Help - Search - Members - Calendar
Full Version: Лярвы
ეზოთერიული ცოდნის ფორუმი > ძირითადი განყოფილება > ეზოთერული განყოფილება
tikoroma
თემას ვხსნი ანიმა მუნდის თხოვნით.. იაქტიურეთ :*

"ლიარვები"???
რა არის და რას ქმნიან..
რა შემთხვევაში ეწბებიან ადამიანის აურას..
როგორ წავიკითხე საკმაოდ საშიშია და მათგან ყველა უნდა განვთავისუფლდეთ. ამისთვის რა გზები არსებობს?

ინტერნეტში გადავხედე ინფორმაციებს, ქვედა ასტრალის ბინადრები არიან, იკვებებიან ადამიანის ვნებებით და უარყოფითი ემოციებით, შიში, გაუმაძღრობა, სიძულვილი და ა.შ. ხელს უწყობენ ამ გრძნობების გაძლიერებას.
მეც ძალიან მაინტერესებს როგორ უნდა მოვიშოროთ?
chemikerin
QUOTE
იკვებებიან ადამიანის ვნებებით და უარყოფითი ემოციებით, შიში, გაუმაძღრობა, სიძულვილი და ა.შ

ხოდა ეს საკვები უნდა შევუზღუდოთ, ეს ემოციები (რაც შენ ჩამოთვალე), დადაბითი ემოციებით უნდა ჩავანაცვლოთ და წავლენ ალბათ... სხვა გამოსავალს ვერ ვხედავ...

და თუ იცი ყველას ეწებებიან???
tikoroma
chemikerin
ციტატა
ხოდა ეს საკვები უნდა შევუზღუდოთ, ეს ემოციები (რაც შენ ჩამოთვალე), დადაბითი ემოციებით უნდა ჩავანაცვლოთ და წავლენ ალბათ... სხვა გამოსავალს ვერ ვხედავ...

და თუ იცი ყველას ეწებებიან???

ყველას თავისი ჰყავს, ვის რა სისუსტე აქვს დაფიქრდეს და მიხვდება smile.gif
ემოციების მართვა ძნელია, ვნებების გაკონტროლება კიდევ უფრო ძნელი. smile.gif საკუთარ თავის გარდა კიდევ უხილავი მოწინააღმდეგეც თუ გყავს, რომელზეც არაფერი იცი, კიდევ უფრო რთულდება ყველაფერი. იქნებ რამე დაცვა არსებობს, რომ მათი გავლენა შევასუსტოთ?
earth
ლოცვაა დამცველი. მე ჯვრის ძალისაც მჯერა, ვფიქრობ კარგია თუ ჯვარს ვატარებთ. ოღონდ ჯვარი არა სამკაულის სახით, არამედ რწმენით. ასევე პირჯვრიყს გადაწერა რწმენითა და მოწიწებით. ესენია დამცავი ძალები.
მართალია chemikerin . ემოციები თუ მართე ყველაფერი კარგად იქნება.
ემოციების მართვა შესაძლებელია. ერთგვარი ვარჯიშია საჭირო და ჩვენი ფიქრების კონტროლი, ერთ-ორ წელიწადში ჩვეულებად გადაიქცევა.

ruslan
მე მეგონა ეს არსებები უფრო თავის ქალის არეში ბინადრობდნენ. თუმცა იმას რა აზრი აქვს სხეულის რომელ ადგილას არიან, ფაქტია რომ ეს არსებები თან გვდევენ. ძალიან საინტერესო თემაა.

სხვათა შორის ერთ ლარვს დღეს შევხვდი, კახეთის ენეერგო დისტრიბუციის, იურიდიულ სამსახურში. ნამდვილი ლარვი იყო, თუ როგორც ქვია.
teepurple
ალბათ მაშინ როცა ჩვენს ემოციებს კარგად ვმართავთ გვშორდებიან და მერე ისევ ბრუნდებიან, მაგრამ მთავარი ჰომ ეგაა რომ ემოციები მუდმივად მართვის ქვეშ იყოს და პრობლემაც ეგაა რომ ვერ არის ხშირ შემთხვევაში, ჰო და ამ კუთხითაც რომ განვიხილოთ და გამოცდილებები დაწეროთ.
აი ჩემი გამოცდილება მაგალითად გაბრაზებაზე. ადრე ყველაფერზე ვბრაზდებოდი, მაგრამ ახლა აღარ. თან არაფერი გამიკეთებია, თავისით ჩამოვყალიბდი ასე მაგრამ იშვიათად მაინც მაქვს ''წამოფრენები''. ნებისმიერ დროს შემიძლია თავის ხელში აყვანა და არ მინდა ხოლმე. ალბათ ამას გულისხმობთ ამ ტიპებში.
tikoroma
ძალიან კარგი სტატიათარგმანი ანიმა მუნდისა

როგორც კი თქვენ გადაწყვეტთ, იცხოვროთ ყველასგან განსხვავებულად და გახდეთ"თქვენი ცხოვრების მმართველები", აი ზუსტად აქ გამოჩნდებიან ისინი. როგორც კი, რომ ხართ თავისუფლები, ირჩევთ თქვენს სურვილებს, თქვენს მოქმედებებს, ზუსტად მაშინ იწყება "დაბობმბვა" და ზეწოლა ფსიქიკაზე, ასტრალური მხარის არსებებისგან
და თუ იკითხავთ "რაში დავჭირდი? რატომ მოვიდნენ ჩემთან?", იმიტომ რომ ჩვენ ვართ მათი მატარებლები და მათი მკვებავები. ეს იმიტომ რომ ჩვენი სურვილების უმრავლესობა არის შთაგონებული სხვადასხვა სულებისგან, რომლებიც როგორ მიკრობები, ცხოვრობენ ჩვენს გარშემო და ჩვენი ენერგიით იკვებებიან.
ისინი მთელი ძალებით ცდილობენ რომ გაგავაკეთებინონ რაიმე მოქმედება, რომ ჩვენ ენერგია გამოვყოთ-ეს მათი საჭმელია. ენერგიას ჩვენ გავცემთ როგორც ღრუბელს ჩვენს გარშემო და მისით იკვებებიან ეს პატარა სულები.

რა არის ლიავრი?

1. ლიავრი-ეს არის შინაგანი სურვილები, რომელსაც ქმნის ადამიანი თავისივე ენერგიით და აცოცხლებს თავისივე ენერგიით. ასე მოხდა რომ, ადამიანს აქვს ძალა შექმნას ენერგოფორმები. ასე რომ როდესაც კი ადამიანს სურვილები გაუჩნდება, იმ წამსვე გაჩნდება სურვილი ენერგოსამყაროში. ლიავრი ეს არი ენერგო ბურთი, რომელიც პარაზიტობსს ადამიანის ბიოველზე

ესენია იგივე "ეშმაკები" ქრისტიანობაში, რომელიც ყურში გვჩურჩულებენ ბინძურ აზრებს და გვაყენებენ არასწორ გზაზე.
ყველა ხალხის მითებში არის ცნობები ამ არსებებზე:
ინდოელებს რაქშასები, ეგვიპტელებს-ეშმაკის სახლის სული, რომაელებს-რალები, სული დამხმარეები და სული მაცდუნებლებლები. დამხმარე ანგელოზები და მაცდუნებელი ანგელოზები.
tikoroma
მუდმივი დაკმაყოფილება ერთიდაიგივე სურვილისა, ქმნის ჩვევას, რომელიც შეიძლება ვნებად იქცეს. მაშინ ლიავრა, რომელიც არსებობს ადამიანებში, შეუძლია შექმნას სხვა პატარა ლიავრები და გადავიდეს სხვა ადამიანში.

{ანიმა მუნდის შენიშვნა: წიგნში "2012 წელი საქართველოსთვის და სამყაროს აგებულება" აღწერილია ამ არსებების მშაობის პრინციპები}
თუ ასეთი ადამიანი არ განთავისუფლდება ლიავრისგან, მაშინ მას ეს გადაექცევა მანიად და მტელს ენერგიას ახარჯავს ამ სურვილის ასრულებას.

