Help - Search - Members - Calendar
Full Version: როზენკრეიცერები
ეზოთერიული ცოდნის ფორუმი > ძირითადი განყოფილება > პიროვნებები, გაერთიანებები, სწავლებები
jarmen
ყველას თუ არა, ალბათ უმეტესობას მაინც გაგიგიათ მითები და ლეგენდები როზენკრეიცერებზე. მე ხელში ჩამივარდა ინფორმაცია ამ ორდენის შესახებ და გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენს ფორუმზე ვერ ვიპოვე მათზე ვარაფერი გადავწყვიტე ეს ინფორმაცია თქვენც გაგიზიაროთ.

მაშ ასე შუა საუკუნეების ხლოსანთა ამქრებსა და ახალი დროის მასონთა ლოჟებს შორის ერთგვარი, გარდამავალი ეზოთერიკული კორპორაციები არსებობდა, რომელთა შორის ყველაზე ცნობილია როზენკრეიცერთა ნახევრად ლეგენდარული ორდენი. სწორედ ამ ორდენს უკავშირდება წარსულის უდიდეს ეზოთერიკთა სახელები: აგრიპა ნეტესჰეიმელი, პარაცელსი და რაღა თქმა უნდა ნოსტრადამუსი. ამ ორდენის წარმოშობას საკმაოდ მისტიური ელფერი ახლავდა, რომელიც დღემდე არ გაფანტულა. ერთი ვერსიის თანახმად, ორდენის დამაარსებელია ქრისტიან როზენკრეიცი (I ვერსიით რაინდი, II ვერსიით კი მოხეტიალე ბერი ან მისტიკოსი) რომელმაც მოიარა პალესტინა, სირია, ეგვიპტე, იქაურ მაგებსა და სწავლულებს დაუმეგობრდა, ხოლო ევროპაში დაბრუნებსას, XV საუკუნის დასაწყისში, დაიწყო თანამოაზრეების შემოკრება და ეზოთერიკული სწავლების ქადაგება, რომელსაც აღმოსავლეთში დაეუფლა. როზენკრეიცის ძირითადი იდეა, გადმოცემის თანახმად, მდგომაეობდა იმაში, რომ კაცობრიობა ჭეშმარიტმა ფილოსოფიამ უნდა გააერთიანოს - მხოლოდ ამ გზით იქნება შესაძლებელი საყოველთაო ბედნიერების მიღწევა. შესაძლოა მართალი იყოს რენე გენონი როდესაც წერს, რომ "ვარდისა" და "ჯვრის" ტერმინი გამოსახავს რეალურ სულიერ მდგომარეობას, რომელიც არ არის დაკავშირებული ამა თუ იმ ორგანიზაციის აუცილებელ წევრობასთან... რადგან თვით სიმბოლო "ვარდისა" და "ჯვრის" თავისი ორივე შემადგნელი ელემენტით გამოხატავს ამ სულიერ მდგომარეობაში ადამიანის რეინტეგრაციას და აქედან გამომდინარე, მისი ინდივიდულური მონაცემების სრულ გაფურჩქვნას. ამ კონცეფციის თანახმად, გენონი ასკვნის, რომ ქრისთიან როზენკრეიცის სახელი მარტოოდენ სიმბოლურია და მასში არა ისთორიული პიროვნება, არამედ "ის რაც შეიძლება სახელდებულიყო "კოლექტიური არსით"" თუ ბი ქონთინიუდ
david6david
მოქმედი ორდენია დღესაც, და არაერთი განშტოების. მისტერიული სისტემაა ინიციაციის საფეხურებით.
jarmen
Zet მემგონი ეს თემა არასწორ ადგილას გავხსენი და გადაიტანე რა სადაც ამისი ადგილია.
jarmen
როზენკრეიცერის სახელით მონათლულმა სწავლებამ განსაკუტრებით ნოყიერი ნიადაგი ჰპოვა გერმანიაში. ამავე პერიოდში ჩნდება როზენკრეიცერებისადმი მიძღვნილი ნაწარმოებები (1614 და 1616 წლებში). ერტი ანონიმურია მეორეს სათაურით "ქიმიური ქორწილი" ავტორად ქრისტიან როზენკრაიცი ჰყავს მითითებული. კარგა ხნის შემდეგ გამოირკვა რომ "ქიმიური ქორწილი" ეკუთვნოდა ნიუტემბერგელლი თეოლოგის იოჰან ვალენტინ ანდრეას კალამს, რომელმაც ორთოდოხი ლუთერანების ჯიბრით დიდად შეუწყო ხელი გერმანიაში "ვარდისა და ჯვრის" ეზოთერიული სწავლების გავრცელებას. ყურადსაღები იყო 1785 წელს გამოცემული წიგნი "როზენკრეიცერთა საიდუმლო სიმბოლოები XVII-XVIII"; და ბოლოს 1887 წელს ცნობილი მისტიკოსი, ოკულტისტი და მწერალი არტურ ედვარდ უეტი აქვეყნებს თავის "როზენკრეცერთა ჭეშმარიტ ისტორიას" რომელშიც ცდილობს გაერკვიოს ცდილობს გაერკვიოს ამ საიდუმლო ორდენის ირგვლივ წარმოქმნილ მითოლოგიურ ბურუსში. თამპლიერებისგან განსხვავებით როზენკრეიცერები ასცდნენ ინკვიზიციის კოცონს, თუმცაღა, რომის პაპის ანათემას ვერ გადაურჩნენ და აქა-იქ აღმოცენებულ როზენკრეიცერულ გაერთიანებებს ტრადიციული ქრისტიანული კონფესიები დღემდე არ სცნობენ...

