Help - Search - Members - Calendar
Full Version: ქართული მედიტაცია
ეზოთერიული ცოდნის ფორუმი > ძირითადი განყოფილება > ეზოთერული განყოფილება
violetflame
რამდენადაც ვიცი ეს არის პირველი მცდელობა გიდირებული მედიტაციისა ქართულ ენაზე. გთხოვთ მოუსმინოთ და დატოვოთ თქვენი კომენტარები (მედიტაცია არის ჩაკრების გაწმენდაზე):

ჩაკრების გაწმენდა თეთრი ენერგიით
gio.geoo
violetflame
შენი გაკეთებულია? ))
Plasmodium
კარგია

მე საერთოდ არ მესმის გიდირებული მედიტაცია რა არის მაგრამ ყველა ეროვნულ წამოწყებას ამ მიმართულებით მხოლოდ მივესალმები smile.gif
gio.geoo
violetflame
ვარდისფერი სხივი სენ ჟარმენთანაა კავშირში ხომ?
Atm@n
მშვენიერი ხმაა! მოაქვს ემოციები! biggrin.gif

violetflame
მადლობა კომენტარებისთვის - კი ჩენი გაკეთებული ექსპრონტად - მაინტერსებდა როგორი გამოვიდოდა - ბევრი ვიტსვალე თვითონ ვიდეოს შექმნაზე, იმიტომ რომ პირველად გავაკეთე. თუ ფიქრობთ, რომ ადამიანებს რაიმეთი დაეხმარებათ ასეთი ვიდეოები, კიდევ ვეცდები გავაკეთო სხვადასხვა ფოკუსით (მაგალითად რეგრესი, მფარველ ანგელოზთან შეხვედრა და ასე შემდეგ).

იისფერი ალი უკავშირდება მთავარანგელოზ მეტატრონს და წმინდა გერმანეს (St Germain). ბევრი სხვადასხვა ხარისხის ენერგიები არსებობს, რომელზეც დედამიწელებს ჯერ ხელი არ მიგვიწვდება (უბრალოდ არ ვართ მისთვის მზად). ეს ენერგია, თუ არ ვცდები, 1989 წელს გახდა ჩვენთვის ხელმისაწვდომი.
Atm@n
violetflame

კიდევ გააკეთე. კარგად გამოგდის!
violetflame
@ Atm@n მადლობა l_daisy.gif

მე მგონი აქ დამისვეს კითხვა რა მიმდევრობას ვეკუთვნი - არ ვეკუთვნი არც ერთ მიმდევრობას ან რელიგიას, ვარ თავისუფალი სული/პიროვნება - ყველაფრისგან ვიღებ მხოლოდ იმას რაც ჩემთვის მისაღებია ამ ეტაპზე და პატივს ვცემ ყველა დანარჩენს smile.gif

მაინტერესებს აქაური ფორუმელებიდან ვინმე თუ ცხოვრობს ინგლისში?
Lashapoli
QUOTE(violetflame @ Mar 27 2013, 02:49 PM) *
მადლობა კომენტარებისთვის - კი ჩენი გაკეთებული ექსპრონტად - მაინტერსებდა როგორი გამოვიდოდა - ბევრი ვიტსვალე თვითონ ვიდეოს შექმნაზე, იმიტომ რომ პირველად გავაკეთე. თუ ფიქრობთ, რომ ადამიანებს რაიმეთი დაეხმარებათ ასეთი ვიდეოები, კიდევ ვეცდები გავაკეთო სხვადასხვა ფოკუსით (მაგალითად რეგრესი, მფარველ ანგელოზთან შეხვედრა და ასე შემდეგ).

