Help - Search - Members - Calendar
Full Version: აბორტი-დაგეგმილი მკვლელობა თუ ადამიანის უფლება?
ეზოთერიული ცოდნის ფორუმი > დამატებითი განყოფილება > ოჯახი - პლანეტა დედამიწა > ბავშვის აღზრდა
Pages: 1, 2, 3
td.........
დღევანდელ საზოგადოებაში აბორტი განიხილება, როგორც ერთ-ერთი უფლება, რომლითაც სარგებლობს ქალი და ან ოჯახი. როგორ მიგაჩნიათ თქვენ რა არის ეს ქმედება, წინასწარ დაგეგმილი მკვლელობა, თუ მართლაც ადამიანის უფლება, რომლითაც ის ხელმძღვანელობს ამ აქტის განხორციელებისას. ისიც მსმენია, რომ ადამიანთა უფლების დამცველები იბრძვიან დააკანონ აბორტი მუსლიმანურ ქვეყნებში, სადაც ის აკრძალულია კანონით, როგორც ქალების უფლება იზრუნოს საკუთარ ჯანმრთელობაზე.


თქვენ რას ფიქროთ ამაზე, როგორ განიხილავდით ამ საკითხს ეზოთერულ ჭრილში როგორც სამყაროს ნაწილი და როგორც ჩვეულებრივი მოქალაქე.
tikoroma
ყველანაირ ჭრილში ვკრძალავ აბორტს smile.gif
td.........
თუ ცნობილია რომ ნაყოფს 100% სიმახინჯე ექნება, ან განუკურნებელი სენი, მაგალითად ჰიდროციფალიის დიაგნოზი დაუდგინეს. მაშინ როგორ შეაფასებდი აბორტის ჩატარების გადაწყვეტილებას?
Lashapoli
აბორტზე სანამ ვლაპარაკებთ, ანუ ადამიანის დაბადებაზე. ჯერ უნდა გავარკვიოთ რატო იბადება ადამიანი, ვინ არის, საიდან მოდის, რა კანონზომიერებები აკონტროლებს ამ ყველაფერს და მერე შეიზლება მაგაზე დაბეჯითებით საუბარი. შეიძლება სულაც არაა უარყოფითი და ჩვენი მორალის მიხედვით განვსჯით, შეიძლება პირიქით.. ნუ მოკლედ ესაა ჩემი აზრი smile.gif)))
Plasmodium
QUOTE(Lashapoli @ Nov 6 2012, 12:26 AM) *
აბორტზე სანამ ვლაპარაკებთ, ანუ ადამიანის დაბადებაზე. ჯერ უნდა გავარკვიოთ რატო იბადება ადამიანი, ვინ არის, საიდან მოდის, რა კანონზომიერებები აკონტროლებს ამ ყველაფერს და მერე შეიზლება მაგაზე დაბეჯითებით საუბარი. შეიძლება სულაც არაა უარყოფითი და ჩვენი მორალის მიხედვით განვსჯით, შეიძლება პირიქით.. ნუ მოკლედ ესაა ჩემი აზრი smile.gif)))

good.gif

აი როცა და თუ გავარკვევ ბედნიერებაა რომ დავიბადე თუ შარში თავის გაყოფა (თან იძულებით) კანონზე მაშინ მოვაწერ ხელს smile.gif იქამდე მარტო ის შემიძლია ადამიანურად არ მომწონდეს, როგორც ყველას.
td.........
აი ზუსტად ეგ მაინტერესებდა, ლოგიკურადაც მიმვედით.. ხოდა ამაზე რა აზრის ხართ?


და პარალელურად ამასთან, ადამიანის მკვლელობა კანონით ისჯება და კატასტროფის ტოლფასია საზოგადოებაში, ამასთანვე სხავ ასების მოკვლა ზოგჯერ დასჯადია-ზოგჯერ სიკეთე (პოპულაციების მართვა-შემცირება, საკვებად გამოყენება, მედიცინაში და მეცნიერებაში ცდების ჩასატარებელი მასალა) თემა ვრცელია, მაგრამ მემგონი საინტერესო...
tikoroma
მეც მაგას ვიძახდი რატო გავჩნდი-მეთქი და თქვენ მიმტკიცებთ შენ გინდოდა დედამიწაზე მოსვლაო biggrin.gif