ისინი შექმნილები არიან და აგრძელებენ შექმნას ყოველწამიერად. ლიავრები ესაა შედეგი, ადამიანის ენერგორეალობაში ცხოვრებისა. ამიტომ მათ შეავსეს მთელი გარემო. ადამიანები ყოველწამიერად ქმნიან ლიავრებს, ის შეიძლება არსებობდეს ხუთი წამიდან მარადისობამდე
ზოგიერთს შეუძლია მათი დანახვა, როგორ შავი ზედმეტი ლაქები ადამიანის აურაზე.

ლიავრები ყავს ყველას, და ყველაზე ხშირად მათ თავის გარშემო, მკერდის და წელის. რაც ხდება კიდეც ხშირად დისკომფორტის მიზეზი ამ ადგილებში.
თუ ლიავრა შეიჭრა ადამიანის დამცავ სისტემაში, მაშინ შეიძლება ვთქვათ რომ ეს ადამიანი მართვადია ამ ლიავრით, რომელიც გამოიხატება:
ალკოჰოლიზმში,სიგარეტზე დამოკიდებულებაში, ფანატიკურად გამოხატული ჰობბით ან მანიით, ფსიქიკის დაზიანებით.
tikoroma
teepurple
ციტატა
ი ჩემი გამოცდილება მაგალითად გაბრაზებაზე. ადრე ყველაფერზე ვბრაზდებოდი, მაგრამ ახლა აღარ. თან არაფერი გამიკეთებია, თავისით ჩამოვყალიბდი ასე მაგრამ იშვიათად მაინც მაქვს ''წამოფრენები''. ნებისმიერ დროს შემიძლია თავის ხელში აყვანა და არ მინდა ხოლმე. ალბათ ამას გულისხმობთ ამ ტიპებში.
გაბრაზებაზე მეც იგივე შემიძლია ვთქვა. მთლიანად მოიცავდა აგრესია ჩემს არსებას. ახლა ვცდილობ ვაკონტროლო თავი, ნაკლები სიძლიერით ვფეთქდები, მაგრამ არსებობს ამ დროს თიტქმის დაუძლეველი სურვილი, რომ ამოუშვა ბოლომდე მთელი აგრესია და შხამი და მთელი ძალები თავის შეკავებაზე იხარჯება. ასევე უმიზეზოდ გაღიზიანებას ვგრძნობ ხშირად და ამ დროსაც ვინმეს მიმართ უნდა გამოვავლინო - უკმეხი ვხდები, სასაყვედუროს რამეს ვიგონებ. ეს 'ვინმე' კი ახლობელი ადამიანია ძირითადად, აბა უცხოს ხომ არ დვაუწყებ ჩხუბს biggrin.gif ჰოდა რთულია ამ ყველაფრის მართვა. ბევრი ენერგია მიაქვს.
მათგან გათავისუფლების რაღაც გზები არსებობს ალბათ სხვაც
gio.geoo
სურვილებს ვერ დაახშობ, ვერც ემოციებს მაშინ უნდა გაყინო სურვილები და ემოციები, მიმაჩნია უბრალოდ ვიბრაციების აწევა უნდა მოხდეს და თავისით წავლენ. უბრალოდ ვერ გაჩერდებიან ბრძოლას არანაირი აზრი არ აქვს.
teepurple
tikoroma
ჰო ოღონდ მაგ დონემდე თუ მივედი მერე აღარ ვიკავებ თავს და ვჩხუბობ ხოლმე. მაგრამ ერთი ჩხუბი და მერე კარგად გახდომა ერთია ხოლმე.
მაგრამ თუ შევიკავე თავი მერე მეც ვიგრუზები.
რა გვიშველის? biggrin.gif
tikoroma
gio.geoo
ციტატა
სურვილებს ვერ დაახშობ, ვერც ემოციებს მაშინ უნდა გაყინო სურვილები და ემოციები, მიმაჩნია უბრალოდ ვიბრაციების აწევა უნდა მოხდეს და თავისით წავლენ. უბრალოდ ვერ გაჩერდებიან ბრძოლას არანაირი აზრი არ აქვს.
ჰო ვიბრაციების აწევა კაი გამოსავალია,საინტერესოა როგორ მოვახერხოთ?

მე პირადად რაღაც ერთიანი სისტემა მინდა, კვებიდან დაწყებული, ენერგეტიკული ვარჯიშებით და რაც საჭიროა. ოღონდ იდეოლოგიურ-რელიგიურ გაერთიანებას ვერ შევუერთდები, მაგის ნერვები არ მაქვს. ძალიან მინდა შევცვალო ცხოვრების წესი, ოღონდ როგორ და ვის ვკითხო რჩევა არ ვიცი smile.gif

teepurple
ციტატა
ჰო ოღონდ მაგ დონემდე თუ მივედი მერე აღარ ვიკავებ თავს და ვჩხუბობ ხოლმე. მაგრამ ერთი ჩხუბი და მერე კარგად გახდომა ერთია ხოლმე.
მაგრამ თუ შევიკავე თავი მერე მეც ვიგრუზები.
რა გვიშველის? biggrin.gif
მე არ ვდგები კარგ ხასიათზე, მერე უარესი მეწყება - სინდისის ქენჯნა, ასე რომ ორ ცეცხლში ვარ


ანიმა მუნდი, თარგმანის გაგრძელება:

ლიავრი - სურვილები და ადამიანის ცხოვრება

ყველა ლიავრი შექმნილია თავად ადამიანის მიერ, და თაყვანისცემით იმ ადამიანებისგან ვინც მანამდე ცხოვრობდნენ. ყველა ადამიანს უნდა სიამოვნება, კმაყოფილება სურვილების ასრულება და ამიტომ, ლიავრების არსებობა (დედამიწის მატრიცაში) სამუდამოა.

ადამიანები იმეორებენ მათი წინაპრების შეცდომებს, ამით აძლიერებენ მათ და ადამიანები იმართებიან სურვილებით. ადამიანის გონება ეხმარება ადამიანს, რომ აარჩიოს რისი სურვილი აქვს. ადამიანმა უნდა აკონტროლოს სურვილები რომ კრიტიკულ ზღვარს არ გადასცდეს.
ადამიანები კულტურის დონე და ცოდნა აძლევს ადამიანს მხოლოდ ბუნდოვნად გაარჩიოს დადებითი და ნეგატიური.
ამასთან ერთად ადამიანის გონებით იშვიათად წყვეტს თავად რაიმეს. როგორ ვებრძოლოთ ლიავრებს?

ყველა სულიერი სკოლა გვასწავლის როგორ ვებრძოლოდ ლიავრებს-როგორც ვნებებს, რომლებიც შობენ შემდეგ კიდევ ცოდვებს
ლიავრები ყველაზე მეტად, ფსიქოლოგიურ ენერგიას ართმევენ, ამიტომ ადამიანს აღარ რჩება დრო სულიერებისთვის.
ლიავრებთან საბრძოლველად, მოფიქრებულია მრავალი ბრძოლის გზა.
ბუდიზმში მოცემულია სრულიად უარის თქმა ყველა გრძნობაზე და განცდაზე. მხოლოდ ნირვანის განცდის მიღწევაა. ქრისტიანობაში მოცემულია პრაქტიკა დაამარცხო ლიავრი, მისი საწინააღმდეგო დადებითი ლიავრით, ანუ ნეიტრალიზება.. მაგალითად: სიხარბე- გაცემის და მსხვერპლის ლიავრით
მაგრამ ვნებების ჩანაცვლება, იმდენად ძალადობრივია რომ სასაცილოცაა.

