Help - Search - Members - Calendar
Full Version: ჩვენი მოგონილი მედიტაციები
ეზოთერიული ცოდნის ფორუმი > ძირითადი განყოფილება > სულიერი და ფიზიკური პრაქტიკები > მედიტაცია
Untitled_13
ვფიქრობ ყველას აქვს თავისებური მედიტაციები და კარგი იქნება გავუზიაროთ ერთმანეთს. არა მარტო ლოტოსის პოზაში ჯდომა, არამედ სხვაც რაც ყოველდღიურ ცხოვრებაში შეიძლება გამოვიყენოთ და რაღაც ვისწავლოთ და შევცვალოთ smile.gif

მე ეს მოვიფიქრე
"ავადმყოფი ბავშვის განკურნების მედიტაცია" დავარქვი angelchik.gif

ორი ადამიანი ჯდება ერთმანეთის პირისპირ, როგორ უნდათ ისე და ერთმანეთს უყურებენ. ერთი მეორეს წარმოიდგენს როგორც პატარა ავადმყოფ ბავშვს, რომელსაც სჭირდება დახმარება. ცდილობს თავისი თავისგან გადასცეს მაქსიმალურად მშვიდი და სიყვარულის ენერგია და გონება დაუმშვიდოს, შიშები და სხვა პროგრამები გაუქოს.
მეორე ადამიანიც ზუტდ იგივეს აკეთებს, წარმოიდგენს რომ ეს მეორე არის ავადმყოფი ბავშვი და თავის მხრივ უგზავნის სიმშვიდეს და სითბოს.
შეიძლება თვალები იყოს დახუჭული,
ამ დროს არის ოთხმაგი ეფექტი, რადგან გასცემ, ე.ი შენს თავსაც აძლევ. თან მეორეც გიგზავნის ზუსტად იგივეს და ეს იქნება სასიამოვნო მდგომარეობა, რამდენი ხანიც გაგრძელდება გაგრძელდეს და კარგი იქნება თუ ვინმე დააკვრიდება გვერდიდან ვინც აურის ფერებს ხედავს, რომ ნახოს როგორ იცვლება ამ დროს ადამიანი.


მეორე არ ვიცი რამდენად გამართლებულია, და რამდენად წმინდავს. ალბათ უფრო არ წმინდავს და ეგოს აჩვევს მაგრამ ესაა იგივე მხოლოდ პირქით

ორი ადამიანი ჯდება ერთმანეთის პირისპირ და წარმოიდგენს რომ მტერია წინ. და ეუბნება ყველნაირ საზიზღობას რაც კი შეუძლია, და ეს გრძელდება დიდ ხანს, რომ გამოიწვიონ ერთმანეთის ღღმა უარყოფითი ემოციები. ხელჩართულ ბრძოლაში არ გადალენ იმედია smile.gif))) და ისე მე ძალიან მომწონს, ცალკე ისეთ ადამიანთან ვინც გიგებს ასეთი რამეები კარგია.

