Help - Search - Members - Calendar
Full Version: თავისუფალი თემა
ეზოთერიული ცოდნის ფორუმი > დამატებითი განყოფილება > თავისუფალი განყოფილება
Pages: 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9, 10, 11, 12, 13, 14, 15, 16, 17, 18, 19, 20, 21, 22, 23, 24, 25, 26, 27, 28, 29, 30, 31, 32, 33, 34
earth
elli
wub.gif l_daisy.gif
td.........
უბრალოდ რაღაც ეტაპები აქვთ ადამიანებს... ეს იგივეა ვყსაყვედუროთ ვინმე მეგობარს, მე ისევ სკოლაში მოვდივარ, კლასში ვზუვარ და არავინ აღარ მოდიხართო...
ან შვილს უსაყვედურო, რატომ გაიზარდე და აღარ გინდა ძველ სახლში ცხოვრებაო...
მოკლედ, იმის თქმა მინდა, რომ მიუხადავად იმისა ყველა ჩვენ-ჩვენ გზებს გავუყევით კავშირი არ დაგვიკარგავს..
ასე მგონია smile.gif
earth
beerchug.gif
tikoroma
აჰაა, მოვედი, წავედი
earth
გავუგზავნოთ სიყვარული კორონოვირუსით დაავადებულ ადამიანებს. ადამიანებს მათთან ახლოს მყოფთ. მთელ ქალაქს. მთელს დედამიწას.
გავუგზავნოთ სიყვარული და სითბო.
მალე აღმოჩენილიყოს ამის წამალი.
მალე გაეღიმოთ და ეზეიმოთ!!!

მადლობა ღმერთო, რომ მალე ყველაფერი კარგად იქნება, მადლობა, მადლობა, მადლობა.

სითბო გულისა გავუშვათ დედამიწის ირგვლივ. გავათბოთ ყველაფერი.
earth
QUOTE(earth @ 25th February 2020 - 09:56 PM) *
გავუგზავნოთ სიყვარული კორონოვირუსით დაავადებულ ადამიანებს.

gul.gif angelchik.gif angelchik.gif angelchik.gif

ყველა ადამიანს გავუგზავნოთ სიყვარული, დედამიწას სიყვარული გააძლიერებს. groupwave.gif
ano
2018 წელს მოუწერია ერთ წევრს პირადი და დღეს მომივიდა
თან სამჯერ
იქეთ რაღაც პოსტებს ვეძებდი და გამქრალა
ფორუმმა ისევ დაიწყო თავის ჭკუაზე სიარული
earth
საბერძნეთში დღეს იქნება სიცხე, ორშაბათს კი თოვლს ელოდებიან ბევრ რეგიონში. ბუნება გადარეულია. თუმცა ვიმსახურებთ ადამიანები, მეტს ვიმსახურებთ. დიდი ხანია გვეძახის დედამიწა რამე ვიღონოთ, ცოტა ტვინი ავამუშავოთ, არა... ჩვენ განვაგრძობთ მის განადგურებას. შარშან ჩემს სოფელში ახალაყვავებული მცენარეები დაითოვა და არანაირი მოსავალი არ იყო...
კორონოვირუსი დარწმუნებული ვარ წარმოქმნილია კლიმატის ცვლილების ხარჯზე.
თავდაპირველად მეც ვფიქრობდი, რომ შექმნილი ვირუსია, სანამ „შავი ჭირის“(ვირუსი რომელმაც მე-14 საუკუნეში გაწყვიტა მოსახლეობა) ისტორია არ წავიკითხე. ჩვენ ადამიანებს გვაქვს თავის არიდების სურვილი ჩვენს დანაშაულზე და გვაწყობს სხვას გადავაბრალოთ ყველაფერი და მშვიდად ვიყოთ ჩვენს მობილურში თავჩარგული.
შავი ჭირი კლიმატური ცვლილებებით წარმოიქმნა. განა იგივე არ ხდება დღეს? https://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%A8%E1%...%83%A0%E1%83%98
ამ პოსტის წაკითხვით ვიკიპედიაში ბევრ რამეზე შეიძლება თვალის ახელვა.
earth
ქრისტეს ენერგია იყოს ჩვენთან.
მადლიერების და სიყვარულის გრძნობით იყავით.
gul.gif
tikoroma
აქაც იყო თოვლი, შუაღამით მოგვეპარა. გავიხარეთ სამეზობლომ და ბავშვმა განსაკუთრებით. ახლაც გარეთ რომ გამყავს, "თოვლიაო" იძახის.მაგრამ ფაფუუ თოვლი. აღარ იყო დილით
earth
საკალელი... wub.gif


