Help - Search - Members - Calendar
Full Version: როგორ უნდა შევისწავლოთ საკუთარი თავი? :))
ეზოთერიული ცოდნის ფორუმი > ძირითადი განყოფილება > პიროვნებები, გაერთიანებები, სწავლებები
Pages: 1, 2
Sandrika
ყველა ვხვდებით რომ საკუთარი თავის შესწავლა დიდ სარგებლობას მოგვიტანს ცხოვრებაში , მაგრამ არავინ საუბრობს იმაზე თუ როგორ უნდა შევისწავლოთ საკუთარი თავი smile.gif)) ვინც დაინტერესებული ხართ ამ საკითხით გთხოვთ დაწერეთ თქვენი მოსაზრება smile.gif))
Untitled_13
aleksandre

ჩემი პოსტები წაიკითხე და ბევრ რამეს მიხვდები, მტლი ჩემი ამ ფორუმზე ცხოვრება საკუთარი თავის დანხვაა, შესწავლა და მერე შედეგებიც არის. ფორუმზეც კი ჩანს ერთი თვის მერე რო უკვე სვანაირად ვაზროვნებ და ვაფასებ თავს..
გადახედე ჩემ პოსტებს. ჩემ თავზე უკეთეს მაგალითს ვერ მოგცემ ამ ეტაპზე და წმინდა ბერების წიგნებიც შეგიძლია წაიკითხო.
Sandrika
anima mundi

ok sp smile.gif) da tu ar shewuxdebi mitxari konkretulad romeli sheni postebi wavikitxo anu romel ganyofilebashi ?
Sandrika
საკუთარი თავის შესწავლისთვის აუცილებელია შევიცნოთ ჩვენი სტრუკტურა smile.gif

არსებობს 4 ინტელექტი

1) ფიზიკური ინტელექტი- სხეული - სიცოცხლე არსებობა, გადარჩენის ინსტიქტი
2)გონებრივი ინტელექტი- გონება - განვითარება , სწავლა
3)ემოციური ინტელექტი- გული - სიყვარული , ემოციები , ურთიერთობები
4) სულიერი ინტელექტი- სული - მემკვიდრეობის დატოვება , ღვაწლი

თიოეულის ფუნქცია არის

1) გადამიხადე გემსახურები( აქ იგულისხმება საქვები ) smile.gif
2) გამომიყენე შემოქმედებითად
3) მომექეცით გულისხმიერად
4) მამსახურე საზოგადოებას.

თუ მოგეწონათ გავაგრძელებ smile.gif
teepurple
უნდა იფიქრო
earth
aleksandre
QUOTE
თუ მოგეწონათ გავაგრძელებ

განაგრძეთ smile.gif
Sandrika
ამ ოთხი ინტელექტის ყველაზე მაღალი გამოვლინება არის:


1)ფიზიკირუისთვის - დისციპლინა / ალბათ ყველა დამეტანხმებით რომ ჯანსაღ სხეულში ჯანმრთელი სულია ( არ ვგულისმხობ ყველას არამედ უმეტესობას smile.gif ) ჩვენ თუ ჩვენი სხეულის მოთხოვლინებები დავაყენეთ ან გონებრივ ან ემოციურ ან სულიერზე მაღლა რა გამოვიდა ? ცხოვლებისგან რით განვსვავდებით ?

2) მენტალურისთვის - ხედვა / ხედვა ზოგადად მთელ სამყაროზე , ხედვა ჩვენ სამყაროზე (ჩვენ კარგად უნდა გაავანალიზოთ როგო სამყაროში ვცხოვრობთ და ამის მეშვეობით შევძლებთ წარმატების მიღწევას ჩვენ ცხოვრებაში) და ხედვა საკუთარ თავზე (რისი გაკეთება შეგიძლია , რა არის ჩვენი ძლიერი და სუსტი მხაეები)

3)ემოციურისთვის - შთაგონება / შთაგონება ჩვენ გვაძლევს სტიმულს და ამის წყალობით ცხოვრების ყველაზე რთულ მომენტებშიც არ ვნებდებით და დასახულ მიზნისკენ მივისწრაფით.

4)სულიეისთვის - სინდისი და შინაგანი ხმა / შინაგანი ხმა ყოველთვის დაგვეხმარება ბრძნული გადაწყვეტილება მივიღოთ.

ოთხი ინტელექტის საუკეთესო თვისებები: ( რომელიც ყველა ადამიანს შეუძლია გამოიმუშაოს დიდი შრომის შედეგად)

1)დისციიპლინა - / პრაკტიკულობა , პასუხისმგებელობა , შრომის მოყვაეობა.
2)ხედვა - / მომავლის განჭვრეტა , ლოგიკური და საღი აზოვნება .
3)შთაგონება - / , შინაგანად მოტივირებულობა , იუმორის გრძნობა smile.gif) სიყვაული , კეთილშობილება .
4)სინდისი - / ზნეობა , სიბრძნე , თავმდაბლობა , ეთიკურობა , მოწყალება , ნებისყოფა .

მოკლედ რაც გავქაჩე ეს არის smile.gif)) ამ პოსტში მარტო კარგ თვისებებზე ვისაუბრე ვინმეს თუ რამე ინფომაცია გაგაჩნიათ ამ თემასთან დაკავშირებით დიდი სიამოვნებით მოვუსმენ smile.gif))

Gregori Kafka.
dale karnegit da alan pizit unda sheiscavlot tqveni tavi lol.gif
Sandrika
დეილ კარნეგის ყველა წიგნი, ონლინში შეგიძლიათ წაიკითხოთ smile.gif) http://thelib.ru/authors/karnegi_deyl.html

ალან პიზის ყველა წიგნი http://klex2.ru/4uu
jarmen
დეილ კარნეგიცა და ალან პიზიც კაი ყველამ ვიცით რომ თავიაანთ საქმეში უძლიერესები არიან.
ფორუმზე სპამების კიტხვა მეზარება ყველაზე ძალიან, და სამწუხაროდ უხვადაა ხოლმე. მოდი პირდაპირ საქმეზე გადავიდეთ და ვინც იცით რაიმ (ამ თემის ირგლივ და არა სხვისა) გ ვ ა ს წ ა ვ ლ ე თ კონკრეტული მაგალითებით კონკრეტული სწავლებებით, ისე რომ ჩვენს ჯანმრთელობას არ შეექმნას საფრთხე.