ქართულ სივრცეში ყველაფერი კარგი იქნება რაც ეზოთერიკას ეხება.. ბანძი ფოკუსი რო იყოს მაინც(უხეში მაგალითი), ხალხმა რო ცოტა ალტერნატივაზე დაიწყოს ფიქრი და აზროვნების არეალი გაუფართოვდეთ..
რეალისტი
www.youtube.com/watch?v=bBFCNv0swf0

violetflame
რეალისტი... - ეს რა ბმულია? რაღაც ბინძურ საიტზე გადადის - სპემია??? ვირუსები არ გადმოიტანოს კომპიუტერზე - გთხოვთ გადაამოწმოთ
Plasmodium
ზუსტ ლინკს დავდებ

თქვენის ნებართვით ბატონო ლევან

youtube.com/watch?v=bBFCNv0swf0
violetflame
@ რეალისტი... - ძალიან კარგი ვიდეო კლიპია smile.gif - ინფორმატიული და თანაც ქართულად!
Chakras
ano

საინტერესოა ძალიან კარგია ქართულად რომ გააკეთეთ ვიდეოები rolleyes.gif

არ ვიცოდი იისფერი უარყოფითი ენერგიებისაგან თუ გვიცავადა, ანუ უნდა წარმოვიდგინოთ, რომ იისფერი აურა გვარტყია?

____________



violetflame
ano - იისფერი აურა არაა აუცილებელი რომ წარმოიდგინოთ. ეს არის ცნობილი როგორც 'იისფერი ალი'. შეგიძლიათ წარმოიდგინოთ იისფერი ალი თქვენს წინ და მერე, თუ სურვილი გექნებათ, შეხვიდეთ მასში, რათა ნეგატიური გაიწმინდოს (ოღონდ არ დაგავიწყდეთ უკან გამოსვლა). ანდა აურის გარშემო შემოირტყათ როგორც დამცავი და გამწმენდი გარსი.
ჯი-ნია-ნი
ძალიან კარგია..
მივესალმები ასეთ წამოწყებებს
violetflame
დავამატე ახალი გიდირებული მედიტაცია - 'კარმისგან გაწმენდა' - უმჯობესია თუკი ყურთსასმენების მეშვეობით მოუსმენთ. გიდირებული ნიშნავს, რომ წამყვანი გიჩვენებს მიმართულებას და გეხმარება რელაქსაციასა და ვიზუალიზაციაში. ეს მედიტაციები არ არის წინასწარი სცენარით გაკეთებული - მე სრულიად ვენდობი ჩემს ინტუაციასა და სამყაროს მიერ მოწოდებულ ინფორმაციას და თავად ვარ მედიტაციურ მდგომარეობაში როცა ვწერ მათ smile.gif

Karma Release
რეალისტი
www.youtube.com/watch?v=5FneW1un1wU
ano
გასაგებია მადლობა კარგი სიახლეებია