რელიგიაში "ღმერთით" შეპყრობის იდეაც არის ლიავრი. და როგორ ხდება ეს მაგიაში? მაგიაში ლიავრს არ ამარცხებენ და თავს არ იტანჯავენ ასკეზებით. ასეთ უკიდურესობებში არ ვარდებიან. მაგებს ესმით რომ რამდენიც არ უდნა ებრძოლო ვნებებს, სულ გამოჩნდება ახალი, რამდენიც არ უნდა დაამრცხო კიდევ ახალიგ ამოჩნდება. როგორ ძველ რუსულ ზღაპრებში გველეშაპს რომ ერთ თავს წააცლი და ათი ამოუვა. ისინი არ უკრძალავენ თავს სურვილებს, არამედ იკამაყოფილებენ მათ გონებრივ საზღვრებში.

გამოიყენება პრაქტიკა როდესაც ცუდ ჩვევას "თავიდან გაზრდიან", მაგალიტად სირცხვილს-სითამამედ და გამბედაობად. სიზარმაცეს-გამომგონებლობად და ჭკუამახვილობად და ა.შ..
gio.geoo
tikoroma
კიდევ ერთი ვარიანტია. განწმენდა ანუ ასკეზების კეთება ენერგეტიკული სხეული იწმინდება და ძლიერდება ესეც არაჩვეულებრივი გამოსავალი იქნება
earth
მე როცა ვბრაზდებოდი მზის წნულის ჩაკრის აფეთქება მემართებოდა, მერე ამან გამოიწვია მრავალწლიანი კუჭის ტკივილები, რომლებიც არაფრით არ მასვენებდნენ. ღამეები არ მეძინა. მერე ექიმთან წავედი და შინაგანი კამერით ვერაფერი მიპოვეს, პატარა რაღაცა, მაგრამ ეს არ გეტკინებაო მასე. მაინც სამი თვე წამლებს ვსვამდი, მერე გამიარა კუჭის ტკივილმა, მაგრამ როგორც კი ვბრაზდებოდი ისევ მახსენებდა თავს. მერე ვისწავლე ემოციების მართვა.
იცით ის ტკივილი ჩემი დამხმარე აღმოჩნდა, რადგან ვიცი, თუ ემოციებს არ ვმართავ ისევ მეტკინება.
როცა ვბრაზდები, ან რამე ხდება, გონებითა ვარ იქ, თან პარალელურად ვაკვირდები სხეულს რომ ჩაკრები არ ავაფორიაქო და იმ მომენტებს მხოლოდ გონებით ვმართავ.
მას შემდეგ რაც ეს დავიწყე არასოდეს მტკივა კუჭი, რაც არ უნდა ვჭამო, არადა ნახევარზე მეტ საჭმელს ვეღარ ვჭამდი ხოლმე.
მოკლედ ყველას გირჩევთ, ყოველთვის რაც არ უნდა ხდებოდეს შინაგან გრძნობებს დააკვირდით, რადგან ჯანმრთელობა ცხოვრების უდიდესი საჩუქარია!!!
tikoroma
gio.geoo
ასკეზა როგორ?
tikoroma
ანიმა მუნდი, თარგმანის გაგრძელება:

ლიავრები იყოფიან ორ კატეგორიად. ბუნებრივი და შეძენილი, შინაგანი შინაარსით ისინი იყოფიან სამ კატეგორიად:
1. პატარა ლიავრშუკები. სწრაფად ქმნიან სურვილს..
მაგალითად: უცებ მოგინდათ ნამცხვარი, დალაპარაკება ძველ მეგობართან, ბეჭდის ყიდვა, სადმე წასვლა, წიგნის წაკითხვა და ა.შ.. მათთან ბრძოლა ადვილია, რადგან სურვილის დაკმაყოფილებისთანავე ქრებიან.
1. პატარა ლიავრშუკები. სწრაფად ქმნიან სურვილს..
მაგალითად: უცებ მოგინდათ ნამცხვარი, დალაპარაკება ძველ მეგობართან, ბეჭდის ყიდვა, სადმე წასვლა, წიგნის წაკითხვა და ა.შ.. მათთან ბრძოლა ადვილია, რადგან სურვილის დაკმაყოფილებისთანავე ქრებიან
2. საშუალო ლიავრები. ჩვეულებრივი ყოველდღიური ლიავრები რომელთაგანაც განთავისუფლდები თუ ძალიან მოინდომებ. მაგალითად:
გაღიზიანება, სიზარმაცე, უყურადღებობა, დაბნეულობა და.შ.. ამ ლიავრებთან ბრძოლა უფრო რთულია, მაგრამ შესაძლებელი თუ იყოჩაღებთ. თუ შვიდზე მეტჯერ დაძლევთ ამ თვისებათ, მაშინ ეს ლიავრი გადაიქცევა პატარა დამჯერ არსებად და თუ ბოლომდე მიყვებით ამ თვისების შეცვლას, კიდევ დაიბადე სხვა დადებითი ლიავრი რომელიც ცხოვრებაში უფრო დაგვეხმარება.
3. დიდი ლიავრები. ძლიერი მიდრეკილებები და ჩვევები ადამიანისა რომელთაგან განტავისუფლება ძალიან რთულია, უფრო მეტიც სხვისი დახმარების გარეშე ამის გაკეთება შეუძლებელია. ამ ტიპს მიეკუთვნება ფსოლოგიური მდგომარეობები:
სირცხვილი, დანაშაულის გრძნობა, საკუთარ თავის შესაძლებლობებში ეჭვის შეტანა, შიშები და ა.შ.. აქვე შედის ყველა მავნე ჩვევა: სიგარეტის მოწევა, ალკოჰოლიზმი, სექსუალური გარყვნილება, ნარკომანია და ა.შ..
აქვეა ყველა ჰობი რომელიც არ ვნებს ჯანმრთელობას: კოლექციონერობა, თევზაობის სიყვარული,ნადირობის სიყვარული, ფილმების და ა.შ
აქვე შედის ფსიქოლოგიური დარღვევები, რომლებიც მირებულია სხვების დაცინვით და დამცირებით მიღებული სიამოვნებისგან, სადიზმი. განდიდების მანია, ტყუილებისკენ მიდრეკილება, სხვა პათოლოგიები მატერიალურ სამყაროში რაღაც იდეებით დატვირთული.
თუ ზედა ორი ტიპი მხოლოდ ზედაპირულად გეხებათ. დიდ ლიავრები უკვე თქვენს აურაში არიან.
თუ ადამიანი იკმაყოფილებს თავის ფარულ ვნებებს დიდი ხანია, დაუკმაყოფილებელი ლიავრა აიძულებს მას უფრო მეტად და მეტად მიეძალოს ადამიანი ამ თვისებას. თუ ადამიანი ტავად ვერ გაუმკლავდება ამას, ლიავრა შეჭამს მთელს მის ენერგიას რომ გადარჩეს
თუ ლიავრამ სრულიად გაიმარჯვა ადამიანის გონებაზე, მაშინ ადამიანი შეპყრობილია ამ სურვილით და სხვაზე ვერაფერზე ფიქრობს გარდა სურვილის დაკმაყოფილებით მიღებულ სიამოვნებაზე.
ასეთი დიდ ლიავრები ბევრად საშიშია, რადგან ისინი მრავლდებიან და ერთი ადამიანიდან შეიძლება გადაედოს მეორეს. მაგალითად თუ ოჯახში ალკოჰოლიკია ქმარი და ცოლმა ამაზე არ იზრუნა, სავრაუდოდ ცოლსაც გადაედება რაიმე ფორმით.
ასეთი ლიავრებთან ბრძოლისთვის, მხოლოდ ერთი გზაა, ებრძოლო მას მაგიურად. გაანადგურო. მაგრამ იმის შემდეგ რაც ის გადადგურდება, მსხვერპლზე ზრუნვა მანც აუცილებელია
ლიავრის ცუდი თვისების სურვილი იჯდება ადამიანში მანამდე, სანა ის არ ჩაანაცვლებს მას სხვა სურვილით, ჰობბით, ოცნების ახდენით და ა.შ..
როგორ ებრძვის ქრისტეს ეკლესია ლიავრებს?
მათი დამარცხება არც ისე ადვილია, ისინი ხომ ჩვენვე შევქმენით და ისინი ჩვენი ფსიქკის ნაწილი გახდნენ!
ისინი არიან დაბალი ასტრალის პარაზიტები, რომელნიც მოგვეწებნენ ასტრალურ სხეულზე და დაიწყეს მისი ენერგიით კვება.
და რამდენი ასეთი ლიავრია ჩვენს გარშემო! მრავალი მაღგანი ჩვენ მემკვიდრეობით გვხვა წინაპრებისგან და სწორედ ამას ებრძვის ეკლესია. როდესაც უწოდებს ეშმაკს და მაცდურ დემონებს.
ეკლესიამ იპოვა გზა, ებრძოლო მიწიერ სურვილებს! და მიჯაჭვულობებს. ებრძოლო ცოდვებს მონანიებით და ლოცვით.
ქრისტეს სახელით მრავალი ლიავრი იქნა გამწესებული კვლავ ქვედა ასტრალში, მაგრამ ამას მოყვა ასევე მსხვერპლი, მრავალი ადამიანი დაწვეს კოცონზე და მოკლეს თითქოს როგორც ესმაკისგან შეპყრობილი..



