Help - Search - Members - Calendar
Full Version: თავისუფალი თემა
ეზოთერიული ცოდნის ფორუმი > დამატებითი განყოფილება > თავისუფალი განყოფილება
Pages: 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9, 10, 11, 12, 13, 14, 15, 16, 17, 18, 19, 20, 21, 22, 23, 24, 25, 26, 27, 28, 29, 30, 31, 32, 33, 34
Atm@n
sentimennte

იყო სადღაც ეგ ტექნიკური თემა მაგრმ მე ვერ ვიპოვე.
sentimennte
მეც დავისვენე და თქვენც smile.gif)))))
teepurple
აი ეს წავიკითხე ერთ-ერთ საიტზე. სანამ ამას ვნახავდი მსგავსი რამ მითხრა ერთმა მეგობარმა, ოდნავ განსხვავებული ისტორია. თქვენ ჰომ არ იცით რამე ამის შესახებ?


''ვაგრძელებთ ძველი, უცნაური სახლების ისტორიათა ციკლს - სახლების, რომელთაც საინტერესო და უცნაური ლეგენდები უკავშირდება. "ერთი ღამის სასახლიდან" - საკმაოდ შემზარავი სახელწოდების მქონე სახლზე

გადავინაცვლებთ, რომელსაც ჩვენამდე მოღწეული ლეგენდების გამო - "ეშმაკის სახლი" შეარქვეს.
სახლი, რომელიც ინგოროყვას (ყოფილი დერჟინსკის ქ.) # 6-ში მდებარეობს, ვიზუალურადაც საკმაოდ შემზარავია. განსაკუთრებით - მზის ჩასვლის შემდეგ. გარე ფასადზე იდაყვებზე დაყრდნობილი რქიანი და წაწვეტებულყურებიანი ფიგურაა გამოქანდაკებული, რომელიც საკმაოდ მრისხანე გამომეტყველებით გადმოჰყურებს გზას.

სავსებით შესაძლებელია, ეს ეშმაკის გამოსახულებაც იყოს. სახლზე კიდევ რამდენიმე პატარა უცნაური არსების თავია გამოსახული. ზემოთ კი სხვენია, სადაც მრავალი წლის წინ სომეხ გოგონას თავი ჩამოუხრჩვია. სახლის შესახებ ასეთი ლეგენდა არსებობს:

XIX საუკუნეში სომეხმა ვაჭარმა ააშენა ეს სახლი. ის სატანიზმის მიმდევარი იყო. გოგო, რომელმაც სხვენზე თავი ჩამოიხრჩო, ერთი ვერსიით, მისი ცოლი იყო, მეორეთი კი - ქალიშვილი. სახლს აქვს სარდაფი და საიდუმლო გვირაბი, რომელსაც სარიტუალო დარბაზში მივყავართ.

ზოგი იმასაც ამბობს, რომ სახლის შიგნით დიდი ეშმაკის ფიგურაა, რომლის ფეხები სარდაფში მთავრდება, თავი კი - სხვენზე. სახლში არის ბუხარის მსგავსი რაღაც, რომელზეც ბავშვის ფიგურაა გამოსახული. გავრცელებული ვერსიით, სწორედ ეს უნდა იყოს საიდუმლო გვირაბში ჩასასვლელი კარი.

იმასაც კი ამბობენ, რომ თბილისში 10 სახლია, რომელშიც მსგავსი ბუხარი და გვირაბია. სახლები კი პენტაგრამას ქმნის, რომლის შეერთების ადგილიც დიდი სარიტუალო დარბაზია - რა თქმა უნდა - მიწის ქვეშ. შემზარავია, არა? ამავდროულად, ძალიან საინტერესოც.

"მახსოვს, პირველ კურსზე ვსწავლობდი, როდესაც პირველად გავიგე ამ სახლის არსებობის შესახებ. ჩემი ჯგუფელი სახლთან ახლოს ცხოვრობდა და ყოველდღე უწევდა ამ ქუჩით სიარული. სწორედ მისგან შევიტყვე, რომ ასეთი სახლი არსებობდა. თურმე, მთელი მისი ბავშვობის პერიოდში სახლის შავი ფარდები შიშის ზარს სცემდა და როდესაც სკოლაში მიდიოდა და უკან ბრუნდებოდა, ერთ-ერთი ფანჯრიდან მოხუცი ქალი იყურებოდა.