ისე კი თუ აუცილებელი და მნიშვნელოვანია სულისთვის აქ მოსვლა, მაშინ ავადმყოფ ადამიანსაც აქვს სიცოცხლის უფლება და მოვკლათ იმიტო რომ ჩვენ მოვლა გვეზარება, არაა გასამართლებელი სბაუთი smile.gif
sentimennte
კარგად შენიღბული მკვლელობა...ჩემთვის ძალიან მტკივნეული თემაა.. sad.gif
Plasmodium
QUOTE(td......... @ Nov 6 2012, 09:15 AM) *
აი ზუსტად ეგ მაინტერესებდა, ლოგიკურადაც მიმვედით.. ხოდა ამაზე რა აზრის ხართ?
და პარალელურად ამასთან, ადამიანის მკვლელობა კანონით ისჯება და კატასტროფის ტოლფასია საზოგადოებაში, ამასთანვე სხავ ასების მოკვლა ზოგჯერ დასჯადია-ზოგჯერ სიკეთე (პოპულაციების მართვა-შემცირება, საკვებად გამოყენება, მედიცინაში და მეცნიერებაში ცდების ჩასატარებელი მასალა) თემა ვრცელია, მაგრამ მემგონი საინტერესო...

ჩემი აზრით არარსებობა ნებისმიერ ნეტარებას სჯობს. უბრალოდ ჩვენი ადამიანური გონებისთვის ცოტა რთული გასაგებია. სცადე და წარმოიდგინე რა მაგარია როცა არ არსებობ smile.gif
td.........
Plasmodium
ეტყობა საერთოდ ვერ გაიგე რა ვიკითხე..wink.gif
Plasmodium
QUOTE(td......... @ Nov 6 2012, 06:31 PM) *
Plasmodium
ეტყობა საერთოდ ვერ გაიგე რა ვიკითხე..wink.gif

არა იმას ვაწვები რომ დაბადება ბოროტებაა wink.gif დავუშვათ smile.gif
td.........
Plasmodium
გასაგებია რასაც აწვები , და მკვლელობა სიკეთეა?
Plasmodium
კანონს რაც შეეხება აქ ყოველთვის საზოგადოების ერთი ნაწილი საკუთარ სიმართლეს ახვევს თავს სხვა დანარჩენს. ეზოთერულ ჭრილში ასე არ გამოვა. smile.gif

არ ვარ აბორტის და მკვლელობის მომხრე არა sad.gif უბრალოდ დაშვება გავაკეთე, ზოგიერთი ფილუსოფიური და ეზოთერული მიმდინარეობა ხომ მიდის აქეთ. ზოგს ფატალისტური მიდგომა აქვს და პირდაპირ თუ არა ირიბად ამართლებს მაგალითად კარმით.
td.........
ციტატა
კანონს რაც შეეხება აქ ყოველთვის საზოგადოების ერთი ნაწილი საკუთარ სიმართლეს ახვევს თავს სხვა დანარჩენს. ეზოთერულ ჭრილში ასე არ გამოვა. smile.gif
Plasmodium
ამაში ნაიწლობრივ გეთანხმები,
ციტატა
პირდაპირ თუ არა ირიბად ამართლებს მაგალითად კარმით.
ესეც საკითხია როგორც რუსები იტყვიან ა დვუხ კანცახ.. შევეშვათ მოკლულის კარმას და ფაქტი შევაფასოთ ან განვიხილოთ.. ასე ხომ ყველანაირი ძალადობა გამართლდებოდა კარმით და რა აზრი აქვს ჩვენს შინაგან სწრაფვას გავაუმჯობესოთ სამყარო , არ ვიძახი გლობალურ ასპექტში, ეს აბსურდია, მაგრამ ხომ ვცდილობთ შევცვალოთ ჩვენი სამყარო, დავიხვეწოტ, აგვიზარდოთ, აგერ საერთო მედიტაციებს ვატარებთ.. რა აზრი აქვს მაშინ?
Plasmodium
ჩემი მოქალაქეობრივი და არაეზოთერული პოზიცია ასეთია: ჯერ ჩვენ უნდა გავხდეთ ისეთი საზოგადოება სადაც ჯანმრთელობის თუ სხვა პრობლემების მიუხედავად კარგი უფრო მეტი დახვდება ბავშვს ვიდრე ტანჯვა და უბედურება. მაშინ გვექნება მორალური უფლება მეტი სიმკაცრით მივუდგეთ აბორტს.
td.........
ანუ როგორც ყველგან , აქაც--- ძალადობასა გზა ფართო!
guest..
მემგონი ყველას გირჩევნიათ ავადმყოფად და სატანჯავად დაბადებას(შენი თავისაც და სხვისისაც), ვიღაცამ თავიდანვე რომ მოგისწრაფოთ სიცოცხლე.
Plasmodium
დაბადებაშიც საკმარისად არის ძალადობის ელემენტები მაგრამ შევეშვათ მაგას... მოდი ასე შევხედოთ, საზოგადოება იღებს პასუხისმგებლობას აბორტის აკრძალვაზე? მაშინ იმ უპატრონო, ავადმყოფ, ქუჩისთვის განწირულ ბავშვზეც აიღოს პასუხისმგებლობა. სამართლიანი მოთხოვნაა ხომ? ჩვენ ვერც აბორტზე ვიღებთ მორალურ პასუხისმგებლობას და ამ ბავშვებსაც ვაიგნორებს და ვრიყავთ საზოგადოებიდან. ჯერ ნორმალურ პირობებში რა ნაგავია ეს ცხოვრება და ამათთვის ხომ საერთოდ... მარტო მორალის კითხვით არ გამოდის სამწუხაროდ.