Atm@n
ამ თემას ჰგავს და აქვე დავდებ:




სურვილები


ყოველი ჩვენთაგანი – პირველ რიგში სულია, არსი, ცოცხალი და უხილავი ცეცხლი, რომელიც ვრცელდება გარეგნულად გამოვლენილ სივრცეში, ანათებს მას თავისი ყურადღებით და მოქმედებს მიწიერი სხეულის მეშვეობით. სული იწვის შიგნიდან, თავისი არსიდან, მაგრამ იმისთვის, რომ სივრცეში იმოძრაოს, სხვა არსებები უნდა მიიღოს, რომლებიც შეინარჩუნებენ ამ ცეცხლს.

სულის ცეცხლი, ისევე როგორც ყველა სხვა სახის ცეცხლი, ყოველთვის უჩინარია. ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ მისი ალი დავინახოთ – წვადი ნაწილაკები, რომლებიც გარედან შედიან მასში. ჩვენი სულის ცეცხლის ალს ჩვენივე სხეული წარმოადგენს. იგი მოგროვებულია გარე სივრციდან საკვების მეშვეობით. სხეულს ყოველთვის თან ვატარებთ, რათა იგი თანდათან იწვებოდეს და ეხმარებოდეს ჩვენს გადაადგილებას გარე სივრცეში. იგი, როგორც სანთლის პარაფინი, გამოვლენილს და ხილულს ხდის ადამიანს, ისევე როგორც ალი – ცეცხლს.

როცა სხეულით შემოსილი ჩვენი არსების ცეცხლი გარე სივრცეში მოძრაობს, სხეული იფიტება და შიმშილს გრძნობს – ძლიერ სურვილს მიიღოს გარედან ის, რაც დააკმაყოფილებს ამ შიმშილს. ეს მოთხოვნილება მწვავეა, მტანჯველია და შიგნიდან გვწვავს.

სიტყვა «желание» ძალიან ჰგავს სიტყვას «жалиться», ანუ «жаловаться». რაღაც “გვექავება” შიგნით, გვკბენს და გვწვავს შიგნიდან. მანამ, სანამ არ დავაკმაყოფილებთ ამ ქავილს, მოსვენება არ გვაქვს. სურვილებს გააჩნიათ უკმარისობის, არასრულობის, არამთლიანობის, ძლიერი საჭიროების ბუნება.

სანსკრიტზე მშიერ არსებას, რომელსაც შეუძლია შიმშილის და მოთხოვნილების გამო ნებისმიერი შემხვედრი შეჭამოს, ეწოდება «რაქშასი» ანუ დემონი. იმ არსებებს ჩვენში, რომლებიც სურვილებს ჰბადებენ, და მათი საჭიროებების დაუყოვნებელ დაკმაყოფილებას მოითხოვენ – პატარა რაქშასები, დემონები ეწოდებათ. ყველაზე დიდი და ხშირი სურვილი ჩვენში – ესაა ვისუნთქოთ და ვჭამოთ. ეს სურვილები განპირობებულია შეგრძნებით – “თუ მე არ ვისუნთქებ და შევჭამ – მოვკვდები”. ამ ძირითადი სურვილებით ადვილად შეგვიძLია ამოვიცნოთ საკუთარ თავში ორი მთავარი რაქშასი. ერთს სუნთქვა უნდა, მეორეს კი ჭამა.

სხეული ხშირად საჭიროებს ჰაერის ცეცხლოვან არსებებს, რომლებსაც “ჟანგბადს” ვუწოდებთ. კუჭი ხშირად საჭიროებს არსებებს, რომლებსაც გარესამყაროდან მოვიპოვებთ და ვაწვდით მას მოსანელებლად. ასევე არსებობენ პატარა რაქშასუნები – ჩვენი გრძნობათა ორგანოები. ისინი მოითხოვენ, რომ შესაბამისი შთაბეჭდილებებით გამოვკვებოთ. ჩვენი კანი შეხების შეგრძნებას ითხოვს, თვალები სინათლეს და ხატ-სახეებს ითხოვენ, სმენა – შესაბამის ხმებს და ა.შ.

სურვილების არსებობის აზრი იმაშია, რომ გვიბიძგოს გარესამყაროში მოძრაობისკენ და საჭირო ჰაერის, საკვების და შთაბეჭდილებების (სიამოვნებების) მოპოვებისკენ. თუ არ იქნება სურვილები, ჩვენ ვერ შევძლებთ და არც მოგვინდება მოძრაობა. ზოგიერთი სურვილი (რაქშასუნა) გვაიძულებს რომ თვალები გავახილოთ და სიცოცხლის გარე სივრცე შევიგრძნოთ, სხვა სურვილები (რაქშასუნები) გვიბიძგებენ, რომ გარესამყაროში ჩვენი გრძნობათა ორგანოების მკვებავი მოვლენები ვეძებოთ.

ის, ვინც ჩვენში გარესამყაროდან სხვადასხვა არსებების მიღებას მოითხოვს, ამ მიღებულს მოიხმარს, ხარჯავს და შემდეგ ისევ ითხოვს. ეს ხდება ყოველთვის და განუწყვეტლივ გვითრევს ამ სამყაროსადმი მიჯაჭვულობაში.

სამყაროს, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ, სურს, რომ მასში დავრჩეთ და შევინარჩუნოთ მისი არსებობა, ისევე როგორც ქალს უნდა, რომ მამაკაცი მუდამ მის გვერდით იყოს, გამუდმებით შედიოდეს მასში და აცოცხლებდეს, არსებობის აზრს აძლევდეს მას. ასევე სახლიც უკეთ გრძნობს თავს, თუ ვინმე ცხოვრობს მასში და მოიხმარს მას.

დედამიწა გვაკავებს, რათა შეინარჩუნოს თავისი არსებობა. გამუდმებით გვთავაზობს თავის ახალ სიკეთეებს და შესაძლებლობებს. ისინი, ვინც იფიქრებენ, რომ ამ სამყაროს გარეშე არსებობა შეუძლებელია, კვლავ და კვლავ დაიბადებიან დედამიწაზე. ხოლო ისინი, ვისაც ესმის სურვილების და სამყაროსთან ურთიერთობის მთელი მექანიკა, მაგრამ აქვთ განზრახვა, რომ იარონ წინ – უფრო მაღალი სამყაროებისკენ, მეტჯერ აღარ დაიბადებიან დედამიწაზე. ასეთ ადამიანებს «გასხივოსნებულებს» უწოდებენ. მათ აქვთ სხეულში სურვილები (რაქშასუნები) მაგრამ ეს სურვილები წყნარები და მშვიდები არიან და არ უშლიან ხელს მაღალი სივრცის, მაღალი სამყაროების განცდაში.

