Help - Search - Members - Calendar
Full Version: გამარჯობათ მონათესავე სულებო
ეზოთერიული ცოდნის ფორუმი > ძირითადი განყოფილება > ეზოთერული განყოფილება > ფორუმი
Pages: 1, 2
violetflame
გამარჯობათ,

შემთხვევით გადავაწყდი ამ ფორუმს და მინდა გითხრათ ძალინა გახარებული ვარ, რომ საქართველოში ასეთი ცნობიერების ადამინები ვიპოვნე.

მე პირადად დაინტერესებული ვარ ენერგო -სამუშაობეით (მაგალითად, რეიკი), მედიტაციით და ჰიპნოთერაპიით (ღრმნა რელაქსაცია, რეგრესული ჰიპნოთერაპია). პირადად შემიძლია მათი ჩატარება და ასევე ჩემზეც ჩაუტარებიათ - შესანიშნავი ხერხებია აურისა და ენერგოველის გასასუფთავებლად და სიხშირის ასამაღლებლად. ასევე, დაინტერესებული ვარ ტელეპატიით (მაქვს რაღაც საწყისი მონაცემები).

თქვენ კერძოდ რითი ხართ დაინტერესებული და რას ახორციელებთ პრაქტიკაში?

მადლობა gul.gif
violetflame
ეს არის ჩემი საყვარელი გიდირებული რეიკის მედიტაცია (ვისაც ინგლისური გესმით):

Guided Reiki Meditation
#####
Me am periodistvis dainteresebuli var mesame tvalis gaxsnit. Tu vinmem rame xerxi icit , momceret rame .

P.s. Reiki mkurnalobas xo exeba?
old_man
violetflame
QUOTE
მედიტაციით და ჰიპნოთერაპიით (ღრმნა რელაქსაცია, რეგრესული ჰიპნოთერაპია). პირადად შემიძლია მათი ჩატარება და ასევე ჩემზეც ჩაუტარებიათ
რეგრესული ჰიპნოთერაპიით შეგიძლია ადამიანს წინა ცხოვრებები გაახსენო?.............
QUOTE
თქვენ კერძოდ რითი ხართ დაინტერესებული და რას ახორციელებთ პრაქტიკაში?

ეჰ რას აღარ ))) მედიტაცია, გაცნობიერებული სიზმრები, ენერგეტიკული ვარჯიშები და ა.შ. smile.gif
violetflame
კი რეიკი გაწმენდა და მკურნალობაა (არა ტრადიციული მედიცინის თვალსაზრისით, რა თქმა უნდა). მესამე თვალის გახსნას რაც შეეხება, ჯერ, ჩემის აზრით, ყველანაირად უნდა გაისუფთავოთ სიტემა (ფიზიკური და ენერგეტიკული სხეულები); საჭიროა კვების რაციონის დახვეწაც (არ უნდა მიიღოთ დაბალი ვიბრაციის საკვები ისეთი, როგორიცაა ხორცი, ზოგი რძის ნაწარმსაც არ იღებს რომ უფრო მეტად აიმაღლონ ვიბრაციები); ჩაკრების გაწმენდა და დაბალანსება ზოგადად და განსაკუთრებიტ 'მესამე თვალის' ჩაკრა.
violetflame
@ old_man - მე ადამინის თავისუფალ ნებას დიდ პატივს ვცემ - ამ ცხოვრებაში იმ დასკვნამდე მივედი, რომ ვერავინ ვერაფერს გაგიკეტEვს თუ შენი ნება და მონდომება არ არის. ასე, რომ თუნდაც ჰყპნოთერაპევთი (მე პროფესიონალი არა ვარ - ვარ მოყვარული), მხოლოდ 'facilitator' ანყ გზის მაჩვენებელი არის. ჰიპნოთერაპიის დროს ზოგი საერთოდ არფერს არ იზახის და იძინებს smile.gif - ყველაფერი ინდივიდუალურია, მაგრამ ქვეცნობიერის დონეზე მაინც მოზდება რაიმე ცვლილებები. ადამიანის სულისთვის რაც არის საჭირო ისე ხდება ყველაფერი.
tikoroma
violetflame
ციტატა
საჭიროა კვების რაციონის დახვეწაც (არ უნდა მიიღოთ დაბალი ვიბრაციის საკვები ისეთი, როგორიცაა ხორცი, ზოგი რძის ნაწარმსაც არ იღებს რომ უფრო მეტად აიმაღლონ ვიბრაციები)
კვერცხი, თევზი?
ჯი-ნია-ნი
რა კარგია..
გამოაცოცხლე ცოტა ფორუმი, რამე გვასწავლე ^_^ : ))
violetflame
@ ჯი-ნია-ნი... - smile.gif - ფორუმი იმისთვისაა რომ ყველამ ერთმანეთს გავუზიაროთ ცოდნა; მე მზად გაგიზიაროთ ის რაც უკვე ვიცი (რა თქმა უნდა ჯერ კიდევ ბევრი მაქვს მეც სასწავლი)
@ tikoroma - კვერცხი და თევზიც არ არის სასურველი - საერთოდ, ნებისმიერი ცხოველური საკვები დამალი ვიბრაციების მატარებელია და ბლოკავს ადამიანის უნარს გავიდეს ფაქიზ შრეებზე;

აკაშური ჩანაწერების სასახლე (სადაც ინახება ინფორმაცია ჩვენი წარსულის და მომავლის შესახებ) იმყოფება ასტრალურ შრეზე. მედიტაციის, ჰყპნოთერაპიის ან ძილის დროს შეიძლება მისი მონახულება.

შეიძლება მოვილაპრაკოთ და გავაკეთოთ ტელევებინარი და იქ გავცვალოთ ინფორმაციები და ასევე გავაკეთოთ ჯგუფური მედიტაცია (მე შემიძლია წავუძღვე მას) თუ მსურველები იქნებიან.
td.........
საინტერესო და აშკარად დროული იყო თქვენი მობრძანება ამ ფორუმზე! smile.gif
#####
violetflame
xorcs ar vcham . Vecdebi cxoveluri nacarmi ar mivirtva araferi.

Vmeditireb , magram ar var darcmunebuli ro scorad vaketeb.