მართლმადიდებელი მოძღვრის სიტყვები მახსენდება "სიცოცხლე ღვთის საჩუქარია და ამას ვერავინ წაგვართმევს. ღმერთის უსაზღვრო სიყვარულის წყალობით, ჯოჯოხეთშიც კი ვერავინ შეეხება ამ უფლებასო"
tikoroma
Barmalei
მე
ციტატა
მგონი ყველას გირჩევნიათ ავადმყოფად და სატანჯავად დაბადებას(შენი თავისაც და სხვისისაც), ვიღაცამ თავიდანვე რომ მოგისწრაფოთ სიცოცხლე.
მიფიქრია მააგზე და მგონი მერჩივნა კი ადრე, ახლა არ ვიცი, ვაკვირდები ჯერ თავს და მშვიდად ვარ რა ვიცი.
რაც შეეხება აბორტს, თავის თავზე ფიქრობს პირველ რიგში ვინც იკეთებს და არა ნაყოფზე, გინდ ჯანმრთელი ნაყოფი იყოს და გინდ ავადმყოფი. არ უნდათ ზედმეტი პასუხისმგებლობის აღება. ასეთი რამეც მომისმენია, ავადმყოფი ბავშვი რომ გაჩნდება (ძველ დროში ეხო რო არ იყო და წინასწარ ვერ იგებდნენ ნაყოფის მდგომარეობას) ექიმმა უნდა უთხრას დედას რომ მკვდარი გაუჩნდაო და არ გამოატანოსო. ანუ ისიც კი არ უნდა, რომ იცოდეს ავადმყოფი შვილი რომ ჰყავს და თვითონ გადაწყვიტოს გაზარდოს თუ უარყოს, ძნელი გადაწყვეტილებაა და არ უნდა პასუხისმგებლობის აღება. სხვისი ხელით უნდა გაკეთდეს საქმე. sad.gif
td.........
მარაზმია ეგ ყველაფერი! საზოგადოება, უპატრონო შვილები, მოხუცები, მათხოვერბი.. მაშინ ჩამოვარიგოდ იარაღი ვინც თავს ჯანმრთელებად და ნორმალურ პირობებში მხცოვრებლებად ვვთვლით თავს და დავხოცოთ ის უბედურები და "ტანჯვისთვის განწირულები". ჩემ გარაჟში გააჩინა ერთმა ძაღლმა ლეკვები, 3 ჯანმრთელი ყავდა და 1 ისეთი მახინჯობა იყო აი რომ ვნახე კინაღამ გული გამიჩერდა! უკანა Fეხები ამობრნებული ჰქონდა და საერთოდ რანაირად იყო ცოცხალი არ მესმის.. იმ ძაღლმა ჯანმრთელი ლეკვები სადღაც გადაიყვანა და ამ ავადმყოფს ცალკე უვლიდა. უნდა გენაათ როგორ ზრუნავდა მასზე. ჩვენ არ გვაკარებდა არ გვიშვებდა ახლოს. 3 კვირა უარა და მოკვდა მერე ის ლეკვი. ძლივს გამოვიყვანე დედა რომ ლეკვი წაგვეყვენა და დაგვემარხა. 2 დღე ჩახუტებული ყავდა. ბევრი ადამიანისთვის მაგალითი უნდა იყოს ვითომ ეს დაბალი განვითარების არსების საქციელი. აქ არ ინდა იმ ვიდეოს დადება სადაც ნაჩვენებია აბორტის მსვლელობისას როგორ ცდილობს ნაყოფი(რომელიც ბევრისთვის სულაც არაა ცოცხალი არსება ჯერ) "გაექცეს " ექიმის იარაღებს , საშვილოსნოს ღრუში ხან ერთ კედელს ეკვრებადა "იმალება" ხან მეორეს.. თავის გადარჩენას ცდილობს.

