ღირსეული გვგონია სისტემ ერორებად ჩავთვალოთ თავი მაგარმ რატომღაც ყოველთვის ეს დიდი და მოძალადე სამყარო მაინც მიდის ისე როგორც მიდის და ჩვენ ვყეფთ ისევ ისე როგორც ვყეფდით ალბათ მილიარდი წლის წინაც .......
Lashapoli
ხო მოკლედ, მეც ვიცი რო შენც იცი რო მეც ვიცი, მარა დლია რაზნააბრაზია (მარა ხანხადახნ სულაც არაა საჭირო ეგ, მარა ფორურის რის ფურუმია თU მაგით არ დავკავდით...) მაინც ვიყვი, მარა შენც იგივე კი თვქი მარა მაინც... tongue.gif biggrin.gif

თუ ვუშვებთ რო ეგ ეგრე და პროგრამაა და მგონი ორივე ვუშვებთ, უნდა იარსებოს ამ პროგრამის პროგრამებია უამრავმმა ვარიაციამ. მარამ აქ თუ დავუშვებთ იმ ვარიანტს რო ეს პროგრამა სადაც ვართ, არის ერთგვარად ცოხალი და მასაც გააჩნია თავისი გარკვეულ ინტელექტი, ლოგიკურად ის უნდა იყოს თვით შესწავლის და მუდმივად თვით დახვეწის პროცესში, წინააღგმდეგ შემთვხვევაში ყველა დაუმურამებდა და მოხევდნენ აქედან ))) ხოდა აქიდან გამომდინარ, ის სისტემ ერორები რომლებიც მოქმედებს თვითონ ამ პროგრამის დაშვებულია რო განვითარება შეძლოს.. ხოდა ამ კონკრეტულს მერე მივუბრუნდები, თან ეხლა დამავიწყდა რის დაწრეაც ვაპირებდი, ტელზე და მირეკეს და რაღაც სისულელეები მელაპარაკკნენ biggrin.gif

QUOTE
მხოლოდ მატერიალურის ან მხოლოდ სულიერის .........


აი აქ უკვე კატეგორიულად ვერ გეთანხმები..
ჩვენ სულიერება ცემი აზრით ცოტა ცუდად გვესმის, ანუ აღებული გავაქვს ისეთ მუდმივ საზომად რომელიც მუდმივ რარაც რავი ვერ ვხსნი, ანუ სულიერებაზე რო ვიწყებთ ლაპარაკს, ავტომატურად ვთიშავთ მატერიელურს და ვერთვებით იქით და ცემი აზრით პირიქით სულიერების (და არ მომწონს ეგ სიტყვა, რამე სვხა მოვიფიქროთ ამ დღეებში) გაგება უნდა იყოს მიმართული იქითკენ რო მატერიალურს გავუგოთ, ანუ ეს ორი ერთმანეთისგან განუყოფელი ნაწილია და ვერ ვხვდები სადაც სულიერებაზეა ლაპარაკი იქ მატერიალურის ადგილი არ რცება ხოლმე და მუდმივად ზიზღით მოიხსენიება, არადა პირიქით, ნაპოვნი უნდა იყოს ამ ორს შორის ოქროს ხაზი.. მოდი სულიერებას უფრ მეცნიერულად მივუდგეს და არა როგორც ნარკომანებმა, რომლებსაც კაიფი ევასებათ.. იმიტომ რო გინდა არ გინდა მატერიაში ცხოვრობ, იქნება ეგ მკვრივი თუ ნატიფი, მატერიაა ხოდა გავიგოთ რა ხდება ჯერ ამ მატერიაში, რასაც ვხედავთ გავიგოთ რა მართავს ამ ყველაფერს და მერე გამარტივდება რაღაც რაღაცეები
Existence
სულიერება მატერიის დაყოფა ორად უკვე დამკვიდრებული კლიშეა და დუალურ ტვინს ესე უადვილდება თორე ბაზარი არაა ერთი რაღაცაზეა ლაპარაკი სხვადასხვა ასპექტებში

ამიტომაც ვწერდი ოხ biggrin.gif

QUOTE(Existence @ 16th October 2012 - 03:37 PM) *
ჩემი დაკვირვებით ეს ორი ერთმანეთში გადახლართული რაღცაა