Vgrdznob ro xshirad viclebi energiisgan. Is ki ar vici rogor avivso energiit.

Tu icit vinmem locva vibraciis sixshires amaglebs tu...? Locvis bolos motentili, energia gamoclilivit var. Rato xdeba ase ar ici?
chemikerin
violetflame
QUOTE
საჭიროა კვების რაციონის დახვეწაც (არ უნდა მიიღოთ დაბალი ვიბრაციის საკვები ისეთი, როგორიცაა ხორცი, ზოგი რძის ნაწარმსაც არ იღებს რომ უფრო მეტად აიმაღლონ ვიბრაციები);

ტკბილეულზეც ვრცელდება ეს შეზღუდვა???


earth
violetflame
welcomeani.gif
საინტერესოა, გაგვიზიარე შენი გამოცდილება l_book.gif
violetflame
@ ##### - ენერგიისგან რომ იცლებით და ვეღარ იღდგენთ დახარჯულ ენერგიებს, იმის მაჩვენებელია, რომ ალბათ რაღაც დარღვევაა აურაში და ჩაკრებიც გასაწმენდი და დასაბალანსებელი გექნებათ. ლოცვის დროს ენერგიისგან დაცლა იმაზე მეტყველებს, რომ ალბათ გაქვთ ბრძოლები ნეგატიურ ანყ დაბალი ვიბრაციების ძალებთან. ასე შორიდან, ძნელია ზუსტი მიზეზის გამოვლენა. თქვენ ყველაზე უკეთესად შეძლებთ თქვენი ამ პრობლემბის წYაროზე პასუხის მიღებას საკუთარი ქვეცნობიერებისგან - შეგიძლიათ მედიტაციის დროს ან დაძინების წინ თქვენს ქვეცნობბიერებას/ზესულს დაუსვათ კითხვა იმაზე რაც გაწუხებთ და შეიძლება პასუხი ძილში მოგეცეთ.

მე პირადად, მგონია, რომ გარეშე ძალების ზემოქმედებით გემართებათ მასე. შემდეგ პოსტში დავდებ ლოცვას და ინფორმაციას თუ როგორ განვთავისუფლდეთ ნეგატიური კარმისა და ნეგატივისგან ზოგადად. ასევე, უსმინეთ სასიამოვნო მუსიკას, აკმიეთ საკმეველი, სვით ნაკურთხი წვალი (ის თწვენ თვითონ შეგიძლიათ დალოცოთ - წაუკითხეთ ლოცვები და ჩასძახეთ მაღალი ვიბრაციის სიტყვები, როგორიცაა 'სიყვარული', 'წრისტე ღმერთს დიდება' და ასე შემდეგ -ან თქვენთვის პირადად რასაც აქვს დადებითი მუხტი). მოუხმეთ მთავარანგელოზ მიქაელს, რათა თავისი დამვავი ფარი შემოგავლოთ....
violetflame
ნეგატიური ენერგიის გასანეიტრალებლად უნდა გამოიყენოთ 'იისფერი ალი' - თუ ადამიანის აურაა გასაწმენდი, წარმოიდგინეთ, რომ ადამიანის აურა იისფერი ალით ივსება და ყველა ნეგატიური ენერგია პოზიტიურად გარდაიქმნება. იგივე შეგიძლიათ გააკეთოთ ადგილებთან მიმართებაში. თუ სხვა ვინმეს ცდილობთ დაეხმაროთ, ყოველთვის აიღეთ ნებართვა პიროვნებისგან - თუ პირადად არ შეგიძლიათ მის ზესულს სთხოვეთ თანხმობა - ადამიანის ბედში ჩარევა ნებისმიერი გზით კარმას გამოგიმუშავებთ, მით უმეტეს თუ ეს მათი ნებართვის გარეშე ხდება.

საერთოდ, ყველა ადამიანს ემართება ის რაც მისი ბედისწერაა. ასე, რომ შავი მაგიის გამოყენება შემთხვევით არ ხდება. მას შეიძლება სხვადასვა მიზეზი ქონდეს. ადამიანი შეიძლება წინა ცხოვრებაში იყო შავი მაგი და სხვებს აუბედურებდა და ახლა მოვიდა ამ რეინკარნაციაში რათა კორექტირება გაუკეთოს თავის შეცდომებს და თავის თავზე გამოსცადოს იგივე. ან უბრალოდ, შეიძლება ადამიანი ემსახურება ღვთაებრივი ენერგიების შემოყვანს დედამიწაზე და შავი ძალები უბრალოდ ებრძვიან მას ამის გამო (რათა ხელი შეუშალონ).

სყვარული (არა მარტო გრძნობა, არამედ ენერგია - ეს არის უმაღლესი სიხშირის ენერგია რაც კი არსებობს) არის ერთადერთი რამ, რომლის წინაშეც ყველა შავი ძალა უძლურია.

ნეგატიური ენერგიებისგან თავის დასაღწევად ძალინა ეფექტურია ' წმინდა კვიპრიანეს დაუჯდომელი ლოცვები' - დამერწმუნეთ, ამ ლოცვებს აქვთ რეალური ძალა, მაგრამ თუ ძალინა ძლიერი არ ხართ სულიერად და ენერგეტიკულად არ გირჩევთ მის წაკითხვა სხვის დასახმარებლად (ამ შემთხვევაში ნეგატიური ენერგიები დასტოვებენ სხვა პიროვნებას და თქვენსკენ მოემართებიან და თუ არ გაქვთ საკმაოდ ძლიერი დამცავი გარსი გაგიწირდებათ, შეიძლება საბედისწეროც კი იყოს!)

ზოგადად ასეთ თემებთან ხუმრობა არ შეიძლება - არ გირჩევთ, თუნდაც ექსპერიმენტის სახით, სხვაზე გამოსცადოთ შავი მაგია - საბოლოო ჯამში პასუხის გება მოგიწევთ სხვების გაუბედურებისთვის და ათმაგად მოგეზღვებათ სიბოროტე - სამყაროს კანონებს წინ ვერ აღუდგებით და სულს ნუ დაიღუპავთ (შეიძლება თავიდან იფიქროთ, რომ ხელშეუხებელი ხართ, შავი ძალები ხელს ბევრ რამეში მოგიმართავენ სანამ დასჭირდებით და ბოლოს კი.........მტერსაც არ ვუსურვებ იმას, რაც მათ მსახურს დაემართება!)

