სვასტიკის უძველესი საიდუმლო და თეთრი რასის დაფარული ისტორია
Richard Cassaro. 2012.
II ნაწილისვასტიკა, უძველესი ინდუისტური სიმბოლო, მრავლად იქნა ნაპოვნი არქეოლოგთა მიერ ბოლო ორი საუკუნის მანძილზე ნეოლითური ხანის ევროპის ტერიტორიაზე. ამან დაარწმუნა ძველი და ახალი დროის მეცნიერები, რომ უძველესი ევროპელები იყვნენ იდუისტები თავისი სულიერი ცნებებით: სულის უკვდავება, სულთა გადასახლება, კარმა, იოგა, მესამე თვალი და ნირვანა. ქრისტიანობის ამაღლებამ დაასრულა ევროპის ინდუისტური ხანა. იყო თუ არა ეს წინასწარგანზრახული საბედისწერო დარტყმა დიდ ფარულ ომში, რათა თეთრ რასას სულიერი მხარდაჭერა აღარ ჰქონოდა? თეთრი რასა სულიერად დაკნინდა, მათთვის მთავარი ფულადი მოგება და მატერიალური ფასეულობები გახდა, არაფერი იციან წინაპართა ცნობიერების საიდუმლოთა შესახებ და სიკვდილის შემდგომ სიცოცხლეზე.
მეცნიერები თვლიან, რომ მცირე აზიიდან, შესაძლოა ტიბეტიდან , არიელთა დიდი ნაკადი ინდოეთის ნახევარკუნძულზე შეიჭრა და განგის ნაყოფიერ მიწებამდე მიაღწია, სადაც საფუძველი ჩაუყარეს ახალ საზოგადოებას, რომელთაც დღეს ინდუისტების სახელით ვიცნობთ. არიელთა შემოჭრამ ადგილობრივი ” დრავიდები” სამხრეთით განდევნა. დღესაც თვალნათლივ ჩანს განსხვავება სამხრეთ და ჩრდილოეთ ინდოეთის კულტურებს შორის, როგორც ენის, ასევე ტრადიციების თვალსაზრისით. მეცნიერების აზრით, არიელები საუბრობდნენ ”ინდო-ევროპულ” ენაზე, რაც გახდა ყველა ევროპული ენის საფუძველი. აქედან გამომდინარე, ფიქრობენ, რომ არიელები იყვნენ პირველი ევროპელები.
არიელთა შემოჭრის შესახებ ჩანაწერები შემონახულია უძველეს ინდურ ლიტერატურაში. მეცნიერები თვლიან, რომ ვედებში ჩაიწერა არიელთა ზეპირი გადმოცემები და ტრადიციები.
არიელთა ინდოეთიდან დასავლეთით მიგრაციის შედეგად წარმოიშვნენ უდიდესი კულტურის ერები - გერმანია, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, ესპანეთი, იტალია, პოლონეთი და ა.შ.
ასე რომ, გაქრისტიანებამდე ევროპელები ინდუისტები ყოფილან. ამის დასტურად ჩვენ ვხედავთ სვასტიკას სიმბოლოს უძველეს ნანგრევებში მთელი ევროპის მასშტაბით.
Time-Life Books library-ში ვკითხულობთ, რომ ”არიელებმა” (ტერმინში მეცნიერები გულისხმობდნენ ევროპაში მცხოვრებ თეთრ რასას) შეიტანეს ინდუიზმი ინდოეთის ნახევარკუნძულზე.
”ამ ხალხმა, არიელებმა, შექმნეს სოციალური წყობა ინდოეთის ნახევარკუნძულზე და განავრცეს უნკალური სულიერი მოძღვრება, ინდუიზმი”.
Time-Life Books library, 1982
ამ ჩანაწერზე საუკუნით ადრე, უილიამ ჰენრი გუდიარმა (1846-1923) , ამერიკელმა ისტორიკოსმა და არქეოლოგმა აღნიშნა თავის წიგნში ”ლოტუსის გრამატიკა”: ”სვასტიკა იყო არიელთა სიმბოლო... ვარაუდი, რომ ეს სიმბოლო მათ შეიტანეს ინდოეთში... სრულიად ლოგიკურია, რადგან სვასტიკა ადრეულ პრეისტორიულ ევროპულ ხელოვნებას მიეკუთვნება”.
