Help - Search - Members - Calendar
Full Version: СЫРОЕДЕНИЕ
ეზოთერიული ცოდნის ფორუმი > დამატებითი განყოფილება > ოჯახი - პლანეტა დედამიწა > სწორი კვება
INA
თემა ვეგეტარიანთა სამზარეულოზე არსებობს, მაგრამ მე ასეთ კვებას კიდევ ცალკე გამოვყოფდი. ვფიქრობ უფრო "მაღალი დონეა" wink.gif
კვება ხდება მხოლოდ და მხოლოდ თერმულად დაუმუშავებელი ანუ ცოცხალი საკვებით.
მაინტერესებს ვინმე თუ იკვებებით ასეთი სტილით? smile.gif
Fee
საინტერესო თემაა, მეც ვფიქრობ რომ უფრო "წინწასული" კვების სტილია smile.gif
ამ ორმა ქალმა გადამრია http://www.youtube.com/watch?v=zSDKXkWpYTQ

http://www.youtube.com/watch?v=VdeC3OJJIzA
#####
INA
QUOTE
"უმა�


უფრო ნედლჭამიებს დავარქმევდი biggrin.gif



ხო ისე ვცდილობ ესეთი სტილით ვიკვებო.


მარხვას ვიცავ, მიხდება ხოლმე თერმულად დამუშავებული საკვების ჭამა. მაგრამ ვცდილობ უმად მივირთვა მაინც. აჰა ნედლად ვცდილობ შეძლებისდაგვარად ვჭამო. არადა მაგარი ნებისყოფა ჭირდება. წარმოიდგინეთ მთელი ცხოვბრება რო მარტო ნედლად მიირთვა საკვები (ხილი, ბოსტნეული, მარცვლეული) ძნელია. ის კი არა ერთი სული მაქვს როდის დამთავრდება მარხვა......... მაგრამ მარხვის ემრე ხორცს მაინც არ შევჭამ........ მაგრამ ამ თხილიან შოკოლადებს ვერ ვუყურებ შორიდან sad.gif
#####
Fee
ის ზანგი ქალი რა კარგად და ახლაგაზრდულად გამოიყურება. ძნელია ამ ტიპის დიეტის დაცვა, სამაგიეროდ ღირს ასეთ შედეგს თუ მიიღებს ადამინი.......... რა სასიამოვნოა როცა ხარ სინამდვილეში 70 , პლიუს ამას განვლილი ცხოვრების მანძილზე დაგიგროვდა ცოდნა და გამოცდილება და ამავე დროს გამოიყურები ახლაგაზრდულად....



გაქვთ სურვილი გახდეთ ნედლმჭამელები???? (საინტერესოა)
Fee
ხო შავკანიანი ქალი ბევრად ახალგაზრდად გამოიყურება ვიდრე თეთრი, მთლად უმად საკვებსს ნუ დავაბრალებთ ეხლა, გენეტიკაც ექნებათ "კარგი" და უმადკვებამაც რათქმაუნდა შეუწყო ხელი ( ალბათ).

მე მიყვარს უმი საკვები gul.gif biggrin.gif და მრავალფეროვანი კვება. არ არის ძნელი წარმოსადგენი პირადად ჩემთვის მასეთი კვების სტილი, უბრალოდ ბევრ დროს და ფულს მოითხოვს wink.gif

თან რა გემრიელი ნამცხვრები იციან მაგათმაა მნიამ! ვერ შევადარებ საფუარიან, შაქრიან და მარგარინიან თუ რავიცი რეებს ურევთ კიდევ ჩვენ შიგნით biggrin.gif
#####
Fee
კი გეთანხმები ბევრი ტანხები უნდა.... sad.gif
INA
#####
უფრო ნედლჭამიებს დავარქმევდი.

ხო ეგეც კაი ვარიანტია smile.gif

Fee

ფული ხო, მაგრამ ბევრ დროს როგორ მოითხოვს? smile.gif

ერთი-ორი დღე გადაბმულად ნედმჭამელობას ვასრულებდი biggrin.gif ხოდა ეს შიმშილის გრძნობა ვერ მოვიშორე.სულ ვჭამდი მთელი დღე. მიჩვევა ჭირდება ალბათ.
Fee
QUOTE(INA @ Dec 26 2012, 12:50 AM) *
Fee

ფული ხო, მაგრამ ბევრ დროს როგორ მოითხოვს? smile.gif

ერთი-ორი დღე გადაბმულად ნედმჭამელობას ვასრულებდი biggrin.gif ხოდა ეს შიმშილის გრძნობა ვერ მოვიშორე.სულ ვჭამდი მთელი დღე. მიჩვევა ჭირდება ალბათ.