სტუდენტობის დროსაც კი ახსენა, ის ქალი ისევ იყურება ხოლმე და ისევ ისე გამოიყურება, როგორც მაშინო. ერთხელ წავედით კიდევაც სანახავად. საღამო იყო და სახლი ზუსტად ისეთი შემზარავი იყო, როგორიც მისტიკურ ფილმებშია ხოლმე ნაჩვენები.

იმასაც მოვკარი ყური, რომ ამ სახლში ვერავინ გაიხარაო. იმასაც ამბობდნენ, ავთო ვარსიმაშვილის სერიალი "სახლი ძველ უბანში" - სწორედ აქ მომხდარი ამბების ეკრანიზაციააო. მაგრამ ლეგენდები და ჭორები იქით იყოს, მთავარი სინამდვილეა. მეც გადავწყვიტე, რომ ძალ-ღონე არ დამეშურა რეალური ისტორიის გამოსარკვევად.

პირველად ბატონ ავთანდილს დავუკავშირდი. მან ეჭვი გამიქარწყლა და მითხრა, რომ როდესაც სცენარს წერდა, ამ სახლის შესახებ არაფერი იცოდა. შემდეგ საჯარო ბიბლიოთეკას ვესტუმრე.

წიგნები გამოვიწერე და სანამ გადავშლიდი, ტანში ჟრუანტელმა დამიარა. მთელი არსებით შევიგრძენი ის, რასაც ალბათ შერლოკ ჰოლმსის გმირი გრძნობდა, როცა მორიგ საიდუმლოს ხდიდა ფარდას. მორიგ ლეგენდას ან დავამსხვრევდი, ან პირიქით - გავამყარებდი!

წიგნიდან შევიტყვე, რომ შენობა იმ დროისთვის საკმაოდ ცნობილმა არქიტექტორმა - ალექსანდრე შიმკევიჩმა 1888 წელს ააშენა. მას ეკუთვნის თბილისის ყველაზე ლამაზი შენობები: - ისლამური სახლი (1885 წ.), კავკასიის აბრეშუმის სახლი (1892 წ.), საქართველოს უზენაესი სასამართლო (1894 წ.), შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრი (არქიტექტორ კ. ტატიშჩევთან ერთად; 1901 წ.), კონსერვატორია (1904 წ.), ანდრიოლეტის სახლი (1901 წ.), ფუნიკულიორის შენობა (არქიტექტორ ბლუშემთან ერთად; 1905 წ.), ბათუმის გიმნაზია (1897 წ.).

შიმკევიჩი მასშტაბურ პროექტებზე მუშაობდა და არა საკუთარ სახლებზე. საინტერესო ის არის, ვისი შეკვეთით ააშენა ეს კერძო პატარა სახლი. შეიძლება, მართლა იყო ზემოთ ხსენებული სომეხი ვაჭრის დაკვეთა. შიმკევიჩის სხვა შენობების სურათებიც მოვიძიე, მაგრამ მსგავსი რქიანი ფიგურა ვერსად ვნახე.

ბიბლიოთეკიდან გეზი პირდაპირ ინგოროყვას 6-ისკენ ავიღე. სახლი რესტავრაციას საჭიროებს. მას 2 სადარბაზო აქვს - ერთი ეზოს მხრიდან, მეორე - ქუჩის. ეზოს მხრიდან პატარა სადარბაზოა, სადაც 3 ოჯახი ცხოვრობს. ქუჩის მხრიდან კი - გაცილებით დიდი.

ბუხარი თუ საჰაერო მილი, რომელიც საიდუმლო გვირაბში ჩასასვლელი უნდა ყოფილიყო, არც მეტი და არც ნაკლები, ჩვეულებრივი კედლის "ფეჩი" აღმოჩნდა, საიდანაც ძველად მთელ სახლს ათბობდნენ.