QUOTE(anima mundi @ Jan 29 2013, 01:21 PM) *
aleksandre

ჩემი პოსტები წაიკითხე და ბევრ რამეს მიხვდები, მტლი ჩემი ამ ფორუმზე ცხოვრება საკუთარი თავის დანხვაა, შესწავლა და მერე შედეგებიც არის. ფორუმზეც კი ჩანს ერთი თვის მერე რო უკვე სვანაირად ვაზროვნებ და ვაფასებ თავს..
გადახედე ჩემ პოსტებს. ჩემ თავზე უკეთეს მაგალითს ვერ მოგცემ ამ ეტაპზე და წმინდა ბერების წიგნებიც შეგიძლია წაიკითხო.

გასაგებია რომ იცი ბევრი რამე მარა შენი 2000 პოსტიდან რომელი რომელ განვითარების ეტაპზეა დაწერილი მე რა გავიგო ეხლა? თუ პატივს დაგვდებთ იქნებ კონკრეტულად გვასწავლოთ, და დაგვახარჯოთ რამოდენიმე წუთი თქვენი ძვრირფასი დროისა. წინასწარ გმადლობთ
Gregori Kafka.
orive sruli degeneratebi arian!
fiziognomikaze gacilebit bevri sxva saintereso ram aris
Sandrika
jarmen გეთანხმები

ეხლა რაც შეეხება ამ თემას smile.gif

ყურადგება მიაქციეთ საკუთარ ფიქრებს იმიტომ რომ ისინი შეიძლება გადაიქცნენ შენ სიტყვებად
ყურადგება მიაქციე საკუთარ სიტყვებს იმიტომ რომ ისინი შეიძლება გადაიქცნენ შენ ქცევად
ყურადგება მიაქციე საკუთარ ქცევებს იმიტომ რომ ისინი შეიძლება გადაიქცნენ შენ თვისებებად

ზუსტად არ მახსოვს სად ამოვიკითხე ეს ფაზა მაგრამ ძალიან საინტერესოა smile.gif

აქედან გაომდინარე ჩვენი საკუთარი ფიქრებით განისაზღვება ჩვენი ქცევები და თვისებები და თუ ვინმეს არ მოსწონს საკუთარი თვისებები და ქცევები ჯობია დაფიქრდეს smile.gif)))



kindatma
ხო კიდე აი

ჯერ ჩნდება სურვილი-სურვილი აჩენს ფიქრს-ფიქრი აჩენს მოქმედებას

მიხედეთ თქვენს სურვილებს))
Sandrika
საკუთარი თავის შეცნობა ძალიან დიდი და რთლი პოცესია
და ვფიქრობ რომ უკეთესი იქნება ადამიანი 4 ინთელექტიდან ამოვირჩიოთ რომელიმე ინტელექტი მაგარლითად ფიზიკური ინტელექტი და ამაზე ვისაუბროთ როდესაც ამოვწუავთ ამ თემას გადავიდეთ შემდეგზე smile.gif

ეხლა მინდა შემოგთავაზოთ საკუთარი შეხედულებები smile.gif

ალბათ ყველა დამეთანხმებით რომ ფიზიკური ინტელექტი ჩვენთვის ყველზე ნაცნობი და უკეთ შესწავლილია,
ფიზიკური ინტელექტი არის ჩვენი სხეული და მისი მოთხოვნილებები .
არასდროს დაფიქრებულხართ თუ რა მართავს ჩვენს ორგანოებს ისინი თავისით ხომ არ იმათებიან ? smile.gif
ალბათ ქვეცნობიერი ( ზოგი ქვეცნობიერს აიგივებს სულთან მეც ასე მგონია )

გამოდის რომ ქვეცნობიერი მართავს ადამიანის სხეულის სასიცოცხლოდ აუცილებელ ორგანოებს,მაგრამ სხეული თავისი პატარა მმოთხოვნილებებით ( მოთხოვნიელებებში ვგულისმობ : სიგარეტს, ალკოჰოლს, ზედმეტ კვებას ანუ ნაყროვანებას სიზარმაცეს და აშ) შეუძლია მართოს გონებრივი ინტელექტი და გარკვეული დროის შემდეგ დააბინძუროს ჩვენი ქვეცნობიერი.

აქედან გამომდინარე საუკეთსო საშუალება ფიზიკური ინტელექტის გასავავითარებლად და შემდგომ ხელი რო არ შეუშალოს სხვა ინტელექტებს განვითარებას არის დისციპლინა smile.gif

დისციპლინაში ვგულისმობ - ჯანსაღ კვებას , შრომისმოყვარეობას , ვარჯიშს smile.gif

რაც შეეხება გადარჩენის ინსტიკტს
ამას მხოლოდ დიდი შისი იწვევს იმიტომ რომ ჩვენი სხეული დიდი არაფრით განსხვავდება ცხოველებისგან და როგორც ნებისმიერ ცოცხალ ორგანიზმს ახასიათებს გადარჩენის ინსტიქტი. ჩვენში თავიდანვე არის ჩადებული პროგრამა რომლის გააქტიურების დროს ყველაზე უსუსურ ადამიანმა შეიძლება უცნაურად იმოქმედოს smile.gif

http://www.youtube.com/watch?v=UbCW7VIIH1s აი მაგალითი smile.gif)

(რეაქცია)
ჩვენ სხეულს უნიკალური დამახსოვრები და გამეორების უნარი აქვს. მოვიყვან ბოქსიორების მაგალითს ერთი და იგივე მოძაობის ბევრჯერ გამეორებით სხეული იმახსოვრებს ამ მოძრაობებს , ყველას გექნებათ ნანახი ბოქსის მაჩი. რა სისწრაფით მოძაობენ და ურტყამენ ერთმანეთს , შეუძლებელია სინქრონში თან იფიქრო და თან იმოქმედო.