როგორ და აი მაგალითად სამსახურში მიდიხარ, თან უნდა წაიღო საკვები, იმის მომზადებას დამატებითი დრო ხო უნდა? biggrin.gif რაც უფრო მრავალფეროვანია საჭმელი უფრო მეტი დრო უნდა იმის მომზადებას. ბოსტნეულის შეიკი აიღე მაგალითად, ჯერ იმ ისპანახს იმდენი რეცხვა უნდა ..... ნუ მოკლედ biggrin.gif

გააჩნია რას ჭამდი. ნელა ნელა უნდა "მიეპარო" ასეთ კვების სტილს. მე ვიცნობ ერთ ბიჭს მისი კვების რაციონის უკვე 70% (როგორც თვითონ თქვა) უმია, მიუხედავად იმისა რომ ძალიან დიდ ენერგიას ხარჯავს, 60- 80კმ დარბის ხოლმე. მალე უმიჭამია გახდება ალბათ smile.gif
sentimennte
Fee
ra sainteresoa, miyvars umi bostneulis da xilis chama,ise marcvleulis chamac momwons, imdeni dieta maqvs kuchshi gatarebuli, mgoni arc es iqneba zneli, zapxulshi gansakutrebit, es ar momisinjavs da aba vcado erti ra gamomiva. Tanac organizmi umi sakvebis gadasamushaveblad gacilebit bevr energias xarjavs,vidre motushulis da moxarshulis. smile.gif
Fee
sentimennte
ხო ზაფხულში უფრო ადვილი და იაფია biggrin.gif

ზამთარში მცივანებს ცოტა გაუჭირდებათ ცხელი კერძის გარეშე biggrin.gif
#####
INA
QUOTE
ერთი-ორი დღე გადაბმულად ნედმჭამელობას ვასრულებდი biggrin.gif ხოდა ეს შიმშილის გრძნობა ვერ მოვიშორე.სულ ვჭამდი მთელი დღე. მიჩვევა ჭირდება ალბათ.


ეგრე მომივიდა მეც. მაგრამ ეტყობა ჩვენი კუჭი მიჩვეულია ბერის ჭამას და შეეჩვევა მერე თანდათანობით იმ მდგომარეობასაც. მაგრამ თავიდან ძნელია თავისთავად
INA
sentimennte

ცადე და მერე ჩვენც გვითხარი შედეგი, მე როგორც ვიცი ასე უცებ გადასვლა არ შეიძლება, ნელ-ნელა უნდა მიაჩვიო ორგანიზმი.

#####

ანუ შენ უკვე უმათ კვებაზე ხარ?
#####
INA
ვცდილობ ვიყო....... ვიყავი.... აი დედაჩემა ამიჩემა ჭამე საჭმელი თორე დაავადდებიო და .... მოკლედ შემაცდინეს laugh.gif .... ისევ უნდა გავხდე ნედლჭამია.. ისე სულ ცუდად ვიყავი. სულ შიმშილის გრძნობა მქონდა. სულ მოთენთილი ვიყავი და ეს მიკვირს. ბავშვობაში ძალიან არ მიყვარდა ჭამა, ძალიან ცოტას ვჭამადი და მაინც მშვენივრად ვგრძნობდი თავს და ახლა რა დამემართა ნეტა????? huh.gif huh.gif huh.gif
INA
#####

ოხ ეს მზრუნველი დედები. დედაჩემიც არაა კარგ ხასიათზე ჩემი შემყურე biggrin.gif მაგრამ არ იმჩნევს. კარგა ხანი დაჭირდა იმ აზრს შეგუებოდა,რომ ხორცს აღარ ვჭამ. ხინკლის კეთებასაც თავი დაანება biggrin.gif ერთი ოჯახის წევრიც კი თუ იცვლის ზნეს რაღაც საკითხში სხვებზეც შესამჩნევად აისახება-ხოლმე.