სხვენში ასასვლელი კი მართლა უცნაურად გამოიყურება. ის საკმაოდ მაღლაა და კიბე მოხსნილი აქვს, სავარაუდოდ იმისთვის, რომ ყოველ გამვლელ-გამომვლელს არ შეეძლოს ასვლა. კიბის გარეშე შეუძლებელია იქ მოხვედრა, ან საკუთარი კიბით უნდა მოხვიდე, ან უნდა აფრინდე. იმ სახლის მცხოვრებლები კი ისე არიან შეწუხებულნი დაუპატიჟებელი სტუმრებით, რომ გამორიცხულია, კიბე გათხოვონ.

როდესაც სურათებს ვიღებდი, იმ სახლში მცხოვრები ახალგაზრდა, ხალათიანი ქალი გამოვიდა და მკითხა - რა გაინტერესებთო. მე ავუხსენი, რომ ჟურნალისტი ვარ და სახლის ისტორიით დავინტერესდი. სანამ რაიმეს ვკითხავდი, თვითონ მოასწრო და მითხრა, რომ საკმაოდ დიდი ხანია, რაც ამ სახლში ცხოვრობს და არანაირი ეშმაკი არ მოლანდებია.

არც უცნაური ხმები გაუგია, არც საგნები გადაადგილდება და არც ნივთები დაფრინავს. არავითარი ეშმაკის ფეხები და კუდი არ არის სარდაფში. სხვენიც ჩვეულებრივია და
თვითონ სახლიც - ჩვეულებრივი საცხოვრებელი სახლია! ადრე სომეხმა გოგომ ჩამოიხრჩო თავი სხვენში და მას
მერე აგორდა ჭორები.

საქართველოს ეროვნულ არქივში არ შემიშვეს. ამიტომ ის
ინფორმაცია, რისი გაგებაც მინდოდა, ვერ მოვიძიე.
სიმართლე გითხრათ, განსაკუთრებული მეც ვერაფერი შევამჩნიე, გარდა იმისა, რომ თვითონ შენობა საკმაოდ დამაინტრიგებლად გამოიყურება. თუმცა გამოგიტყდებით, უცნაური შეგრძნება მართლა მქონდა სახლის უცნაური აურის გამო, მაგრამ, არა მგონია, ამაში ეშმაკის ხელი ერიოს. "

თუმცა სავსებით შესაძლებელია, შიმკევიჩისთვის მართლაც შეეკვეთა ვიღაცა სატანიზმის მიმდევარს ეს შენობა. სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, ლეგენდა – ლეგენდად რჩება. რქებიანი ფიგურა კი მშვიდად განაგრძობს გამვლელ-გამომვლელის თვალიერებას...''
Untitled_12
ზუსტად არ ვიცი რატომ დავრეგისტრირდი, ისეთი გრძნობა მაქვს რომ რაღაც უნდა გავი ან მივიღო.. და ამიტომ საჭიროა აქ ვიყო ამ ფორმით

პს. angelgirl.gif
Cyber
welcomeani.gif
კეთილი იყოს შენი ფეხი ამ ფორუმზე Anima Gemella
Untitled_12
დაე კეთილი ქარების მომტანი იყოს smile.gif
Mechanical Sheep
ჯგირობუა თქვანი ფორუმელეფ smile.gif).

სალამი ლამაზი და საინტერესო სულის პატრონო Anima Gemella

....
ახლა ვარ ზუგდიდის ერთ-ერთ სოფელში, ქვემო კახათში, სადაც ძალიან ხშირად იყენებენ შელოცვებს. აქ ვნახე ერთი ადამიანი, რომელიც საკმაოდ გრძნობს სხვის ენერგიასა და აურას. ერთ-ერთ მეზობელს ჩამოწერილი ქონდა რამდენიმე შელოცვა, რომელიც მე მათხოვა და მინდა გამოვაქვეყნო. დღეს ასევე დავივლი სამეზობლოს და ვითხოვ რომ ჩამომაწერინონ. გუშინ ერთი ქალბატონი შემპირდა ხო და მაგან უნდა მიმიყვანოს.