ქრისტე ღმერთს დიდება! ქრისტე ეპოქა დადგა და კეთილი იყოს ქრისტეს ენერგიების შემობრძანება დედამიწაზე და ჩვენს გულებში (ვისაც ეს სურს)- სიყვარული არის ბედნიერების და უფალთან მისვლის ერთადერთი გზა <3

* * *
აი, ეს არის ლოცვა, რომელიც დაგეხმარებათ ნეგატიური ენერგიებისა და კარმისაგან განთავისუფლებაში (არ დაგავიწყდეთ, მთავარი სუფთა გული და ჭეშმარიტი სინანულია):
(შეგიძლიათ ზოგიეთი სიტყვები შეცვალოთ და დამატებით მოუხმეთ თქვენს მფარველ წმინდანებს/ამაღლებულ სულებს/ანგელოზებს როგორც თქვენ გსურთ და ასევე პირველ პირში ისაუბროთ, მაგალიტად: 'მოგიხმობ ქრისტე ღმერთო'):

'მოვუხმობ ქრისტე ღმერთს რათა დააცხროს ჩემი შიშები და მომაშოროს ყველა გარეშე საკონტროლო მექანიზმი რამაც შეიძლება ხელი შეუშალოს ჩემს განკურნებასა და განწმენდას. ვთხოვ წმინდა ღმერთს რათა დახუროს ჩემი აურა და დაიცვას იგი ნეგატიური ზეგავლენისგან და შექმნას არხი საიდანაც ქრისტეს ნათელი შემოვა ჩემში ჩემს განსაკურნებლადა და განსაწმენდად ისე, რომ ამ არხის მეშვეობით მხოლოდ ქრისტე ღმერთის ენერგია გადმოედინოს ჩემში. ახლა მოვუხმობ მთავარანგელოზ მიქაელს რათა ფარად შემომარტყას თავისი დამცავი ენერგია. ახლა მივმართავ მეცამეტე განზომილების უშიშროების საბჭოს რათა გააძლიერონ და გაამყარონ ჩემი დამცავი ფარი ასევე მომაშორონ და განაიოტონ ყველაფერი რაც არ არის ქრისტესმიერი ჩემს ველში.ახლა მოვუხმობ ჩემს მფარველ ყველა წმინდა სულს, წმინდა ანგელოზებსა და წმინდა მთავარანგელოზებს, ქრისტე ღმერთის დამხმარე ყველა წმინდა ძალას რათა სრულიად მომაშორენ და განაიოტონ ჩემთვის ცნობილი თუ უცნობი თითოეული ნეგატიური იმპლანტი და მათი ენერგიები, პარაზიტები და სულის შემბოჭავი იარაღები და მექანიზმები.

ახლა მოვუხმობ ქრისტე ღმერთს რათა თავისი ოქროსფერი ენერგიითა და ნათლით სრულიად განკურნოს და აღადგინოს ჩემი თავდაპირველი ენერგო-ველი.მე თავისუფალი ვარ!მე თავისუფალი ვარ!მე თავისუფალი ვარ!მე თავისუფალი ვარ!მე თავისუფალი ვარ!მე თავისუფალი ვარ!მე თავისუფალი ვარ! მე, რომელიც ცნობილი ვარ როგორც (შენი სახელი) ამ კონკრეტულ რეინკარნაციაში, ვაუქმებ და ბათილად ვცნობ ჩემს მიერ დადებულ ყველა კონტრაქტს, ერთგულების ფიცსა და ნებისმიერ გარიგებას, რომელიც არ ემსახურება ჩემს კეთილდღეობას არცერთ დროში, განზომილებასა თუ სივრცეში. ახლა ვუბრძანებ ყველა არსებას, რომელიც დაკავშირებულია ჩემს მიერ გაუქმებულ კონტრაქტებსა, ფიცებსა და გარიგებებთან, რათა დაუყოვნებლივ მომშორდნენ და დატოვონ ჩემი ენერგო-ველი რეტროაქტიულად და თან წაიღონ თავიანთი ფარული ხაფანგები, მაცდუნებელი მექანიზმები და მათ მიერ დათესილი ყოველგვარი ნეგატიური ენერგია. რათა განვახორციელო მათი განდევნა ჩემი ენერგო-ველიდან, მე მოვუხმობ სულიწმიდას რათა დაადასტუროს და უზრუნველყოს ყველა კონტრაქტის, გარიგებისა თუ ფიცის გაუქმება რომლებიც არ ემსახურებიან ღმერთს. მე ვთხოვ სულიწმინდას რათა ჩემი ენერგო-ველიდან განდევნოს ყველა ის არსება და ენერგია რომელიც არ სცნობს და არ ემსახურება მამაზეციერ ღმერთს. მე ვთხოვ სულიწმიდას განდევნოს ჩემიდან Yველა და ყოველივე რაც არ არის ქრისტესმიერი. მე ვაცხადებ ამას სამრთლიანად წმინდა ღმერთის სახელით - შორს ყველა უწმიდური ძალა ჩემგან სამუდამოდ! ამინ!