ღმერთმა გაახაროს ეს პატარები, ღმერთმა ძალა მოგვცეს მათ ისეთი დედამიწა მივცეთ, რომ იყვნენ ბედნიერები. bigarmhug.gif
tikoroma
ფეისბუქი ისე ჭედავს, მალე ყველა აქ შევიკრიბებით ისევ
დიდება კორონას
earth
აქაც დამეწყო ინტერნეტის პრობლემები, ერთ შორეულ სოფელში ვარ smile.gif
chemikerin
ფეისბუკი არის ძაან დამღლელი დებილობა biggrin.gif
აქ ჯობია, გავაცოცხლოთ აქაურობა biggrin.gif biggrin.gif
old_man
გავაცოცხლოთ. ოღონდ თხოვნა იქნება მარტო კაცობრიობის კრიზისების დროს ნუ გაგახსენდებათ ეს ფორუმი babu.gif
earth
გავაცოცხლოთ gul.gif groupwave.gif
chemikerin
ისედაც მახსენდება ხოლმე აქაურობა blush.gif
ოღონდ არ ვპოსტავ ხოლმე, მარტო შემოვიჭყიტები ხოლმე.


earth
კიდევ ერთხელ მადლობა ექიმებს.
დღეს ისინი არიან ადამიანების გვერდით.
მადლობა თქვენ. give_rose.gif
chemikerin
ფორუმელებო თქვენი აზრი მაინტერესებს ფეისბუქთან დაკავშირებით. არ გრჩებათ შთაბეჭდილება რო ფბ სივრცის მეშვეობით შემოდის ათასნაირი დაუხარისხებელი ინფორმაცია? გაუცნობიერებელ სქროლვაში გამომიჭერია თავი არაერთხელ. მგონია რო არ არის ჩვენი სისტემა თუ მენტალური სხეული ამისთვის მოწყობილი.. რაღაც არასიჯანსაღე ახლავს ახლავს თან ამ ყველაფერს. ინფორმაციის გარდა 1000 ნაირი ფოტო......

earth
chemikerin
ეს დღეები ვდგევარ და ვშლი ყველაფერს ფბ-ზე, არც ვიცი, ქვეცნობიერად ვაკეთებ. რა გვერდებზეც ოდისმე ლაიკი დამიწერია, ვშლი, არაფერი დავტოვე მგონი biggrin.gif

ძალიან ძლიერი რომ იყო, მაინც მოქმედებენ შენზე...
chemikerin
earth
დადებითი მხარე ის აქვს, რომ ადვილად იგებ კარგ ინფორმაციას. კარგი ფეიჯები და კარგი გურუები თუ გყავს დალაიქებული ლაივები იდება, ივენთებზე იგებ. მაგისთვის ღირს, მაგრამ დანარჩენი მართლა სისულელეა.. biggrin.gif ისედეაც unfollow მაქვს თითქმის ყველზე biggrin.gif მაგრამ ეგეც არ შველის. მაინც დიდი ინფორმაცია შემოდის. შეიძლება კარგი ინფორმაციებიც კი იყოს მაგრამ ტვინს მოკლე დროში უწევს გადახარშოს რაღაც აჯაფსანდალი biggrin.gif biggrin.gif
earth
chemikerin
ზუსტად biggrin.gif
chemikerin
ფორუმელებო ავატარს ვერ ვაყენებ. ყველა პირობას აკმაყოფილებს სურათი. რას ვაკეთებ ნეტა არასწორად?
tikoroma
არ ვიცი, საუკუნის წინ დავაყენე ჩემი
old_man
tty-ის მივწერ და გვეტყვის
რაში ვუხდით ხელფასს
ano
ნეტავ გადავეჩვიო ამ უაზროდ სქროლვას,
უამრავი გენიალური იდეა მაქ თავში დროა მივხედო
groupwave.gif
ჩართეთ პოზიტიური ქანქარები
მიყვარხართ
gul.gif
earth
ano
wub.gif l_daisy.gif
მომილოცავს!!!
ano
თუ ეზოთერიკოსებიც ასე აზროვნებს სხვაზე რაღა ვთქვა?
ეს ვინმე რამაზ გიგაურის პოსტი

ციტატა
რამდენიმე საკითხზე, უფრო სწორად ბოდვაზე ჩემს აზრს ვიტყვი. მეგონა ეს არ იყო საჭირო, მაგრამ სამწუხაროდ მიწევს გარკვეული განმარტებების გაკეთება:

ბოდვა ნომერი 1

„მასონებმა გადაწყვიტეს რომ დედამიწის მოსახლეობა 1 მილიარდამდე შეამცირონ“.
/მეცინება ამაზე კომენტარის დაწერა რომ მიწევს. ეს სექტანტურ აზროვნებას სცილდება და სტივენ კინგის და დენ ბრაუნის სამყაროში შედის. სერიოზულად კი ეს ფიზიკურად შეუძლებელია. მეორე მსოფლიო (გამანადგურებელმა) ომმა, რომელიც 1937-45 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა, ანუ 8 წელი (აზიაში დაიწყო 1937 წელს, ევროპაში - 1939 წელს). ომში მონაწილეობდა 72 სახელმწიფო (დედამიწის მოსახლეობის 80 %). ბრძოლები მიმდინარეობდა 40 სახელმწიფოს ტერიტორიაზე. დაიღუპა 62 მლნ. ადამიანი. ახლა დედამიწაზე 7,7 მილიარდი ადამიანი ცხოვრობს. მასშტაბებს ხვდებით ხომ, რომ ეს შეუძლებელია?!/