მოკლედ მე მოვრჩი ამ თემაზე ლაპარაკს ჯობია ვიცხოვროთ ეს რასაც ვწერთ ჯღაპნას
td.........
ეგზის ბოლო ფრაზა მომეწონა.. biggrin.gifbiggrin.gif
Lashapoli
აი მალადცი biggrin.gif
old_man
ამ სისტემიდან, მატრიციდან გასვლა ყველაზე სწრაფად (ერთ ცხოვრებაში) შეიძლება ბუდას გზით babu.gif
მაგრამ ეს რას ნიშნავს? სურვილებზე უარის თქმას, რასაც ადამიანების უმრავლესობა ვერ მიიღებს. ვინმეს, რაც არ უნდა მძიმედ ეჩვენებოდეს ცხოვრება, ის მაინც ტკბება ამქვეყნიური სიამოვნებებით. უნდა ახალი და ახალი, რასაც ვერ იღებს. ეს კი ნიშნავს, რომ კიდევ და კიდევ დაიბადება და რეინკარნაციების წრე უსასრულოდ გაგრძელდება....
შეიძლება სული რომელიც შემოდიოდა ამ სამყაროში, ფიქრობდა, რომ მოდი ვნახავ იქ რა ხდება, მივიღებ გამოცდილებას და მერე წამოვალ. მაგგრამ წამოსვლა არც ისე მარტივი აღმოჩნდა. აიკიდა კარმა, ვნებები, მისწრაფებები და ჩარჩა....იბადება და იბადება...

ხო ახლა ტრანსერფინგთან რა კავშირშია? მარტივად, ტრანსერფინგი საშუალებას გვაძლევს ვმართოთ ჩვენი ცხოვრება, ავირჩიოთ ის რაც გვინდა. ანუ სხვაგვარად რომ ვთქვათ ამ მატრიცაში არსებობისას გაცნობიერების უფრო მაღალ დონეზე ავყავართ. ვხდებით რომ ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ნელ-ნელა გამოვალთ ამ მატრიციდან. როცა გულს ვიჯერებთ აქ მოგზაურობით. ათი, შეიძლება ასი ინკარნაციის შემდეგ. გაუცნობიერებელ ადამიანს კი რომელსაც ამ მატრიცის ფატალურობაში ეჭვი არ ეპარება შეიძლება დასჭირდეს ასი ათასი, მილიონი ინკარნაცია. ან ჩარჩეს სამუდამოდ, სანამ ეს მატრიცა იარსებებს. აი ამაშია განსხვავება )))

შეიძლება თქვათ რომ რა მნიშვნელობა აქვს, შემდეგ ცხოვრებაში ხომ მაინც არ გეხსომება ტრანსერფერობდი თუ რა საკეთებდი. მაგრამ სულს ახსოვს და როგორც წესი იქიდან გააგრძელებ, სადაც შეჩერდი... ახლა რომ გაინტერესებს ეს საკითხები ნიშნავს რომ წინა ცხოვრებებშიც მაძიებელი იყავი.
td.........
ეჰ, რამდენი ცხოვრება ვიყავი მაძიებელი და რა... ?! ვზივარ ეხლა და მარგველაშვილს ვუსმენ.. დურა ნუუუუ!
narilla
რეალურად, ტრანსერფინგი ნიშნავს, რო ადამიანი ერთი საფეხურით მაღლა დგება რეალობაზე, თან ხდება მისი არა უბრალო დამკვირვებელი, არამედ, წარმმართველიც, მაგრამ მაინც, ეს ყველაფერი ისევ ამ მატრიცის ფარგლებში ხორციელდება. მე ეს აზრი გამოვიტანე

ესაა ადამიანის სხვაგვარად ყოფნა _ უფრო გათვითცნობიერებული ყოფნა, ზედმეტი ინსტინქტების, კარმული ვალების, ილუზიების ტყვეობების და ა.შ. გარეშე.

"სულს ახსოვს და როგორც წესი იქიდან გააგრძელებ, სადაც შეჩერდი..." _ თუ რაღაც ეტაპამდე მიაღწია სულმა და მოუწია შემდეგ ცხოვრებაში გზის გაგრძელება, ეს უფრო რთულია, ვიდრე ყველაფრის საწყისი ეტაპიდან დაწყება. ამიტომ, როცა უფრო მეტად მაძიებელი სული მოდის ამქვეყნად, მას გაცილებით, მეტის დანახვა უწევს, გაცილებით უფრო ცხადად და სიღრმისეულად აღიქვამს მას და შესაბამისად წინააღმდეგობებიც უფრო ბევრია, ანუ შეუთავსებლობები და მასთან თანხვედრის შეუძლებლობის შეგრძნება. როცა შინაგანი ხედვაც უვითარდება ადამიანს აი, მაშინ დგება ის რეალობაზე მაღლა და შეუძლია მისი ტრანსერფინგი smile.gif
Plasmodium
narilla