თქვენგან მინდა ამ ფორუმზე გახსნილი თემა, რომელიც ეხება შელოცვებს. ვერ ვიპოვე და გთხოვთ დამილინკოთ. gul.gif
Untitled_12
Lacrimosa

მიხო მოსულიშვილმა გამოსცა უკვე შელოცვების წიგნი "გველი მოვკალ უფლისათვის". გაეცანი გამოადგება. ქართველები თვლიდნენ რომ შელოცვა მარიამ ღვთისმშობელმა შექმნა და ყველა შელოცვა გავს ლოცვას, იწყება სიტყვებით: სახელითა უფლისათა ან სახელითა ქრისტესი.. მთარდება სიტყვით - ამინ!
ყველა შელოცვა განდევნაა ეშმაკების და საოცარია რომ სურდოს შელოცვაც არსებობს, შაკიკის და ყველა წვრილმანი ფიზკური დაავადების. მანდ ლაზარევი გამახსენდა რომ ვკითხულობდი smile.gif


საინტერესო თემებია ამ ყველაფრის დაკავშირება, მაგრამ მე მომწყინდა. ახლა მხოლოდ ჩემი თავი მაინტერესებს და როგორ გავიცნო უკეთესად არ ვიცი... ილუზიებში ყოფნაც აღარ მინდა.
Mechanical Sheep
Anima Gemella
მადლობა ინფორმაციისთვის. მე მეგრულმა შელოცვებმა დამაინტერესა. აქ ყოველდღე იყენებენ შელოცვებს. ახლაც ვიყავით თვალის შელოცვაზე. ძროხას ჭირდა რაღაც ხო და მარილს შეულოცეს.


QUOTE
ახლა მხოლოდ ჩემი თავი მაინტერესებს და როგორ გავიცნო უკეთესად არ ვიცი... ილუზიებში ყოფნაც აღარ მინდა.


ძალიან კარგად იცი, რომ ადამიანს საკუთარი თავის ამოსაცნობად სხვები სჭირდება. ,,სხვა'' ეს ყველაფერია. ის რასაც ვხედავთ, ვგრძნობთ და გვესმის. საკითხავი ის არის, რომ რეალურად თუ არსებობს ის, რასაც ჩვენ ვხედავთ, ვგრძნობთ და გვესმის.

ძნელია(ზოგჯერ შეუძლებელიც) თქვა სად მთავრდება ილუზია ან სად იწყება. ჩემი აზრით( და არა მხოლოდ) ილუზიაა მთელი ცხოვრება. ყველაფერი არსებობს რაც ჩვენშია. და რაც ჩვენშია ის ჩვენ გვემორჩილება.

თუ წაკითხული არ გაქვს რონ ჰაბარდის ,,დიანეტიკა'' წაიკითხე. ,,ილუზიებში'' ნაღდად არ მოგაქცევს. ისეთი რამეებიც ეწერება რაც შენ იცი.
Untitled_12
Lacrimosa

მეორად რეალურად არსებობს. ყველაფერი რაც ჩვენს გარშემოა რეალობის გამოვლინებაა.. რომელსაც ადამიანები ვქმნით ჩვენი შემოქმედების ნიჭით.