ბოდვა ნომერი 2

„5G ანტენებს აყენებენ და ეს ვირუსს აჩენს და ადამიანებს ღუპავს“.
/ჯერ არსებობდა 1G, მერე იყო 2G, მერე 3G, 4G ცხადია იქნება 5G, 6G, 7G, ოცდაგიჯმეტიჯი და ა. შ. ეს არის ტექნოლოგია და როგორც თქვენი მობილურის ფანარით ვერ გადავა ვირუსი ერთი ადამიანიდან მეორეზე, ისე 5G-ით ვერ გადავა. 4G-ზე თქვენი ჭამის მადა ან პოტენცია ხომ არ შემცირდა, არა ხომ? ჰოდა, 5G ვერაფერს გიზამთ/

ბოდვა ნომერი 3

„მასონები, ამერიკა, ევროპა - ებრძვიან საქართველოს და უნდათ მისი განადგურება“
/მასონებს საქართველო სულ ფეხზე ჰკიდიათ და მათი 95 პროცენტი საქართველოს რუკაზეც ვერ იპოვის. ამერიკა - საქართველოს მეგობარია. ევროპა - საქართველოს პარტნიორია. თუ ვინმე გვერჩის ბოლო 200 წელზე მეტია - ეს არის რუსეთი/

ბოდვა ნომერი 4

„ევროპა ქართველობას გვართმევს“.
/ევროპას არაფერში სჭირდება ჩვენი ქართველობა. პირიქით, ჩვენ ვეტენებით - პრეზიდენტ-მინისტრებ-პატრიარქ-მღვდლებით დაწყებული ჯიბგირებ-მომპარავებით დამთავრებული. სულ ევროპაში მივდივართ სამკურნალოდ თუ სამუშაოდ და „რა არის ცხოვრება“ ამის სანახავად. ქართველობას 200 წელზე მეტია რუსეთი ებრძვის, ხვრიტავს, ციმბირში ასახლებს, ურმებით ეზიდება რუსეთში საეკლესიო ხატ-განძის სახით, რაც ვერ მიაქვს - წვავს. წაიკითხეთ XIX საუკუნის ქართული ლიტერატურა, თუნდაც ზაქარია ჭიჭინაძის წიგნები და მიხვდებით. გახსოვდეთ, პარიზი, ლონდონი, მადრიდი, ბარსელონა, ვენა, ბერლინი - სჯობია მოსკოვს, ტულას, ხაბაროვსკს, ჩიტას, ვლადივასტოკს. თუ ამ სიტყვებში ეჭვი გეპარებათ, წადით თუნდაც ჩიტაში და იქ იცხოვრეთ/

ბოდვა ნომერი 5

„აგვცრიან და დავიღუპებით“.
/პირიქით, აცრები ადამიანს უძლიერებს იმუნიტეტს. ბოდვა ნომერ 1-ში ვთქვი, რომ დედამიწის მოსახლეობა 7,7 მილიარდია და ის რომ დედამიწის მოსახლეობა სადღაც 2022-25 წლებში 8 მილიარდს მიაღწევს, ამის ერთ-ერთი დამსახურება სწორედ აცრებია. აცრები - კარგია/

ბოდვა ნომერი 6

„ჩიპებს ჩაგვიდგავენ სხეულში“, ანუ დაგვჩიპავენ“
/თითოეულ ჩვენთაგანს ჩიპი გაგვაჩნია. ეს არის ჩვენს პირადობის მოწმობაში, პასპორტში, მობილურ ტელეფონში და ა. შ. არავის რეალურად არ სჭირდება ეს ჩიპი დიდი ბოდიში და სადმე შეგვტენოს. მართლა არ სჭირდება. თუ ვინმეს თქვენი მოძებნა უნდა, რა პრობლემაა. სადაც ბილ ლადენი იპოვეს, რომელიც მსოფლიოს ნომერ პირველი ტერორისტი იყო და ტიპს კონტაქტი გარესამყაროსთან მხოლოდ კურიერების მეშვეობით ჰქონდა. სახლში არ ჰქონდა არანაირი ტექნიკა. არანაირი და მაინც მიაგნეს როგორმე თქვენს ადგილსამყოფელსაც დაადგენენ. თუ გინდათ ცივილიზებულ სამყაროში ცხოვრება, ისარგებლეთ ამ სამყაროს წესებით. თუ არა და გადააგდეთ პირადობის მოწმობა, პასპორტი, მობილური ტელეფონი, გააუქმეთ საბანკო ანგარიშები, გავარდით ტყეში და იკვებეთ ხის ნაყოფებით და ფესვებით. ვიმეორებ, არავითარ ჩიპს შუბლზე, ხელზე ან ტრაკზე არავინ დაგიყენებთ, რადგან არ არის საჭირო/

დიდი მადლობა თუ ეს პოსტი ბოლომდე წაიკითხეთ! <3



და ამას რამდენი ადამიანი მადლობას უხდის, რომ დაგვამშვიდეო
აი ვერ გავიგე ან პასუხისმგებლობა არ აწუხებს ან სინდისი, რომ ადამიანები შეცდომაში შეჰყავს?