1876 წლის თანამედროვე გეოგრაფიის სასწავლო სახელმძღვანელოში, ჯონ რიჩარდსონის ავტორობით, ვკითხულობთ: ” არიელი ინდუსები... ძალიან მოკლე დროში... გამოეყვნენ დიდ ოჯახს ცენტრალური აზიის მაღალმთიანეთიდან, გადაჭრეს ჰიმალაი, დაეშვნენ ინდისა და განგის დაბლობებისაკენ, დაიკავეს ნახევარკუნძულის დიდი ნაწილი და გაავრცელეს ცივილიზაცია და რელიგია, რაც ახლა დომინანტია ინდოეთში”.
—John Richardson, A School Manual of Modern Geography, 1876
ეს ამტკიცებს მოსაზრებებს, რომ არიელები განსახლდნენ ჯერ ინდოეთში, შემდეგ კი ევროპაში. მიუხედავად იმისა, რომ ევროპაში ქრისტიანობა გავრცელდა, ინდოეთში ინდუიზმი კვლავ აქტიიური დარჩა. ისმის კითხვა, რატომაა მიჩქმალული თეთრი რასისა და ინდუისტი არიელების ისტორია? დღეს დასავლეთის ყველა ავტორიტეტული საზოგადოება კრძალავს მას. ეს შეგნებულად ხდება. ფაქტები, რომლებშიც თქვენ ეჭვიც არ გეპარებათ, თავისთავად არის სინამდვილის დამალვა.
კიდევ უფრო უცნაურია, რომ თეთრი რასების ინდენტიფიცირება ხდება ებრაელებთან, ნაცვლად მათი ნამდვილი წინაპრების ინდუისტებისა. ჩვენთვის ცნობილია ბიბლიური ისტორიები - მოსე და 10 მცნება, გამოსვლა ეგვიპტიდან, აღთქმულ ქვეყანაში შესვლა, მეფეები დავითი და სოლომონი და ა.შ. ებრაელთა ისტორია ისე ჩაითესა ევროპის ფსიქიკაში, რომ ხდება ევროპელთა იდენტიფიცირება ებრაელთა წინაპრებთან, თითქოს საკუთარი იყოს. სხვანაირად რომ ვთქვათ, ევროპელები იზრდებინ როგორც ებრაელები. რატომ?
იმიტომ, რომ არის რაღაც დაფარული და საშიში არიელთა ისტორიაში, რაც მუქარის შემცველია მმართველი ელიტისათვის, ვინც მსოფლიო წესრიგს განაგებს. თუ ჩვენ დავუბრუნდებით არიულ ფესვებს, შევაღწევთ დროის სიღრმეში და გავიგებთ რა იმალება ამ ”აკრძალულ ზონაში”. ეს არის სულიერი საგანძური და საკუთარი თავის მართვის სიბრძნე , ეს არის საფუძველი იმისა, რასაც ”არიელ/ატლანტიდელთა კავშირს” უწოდებენ.
არიელ/ატლანტიდელთა კავშირზე პირველად გააჟღერა რუსმა მისტიკოსმა ელენა ბლავატსკაიამ. 1875 წელს მან ნიუ-იორკში დააარსა თეოსოფისტთა საზოგადოება. მისი "საიდუმლო დოქტრინა" გამოიცა 1888 წელს და დიდი გავლენა იქონია მსოფლიოზე. მისი გავლენის ქვეშ იყვნენ ჰიტლერი და ნაცისტები, რომლებმაც მთლიანად შეცვალეს 20 საუკუნის ისტორია.
ბლავატსკაია ასწავლიდა, რომ ”ქალისა” და ”მამაკაცის” სხეულები საფარველია ”ღმერთისა”, იგივე ”მარადიული სულისა”, რომელიც დამდაბლდა, შემოვიდა მატერიალურ სამყაროში ჩვენი უმაღლესი ზეციერი ”სულიერი სახლიდან”, სადაც საბოლოოდ სული უნდა დაბრუნდეს. დაცემისას იგი შეიმოსა ფიზიკური სხეულით, ასე რომ იგი არ აღიარებს (არ ცნობს) თავის შინაგან, ღვთაებრივ ბუნებას.
”თქვენ არ გაქვთ სული. თქვენ ხართ სული. თქვენ გაქვთ სხეული”
—C.S. Lewis
ატლანტიდა პირველად ბერძენმა ფილოსოფოსმა პლატონმა ახსენა მეოთხე საუკუნეში, იგი საუბრობდა ატლანტიკის ოკეანეში აწ უკვე ჩაძირულ კუნძულზე არსებულ სამეფოზე. პლატონი ამბობდა, რომ მათ გააჩნდათ უდიდესი რელიგიური სიბრძნე, ისინი ფიზიკური სხეულის მიღმა ხედავდნენ შინაგან უკვდავ სულს. მათი სულიერება დაკნინდა, როცა თანდათან ფიზიკურმა ნაწილმა გადაფარა მათში სულიერი ნაწილი.
