Help - Search - Members - Calendar
Full Version: უცნაური სახლები,უცნაური ნივთები,ნახატები
ეზოთერიული ცოდნის ფორუმი > ძირითადი განყოფილება > პარამეცნიერება
daliela
15 აპრილს ე.წ სიყვარულის დღეს მთელი ჩემი სამეგობრო შეიკრიბა ,დავლიეთ ( ჩემს გარდა ყველამ) და გადავწყვიტეთ რომ მოგვეწყო after party ჩვენი ერთ–ერთი მეგობრის სახლში ( მე ეს ბიჭი მაგ დღეს გავიცანი)
ერთი სიტყვით სრულიად გრუზინულ-მატერიალისტურ ტალღაზე მომართული გავემართე ამ სახლისკენ და შევდგი თუარა ფეხი ამ სახლში ეგრევე თავი ამტკივდა. ცოტა არიყოს გამიკვირდა მაგრამ დიდი ყურადღება არ მივაქციე. ჩვეულებრივი სახლი იყო სადაც ბიჭები ცხოვრობენ. ანუ უკიდეგანოდ არეული ,ოღონდ სასიამოვნო არეულობით ... ''მოწოდებით ბომჟები'' გამიგებენ biggrin.gif
სამზარეულოს შეთვარიელებისთანავე შევედი დიდ სასტუმრო ოთახში სადაც კედლებზე ეკიდა საკმაოდ დიდი ზომის ნახატები . ერთ ერთ ნახატზე ცისფერ და თეთრ ტონალობებში გამოხატული იყო ორი ადამიანი. პირველი იჯდა.. მეორე უკან ედგა ოღონდ ერთი თავით მაღლა და იმ უკან მდგომს თავზე ებრაული ვარსკვლავი ეხატა დიადემის მაგივრად. იესო და იუდა.
და მომეჩვენა რომ ნახატზე ნაჩვენები იყო იუდას უპირატესობა იესოზე...
როგორც ჩემმა ახალგაცნობილმა მეგობარმა ამიხსნა ეს ნახატები ეკუთვნის მისი ოჯახის მეგობარს ,მხატვარს ( ჩემი აზრით გენიოს მხატვარს )
ეს კიდევ არაფერი,იყო იმ სახლში საინტერესო ნივთები. გრავიურები
ერთ ერთ გრავიურაზე ძალიან მკრთალად ეხატა სატანა ორი რქით . და არცერთ ჩემს მეგობარს არ დაუნახავს რა ეხატა . მარტო დილას მე და ჩემმა ''ინდიგო'' ძმაკაცმა დავიწყეთ მაგაზე ლაპარაკი და მაშინ დავაკვირდით .
ყველაზე მთავარი

კედელზე იყო აყუდებული დიდი ზომის ნახატი ,უკანა მხარეს ეწერა მამო ჩვენო და რომ მოატრიალა ჯერ გვითხრა მოემზადეთო. მეთქი რა უნდა მაჩვენოს ახლა ამან მე ისეთი რაც გამაკვირვებს
მოატრიალა და აი თუ გიგრძვნიათ რაღაც დიდი სველი და მძიმე ენერგია რომ დაგეტაკება . ეგეთი რაღაც ვიგრძენი
ტილოზე მუქ შავ და მუქ მწვანე ფერებში ( ეს ფერები არ მომეწონა ძალიან,მე არვიცი როგორ უნდა დახატო იესო ასეთ ფერებში) იყო დახატული მაცხოვარი რომელსაც უბრალოდ თვალს ვერ გაუსწორებდი.
ვერ გეტყვით ამ თვალებში რა იყო...
მე მარტო აი უსაშველო სიმძიმე დავინახე
ბინის პატრონმა გვითხრა რომ კედელზე ავაყუდე და გამიშავა კედელიო,თან გვანახა სურათის სიდიდეზე გაშავებული კედელიც.
ჩემი მოკლე ჭკუით მხატვარს უნდოდა დაეხატა ქრისტე და დახატა სხვა....