მე ახლა ვდებ ხელშეკრულებას წმინდა ღმერთთან ქრისტეს კანონით და ამ მომენტიდან და რეტროაქტიულად ვუძღვნი მთელ ჩემს არსებას, ფიზიკურ, ემოციურ და სულიერ ვიბრაციებს, ჩემს აზრებს, სიტყვებს და საქმიანობას ქრისტე ღმერთს. ახლა, ვთხოვ ქრისტე ღმერთს რათა უზრუნველყოს ამ ახალი ხელშეკრულების განხორციელება და დამეხმაროს მე რათა შევძლო მისი განხორციელება. ასევე მოვუხმობ სულიწმინდას როგორც მოწმეს ამ ახალი ღვთიური ხელშეკრულებისა. მადლობა ღმერთო, ამინ!
დაე, ყველა არსება, შემთხვევა და სიტუაცია - ჩემთვის ცნობილი თუ უცნობი, რომელიც საჭიროებს ამ განკურნებასა და განწმენდას წმინდა ღმერთის ძალით განიკურნოსა და განიწმინდოს. დაე, ყველაფერი რაც ჩვენს შორისაა განიკურნოს, განიწმინდოს და ყველას ყველაფერი ეპატიოს წმინდა ღმერთის სახელით. ახლა მოვუხმობ სულიწმინდას, მთავარანგელოზ მეტატრონს, მთავარნგელოზ მიქაელს, მთავარანგელოზ რაფაელსა და გაბრიელს, ღვთისმშობელ მარიამს და წმინდა გიორგის რათა დამეხმარონ ამდ განწმენდასა და განკურნებაში.მე ყველას ვპატიობ რაც საპატიებელია და ვთხოვ ყველას მაპატიოს ის რაც საპატიებელი მაქვს. და რაც ყველაზე მთავარია, მე ვპატიობ ჩემს საკუთარ თავს რაც საპატიებელი მაქვს. ახლა ჩვენ ყველანი კოლექტიურად განკურნებულნი და განწმენდილნი ვართ, განკურნებული და განწმენდილნი ვართ, განკურნებული და განწმენდილნი ვართ.ახლა ჩვენ ყველანი ავმაღლდით ჩვენს ქრისტესმიერ სხეულებამდე და ქრისტესმიერი არსებები ვართ.ჩვენ სრულიად შემოსილები ვართ ქრისტეს ოქროსფერი ნათლით.
ახლა მოვუხმობ წმინდა გერმანეს (Saint Germain) რათა იისფერი ღვთაებრივი ალით განწმინდოს ყველა ჩემი თავდაპირველი ენერგია რომელიც ჩემგან წაიღეს და განწმენდილი და ღვთაებრივი ფორმით დამიბრუნოს მე. ვთხოვ სულიწმინდას რათა სამუდამოდ ჩაკეტოს და გააუქმოს ის არხები საიდანაც ჩემი ენერგიები განედინებოდა ნეგატიური არაღვთიური ხერხებით. ახლა მოვუხმობ ქრისტე ღმერთს რათა დაივანოს ჩემში და განკურნოს ყველა ჩემი ჭრილობა და მოარჩინოს ყველა ჩემი მტკივნეული ნაკვალები. ასევე მოვუხმობ მთავარანგელოზ მიქაელს რათა სამუდამოდ დამიცვას ყველა ნეგატიურისა და ბოროტისაგან რათა შევძლო მთელი ჩემი არსებით ვემსახურო წმინდა ღმერთს.

მადლობა წმინდა ღმერთს, ყველა წმინდა მთავარანგელოზს, ჩემს მფარველ ქრისტეს ანგელოზებსა და წმინდა სულებს და ყველა წმინდა ძალას რომელიც ამდ განწმენდასა და განკურნებაში დამეხმარა. დიდება მამასა და ძესა და წმინდასა სულსა აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ!

* * *
ეს ლოცვა 21 დღის განმავლობაში უნდა იკითხოთ
violetflame
ჩაკრების გასაწმენდი და დამაბალნსებელი მედიტაციის მუსიკა - საუკეთესო რეზულტატისთვის დაწექით ზურგზე და გაომიყენეთ ყურთსასმენები. დაიწყეთ სუნთწითი ვარჯიშებით და უბრალუდ უსმინეთ ამ მუსიკას და მოეშვით - ეცადეთ სხვა არაფერზე არ იფიქროთ უბრალოდ მიყევით დინებას

Chakra Cleansing and Balancing

მედიტაციის დროს სასურველია თული დაიწყებთ ჩაკრების გაწმენდასა და დაბალანსებას 1-ი ჩაკრიდან.

ჩაკრების გაწმენდა რუსულად очистить чакры

1. პირველი ჩაკრა - წითელი- (რომელიც ცნობილია როგორც კუნადალინის ჩაკრა) მოთავსებულია მოთავსებულია 'კუდუსუნზე'. მისი ელემენტია მიწა და სიმბოლო გველი. ითვლება ფიზიკური სხეულის ფუნდამენტად. ეს ემსახურება ჩვენს სხეულში სასიცოცხლო ენერგიების სტიმულირებას და გვეხმარება, რატა ვიყოთ ჰარმონიულ კავშირში მატერიალურ სამყაროსა და დედამიწასთან.

2. მეორე ჩაკრა -ფორთოხლისფერი- (ასევე ცნობილია როგორც საკრალური ჩაკრა). იგი განთავსებულია ჭიპიდან 1-2 სანტიმეტრით დაბლა, საშვილოსნოს არეალში. ელემენტი - წყალი. განაგებს ჩვენს ემოციებს. ასევე, გავლენას ახდენს ადამიანის სექსუალორაბასა და ვნებაზე.

3. მესამე ჩაკრა - ყვითელი - (მზის წნული) - მოთავსებილია დაახლოებით სადაც კუჭია. ელემენტი - ცეცხლი. მისი საშუალებით ვგრძნობთ სხვათა ვიბრაციებს და ემოციებს, ამიტომ, ხშირ შემთხვევაში მგრძნობიარე ადამიანები ამ ჩაკრაში გრძნობენ გარკვეულ სენსაციებს როდესაც მათზე ხდება ნეგატიური ენერგიების 'დაშენა' და მსგავს მოვლენებს.

4. გულის ჩაკრა - მწვანე - მოთავსებილია გულ-მკერდის არეში. ელემეტი - ჰაერი. ამ ჩაკრასში ერთიანდება ყველა დანარჩენი 6 ჩაკრა, აქ ხდება ჩვენი ფიზიკური ჩაკრების სულიერ ჩაკრებთან შეერთება. ასევე, ამ ჩაკრაში არის ჩვენი ასტრალური სხეულის ფუნდამენტი. იგი გავლენას ახდენს ჩვენს უნარზე გვიყვარდეს და შევძლოთ მიტევება და თანაგრძნობა. ელემენტია - ჰაერი.

5. ყელის ჩაკრა - ლურჯი - განთავსებულია, სადც ჩვენი ფარისებრი ჯირკვალია. გავლენას ახდენს ჩვენს უნარზე გამოვხატოთ ჩვენი აზრები სითყვით, არტისტულად, წერილობით... ფიზიკურად გავლენას ახდენს ფარისებრ ჯირყვალზე. ელემენტები - ეთერი და მიწა.