ეს ტრანსერფინგი რა ჯანდაბაა მაინც ვერ გავიგე smile.gif სრულად სად დევს? უნდა წავიკითხო, ბოლოს ალბათ ზელანდს ვაგინებ, "მოკრძალებული" შესავლისთვის. მაგრამ მაინც ღირს მგონი... თუ არა? smile.gif
narilla
QUOTE(Plasmodium @ Oct 18 2012, 12:18 AM) *
narilla

ეს ტრანსერფინგი რა ჯანდაბაა მაინც ვერ გავიგე smile.gif სრულად სად დევს? უნდა წავიკითხო, ბოლოს ალბათ ზელანდს ვაგინებ, "მოკრძალებული" შესავლისთვის. მაგრამ მაინც ღირს მგონი... თუ არა? smile.gif


Plasmodium

თემის ავტორმა უკეთესად იცის smile.gif

არ ვიცი, რაიმე წიგნიც ექნება დაწერილი...

აი ეს ვიდეო დაიდო რეალობის ტრანსერფინგს რაც შეეხება _ გაცნობა შეიძლება

რეალობის ტრანსერფინგი, ნაწილი I
guest..
QUOTE(td......... @ Oct 17 2012, 10:32 PM) *
ვზივარ ეხლა და მარგველაშვილს ვუსმენ.. დურა ნუუუუ!

კიდე კაი პონტში ყოფილხარ რომ ჩიორას არ უსმენ. biggrin.gif
Existence
ვინც ინგლისური იცის წაიკითხოს

http://www.thematrix101.com/reloaded/meaning.php
guest
თუ მატრიცაა, კარგი მატრიცა იყოს biggrin.gif
INA
აუდიო წიგნები ვისაც გხიბლავთ აქედან გადმოწერეთ და მოუსმინეთ, ბოლოშია ზელანდი.
რუსულადაა.
http://www.transerfing.com.ua/index.php?app=portal
ზაზა
თუკი ადამიანების აზრები და წარმოდგენები ზემოქმედებს სამყაროზე, ცვლის სამყაროს, მაშინ გამოდის, რომ სამყარო არ არის ისეთი როგორიც არის, არ არის მყარი და სტაბილური შესწავლის საგანი. სამყარო თვითონ იცვლება, იცვლება მისი კანონები იქიდან გამომდინარე, თუ როგორი რელიგიურ-ფილოსოფიური მსოფმხედველობა ან მეცნიერული პარადიგმა გახდება დროის რაღაც მონაკვეთში ყველაზე პოპულარული ადამიანებს შორის.
მაგალითად, თუ კაცობრიობა დაძლევს ენერგიის მუდმივობის კანონის დოგმებს და განთავისუფლდება მისი მენტალური ბორკილისგან, შესაძლებელი გახდება ეკოლოგიურად სუფთა, ყველასთვის ხელმისაწვდომი და უფასო ენერგიის წყაროების შექმნა. ადამიანებიც შვებით ამოისუნთქებენ და დედამიწაც
matashi
ზაზა
გამარჯობაbiggrin.gif
ზაზა
ტრანსსერფინგი ნიშნავს გადასვლას. ანუ ზელანდი ამბობს, რომ რეალობა კი არ უნდა ცვალო, არამედ გადახვიდე რეალობის ერთი ვარიანტიდან მეორეში. ეს უფრო გონივრულია.

გამარჯობა, მიხარია ეს თემა რომ გახსენით. გახლავართ ტრანსსერფინგის და ნ.ლ.პ. ს პრაქტიკოსი. ვაცხადებ მთელი პასუხისმგებლობით, რომ ეს მუშაობს!
Lashapoli
QUOTE(ზაზა @ Jan 21 2013, 11:15 PM) *
თუკი ადამიანების აზრები და წარმოდგენები ზემოქმედებს სამყაროზე, ცვლის სამყაროს, მაშინ გამოდის, რომ სამყარო არ არის ისეთი როგორიც არის, არ არის მყარი და სტაბილური შესწავლის საგანი. სამყარო თვითონ იცვლება, იცვლება მისი კანონები იქიდან გამომდინარე, თუ როგორი რელიგიურ-ფილოსოფიური მსოფმხედველობა ან მეცნიერული პარადიგმა გახდება დროის რაღაც მონაკვეთში ყველაზე პოპულარული ადამიანებს შორის.