აქ მოსვლა ძალადობაა თუ არა ეს სხვა საკითხა და საერთოდ სიცოცხლე საჩუქარია თუ სასჯელი ესეც სხვა თემაა.

მატა ცოტა წესიერად!
guest..
td.........
ჯვარი გეწეროს, მაგრამ დაუნის სინდრომით მოვლენას ,ან რაიმე მსგავსით, ჩანასახშივე რომ მოგსპონ არ გირჩევნია?
td.........
Barmalei
სხვათაშორის დაუნის სინდრომით დაავადებულ ბავშვებზე კეთოლშობილი არასეებეი არ არსებობენ დედამიწაზე.. ჩვენ ეზოში ცხოვრობდა ერთი ბიჭი , მე პატარა ვიყავი ეხლა ვხვდები რომ ის უკვე დიდი იყო, მაგრამ ისიც 7-8 წლის ბავშვის განვითარებაზე იყო გაჩერებული, მაგაზე საყვარელი მეგობარი არ გვყავდა ეზოში.
რაც თქვი არ მირჩევნია ნამდვილად, ყველას თავის გზა აქვს გასავლელი, ზოგს დაუნს სინდრომით, ზოგს ცერებრალური დამბლით , ზოგს უხელ-ფეხოდ ად ასე შემდეგ, რა გარანტია გაქვს , რომ ხვალ მანქანა არ დაგეჯახება ან რამე უბედური შემთხვევა არ მოგივა და არ დაგაინვალიდებს ისე, რომ დამოუკიდებლად შარდვასაც ვერ სეძლებ, ამიტომ შენებმა უნდა მოგკლან? ჯვარიგეწეროს ასევე! smile.gif მაგრამ ცხოვრება ვის რა სიურპრიზს უწყობს არავინ იცის.. ამიტომ ნუ მივუსჯით სიკვდლის უსუსურ არსებებს, ჩვენზე სუსტს, რადგან ხვალ შეიძლება ჩვენს გავხდეთ ვიღაცაზე სუსუტი და ვიღაცაზე დამოკიდებული..
tikoroma
Barmalei
ციტატა
ჯვარი გეწეროს, მაგრამ დაუნის სინდრომით მოვლენას ,ან რაიმე მსგავსით, ჩანასახშივე რომ მოგსპონ არ გირჩევნია?
ეჰ, ზოგჯერ ძალიან შემშურებია მათი smile.gif
guest..
QUOTE(td......... @ Nov 9 2012, 09:05 PM) *
Barmalei
სხვათაშორის დაუნის სინდრომით დაავადებულ ბავშვებზე კეთოლშობილი არასეებეი არ არსებობენ დედამიწაზე.. ჩვენ ეზოში ცხოვრობდა ერთი ბიჭი , მე პატარა ვიყავი ეხლა ვხვდები რომ ის უკვე დიდი იყო, მაგრამ ისიც 7-8 წლის ბავშვის განვითარებაზე იყო გაჩერებული, მაგაზე საყვარელი მეგობარი არ გვყავდა ეზოში.

მეც მყავდა ეზოში ზუსტად ეგეთი და მეც მიყვარდა და სულ ვეთამაშებოდი და ვიცავდი რომ სხვა ბავშვებს არ დაეჩაგრათ და არ ეწვალებინათ( ამის მსურველი უამრავი იყო)
td.........
ჩვენთან არა, ყველას უყვარდა.. აუცილებლად უნდა მიალმებოდი.. თუ შემთხვევით ვერ დაინახავდი, დაგყვებოდა და სანამ არ შეხედავდი გზდევდა უკავ , მერე მოგესალმებოდა.. მეზობლების ზაღლებს ასეირნებდა ხოლმე, უყვარდა ძალიან ძაღლები.. მერე სადღაც გადავიდნენ, სულ მენატრებოდა.. smile.gif
Plasmodium
td.........
ძაღლი რომ ბევრ რამეში გვჯობია გეთანხმები smile.gif

ამაზე რას იტყვი:

მართლმადიდებელი მოძღვრის სიტყვები მახსენდება "სიცოცხლე ღვთის საჩუქარია და ამას ვერავინ წაგვართმევს. ღმერთის უსაზღვრო სიყვარულის წყალობით, ჯოჯოხეთშიც კი ვერავინ შეეხება ამ უფლებასო"
Dondariable
რა ემართება აბორტის დროს სულს? სხვაგან ტრანფორმირდება?




td.........
Plasmodium
ეს სულზეა...ღვთიბ ბოძებულ სულზე..
earth
td.........
საინტერესო ამბავი მოყევი ძაღლზე smile.gif
მაგრამ მგონია რომ მაგ ძაღლის შემთხვევა გამონაკლისია, საერთოდ ცხოველი ახრჩობს თავის შვილს თუ ავადმყოფი დაიბადა. ჩემს სოფელში ავადმყოფს კი არა ჯანმრთელ შვილების ნაწილს ახრჩობს კატა, რადგან იცის რომ საკვებს რაც მოიპოვებს არ ეყოფა ყველასთვის. უფრო ხშირია შემთხვევები, რადგან ზაფხულში ბევრი ხალხია სოფელში და ყველა რაღაცას აჭმევს თავისუფლად მცხოვრებ ცხოველებს მინახია კატა ხუთი კნუტით, ხოლო ზამთარში ერთს ან ორს ინარჩუნებს. ასევე ხდება ტყეში ავადმყოფ ცხოველს ვერ შეხვდებით, ან სხვა ცხოველი შეჭამს ან თავისივე ოჯახის ცხოველები, თუნდაც მგლები იგივეს აკეთებენ. ესაა ცხოველთა კანონი... ცხოველთა კანონი ჩემთვის მიწიერი ბუნების კანონია.
ახლა რაც შეეხება ადამიანს და მის კანონებს, მის მორალს.
ადამიანმა უარი თქვა ასეთ კანონებზე და შეეცადა სხვა მიმართულებით შეცვლა ცხოვრებისა. აბორტი არცერთ ბუნების კანონში არაა პირიქით, ადამიანმა აბორტი მოდად გაიხადა.
აბორტი არაა სწორი მოქმედება, არანაირი თვალსაზრისით არაა სწორი მოქმედება...
ჩემი აზრით ის ადამიანი, რომელიც ავადმყოფი იბადება ან მათხოვარი იბადება, ან ტანჯული იბადება თავის კარმულ ვალს ასრულებს, თავის კარმულ გზაზე დგას და არავის არა აქვს უფლება ეს შეაჩეროს. ადამიანის კანონები დროა გასცდეს ტყის კანონებს...
მაგრამ...
მაგრამ სამწუხაროდ ჯერ არ დამდგარა დრო და იმ დრომდე ძალიან შორია, როცა ადამიანი იგრძნობს, რომ დაბადება ყველა ვარიანტში გამოცდილებაა, რომ შეიძლება რაღაც სერიოზული ავადმყოფი დაიბადოს და შეიძლება განიკურნოს, მიუხედავად მეცნიერული რწმუნებისა რომ არაფერი არ ეშველება. შეუძლებელი არაფერა, სასწაული არაა დავრდომილის სიარულიც კი!!!
მაგრამ, ადამიანმა ეს არ იცის, ვერც აუხსნი ბევრს, ვერც გააგებინებ, ჩემი სიტყვები ზემოთ სულ ცოტა ჩინურია ბევრისათვის, ასეთ ადამიანს ვერ დავადანაშაულებ აბორტის გამო. მას მეტი არ ესმის, მან არ იცის, ის სხვა პროგრამაზეა ჩართული. მისი დროც მოვა, როდის არვიცი, მაგრამ როდისმე გაიგებს, მანამდე კი ვერ განვიკითხავ, ვერ დავადანაშაულებ.
Plasmodium
QUOTE(td......... @ Nov 9 2012, 10:11 PM) *
Plasmodium
ეს სულზეა...ღვთიბ ბოძებულ სულზე..

ეს მიდგომა (მოძღვრის) რაღაცას არ გახსენებს? smile.gif თან გაითვალისწინე რომ ნახსენები ჯოჯოხეთი მარადიულია.

earth
ზუსტადაც, ცხოველზე მაღლა უნდა დადგეს. მაგრამ მაგისთვის მარტო სიცოცხლის მიცემა არ კმარა. როცა საზოგადოება თანაბრად იზრუნებს მის ყველა წევრზე და მარტო მშობლის (დედა ხარ და მიხედე) კარმის (თვითონ აირჩიე და გაუძელი ახლა) ხო კიდე ღვთის ანაბარა არ იქნება არცერთი ბავშვი, მაშინ ჩავთვლი რომ ძაღლს ვჯობივართ. აბორტებიც თავისთავად დავა მინიმუმამდე.