"სხვა" შენი თავისგან როგორ უნდა განასხვავო და მიხვდე შენ ვინ ხარ? მე ვერ ვანსხვავებ და ჩემი სამყაროს ნაწილები არიან, თუმა იმასაც ვუშვებ რომ რაღაც ილუზიის ქვეშ ვარ და რეალურად ვერც სხვა ადამიანებს ვხედავ, ვერც ჩემს თავს. ეს მინდა გავარჩიო და დავინახო. მადლობა რჩევისთვის, მაგრამ წიგნების კითხვა არ მინდა.
earth
teepurple
ეს რა უცნაური პოსტი დადე... გადასამოწმებელია ეს ინფო wink.gif
ვინ ცხოვრობს ახლოს იმ სახლთან ერთი სურათი დაედო კარგი იქნებოდა.
td.........
earth
მარტლა იყო ამ სახლზე მითქმა- მოთქმები, ვარსიმაშვილს ისიც უნდა ეთQVA , რომ მისი ფილმი "როზმარის შვილის" უნიჭო გადამღერების მცდელობა იყო...
მოკლედ ამ სახლს განსხვავებული არქიტექტურა აქვს თბილისისთვის, თუმცა რაღაც გაუგონარი და არნახული არ არის, გოთიკის სტილშია და ბევრი ლეგენდები შეთზეს , განსაკუთრებით რამოდენიმე წლის წინ იყო მოდაში ეს თემა. საბოლოოდ ვერაფერი ხეირიანი ვერ ნახეს და ვერ დაადასტურეს ისევე როგორც ვერ უარყვეს...
Untitled_12
დღეს კეტები ვიყიდე. გამყიდველი ახალგაზრდა ბიჭი მოღუშული იჯდა და მეზობელი დახლიდან ახალგაზრდა გოგომ კითხა:

გოგო: რა გჭირს რა სახე გაქვს?
ბიჭი: გაბრაზებული ვარ სამყაროზე!
გოგო: ოჰ - ეღიმება
ბიჭი: და ადამიანებზე.
გოგო: მაგაზე ვინ არ არის გაბრაზებული?

ყველა ასეა. მომინდა მივსულიყავი და ჩავხუტებოდი და მეთქვა რომ. ის ყველაფერი რასაც ვიკვლევთ და ვოცნებობთ. ერთს ნამდვიალდ მიხვდი რომ წუთიც არ უნდა დაკარგო მოწყენაზე და გამოსავალზე უნდა იფიქრო სულ და პოზიტივზე. ადამიანები ისეთი უბედურები არიან. როგორ შეიძლება ადამიანს ერთი დამატებითი ნეგატივი მაინც გაუგზავნო რომ ხედავ ისედაც რა დღეში ვართ.
გოგა
td.........
მაგ სახლზე წლების წინ მართლა მითქმა მოთქმა იყო, ფორუმ.ჯის წევრები გონი ერთათ წასვლასაც აპირებდნენ, დიე სხვა ფორუმის წევრებიც მაგრამ მიკვირს რატომ ეგონათ რომ მივიდოდნენ - შეხედავდნენ და უცებ გვირაბში ამოყოფდნენ თავს... თუ მართლა სჯერათ ადამიანებს რომ ვიღაცამ თბილისის ქვეშ მთელი სისტემა შექნა დარბაზებით - მგონი იმასაც უნდა ხვდებოდნენ რომ ყველაფერი ესე პირიმიტულად არ იქნებოდა რომ მიხვიდე, გვირაბის კარი იყო კლიტით დაკეტილი, გატეხო დაჩAხვიდე :დ
Untitled_12
თქვენი აზრით ყველაზე ლამაზი ქალი ვინ იყო კაცობრიობის ისტორიაში? smile.gif
Doors
Anima Gemella
დედა
anonimus
teepurple ეგეთი სახლების მეტი რა ვნახე იტალიაში რო ვიყავი ბოლოს ხალხი გარსემოც ვერ ეკარებოდა კაით რა რა ეშმაკი რის ეშმაკი რახან სახლია უშნო ხო არ ნიშნავს რომ ეშმაკი ცხოვრობს შიგნითbiggrin.gif
Untitled_12
ყველაზე ცუდი წყენის დამახსოვრებაა ამათ რომ ვუყურებ. ორი ადამიანის ჩხუბის დროს ემოციები უნდა გათიშო და მხოლოდ სიტყვებს უსმინო, სამწუხაროდ იმდენ რამეს ხვდები.. შეიძლება ოცი წელი ცხოვრობდნენ ერთად ადამიანები და ვერც ერთმანეთი გაიცნონ და წლებში მხოლოდ თავისი ეჭვები და წყენები გაიბევრონ და თავიც დაიტანჯონ და სხვა ადამიანიც. ადამიანებსი უმრავლება ასე ცხოვრობს და ვერ ხვდებიან ჯოჯოხეთში რომ ცხოვრობენ და მომავალს კიდევ უარესს იქმნიან. ეს ხო ცხოვრება არაა.
როგორი სევდიანი მდგომარეობაა და რომ ვერ ეხმარები ვერცერთს.