rolleyes.gif
violetflame
კარგი იქნება, თუკი მოუსმენთ და გააკეთებთ გიდირებულ მედიტაციას, დაწეროთ რა განიცადეთ ან რამე ცვლილება თუ მოხდა თქვენში ენერგეტიკულ ან სხვა რაიმე დონეზე smile.gif
გოგა
ხვალე ვცდი აუცილებლად, ვცდიკიარადა გადავხედავ წესიერად ამ თემას, ძალიან ცოტა ხნით ვარ ეხლა შემოსული და.. არადა დამაინტერესა..
რეალისტი
ძვირფასებო რასაც თქვენ წვალობთ ეგ მედიტაცია არ არის.ცუდად არ ჩამომართვათ.პირველ რიგში მედიტაციისთვის საჭიროა
1. ცოდნა სპეციალური სუნთქვის ვარჯიშების, რომელიც უნდა გადავიდეს ავტომატიზმში.
2. შინაგანი შთაგონების მართვა.
3.შინაგანი თქვენი ”მე”-ს სამყაროსთან ჰარმონიზაცია.
4.წმინდანების და რელიგიური მარაზმის მოშორება
5.შესაბამისი გარემოს მონახვა სადაც იქნება ჟანგბადით გაჯერებული ჰაერი.
6.საკუთარი განწყობის მოთოკვა.
და მხოლოდ ამის შემდგომ შესაძლებელია შეხივიდეთ ომნობუნიის ფაზაში და მიიღოთ სასურველი შედეგი.
სხვა დანარჩენი არის მხოლოდ ხელოვნურად შექმნილი ერიქსონური ჰიპნოზის ძალიან ძალიან მსუბუქი პირველადი ეტაპი დამატებული ილუზია და შემოქმედებითი ფანტაზია.
გიხდით დიდ ბოდიშს და მომიტევეთ რომ ჩავერიე თქვენს აზრთა გაცვლაში.
ისე ცუდი არ არის მცედლობა აზრების და ცოდნის ურთიერთ გაცლის. მთავარია არა სწორი გზით არ წახვიდეთ სადაც ნებისმიერი პატარა იმედი გარკვეულ დროის შემდეგ აზარტის გაქრობით და შემართების გაუფასურებით არ დამთავრდეს.
კიდევ ერთხელ მომიტევეთ.
violetflame
რეალისტი... - მადლობა თქვენი კომენტარისთვის. მედიტაციის სხვადასხვა სახე არსებობს და სხვადასხვა ადამიანისთვის სხვადასხვა ვარიაციაა მისაღები - წმინდანებისთვის მარაზმის წოდება არასწორად მიმაჩნია. ეგ იგივე იქნება, მე რომ გითხრათ, რომ თქვენ რაც გწამთ მარაზმია, იმიტომ რომ მე ის არ მწამს რაც თქვენ გწამთ smile.gif. ღმერთმა ეს სამყარო უამრავი ფერით შექმნა (ამაში არ იგულისხმება უბრალოდ ფერთა პალიტრა, ალბათ კარგად მოგეხსენებათ) და ყველას თავისი სულიერი განვითარების გზა აქვს. მე მიმაჩნია, რომ ჭეშმარიტად სულიერად განვითარებული ადამიანი ტოლერანტული უნდა იყოს სხვათა რწმენასთან მიმართებაში. მე მწამს, რომ რამდენი ადამიანიც არის იმდენი რეალობა და სიმართლე არსებობს. თუმცაღა, საბოლოო ჯამში ჩვენ ყველანი ერთნი ვართ.
რეალისტი
ღრმად პატივცემულო violetflame სავსებით გეთანხმებით რწმენასთან დაკავშირებით. უბრალოდ წმინდანი ეს ადამიანმა უწოდა ადამიანს და არა შემომქმედმა. ხოლო ამის უფლება შემომქმედს ადამიანისათვის არ უბოძებია. ამიტომაც ეს დანარჩენი რელიგიური პოლიტიკაა შესაბამის ეპოქის.
რეალისტი
http://youtu.be/uWQ0GQ1dA7g
რეალისტი
youtube.com/watch?v=oK8p62g9L6Q

დანჩენს გვერძევე ნახავთ
რეალისტი
youtube.com/watch?v=aq8RA0LGoZE

მესამე თვალი ბინურალური ტალღებით აქტივაცია
Plasmodium
წინააღმდეგი ვარ ყველანაირი ხელოვნური გართულების ტიპა სუფთა ჰაერი, ლოტოსის პოზა, ფერადი ენერგიები მოძრაობენ, ყვავილებზე ვიზუალიზაცია და ბლა ბლა ბლა...

მე პირდაპირ აზრის გაჩერებით დავიწყე. ვიპასანა დღემდე არ გამომდის.

Медитация — это мост между вами и целым. Ум — это стена между вами и целым. Из одних и тех же кирпичей вы можете построить мост, а можете построить и стену. Саньяса — это разрушение стены и использование ее кирпичей для постройки моста.
violetflame
რეალისტი... - მე ვარ სრულიად არელიგიური ადამიანი, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ რახან რელიგია მავანმა და მავანმა ნეგატიურად გამოიყენა (ხალხის მასების სამართავად და ასე შემდეგ) იგი მთლიანად ნეგატიურია და ყველაფერს რასაც სხვადასხვა რელიგიები ქადაგებენ დაუფიქრებლად და გაუანალიზებლად ხელი უნდა ვკრათ.