პ.ს. რატომღაც არავის არ უნდა პრობლემის ამ კუთხით დანახვა. შეიძლება ცოტა უტოპიურად ჟღერს მაგრამ ეზოთერიკებისგან მაინც გასაკვირია smile.gif აბორტი რომ საზიზღრობაა გეთანხმებით, დავგმობ და გავივლი მაშინ.
Lashapoli
და საიდან იცით რო სული გვაქვს??
td.........
Lashapoli
biggrin.gif კაი კითხვაა! ჩაგეთვალა!:D:D

ციტატა
ეს მიდგომა (მოძღვრის) რაღაცას არ გახსენებს? smile.gif თან გაითვალისწინე რომ ნახსენები ჯოჯოხეთი მარადიულია.

Plasmodium

ეს მიდგომა უფრო მაშინებს, ვიდრე რაღაცას მახსენებს..დედამიწიდან ადამიანების გადანაწილება და წინასწარ ადგილების დაბრონა სამოთხესა თუ ჯოოხეთში...მაგრამ ვერაფერს ვიზამ..ვერც აბორტებს შევამცირებ, მაგრამ დაგმობა და გავლაო რომ წერ , ესეც აბსურდია.. რომ არ დაგმო და გაუგო კაი ტიპი გახდები?ყველაფერს გავიგებ ,მაგრამ ყველაფერს ვერ გავიზიარებ..:
) ამისთვის გვეძლევა გამოცდილება, ყველას ტყავში შევალ, მაგრამ ყველა ვერ გავხდები..
Plasmodium
td.........
იმის თქმა მინდოდა რომ არსებობა ჯოჯოხეთის ფასად დიდი ვერაფერი ქველმოქმედებაა.

კარგი, ვერ ვუგებთ ერთმანეთს და აღარ შეგეკამათებით ამ თემაზე smile.gif
Lashapoli
კარგი იქნებოდა ადამიანი კლონირებით რო მრავლდებოდეს, გაცილებით განვითარებულ საფეხურად მიმაჩნია
td.........
Lashapoli
ცოტაც მოიცადე და ეგრე იქნება..biggrin.gifbiggrin.gif

Plasmodium
გეთანხმები, დიდი ვერაფერია, თუმცა მე სხვანაირად აღვიქვამ ცხოვრებასაც და მის თანმდევ რაღაცეებს ისეთს , როგორიცაა ჯოჯოხეთი, სამოთხე და ასე შედეგ..smile.gif
tikoroma
Lashapoli
ციტატა
კარგი იქნებოდა ადამიანი კლონირებით რო მრავლდებოდეს, გაცილებით განვითარებულ საფეხურად მიმაჩნია
აბა რას ამბობ ეხლა, რა კლონირება თან დედამიწის მთავრობისხ ელში huh.gif

Plasmodium
თქვენი აზრი ვერ გავიგე smile.gif მხოლოდ ჯანმრთელი ბავშვები უნდ აგავაჩინოთ თუ მხოლოდ იმდენი უნდა გავაჩინოთ რამდენზე ზრუნვაც შეგვიძლია?
td.........
გიტლერიც იგივეს აკეტებდა, ავადმყოფ ბავშვებს იქვე ხოცავდნენ დაბადებისას, ასევე ჭრიდნენ ბრმანაწლავს ჯანმრთელებს, რადგან ითვლებოდა რომ ბრმა ნაწლავი უსარგებლო დანამატია, ასევე ხოცავდნენ ნარკომანებსა და სექსუალური უმცირესობის წარმომადგენლებს, რომ არაფერი ვთქვათ ებრაელებზე...