მემგონი დამეთანხმებით, რომ საკმაოდ საინტერესო და რეალურ ორდენზეა საუბარი. მართალია საკმაოდ მწირი ინფორმაცია დავდე მაგრამ ეს იყო მთავარი იქიდან რაც წავიკითხე. smile.gif
david6david
კი ნამდვილად, ამ ორდენის საიდუმლოებები არსად არ იწერება, ამდენად ნამდვილი და პრაქტიკული ორდენია. ბევრი რამ რაც ეზოთერიკულ თემებზე ბოლო დროს საჯაროდ გამოდის, სათავაეს სწორედ იქ იღებს და არასოეს მჟღავნდება ბოლომდე.
narilla
სახელწოდება: ძველი და მისტიკური ორდენი, რომელსაც უწოდებენ ვარდისა და ჯვრის ორგანიზაციას (AMORC) _ ესაა მსოფლიო მასშტაბის ფილოსოფიური და ჰუმანიტარული ორგანიზაცია (საძმო). ის მიზნად ისახავს „შეისწავლოს მოუხელთებელი ცხოვრების მისტერიები და სამყარო“.

AMORC _ არის აბრევიატურა და იშიფრება შემდეგნაირად: ლათინურად _ Antiquus Mysticusque Ordo Rosæ Crucis ("Ancient and Mystic Order of the Rosy Cross")

სტატუსი: ორგანიზაცია არის არარელიგიური ხასიათის და ღიაა როგორც ქალების, ისე კაცებისათვის, რომლებიც სრულწლოვან ასაკს (18 წელს) მიაღწევენ,. არ აქცევს თავისი წევრების რელიგიურ რწმენას და ამ მხრივ, არანაირ მოთხოვნებს არ აწესებს.
ვარდისა და ჯვრის ორგანიზაცია წარმოადგენს ერთ-ერთ ეზოთერიკულ ორგანიზაციას.
ის წარმოადგენს უძველესი ეგვიპტური მისტიკური სკოლის ერთგვარ გაგრძელებას.
AMORC მიზნად ისახავს, რომ იყოს აუთენტური დასავლური მისტიკური სკოლა და წარმოგვიდგება ძველი ორდენის თანამედროვე მანიფესტაციად.

დაარსება: დაარსდა 1915 წელს ამერიკაში, ნიუ-იორკში, ჰარვი სპენსერ ლევისის მიერ.

ლიდერები: ფრენსის ბეკონი იყო „ვარდისა და ჯვრის ორგანიზაციის“ იმპერატორი _ ასე მოიხსენიებენ ლიდერებს.

სწავლება: ის ძველი ეგვიპტური ორდენის თანამედროვე ფორმაციას წარმოადგენს და ასევე ინარჩუნებს მის სწავლებებსაც. მისი სწავლების სფეროში შედიან ძველი ფილოსოფოსები, ორდენს აინტერესებს ტრადიციური მედიცინის მეთოდები, ინტუიციის ფენომენი, ცნობიერება, მატერიალური და სულიერი ალქიმია, რელიგიური ხასიათის არქიტექტურული ძეგლები, მისტიკური ბგერები, სუნთქვითი ტექნიკები, მედიტაცია, ბუნებრივი, მისტიკური და ხელოვნური სიმბოლიზმი, დიდი რელიგიური მოძრაობები, ფიზიკური სხეული, კარმა და რეინკარნაცია.



წევრები:
• ისააკ ნიუტონი
• ლეონარდო და ვინჩი
• ჰაინრიხ კორნელიუს აგრიპა
• დანტე
• რენე დეკარტი
• ბლეზ პასკალი
• გოტფრიდ ლაიბნიცი
• ბენჟამინ ფრანკლინი
• ტომას ჯეფერსონი
• მიშელ პარადი
• ედიტ პიაფი
• ნაპოლეონ ბონაპარტე
• ფრენსის ბეკონი.







daliela
ერთ წიგნს ვკითხულობ ახლა '' Тайная история мира ''
ბევრი რამ წერია საიდუმლო მისტიკურ ორგანიზაციებზე,ასევე ადამიანზე,განხილულია ბიბლიური მისტერიები ასტროლოგიური თვალსაზრისით . მთლიანად ამოაყირავა ჩემი მსოფლმხედველობა
ასევე აქცენტია გაკეთებული იმაზე როგორი aware იყო ძველი ხალხი და ძველი ცივილიზაციები
თავად ავტორს ჰქონდა ურთიერთობები საიდუმლო ორგანიზაციების წევრებთან თუმცა წინასიტყვაობაში უწერია რომ უარი თქვა ინიციაციაზე რადგან მას უკვე აღარ ექნებოდა უფლება ცოდნა გადმოეცა .
თუ ვინმეს დაგაინტერესებთ აგერ ლინკი . როზენკრეიცერებიც შემხვდა ბევრჯერ

http://lib.rus.ec/b/328943/read

ღვთაებრივად ეზოთერიულ-ტვინისწამღები წიგნია l_daisy.gif biggrin.gif
This is a "lo-fi" version of our main content. To view the full version with more information, formatting and images, please click here.
Invision Power Board © 2001-2024 Invision Power Services, Inc.