ეს არის იავნანა დაძინებული ადამიანებისათვის, ჩვენ კიდევ ეს გვინდა?
პირიქით ერთმანეთი უნდა გავაღვიძოთ აი გამოსავალი!

dash2.gif
earth
მე ძალიანაც მომეწონა, როომ უპასუხა რამაზ გიგაურმა მასე. რადგან ეს პიროვნება არის პოზიტიური და პოზიტივა ბედნიერების მომტანია.
earth
რამაზ გიგაური თავის გვერდზე უამრავ კარგ და პოზიტიურ ბოსტებს ბეჭდავს. ძალიან მიხარია, რომ საქართველოში არის ასეთი ადამიანი, რადგან რატომღაც ქართველებს გვაქვს მიდრეკილება ვეძებოთ ბნელი.
ეს ადამიანი იმ პირველ მერცხლების რიგშია, ვინც საქართველოს შეცვლის, რათქმაუნდა გამოჩნდებიან სხვებიც.
ano
კაი გასაგებია რომ პოზიტიურად აზროვნებს,
მეც ერთ დროს ვოცნებობდი და ძალიან მიხაროდა სოხუმში რომ მივდიოდი ჩემს საყვარელ ხალხთან ერთად საერთოდ არ ვფიქრობდი არც მე და არც ჩემი ნათესავები რაიმე ნეგატიურს ისეთი სურპრიზი მოგვიწყვეს ერთ დღეში გამოგვყარეს ყველა იქედან რამდენი წლები მივჩერებოდით მალე დაბრუნება იქნება რამდენი წელი ოცნებობდა ხალხი თავის სახში თავის ძველ მონატრებულ გარემოში დაბრუნებას, განა ვინმეს სხვა ნატვრა და ვიზუალიზაცია ქონდა, დიდიან პატარიანა მთელი ეს წლები მხოლოდ სიყვარულით და პოზიტიური იმედებით,
გვაძლევდნენ ჰუმანიტარულ დახმარებას და გვიხაროდა, მაღაზიაში ოჩერედში დგომით ტალონებზე გვაძლევდნენ პურს და მაინც ბედნიერები ვიყავით სულიერად არ გავტეხილვართ,
ვოცნებობდი უნივერსიტეტში მოხვედრას, მაგისტრატურაზე, მე სულ სხვა გეგმები მქონდა განა ვინმემ ჩემი ოცნებები და ფანტაზიები გაითვალისწინა კიდევ ერთი 2008 წლის ომი,
მითხარით განა ვინმე ნორმალური ადამიანი ამ ყველაფერზე იფიქრებს? მაგრამ გამაგიჟეს უკვე, მე არ მსურს ისევ მონაწილე ვიყო მაგათი სცენარების რაც არ უნდა სხვა გეგმები მქონდეს მაინც ამ უაზრო გარემოში ვხვდები,
როდემდე?
ისინი ადამიანების ენერგიით იკვებებიან და ძალიან სასტიკი მეთოდებით.

აი მაგალითად მითხარით ბიძინა რომ ოქროს საბადოზე მუშაობს სად მიდის ის ოქროები?
თუ აბარებს ხალხს ანგარიშს? ეს ხომ ჩვენი ქვეყნის საკუთრებაა და არა მაგისი?
ან რა უფლებით ანადგურებს და ჩეხავს ტყეებს რომ ერთი ხე თავის ბაღში გადაიტანოს, ხალხს არაფრად აგდებს, თუ გაჩეხე ეს ხეები მის სანაცვლოდ სხვები დარგე? აი ეს არის პარაზიტი და მეტი არაფერი.

როდემდე უნდა მდიდრდებოდნენ ერთეულები სხვების ხარჯზე? და მერე ესენი ჩვენ ბედს წყვიტავდნენ? ესენი ხომ უბრალო პარაზიტები არიან
ano
თუ ნებით არ მიეცი ენერგია ძალით გვართმევენ, მაინც მოძებნიან საშუალებას ჩვენ გვინდა თუ არ გვინდა, ყველა ომი რაც მოხდა იყო ხელოვნური რაც ემსახურებოდა მაგათ გაძღომას,
ხმა თუ არ ამოვიღეთ მუდამ ასე იქნება
earth
QUOTE(*ANO* @ 5th May 2020 - 12:10 PM) *
მეც ერთ დროს ვოცნებობდი და ძალიან მიხაროდა სოხუმში რომ მივდიოდი ჩემს საყვარელ ხალხთან ერთად საერთოდ არ ვფიქრობდი არც მე და არც ჩემი ნათესავები რაიმე ნეგატიურს ისეთი სურპრიზი მოგვიწყვეს ერთ დღეში გამოგვყარეს ყველა იქედან რამდენი წლები მივჩერებოდით მალე დაბრუნება იქნება რამდენი წელი ოცნებობდა ხალხი თავის სახში თავის ძველ მონატრებულ გარემოში დაბრუნებას, განა ვინმეს სხვა ნატვრა და ვიზუალიზაცია ქონდა, დიდიან პატარიანა მთელი ეს წლები მხოლოდ სიყვარულით და პოზიტიური იმედებით,
გვაძლევდნენ ჰუმანიტარულ დახმარებას და გვიხაროდა