ახლა, ვიცით რა სურვილების ბუნება, ჩვენ შეგვიძლია ადეკვატურად მოვეპყროთ მათ. ისინი გვეხმარებიან მიწიერი მიზნების გადაწყვეტაში, რომლებიც დაკავშირებულნი არიან გადარჩენასთან და მიწაზე გვარის გაგრძელებასთან. მათ გააჩნიათ დემონური, ანუ დაბალი ბუნება, რომებიც აუცილებელია მიწაზე არსებობისთვის.
ამიტომ სურვილები ითხოვენ განუწყვეტელ კონტროლს და ძალაუფლებას მათზე. თუ თავისუფლებას მივცემთ მათ, ისინი დაანგრევენ ადამიანის და მისი გარშემომყოფების ცხოვრებას.

ადამიანები, რომლებიც ცხოვრობენ საკუთარი სურვილების (რაქშასების) მმართველობის ქვეშ – ძალიან ეგოისტურნი (დემონურნი) და დამანგრეველნი არიან.
ხოლო თუ ადამიანს გააჩნია ძლიერი სურვილები, მაგრამ მკაცრი კონტროლის და ძლიერი მართვის ქვეშ ჰყავს ისინი, მაშინ შეუძლია გააჭენოს მათზე, როგორც ძლიერ ცხენებზე, იაროს თავისი მიზნებისკენ, და აღასრულოს საკუთარი დანიშნულება.

სტატიის ავტორი ოლეგ ბოკაჩოვი:

http://dhanur.ved.bz/zhelaniya/
sentimennte
Roca liavrebi, eshmakebi tu demonebi parazitulad mudmivad cdiloben shens arsebaze, gonebaze da grznobata organoebis sistemaze zewolas, roca sheni nebit cdilob matze magla dadge da ar misce "shemogdebuli" ideis qmedebashi gacocxlebis sashualeba, mashin isini ukan ixeven, tumca droebit, am parazitebs ar sheuzliat tkbilad ubralod damjerebi gaxdnen, isini sakutari nebis uaryopit da askezit marcxdebian, ogond tu adamiani tavis nebas romelsac mat nacvlad matze dids, gmerts daumorchilebs, mashin isini sheizleba piradad da ushualod adamians ver miekaron magram, shedarebit "susti dacvis" mqone adamianebit imoqmedon shenze, qristianul swavlebashi, demonebis srulad dammorchilebeli da mati zalis damtrgunveli, samebis meore piri, ieso qristea. arsebobs arawminda sulebis is kategoriac, romlebic gamanadgureblad moqmedeben adamianebze, upro uaresad vidre lotobis, narkomaniis an garyvnilebis eshmakebi, is "parazitebi" gacilebit zlierebi arian, isini iset doneze imorchileben adamianebs rom adamiani absoliturad kargavs kontrols sakutar tavze.. Aset shemtxvevebshi ikitxeba, gansakutrebulad zlieri, kvetebulis,gaxsnis, locvebi, romlis wakitxvac yvela xeldasxmul mgvdels ar sheuzlia, saqme isaa rom liavrebi tu demonebi tu vinc arian, mteli arawmida sulebis ierarqia ver itans da ver cherdeba iq, sadac sinatlea,(saubaria aramaterialur natelze) gvtiuri energiaa,(anu madli) amitom, cudi energiebis, survilebis,saqcielis azrebis da piqrebis sawinaagmdego -sapirispiroti chanacvlebit, parazitebis adgils, sxva, ketili ,natlis,angelozebi,gonieri sulebi ikaveben, magram, am dros parazitebi,ubralod droebit ixeven ukan, amitomaa, qristians modunebis sashualeba da upleba ar aqvs, paraziti ierarqebi mudmivad mzad arian "morigi shetevistvis"
sentimennte
Mudmivad sulieri sipxizle, locva, (ushualo dialogi cocxal gmerttan) agsareba( rac gmertistvis gulis gulis, gulis chakris, sulieri mdgomareobis gaziarebis, ukve ganxorcielebuli, araswori chadenili qmedebebis da araswori archevnit gamowveuli saqcielis agiarebaa, imitom rom parazits daujerebs tu ara daemoneba da daemorchileba tu ara, es adamianis archevania. Da ziareba cocxal gmertis sisxltan da xorctan, roca adamianis mteli arseba qristeti iwmindeba, cocxldeba da mudmivi ganuwyveteli shinagani, gonieri gulis locvis swavla. Rac sheexeba jvars, jvris zalas, jvarze moxda gamoxsna adamianis bunebisa, jvris imitom eshiniat parazitkunebsac da did ierarq arawmida gonier sulebsac, arc piqri, arc azri, arc gulis survilebi da arc qmedebebi ukvalod ar qreba da ramdenadac dauqvemdebarebs kontrols adamiani, am zemotchamotvlil sakitxebs, mit martla datrgunavs da zed gaachenebs nebismier parazitebze, exla wminda marines xati gamaxsenda sadac wmindans,xelshi zaglivit tokgamobmuli eshmaki ukavia, esaa namdvili tavisupleba anu tavis ploba, tavis uploba, romelic madlit gangmrtobas nishnavs, anadgurebs nebismier parazits, imitom rom tu saarsebo pirobas,shenshi gvtiuri madlis,energiis mogrovebit,moxvechit mouspob, damtavrebulia imati saqme.. Yvelaze zalian parazitebs tavmdabloba ar uyvart, amitom mattan sabrzolvelad ert erti yvelaze zlieri iaragia, erti nabijit naklebi warmodgena sakutar tavze, erti sapexurit mainc tu tavs sxvebze qvevit daayeneb, liavrebi ki ara, veravin ver wagartmevs tavisuplebas smile.gif
td.........
ციტატა
სურვილებს ვერ დაახშობ, ვერც ემოციებს მაშინ უნდა გაყინო სურვილები და ემოციები, მიმაჩნია უბრალოდ ვიბრაციების აწევა უნდა მოხდეს და თავისით წავლენ. უბრალოდ ვერ გაჩერდებიან ბრძოლას არანაირი აზრი არ აქვს.
ეგრეა

რაც მეტს იბრძვი , მით მეტად ეფლობი. ჭAობივითაა... რაც მეტს იმოძრავებ უფრო ჩაგითრევს..

ყველაფერი რაც გვეხმარება ვიბრაციის აწევაში საუკეთესო საშუალებაა ნებისმიერი მსგავსი პრობლემის გადასწაყვეტად.
Plasmodium
tikoroma

QUOTE
ჰო ვიბრაციების აწევა კაი გამოსავალია,საინტერესოა როგორ მოვახერხოთ?

მე პირადად რაღაც ერთიანი სისტემა მინდა, კვებიდან დაწყებული, ენერგეტიკული ვარჯიშებით და რაც საჭიროა. ოღონდ იდეოლოგიურ-რელიგიურ გაერთიანებას ვერ შევუერთდები, მაგის ნერვები არ მაქვს. ძალიან მინდა შევცვალო ცხოვრების წესი, ოღონდ როგორ და ვის ვკითხო რჩევა არ ვიცი

ვიბრაციების აწევა არ ვიცი რა არის მაგრამ როგორც მივხვდი ეს შედეგია და არა პრაქტიკა