G_S
შეიძლება სასაცილოა, მაგრამ დღიურის წერა ძალიან დამეხმარა ადრე smile.gif
ძალიან ცუდ ხასიათზე როცა ვიყავი, ყველაფერს ვწერდი და მერე ვკითხულობდი.
თითქოს საკუთარ თავს სხვა ადამიანის თვალით ვხედავდი.
ადვილი და უსაფრთხო მეთოდია, შედეგიც მომეწონა smile.gif
shaqro
gamarjobat jer:) mec vityvi ramodeniime sityvas, tu sheidzleba:) tema sainteresoa,
Adamiani bevr cyarosac gamoiyenebs tavis shesacnobat magram gza tavis shecnobisa danaxvaa shinagani mdgomareobisa, xedvis ganvitareba sachiroa magram rogor?
Kai xania vakvirdebi temebs, postebs, da me davinaxe rom jibriani var, sxvas ganvsji da armomcons sxvisi saqcieli, azri, aqac imis mtkiceba midis me var scori tu sxvaa scori(pirobitat) . Vis mogsvliat iseti azri tavshi, romeltanac cinaagmdegobashi mosulxart, tqvenve??? Da es logikurad rogor unda axsnat?
vano kazbegi
კამათი არ უნდა იყოს იმაზე რომ, მე ვარ მართალი და არა ის. ანდა შეუსწორო მასე არ არის აი მასეა. - შუძლებელია- . გამოუცდელი ბევრს რამეს აღმოაჩენს და მიაღწევს იმას რას გამოცდილმა ვერ მიაღწია.
ამიტომ, ორივე მხარე ვუსმენ და ვუფიქრდები. შეიძლება ბევრი მინუშები დავინახო, მაგრამ შეკამათებას თავს შევიკავებდი და მიზეზი ის არის რომ, თვითონ მიხვდება რა არის სწორი და რა არა .
ბევრი სულელური აზრები დაწერილიც იყო და ყველამ იცოდა,მაგრამ არავინ არ შეედავა ( არასწორია , არალოგიკურია და ა.შ.) .
ადამიანში იმალება ამოუცნობი დაუჯერებელი და წარმოუდგენელი მოვლენები, ამიტომ მე პირადად ორივე მხარსგან შევიცნობ ახალ სამყაროს და ახალ იდეას.
დედამიწაზე 100 პროცენტიანი დარწმუნებული არავინაა და ცდილობენ რეალურ სამყაროსთან დაუახლოვდეს.
ასე რომ, წინააღმდეგობა არავისთან არც უნდა იყოს.
ადამიანი საკუთარ თავში აღმოაჩენს საწინააღმდეგო შედეგს.
shaqro
ho rato vecinaagmdegebi sakutar tavs???
Sandrika
მეც ვიტყვი ჩემ აზრს მაგ თემსათან დაკავშირებით smile.gif

ზოგადად სამყაროს შეცნობა ხდება გონებრივი ინტელექტით და
სამყარო რომელიც დიდი მისტიკის შეედეგია ვერ მოხერხდება მისი ლოგიკურად შესწავლა . ჯერ უნდა იწამო რომ დაინახო .

მე პირადად დიდი მომხრე ვარ კამათის( ვგულისხმობ ჯანსაღ კამათს) ბევრჯერ კამათის დროს გადავსულვარ ოპონენტის მოსაზრებაზე იმიტომ კი არა რომ მის ზეგავლენის ქვეშ მოვექეცი, არამედ იმიტომ რომ დავინახე მასში სიმართლე.

ისე თუ დაუკვირდებით , მაკრო და მიკრო სამყაროების სტუკტურა ძაან წააგავს ერთმანეტს ( ვგულისხმობ ატომებს და მზის სისტემებს ) და მეც ასე ვფიქრობ რომ მთელი სამყაროს ცოდნა იმალება ჩვენში ადამიანებში უბრალოდ ამას უნდა მიაგნო.


tikoroma
shaqro
ციტატა
Kai xania vakvirdebi temebs, postebs, da me davinaxe rom jibriani var, sxvas ganvsji da armomcons sxvisi saqcieli, azri, aqac imis mtkiceba midis me var scori tu sxvaa scori(pirobitat) . Vis mogsvliat iseti azri tavshi, romeltanac cinaagmdegobashi mosulxart, tqvenve??? Da es logikurad rogor unda axsnat?

მე მომდის საწინააღმდეგო აზრები, ამიტომ ზოგჯერ ყველა მოსაზრებას ვუშვებ და ზოგჯერ პირიქით - ყველაფერს უარვყოფ. ეს იმიტომ ხდება, რომ არ ვიცით რა არის ჭეშმარიტება და ჩვენი გონების მიერ შექმნილ ჭეშმარიტებას ჩვენ თვითონ ეჭვით ვუყრებთ. როცა რაღაც მართლა გვეცოდინება, ეს წინააღმდეგობებიც გაქრება. huh.gif
Sandrika
რაგაც გაიყინა ეს თემა ნუთუ ყველამ ასე მალე შეისწავლეთ საკუთარი თავი ? smile.gif))