”ღვთაებრივი ელემენტი დასუსტდა... და ადამიანური თვისებები უპირატესი გახდა, მათ დაკარგეს თავშეკავების უნარი და ზომიერების გრძნობა".
—Plato, Timaeus and Critias
ბლავატსკაიამ წარღვნის მითში დაინახა გლობალური კატასტროფა, რის შემდეგაც ადამიანები იძულებულნი გახდნენ ყველაფერი თავიდან დაეწყოთ. კატასტროფას საყოველთაო დეგრადაცია მოჰყვა. არა მხოლოდ ენების აღრევა, არამედ ატლანტიდელთა რასის სულიერი დაცემა და განადგურება. ბლავატსკაია ამტკიცებს, რომ მათი ადგილი არიელთა თეთრმა რასამ დაიკავა.
არიელთა შესახებ ისტორიები მეცნიერებსა და სწავლულებს შორის 19 საუკუნიდან პოპულარული გახდა. ამერიკელი კონგრესმენი ი.ლ. დონელი (1831-1901) წერდა:
” მოდიან არიელები ატლანტიდადან? არიელთა მიგრაციის ცენტრი (გავრცელებული აზრით) ... იყო სომხეთში. აქვე იყო არარატის მთა, სადაც, გადმოცემის მიხედვით კიდობანი გაჩერდა - ეს შესაძლებელს ხდის წარღვნის რაიონების იდენტიფიკაციას და შეესაბამება ლეგენდას ატლანტიდელებზე, რომ მათ ახალი ბინა მაღალმთიანეთში ჰპოვეს".
ბერძნები, ვინც ასევე არიელები არიან, თავიანთ წარმოშობას უკავშირებენ წარღვნის შემდგომ მცხოვრებ ხალხს, ისევე როგორც სხვა არიული წარმოშობის ხალხები. შესაბამისად, ჩვენ გვაქვს კიდევ ერთი მტკიცებულება არიელთა და ატლანტიდელთა კავშირის შესახებ. ბერძნები, არიული რასა, მათი მითოლოგიური ტრადიციები, ძალიან ახლოა ატლანტებთან... ჩვენ ვიცით ზევსი, ატლანტიდელთა მეფე, რომლის საფლავიც კრეტაზე მდებარეობს. ბერძნებმა კი ზევსი ღმერთად აქციეს.
კიდევ ერთი მიზეზი ვარაუდის დასამტკიცებლად, რომ არიელები ატლანტიდიდან მოვიდნენ. ჩვენ მიგვაჩნია, რომ მთელი ევროპა ეკავა ხალხს, ვისაც არიელებს ვუწოდებთ”.
—Ignatius Donnelly, Atlantis: The Antediluvian World, 1882
ატლანტიდელები ჩვენზე რამდენიმე ფუტით მაღლები იყვნენ, მაგრამ სულიერმა დაცემამ მათი ფიზკური დეგრადაციაც გამოიწვია. ახალ არიულ რასას აღარ ჰქონდა საკუთარ უმაღლეს სულთან ცნობიერი კავშირი. თანამედროვე ადამიანებს მათგან შთამომავლობით გვერგო, რომ ვერ ვხედავთ და არ ვაღიარებთ საკუთარ ღვთაებრიობას. ბლავატსკაიას სჯეროდა, რომ ატლანტიდელებს ამ მისტიურ უნარს აძლევდა იდუმალი, ნათელი ორგანო ტვინში, რომელსაც უწოდებდა ”ციკლოპის თვალს” ან ”მესამე თვალს”.
უცნაური და მშვენიერი დანამატი - იგი მოიაზრება შუბლზე, თვალებს შორის. ორი თვალით ისინი ხედავდნენ გარეგან მატერიალურ სამყაროს, ხოლო მესამე თვალი შინაგანი, სულიერი ხედვისთვის იყო განკუთვნილი. როცა ატლანტიდელები არიელებად გარდაიქმნენ, ეს ორგანო გადაგვარდა. ბლავატსკაია წერდა; ”მეამე თვალი... ფიზიოლოგიური ორგანო იყო. მოგვიანებით, როცა სულიერების დაცემა და მატერიალურის აღზევება მოხდა (სულიერი ბუნება ჩაახშო ფიზიკურმა), ეს ორგანო ატროფირდა”.