მონასტერში მინდა წასვლა.
td.........
გოგა
მართალი ხარ, ძალიან პრიმიტიული მიდგომა იყო... სისულელე. ისე თბილისის ქვეშ(ძველი თბილისის) მართლაც არის გვირაბების სისტემა, იყო ძველი ისიტემა რომელიც შემდეგ კომუნისტებმა დახვეწეს, მაგრამ რათქმაუნდა ჩვეულებრივი მოკვდავებისთვის დახურულია ეგ თემა.
teepurple
გადამოწმებული ინფორმაცია არ მაქვს. სადღაც წავიკითხე და დავდე იქნებ თქვენ იცოდით რამე. რომ წავიკითხე მაშინ მაგრად დამაინტერესა და ნახვა მინდოდა უბრალოდ სახლის. აურა ყოველთვის იგრძნობა და მაინტერესებდა. მაგრამ გადამიარა. თუ განმიახლდა ინტერესი გადავამოწმებ ყველაფერს და დავწერ.
Untitled_12
"მამაო ჩვენოს" ეზოტერული განხილვა.. მოდით ამ ტემაში დანოდა ძმანო, ამდენი ხანია ამას ვეძებდი ^^


http://www.esoteric.ge/forum/index.php?showtopic=2027
teepurple
Dedamiwelebo budisturi tadzari aris tbilisshi? Tu ki sadaa da saertod sxvadsxva tadzrebi mainteresebs da romlebi aris chventan da ra adgilze. Tu damiwert madloba biggrin.gif ^^
Atm@n
teepurple

ბუდისტური ტაძარი არაა. მეც მაინტერესებდა ადრე smile.gif
sentimennte
არდადეგები მთავრდება და para bratsa za delaaaaaaaaaaa smile.gif) ეჰ არადა რა კარგი იყოო sad.gif smile.gif
anonimus
ციტატა(sentimennte @ Aug 29 2013, 03:16 PM) *
არდადეგები მთავრდება და para bratsa za delaaaaaaaaaaa smile.gif) ეჰ არადა რა კარგი იყოო sad.gif smile.gif

აბბა ბედნიერებე რა მალე მთავრდებაsad.gif
sentimennte
anonimus
შენ ეგა თქვი რაა.. sad.gif არ მეყო და ახლა ისეთი თავის "დამუშავება " მიწეევს smile.gif)
Mechanical Sheep
ფორუმელებო, მალე შემოგიერთდებით შეკრებებზე.

კავკასიის უნივერსიტეტში მოვხვდი ფსიქოლოგიურზე babu.gif
anonimus
Lacrimosa
გილოცავsmile.gif
sentimennte
Lacrimosa
ვაა,გილოცავ! და წარმატებები :* :* kiss1.gif
anonimus
დამალული წევრი როგორ გავხდე????
Mechanical Sheep
anonimus
სანამ შენი პროფილით შემოხვალ, უნდა მონიშნო. როცა იდ_ს და პაროლს იყვან მანდ მარჯვენა კუთხეშია.
Mechanical Sheep
სულ დამავიწყდა მადლობის თქმა.

bigarmhug.gif kiss1.gif
anonimus
ვააა მადლობა bigarmhug.gif არადა რამდენს ვწვალობდი და რა ადვილი ყოფილაsmile.gif
anonimus
ისიც ხო არ იცი მოდერატორი როგორ გავხდე?biggrin.gif
sentimennte
anonimus


ციტატა
ისიც ხო არ იცი მოდერატორი როგორ გავხდე?