პრაქტიკა რასაც რეალური ცვლილებები მოყვება რაც ხელშესახებია და მუშაობს ძალიან ცოტაა მითუმეტეს ოჯახის პირობებში sad.gif თან ყველა რჩევა სისულელეა მაინც არ გაიგებ სანამ დრო არ მოვა და არ მომწიფდება ეს ყველაფერი smile.gif
matashi
ვაიმე ხალხო დაწექით ლოგინზე დახუჭეთ თვალები წარმოიდგინეთ რომ ზემოდან ზეწარი გაფარიათ გაჟღენთილი ან სპირტით ან იმით რაც თქვენ გინდათ სცადეთ იგძნოთ სუნი ამ სპირტის(ამ შემთხვევაში) წარმოიდგინეთ რომ სრულიად დაფარული ხართ ამით მერე წარმოიდგინეთ რომ ამ ზეწარს ზემოდან ლურჯი ცეცხლი წაეკიდა და ვითომ ეს ზეწარი ნელნელა ჰაერში ადის და ბოლოები ეკეცება და ხდება კვადრატი(ცეცხლი კვადრატის შიგნით ექცევა) მერე გონების ძალით დაიწყეთ ამ ზეწარის დაპატარავება და იგრძენით როგორ მატულობს შიგნით ტემპერატურა იქამდე აპატარავეთ სანა მუჭისხელა არ გახდება მერე გონებით გახსენით პატარა პორტალი მაგალითად ვულკანის და იქ ჩააგდეთ შEმდეგ დახურეთ ეს პორტალი.
ეს ყველაზე იოლი და კარგი ტექნიკაა არვიცი რამდენად მოგეწონებათ მაინც ხომ იცით ვინცავარ... დარწმუნებული ვარ იფიქრებთ რომ მაგი ვიგულისხმე მარა უფრო დაფიქრდით და მიხვდებით smile.gif
თქვნ ისიც შEიძლება თქვათ რომ ეს არ გიშველით თქვენი თავის შეცვლაა საჭირო ნუ ესეც თქვენი გადასაწყვეტია, უბრალოდ სადაც არაა ბევრი საფილოსოფოსო იქ ჩემი თხოვნა იქნება ნუ ფილოსოფოსობთ smile.gif
ლამისაა მოფსმის სურვილიც ლიავრებს დააბრალოთ biggrin.gif
ხო მართლა გამარჯობათ რავახართ მევედი და გავიქეცი ისევ biggrin.gif
earth
matashi
მოგვანატრე თავი l_daisy.gif
gio.geoo
QUOTE(matashi @ Apr 8 2013, 11:39 PM) *
უბრალოდ სადაც არაა ბევრი საფილოსოფოსო იქ ჩემი თხოვნა იქნება ნუ ფილოსოფოსობთ smile.gif


ფილოსოფოსობა რა შუაშია? თემის განხილვა მიდის და ვისაც რაიმე ვარიანტი აქვს წერს wink.gif ვაიმე ხალხო თვალები დახუჭეთ და სპირტის სუნი იგრძენით ეგრე არაა საქმე biggrin.gif
matashi
gio.geoo
ბატონო გიორგი, თქვენი ირონია ყველა საზღვარს სცდება მე მხოლოდ ის ვიგულისხმე რომ არაა საჭირო იმაზე მსჯელობა რისიც მარტივად მოგვარება არის შესაძლებელი სჯობს იმაზე ზრუნვა რაც ართლა მნიშვნელოვანია და არა წლების იმაზე ხარჯვა რომ ჩვენი სურვილები გამოვრთოთ უხესად რომ ვთქვად.და საერთოდ თქბენი ნახვა მინდა და თქვენთან ლაპარაკი ხელები უნდა მოგისვათ სამკურნალოდwink.gif ხომ შემხვდებით ამ დღეებში wink.gifearth
l_daisy.gif
gio.geoo
matashi
მარტივად შეიძლება შენთვის გვარდება და არა სხვისთვის. რახან შენთვის ადვილია რაღაცა იმას კი არ ნიშნავს რომ ყველას ადვილად უნდა გამოსდიოდეს...
ამიტომ, ფილოსოფოსობა არაფერ შუაშია.
matashi
gio.geoo
ჩემთვის გვარდება ვინმე ჩემზე ნაკლებია?! არა უკეთესი თუარა, მაშესადამე სხვასაც უნდა გამოუვიდეს აი მართლა წარმოიდგინეთ გიო შენ არარ გიხსნი ისედაც იცი და ტყვილა ნუ გლახააობ.
მართლა აი წარმოიდგინეთ რომ თქვენ მაგალითად სამი წელი დახარჯეთ იმაში რომ ყველანაირი სურვილი გაგექროთ,გაგეყინათ არააქვს მნიშვნელობა, მერე?! ყავს ხალხს ლიავრები მარა არავინ არ მომკვდარა ყველაფერს მართლა ბოლოსდაბოლოს ეს ღრმად თავის შEცნობა და ეგეთი რამეები ხომ არ უნდა კარგით რა თქვენ თვითონაც ხვდებით ეს ემოციების კონტროლი მაგალითად თქვენი აზრით თუ თქვენში დაიტოვებთ უარყოფით ემოციებს რამე კარგს მოგიტანთ, ის მაინც ეცადეთ რომ უარყოფითი დადებითში გადაიყვანოთ. ხომ შეიძლება ის სამი წელი რასაც უნდა შეალიოთ იმას რომ ვითომ თქვენი ყველა სურვილი გააჩეროთ (არადა როგორ მაინც ვერ ვხვდები)კიბატონო იგივე მოწევა რაღაც სხვა დიდი მაშტაბის (თუ შეიძლება ამ მიმართებით ამ სიტყვის ხმარა) სურვილები დაახშოთ და მართლა განდევნოთ ეს დიდი ლიავრები მარა ეხლა ოდით რეალურად შევხედოთ დააფიქრდით შესძლებთ ყველა ლივრის მოშორებას?! ეს ტექნიკა კიდევ მინდა დავაკონკრეტო მასწავლა ჩEმმა მეგობარმა რუსმა ეზოთერიკმა გამოცდილიცაა ეს მეთოდი მეც მაქვს გამონაცდევი ჩემს თავზე საკმაოდ კარგად გვეხმარება პირველრიგში ფსიქოლოგიურად.
tikoroma
Plasmodium
ციტატა
თან ყველა რჩევა სისულელეა მაინც არ გაიგებ სანამ დრო არ მოვა და არ მომწიფდება ეს ყველაფერი smile.gif
რატოა სისულელე, გვიხარი, იქნება ახლავე გავიგოთ.

matashi
რაღაც მსგავსი ვნახე საიტებზე, იქ ვიზუალიზაციით დამცავი ფარი უნდა შემოგევლო.
და ნუ ცხარობ, ვინ გითხრა რომ არ გვჯერა შენი?
ყველა სურვილს ვერ მოისორებ და ალბატ არცაა საჭირო, მაგრამ შიშები და მანკიერი სურვილები, ფანტაზიები თუ შეიძლება შეასუსტო მაინც, რატომ არ უნდა ვცადოთ?
tikoroma
gio.geoo
რაღაც სურვილებზე უარის თქმა ჩახშობაა თუ ასკეზა? smile.gif
gio.geoo
აქ საერთოდ სურვილების გაქორბაზე არაა საუბარი... მე იმ სურვილებზე ვსაუბრობ რასაც ე.წ "ლიავრები" იწვევენ...
ხოლო საერთოდ სურვილების გაქრობა შეუძლებებლია. უბრალოდ დააკვირდით თავს და ნახავთ რომელია ბუნებრივი სურვილები და რომელია ხელოვნური, რომელსაც ლიავრები იწვევენ. ხოლო ამხელა ვიზუალიზაციას უბრალოდ გარშემო წამოიდგინეთ იასამნის ფერი გაეხვიეთ მთლიანად ამ ფერში. იასამნისფერი ყველა ნეგატივს წვავს თუ რაიმე აქვს ადამიანს.
violetflame
გეთანხმებით, gio.geoo - იისფერი/იასამნისფერი ყველა ნეგატივს ანეიტრალებს/პოზიტიურში გარდაქმნის. მეორეც, თუკი ამ დაბალი ვიბრაციის არსებებს სიყვარულით მიუდგებით ისინი თავისთავად წავლენ. სიყვარული არის ყველაფრის განმკურნავი - სიყვარული, არა მარტო როგორც გრძნობა, არამედ, როგორც ენერგია (უმაღლესი სიხშირის ენერგია). ეს დაბალი ვიბრაციის ნეგატიური არსებები ჩვენს სულიერ განვითარებას ემსახურებიან - ჩემის აზრით, ისინი ამისთვის მხოლოდ სიყვარულს იმსახურებენ ჩვენგან (ძალიან დიდი ფიქრისა და ცხოვრებისეული გამოცდილების შემდეგ მივედი ამ დასკვნამდე). ასე, რომ არაფერი საშიში და სანერვიულო არ არისამ ცხოვრებაში - ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის - ჩვენს მიერვე დაწერილი გეგმის მიხედვით.
tikoroma
ასე შეიძლება მოკლა ვინმე, სულიერად ან ფიზიკურად, ან უარესი ჩაიდინო რამე და თქვა - ყველაფერი ჩვენს მიერ დაწერილი გეგმის მიხედვით მიდის, სანერვიულო არაფერი არ არის, სადღაც 50-ე ცხოვრების მერე მიხვდები რომ შეცდომებს უშვებ და ახალ გზას დაადგები და ა.შ.
td.........
სანერვიულო არ არის, მაგრამ დასაფიქრებელია. გონება ამისთვის გავქვს ...
mamu_ka
რამდენს ფიქრობთ smile.gif
td.........
mamu_ka
საიდუმლოს გაგადობ, ოღონდ ჩვეში დარჩეს.... სინამდვილეში თავს ვაჩვენებთ მხოლოდ...biggrin.gif
mamu_ka
td.........
QUOTE
თავს ვაჩვენებთ მხოლოდ