ბლავატსკაია ამბობდა, რომ მიუხედავად ”მესამე თვალის” გადაგვარებისა, ჩვენ, თანამედროვე ადამიანებს მაინც შეგვეძლო მისით სარგებლობა ატლანტიდელთა მსგავსად. 19-20 საუკუნის მეცნიერები ამ ორგანოდ მიიჩნევდნენ გირჩისებურ ჯირკვალს - pineal gland.
”პატარა… კონუსური დანამატი ტვინზე, რასაც არსებითად თვალის სტრუქტურა აქვს, გააჩნია ყველა ხერხემლიანს და ზოგ რეპტილიების წარმომადგენელს. შეესაბამება ენდოკრინულ ორგანოს, სულის ადგილსამყოფელს - მესამე თვალის ნაკვალევს".
- ვებსტერის მეცხრე ახალი საუნივერსიტეტო ლექსიკონი
ფრანგი ფილოსოფოსი რენე დეკარტი, თვლიდა რომ გირჩისებრი ჯირკვალი სულის ადგილსამყოფელი იყო. ”მესამე თვალი” ხშირად გვხდება უძველეს მითებში, ათასწლეულების წინანდელ ფრესკებსა თუ ქანდაკებებზე.
მესამე თვალის ცნებას დიდი ისტორია აქვს ინდუიზმში, რასაც უწოდებენ "urna" ან "trinetra" და გამოისახება თვალებს შორის შუბლზე წერტილის სახით. მიუხედავად იმისა, რომ ხშირად საუბრობენ მის საიდუმლოებით მოცულ ოკულტურ ძალაზე, მარტივად რომ ვთქვათ, ეს ნიშნავს სულიერ ცოდნას, რაც შეგვაძლებინებს ხედვას საკუთარი შინაგანი სულისა - სულის, რომელიც ჭეშმარიტად უკვდავია.
ჩვენი აზრით, ინდუისტ არიელებს ეკრძალებოდათ ჩვენთვის ესწავლებინათ არიელ-ატლანტიდელთა შესახებ და დაემალათ მესამე თვალის არსებობა. ელიტა ცდილობს აგვარიდოს მესამე თვალის გამოღვიძება, ჩვენი ბუნებრივი გზა, რომელიც საშუალებას მოგვცემს ჩვენში ღვთაებრიობის დანახვას, გაცნობიერებას ჩვენი სრული პოტენციალისა.
მესამე თვალის ცნება ფართოდ გამოიყენება აღმოსავლეთში, მრავალგვარ დისციპლინებში, მედიტაციურ პრაქტიკებში, როგორიცაა იოგა და ჩინ ბუდიზმი, საბრძოლო ხელოვნებაში, მაგ. კარატესა და აიკიდოში. ეს ქმნის მწვერვალს კუნდალინი იოგას სწავლებისა, ცნობილი ”ჩაკრების” სისტემით. მესამე თვალი ანუ ”აჯნა” ჩაკრა, არის რიგით მეექვსე 7 ჩაკრიდან და ის ”გაიღვიძებს”, როდესაც დავაბალანსებთ მზის ”pingala" არხს ჩვენი სხეულის მარჯვენა მხარეს და მთვარის "ida" არხს, ჩვენი სხეულის მარცხენა მხარეს.
თუმცა აღმოსავლეთი კარგად იცნობს მესამე თვალის ცნებას, მისი სიბრძნე სრულიად უცხოა დასავლეთში.
მზის გამოსახულება მარჯვნივ, მთვარისა ¬- მარცხნივ, ხოლო შუაში მესამე თვალი დასავლეთის ისტორიაში უძველესი საიდუმლო საზოგადოების, მასონური მხატრობისა და არტეფაქტების დამახასიათებელი ნიშნებია. ერთი თვალი, იგივე მესამე თვალი აუცილებლად მოთავსებული იყო მზესა (pingala) და მთვარეს (ida) შორის.
შევიდა თუ არა ეს სიმბოლო მასონთა საძმოში ატლანტიდელთა სიბრძნიდან? შეიქმნა თუ არა მასონური ორდენები ატლანტიდელთა ცოდნის ქრისტიანობისაგან დასაცავად?
გავიხსენოთ მასონთა მოულოდნელი დევნა კათოლიკური ეკლესიის მიერ, რაც დაიწყო მე-18 საუკუნის დასაწყისში.