ჩემი''ინდიგო ძმაკაცი'' რომელსაც არანაირი ეზოთერული ცოდნა არ გააჩნია მაგრამ მე ვთვლი რომ საკმაოდ მაღალ ლეველზეა მიაშტერდა და დიდი ხანი ვერ მოვაცილე სურათს. გინდა თუარა შემეშვი '' ვებაზრებიო ''
დღეს კიდევ მწერს ცუდათ ვარ თვალებიდან არ ამომდისო
მე შეხედვისთანავე ვიგრძენი რომ არ უნდა მეყურებინა და მაშინვე მოვბრუნდი და ვთხოვე შეეტრიალებინა. მაგრამ ჩემმა მეგობარმა ისევ მოატრიალა და ძლივს მოვაგლიჯე სურათს. დაჰიპნოზებული თვალებით აშტერდებოდა და გული გამისკდა რომ შევხედე. არადა ამ ბავშვს ისეთი თვალები აქვს,ბავშვის. ზღვა აქვს თავლებში და მაგ დროს სულ სხვანაირი თვალები ჰქონდა. .. უცხო .

მოკლედ ძალიან უცნაური სახლი იყო. პატრონმა კიდევ მოპმიყვა რომ დილის 6 საათზე ფანჯრების წინ ხეზე შავი ყვავები ჯდებიან . და მართლა დაჯდნენ დილას ..
ფაქტი ისაა რომ შესვლისთანავე საშინლად დავიძაბე და კარგა ხანი დამჭირდა დამშვიდებისთვის .

მაგრამ იმ ნახატს ალბათ არასდროს დავივიწყებ.
თუ კიდევ მოვხვდი იქ აუცილებლად გადავუღებ ფოტოს და დავდებ
თუ გქონიათ რაიმე მსგავსი გამოცდილება დაწერეთ თქვენც,საინტერესო იქნება ძალიან .
earth
daliela
QUOTE
თუ გქონიათ რაიმე მსგავსი გამოცდილება დაწერეთ თქვენც,საინტერესო იქნება ძალიან .
მართლაც უცნაური გამოცდილება გქონია.

QUOTE
ჩემი მოკლე ჭკუით მხატვარს უნდოდა დაეხატა ქრისტე და დახატა სხვა....

როგოც ვიცი ეკლესია კრძალავდა, უფრო სწორედ ყველას არ აძლევდა უფლებას ხატების დახატვისა. როგორც ჩანს რაღაც იცოდნენ.
მე იმ სახლში არ მივიდოდი მეტად, არვიცი.
teepurple
ერთ ერთ გრავიურაზე ძალიან მკრთალად ეხატა სატანა ორი რქით
ესეც საიინტერესო ფაქტია, თუ არავის დაუნახავს ე.ი მხატვარს არ უნდოდა რომ ვინმეს დაენახა და რატომ არ უნდოდა ესეც საინტერესოა, რა მიზანი ჰქონდა.
ყველას არ აძლევდა უფლებას ხატების დახატვისა. როგორც ჩანს რაღაც იცოდნენ.
და თუ მართლა რაღაც იცოდნენ ამ მხატვარმაც იცოდა ^^
საინტერესო ტიპი იქნება..
td.........
daliela
ძალიან სანტერესოა. ის შენი ინდიგო მეგობარი ალბათ ძალიან სუFთა ტიპია და ამიტომ ადვილად მოხვდა გავლენის ქვეშ..ნახატებს ძალიან დიდი ენერგიის შენახვა და გადმოცემა შეუძლია. ეს შეიძლება იყოს ავტორის ემოციები, აზრები, თუნდაც გამიზნულადჩადებული ენერგია, ან გაუცნობიერებლად..ზოგი ნახატი კი დამუხტული ამა თუ იმ ენერგიით იწყებს "დამოუკიდებელ "ცხოვრებას. ისე არ გინდა შენს ახალ ნაცნობთან სტუმრად წაგვიყვანო? biggrin.gif