გონებრივი ინტელექტი - ჩვენი გონებას რადიო მიმღების მსგავსი მოწყობილობა გააჩნია რომელსაც შეუძლია აზრების დაჭერა, აი მარტივ მაგალითს მოგიყვანთ
არასდროს არ მოგსვლიათ როდესაც მეგობარს ან ახლობელ ადამიანთან საუბრის დროს სანამ რაღაცის თქმას დააპირებდით ის მიმხვდარა ( არ ვგულისხობ ნამიოკით ან ლოგიკურად მიხვედრას ) და შემდეგ არ გაგკვივებიათ ?
რადიო მოწყობილობას აქვს უნარი დაიჭიროს სხვადასხვა სიხშირეები, ჩვენი გონებაც ასე მუშაობს.
გარდა ამისა ჩვენ გონებას აქვს დამახსოვების უნარი მსგავსი კომპიუტერის ვინჩესტერის, ის ყველაფერს იმახსოვრებს, მაგრამ კომპიუტერისგან განსხვავებით რასაც საჩიროდ ჩათვლით ან ხშირად გადაიმეორებთ ის გამახსოვრდებათ ხოლო დანარჩენი თითქოს იშლება, მაგრამ ადამიანებს რომლებმაც კლინკური სიკვდილი გადაიტანეს ყველაფერი მათი მთელი ცხოვრება ერთ წამში ჩაივლის აქედან გამომდინარე (თუ ეს ადამიანები არ იტყებიან) ადამიანს აქვს შესაძლებლობა გაიხსენოს ყველაფერი.
ჩვენს მიერ მიღებული გადაწყვეტილება არ მიიღება მხოლოდ გონებით. გადაწყვეტილებას ვიღებთ გონებრივი , ემოციური ინტელექტით რომლებზეც დიდ გავლენას ახდენს ჩვენი სულიერი ინტელექტი.
ადამიანის ფიზიკურ ინტელექტი დიდ ზეგავლენს ახდენს გონებრივ ინტელექტზე მაგრამ მიუხედავად ამისა გონებრივი ინტელექტს სრულად ემორჩილება სხეული. ადამიანს გააჩნია 5 გრძნობის ორგანო რომლითაც აღიქვამს სამყაროს, წარმოუდგენელი შესაძლებლობები აქვს გონებრივ ინტელექტს, მე ვიცი მხოლოდ ერთი ისტორიული პიროვნება რომელსაც შეეძლო ერდროულად ეწერა, ესმინა და ამავდროულად ელაპარაკა , ეს რეალურად შესაძლებელია და თუ ადამიანმა მხოლოდ ეს სამი (და დანარჩენ ორზე არ ვლაპარაკობ) განავითარა რისი გაკეთება შეეძლება?
jarmen
QUOTE(Sandrika @ Mar 7 2013, 12:57 AM) *
რაგაც გაიყინა ეს თემა ნუთუ ყველამ ასე მალე შეისწავლეთ საკუთარი თავი ? smile.gif))


გაიყინება აბა რა იქნება კონკრეტული სწავლება და თან შედეგიანი ამ ფორუმზე მგონი არავინ არ იცის და თუ იცის კიდევ აქ არ დაგვიწერს... :|
Sandrika
რატო არ დაწერს? თუ ვინმეს შესწავლილი აქვს საკუთარი თავი ამ ფორუმზე დამიჯერე დაწერს smile.gif თუ არ წერს ესეიგი არ აქვს შესწავლილი, უბრალოდ რაღაც ცოდნა აქვს რომელსაც ძალიან უფრთხილდება. მე პირადად რომ მქონდეს ბოლომდე შესწავლილი საკუთარი თავი რაც შეიძლება მეტ ადამიანს გავუზიარებდი ჩემს ცოდნას. smile.gif
td.........
საკუთარ თავს ბოლო ამუსუნთქვამდე ვსწავლობთ და არავინ მოგატყუოთ , რომ არის სწავლება, რომლეიც დაგეხმარებათ რაიმე ტექნიკით ამის განხორციელებას სიცოცხლეშივე.. smile.gif მორიგი ტყუილია და მეტი არაფერი..
Sandrika
რა თქმა უნდა რომ მთავარია შენ თავს ჩაუღრმავდე , მაგრამ მოვიყვან მარტივ მაგალითს : სიტყვაზე ადამიანმა თუ არ იცი ქვეცნობიერის ან ადამიანის ენერგიის არსებობა როგორ შეისწავლის მას ? მან არსებობაც კი არ იცი მათი .
td.........
Sandrika
მაგდენს თუ ხვდები მთავარი გცოდნია-დანარჩენი შენს ძალისხმევაზე ადმოკიდებული და საბოლოო მიზნის განსაზღვრაზე..smile.gif
Sandrika
smile.gif) ვნახოთ
Sam Gold
Sandrika , თუ შეიძლება ემოციურ და სულიერ ინტელექტზეც დაგვიწერეთ რაიმე smile.gif
განიხილე ცალ-ცალკე ისევე როგორც ფიზიკური და გონებრივი განმარტე ...

ფლიზ ^^
Sandrika
SAM_GOLD

ჯერ ჯერობით ვერ დავწერ იმიტომ რომ ემოციური ინტელექტის შესახებ ძალიან ცოტა ვიცი , ეხლა ვსწავლობ . smile.gif როცა ცოტა გავერკვევი მერე დავწერ smile.gif

გოგა
გამარჯობათ, ძალიან კი მახარებს ესე სერიოზულად და ბრძნულად რო უდგებით ამ საკითხს და ერთმანეთს გამოცდიელბას რო უზიარებთ, მართა ძალიან მახარებს - იმიტომ რომ ეს ყოველთვის იშვიათობაა ხოლმე ქართულ ფორუმებზე, მაგრამ მე ერთი კითხვა გამიჩდნა, შეიძლება დაწერეთ კდიეც უკვე და მე გამომრჩა მაგრამ მაშნ კიდევ ერთხელ დაწერეთ, ეს საკუთარი თავის შეცნობა რათ გინდათ, რა მიზანს ემსახურება ან რა შედეგს ელით, მე კი მსმენია ბობოლა ფილოსოფოსების ნათქვამები საკუთარი თავის შეცნობის ავკარგიანობის შესახებ მარა მაინც უფრო კონკრეტუალდ რას ელით ამ თქვენი თავის შეცნობისგან?
old_man
QUOTE
მე კი მსმენია ბობოლა ფილოსოფოსების ნათქვამები საკუთარი თავის შეცნობის ავკარგიანობის შესახებ მარა მაინც უფრო კონკრეტუალდ რას ელით ამ თქვენი თავის შეცნობისგან?

