Help - Search - Members - Calendar
Full Version: ამბერის ქრონიკები
ეზოთერიული ცოდნის ფორუმი > ბიბლიოთეკა > ბიბლიოთეკა
Untitled_13
როჯერ ზელაზნის ერთ-ერთი გენიალური ფენტეზი. ეს არის დეტექტური ჟანრის ძალიან ჩამთრევი მოთხრობები, გახსენება, შეცნობა გაცნობა ერთ-ერთი მტავარი პერსონაჟის პირით მოტხრობილი.. ანწარმოები აგებულია ვედურ ფილოსოფიაზე, არის ბევრი პარალელი და საინტერესო ფაქტია ისაა რომ ამ ნაწარმოებსი მიხეიდვით "დედამიწა" არის მხოლოდ ერთ-ერთი ანარეკლი, ანარეკლებს ქმნიან ღმერთები. ამბერის მეფის შილები.. ამბერის მეფის შილებს შეუძლიათ შექმნან ავის ფანტაზიის თავისთვის სამყაროები, ბევრ ბევრი და შემდეგ იქ თავადაც იცხოვრონ..
თხრობა იწყება დედამიწაზე, როდესაც იწყებს ადამიანი, ახსენდებარომ უბრალოდ ადამიანი არაა და აქ დროებითაა, ახსენდება თავის ადვილი ოაჯხი, ახსენდება ტავისი ცადენილი საქციელები და ძალიან კარგი რამეა მოკლედ.
თუ წაკიტხული გაქვთ დიდი სიამოვნებით გავარჩევდი და ვისისაუბრებდი თქვენთან.. თუ არა და გირჩევთ წაიკითხოთ


ruslan
დარეგისტრირდი
tikoroma
ახლახან წავიკითხე კორვინის ნაწილი. ძალიან გემრიელი წიგნია
tikoroma
ეგო, ჩემი აზრით, გონიერებასა და რეფლექსურ ყოფას შორის, ერთგვარ შუალედურ საფეხურზე არსებობს. თუმცა მისი უარყოფა გზიდან გადაცდენაა. თუკი წარმოიშვა აბსოლუტიდან - რომელიც თავისთავად უარყოფს ყველაფერს - რატომღა გსურს შინ დაბრუნება? ნუთუ ისე გძულს საკუთარი თავი, რომ სარკეში ჩახედვისაც გეშინია? რატომ არ ხდი შენს მოგზაურობას უფრო ფასეულს? განვითარდი, ისწავლე, იცხოვრე... თუკი გამოგამგზავრეს, რატომ ცდილობ ამოსავალ წერტილში დაბრუნებას? თუ შენი აბსოლუტი შეცდა და შენი გასაქანი ვერ გათვალა?დაუშვი ეს ალბათობა და მრავალ კითხვაზე მიიღებ პასუხს.
კორვინი, ქაოსის კარი
earth
საინტერესო ჩანს.
tikoroma
მეხუთე წიგნის ბოლოშია ასეთი ჭკვიანური საუბრები მხოლოდ. დანარჩენი კარგი გასართობია biggrin.gif
tikoroma
როჯერ ზელზანის "სინათლის მეუფე" უთარგმიათ
ბუდასა და ინდუისტურ ღმერთთა დაპირისპირებაზეა
უსაყვარლესი წიგნია
INVICTUS
tikoroma


დოკუმენტურია თუ მხატვრული?
INVICTUS
ეს ამბავი სწორედ იმ სიმულაციურ თამაშს ჰგავს, როდესაც ადამიანებს ნებისმიერი როლის მორგება და ყველაზე დაუჯერებელ სამყაროში გადანაცვლება შეუძლიათ. ამჯერად ადამიანები ღმერთობას ირჩევენ, ახალ სახელებს ირქმევენ, მაღლდებიან, ყველა სიკეთეს ისაკუთრებენ და ქვემოთ დარჩენილებით ჭადრაკის თამაშს იწყებენ. უცხო პლანეტის უკიდურეს მწვერვალზე გაშენებული ქალაქი ახალი სამოთხეა. აქაურობა ყვავის, სიუხვის რქა მუდმივად სავსეა, სიკვდილი აქ არაფერს ნიშნავს, თუმცა მხოლოდ მათთვის, ვინც მოასწრო და ოდესღაც ღმერთის სახელის მისაკუთრება შეძლო. სამოთხეში მოლასლასე ალბინოსი ვეფხვებისთვის კი ეს ყველაფერი არ არსებობს, მათი დაბრმავებული თვალებისთვის აქაურობა ჩვეულებრივი და მიწიერია, ზუსტად ისეთი, როგორიც ის იისფერი წარაფი იყო, ვიდრე იქ ნარინჯისფერმოსასხამიანი ადამიანები მივიდოდნენ და ღმერთების დამხობას დაიწყებდნენ.
INVICTUS
თუ გაუწევ რეკომენდაციას ვიყიდი რომ გამოჩნდება ბიბლუსში
tikoroma
მხატვრულია
ფენტეზის ჟანრის
იქნება ბიბლუსში
მე შემიყვარდნენ ეს ბაცაცა ღმერთები და რავი ;დ
INVICTUS
ბათუმის მაღაზიას აქვსო ასე მითხრეს, არც ბიბლუს და არც სულაკაურს არ ჰქონდა.
tikoroma
წიგნები ბათუმში-ს გამოცემაა ჰო
მე ბიბლიოთეკაში ვნახე
This is a "lo-fi" version of our main content. To view the full version with more information, formatting and images, please click here.
Invision Power Board © 2001-2024 Invision Power Services, Inc.