biggrin.gif biggrin.gif
Mechanical Sheep
anonimus
კი, შესაძლებელია. ph34r.gif
anonimus
ციტატა(Lacrimosa @ Aug 29 2013, 03:57 PM) *
კი, შესაძლებელია. ph34r.gif

ეგ მეც ვიცი მარა საქმე ისაა როგორ?
არა მართლა კი არ მინდა ისე ვთქვი უბრალოდbiggrin.gif
Mechanical Sheep
ეროტიული სურათების თემა რომ გავხსნა ცუდი ხომ არ იქნება? ძალიან დიდი საიდუმლო იმალება მაში, თან ვისაუბრებთ, თან სურათებს დავდებთ. სენტიმენტე, შენი აზრი მაინტერესებს.....
sentimennte
Lacrimosa
ჩემი კი არა მოდერების აზრმა უნდა დაგაინტერესოს smile.gif) მე რა შუაში ვარ, საკუტარი ფიგურა მაქვს მისახედი და ჩემსას რომ მოვუვლი, სხვებისაზე მერე ვილაპარაკებ smile.gif)))))))))
td.........
Lacrimosa
გილოცავ!

მოდერატორობის საკითხები ამ ფორუმზე ზეცაში წყდება, ასე მარტივი ამბავი არ არის...

ეროტიული სურატების თემა კიდე რავიცი, ჩემთვის სულერთია... ჩემთვის ყველა სხეული ლამაზია და რაღაც საიდუმლოს ინახავს.. მოდერებს კითხე და თუ ჩათვლისნ საჭიროდ ამ ფორუმზე მსგავს თემას გახსნი. wink.gif
teepurple
Atm@n
vigacam mitxra adre iyo tbilisshi da axla ar vicio. Tu gavige rom aris getyvi.
Untitled_12
Lacrimosa

მე წინააღმდეგი ვარ!
sentimennte
გავიგრძელე არდადეგები tongue.gif მართალია, ნე ნადოლგა,მარა მაინც კაია smile.gif
Untitled_12
დავიღალე ამ კონსტრასტებით! biggrin.gif biggrin.gif ვინ ქმნის ჩემ რეალობას, რატომ ხარ ასეთი სასტიკი, ამომასუნთქეეეე რააა........ არ მარცენს ხუთი წუთი არც ოცნებას, არც დეპრესიას
ხო ვიცი გამოცდილება საკმრისზე მეტი მაქვს,
ვიცი მილიონი მაგალითი ამქვს ყველა სიტუაციის
ვიცი უკვე საკამრისზე მეტი ადამინი მყავს გარშემო..
ვიცი ასე მჭირდება,
მარა გულში ხანჯლის ჩარჭობა არაა მაინცდამაინც საჭირო.. ვააა, მომიფრთხილდი ცოტა, როგორ შეიძლება თუ გიყვარავარ ასე მკაცრად მასწავლიდე... ერთი ამდგვარიც და ინფაქტს მივიღებ.
არააა საჭირო კაი ვსო..
ვსხივოსნდები სხვა რა ზგა მაქვს...
უბრალოდ არ მაქვს, ან უნდა სრულად გავხდე ან უკან მოხედვა და მოვკვდები sad.gif ეჰჰ
არა მაინც ძალიან მაგარია და მიყვარს ყველაფერი..
მარა ასე კონტრასტები აღაა საჭიროოო sad.gif(((((((((
td.........
კონტრასტული დუში(შხაპი) ჯანმრთელობისთვს სასარგებლოაო, აკაჟებსო.. ეტყობა სულისთVისაც სასარგებლოა კონტრასტები....
Untitled_12
ეტყობა კი kos.gif ზატო მერე ცხოვრებსიეულ მარტივ სიტუაციებში გახსივოსნებული ბერის სიმშვიდეს ვინარჩუნებ და პოზიტივსაც კი ზოგჯერ..
ეტყობა ასე ნელ-ნელა უნდა ვსიწავლო კონტასტებით რო, რაც საჭიროა იმის მიღებით გული არ გამისკდეს!
მიყვარხარ სამყაროვ, შენი პლანეტებიან, განზომილებეიან,ადამიანებიან,
ცხოველებიან, მცნეარეებიან ფრინველებიან, რეტილიებიან.. ყველაფრიანად! საოცარ გამოცდილებას მჩუქნი ყოველდსაათში! angelgirl.gif და კიდევ ინტუიცისთვის და წიასწამჭვრეტელობისნიჭიანად რომ ვიცი რამხელა კონტარსტს უდნა გადავაბიჯო.. დიდი მადლობა smile.gif
Raven Allan Poe
მოგესალმებით.
შესაძლოა შესაბამის თემაში არ ვპოსტავ, მაგრამ გთხოვთ მიპასუხოთ, როგორ ავტვირთო ავატარი?
არც ერთი ფოტო არ აიტვირთა, ყოველ ჯერზე "შეცდომას" მიწერს.
Untitled_12
Raven Allan Poe