earth
ციტატა
როგოც ვიცი ეკლესია კრძალავდა, უფრო სწორედ ყველას არ აძლევდა უფლებას ხატების დახატვისა.
რათქმაუნდა არ აძლევდა. ამისთვის კურთხევა იყო საჭირო და გარკვეული წესების დაცვა ხატვის პროცესში. მე ვწერ ხოლმე ხატებს, მაგრამ ძალიან იშვიათად, მხოლოდ მაშინ როდესაც ვგრძნობ გარკვეულ იმპულსს. სხვა შემთხვევაში რომ იყოს აუცილებელი ვერ დავწერ, არ გამოვა..
earth
td.........
QUOTE
მე ვწერ ხოლმე ხატებს

დადევი რა smile.gif
td.........
earth
სახლში მხოლოდ 2 ცალი მაქვს ძალიან ძველები.smile.gif დანარჩენები გაჩუქებულია ეგრევე.
earth
td.........
ისე დამაინტერესა smile.gif
Simulated
გადაუღე ფოტოები და დადე,მიდი იმსახლში არაფერი საშიში არარის.ჩემს ნახატებზეც იტყვის იგივე რაღაცას ვინმე ალბათ,თუარ უთქვამს აქამდე,ეს ნახატის მაგიურობის ბრალი კიარაა ეს ჩემი ჩადებული ენერგიის და შენი როგორც მნახველის ამ ენერგიის მიღების მომენტია,რომელიც სხვადასხვანაირ ემოციას უჩენს ადამიანს რაღაც მომენტში.თუმცა როგორც მიიღებ ისე მიგიღებს,ნახატიც,საახლიც,ადა
იანიც და დედამიწაც.
td.........
Simulated
მართალი ხარ! თუმცა თუ მხატვარს აქვს უნარი დამუხტოს ენერგიით თავისი ნამუშევარი, ან გამიზნულად დებს მასში რაიმე კოდს ის აუცილებლად იმუშავებს. smile.gif

შენი ნამუშევრები კი ძალიანაც მომწონს! smile.gif
daliela
რათქმაუნდა მხატვარი გადასცემს ემოციებს და ენერგია ნახატს .. მაგრამ აი იმ სურათზე რაღაცა ძალიან სტრანნად ეხატა. მუქად მძიმედ.
პ.ს ისე ჩვენ ფორუმელებს ხატვა რომ შეგვეძლოს ყველას,რა დონის ნახატებს გამოვაცხობდით . სალვადორ დალი ვინ ჩემი ფეხებია biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif
tikoroma
daliela
ნურას უკაცრავად, იცი რამდენი მხატვარი გვყავს ფორუმზე?
daliela
მერე სადაა ნახატები. გვანახეთ wub.gif wub.gif biggrin.gif
tikoroma
გასაიდუმლოებულია, წაგლეკავთ jadoqar.gif

ეს ერთ-ერთი - http://www.esoteric.ge/forum/index.php?showtopic=1355
daliela
QUOTE(tikoroma @ Apr 19 2013, 10:02 PM) *
გასაიდუმლოებულია, წაგლეკავთ jadoqar.gif

ეს ერთ-ერთი - http://www.esoteric.ge/forum/index.php?showtopic=1355



ანანდა თუ ხატავდა არ ვიცოდი . კარგია ძალიან wub.gif wub.gif wub.gif wub.gif
tikoroma
ჯერ სად ხარ ph34r.gif
td.........
ისე ანანდა სად გაქრა?
tikoroma
სხვა პლანეტაზეა
Simulated
QUOTE(td......... @ Apr 19 2013, 08:13 PM) *
Simulated
მართალი ხარ! თუმცა თუ მხატვარს აქვს უნარი დამუხტოს ენერგიით თავისი ნამუშევარი, ან გამიზნულად დებს მასში რაიმე კოდს ის აუცილებლად იმუშავებს. smile.gif