”ჩვენი წინამორბედების მსგავსად, ჩვენ ვაპირებთ ყურადღება მივაქციოთ მასონურ საზოგადოებას, მათ სწავლებას, მათ განზრახვებს, აქტებს, გრძნობებს, თანდათან უფრო ნათელი ხდება ორდენის ბოროტი ძალა და უნდა შეჩერდეს ამ გადამდები დაავადების გავრცელება”.
—პაპი ლეო XIII, Humanum Genus
როგორც ჩანს, ეს დაგმობა მიუთითებს მასონთა ერეტიკოსობაზე, ისინი ფლობენ რაღაც საიდუმლო ცოდნას, რომელიც ეწინააღმდეგება ოფიციალური ეკლესიის წესებს. მე-19, მე-20 საუკუნის მოაზროვნები თვლიდნენ, რომ ეს იყო სწავლება მესამე თვალის შესახებ:
”ყოვლისმხედველი თვალი... ეს არის მასონური თვალი, მესამე თვალი. მიუხედავად იმისა, რომ ვთვლი მასონთაგან ცოტას თუ ესმის საკუთარი სიმბოლოები, ფაქტია, ისინი იყნებენ მათ.”
—Dr. George Washington Carey, The Wonders of the Human Body,1918
”მასონური ორდენი აღიარებს ”ყოვლისმხედველ თვალს”, როგორც უდიდესი სიბრძნის თვალს. ეს ”უდიდესი სიბრძნე”, როგორც ამბობენ, მიეცემა მათ, ვინც შეიძენს საიდუმლო მისტიურ განათლებას, შინაგან ხედვას და ინტუიციურ ცოდნას. ამ დიდ სიბრძნესთან წვდომა შესაძლებელია მესამე თვალის (pineal gland) მეშვეობით, რომელიც შუბლის სიღრმეში მდებარეობს”.
-Dr. Joye Jeffries Pugh, Eden, 2006
Masonic Tracing Board, 1820
”ჩვეულებრივი თვალი ხედავს მხოლოდ გარეგან საგნებს, როგორც ექსპერტები ამბობენ, ხოლო ”ყოვლისმხედველი თვალი” სიღრმეებს წვდება, კითხულობს გულსა და სულს, პოულობს შესაძლებლობებს, რაც გარედან არ ჩანს და რასაც სხვანაირად ვერ ჩავწვდებით”.
—Mark Twain, Famous American Author and Freemason, 1899
ცნობილი მასონი ალბერ პაიკი (1809-1892) ამბობდა, რომ ნამდვილი მასონური სწავლება უახლოვდება არიელ/ატლანტიდელთა უძველეს ცოდნას, რაც ჩვენთვის უცნობია. პაიკს ეკუთვნის ორი მნიშვნელოვანი წიგნი: არიელთა ღმერთები და თაყვანისცემა რიგ-ვედას მიხედვით და ირანელ-არიელთა რწმენა და სწავლება, რასაც შეიცავს ძენ-ავესტა.
”მსოფლიო დავალებულია მათგან, ყველაზე სწორი წარმოდგენა და ღრმა კონცეფცია ღმერთისა, და ცოდნა ადამიანის სულის არსებობის შესახებ, მოდის დიდი არიული რასისაგან”.
—Albert Pike, Irano-Aryan Faith and Doctrine as Contained in the Zend Avesta
ასევე ცნობილი მასონი ჟ.დ. ბაკი(1838 - 1916) დაინტერესებული იყო არიელთა ისტორიით ინდოეთის, ირანისა და საერთოდ აღმოსავლური რელიგიური კულტურებით. ის წერდა: ”ნამდვილი წყარო, საიდანაც ანტიკური სიბრძნე მოვიდა... იყო ძველი ინდოეთი, დედა ცივილიზაციათა და ეზოთერული ანუ ფარული სიბრძნისა”.
—Dr. J.D. Buck, Mystic Masonry
დოქტორმა ბაკმა ასევე აღწერა მესამე თვალი და დაუკავშირა იგი მასონთა ოსტატობის მესამე საფეხურზე მყოფ მასონებს: ”მესამე თვალს ძველი ინდუსები შივას თვალს უწოდებენ. იგი გადაგვარდა, ამიტომ მთვლემარე მდგომარეობაშია... შივას თვალი ფაქტობრივად ყოვლისმხედველი თვალია, რადგან სცდება დროსა და სივრცეს და ცნობილ ფიზიკურ პლანებს... ნამდვილ ოსტატს (მასონს) აქვს შივას თვალი, გირჩისებრი ჯირკვალი, რაც მიძინებულია სხვებში, ის აქტიურია მასში”.