6. მეექვსე ჩაკრა ანუ 'მესაემ თვალი' - მუქი ლურჯი - მოთავსებულია ქარბებს შორის. დაკავშირებულია ნათელხილვის უნართან. ელემენტები: სინათლე და წყალი.

7. მეშვიდე ჩაკრა ანუ 'გვირგვინის ჩაკრა' - იისფერი. მოთავსებულია 'ყიფლიბანდის' არეალში. ამ ჩაკრის მეშვეობით ხდება ჩვენი კავშირი სამყაროსთან, ჩვენს შემოქმედთან ჩვენს ზესულთან... ელემენტები - აზრი და ცეცხლი.

უფრო დაწვრილებით იხილეთ აქ: Chakras
violetflame
@ chemikerin - კი სამწუხაროდ ტკბილეულზეც smile.gif - ნებისმიერ სტიმულანტზე, მაგრამ სანამ ამ ყველაფერს კვების რაციონიდან ამოიღებთ კარგი იქნებოდა ექიმს გასაუბრებოდეთ - ორგანიზმი არ უნდა აშიმშილოთ - სწორად უნდა შეარჩიოთ საკვები - მე პირადად ვეგანი ვარ (არანაირ ცხოველურს არ ვიღებ), მაგრამ ვცდილობა ჩემი რაციონი მრავალფეროვანი იყოს და ზოგჯერ მცენარეულ დანამატებსაც ვიღებ სხვადასვა დანიშნულებით
chemikerin
violetflame
მადლობთ! smile.gif
td.........
ამ ბოლო დროს სერიოზულად დავფიქრდი ვეგანობაზე...ერთია, რომ რძის ნაწარმზე მიჭირს უარის თქმა მაგრამ ხანდახან მზარავს რომ წარმოვიდგენ რა ენერგია მოაქვს მას...
ჯი-ნია-ნი
violetflame
ძალიან საინტერესო იყო...

ისე, სულ მაინტერესებდა, რძის ნაწარმს რატომ მოაქვს ცუდი ენერგია.. ვერსად ვერ მივაგენი ამაზე პასუხს, ან სათანადოთ არ მიპოვნია..
chemikerin
QUOTE
მზარავს რომ წარმოვიდგენ რა ენერგია მოაქვს მას...

რა ენერგია მოაქვს? unsure.gif

მაგრამ ვეგანობისთვის სერიოზული მზადყოფნაა საჭირო... თან აკრძალვა არა მგონია კარგი იყოს... პირველ რიგში, მთავარია რომ უბრალოდ აღარ მოგინდეს ხორცი იქნება თუ რაც იქნება... ზოგი არის რო არ ჭამს და ნერწყვებს ყლაპავს მერე biggrin.gif ეს არა მგონია კარგი იყოს... რას იტყვით???
td.........
chemikerin
ვეგეტარიანელი 21 წელია რაც ვარ.. ვეგანობა კიდევ სხვა რამეა და მართალია მზად უნდა იყო, იძულებით უაზრობაა! ჩემ შემთხვევაში ყველაფერი თAვისთავად მოხდა, ჯერ ხორზე ვთქვი უარი, ისიც ორგანიზმმა თქვა, მერე თევზზეც...

რძის ნაწარმს იმას რასაც ჩვენ მოვიხმართ ვერ ექნება ჯანსაღი ენერგეტიკა, რადგან ის ძალადობრივი გზით მიიღება.. სოფელში რომ ვცხვორობდე და ჩემი საქონელი მყავდეს ძროხას მთელს რძეს არ წავართმევდი და არც იმისთვის შევაჯვარებდი, რომ მუდმივად რძის წყარო ყოფილიყო...
თანამედროვე ფერმებში კი ძროხები ფაქტიურად იმისთვის ყავთ , რომ რძე მიიღონ, მათ ბოჩოლებს უბრალოდ ხოცავენ, ხშირად ახალშობილებს უბრალოდ ყრიან და ისინი ტანჯვით იხოცებიან... ძროხები კი რამოდენიმე წლიანი მუდმივი ექსპლუატირების გამო დაუძლურებისგან კვდებიან, კალცგამოცლილი ძვლები ხშირად უბრალოდ ემსხვრევათ....ამ ტანჯვის წილ მიღებულ რძეს ვერანაირად ვერ ექნება მაღალი ვიბრაძიის ენერგეტიკა...
violetflame
td......... გადასარევი პასუხია რძის ნაწარმთან დაკავშირებით. საერთოდ, ის, როგორც ადამიანები ცხოველებს ეპყრობიან არის ამაზრზენი. ადამიანს თავისუფლად შეუძლია მკვდარი გვამების ჭამის გარეშე არსებობა, პირიქით, ორგანიზმისთვის საზიანოც კი არის ხორცის ჭამა, რომელიც ათას დაავადებას იწვევს. აბა, კარგად დაფიქრდით - რა არის ხორცი? მკვდარი გვამი - როგორ შეიძლება მისი ჭამა სასარგებლო იყოს? ხორცს ვინც ჭამს ის ძალიან დაბალ სიხშირეზე ვიბრირებს და ალბათ არაა მზად უფრო მაღალ განზომილებაში გადასასვლელად ჯერ. ეს აწყობთ იმ ნეგატიურ ძალებს ვინც დღესდღეობით ამ განზომილებაში მყოფ დედამიწას მართავენ - რაც უფრო ბევრი ადამიანი იქნება პირველყოფილ საწყისებზე მით უფრო ბევრი 'საკვები' ექნებათ' მათ ენერგეტიკული თვალსაზრისით.

მართალია, ვეგეტარიანელი და ვეგანი რომ გახდე ამისთვის მზად უნდა იყო (ჩემი აზრით ალბათ სხვა ენერგიის (სულიერი) წყარო უნდა გქონდეს რომ იარსებო ან უნდა შეძლო აქტივიზაცია გაუკეტო შინაგან ენერგო რესურსებს - ამის მიღცევა შესაძლებელია ლოცვებით, მედიტაციით და სწორი ცხოვრების გზით - ანუ ნურავის ნურაფერს დაუშავებ). ჩემმა ორგანიზმმა ჯერ ხორცი უარყო, მერე თევზი, მერე კვერცხი და მერე რძის ნაწარმი. უბრალოდ, ვნანობ, რომ ეს არჩევანი დაბადებიდან არ მქონია.