თქვენც დაწერეთ რეები გიფიქრიათ
matashi
აი ჩემი მოგონილი მედიტაცია რომლითაც ვმედიტირებ
მიიღეთ თქვენთვის კომფორტული პოზა(მე ვწვებიsmile.gif ) დახუჭეთ თვალები და დაიწყეთ მთYელი სხეულის მოდუნება დაიწყეთ ფეხებიდან მაგალითად წარმოიდგინეთ რომ რაღაც ენერგია იწყებს მოძრაობას ფეხებში რაც მათ ადუნებს როცა ფეხებს მოადუნებთ შემდეგ წარმოიდგინეთ რომ ეს ენერგია ზევით ადის და ასე მთელ სხეულზე,როდესაც სხეული სრულიად მოდუნებული იქნება,დაიწყეთ ღრმა სუნთქვა თან წარმოიდგინეთ რომ ჟანგბადტან ერთად ისუნთქავთ სუფთა ოქროსფერ ენერგიას (ოქროსფერი ეს ჩემი არჩევანია თორემ თქვენ სხვა ფერიც შეგიძლიათ აირჩიოთ ,ნუ შავს წითელს იასამნისფერს და ასეთ ფერებს არ გირჩევთ)წარმოიდგინეთ რომ ეს ენერგია მიდის მთელ სხეულში და აჯანსაღებს მას,შეGიძლიათ წარმოიდგინოთ ლამაზი პეიზაჟი სადაც თავს წყნარად გრძნობთ.
ამ მედიტაციას რელაქს მედიტაცია დავარქვი მშველის როდესაც გადაღლილი ვარ ან ცუდ ხასიათზე ვარ.
Untitled_13
მეც მაქვს ეგ მოგონილი, მარა არ მყოფნის smile.gif
tikoroma
მე უამრავი მაქვს მარა არ ვიმეორებ biggrin.gif
წუხელ ცუდად ვიყავი და საკუთარ გონებას რომ ვაკვირდებოდი, ისე დამიმძიმდა თავი და ამტკივდა, თითქოს ოთხკუთხედის ფორმა მიიღო და აგურად იქცა biggrin.gif და გასკდებოდა მალე biggrin.gif
ჰოდა გადავაქციე ეს აგური დიდ სიყვარულით სავსე გულად და ჩამოვაჭრიდი პატარა ნაჭრებს, გულებად ვაქცევდი და ხალხს ვურიგებდი ვინც 'ჩამოიარა' biggrin.gif ჰოდა მომეშვა როცა სულ დავარიგე biggrin.gif კარგად გავხდი biggrin.gif
Untitled_13
რა მაგარია თიკო smile.gif)))
stalker
მე მოვიგონე ასეთი მეთოდი, ხართ დაწოლილი და ფიქრებსა და აზრებს აძლევთ მოძრაობის საშუალებას მაგრამ თქვენ არ ინძრევით, შემდეგ უნდა დააკვირდეთ ტვინის მარცხენა დამარჯვენა ნახევარსფეროებს, (ჩემს შემთხვევაში მარცხენა ნახევარსფერო უფრო აქტიურობს) მერე უნა შეეცადოთ ორივე მხარის გაერთიანება, მარცხნივ და მარჯვნივ უნდა წარმოიდგინოთ ადამიანები და სიტუაციები, ერთმანეთისგან განსხვავებული, თუნდაც "დედა" და "მამა", სჰემდეგ ეტაპზე ამ მხარეებს უნდა შეუცვალოთ ადგილები, მარცხენა მარჯვნივ და მარჯვენა მარცხნივ, შეგიძლიათ წარმოიდგინოთ სინათლე, შემდეგ ამ სინათლეს იგრძნობთ, შეგიძლიათ იმოგზაუროთ "ადამიანებში", ეს სავარჯიშო დიდ ენერგიას მოითხოვს ამიტომ საჭიროა ამ ენერგიის გამომუშავება.
chemikerin
არ ვიცოდი სად დამესვა ეს კითხვა...
მოკლედ დაღლილი ვარ და მეძინება, მაგრამ არ შეიძლება ეხლა ჩემი დასვენება... მაინტერესებს რამე მარტივი მეთოდი, უცებ რომ აღვიდგინო ძალები, იცით ვინმემ?
matashi
chemikerin
ყვა და რედბული ხუმრობით და თუ სერიოზულად დღისით დაუთმე ერთი საათი ამას და წადი ტყესი მზიან ამინდში დაწექი ისეთ ადგილას სადაც მზე კარგად განათებს დახუჭე თვალები და წარმოიდგინე რომ მზის სხივები ენერგიად იქცევა და შენს აუ ავიცი ქართულად როგორაა სოლნეჩნოე სპლეტენიე იქ ჩადის ვიტომ და მთლიანად გავსებს სტხოვე მზეს რომ მოგცეს ენერგია მადლობა მოუხადე ბოლოს და წამოი სახში
earth
chemikerin
რელაქსაცია, ასე ჰქვია რუსულად... 15 წუთის რელაქსაცია ორი საათის ძილია wink.gif
დაჯექი სავარძელში, ხერხემალი სწორედ გქონდეს, დახუჭე თვალები და მოადუნე სხეული.
მოდუნება დაიწყე ხელის,(ფეხის) თითების წვერებიდან, გადადი თითებზე, ფეხები, ხელები უფრო და უფრო... ასე მოადუნებ მთელ სხეულს. ყურადღება მიაქციე სახის კუნთებს, შინაგანი მზერა შეავლე მთელ სხეულს, ნახე რა ადგილი არ გაქვს მოდუნებული. მოადუნე ყველა წერტილი.
ეს სასწაულად დაგასვენებს.
შეგიძლია გააკეთო ძილის წინ წოლით მდგომარეობაში. ისევ ხერხემალი სწორ მდგომარეობაში და ისევ დუნდები. მერე რომც ჩაგეძინოს უფრო ცოტა დრო დაგჭირდება საძილედ. თუ გააკეთებ ხშირად, სასწაულ ენერგიას იგრძნობ და დასვენებული იქნები.
ეს მეთოთი ათგზის გამოცდილია და კარგი wink.gif
G_S
matashi
QUOTE
ქართულად როგორაა სოლნეჩნოე სპლეტენიე

მზის წნული
chemikerin
matashi
earth
დიდი მადლობა! smile.gif გავითვალისწინებ...
vano kazbegi
კარგია თუ რამე გამოვა და გაამართლებს განკურნება, მედიტაცია და სხვა რამე. ეხლა ჩვენც უნდა ვეცადოთ რაიმე შექმნა ახალი .
zeppelin
მე ვაბშე არ მაქ მოგონილი მედიტაცია
This is a "lo-fi" version of our main content. To view the full version with more information, formatting and images, please click here.
Invision Power Board © 2001-2024 Invision Power Services, Inc.