ano
არვიცოდი აფხაზეთიდან თუ იყავი... სამწუხაროა რომ მასე მოხდა.

თუმცა მე მაინც არ დავკარგავდი იმედს აფხაზეთზე და ვირწმუნებდი, რომ თქვენი სახლები დაგიბრუნდებათ.
აფხაზეთი საქართველოა!!! ჯერ მსოფლიოში რუკებზე საქართველო ერთიანი ჩანს, არ ჩანს სადმე აფხაზეთი, მე არ შემხვედრია.
თუ რომელიმე ნორმალური პოლიტიკოსი მოვა, რომელიც ხეების ტარების მაგივრად სხვა რამეზე იზრუნებს საქართველოს აფხაზეთსს შემოუერთებს. რადგან არსებობს კანონი, არსებობს ისტორია, არსებობს მთელი ამ ხალხის დანაკარგი, კერძო საკუთრების თუ სხვა... იმედია როდისმე მოევლინოს ნორმალური პოლიტიკოსი საქართველოს და იმედია ეს მალე მოხდეს!!!
elli
ano
ციტატა(*ANO* @ 4th May 2020 - 06:21 PM) *

ციტატა(*ANO* @ 4th May 2020 - 06:21 PM) *
და ამას რამდენი ადამიანი მადლობას უხდის, რომ დაგვამშვიდეო
აი ვერ გავიგე ან პასუხისმგებლობა არ აწუხებს ან სინდისი, რომ ადამიანები შეცდომაში შეჰყავს?

ეს არის იავნანა დაძინებული ადამიანებისათვის, ჩვენ კიდევ ეს გვინდა?
პირიქით ერთმანეთი უნდა გავაღვიძოთ აი გამოსავალი!

რამაზი რასაც წერს არის აბსოლიტური სიმართლე. ცაგარელი რასაც ამბობს არის რაღაც პონტში სიმართლე, ოღონდ უკუღმა სინართლე. ეს იყო შეკვეთა, სავარაუდოდ, შეასრულა და დასტრესა კიდევ უფრო მეტი ადამიანი. ვერც ცაგარელმა აღმაშფოთა და ვერც გიგაურმა დამამშვიდა.
და რატომ:
1. იოანეს საბანისძე წერდა ჯერ კიდევ რომ ბოლო ჟამის მორწმუნენი ვართო, ჰა მოვიდა მეორედ მოსვლა და იმიტომ შეგვჭამეს არაბებმაო. 1962 წელს მსოფლიო პატრიარქ

ano
ციტატა(earth @ May 5 2020, 06:43 PM) *
ano
არვიცოდი აფხაზეთიდან თუ იყავი... სამწუხაროა რომ მასე მოხდა.

თუმცა მე მაინც არ დავკარგავდი იმედს აფხაზეთზე და ვირწმუნებდი, რომ თქვენი სახლები დაგიბრუნდებათ.
აფხაზეთი საქართველოა!!! ჯერ მსოფლიოში რუკებზე საქართველო ერთიანი ჩანს, არ ჩანს სადმე აფხაზეთი, მე არ შემხვედრია.
თუ რომელიმე ნორმალური პოლიტიკოსი მოვა, რომელიც ხეების ტარების მაგივრად სხვა რამეზე იზრუნებს საქართველოს აფხაზეთსს შემოუერთებს. რადგან არსებობს კანონი, არსებობს ისტორია, არსებობს მთელი ამ ხალხის დანაკარგი, კერძო საკუთრების თუ სხვა... იმედია როდისმე მოევლინოს ნორმალური პოლიტიკოსი საქართველოს და იმედია ეს მალე მოხდეს!!!