შენი ნამუშევრები კი ძალიანაც მომწონს! smile.gif

მადლობა td ))
თუ მხატვარს აქვს უნარი დამუხტოს ჩემი აზრით არასწორი ფორმულირებაა.ნებისმიერი მხატვარი ხატვის დროს უკვე მუხტავს,ნებისმიერ ნახატს.მეორე მომენტია გამიზნულად თუ ისე. თუ ისეა მაშინ ენერგიაც აბსოლიტურად ორგანულია და სუფთაა როგორც გაუთვიცნობიერებელი.თუ გამიზნულად არის გარდა იმ ენერგიისა რაც ნებისმიერ შემთხვევაში იქმნება ხატვის დროს,მას ემატება რაღაც ქიმია ანუ არა ორგანული ენერგია რომელიც კონკრეტული მიზნის გაჩენის შემთხვევაში ერწყმის ორგანულს და ვიღებთ ახალი ტიპის ენერგიას.
დაკვირვების პროცესში ბევრ ნახატს ეტყობა ეს.

რაც შეეხება ნახატებს რომელთაც მიაწერენ იდუმალს ან რაღაც საშიშს ან სხვა მსგავს სტატუსებს,ეს ნახატები ჩემთვის საინტერესოა ზუსტად იმ ენერგიების გამო რასაც იწვევს,როგორც იწვევს,რატომაც იწვევს.ამაზე დაკვირვებაა საინტერესო.ვფიქრობ ზუსტად ამ კუთხით თუ მიუდგებიან ეს ბიჭებიც იმ კონკრეტულ ნახატს ბევრ საინტერესო რაიმეს დაიჭერენ საკუთარ თავში.
Simulated

მოვიყვან უბრალო მაგალითს,ეს ჩემი ძველი ნახატია და რათქმაუნდა ახლავს ამასაც თავის ენერგია.ბევრს უთქვამს რო ჟუტკია,ვიღაცეებს უბრალოდ საინტერესოდ მოეჩვენა მოკლედ ადამიანია და აღქმა.რაღაც მხრივ ნახატებიც სარკეა მეთუმკითხავ,იმ ყველაზე ღრმაში ჩადის და იქ დალექილი ინფორმაციის,ემოციის,გრძნობებ
ის და ა.შ პროვოცირებას ან სხვა ზემოქმედებას უკეთებს,ამას თანდართული ენერგია და იქმნება აღქმა რომელიც აბსოლიტურად ინდივიდუალურია.
td.........
Simulated
ხო ეგაა, მაგრამზოგჯერ გაუაზრებლადაც შეიძლება ცადის ავტორმა დიდი ნეგატივი, მოკლედ ეს ბევრ რამეზეა დამოკიდებული და ხანდახან ასეც ხდება.
ტუმცა უმტავრესი მაინც აღქმაა და მნახველის მდგომარეობა კიდე.

smile.gif
ეს ნახატი კი სულაც არ არის ჟუტკი... უფრო სევდიანია. მგონია აქ შენი იმდროინდელი შინაგანი მდგომარეობაა გადმოცემული...
earth
Simulated
მეც სევდას და ტკივილს ვხედავ ამ ნახატში, ასევე უიმედობას...
matashi
Simulated
მეც არვხედავ ჟუტკად ისე თავბრუ დამეხვა დამათრო წამიერად და დამაბოლაbiggrin.gif პირველად მქონდა ეგეთი შეგძნება ნახატისადმი biggrin.gif და საინტერესო იყო ისე კი სევდიანია sad.gif
daliela
QUOTE(Simulated @ Apr 20 2013, 01:20 AM) *

მოვიყვან უბრალო მაგალითს,ეს ჩემი ძველი ნახატია და რათქმაუნდა ახლავს ამასაც თავის ენერგია.ბევრს უთქვამს რო ჟუტკია,ვიღაცეებს უბრალოდ საინტერესოდ მოეჩვენა მოკლედ ადამიანია და აღქმა.რაღაც მხრივ ნახატებიც სარკეა მეთუმკითხავ,იმ ყველაზე ღრმაში ჩადის და იქ დალექილი ინფორმაციის,ემოციის,გრძნობებ
ის და ა.შ პროვოცირებას ან სხვა ზემოქმედებას უკეთებს,ამას თანდართული ენერგია და იქმნება აღქმა რომელიც აბსოლიტურად ინდივიდუალურია.