თავის შეცნობით უფრო თვითკმარი ადამიანი გახდები. უფრო მდიდარი სულიერად. და ეს რას მოგცემს, იცხოვრებ უფრო სრულფასოვნად ამ სამყაროში.
მარტივად ასე წარმომიდგება
Sandrika
გეთანხმები OLD_man და ჩემი აზრით არ არსებობს იმაზე დიდი მიზანი ვიდრე ემსახურო სხვებს და შეისწავლო საკუთარი თავი
Sandrika
გამარჯობა !! smile.gif)) დიდი ხანია არაფერი დამიპოსტავს , ამ ბოლო დროს საინტერესო რაგაცეებს მივაგენი და მინდა გაგიზიაროთ (ემოციურ ინტელექთან დაკავშIრებით)

ამ შემთხვევაში რასაც დავწერ ყველაფერს საკუთარ გამოცდილების მიხედვით smile.gif) დიდად მოხრლი ვიქნები თგვენგან შენიშვნებს თუ მივიგებ და თქვენც საკუთარ გამოცდილებას გამიზიარებთ smile.gif)))


რა არის ემოცია?
ძნელად კონტროლირებადი დიდი ენერგია.

რამდენი სახის ემოცია არსებობს?
ბევრი biggrin.gif (ხუმრობის გარეშე) არსებობს მრავალი სახის ემოცია, ყველა ადამიანი ინდივიდუალურია და ზოგში ერთი სახის ემოცია ჭარბობს ზოგში მეორე,
მაგრამ რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ყველა ემოციის საწყისი არის სიყვარული wink.gif
ავხსნი რატომ smile.gif)

სიტყვაზე მე ვუბრაზდები ჩემს მეგობარს იმიტომ რომ ის უსამართლოდ მოექცა სხვას, ხოდა რატომ ვუბრაზდები მე მას? იმიტომ რომ ის ადამიანი მიყვარს და სამართლიანობა. smile.gif)))

ან მერე შემთხვევაში მე ჩავარდი დეპრესიაში იმიტომ რომ ვერ მივაღწიე დასახულ მიზანს ,
რატომ ჩავარდი დეპრესიაში? იმიტომ რომ საკუთრი თავი მიყვარს და ვერ ვეგუები წარუმატებლობას wink.gif

თყ ემოციის გავარჯიშება გსურთ ყველაზე კარგი ვარიანტია, კონცენტრაცია მოახდინოთ აბოლიტურ სიყვარულზე smile.gif))
როგორ მიხვდებით რომ ემოცია ვარჯიშდება?
ჭრელად biggrin.gif
(ხუმრობის გარეშე) თქვენ თუ იგრძნობთ თბილ ენერგიის ნაკადს რომელიც მუცლიდან გულ მკრედამდე მოედინება და შემდეგ მთელ სხეულში გაედინება ესეიგი თქვენ ვინმე გყვარებიათ biggrin.gif
თავიდან თუ მანდამაინც ამ თბილ ენერგიას მუცლიდან მოდინებს ვერ იგრძობთ, არაუშავს მთავარია ( სოფელში ან სადმე სიცივის სიგრილის დროს როდესაც შეგცივებიათ თანში ჟრუანტელს ხო გაუვლია ხოდა მაგას თუ იგრძნობთ ესეიგი mission is completed smile.gif))


დღეს გავედი და სხვა დროს რამე საინტერესო ამბებს მოგიყვებით smile.gif)))

გოგა
old_man

გასაგებია რასაც ამბობ, ანუ საკუთარ თავს რომ შეიცნობ და თვითკმარი გახდები - იცხოვრებ უფრო სრულფასოვნად.. ცოტა სიტყვები გადამიადგიდლა შეიელბა მარა აზრი არ დამიმახინჯებია, მაგრამ რაღაც ვარიანტში სრულფასოვნად ცხოვრების წადილი და თვითმარობა ხო არ გამორიცხავს ერთმანეთს? იქნებ იმდენად თვითკმარობა ჯობია რო სულფასოვანი ცხოვრებაც სულ ერთი იყოს..

რაღაცნაირად ეგეთ ხასიათზე ვარ რო თემა განვავრცო, არც ველი რო უცებ ჰოპ და ამ თემას ამოვწურავთ და ალბათ მაგიტო მაქვს განვრცობის მუღამი...


ისე საკუთარი თავის გაუმჯობესებაზე სულ ცხონებული ტაილორ დერდენის სიტყვები მახსენდება ხოლმე
http://www.youtube.com/watch?v=42cSdyzVcXQ
old_man
გოგა
QUOTE
მაგრამ რაღაც ვარიანტში სრულფასოვნად ცხოვრების წადილი და თვითმარობა ხო არ გამორიცხავს ერთმანეთს? იქნებ იმდენად თვითკმარობა ჯობია რო სულფასოვანი ცხოვრებაც სულ ერთი იყოს..

ჩემი აღქმით არ გამორიცხავს. ანუ მე სრულფასოვან ცხოვრებაში ვიგულისხმე სამყაროსთან ჰარმონიაში ცხოვრება. ანუ როცა თვითკმარი გახდები დაძლეული გექნება შინაგანი ბრძოლები. იკლებს მატერიალურზეც მიჯაჭვა (და არა მისი უარყოფა). ისე არ უნდა გავიგოთ, რომ აი რაღაცას ვერ მივაღწიე, არაფერი გამომივიდა და მოდი თვითკმარი გავხდები და აღარ ვიდარდებ ))))) ასე არა, რა თქმა უნდა.
მოკლედ მე ასე წარმომიდგენია.
გოგა
old_man
smile.gif))
lester
ჩემი აზრით საკუთარი თავის შეცნობის საუკეთესო საშუალებაა კონცენტრაცია.
უბრალოდ დააკვირდით საკუთარი ფიქრებს საიდან იბადება რა იწვევს მათ წარმოქმნას თუ შეძლებთ რომ კონცენტრაცია მოახდინოთ ფიქრზე და ჩაყვეთ ყველაზე დაბალ დონეზე მიხვდებით როგორ მოქმედებს საკუთარი ტვინი და მგონი ეს ძალიან მნიშვნელოვანია
Sandrika
კი ეგ მნიშვნელოვანია მაგრამ მაგაზე უფრო მნიშვნელოვანია თუ ვინ ან რა იღებს გადაწყვეტილებას ჩვენში.
tikoroma
Sandrika
ციტატა
კი ეგ მნიშვნელოვანია მაგრამ მაგაზე უფრო მნიშვნელოვანია თუ ვინ ან რა იღებს გადაწყვეტილებას ჩვენში.
ეს მართლაც საინტერესოა
გოგა
QUOTE
კი ეგ მნიშვნელოვანია მაგრამ მაგაზე უფრო მნიშვნელოვანია თუ ვინ ან რა იღებს გადაწყვეტილებას ჩვენში.