გაღვივებული ხორბალი სასარგებლოაო ხოდა მეც ვაღვივებ და ვჭამ, მაგრამ გემო რაღაც ძაანაც არ მომწონს. მერე ავდექი და სალათებს თუ ვაკეთებ ხილისას იქ ვურევ და ეგრე ვჭამ. ოჯახის წევრებასაც მოეწონათ, ჭამენ.
გაღვივება ადვილია არ მოითოვს დიდ ჯაფას. ხორბალი გარეცხეთ რამდენიც გინცათ, წყალი დაასხით და გააჩერეთ 12 საათი ან 10 სითბოში. თუ გეცლებათ წყალი გამოუცვალეთ ერთხელ. მერე წყალს გადაწურავ და შემოდგავ ისევ სითბოში, მალე ღვივდება 12 საათში მზადაა. ყველაზე კარგი მაშინაა როდესაც გამონაზარდები 2-3 სანტიმეტრი აქვსო.
ძალიან გამიხარდება საჭმლის რეცეპტებს თუ დადებთ smile.gif ნელ-ნელა მინდა შევაგროვო, იქნებ უფრო ადვილად მოვიფიქრო რა გავაკეთო-ხოლმე. და არ მივეპარო მოხარშულ-შემწვრებს smile.gif


Fee
მე მომეწონა გაღვივებული ხორბლის გემო, მოტკბო იყო რაღაცნაირი, სალათებში ურევდი ხოლმე, საუკუნეა აღარ გამიკეთებია. ყველაზე გემრიელი გაღვივებული სოიოა, მაგრამ სახლის პირობებში ძნელი გასაზრდელიაო და არ მიცდია. ოსპსაც ვაღვივებდი ხოლმე, გემრიელი იყო პურზე მოყრილი smile.gif

ალფა ალფა ქვია ისიც ძალიან გემრიელია მნიამ gul.gif
INA
Fee

ტკბილი ხდება როდესაც გამონაზარდები გარგად გრძელია, მაგ ეტაპზე ნაკლებ სასარგებლოა ასე წავიკითხე. ოსპი სად იყიდება ბურღულეულთან ალბათ ხო?
და ალფა ალფა რა არის გონზე არ ვარ, ეგ სად ვიყიდო?
mata
იოგაში ერთერთი მაღალი ეტაპია - უცეცხლო კვებაზე გადასვლა


მინდა ეს კვება მარა ძალა არ მყოფნის
ამაზე მაგარი ნერვები გინდა ... სადა მაქ მაგდენი რო შემეძლოს...ჰეეე
ჯერ პურზე ვერ ვთქვი უარი, ამდენი ხანია ვეჭიდავები პურს, დავანებებ დავიწყებ, დავანებებ დავიწყებ, უკვე მესამედ დავიწყე და ჯერჯერობით საბოლოოდ რო უარი ვთქვა, მაგის ძალას ვერ ვგრძნობ , არ მაქვს




Fee
QUOTE(INA @ Jan 7 2013, 09:04 PM) *
Fee

ტკბილი ხდება როდესაც გამონაზარდები გარგად გრძელია, მაგ ეტაპზე ნაკლებ სასარგებლოა ასე წავიკითხე. ოსპი სად იყიდება ბურღულეულთან ალბათ ხო?
და ალფა ალფა რა არის გონზე არ ვარ, ეგ სად ვიყიდო?

ხო უკვე ბევრგან იყიდება ოსპი, ბაზარშიც არის ვაგზალზე smile.gif

ალფა ალფა აქ არ შემხვედრია არ ვიცი, მე ძველი მაქვს მორჩენილი smile.gif ასე გამოიყურება




Uploaded with ImageShack.us

მარა ყველაზე გემრიელი მგონი სოიოს ჯეჯილია მნაიმ!