მცდარია ის აზრი, თითქოს ღმერთმა ყველაფერი ადამიანის მოსახმარად და ექსპლოატავიისთვის შექმნა დედამიწაზე. ცხოველები თანასწორუფლებიანი არსებები არიან და ჩვენი, როგორც სულიერად განვითარებული ადამიანების ვალია მათზე ზრუნვა და მათი უფლებების დაცვა.
td.........
ციტატა
მცდარია ის აზრი, თითქოს ღმერთმა ყველაფერი ადამიანის მოსახმარად და ექსპლოატავიისთვის შექმნა დედამიწაზე. ცხოველები თანასწორუფლებიანი არსებები არიან და ჩვენი, როგორც სულიერად განვითარებული ადამიანების ვალია მათზე ზრუნვა და მათი უფლებების დაცვა.
violetflame

ნეტა ბევრი ფიქრობდეს ასე...
chemikerin
td.........
violetflame
კარგი პოსტებია!!! smile.gif


earth
violetflame
მიხარია რომ ჩვენს ფორუმზე მოხვედი, ამ ბოლო დროს ერთგვარ კრიზისს განიცდიდა ჩვენი ფორუმი, მიხარია რომ ცოდნა რაც გაქვს სწორედ ეს ცოდნაა აუცილებელი.
violetflame
@ earth - მადლობა smile.gif - ყოველთვის სინათლისა და სიყვარულის სამსახურში - ასე ვხედავ ჩემი სიცოცხლის არსს ამ პლანეტაზე
violetflame
და ასევე დავამატებდი - მადლობა ყველა თქვენგანს რომ არსებობთ - მხოლოდ ერთად და ერთობლივი ძალისხმევით შევძლებთ სინათლის შემოტანას საქართველოში angel1.gif
earth
violetflame
QUOTE
მხოლოდ ერთად და ერთობლივი ძალისხმევით შევძლებთ სინათლის შემოტანას საქართველოში

l_daisy.gif
და არა მარტო საქართველოში smile.gif
მზეონა
იისფერო ცეცხლო smile.gif მიხარია ფორუმი რომ დადებითად გამოაცოცხლე..

მაინტერესებს, ნიკიდან გამომდინარე, რატომ დაირქვი ეს სახელი- პროფეტების სწავლებიდან გამომდინარე,თუ? ანუ შენ რომელ სწავლებას მისდევ?
Plasmodium
QUOTE(td......... @ Mar 26 2013, 08:24 PM) *
თანამედროვე ფერმებში კი ძროხები ფაქტიურად იმისთვის ყავთ , რომ რძე მიიღონ, მათ ბოჩოლებს უბრალოდ ხოცავენ, ხშირად ახალშობილებს უბრალოდ ყრიან და ისინი ტანჯვით იხოცებიან... ძროხები კი რამოდენიმე წლიანი მუდმივი ექსპლუატირების გამო დაუძლურებისგან კვდებიან, კალცგამოცლილი ძვლები ხშირად უბრალოდ ემსხვრევათ....ამ ტანჯვის წილ მიღებულ რძეს ვერანაირად ვერ ექნება მაღალი ვიბრაძიის ენერგეტიკა...

ეს ცოტა გადაჭარბებული მგონია

მგონი აბუქებენ ამ თემაზე გაკეთებულ პროპაგანდისტულ ფილმებში
violetflame
ფერმებთან დაკავშირებით, ნამდვილად არ აბუქებენ:

Cruelty Free World

Meat Exposed

TRuth About Dairy Industry

რაც შეეხება ჩემს ნიკს - იისფერი ალი - მთელი ცხოვრება ნეგატიური ენერგიების გაწმენდა მიწევს და იისფერი ალი ჩემი მეგობარია ამ საკითხში smile.gif
soi
violetflame მადლობა ლოცვისთვის.. ვზივარ ეხლა უაზროდ კმაყოფილი და არ ვიცი რა მიხარია.. ))))
violetflame
soi - სიხარული მაღალი ვიბრაციების ენერგიაა - შეინარჩუნეთ იგი l_sunny.gif
td.........
Plasmodium
არ აბუქებენ, შეიზლება ჩვენტან , მტალდ ეგრე არა ჯერ საქმე ცინ წასული, თუმცა ქათმების ფერმა რომ ნახო გული გაგისკდება.. აი რძე და ხაცჰო-არაჟანი რაც მაგაზიებსჰი იკიდება ძირითAდად უცხოური რძის ფხვნილით მზადდება ის კი იქაური ფერმებიდანაა, ისევე როგორც ნახევარფაბრიკატები უცხოური ხორცისგან ნაცარმოები, ქატმის ბარკლები ადა სე სჰემდეგ!


როგორ მინდა ჩემი ოჯახის წევრებიც შეეშვან ამ მძორის ჩამას, მაგრამ .. ეს მათი არჩევანი უნდა იყოს...:|
Plasmodium
violetflame

ასეთ ფილმებს და პეიჯებს ობიექტურობას ვერ დავაბრალებთ. მე ძაან ეჭვი მეპარება ვინმე ახალდაბადებულ ხბოს აგდებდეს. გამონაკლისი ყოველთვის არსებობს მაგრამ როგორც მიღებული პრაქტიკა... უაზრობაა თუნდაც წმინდა კომერციული თვალსაზრისით.

td.........