სინამდვილეში ეს დიდი პოლიტიკაა დიდი გადანაწილება, ისევ მასონები უნდა ვახსენო კი გადავეკიდე, სავარაუდოდ ყოფილი სსრკ აღდგება და უფრო დიდი იქნება, ასეთი პროგნოზი არის
ახლა მიმდინარეობს ახალი გადანაწილებები.
ano
მე რა არ მასვენებს და რა მაწუხებს იცით?
აი ამათი წინასწარმეტყველებები, რომელიც იქნებ არის რაიმე გზა რომ ავირიდოთ ოღონდ არა სირაქლემას პოზიციით,

მინდა გითხრათ რომ ბიბლიის აპოკალიფსი საშინელებაა თუ ასრულდა, აი ყველაფერი სრულდება სიტყვასიტყვით თავს ვერ მოვიტყუებ
ano
პლეადელები კი იძლევიან იმედებს დაგეხმარებით და ის ძველი წინასწარმეტყველებები აღარ ასრულდებაო მაგრამ თქვენც უნდა მოინდომოთ ცოტაო და რა ვიცი
elli
ano
ციტატა(*ANO* @ 5th May 2020 - 10:27 PM) *
სავარაუდოდ ყოფილი სსრკ აღდგება და უფრო დიდი იქნება, ასეთი პროგნოზი არის
ახლა მიმდინარეობს ახალი გადანაწილებები.


ნუ კითხულობთ ამ რუსულ ნარატვებს. სენი მტერი და ავად მახსენებელი აღგდა ისე საბჭოთა კავშირი რომ აღდგება. ეგ ერთხელ გაუგორდა დუ-შაში ლენინს და მერე ტირანიით დაასრულ სტალინმა, თორემ ახლა ეგ როგორ წარმოგიდგენიათ.
ციტატა(*ANO* @ 5th May 2020 - 10:32 PM) *
ბიბლიის აპოკალიფსი საშინელებაა თუ ასრულდა

აღსრულდება აუცილებლად. ისე იოანეს გამოცხადებაშია, ან იოანეს სახარებაში, ზუსტად არ მახსოვს, თუ ერთი მლოცველი მაინც იქნება იმ ჟამისთვის დედამიწაზე ეს დღეები შემოკლდებაო, თორემ არ იქნებაო არ წერია.
მე ერთი რამ მგონია, ამას წინათ შტაინერის ლექციებს ვკითხულობდი და ზუსტად ამაზე ლაპარაკობს ისიც:
ჯვარზე აცვეს ძე ღვთისა და ძე კაცისა ანუ იესო-ქრისტე, იესო მოკვდა და დაეფლა, ქრისტე აღსდგა და მჯდომარე არს მარჯვენით მამისა. ამ მისტერიის ზუსტი გააზრების და გაანალიზების უნარი მე ვინ მომაშავა, მაგრამ ისევ მოვა ქრისტე და არა იესო. თუმცა იქამდე რომ მხეცმა უნდა იმეფოს ესეც ხომ დაწერილია, არც მხეცის მოსვლა იქნება პატარა ამბავიო, წმინდა წერილები იტყობონება, გამეფებამდე შიმშილი იქნებაო, ომები და უბედურებები იქნებაო, მიწისძვრები და საშინელებებიო. ჰოდა, ამ პერიოდს გავდივართ ახლა. დიდი და დაფარული ცოდნა რომ არსებობს სამყაროში ადამიანებისთვის ამას ორი აზრი არ უნდა, მაგრამ საჭიროა კი ყველას მიეცეს ეს ცოდნა? სჭირდება?
კიდევ რა მაინტერესებს იცით? ღმერთს რაში სჭირდება ცარიელი დედამიწა? ნოდარ დუმბაძისა არ იყოს: მაშინ ვიღასი ღმერთი იქნება თუ ადამიანი არ იქნა? ან კი ღმერთი ვინ არის? თეთრ წვერიანი ბაბუა, რომელიც ღრუბლებზე ზის და პერიოდულად წვიმასა და თოვლს გვიგზავნის, თუ ერთი საერთო გონი, რომლის ნაწილებიც ჩვენ ყველანი ვართ?
მოკლედ რისი თქმა მინდა და ადამიანებს რასაც მოახვევენ თავზე იმის სჯერათ და მერე ის სცენარი მოქმედებს. ეს ჩიპიზაცია კარგა ხანია ისმის, არიან ადამიანები და არა ასი და ორასი, არამედ გაცილებით უფრო მეტნიც და ამ ჩიპებით ცხოვრობენ უკვე წლებია ძალიან ბედნიერად და ჩვენს გვერდით ბევრი ეშმაკისთვის სულმიყიდული ცხოვრობს უჩიპოდ და ასევე ბედნიერად ისიც, ჰოდა რა მინისვნელობა აქვს რიგითი ადამიანი ჩიპით მიეყიდება ეშმაკს თუ უჩიპოდ? წინასწამეტყველება კი მაინც ასრულდება, იმიტომ რომ წინასწარმეტყველების დამბარებელმა კარგად იცოდა რა ტახსირ რასასთან ქონდა საქმე...
მე ალბათ ვცდები, მაგრამ ამ აზრზე ვარ
ano
რუსული პროპაგანდიდან არაა სიმფსონებიდანაა და რუსებს თვითონაც დაუჯერებლად ეჩვენებათ,

რაც შეეხება აპოკალიფსს კი მოხდება მარა მე ის ვერ გავიგე სიზმარში მასონებმა თავისი ტაძრის აღდგენა და თავიანთი გეგმები მე რატო გამაცნეს, რატო ამაფორიაქეს და მე ვინ ვარ?
იმის მერე მოსვენება დავკარგე.
elli
ano
ციტატა(*ANO* @ 6th May 2020 - 10:48 PM) *
რაც შეეხება აპოკალიფსს კი მოხდება მარა მე ის ვერ გავიგე სიზმარში მასონებმა თავისი ტაძრის აღდგენა და თავიანთი გეგმები მე რატო გამაცნეს, რატო ამაფორიაქეს და მე ვინ ვარ?
იმის მერე მოსვენება დავკარგე.