Uploaded with ImageShack.us
earth
Fee
თუ არის რამე მომზადების წესი? თუ ასე უმად იჭმევა?
Fee
earth ხო ძირითადად უმად, სალათებში, სენდვიჩებში ძალიან გემრიელია. შეიძლება რომელიმე კერზშიც? არ ვიცი არ გამიგია smile.gif
earth
Fee
ზემოთ სურათებში რომ გაქვს ასეთი შედეგი მიგიღია? როგორ აკეთებ?
ეს ალბათ ვეჯეტერიანი კვებისათვის საკმაოდ კარგი იქნება არა?
Fee
earth ალფა ალფა კიი, ძალიან ადვილად იზრდება. სოიო არ მიცდია, წავიკითხე რო სახლის პირობებში ძნელი "მოსაყვანიაო" და, ისე ერთხელ უნდა ვცადო smile.gif) სასარგებლოა, ძალიან ბევრ აქტიურ ნივთიერებას შეიცავს. სცადე მანდ იქნება ალფა ალფა გაიკითხე თუ დაგაინტერესებს smile.gif
matashi
კიდევ გამიგია კარგია ნუშის რძის გაკეთება
INA


უგემრიელესი ცოცხალი საკვები smile.gif ნიახური , ნიგოზი, ოხრახუში, ქინძი, წითელი და მწვანე ბულგარული , ნიორი, სიმწარე და მარილი გემოვნებით. ნუ მე მარილის გარეშე ვაკეთებ. ძლაიან მაგარია.
INA
და ძალიან მიხარია ჩემი ორგანიზმი შეეჩვია შედარებით ხილით დანაყრებას smile.gif
Fee
INA
მმმ კაი რამე ჩანს მომინდა biggrin.gif
td.........
Fee
ალფა ალფა აქ არის? ისე სოიოც გაიხარებს, მე ოტახში პამიდორი გავახარე და რავიციbiggrin.gif
Fee
td......... არ ვიცი, არ შემხვედრია არსად. შენთან ყველაფერი ხარობს და სცადე აბა სოიოც biggrin.gif :*

დღეს ვცდი აბა, აი ეხლა ავდგები და ჩავალბობ სოიოს, შედეგებს დავწერ რამოდენიმე დღეში.
td.........
ისე გაღივებული ხორბალიც ძალიან სასარგებლოა. თუ არ ვცდები იოგების რჩევაა დილიტ საუზმეზე 1 სუფრის კოვზი გაღივებული ხორბალი და Aტვფლის ნარევის ჭამა.. ისე ანაყრებს და იმდენ ენერგას იძლევა, რომ მერე მდიდხანს არ გშივდება და მხნედ ხარ.. smile.gif თანაც წიდებისგან წმენდს გაღივებული ხორბალი ორგანიზმს.
td.........
ალფა ალფა ყოფილა ლუცერნას ერთ ერთი სახეობა, ანუ რუსულად კლევერ, სამყურა ხო იცით.. ყვითელი ყვავილები აქვს, ზოგს იისფერი, თეტღიცაა.. მოკლედ იკეთებს პარკებს და იქაა თესლი. ალფა-ალფაა ის სახეობა, რომელიც მედიცინაშიც გამოიყენება.
INA
რა მაგარი რამეა ფორუმი)
თემა თერმულად დაუმუშავებელ კვებასთან დაკავშირებით 5 წლის წინ გამიხსნია და აჰა აღსრულდა დიდი სურვილი ჩემი )) მე ეს მოვახერხე, 3 თვე სრულიად უმ კვებაზე ვიყავი, ახლა 90% )
მინდა გითხრათ რომ ეს არის საოცრება. ძალიან ბევრი დადებითი წამიკითხავს ხალხი რამდენი დაავადებისგან განიკურნა, მაგრამ საკუთარ თავზე რომ გამოცდი ეს მაინც სულ სხვაა) რომ მოვიცლი დავწერ რჩევებს თუ აპირებთ უმ კვებაზე გადასვლას როგორ ჯობია)
earth
INA
QUOTE(INA @ 11th March 2018 - 06:31 PM) *
რომ მოვიცლი დავწერ რჩევებს