გემრიელად მიირთვით smile.gif

youtube.com/watch?v=NNlxnQxy4rg
td.........
Plasmodium
მადლობა.. დასაჯერებლად ძნელია,მაგრამთანამედროვე ფერმები ასეა აწყობილი. მაგალითად კვერცხის ფერმებში ხოცავენ მამალ წიწილებს, არის საამისო აგრეგატები და დანადგარები, მათ ან თავებს აწყვეტენ, ან ბანალურად სრესენ... კომერციულად ნამდვილად არ არის მომგებიანი მათი გამოზრდა, რადგან მათ კვება უნდა , საკვები კი ფულია, ეს ფერმა კი მხოლოდ კვერცხს აწარმოებს... ასევე რძის ფერმებშიც... მამალ ხბოებს უბრალოდ ხოცავენ... რთულია ამის უემოციოდ აღქმა და ალბათ იმიტომაც მივდივართ მთელი დედამიწის მოსახლეობა საჯდომისკენ , რომ მსგავს ფაქტებს და კიდევ მრავალ სხვა სისასტიკეს რაცას ჩავდივართ(პირდაპირ, ტუ ირიბად) უემოციოდ ვუყურებთ და ზოგჯერ გვირჩევნია ამ თემაზე არ ვისაუბროთ, ან არ დავიჯეროთ, ან არც კი გავიგონოთ , რომ ჩევნი სინდისი და ფსიქიკა მშვიდად იყოს... დედამიწაზე ამუსავებულია უზარმაზარი ძალადობრივი მანქანა და გვინდა-არ გვინდა ყველანი ამ მანქანაში ვსხედვართ!
violetflame
td......... "დედამიწაზე ამუსავებულია უზარმაზარი ძალადობრივი მანქანა და გვინდა-არ გვინდა ყველანი ამ მანქანაში ვსხედვართ!"
სრული სიმართლეა - არჩევანი ნამდვილად გვაქვს, რომ ამ მანქანიდან გადმოვიდეთ და შევეცადოთ სხვებიც 'გამოვაფხიზლოთ' - საქართველოში ხალხის არგუმენტები ზოგადად ასეთია - 'ადამიანები მთელი საუკეუნეები ამას აკეთებენ (გვამის ჭამას, ერთმანეთის ჩაგვრას, ომებს, და ასე შემდეგ) და ესე იგი ასეა საჭირო - მართლა?! არამც და არამც!!!! ეს ყველაფერი ნეგატიური ძალების ინტერესებს ემსახურება და არა ჩვენსას, როგორც ქრისტესმიერ სულებს! (სხვათაშორის, სიმართლის ქადაგებისთვის ქრისტე ჯვარზე აცვეს - არა მგონია დღევანდელი კაცობრიობა იმ მასაზე ბევრად განვითარებული იყოს - ცნობიერების და სულიერების თვალსაზრისით)
Plasmodium
td.........

მე მთლიანად ამ პლანეტას აღვიქვავ როგორც ჯოჯოხეთს. ალბათ ამიტომ აღარ ვღშფოთდები როგორც საჭიროა... ისე რა თქმა უნდა მძიმე სანახავია ამდენი სისხლი და აგრესია.
td.........
Plasmodium
არადა ულამაზსეი და უსაყვარლესი პლანეტაა... ჯოჯოხეთს ჩვენთვითონ ვაწყობთ... პლანეტა აქ არაფერ შუაშია! დედამიწა ისეთივე ცოცხალი არსებაა როგორც მასზე მცხოვრებნი, ის შეიძლება მეტადაც განიცდის... რადგან მან მიგვღო უნდა ვეცადოთ ჯოჯოხეთი შევცვალოთ სამოთხედ.. ყველამ ჩვენ-ჩვენი ჯოჯოხეთი გარდავქმანათ ად მჯერა ყველაფერი შეიცვლება. smile.gif
Fee
QUOTE(td......... @ Mar 26 2013, 06:47 PM) *
ამ ბოლო დროს სერიოზულად დავფიქრდი ვეგანობაზე...ერთია, რომ რძის ნაწარმზე მიჭირს უარის თქმა მაგრამ ხანდახან მზარავს რომ წარმოვიდგენ რა ენერგია მოაქვს მას...


აუ მეც ბოლო პერიოდია, მაგრამ მე არ მიჭირს, რძის ნაწარმზე უარის თქმა. ერთ ბებოს ჩამოაქვს ხოლმე კვირაში ერთხელ სოფლიდან რძის ნაწარმი, ძალიან გემრიელი ხაჭო აქვს biggrin.gif 3ჯერ ვიყიდე მარტო, მიუხედავად იმისა რომ ძალიან მეგემრიელება ვერ ვჭამ, არ მინდება. ადრე ყველზე ვგიჟდებოდი, ეხლაც მომწონს კარგი ყველი, მაგრამ თუ არ "მაჭამე" არ მინდება. ჯერჯერობით ისევ სიზარმაცის გამო ვიკავებ თავს ვეგანობისგან biggrin.gif მაგრამ აშკარად მაქეთ მივექანები.
violetflame
ძალიან კარგი - ის ფაქტი, რომ თქვენი ორგანიზმი აღარ ითხოვს ცხოველურ ნაწარმს, მიუთითებს იმაზე, რომ თქვენ ორგანიზმის ვიბრაციები/სიხშირეები მაღლდება და ემზადება უფრო მაღალ განზომილებაში საარსებოდ - მიუგდეთ ყური თქვენს ერგონიზმს და პატივი ეცით მის არჩევანს smile.gif
Dondariable
მეც მასე ვარ


მინდა რაც შეიძლება მეტი ბოსტნეული და ხილი ვჭამო


მაგრამ რძის ნაწარმზე არ მაქვს პრობლემა
violetflame
td......... -"არადა ულამაზსეი და უსაყვარლესი პლანეტაა... ჯოჯოხეთს ჩვენთვითონ ვაწყობთ... პლანეტა აქ არაფერ შუაშია! დედამიწა ისეთივე ცოცხალი არსებაა როგორც მასზე მცხოვრებნი, ის შეიძლება მეტადაც განიცდის... რადგან მან მიგვღო უნდა ვეცადოთ ჯოჯოხეთი შევცვალოთ სამოთხედ.. ყველამ ჩვენ-ჩვენი ჯოჯოხეთი გარდავქმანათ ად მჯერა ყველაფერი შეიცვლება. smile.gif "
clap2.gif