ვინც სარკის მიღმა დგა და ვინც ჩვენი თავი გგვონია ერთი მარტივი მიზეზის გამო - არასდროს გვახსოვს ის მომენტი როცა მივდივართ სარკესთან და მასში ვიხედებით, მხოლოდ იმ მომენტს ვაცნობიერებთ როცა უკვე სარკეს შევყურებთ პირდაღებულები.. მოკლედ სიზმარივითაა, სიზმრის დასაწყისი არ გვახსოვს, შუა მომენტიდან ვიწყებთ გაანალიზებას სიტუაციის და ისე აღმოჩნდება ხოლმე რო ანარეკლი გვმართავს, არადა საკმარისია ის მომენტი დაიჭირო როცა სარკესთან მიდიხარ და დგები და მაშნვე მიხვდები რა გინდა რეალრუად შენ და რა შენ მეორე მეს თუ ეგოს თუ სუპერეგოს თუ რავიცი რამდენი იდიოტური სახელი ქვია იმას რასაც ეხლა მე ვგულისხმობ.. ამ ერთმა ძველმა ფორუმელის წერიმა მიმიყვანა მე ამ დასკვნამდე და არასწორი გაქანება თუ არ მიმიცია ამ დროის განმავლობაში ვფიქრობ სწორ გზაზე ვდგავარ

ესეც ისე:
earth
გოგა
მაგარია, ღრმა საფიქრია ეს მომენტი,– ვინ ვარ მე სინამდვილეში?
გოგა
earth

ჰო ჩემი აზრით ეგ კარგი კითხვაა, მაგ კითხვაზე პასუხი ერთიანად გასცემს იმ კითხვას პასუხს თუ როგორ შეისწავლო საკუთარი თავი, ვაპშეტა თუღა გქონდა მაგ კითხვაზე პასუხის მოსმენის მერე იმის გაგება როგორ შეისწავლო თავი შენი..

დღევანდელობაში სიტყვა "ადამიანი" კარგ გემრიელ კომპლიმენტად გვექცა, ცოტა ჯანდაბური მოდგმა გახდა ეს კაცობრიობა, გახდა მეთქი ისე ვიძახი გეგონება სხვა ეპოქებშიც მეცხოვროს და დაკვრივება მეწარმოებინოს მარა მაინც ვფიქრობ ესეთი ცხოველივით პრიმიტიულ ინსტიქტებამდე დასული ადამიანი ქვის ხანაშიც არ იქნებოდა, პატარა უფლისწულის სიტყვები მახსენდება ხოლმე, "რამოდენიმე ციფრს გავიგებთ ადამიანის ცხოვრებიდან და გვგონია რომ მის შესახებ ყველაფერი ვიცითო.. ძაან გავუტიე და ისედაც გაჭედილი თემა მოუსავლეთში მიმყავს biggrin.gif

აეს ნახეთ, საკაიფო რამეა : http://youtu.be/l89fv5aoUjo
Just try
მოგესალმებით ყველას, პირველად ვარ აქ ფორუმებს სულ ვერიდებოდი smile.gif მიხარია რომ ბევრი თანამოაზრე მყოლია თურმე