ვის აჩვენებთ თავს? biggrin.gif
violetflame
ეს ცხოვრება არის ილუზია - ეს ცხოვრება არის სპექტაკლი - ყველა იმ როლს ვთამაშობთ, რომელიც ამ რეინკარნაციამდე ავირჩიეთ (მთელი პროცესია ეს). ზოგჯერ რომ გვგონია ვინმე ჩვენი მტერია, სინამდვილეში ის ადამიანი შეიძლება სულიერ სამყაროში ჩვენი საუკეთესო მეგობარი არის და დათანხმდა მოსულიყო ამ ცხოვრებაში როგორც ჩვენი სულიერი მასწავლებელი - ასეთი ხალხისგან ჩვენ ვსწავლობთ და სულიერად ვვითარდებით ძალიან სწრაფად. ამიტომ არის ნათქვამი : 'გიყვარდეს მტერი შენი ვითარცა თავი შენი'-ო smile.gif

რა თქმა უნდა ჩვენს თავზე უნდა ვიმუშაოთ რათა უკეთესი ადამიანები გავხდეთ, მაგრამ სანერვიულო არაფერია, რადგან ერთ მშვენიერ დღეს ყველანი 'გამოვფხიზლდებით' რეალურ სამყაროში და გაგვეცინება ყველაფერ ამაზე smile.gif. შეიძლება დედამიწაზე ჩვენი ცხოვრება ასევე შევადაროთ, როდესაც ახალგაზრდა ოჯახიდან მიდის სადმე სხვაგან, უმაღლეს სასწავლებელში განათლების მისაღებად.
tikoroma
violetflame
ციტატა
მაგრამ სანერვიულო არაფერია, რადგან ერთ მშვენიერ დღეს ყველანი 'გამოვფხიზლდებით' რეალურ სამყაროში და გაგვეცინება ყველაფერ ამაზე
ღმერთმა მშვიდობა მოგცეს
mamu_ka
violetflame
QUOTE
ეს ცხოვრება არის სპექტაკლი

და თან საინტერესო და ლამაზი smile.gif უბრალოდ დანახვა უნდა ამ ყველაფერს smile.gif
tikoroma
mamu_ka
violetflame
ჩემი და თქვენი გადასახედიდან ალბათ ასეა და უმადურები ვიქნებით, სხვანაირად რომ ვიფიქროთ, მაგრამ მონობაში რომ გვეცხოვრა, ტრეფიკინგის მსხვერპლი რომ გავმხდარიყავით, ან რაიმე ძალადობის ატანა გვიხდებოდეს წლების მანძილზე - მაშინაც სპექტაკლად მოგვეჩვენებოდა?

ქრისტეც თამაშობდა ალბათ ჯვარზეგაკვრობანას
violetflame
tikoroma - მინდა გითხრათ, რომ საკმაოდ ეკლიან გზაზე მივლია ამ ცხოვრებაში - დალხინებული ცხოვრებით არც ეხლა ვცხოვრობ, მგრამ სულიერი ადამიანის საქმეც ის არის, რომ პრობლემებზე ამღლდეს და სულიერების გადმოსახედიდან შეაფასოს ყველაფერი smile.gif - ეს სულიერი კანონები მარტო წიგნისთვის არ არის - ისინი რელაურად უნდა მივისადაგოთ რეალური ცხოვრების მოვლენებს - მათი არსი სწორედ ამაში მდგომარეობს

ჩემის აზრით, ჩვენ ყველანი ვიმყოფებით 'ჯოჯოხეთში' - ბევრს რა თქმა უნდა ეს გააზრებულიც არა აქვს. ზოგისთვის არის პირველი რეინკარნაცია - არიან სულების სხვადასხვა კატეგორიები. ეს განზომილება არის თავშესაყარი სხვადასხვა განვითარების დონეზე მყოფი სულებისა. ზოგადად არის დიდი ექსპერიმენტული პროექტი. ბევრს ჯერ კიდევ 'სძინავს' და გონია, რომ ეს არის ერთადერთი რეალობა - დიდი შანსია, რომ ისინი ჯერ კიდევ (თავისივე სურვილით და განვითარების მიხედვით) გააგრძელებენ ამ განზომილებაში ცხოვრებას. ის არსებები, რომლებზეც ლაპარაკობთ არიან ძალიან დაბალი ვინრაციების და საზრდოობენ ასევე დაბალ სიხშირეზე მყოფი ხალხით. არის მეორე კატეგორიაც, ნეგატიური აზრ-ფორმები, რომლებსაც ჩვენ ვქმნით როდესაც ნეგატიურად ვაზროვნებთ და რომელბიც მერე დამოუკიდებლად აგრძელებენ ცხოვრებას.

ერთადერთი გამოსავალი ამ ნეგატიური კარმის ბორბლიდან გასანთავისუფლებლად არის სიყვარული და ასევე პატიების უნარი - რათა შეგვეძლოს ვაპატიოთ სხვებსაც და საკუთარ თავსაც. ადამიანი აზრების დონეზე უნდა დაიწმინდოს რათა შეძლოს შემდეგ ეტაპზე გადასვლა. სამუშაო ძალიან ბევრია - ზოგი სული უკვე მზადაა ამისთვის, ზოგსაც კი უფრო მეტი დრო სჭირდება - შეიძლება რამოდენიმე ათეული რეინკარნაცია. სანერვიულო მართლაც არაფერია - როდესაც იცი ეს ყველაფერი ადამიანმა და შეგიძლია შენს თავზე მუშაობა, მით უმეტეს არაფერია სანერვიულო - ეს უბრალოდ დროის ამბავია უკვე. რა თქმა უნდა, მესმის რამდენად რთული და მოსაბეზრებელია ეს ცხოვრება, მაგრამ აქ მხოლოდ ჩვენი არჩევანით მოვხვდით. ლოცვები, მედიტაცია, ჰიპნოზი - ეს ყველაფერი ნამდვილად სასარგებლოა და ეხმარება ადამიანს განწმენდასა და ამაღლებაში - მაგრამ ვისთვის რა მუშაობს და ვისთვის რომელია მისაღები. ჩვენ ეხლა ძალიან გასაოცარ დროში ვცხოვრობთ - დაჩქარებულია განწმენდა, საუკუნეების მანძილზე დაგროვილი ნეგატიური კარმა ახლა იწმინდება ერთდროულად - ამიტომაც არის, რომ ამდენი ადამიანია დღეს რეინკარნირებული დედამიწაზე და ამდენი ადამიანი ასე იტანჯება. შემდეგ ეტაპზე კარმით ვერ გადავალთ - მისგან აუცილებლად უნდა განვთავისუფლდეთ.