წმინდანებს რაც შეეხებათ (და ტერმინზე მაინცდამაინც გამოკიდება არც ღირს) ესენი არიან სულები, რომლებმაც გაიარეს გარკვეული ეტაპები და გადავიდნენ განვითარების უფრო მაღალ საფეხურზე და შემდეგ ზოგიერთმა მათგანმა სურვილისამებრ გადაწყვიტა, რომ ადამიანებს, რომლებიც ჯერ კიდევ ამ განზომილებაში დარჩნენ, დახმარებოდნენ თავიანთი სულიერების განვითარების გზაზე. ასე, რომ, ჩვენ ყველას გვყავს ჩვენი 'წმინდანები' და ანგელოზები, რომლებიც მზად არიან დაგვეხმარონ (მაგრამ არასოდეს არ წავლენ ჩვენი ნების წინააღმდეგ და მხოლოდ მაშინ დაგვეხმარებიან ეს თუ ჩვენი ნებაა და თუკი ის ჩვენს ბედისწერაში ძალიან მკაცრი ჩარევა არ იქნება). ძალიან კომპლექსურია და არაერგვაროვანია ჩვენი ცხოვრება დედამიწაზე. მე მათთან დაკავშირებით მხოლოდ წაკითხულის საფუძველძე არ ვსაუბრობ........

ასევე, არიან სულები, რომელთათვისაც ეს პირველი რეინკარნაციაა დედამიწაზე. რახან ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი დედამიწის განვითარებისა, ბევრი სული არის რეინკარნირებული სხვადასხვა მიზნისთვის. ბევრი ჩვენგანი მოვიდა ამ ცხოვრებაში სხვადასხვა პლანეტიდან, რათა დაეხმაროს დედამიწას ამ ტრანზიტში ერთი განზომილებიდან მეორეში (საბოლოო მიზანი დედამიწისთვის ამ ეტაპზე არის ის რომ შევიდეს მე-5ე განზომილებაში, რომელიც სავარაუდოდ მოხდება დაახლოებით 2032 წელს). ხდება ადამიანის დნმ-ის შეცვლა, სიხშირეების შეცვლა, ორგანიზმი ნელ-ნელა იცვლება რათა მოემზადოს უფრო მაღალ განზომილებაში საარსებოდ. ყველაფერი ამოდის ზედაპირზე გასაწმენდად - ათასეული წლების მანძილზე დაგროვილი კარმა მზადაა გასაწმენდად, იმიტომ რომ დედამიწას აღარ აწყობს კარმა - ახლა სულ სხვა რამეებია საჭირო - საჭიროა გონებაგახსნილი, ცნობიერება ამაღლებული ადამიანები... ეს იქნება ეპოქა ქრისტეს სიყვარულისა და სინათლისა (და იმედია, მიხვდებით რომ ამაში კონკრეტულად იესო ქრისტე არ იგულისხმება). უფრო დაწვრილებით ამის შესახებ შეგიძლიათ წაიკითხოთ Dolores Cannon-ს წიგნებში , რომელმაც სხვათაშორის ჰიპნოთერაპიის სესიების დროს მიიღო საოცარი ინფორმაციები, როდესაც პაციენტები გავიდნენ სხვადასხვა შრეებზე. თვით ნოსტრადმუსიც კი გამოვიდა კონტაქტზე (თავისი ეპოქიდან და არა სულიერი სამყაროდან!). შეგიძლიათ უფრო დაწვრილებით ამ ვიდეოდანაც შეიტყოთ თუკი ინგლისური იცით (ეს ყველას ეხება, არ მივმართავ ვინმე კონკრეტულ ადამიანს), თუარადა, მე მგონი რუსულადაც შეგიძლიათ მოიძიოთ ინფორმაციები:

Dolores Cannon

რაც შეეხება გიდირებულ მედიტაციას, იგი არაჩვეულებრივი საშუალებაა რელაქსაციისთვის და ბერვ სხვადასვა მოდალობის თერაპიებში იყენებენ მას წარმატებულად. ასევე, თუკი ადამიანისთვის ეს მისაღები ფორმაა, მისი საშუალებით შეუძლია ღრმა კავშირი დაამყაროს, ქვეცნობიერებასთან, ზესულთან და სხვა განზომილებებთანაც კი...... ეს ყველაფერი ინდივიდუალზეა დამოკიდებული...