ისე არის ამაში რაღაც ლოგიკა არა? biggrin.gifbiggrin.gif:D
Plasmodium
tikoroma

“ოლიმპიკოს” დიქტორს უნდა, ყველას აჩვენოს, რომ ტოტი განათლებული და ჭკვიანი ბიჭია.
- აბა, ფრანჩესკო, აჩვენე ყველას, რომ იცი, რამდენია 5+7!
ტოტი ფიქრობს და ბოლოს კითხულობს: 10?
“რომას” ულტრასები სამხრეთ ტრიბუნიდან ერთხმად ყვირიან: მიეცი კიდევ ერთი შანსი! კიდევ ერთი შანსი!
- მიდი, ფრანჩესკო, 5+7!
- 15?
ულტრასები: კიდევ ერთი შანსი! კიდევ ერთი შანსი!
- მიდი, ფრანჩესკო, 5+7?
- 12?
2000 ულტრასი: კიდევ ერთი შანსი! კიდევ ერთი შანსი!

biggrin.gif
tikoroma
Plasmodium
biggrin.gif მიყვარს ტოტის ანეგდოტები
Untitled_13
QUOTE(Lashapoli @ Nov 10 2012, 04:55 AM) *
კარგი იქნებოდა ადამიანი კლონირებით რო მრავლდებოდეს, გაცილებით განვითარებულ საფეხურად მიმაჩნია


შენი აზრით კლონირება რეპტილიებს არ აწყობთ? ამდენი ხანია რატომ არ იყენებენ და არ შეიტანეს ეკონომიკაში? smile.gif))))
narilla
რა პერიოდიდან ხდება ნაყოფის სულიერ არსებად ქცევა და მასში სულის მოაზრება?
Lashapoli
ჰმ, და რა არის ეგ სული ტექნიკური თვალსაზრისით (ნუ იტყვით რო სულზე ტექნიკური კუთხით ვერ ისაუბრებ, რადგან სამყაროში ყველაფრის გაზომვაა შესაძლებელი, უბრალოდ რასაც ვერ ვხსნით მისტიკას მივაწერთ ხოლმე.), თუ იცით ვინმემ და გვაქვს საერთოდ??
და მეორე შეკითხვა, სული გვაქვს თუ სული ვართ??
Atm@n
QUOTE(Lashapoli @ 13th November 2012 - 10:58 PM) *
და მეორე შეკითხვა, სული გვაქვს თუ სული ვართ??


საკითხავი აი ეს არის! biggrin.gif
Lashapoli
QUOTE(Atm@n @ Nov 14 2012, 12:01 AM) *
საკითხავი აი ეს არის! biggrin.gif

ვოტ!! ))))
Untitled_13
ბარემ ის იკითხეთ ღმერთი ვინ შექმნაო.. I'm Disappointed

Lashapoli
Atm@n

სული გამოვსახოთთ როგორც X
სული ანუ ის რაც შიგნიდანაა და თვალის ჭრილებიდან იჭყიტებახოლმე. რაღაც რომაა შეთანხმებულები ვართ..

ლაშაპოლის სხეულს + "სული" = ადამიანს
ატმანის სხეულს + "სული" = ადამიანს
ადამიანები იკვეცება

ლაშაპოლის + X = ატმანს + X
X არის ის რაც აქვთ ადამიანების სხეულებში შიგნით, რის შედეგადაც ერთნაირები არიან. ის რაც გაქვს ერთს, აქვს მეორესაც.. განა ეს არ კმარა? smile.gif ის რაც ყველა ადამიანს აქვს და ყველა ადამიანშია. რასაც ვხედავხოლმე, მაგრამ ვერ ვხსნი და ვერ გადმოვცემ როგორი გენიალური ქმნილებაა.. მოკლედ, ალბათ არაფერს შეცვლის ეს პოსტიც.
ათეისტები გახდით ისე ჯობია wink.gif
ჩათვალეთ რო სიკვდილის მერე არაფერიც არაა და გაქრებით და იცხოვრებთ ამ ცხოვრებას ჯიგრულად.. ყველაზე კაი პონტი ეგაა. ჭშმარიტი ათეისტი ბევრ მროწმუნეს და ეზოტერიკზე უკეთესია
Atm@n
anima mundi
QUOTE(anima mundi @ 14th November 2012 - 02:29 AM) *
ათეისტები გახდით ისე ჯობია


თითქმის ყველა ისედაც ათეისტები ვართ wink.gif
td.........
Lashapoli
ტექნიკური კუთხით ისაუბრებ, მაგრამ მაინც ვერ აღწერ და ახსნი ამას ბოლომდე, რადგან ფიზიკური არ არის. აქ კი ფიზიკური სამყაროა და ყველაფერი ემორჩილება ფიზიკურ კანონებს, ამშემთხვევაში სულიც. უბრალოდ ასახსნელად და გამოსახატავად სიტყვები არ გეყოფა, რადგან ესეთი არ არსებობს ადამიანის ლექსიკაში. თუმცა არ გამოვრიცხავ, რომ საზღვარი ნელ-ნელა შემცირდება და ადაიანისათვის ეს თემა უფრო გასაგები გახდება.