დაწერე, რადგან მეც მიტრიალებს თავში და არ ვასრულებ...
Mechanical Sheep
INA
+
INVICTUS
უმზე არა, მაგრამ ვეგეტარიანელი გავხდი (ბავშვობაშიც ვიყავი), ხორცზე უარი ვთქვი, უმზეც გადავალ ალბათ smile.gif
INA
მე ჩემს გამოცდილებას დავწერ როგორ გადავედი უმ ვეგანურ კვებაზე. წლები უკვე არ ვჭამდი ხორცს, ნაყარ-ნუყარა საკვებს( ჩიპსები,კოლა და მსგავსი ნაგავი,შოკოლადი,ჩაი,ყავა). მიხვდებით კიდევ რეებიც იგულისხმება მასეთ საკვებში, თუნდაც ნახევარფაბრიკატები. ორგანიზმი მივაჩვიე ბევრ ცოცხალ საკვებს, ბევრი ხილი და ბოსტნეული. ვცდილობდი ვთქვთ სადილზე მხოლოდ სალათა მეჭამა ანუ ცოცხალი საკვები და არ მიმეყოლებინა რაიმე თერმულად დამუშავებული. ასევე არ ვურევდი ერთმანეთს შეუთავსებელ საკვებს. მაგ. ხილი და ბოსტნეული. რძე და პამიდორი და ა.შ. ერთი სახეობის რაღაცას ერთ ჯერზე ვჭამდი, მეორე ჯერზე მეორეს... წყალს ვსვავ ჭამამდე. შაქარი ამოვიღე,მარილი. მოკლედ წლების განმავლობაში ასეთ დღეში ვიყავი)))
თან სულ სურვილი მაქვს გადავიდე უმ კვებაზე,მაგრამ ეგ ფანტასტიკის სფეროა)) ერთ დღესაც ვიღვიძებ დილით (ორშაბათი არ იყო))) და ვეუბნები ჩემ თავს დღეს გადადიხარ უმ კვებაზე. დილით ვჭამე ხილი მგონი და სასწაული პანიკები დამეწყო ტვინში ვაიმე ახლა რა უნდა ჭამო,როგორ იქნები)) მოკლედ კრუჩხვები დაემართა აზრებს))) ადრე სადღაცას წავიკითხე რომ როცა ასეთი პანიკები გეწყება სიტუაცია უნდა დაიკიდო და გააგრძელო ცხოვრება ჩვეულ რიტმში.მეც გავაგრძელე სურვილი დარჩა სურვილად.
ამ ამბიდან ცოტა ხანში დავიწყე ჰათჰა იოგიას ვარჯიშები. ჩავრთე იუთუბზე ვიდეო და წავიდა))) ყოველ დღე ვვარჯიშოვდი. ერთ-ერთ ვიდეოში იოგის ინსტრუქტორი იძახის ასეთ სიტყვებს "ჩვენ ახლა ფიზიკური სხეულის საშუალებით გავაკეთებთ ასანებს, ფიზიკურ ვარჯიშებს ,რომელიც ზემოქმედებას მოახდენენ ფიზიოლოგიაზე, თუ გამოიჩენთ ძალისხმევას იმოქმედებთ თქვენს ენერგიაზე, ენერგია კი თქვენი რეალობის აღქმაზე მოახდენს ზეგავლენას, ზეგავლენას იმ რეალობაზე რომელშიც ცხოვრობთ". მე ვთვლი რომ ენერგიების ცვლილებამ მომცა ამის საშუალება სრულიად ბუნებრივად ყოველგვარი დაძაბულობის გარეშე შემეცვალა კვება. რაღაც პერიოდი მხოლოდ ბოსტნეული მინდებოდა, ვთუშავდი სულ რაღაც 3-5 წუთი და ვჭამდი, თავიდან ბევრ სუნელებს ვაყრიდი,მერე ეგეც მეზედმეტა, მხოლოდ ვთუშავდი და ისე ვჭამდი. მერე ერთ დღესაც ავდექი და გადავედი უმ კვებაზე ისე გეგონება სულ მასე ვიკვებებოდი)
INA
ინფოს თუ გაცნობით ყველგან წერია სანამ გადახვალთ უმ ვეგანურ კვებაზე ორგანიზმი უნდა გაიწმინდოთო. მე წინასწარი წმენდა არ ჩამიტარებია, ანტიპარაზიტარული წმენდა დავიწყე იმ დღესვე რაც კვება შევცვალე.
იმედია გასაგებად დავწერე. რამე თუ გაინტერესებთ მკითხეთ) სიამოვნებით გიპასუხებთ)
INA
კიდევ რა) ცხვირში შეიძლება ლორწო გიგროვდებოდეთ კვების შეცვლის შემდეგ, აი როგორც გაციებაზე. გაზებმა შეგაწუხოთ ,თან სერიოზულად))) მოკლედ ეგ ყველაფერი იცის იმან რომ ორგანიზმი იწყებს წმენდას და ბუნებრივია) რასაც ჯანსაღ კვებას ვეძახდი წლები თურმე არაფერი ყოფილა ეგ. რეალურად ამ დროს იწყებს ორგანიზმი გაწმენდას და გაჯანსაღებას) ოფლის სუნი შეგეცვლებათ, კანი უფრო გაგიპრიალდებათ, გახდებით,( მე ისედაც გამხდარი ვარ, დიდად არ გავჩხნიკულვარ)) ენერგია მოგემატებათ. მე მაგალითად სულ ძილი მინდოდა ადრე, 8 საათი რომ არ მძინებოდა გამოუძინებელი ვიყავი. ახლა ღამეში 5 საათი რომ ვიძინო ჩვეულებრივ ვარ,მაგრამ მაგას ერიდეთ. ყველაზე კარგია ადრე დაწოლა და ადრე ადგომა) ანუ მზის მიხედვით.
INA
მე სულ მაინტერესებდა და დავწერ კიდეც გოგონებს დაგაინტერესდებათ ციკლთან დაკავშირებით. პრობლემური მე პირადად არ მქონია ,მაგრამ რაც ინფოს გავეცანი უმ ვეგანურ კვებაზე გადასვლით პრობლემები მოეხსნათ გოგონებს. ჩემს თავზე ის ცვლიება მოხდა რომ ერთ დღემდე დავიდა. მენსტრუაცია ეს ნორმა არ ყოფილა) როდესაც ორგანიზმი იწმინდება წყდება კიდეც ეგ პროცესი, ნორმა ეგ ყოფილა) და საერთოდ ისიც მოვისმინე ადრე ქალები კვერცხუჯრედის მომწიფების პროცესსაც კი აკონტროლებდნენ თავის სხეულში. ჩასახვის გარეშე დაკარგული მომწიფებული კვერცხუჯრედი შვილის მკვლელობის ტოლფასი იყო) და ახლა იმ დონეზე გადაჯიშებულები ვართ მენსტრუაცია ნორმაა)))
INA
მეორე თემაშია კითხვა რას ვჭამდი და აქ ვუპასუხებ)
ხილი,ბოსტნეული, მწვანილი და გაღივებული მარცვლეული. საკვებიდან ამოვიღე საერთოდ ხახვი,ნიორი,სოკო,კარტოფილი ( ამ წინებზე პიურე ვჭამე და კუჭი სასტიკ დღეში ჩამიგდო)) პამიდორსაც ძალიან იშვიათად ვჭამ და იმასაც ცალკე, არ ვურევ სხვა რამესთან, ან თუ ავურიე ავოკადოსთან. ფეისბუქზე მაქვს რეცეპტები დაწვრილებით რას ვაკეთებ საკვებად. ლინკს დავდებ და გადახედეთ.