პირველ რიგში სამყაროს ხედვა ახსენეთ და მაინტერესებს როგორ ხედავთ თქვენ სამყაროს

ჩემი აზრი ესეთია

თავის შეცნობა მიდის, ვინტერესდები თემებით რაც აქამდე არ მაინტერესებდა, კარგია რომ ვშფოთავ და სხვა გზას არ ვიტოვებ გარდა განვითარებისა
უნდა გავაანალიზო ისიც რომ განუსაზღვრელი შესაძლებლობების ერაში ვცხოვრობთ, არი განვითარებული და დეპრესიული თაობა და ვინც შეეცდება ალბათ
მოიპოვებს წარმატებას და სულიერ სიმშვიდეს, საქმე გვაქვს ახალ რასასთან, ახალ ცივილიზაციასთან, როგორც გამყინვარების შემდეგ გამოქვაბულიდან
გამოსულ ჰომო საპიენსს დახვდა სხვა რასა და განსხვავებული ინტელექტის სხვა ინდივიდები - თანამედროვე ადამიანი ის რასა გაწყდა, ვერ გაუწია კონკურენცია
ახალ თაობას, უფრო განვითარებულ, ლამაზ და ჭკვიან ადამიანს. იგივე ხდება 21 საუკუნეშიც იბადება ახალი თაობა და ძველ ხალხს ამჯერად მიეცა შანსი განვითარდეს, გადალახოს ბარიერები, იაზროვნოს და გადარჩეს განადგურებას... ეპოქაში სადაც გვაქვს წვდომა ნებისმიერი სახის ინფორმაციასთან, არსებობს ინტერნეტი და ადამიანებს აქვთ იმის საშუალება განუზომელი რაოდენობის სხვა ხალხის აზრი მოისმინოს, სხვისი ნააზრევი გააანალიზოს, მიიღოს განათლება
რა თქმა უნდა რომ შეიქმნებოდა არსებითად სხვა ინდივიდი, ცხოვრება იცვლება და სიახლეებით არის სავსე, ეს ჩვეულებრივი ევოლუცია და გარდატეხის ეპოქაა, და თუ სწორ მიმართულებას მისცემს ადამიანი მიღებულ ინფორმაციას, თუ შეიძენს ობიექტური ანალიზის უნარს თავიდან ამოვიგდებთ იმ დეპრესიულ მენტალიტეტს და
შიშს რომ რაღაც უნდა მოხდეს. ეს ჩვეულებრივი მოვლენაა როცა ვერ ხედავ წინ, წლების მერე რა იქნება და ვეღარ წარმოუდგენია ადამიანს მომავალში რა უნდა მოხდეს, რა თქმა უნდა რომ ჩამოუყალიბდება იმის შეგრძნება რომ აპოკალიფსი მოდის, ეს არის გადამეტებული აზროვნების შედეგი, გამყარებული ძველი წარ
მოდგენებით, რწმენით და რელიგიური შეხედულებებით აპოკალიფსის შესახებ. აპოკალიფსი მოდის, მოვა აუცილებლად მაშინ როცა ყველა ერთ აზრზე დადგება
სწორ აზროვნებას ისწავლის ადამიანი და სხვებსაც ხელს ჩაკიდებს და ეტყვის - ხალხო არაფერი არ ინგრევა და არ ფეთქდება, ხდება გარდატეხვა სამყაროში და მოდი ერთად დავიწყოთ ახალი ცხოვრება! ეს არის გამოსავალი რომ მივცეთ ჩვენი ტვინის ზე-შესაძლებლობებს სწორი კალაპოტი და მაშინ დაიბადება ახალი ადამიანი...
ადამიანთა რასა მიხვდება რომ 95% გონებრივი რესურსი გამოუყენებელი აქვს და ეს იქნება მისი შვება smile.gif და ხალხს რომელიც სხვა რამეში ხედავს გადარჩენას
მივმართოთ - გზა მარტო ორია, და თუ ხვდები რომ ამ განვითარების გზით ვერ ივლი მაშინ მყარად დაადექი მეორე გზას, რომელიც ასეთივე სწორია და საჭირო ორივე გზაზე შრომით მოპოვებული, მიწისგან მიღებული სიკეთე. ეს ამ კატეგორიას მისცემს სულიერ შვებას, ბუნებასთან სიახლოვე, დასვენებული ტვინი - სწორია და კარგი, პირადად ვთვლი რომ სხვა არაფერი უგულისხმია მას ვინც მთელი ეს სიბრძნე ერთ წინადადებაში ჩადო და რელიგიური აქსიომის სახით მოგვაწოდა "ოფლითა შენითა მოიპოვე პური შენი", მხოლოდ იმიტომ აქსიომის სახით (როცა იესოს კითხეს იგავებით რატომ საუბრობდა მან ეს აუხსნა ძალიან მარტივად და მოგვიწოდა შვილებს აქსიომად მიგვეღო ყოველივე ეს) რომ მის შინაარსზე ამოცნობის მცდელობით არ ჩავარდნილიყო ადამიანი ზედმეტ ფიქრში, ეს არის მთელი იდეა - ზედმეტი ფიქრი ნერვულ სისტემას ანადგურებს, ხოლო ბედნიერება სხვა არაფერია თუ არა უპრობლემო ნერვული სისტემა... ხოდა ამოარჩიოს ყველამ ვინ რა გზაზე დადგება, ორივე გზა გადარჩენაა და დაიღუპება მხოლოდ ის ვინც შუაში მოყვება, ან იფიქრეთ და ისწავლეთ ზუსტად იმდენი რომ სიბრძნეში ჩავარდეთ და გახდეთ ზეგანვითარებული რასის წევრი ან საერთოდ არ იფიქროთ.

მაინტერესებს თქვენი აზრებიც და არ დაგეზაროთ.
კეთილი იყოს ჩემი ფეხი
Just try
და ასევე მჭირდება დახმარება, თან ძალიან მძიმე გადაწყვეტილების წინ ვდგავარ

როცა ვუყურებ ადამიანებს რომლებსაც საერთოდ არ აქვთ ამაზე ნაფიქრი ვხვდები რამდენად ბედნიერები და ლამაზები არიან, მათი უპრობლემობა
განაპირობებს სულიერ მდგომარეობას, არ აქვთ შფოთვა და პანიკური აშლილობა რაც გარეგნობაზე ასე აისახება - ხალისიანები და ლამაზები არიან, აქვთ მიმზიდველი მიმიკები, გამოხედვა და მანერები რომლის გამოც დიდ სოციალურ მხარდაჭერას ღებულობენ, ეს მათ უფრო აძლიერებს და ალამაზებს...

მიჩნდება შეკითხვა ღირს ამდენი ფიქრი? ჩემ თავს ვუყურებ და ნერვები მეშლება საკმაოდ სიმპათიური ვიყავი როგორც მეუბნებიან, რაც ფიქრები დავიწყე და ინფორმაციების გაუთავებელი ძებნა - მონგრეული მიმიკები, არამიმზიდველი გამოხედვა, არაესთეტიური მანერები (პახოდკა, ჯდომის მანერა და ა.შ), ძალიან მინდა ამ ხალხს ვგავდე რომ ჩემი თავი გადავირჩინო, მინდა მეც ასეთივე მისაღები და საინტერესო ვიყო, ეს არის ჩემი მიზანი და მინდა რომ გამოვკვეთო რითი მიიღწევა ეს სულიერი მდგომარეობით თუ თავზე მუშაობით და ინდივიდუალურად დახვეწით (რაც წარმოუდგენლად ძნელი მეჩვენება). იმის ეჭვიც მიჩნდება სწორად მყავს თუ არა ეს ხალხი შეცნობილი, ანუ ვუშვებ რომ თვითონ იშრომეს თავის თავის დასახვეწად. მაინტერესებს თქვენი აზრი
old_man
Just try
QUOTE
მიჩნდება შეკითხვა ღირს ამდენი ფიქრი? ჩემ თავს ვუყურებ და ნერვები მეშლება საკმაოდ სიმპათიური ვიყავი როგორც მეუბნებიან, რაც ფიქრები დავიწყე და ინფორმაციების გაუთავებელი ძებნა - მონგრეული მიმიკები, არამიმზიდველი გამოხედვა, არაესთეტიური მანერები (პახოდკა, ჯდომის მანერა და ა.შ), ძალიან მინდა ამ ხალხს ვგავდე რომ ჩემი თავი გადავირჩინო, მინდა მეც ასეთივე მისაღები და საინტერესო ვიყო, ეს არის ჩემი მიზანი და მინდა რომ გამოვკვეთო რითი მიიღწევა ეს სულიერი მდგომარეობით თუ თავზე მუშაობით და ინდივიდუალურად დახვეწით (რაც წარმოუდგენლად ძნელი მეჩვენება). იმის ეჭვიც მიჩნდება სწორად მყავს თუ არა ეს ხალხი შეცნობილი, ანუ ვუშვებ რომ თვითონ იშრომეს თავის თავის დასახვეწად. მაინტერესებს თქვენი აზრი