ჰოოოოოო.... ვოტ ეტა დააა.
საინტერესოა აშკარად wub.gif
jarmen
მეც მქონია მასეთი შემთხვევა, ლილოში მიტოვებულ ბინაში ქონდაც საწოლები შეტანილი და გარემონტებული ძმაკაცებს და იქ ვიყავით ხოლმე ხშირად, მარა არ მევასებოდა მაგრად არც უბანი და არც სახლი. ბოლოს შემთხვევით გავარკვიე, რომ იმ ადგილას ადრე სასაფლაო ყოფილა (ემოციებს აღარ აღვწერ. ლაკონურად ჯობია).

QUOTE(daliela @ Apr 18 2013, 05:22 AM) *
თუ კიდევ მოვხვდი იქ აუცილებლად გადავუღებ ფოტოს და დავდებ


არ დადო ეგ სურათი ფურუმი არ დაგვიბინძურო...
daliela
დაბინძურებას რაც შეეხება biggrin.gif

მხოლოდ ის გაბინძურებს რაც შენგან გამოდის და არა ის რას შეუშვებ შენში rolleyes.gif
Athanasia
რა ჰქვია შენს მეგობარს რომელიც ამ უცნაურ სახლში ცხოვრობს?
brevalo
პირადი აღქმები რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია, მაგრამ ენერგიას + ინფორმაცია = პროგრამას.
რა ენერგიაც და რა ინფორმაციაც არის ჩადებული, ისე მოქმედებს ნათქვამი სიტყვაც და დახატული ნახატიც.

....................



რა გსმენიათ ცნობილ ინგოროყვას #6 სახლზე, რომელსაც ეშმაკის სახლს უწოდებენ? როგორც ვიცი ამ სახლში ერთი მოხუცი ცხოვრობს, რომელიც არავის უშვებს. ფანჯრეზე რაღაც სქელი აქვს ჩამოფატებული და არაფერი ჩანს შიგნით. შეიძლება ამის გამო მზის შუქი საერთოდ არ შედის სახლში.





https://www.marao.ge/sakithkhavi/interviu/2...hu-realoba.html
starscream
ესეთ რაღაცას ვიტყვი დღევანდელი ადამიანები რომლებიც იბადებიან ზოგს არ ააქვს ადამიანური სული არიან ნეფილიმები ადამიანს სხეულში ანუ მათ შიგნით იმალება ნეგატიური ენრგეტიკა დიდი სიშავე და შეიძლება თვითონაც არ იცის უმეტესობამ ან მხოლოდ კრიტიკულ მომენტში ხდება ამ ენერგიის გამოვლინება. ეს ადამიანები შეიძლება ძალიან კეთილები იყვნენ ძალიან კარგები და დადებიტს ასხივებდნენ მხატვარზე ვამბობ მე მაგრამ დახატა და მაინც ნეგატიური გამოუვიდა ძნელია ამის ახსნა ეს ჩემი აზრია მარტო და ჩემი მოგონილი. თუ თქვენ ამბობთ სიმართლეს მეკიდე ცოტა გადამეტებული მგონია და ამ ნახატებს ამ ადამიანმა გადაცა ამხელა ენერგია ეხლა თვითონ წარმოიდგინეთ ეს ადამიანი რამხელა შავი ენერგეტიკის მატარებელია =)
This is a "lo-fi" version of our main content. To view the full version with more information, formatting and images, please click here.
Invision Power Board © 2001-2024 Invision Power Services, Inc.