ჩემი აზრით სამყარო და ის რეალობა რომელშიც ცვენ ვართ,სხვადასხვა კანონების მიხედვით მოქმედებენ. ანუ ჩვენი სივრცე ჩაკეტილი სისტემაა (ალბათ სამყაროს რარაც უნიკალური კანონები აქაც მოქმედებს, მარგამ ის კანონები, რომელიც ააქ მოქმედებს,შ ეიძება სულაც არაა მტელი სამყაროსთვის). მოკლედ ცოტა ძნელია ამის ახსნა და გააზრება მითუმეტეს. ჩემს თავში ეგ როგორც ფრაგმენტები ისე ჩნდება და ვცდილობ რამენააირად მიახლოებული სურატI მივიღო, მაგრამ "გასაღების" გარეშე ეგ შეუძLებელი მგონია. გასაღები კიდე გახენება მგონია, მაგრმ გახსენება არა მარტო იმ გაგებით რასაც ცვენ მეხიერებას ვეძახით. ნუ მოკლედ როგორც ვთქვი, ძნელია ახსნა )))

აი მცირე ილუსტრაცია

Untitled_13
ჩემი რეალობა შევცვლე შვიდჯერ ან რვაჯერ ან უფრო მეტჯერ.. ეს არის უმარტივესი.
შეცვალე შენივე ფიქრები და ვსო..

ვფიქრობ მე უკვე ვარ ღმერთი. მხოლოდ მჭირდება იმ ილუზიებისგან განთავისუფლება რაც საპირისპიროში მარწმუნებს. უბრალოდ მიზნის დასახვა და ასრულება
დაისახე მზიანი და აისრულე
დაისახე აისრულე..
მოინდომე და სეძელი. მტკივნეულია რადგან თითქოს შენივე კანს იძრობ და ეს გტკივა, ანუ შენივე თავის შეცვლა.. მაგრამ თან იმხელა შემსუბუქებაა ყველა ამ ერთი მეტრო კანის გაძობის შემდეგ ღირს.. რეალობა თავისთავდ იცვლება smile.gif შენი შეცვლი პირპაირპოლციულად..

აი ლაო ძი ან ვინმე მაგ დონის ცნობიერების ადამინი გვეტყოდა რა წერტილამდე მისულად თვლის თავს. საინტერესო ქინებოდა.. მარა ჩემია ზრით ჯერ რაც გარშემოა იმის ჩვენ ჭკუაზე. (მეს სურვილებზე და არა გონების ან სხეულისგან პროვოცირებულ) შეცვლოთ რაც და როგორც გვინდა.. მერე რწმენაც მოვა დიდი.

ხო და აი დრწმუნებული ვარ, რომ მხოლდო ნაბიჯების გადადგმის შემდეგ მოდის ახალი ცოდნა.. და არა იჯდე და ილაპარაკო ათი ნაბიჯის იქით რას იზამ. რეალური მოქმედებები თუ არ აკტე მარტო ლაპარაკით ვერაფერს გაიგებ ახალს. იმ დონეზე სადაც იყურები..
რეალობის შეცვლაა მათავარი.
და "მატრიცის მართვა" რაზეც ვსაუბრობხოლმე თავისუფალი განყფოილებაში თემაში.
guest..
QUOTE(anima mundi @ Jan 29 2013, 02:28 PM) *
ვფიქრობ მე უკვე ვარ ღმერთი. მხოლოდ მჭირდება იმ ილუზიებისგან განთავისუფლება რაც საპირისპიროში მარწმუნებს.

გადაირია biggrin.gif
ზაზა
мой Мир заботится обо мне. мой Мир приготовил для меня все самое лучшее
ზაზა
http://www.youtube.com/watch?v=3vIWWN60sHU გადაცემა "მოდი ვისაუბროთ", საუბრის თემა ფსიქოლოგია
lester
კიდევ დაწერეთ ცოტა მეტი ინფორმაცია მაინც ტრანსერფინგზე

ციტატა(ზაზა @ Jan 22 2013, 01:27 AM) *
ტრანსსერფინგი ნიშნავს გადასვლას. ანუ ზელანდი ამბობს, რომ რეალობა კი არ უნდა ცვალო, არამედ გადახვიდე რეალობის ერთი ვარიანტიდან მეორეში. ეს უფრო გონივრულია.

გამარჯობა, მიხარია ეს თემა რომ გახსენით. გახლავართ ტრანსსერფინგის და ნ.ლ.პ. ს პრაქტიკოსი. ვაცხადებ მთელი პასუხისმგებლობით, რომ ეს მუშაობს!


ეგ რას ნიშნავს? ცოტა მეტი ინფორმაცია გაგვანდე რა )
This is a "lo-fi" version of our main content. To view the full version with more information, formatting and images, please click here.
Invision Power Board © 2001-2024 Invision Power Services, Inc.