სრულიად გეთანხმებით! ყველამ ჩვენ-ჩვენი ვიბრაციები ავიმაღლოთ და ყველანი გავსუფთავდეთ ნეგატიტუი ენერგიებისა თუ აზრებისგან, გვიყვარდეს და პატივი ვცეთ საკუთარ ტავს და ყველა არსებას - სულიერსა თუ უსულოს, და ყველაფერი კარგად იქნება (რა თქმა უნდა, ჯოჯოხეთი სამოთხედ ერთ ღამეში სასწაულებრივად ვერ გადაიქცევა, მაგრამ საიდანღაც და ოდესღაც უნდა დავიწყოთ - დავიწყოთ დღეიდან smile.gif )
earth
td.........
QUOTE
Plasmodium არადა ულამაზსეი და უსაყვარლესი პლანეტაა... ჯოჯოხეთს ჩვენთვითონ ვაწყობთ... პლანეტა აქ არაფერ შუაშია! დედამიწა ისეთივე ცოცხალი არსებაა როგორც მასზე მცხოვრებნი, ის შეიძლება მეტადაც განიცდის... რადგან მან მიგვღო უნდა ვეცადოთ ჯოჯოხეთი შევცვალოთ სამოთხედ.. ყველამ ჩვენ-ჩვენი ჯოჯოხეთი გარდავქმანათ ად მჯერა ყველაფერი შეიცვლება.

სიყვარულო, რა კარგად თქვი JC_cupidgirl.gif
earth
Fee
QUOTE
აუ მეც ბოლო პერიოდია, მაგრამ მე არ მიჭირს, რძის ნაწარმზე უარის თქმა. ერთ ბებოს ჩამოაქვს ხოლმე კვირაში ერთხელ სოფლიდან რძის ნაწარმი, ძალიან გემრიელი ხაჭო აქვს 3ჯერ ვიყიდე მარტო, მიუხედავად იმისა რომ ძალიან მეგემრიელება ვერ ვჭამ, არ მინდება. ადრე ყველზე ვგიჟდებოდი, ეხლაც მომწონს კარგი ყველი, მაგრამ თუ არ "მაჭამე" არ მინდება. ჯერჯერობით ისევ სიზარმაცის გამო ვიკავებ თავს ვეგანობისგან მაგრამ აშკარად მაქეთ მივექანები.


რა ბედნიერებაა... მე ვერა მასე... მარტო ხორცი არ მინდება, დანარჩენი კი.
tikoroma
violetflame
ციტატა
ძალიან კარგი - ის ფაქტი, რომ თქვენი ორგანიზმი აღარ ითხოვს ცხოველურ ნაწარმს, მიუთითებს იმაზე, რომ თქვენ ორგანიზმის ვიბრაციები/სიხშირეები მაღლდება და ემზადება უფრო მაღალ განზომილებაში საარსებოდ - მიუგდეთ ყური თქვენს ერგონიზმს და პატივი ეცით მის არჩევანს smile.gif
არათუ აღარ ითხოვს, განგაშს აცხადებს უკვე რძის ნაწარმს ვეღარ ვეკარები, თევზი და კვერცხი კი არ მიყვარს მაგრამ, მაგაზეც რომ დავიწყო უარის თქმა, გამიგიჟდებიან, ისედაც სულ ჩემს ჭამაზეა ლაპარაკი.
ყველაზე დიდი პრობლემა ისაა, რომ რაღაც პროდუქტები შეიცავენ კვერცხს და რძეს - მაიონეზი, მაკარონი, შოკოლადები, ვაფლი და ასეთი რაღაცეები. ამის გამორკვევა რა რისგან მზადდება უფრო რთული და დამღლელია ჩემთვის, ვიდრე ყველზე და თევზზე უარის თქმა.
mamu_ka
ხორცი მეც აღარ მიზიდავს, თავს მატკიებს ხოლმე რომ ვჭამ smile.gif მაგრამ ზოგჯერ მაინც ვჭამ smile.gif ასევე ვგრძნობ როგორ იცვლება ენერგია ჩემში smile.gif
td.........
tikoroma
სამარხვო პროდუქტები შეარჩიე ხოლმე, და გარკვევაც არ დაგჭირდება.. აბა ჩვენთან ვეგანებს არანაირ პირობებს არ უქმნიან.. იმ დღეს გუდვილში სოიოს ვერანაირი პროდუქტი ვერ ვნახე გარდა კატლეტისა, რომელიც საზიზღრობაა..ჩემმა მეგობარმა დაიწყო ტოფუს კეთება, ქართული სოიოსგან, რადგან შემოტანილი გენმოდიფიცირებულია და შხამია. ეხლა დამიმზადა მეც, იმედია მომეწონება...smile.gif ტუ კარგი გამოვიდა და წარმოებაში გაუშვა შეგატყობინებთ.smile.gif
violetflame
კარგია, რომ ალტერნატივა გაჩნდა საქართველოში. ინგლისში ბევრი ვეგანია და აქ უფრო მრავალფეროვნებაა მაგ მხრივ - არის ასეთი საკვები (სოკოს ერთ-ერთი სახეობა თუ არცდები), რომელსაც ქვია Quorn და ხორცის ნაცვლად გამოიყენება. თუ ადამიანს ფარისებრი ჯირკვლის პრობლემა აქვს მისთვის სოიოს მიღება არ არის სასურველი. ისე, მე პირადად, Quorn-საც იშვიათად ვჭამ - ორგანიზმი არ მთხოვს ხორცის შემცვლელი არანაირი პროდუქტის ჭამას საერთოდ - სუნიც კი არ მსიამოვნებს.

სხვათაშორის, ის რომ ამბობდნენ ადამიანს აუცილებლად უზომო რაოდენობის პროტეინი სჭირდება იმისთვის, რომ ჯანმრთელად იარსებოსო, აღმოჩნდა, რომ თურმე მითია.

უფრო მეტად ალბათ ვეგანური ფეხსაცმელების შოვნა იქნება პრობლემა (იმის გაფიქრებაც კი არ მსურს, რომ ტანზე სხვისი კანი როგორ უნდა შემოიცვა sad.gif )

და ბოლოც, არ დაგვავიწკდეს, რომ დღევანდელ მსოფლიოში არსებობენ ადამიანები, რომლებიც მხოლოდ მზის ენერგიით იკვებებიან.
This is a "lo-fi" version of our main content. To view the full version with more information, formatting and images, please click here.
Invision Power Board © 2001-2024 Invision Power Services, Inc.