რელიგიური და სამეცნიერო რიტუალები
დამაინტერესა ამ საკითხმა და მინდა თქვენს გაგიზიაროთ, რათა თქვენი აზრიც გავიგო. ეს არის საკმაოდ კონკრეტული საკითხი და დასაწყისშივე მინდა აღვნიშნო, რომ არ მინდა გასცდეს მას და სხვა შინაარსი და დატვირთვა შეიძინოს. ამასთან ესაა ჩემი სუბიექტური დაკვირვება და ამიტომ მომავალში ის ცვლილებებს დაექვემდებარება.
მართალია ესაა საკმაოდ კონკრეტული საკითხი, მაგრამ ეხება კულტურის ორ ფენომენს: რელიგიასა და მეცნიერებას.

იმისათვის, რომ თავიდანვე ნათელი იყოს ეს კონკრეტული საკითხი, გავმარტავ რამდენიმე ცნებას:

რელიგიური თემი საკმაოდ საინტერესო ფენომენია. ეს არ არის აბსოლუტურად უნიკალური მახასიათებელი დასავლური რელიგიურობისა, თუმცა როგორც ფენომენი სწორედ ევროპული საზოგადოებისთვისაა ნიშანდობლივი, ანუ ძირითადად აქ დაიწყო ჩამოყალიბება ამგვარი ტიპის ადამიანთა ჯგუფებმა. უმრავლეს კულტურაში არსებობს დროებითი და ნებაყოფლობითი ჯგუფები ადამიანებისა. ისინი ფლობენ ცოდნას, რომელიც ხასიათდება შემდეგი ნიშნებით:
* არის ოკულტური, საკრალური და მხოლოდ მცირე ჯგუფისთვის მისაღები და ამავდროულად გასაგები.
* ეს ცოდნა მოიცავს პრაქტიკულ სწავლებებს, რომელიც რომელიმე ძველი აღმოსავლური სწავლებიდან იღებს სათავეს და წარმოადგენს მის თანამედროვე ვარიანტს _ თანამედროვეობის მოთხოვნილებებზე ადაპტირებულ ტექნიკას
* ის ფასდება იმით, რამდენად ეფექტურიცაა პრაქტიკის თვალსაზრისით. თუ ადამიანის სულიერ მოთხოვნილებებს რაც უფრო მეტად მოიცავს, მით მეტად არის ჩართული ამ სწავლებაში
* ცოდნის შეფასებისას მოქმედებს ავტორიტეტის მომენტი _ ანუ გააჩნია ეს ცოდნა ვისგან მოდის, ვის ეკუთვის...
ამგვარი რელიგიური თემის სპეციალურ მოვალეობებს შეადგენს:
• დიეტა
• სხვადასხვა ფსიქოსომატური დისციპლინები
და სხვ.
მაგრამ ამასთან, მიუხედავად იმისა რომ ის იწოდება რელიგიურ თემად, არ იღებს რელიგიის ფორმას და არ ყალიბდება ეკლესიის, სინაგოგის, მეჩეთის ან სხვა მრევლის სახით. აქ რაღაც უფრო მეტი და განსხვავებული ადამიანთა კონცენტრაციაა, ვიდრე რელიგიური სიახლოვე რომელიმე ნაციონალურ ან მსოფლიო რელიგიის მიმდევრებს შორის. დასავლური ტიპის კონგრეგაცია წარმოადგენს „შეკრებილ ადამიანებს“, ადამიანთა ჯგუფს, რომელიც შინაგანად გახდა მოწოდებული, სურვილისამებრ გაჰყოლოდა თავის განსაკუთრებულ რწმენას, მან აირჩია რწმენის ინდივიდუალური სახე, არჩევანი გააკეთა ასე ვთქვათ, სხვა რომელიმე რწმენას, საკუთარ ინდივიდუალურ რწმენასა და ურწმუნოებას შორის.