ასე, რომ ჩვენ ჯერ კიდევ ბევრი რამე არ ვიცით wink.gif ჩვენ რაც ვიცით ეს მხოლოდ აისბერგის თავია....
violetflame
ბევრი ადამიანი მხოლოდ ვიწრო ჭრილიდან ცდილობს ამ სამყაროს დანახვას და მიაჩნია მხოლოდ თავისი ხედვაა მართებული და მხოლოდ ამ კუთხიდან დანახულია რეალური სურათის ამსახვლეი, როდესაც მისი ცნობიერება (ანუ ჭრილი) ფართოვდება უფრო და უფრო მეტ დეტალს ხედავს და მთლიანი სურათიც ნელ-ნელა იცვლება - ამას ქვია ცნობიერების გაფართოვება...... უნდა ვაღიარო, რომ წლების განმავლობაში, ბევრი რამ შეიცვალა ჩემს ცნობიერებაში .......... angelchik.gif
Plasmodium
violetflame

ანუ მეოთხე სიმკვრივეში გადავედით უკვე?
violetflame
არა, მე4-ე განზომილებაში ჯერ არა ვართ ბოლომდე შესული ჯერ რამდენადაც ვიცი smile.gif
თუმცაღა, დედამიწა ყველა ვარიანტში გადავა მე4-ე და მერე მე-5-ე განზომილებაში - ვარაუდობენ, რომ ის ადამიანები, ვინც არ იქნებიან ამისთვის მზად ან კიდევ ამის სურვილი არ ექნებათ, დარჩებიან მე-3ე განზომილებაში და აქ გააგრძელებენ თავიანთ განვითარებას - ამაში საგანგაშო არაფერია
td.........
მომწონს violetflame -ს პოსტები...

რეალისტი
ძვირფასებო

लंगर अपने काम किया है, लंगर हटा दिया जाना चाहिए
ეს სანსკრიტია და რუსულად დაახლოებით ესე ჟღერს.
Мавр сделал свое дело, Мавр должен удалится