რა ვიცი ანო, ძალიან საინტერესო ხედვები და ინფორმაციები გაქვს, განსაკუთრებით პლატებზე და სქემებზე თემა მომეწონა.
რაც შეეხება მე რატომ დამესიზმრაო, არ ვიცი შეიძლება ვცდები, მაგრამ ცნობიერში დალექილი ინფორმაცია მგონია.
2017 წელში, მძიმე ოპერაცია გადავიტანე, 12 დღე კომაში ვიყავი. ის 12 დღე, რაც იქეთ ვიყავი დავბორიალებდი სადღაც, ვეძებდი გზებს რომ გამომეღწია გზამდე, მოკლედ თუ კი ვინმე გარდაცვლილი მყავდა ყველა ვნახე, თან როგორ იცი? რა კადრებიც მახსოვდა აქეთ ყოფნისას. კადრებიც სულ ის კადრები იყო, რაც რეალურად ფოტოებიდან მქონდა ჩარჩენილი. ოღონდ ერთი რაც ძალიან მაგარი მოხდა არის ის, რომ სიკვდილის შიში დავკარგე. ამ ფორუმზეც ძალიან ბევრი წლის წინ ამ შიშის გამო მოვხვდი.
ოღონდ ვისაც ვნახულობდი, ყველას ვეკითხებოდი მოვკვდი მეთქი. მიხსნიდნენ, რომ ჯერ არა, ვიყავი ცუდად და სავარაუდოდ ყველაფერი კარგად დამტავრდებოდა, არ არის ჯერ დრო და უნდა დაბრუნდეო. ბოლოს კარგადაც დამმოძღვრეს რა უნდა მექნა და გამომიშვეს. ოღონდ რაც ვნახე, ეს იყო კადრები, რომლებიც ჩარჩენილი მქონდა მეხსეიერებაში. ანუ რისი თქმა მინდა, აქაური ცნობიერის შენახული მახსოვრობა და იქაური ერთმანეთში აირია. რატო ვყვები ახლა ამას, დაუშვი რომ ცნობიერის გავლენა იყო ეს სიზმარი. თან ტაძრის მშენებლობაზე ინფო დაარული არაა და ინტერნეტშიც წავაწყდი რამდენიმე ადგილას. მეორედ მოსვლა რომ ახლოა, პირველად 90-იან წლებში მივხვდი: რუსთაველზე, რუსთაველის თეატრის წინ აფიშას რომ წავაწყდი: შეხვედრა იესო ქრისტესთან თუ რაღაც მსგავსი. იყო ჩინელი იესო და ჩინელი მარიამი. მოკლედ, საინტერესო ეპოქაში ვცხვრობთ, მაგრამ ცაგარელი მაინც პოპულისტი შარლატანია. რაც ილაპარაკა იქედან ძალიან ბევრი მარტალია, ოღონდ უკუღმა მართალი. არმაგედონი არ გიახლოვდება? კი, ოღონდ ციფრი 1მილიარდი საიდან არის იცი? ერთი პატარა ბროშურა ვრცელდებოდა ჩემი სტუდენტობის დროს, ანუ 90-იანებში ,,ანტიქრისტე" ერქვა, ზუსტად იქ ეწერა, რომ 1 მილიარდი ადამიანი გადარჩებოდა. ზუსტად იქ ეწერა ის ამბები, რაც ცაგარელმა მოგვიყვა.
რაც შეეხება სიფსონებს, არა ერთი ფაქტი დაემთხვა ტერაქტიდან დაწყებული და რა თქმა უნდა შორს ვარ იმ აზრიდან, რომ ეს შემთხვევით იყო. მაგრა, სიფსონებს, როგორ ფიქრობ ვინ უკვეტავს და რატომ? ან თუ ამას მერე აპირებენ და რეალურად აპირებენ რატომ ეპარებათ დროზე ადრე? თუ გვაჩვევნ და ერთგვარად ტესტავენ მიმღებლობას? არ ვიცი, ამდენი ნამდვილად არ ვიცი...
ano
ესეიგი მოიარე იმქვეყნიური სამყარო, შენი ძველი პოსტიდან ვიცოდი, კი შიშები ქრება როცა საკუთარი თვალით ნახავ, მე მხოლოდ თეორიები ვიცი პრაქტიკულად არაფერი და ეს იწვევს ჩემში შიშებს ალბათ, ან რაღაც ძალა.