ფიქრით და ძიებით ვითარდება ადამიანი ჩემი აზრით და ამით ხდები საინტერესო და არა სოციუმში მიღებული კრიტერიუმებით. ასე მდიდრდება სულიერი სამყარო. ამის გარეშე ცხოვრება არის მექანიკური და მოჩვენებითად ბედნიერი.
Plasmodium
QUOTE(old_man @ Nov 5 2013, 12:06 PM) *
Just try

ფიქრით და ძიებით ვითარდება ადამიანი ჩემი აზრით და ამით ხდები საინტერესო და არა სოციუმში მიღებული კრიტერიუმებით. ასე მდიდრდება სულიერი სამყარო. ამის გარეშე ცხოვრება არის მექანიკური და მოჩვენებითად ბედნიერი.

და საით ვითარდები? რას გინდა მიაღწიო გააჩნია... ბედნიერებას? საინტერესო ადამიანის იმიჯს თუ კიდევ რამეს?
Just try
QUOTE(Plasmodium @ Nov 5 2013, 02:46 PM) *
და საით ვითარდები? რას გინდა მიაღწიო გააჩნია... ბედნიერებას? საინტერესო ადამიანის იმიჯს თუ კიდევ რამეს?


საინტერესო ადამიანის იმიჯს არა მინდა ასეთად ჩამოვყალიბდე და ეს ბევრ საფიქრალს გამიქრობს smile.gif და კიდევ რამესაც მივაღწევ
Sandrika
გამარჯობათsmile.gif)

საკმაოდ დიდი დრო გავიდა რაც ამ განყოფილებაში არ დამიპოსტია, ხოდა გადავწყვიტე გამეზიარებინა თქვენთვის ჩემი ახალი გამოცდილება იმედ მაქვს გამოგადგებათ smile.gif))

ჩემი აზრით კაცობრიობის მთავარი პრობლემაა რომ უმეტესობამ დავკარგეთ სულიერი ხედვა sad.gif(
გავხდით ავტომატური არსებები, თუ დააკვირდებით ადამიანი დღის განმავლობაში რამდენი საათი მოქმედებს მექანიკურად და არა ავტომატურად? ნორმალური ადამიანი დაახლოებით 2 დან 6 საათამდე, ჩვენ დღის უმეტესი ნაწილი ჩვენს თავს ვკარგავთ(კონცენტრაცია დაქვეითებულები), ვმოქმედებთ ან გარემო ფაქტორებით ან პრივიჩკებით sad.gif(

ძალიან გამომადგა გურჯიევის სწავლება და უკვე დავიწყე ამ მხრივ საკუთარ თავთან მუშაობა, რომელსაც ქვია გამოფხიზლება biggrin.gif დგის განმავლობაში ვცდილობ კონცენტრირებული ვიყო და გავაანალიზო თუ როგორ ვიქცევი , რას ვფიქრობ , რას ვგრძნობ და რას ვიძახი, გარდა ამისა დღის განმავლობაში ვისახავ რამოდენიმე პატარა მიზანს და ვასრულებ, მაგალითად დოილას და საგამოს წავიკითხავ 50- ე და 90 ფსალმუნს, ქუჩაში გამართული ვივილი , ნერვროზულ მოქმედებებს არ გავაკეთებ და აშ ესეთ პრიმიტიულ რაგაცეებს smile.gif))

დამიჯერეთ ყველაფერი დიდი იწყება პატარიდან smile.gif)
ეს ჩემი ბოლო პოსტი იყო smile.gif ყველას გისურვებთ წარმატებას და გამარჯვებას smile.gif





Plasmodium
ადამიანისთვის საკმარისია 1. არ სტკიოდეს - ფიზიკური ტკივილი, სტრესული სიტუაციები, დანაშაულის გრძნობა, სინდისის ქეჯნა და ა.შ. და 2. ცხოვრებისეული კაიფის ყოველდღიური დოზა - ფიზიკური სიამოვნება, გართობა, ადგილი სოციუმში, ურთიერთობა და შთაბეჭდილების მოხდენა სხვა ადამიანებზე...

რა როლიდან გააკეთებ ამას მორწმუნის თუ ათეისტის, თეთრის თუ შავის, ანარხისტის თუ კამსამოლის, ტრადიციული, კონსერვატორი ტიპის თუ აი ისეთის ყველას რომ ებრძვის და თავის გამორჩეულობით და "სულ სხვანაირობით" რომ ტკბება biggrin.gif ზოგი ინტელიგენტის, გურუ, მასტერი (ში ფუ smile.gif) ზოგი იმით ზოგი ამით... მოკლედ სულ ერთია. ეს როლები სამყაროსავით ძველია და თავად არეგულირებს ბაზარი. ხოდა რაც ჩვენ განვითარება გვგონია ერთი როლიდან მეორეში გადასვლაა ხოლმე როგორც წესი. ვერაფერ ახალს ვერ მოიგონებ ამ დონეზე... ახალი და განვითარებადი შეიძლება იყოს მანქანათმშენებლობა და ვიდეოთამაშების ინდუსტრია - ადამიანი და სულიერება არა.
tikoroma
Plasmodium
+++++++++++++++++++++++++++
ციტატა
ხოდა რაც ჩვენ განვითარება გვგონია ერთი როლიდან მეორეში გადასვლაა ხოლმე როგორც წესი.

ომგ sad.gif
ნუ იმეორებ ასე ხმამაღლა, გვაცადე ძილი
This is a "lo-fi" version of our main content. To view the full version with more information, formatting and images, please click here.
Invision Power Board © 2001-2024 Invision Power Services, Inc.