ადრე იყო კოლუმბზე გადაცემა და ასეთი აზრი გამოითქვა, რომ კოლუმბის გემები იმიტომ მიუახლოვდა ისე ნაპირებს რომ ინდიელებმა ვერ შეამჩნიეს, რომ მათ სამყაროში გემები არ არსებობდა და იმდენად დაუჯერებელი იყო, რომ ვერ დაინახეს. გონებამ და თვალმა ვერ აღიქვა ის რაც დაუჯერებელი იყო და ამთ რეალობაში არ არსებობდა. მხოლოდ მათმა ნათელმხილველმა დაინახა და ყვირილი დაიწყოო, თუმცა ხელხი ვერ გებულობდა რაზე იყო საუბარი.

ეს ფენომენი ბერ რამეს ხსნის ჩვენ რეალობაშიც..
Lashapoli
QUOTE(anima mundi @ Nov 14 2012, 03:29 AM) *
ბარემ ის იკითხეთ ღმერთი ვინ შექმნაო.. I'm Disappointed

Lashapoli
Atm@n

სული გამოვსახოთთ როგორც X
სული ანუ ის რაც შიგნიდანაა და თვალის ჭრილებიდან იჭყიტებახოლმე. რაღაც რომაა შეთანხმებულები ვართ..

ლაშაპოლის სხეულს + "სული" = ადამიანს
ატმანის სხეულს + "სული" = ადამიანს
ადამიანები იკვეცება

ლაშაპოლის + X = ატმანს + X
X არის ის რაც აქვთ ადამიანების სხეულებში შიგნით, რის შედეგადაც ერთნაირები არიან. ის რაც გაქვს ერთს, აქვს მეორესაც.. განა ეს არ კმარა? smile.gif ის რაც ყველა ადამიანს აქვს და ყველა ადამიანშია. რასაც ვხედავხოლმე, მაგრამ ვერ ვხსნი და ვერ გადმოვცემ როგორი გენიალური ქმნილებაა.. მოკლედ, ალბათ არაფერს შეცვლის ეს პოსტიც.
ათეისტები გახდით ისე ჯობია wink.gif
ჩათვალეთ რო სიკვდილის მერე არაფერიც არაა და გაქრებით და იცხოვრებთ ამ ცხოვრებას ჯიგრულად.. ყველაზე კაი პონტი ეგაა. ჭშმარიტი ათეისტი ბევრ მროწმუნეს და ეზოტერიკზე უკეთესია

შენ გგონია ეხლა სული ახსენი რა არის?? biggrin.gif
narilla
QUOTE(Atm@n @ Nov 13 2012, 11:01 PM) *
საკითხავი აი ეს არის! biggrin.gif


ახალი სიცოცხლის შექმნის პირველივე დღიდან ის უკვე არსებობს და ფლობს ენერგიას _ სიცოცხლისკენ სწრაფვას. ამასაც რო თავი დავანებოთ, ის უკვე არის გენეტიკური მემკვიდრეობის მატარებელი. საკითხავი მხოლოდ ისაა, როდიდან ხდება ადამიანში სულის გაღვიძება! ნებისმიერ შემთხვევაში, ხელოვნურად მისთვის სიცოცხლის წართმევა, თვითონ ნაყოფის ნებელობიდან არ გამომდინარეობს. ნებელობაში კი ის იგულისხმება, რომ მისივე ბუნებაში დევს, რო სიცოცხლისკენ სწრაფვა ახასიათებს და თუ თავად ბუნებამ არ იმსხვერპლა, ის საკუთარი ნებითაც არ იტყვის უარს იმაზე, რო ამქვეყანას მოევლინოს.

სხვა საკითხია, რამდენად დიდი ბოროტება და გაუმართლებლობაა ამქვეყნად მოვლინება, რომ ყველაზე საუკეთესო ვარიანტი ის იქნებოდა, საერთოდ არ გამჩდარიყო და არ ეარსება... ეს საკითხი ძაან შორს წაგვიყვანს smile.gif
Dondariable
ციტატა
საკითხავი მხოლოდ ისაა, როდიდან ხდება ადამიანში სულის გაღვიძება

რასაკვირველია.

This is a "lo-fi" version of our main content. To view the full version with more information, formatting and images, please click here.
Invision Power Board © 2001-2024 Invision Power Services, Inc.