მადლობა რომ ამდენი დაწერე და შეეცადე გაეზიარებინა შენი ცოდნა l_daisy.gif
earth
ცაგარელის ვიდეო ჩავრთე და მაშინვე გამოვრთე. ცრუ წინასწარმეტყველია მოვლენილი, როგორც წერია ბიბლიაში. ამ დაშოკილ და შეშინებულ ხალხს კიდევ შეშინება უნდა?
ახლა ხალხისთვის მეტი შიშის დამატება არ შეიძლება.
ერთი დოკუმენტური ფილმი მაქვს ნანახი წლების წინ, რაღაც ქვია (მგონი დოკტრინა შოკ,–მაპატიეთ სწორედ ალბათ ვერ ვამბობ), მოკლედ ეს ეხება 90-იანების მერე ეპოქას მთელ პლანეტაზე,–ფილმი ამტკიცებდა, რომ დაწყებული ჰქონდათ თითო-თითო ქვეყანა და შეჰქონდათ შოკი, შიში... მერე ყველაფერი თავიანთი იყო.
მინდა გითხრათ, რომ რაც არ უნდა დაუჯერებელი მოგეჩვენოთ გზა ერთი გვაქვს,–პოზიტიური აზროვნება, შიშის გაქრობა, ღმერთის რწმენა და იმედი და სიყვარული. რაც არ უნდა გამოგვიგზავნონ შევეცადოთ არ გავზარდოთ უარყოფითი და ვილოცოთ.
მანტრები არის კარგი ამ პერიოდში, ვის რა სწამს... იესოს ლოცვაა ასევე ძალიან ძლიერი მანტრა. იმეორეთ მუდმივად.
„უფალო იესო ქრისტეო, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე (ცოდვილი)“...ამინ. (სიტყვა ცოდვილი მგონია რომ შეგიძლიათ არ თქვათ, არვიცი, ეს ჩემი შეხედულობაა... უბრალოდ უნდა თქვათ თავმდაბლობისა და მადლიერების გრძნობით.

earth
ხო, მეც მქონდა რაღაც სიზმარი, კლინიკური სიკვდილის მსგავსი. ადრეც მიწერია, მეც არ მეშინია სიკვდილის.

სიკვდილი არაა საშიში, ამით გრძელდება სამყაროში მოგზაურობა.
elli
earth
ციტატა(earth @ 8th May 2020 - 07:16 AM) *
სიკვდილი არაა საშიში, ამით გრძელდება სამყაროში მოგზაურობა.


ახლა კი მყავს ძმაკაცივით, იმდენჯერ გავიარე, ოღონდ რეალურად
earth
elli
biggrin.gif
ano
დღეს მთვარის დაბნელებაა, დაძაბული დღე შეიძლება იყოს, ზოგადად ეს თვე დაძაბული იქნება, დაბნელების კალიდორი არის 21 ივნისამდე,
მიუტევეთ ყველას, არ აყვეთ წყენას, დაალაგეთ და დაასუფთავეთ სახლი, შექმენით სასიამოვნო გარემო, გადაყარეთ ძველი ნივთები.
მოკლედ თუ მოიწყენთ ისევ დაალაგეთ სახლი.
rolleyes.gif
არის დაძაბული და ნეგატიური ატმოსფერო არ აყვეთ ნეგატივს
მიუტევეთ ყველას.
მოერიდეთ დიდ შენაძენებს,
მეტი რა ვიცი რა გითხრათ თქვენც დაამატეთ.
იმედია თქვენზეც ნეგატიურად არ იმოქმედა დღევანდელმა დღემ.
მე ვერ ვარ ხასიათზე

chemikerin
QUOTE(*ANO* @ 5th June 2020 - 08:35 PM) *
დაბნელების კალიდორი არის 21 ივნისამდე,


21-ში მზის დაბნელებაა..
მთვარის დაბნელებაზე წერია 5-6 ივნისი.

chemikerin
QUOTE(*ANO* @ 5th June 2020 - 08:35 PM) *
მე ვერ ვარ ხასიათზე


მე ეხლა ვერ ვარ ხასიათზე wacko2.gif

chemikerin
ავატარი ისევ არ ყენდება ://
Mechanical Sheep
QUOTE(chemikerin @ Jun 7 2020, 07:34 PM) *
ავატარი ისევ არ ყენდება ://

უმმ ლინკით შეგიძლია დაყენება. მეხსიერებაა სავსე სულ რომ ცვლიან ივსება და აღარ იშლება. ჰოდა მემგონი ცოტა დიდიხანი ვერ გვეცლება გამოსასწორბელად. შეგიძლია ფოტოს ლინკი ჩააგდო და დააყენებს justcuz_hourglass.gif
This is a "lo-fi" version of our main content. To view the full version with more information, formatting and images, please click here.
Invision Power Board © 2001-2024 Invision Power Services, Inc.