ეხლა კი გადავიდეთ მაგალითებზე:
I. ეს გაერთიანებები არაოფიციალურია. დავაკვირდი და მიუხედავად მათი არარელიგიური ხასიათისა, ისეთ თვისებებს ამჟღავნებენ, რომლებიც რელიგიური გაერთიანებებისთვის არის დამახასიათებელი. აი ვთქვათ: თავიანთი გარდაცვლილი იდელოგიური ლიდერის დაბადების დღის აღნიშვნა. ერთი შეხედვით ეს არაფერია. მაგრამ სხვადასხვა რელიგიების მსგავსად როგორც არის გავრცელებული, როცა აღნიშნავენ წმინდანების მოსახსენიებელ დღეებს, იქნება ეს მათი დაბადების, თუ გარდაცვალების დღეები, ამ კონგრეგაციებშიც მსგავს ფაქტს წავაწყდი.
ამის მაგალითად კი მინდა მოვიყვანო ტრანსცენდენტური მედიტაციის დამფუძნებლის მაჰარიშ მაჰეშ იოგის შემთხვევა:
მაჰარიში 2008 წელს გარდაიცვალა და მას შემდეგ 12 იანვარს დაბ დღეს აღუნიშნავენ ყოველწლიურად მისი მიმდევრები
ასევე ოშო: 11 დეკემბერს მსოფლიოს მაშტაბით ოშოს მიმდევრები ზეიმობენ მის იუბილეს და მართავენ კონცერტებს


ეხლა გადავიდეთ სამეცნიერო ინსტიტუტზე:

სამეცნიერო ინსტიტუტის წარმმართველი მოტივი _ საკუთარი სამეცნიერო ავტორიტეტის მოპოვება და შემდგომი გამყარება
ცოდნა ესაა წარმოება, ანუ მეცნიერი აწარმოებს ცოდნას, რათა ამით მან ზეგავლენა მოახდინოს მეცნიერების წინსვლაზე და ადამიანთა აზროვნების შემდგომ ცვლილებაზე.
ჰუმანიტარულ მეცნიერებებში ცოდნა ფასდება
* მისი სარწმუნოობით, რაც უფრო დამაჯერებლადაა ის არგუმენტირებული, მით მეტი მომხრე და გამზიარებელი ჰყავს მას.
* იმით, თუ რომელი ავტორიტეტის აზრს ეფუძნება ეს ცოდნა. რაც უფრო ავტორიტეტულია, მით მეტად პოპულარულია _ ამ პრინციპით.
* აქაც იქმნება გარკვეული სამეცნიერო ჯგუფები, რომელიც ხდებიან რომელიმე მეცნიერის მიმდევრები, მისი უშუალო მოწაფეები და მისი ხაზის გამგრძელებლები.

II. კიდევ ერთი დაკვირვება: სამეცნიერო წრეებში, როდესაც ატარებენ სხვადასხვა სახის კონფერენციებს, კერძოდ კი ისეთ კონფერენციებს, რომლებიც მიძღვნილია რომელიმე ცნობილი მეცნიერის დაბადებიდან საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, ან მისი გარდაცვალებიდან მერამდენეღაცა წელს ეძღვნება. ვთვათ, "სერგი ჟღენტის 100 წლისთავთან დაკავშირებული კონფერენცია" და კიდევ უამრავი მსგავსი ტიპის ღონისძიება.

ეს ყველაფერი არის ერთგვარი პატივისცემის გამოხატულება, ამავე დროს მათი ავტორიტეტის წარმოჩენა და მომავალი თაობებისთვის მათი სახელის "შეხსენება". მეორე მხრივ, რომელიმე მეცნიერისადმი მიძღვნილ ამგვარ ღონისძიებასა და იმ კონგრეგაციის მიერ თავიანთი ლიდერების დაბადების დღეების, ან მათდამი მიღძვნილი კონცერტების აღნიშვნას შორის არსობრივი განსახვავება არ შეიმჩნევა.

პირველი შემთხვევა არის რელიგიურ სფეროში რელიგიური თემისთვის დამახასიათებელი. მეორე შემთხვევა კი სამეცნიერო წრეში გავრცელებული ტრადიცია.

არის კი მათ შორის რაიმე განსხვავება? ორივე _ რელიგიური და სამეცნიერო ინსტიტუტები, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, მსგავს შინაგან მასახიათებლებს ავლენენ. ეფუძვნებიან რა გარკვეულ ტრადიციას, რომელიც რიტუალის სახეს იღებს.


მოკლედ, გამიხარდება, თუ დაინახავთ ჩემს სათქმელს და თქვენს აზრსაც დააფიქსირებთ.
პატივისცემით ნარილა