მოგესალმები smile.gif

radikal.ru _ზე ატვირთე ჩვეულებრივ მხოლოდ *-ს მაგიერ, ჩააკოპირე სურათის ასტვირთ ველში ссылка_ 1 ლინკი^^



ალან პოს ყორანი ხომ? მე კიდევ ეს ციტატა გამახსენდა გუშინდელი მერე სულ მიტრიალებს თავში მერად თავისუფალ აზრად:

QUOTE
სინესთეზია გამოირჩევა კიდევ სხვა განსაკუთრებულობით, რომელიც მას განასხვავებს შემოქმედებითი ფანტაზიების ნაყოფის ანდა მაღალფარდოვანი პოეზიისაგან. მისი ხატოვნების სიცოცხლის უნარიანობა და რეალობა უქმნიან პიროვნებებს ჩვეულებრივი გრძნობების ფონზე კიდევ უფრო მეტ მიზიდულობას.


"ხატოვანი სიცოცხლის უნარიანობა.." აი ეს სიტყვები biggrin.gif biggrin.gif
Raven Allan Poe
Anima Gemella

მადლობა.

ციტატა
ალან პოს ყორანი ხომ? მე კიდევ ეს ციტატა გამახსენდა გუშინდელი მერე სულ მიტრიალებს თავში მერად თავისუფალ აზრად:

დიახ, ედგარი ჩემი საყვარელი მწერალია.
სწორედ ეს მიზიდავს მასში: ერთგვარი "სიგიჟე", ანომალია, კითხულობ, კითხულობ და უცებ... "სულელურად" მთავრდება.
Untitled_12
ის უხეხრხული მომენტი, ორი ეზოთერული წიგნი რომ გაქვს და კითხვას იწყებდა ხვდები.. ვაააააააააააააააააააბშე არაფერი გცოდნია biggrin.gif და აშკარად დრო და ბევრი მუშაობა დაგჭირდება რომ მიიღო რაც რასაც იცი რომ უნდა ფლობდე. არაუშავს საყვარელო, ყველაფერი კარგადაა, იმდენი კი იცი რომ არაფერს განსაზღვრულს აქვს მნშვნელობა მთავარი შენ ხარ kiss1.gif მიყვარხარ და მჯერა შენი..
მაინც ვიცი რომ ძალიან ძალიან კარგი გოგო ვარ და არსებობენ ადამიანები ან არსებეი ვინც ჩემს ყველა ნაბიჯს იწერენ და მბალერშიკობენ. და ვიცი რომ ბევრი კარგი რამე უკვე გავაკეთე. და ყველა რო ასეთი საყვარელია რა კარგიააა.. როგორ ვბრაზდებოდი საერთოდ ჩემნაირ სხვა ქმნილებებზე, შეუძლებელია გაუბრაზდე ადამიანს :****** gul.gif gul.gif
ვაიმე სულ ასე, სულ ასე ვიყოოოოოოოოოოოოო
და უკეთესად. და კიდევ სურვილებიც smile.gif
This is a "lo-fi" version of our main content. To view the full version with more information, formatting and images, please click here.
Invision Power Board © 2001-2024 Invision Power Services, Inc.