სანერვიულო იმიტომ არ არის არაფერი, რომ ცხოვრების მოვლენებს მაინც ვერ შევცვლით და ნერვიულობით კიდევ ჩვენს ვიბრაციებს დავიდაბლებთ. ამიტომ უმჯობესია, ჩვენი ენერეგია ნერვიულობას კი არ მოვახმაროთ, არამედ ჩვენში სიყვარულისა და მიტევების გრძნობების განვითარებასა და გაძლიერებას.
tikoroma
violetflame
ციტატა
სანერვიულო იმიტომ არ არის არაფერი, რომ ცხოვრების მოვლენებს მაინც ვერ შევცვლით და ნერვიულობით კიდევ ჩვენს ვიბრაციებს დავიდაბლებთ. ამიტომ უმჯობესია, ჩვენი ენერეგია ნერვიულობას კი არ მოვახმაროთ, არამედ ჩვენში სიყვარულისა და მიტევების გრძნობების განვითარებასა და გაძლიერებას.

ეს სულ სხვა საქმეა.


მხოლოდ თქვენზე არ ვამბობ, აქ ისეთი პათოსი აქვს პოსტებს, თითქოს ვსხედვართ ვიღაცეები და ლიავრების ზეგავლენაზე ვვიშვიშებთ და დანარჩენები გვამშვიდებენ. უბრალოდ ინფორმაციის გასაზიარებლად შეიქმნა ეს თემა
mamu_ka
tikoroma
რაც ჩამოთვალე მასე რომ გვეცხოვრა გეთანხმები, როგორც სპექტაკლს ისე არ შევხედავდით, არც ისაა გამორიცხული წინა ცხოვრებაში გამოვლილი გვქონდეს ეგ ყველაფერი, ჩვენ იმ დონემდე მივედით ვხვდებით რომ საჭიროა ამ ილუზიისგან განთავისუფლება, ესეიგი წარსულში საკმაოდ ბევრი გამოვიარეთ რომ ამ აზრამდე მოვედით, გამოფხიზლება გვინდა, შიგნიდან ისმის ხმა რომელიც თავისუფლებას ითხოვს smile.gif მოქმედებას თავისუფლების მისაღწევად smile.gif მე, შენ, ჩვენ ვართ ახლა და აქ, ამიტომ იმაზე ფიქრი რომ ჩვენ სხვანაირად რომ გვეცხოვა რა მოხდებოდა აზრი არ აქვს, უბრალოდ სისულელეა, შენ ხო აქ ხარ ახლა, გააკეთე რასაც საჭიროდ თვლი, რაც მოგიტანს თავისუფლებას დანარჩენს არ აქვს მნიშვნელობა smile.gif
Plasmodium
violetflame

QUOTE
ჩვენ ეხლა ძალიან გასაოცარ დროში ვცხოვრობთ - დაჩქარებულია განწმენდა, საუკუნეების მანძილზე დაგროვილი ნეგატიური კარმა ახლა იწმინდება ერთდროულად - ამიტომაც არის, რომ ამდენი ადამიანია დღეს რეინკარნირებული დედამიწაზე და ამდენი ადამიანი ასე იტანჯება. შემდეგ ეტაპზე კარმით ვერ გადავალთ - მისგან აუცილებლად უნდა განვთავისუფლდეთ.

უკაცრავად ძალიან ლამაზია რასაც ამბობ თვითონაც სასიამოვნო და დადებითი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებ მაგრამ ასეთ დეტალებზე როცა საუბრობ საიდან იცი? smile.gif რწმენაა თუ უშუალო გამოცდილება?

tikoroma

ერთი მომენტია გასათვალისწინებელი მთელი ეს სამყარო თავის ლიავრებით ასტრალური არსებებით შავთეთრი ენერგიებით ასევე შენი საკუთარი აზრები გრძნობები სურვილები ინსტინქტები შენს გარეთაა. შენ მეს ეს ყველაფერი არ და ვერ შეეხება. როცა ამ მეს გააცნობიერებ უცებ გეშვება და გეღიმება. ძნელია ამის გადმოცემა და თითქმის უშედეგო.
gio.geoo
ერთი რამე უნდა ვიცოდეთ, ლავრებიც ჩვეულებრივი არსებები არიან, უბრალოდ როგორც ჩვენ ვიკვებებით, რომ ენერგია გვქონდეს, ისინიც იძულებულები არიან ჩვენი სურვილების ენერგიით იკვებონ რათა იარსებონ. ჩვენ მათ ვერ გავაქრობთ, როდესაც ჩვენგან წავლენ სხვა ადამიანზე გადავლენ და ასე გააგრძელებენ არსებობას.
violetflame
Plasmodium - ორივე- რწმენაც და საკუთარი გამოცდილებაც smile.gif
kate
ლიავრები ერთ-ერთი ალბათ რუსული სახელწოდებაა დაბალი ასტრალული არსებების, ისინი არც მთლად პარაზიტები არიან და არც მთლად ბოროტები smile.gif არც იციან განსხვავება ბოროტებასა და სიკეთეს შორის, რადგან არც ინტელექტი გააჩნიათ და არც აზროვნება. ის მოსაზრება, რომ ე.წ. ლიავრები იწვევენ ჩვენში ცუდ განზრახვებს, სწორი ვერ იქნება, ეს უბრალოდ კარგი თავის გასამართლებელი საშუალებაა, რადგან სწორედ რომ პირიქითაა და ჩვენი ნეგატიური ფიქრები იზიდავენ მათ, ჩვენი ნეგატივია მათი საკვები. თუ მაგიდაზე დამპალი ვაშლი გიდევს, ადრე თუ გვიან ქინქლები დაეხვევა, რამდენი ქინქლაც არ უნდა მოკლა, სანამ ვაშლს არ გადააგდებ, ქინქლებს ვერ მოიშორებ, მაგრამ როგორც კი ვაშლს გადააგდებ და მაგიდას გაასუფთავებ - ქინქლები მალე უკვალოდ გაქრებიან. ლიავრებიც, რაღაც ასტრალურ ქინქლებივითაა, ყველა ჩვენი ემოცია ჩვენს აურაზე აისახება, ნეგატიური ემოცია კი მათ იზიდავს, როგორც ფარვანას სინათლე. მათში საშიში არაფერია, ეს ჩვეულებრივი პროცესია, სამყაროში არსებობს, ასე ვთქვათ "ენერგეტიკული გადამუშავების" ჯაჭვი, ისინი პატარა რგოლია ამ ჯაჭვში.
gio.geoo
QUOTE
ერთი რამე უნდა ვიცოდეთ, ლავრებიც ჩვეულებრივი არსებები არიან, უბრალოდ როგორც ჩვენ ვიკვებებით, რომ ენერგია გვქონდეს, ისინიც იძულებულები არიან ჩვენი სურვილების ენერგიით იკვებონ რათა იარსებონ. ჩვენ მათ ვერ გავაქრობთ, როდესაც ჩვენგან წავლენ სხვა ადამიანზე გადავლენ და ასე გააგრძელებენ არსებობას.

ამაში მთლიანად გეთანხმები. სხვათაშორის მათი დანახვა, სხვა ასტრალურ არსებებთან შედარებით ადვილია. შენ ერთხელ წერდი რაღაც არსებებზე რომლებიც საჭმელზე დაინახე, ესენიც მსგავსი არსებები არიან.
ის არსებები, რომელთაც შეუძლიათ ჩვენს ფიქრებზე და განზრახვებზე მოახდინოს გავლენა და შეცვალოს ისინი, სულ სხვა რანგის არსებებია, თუმცა დიდი რაოდენობის ლიავრები შეიძლება მათთვის სასურველი "კანდიდატის" მინიშნება იყოს, მაგრამ ჩვენი თანხმობის გარეშე ისინი ვერაფრით ვერ შემოვლენ ჩვენს ენერგეტიკულ ველში, ასეთი რამე გამორიცხულია, აი თანხმობის მისაღებად კი შეიძლება კარგად გაისარჯონ




This is a "lo-fi" version of our main content. To view the full version with more information, formatting and images, please click here.
Invision Power Board © 2001-2024 Invision Power Services, Inc.