პატივისცემით ყველას მიმართ
tikoroma
violetflame
kiss1.gif ჩემს წარმოდგენებს ძალიან შეესაბამება შენი პოსტები, მიხარია რომ ჩვენთან მოხვედი smile.gif
violetflame
@ td......... & tikoroma - მადლობა - სასიამოვნოა თქვენი გაცნობა (ალბათ, უფრო სწორი იქნება თქვენთან შეხვედრა ამ რეალობაშიც smile.gif )
td.........
violetflame
ასევეsmile.gif
earth
violetflame
მეც მიხარია, რომ ჩვენთან მოხვედი smile.gif
violetflame
earth kiss1.gif
violetflame
ვიწყებთ ცნობიერების გასაფართოვებელ ვარჯიშებს, რომელიც ასევე პოზიტიურ გავლენას მოახდენს თქვენს ჯანმრთელობაზეც smile.gif
ე ტ ა პ ი 1:
* დაჯექით მოხერხებულად და მოეშვით; დახუჭეთ თვალები და დაიწყეთ ღრმა სუნთქვითი ვარჯიშები: ნელ-ნელა ჩაისუნთქეთ ღრმად 3 დათვლაზე, შეაკავეთ ჩასუნთქული ჰაერი 3 დათვლაზე და ამოისუნთქეთ 3 დათვლაზე; გაიმეორეთ ასე დაახლოებით 5-6-ჯერ
* მიმართეთ თქვენი ცნობიერება თქვენს კიდურებზე და იგრძენით როგორ მძიმდებიან ისინი ნელ-ნელა
* იგრძენით როგორ მსუბუქდება თქვენი ორგანიზმი
* მიმართეთ თქვენი ცნობიერება თქვენი შუბლის არეში და ეცადეთ არაფერზე არ იფიქროთ; თუკი რაიმე აზრი შეგაწუხებთ ეცადეთ უკუაგდოთ იგი და დაუბრნოთ თქვენი კონცენტრაცია იმავე ადგილს
*ეს ვარჯიში გააკეთეთ დღეში 2-ჯერ 5 წუთით პირველი 3 დღის განმავლობაში
*გაზარდეთ ვარჯიშის დრო თითო-თითო წუთით ყოველ დღე სანამ არ ახვალთ 10 წუთამდე
..........♥♥♥........................***გაგრძელება იქნება***............♥♥♥...................
violetflame
თუ ვინმე გააკეთებთ ამ ვარჯიშებს, გთხოვთ, დაწერეთ თუ რა იგრძენით ან როგორ განვითარდა თქვენი მედიტაცია - გაუზიარეთ ერთმანეთს თქვენი გამოცდილებები <3
violetflame
ეტაპი 2:
დაიწყეთ ეტაპი 1-ით და შემდეგ:
*მიმართეთ თქვნი ცნობიერება შუბლის არეში
*წარმოიდგინეთ/იგრძენით თეთრი ფერის ენერგია ამ არეში, რომელიც არის ქრისტეს ენერგია/ცნობიერება
*დაინახეთ/იგრძენით როგორ უფრეო და უფრო იზრდება/ფართოვდება ეს ენერგია თქვენი შუბლის არეში და სინათლეც უფრო და უდრო კაშკაშა ხდება
*წარმოდგინეთ/იგრძენით ოქროსფერი წერტილები ამ თეთრი ფერის ენერგიაში, რომლებიც სწრაფად მოძრაობენ ზემოდან ქვემოთ და პირიქით
*ეს თეთრი ფერის ენერგია უფრო და უფრო იზრდება და ახლა მოიცავს და ავსებს მთლიანად თქვენს სხეულს და დამცავ გარსად გეხვევათ გარშემო
*იგრძენით თუ რამდენად სასიამოვნოა ეს ყველაფერი, ის რომ ეს თეთრი ფერის ენერგია მთლიანდ შლის ყველაფერ ნეგატიურს თქვენში და თქვენ თავს გრძნობთ მსუბუქად და დაცულად
*წარმოიდგინეთ/იგრძენით რომ თქვენი შუბლის არედან გამოდის ვერცხლისფერი ძაფი და ნელ-ნელა მიდის ზემოთ და უერთდება ქრისტეს ცნობიერების წყაროს სამყაროს ცენტრში
*დააკვირდით თქვენს შეგრძნებებს ამ მომენტში
*შეისუნთქეთ ღრმად და ჩასუნთქვის დროს იგრძენით/დაინახეთ რომ ქრისტეს ენერგიის წყარო უფრო და უფრო გიახლოვდებათ და ბოლოს მთლიანად შემოდის თქვენში - თქვენ ერთნი ხართ
*შეისუნთქეთ ღრმად და ნელ-ნელა დაუბრუნდით თქვენს რეალობას და თქვენს სხეულს და გაახილეთ თვალები როცა მზად იქნებით
---------------------- <3 ------------------------- <3 ------------------------------- >3 ---------------------------- <3 ------------------------------
Simulated
წამოწყება კარგია თუმცა ესე გამოთქმიტ როარკითხულობდეს ავტორი ტექსტს უფრო კარგი იქნებოდა.
violetflame
Simulated - მადლობა კომენტარისთვის - შევეცდები გავითვალისწინო რა შეიძლება ამ მიმართულებით გაკეთდეს მომავალში.

ჩემთვის საინტერესო იქნება თუ დაწერთ რა განიცადეთ გიდირებული მედიტაციების დროს (ეს ყველას ეხება) - ეს უფრო მეტად გაკეთებულია იმისთვის რომ დაეხმაროს ადამიანს თავის სულიერ სიღრმეში სამოგზაუროდ. თუ თქვენ მთელი არსებით ერთვებით ამ პროცესში, ძალიან ბევრ საინტერესო რამეს აღმოაჩენთ - თუ მარტო კრიტიკული შეფასებისთვის უსმენთ მას ეს უკვე სხვა საკითხია smile.gif
This is a "lo-fi" version of our main content. To view the full version with more information, formatting and images, please click here.
Invision Power Board © 2001-2024 Invision Power Services, Inc.