https://m.facebook.com/groups/494926297546420?ref=bookmarks
INA
რეკომენდაციის სახით რა მინდა დავწერო) არ ეძალადოთ საკუთარ თავს, მაგალითად ხართ უმ ვეგანურ კვებაზე და ძალიან მოგინდათ ვთქვთ ცხელი საჭმელი, გააკეთეთ ელემენტარული ბოსტნეულის სუპი და ჭამეთ. ან უბრალოდ მოთუშეთ ბოსტნეული, 3-5 წუთი ყოფნის ამ ყველაფერს. აუცილებელი არაა ჩახარშვამდე ხარშოთ. ან ცხელი ჩაი დალიეთ რა პრობლემაა,განსაკუთრებით ზამთარში შეიძლება მოხდეს ასე.
ნეიტრალიტეტს არაფერი ჯობია wink.gif სრული სამი თვე ვიყავი 100% უმ კვებაზე ორგანიზმი სასწაულად გაიწმინდა. ახლა თუ მომინდა მოხარშული ვხარშავ და ვჭამ, მაგალითად ამარანტი, წიწიბურა, ბრინჯი, (ოღონდ თეთრი არა, წითელს ან შავს ვჭამ) მუხუდო.
earth
INA
ძალიან კარგი მიღწევა გქონია... რამდენი ხანია რაც ასეთ კვებაზე ხარ?
INA
უმ ვეგანურზე წინა წლის ოქტომბრიდან)
This is a "lo-fi" version of our main content. To view the full version with more information, formatting and images, please click here.
Invision Power Board © 2001-2024 Invision Power Services, Inc.