Help - Search - Members - Calendar
Full Version: სირიამ ისრაელს და აშშ-ს 24-საათიანი ულტიმატუმი წაუყენა
ეზოთერიული ცოდნის ფორუმი > დამატებითი განყოფილება > თავისუფალი განყოფილება
giorgi.milani



სირიის პრეზიდენტი ბაშარ ასადი იმუქრება, რომ ისრაელის მხრიდან სირიის ტერიტორიაზე მორიგი შეტავა მყისიერ საპასუხო დარტყამს გამოიწვევს, რაც ფართომასშტაბიანი ომის დაწყების საბაბი გახდება. ულტიმატუმი სირიის ლიდერმა რუსეთის შუამავლობით შეერთებულ შტატებში გააგზავნა.

პარალელურად სირიამ ისრაელის საზღვართან უახლესი წარმოების რუსული ტაქტიკური და ჰაერსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსები განალაგა.

კუვეიტურ გაზეთ Al Rai-ის ცნობით, ასადი პასუხს 24 საათში ელის, თუმცა რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ პასუხი არ იქნება, გამოცემის წყარო არ აკონკრეტებს.

ასადის ამ მუქარას წინ უძღვოდა, სირიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ფეისალ მიკდადის განცხადება იმის შესახებ, რომ ისრაელის სამხედრო საჰაერო ძალების მიერ სირიის ტერიტორიაზე განხორციელებული ავიადარტყმა აშშ-ს მხარდაჭერით მოხდა.

ამავროულად, ვრცელდება ინფორმაცია, რომ სირიაში ირანი დახმარების მოცულობას ზრდის. ირანის საგარეო უწყება დარწმუნებულია, რომ სირიის სამხედრო ძალები მტერს გაანადგურებს და მისთვის დახმარების აღმოჩენასაც არ ერიდება. ირანის სახმელეთო ძალების სარდალი გენერალი ახმად-რეზა პურდასტანის განცხადებით, ირანი მზადაა მოძმე მუსლიმურ სახელმწიფოს დახმარების ხელი გაუწოდოს და სირიაში სამხედრო ინსტრუქტორები გააგზავნოს.

ამასთან, ბრიტანული გამოცემა The Mirror-ის ცნობით, ირანიდან სულ მცირე ათას ხუთასი სამხედრო უკვე ჩასულია სირიაში. გამოცემის ინფორმაციით, საქმე ეხება როგორც ისლამური რევოლუციის დაცვის კორპუსის უსაფრთხოების სამსახურს, ისე ელიტური განყოფილება „ალ-კუდსის“ მებრძოლებს.

„თეირანი მზადაა გააკეთოს ყველაფერი, რათა არ დაუშვას ასადის რეჟიმის დამხობა, რამდენადაც სირია მას ესაჭიროება როგორც პლაცდარმი აშშ-სა და ისრაელთან ბრძოლაში“, - წერს გამოცემა.

სირიის ტერიტორიაზე ავიდარტყმების პირველი სერია ხუთშაბათს ღამე განხორციელდა, მომდევნო კი, შაბათს ღამე. აფეთქებების მასშტაბებს და მიყენებულ ზიანს ჯერ კიდევ სწავლობენ.

წყარო : http://news.ge/ge/news/story/53968-siriam-...matumi-tsauyena
tikoroma
giorgi.milani
მოხალისეებად წავიდეთ smile.gif
giorgi.milani
QUOTE(tikoroma @ May 7 2013, 01:22 AM) *
giorgi.milani
მოხალისეებად წავიდეთ smile.gif

სად მეპატიჟები? biggrin.gif
Lashapoli
giorgi.milani

ირაკლი შენ ხარ?? ohmy.gif
giorgi.milani
QUOTE(Lashapoli @ May 7 2013, 01:51 AM) *
giorgi.milani

ირაკლი შენ ხარ?? ohmy.gif

ვინ ირაკლი? russian_ru.gif
teepurple
ვანგა ამბობდა 2013 ში მე-3 მსოფლიო ომი დაიწყებაო
Lashapoli
QUOTE(giorgi.milani @ May 7 2013, 02:05 AM) *
ვინ ირაკლი? russian_ru.gif

ძმაკაცი მყავს ერთი, ირაკლი ქვია.. ძაან მაგონებ შენი პოსტებით დამაგიტომ smile.gif)
ნუ თუ ირაკლი არ ხარ, სულიერი მონათესავეები ნამდვიად იქნებით )))
giorgi.milani
QUOTE(teepurple @ May 7 2013, 02:09 AM) *
ვანგა ამბობდა 2013 ში მე-3 მსოფლიო ომი დაიწყებაო

ნეტა არ გამართლდეს justcuz_hourglass.gif
teepurple
არ გამართლდება.
gio.geoo
teepurple
ვაი და გამართლდა სად მიდიხარ მერე? biggrin.gif
Lashapoli
QUOTE(gio.geoo @ May 7 2013, 06:14 AM) *
teepurple
ვაი და გამართლდა სად მიდიხარ მერე? biggrin.gif

მეოთხეში babu.gif yes.gif angel-12.gif
teepurple
მე სად უნდა წავიდე biggrin.gif
i am insane biggrin.gif
giorgi.milani
ერაყი , სირია , პალესტინა , ისრაელი , ავღანეთი და მალე ირანი,ამერიკა და ნატო.

ყველგან საომარი სიტუაციაა . რაღა უკლია მესამე მსოფლიო ომამდე?
giorgi.milani
მე ასე ვფიქრობ ვნახოთ, ულტიმატუმი სერიოზული საქმეა და მეორეს ერთიც, ასადს არაფერ აქვს დასაკარგი, პირიქით ომი ისრაელთან მისცემს მას საშუალებას იყოს არაბული სამყაროს "ახალი გმირი" როგორც ეს თავის დროზე ნასერმა გააკეთა...
daliela
სისხლის გამოშვების დრო მოვიდა
პოლიტიკურად კიდევ ომი ამ შემთხვევაში ყველაზე გამართლებული და სწორი არჩევანია . სწრაფად მოაგვარებს პრობლემებს,გაიმარჯვებს ძლიერი და წამოაყენებს თავის პრეტენზიებს,რომელსაც უბოდიშოდ გაიტანს და მიიღებს რაც უნდა იმას. იმიტომ რომ უფლება ექნება.
ერთხელ და სამუდამოდ ახლო აღმოსავლეთში სიტუაცია უნდა დალაგდეს და დიდი ომის გარეშე ეგ ამბავი წარმოუდგენელია

მარა ეგ პოლიტიკურად sad.gif

This is a "lo-fi" version of our main content. To view the full version with more information, formatting and images, please click here.
Invision Power Board © 2001-2024 Invision Power Services, Inc.