—Dr. J.D. Buck, Mystic Masonry
თუ დოქტორ ბაკს დავუჯერებთ, მასონთა საიდუმლო სწავლება დაკავშირებული იყო აღმოსვალურ ოკულტიზმთან. მკაცრი ინკვიზიციის პირობებში, როცა სასტიკად იდევნებოდნენ ერეტიკოსები, ისინი იძულებულნი იყვნენ გაესაიდუმლოებინათ ორგანიზაციის სწავლება, ცოდნა და რიტუალები. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მასონების "დიდი საიდუმლო" არის მესამე თვალი და ორდენი დაარსდა სწორედ იმიტომ, რომ გაევრცელებინათ მის შესახებ სწავლება და ცოდნა, რაც ატლანტებიდან მოდიოდა.
ადოლფ ჰიტლერს სჯეროდა მათი იდეებისა, სჯეროდა რომ თავადაც ატლანტიდური წარმოშობისა იყო. სხვა ნაცისტურ ლიდერებსაც აღწერილი აქვთ მესამე თვალი, ხოლო ჰიტლერი "Mein Kampf"-ში (1925 წ.) მასზე მიანიშნებს: "...ადამიანთა კულტურული მიღწევების შედეგი, ხელოვნება იქნება ეს, მეცნიერება თუ ტექნოლოგიები, რასაც ჩვენ დღეს ვხედავთ, თითქმის ყველა არის არიელთა შემოქმედებითი პროდუქტი... He alone was the founder of all higher humanity… ის არის კაცობრიობის პრომეთე, რომლის ნათელ შუბლზეც გენიის ღვთიური ნაპერწკალი გამუდმებით ფეთქვს".
დამატებით მტკიცებულებებს მისი რწმენის შესახებ ვპოულობთ წიგნში ჰიტლერის საიდუმლო საუბრები, კონფიდენციალური დიალოგები და დისკუსიები, რომელიც იმართებოდა შტაბში 1941 წლის ივლისიდან 1944 წლის ნოემბრამდე. ჰიტლერი აცხადებდა: "ყოველი ხალხის კულტურაში... აღნიშნულია უდიდესი კოსმიური კატასტროფა.. ჩემი აზრით, ეს ამართლებს ჰიპოთეზას უდიდეს კატასტროფაზე, რამაც გაანადგურა კაცობრიობა, რომელსაც უკვე მიღწეული ჰქონდა მაღალი ცივილიზაციისთვის. ჩვენი წინაისტორიის ფრაგმენტები, ალბათ, მხოლოდ ანარეკლებია ობიექტებისა, რომლებიც უძველეს წარსულს ეკუთვნის და ეს ადასტურებს, რომ მათ განვითარების გზა ხელახალა აღმოაჩინეს..." —Trevor-Roper, Hitler's secret Conversation
ჰიტლერის რწმენა მესამე თვალის არსებობისა ადასტურებს, თუ რამდენად პოპულარული იყო ბლავატსკაიას სწავლება გერმანიაში, მისი მმართველობის პერიოდში. მის იდეებს ზუსტად იმეორებს, განსაკუთრებით რაც ეხება სვავსტიკას ლოგოს, არიელთა რასის უპირატესობასა და სიძველეს, დავიწყებულ ცივილიზაციებს. ნაცისტურმა გუნდმა ანთროპოლოგები, არქეოლოგები და ოკულტისტები გაგზავნეს შორეულ აღმოსავლეთში, ინდოეთსა და ტიბეტში, რათა არიელთა არსებობის დამადასტურებელი რაიმე ნიშანი ეპოვათ. ეს კვლევები საფუძვლად დაედო ინდიანა ჯონსის ფილმებს, რომლებშიც ნაცისტი ოფიცერი ეძიებს დავიწყებული მიწების განძსა და ნივთებს.
19-20 საუკუნეებში ბლავატსკაიას იდეებმა "ინდოელი არიელებისა" და "უმაღლეს მეტაფიზიკურ და სულიერ ადამიანებზე დედამიწაზე" მტკიცედ მოიკიდა ფეხი ევროპელებში. მისი მეშვეობით გაეცნენ მაღალი სულიერი მნიშვნელობის მქონე ვედურ რელიგიას, ინდუიზმს, ინდოეთს. მან გაახსენა თავიანთი წარმომავლობა და წინაპართა ცოდნა "მესამე თვალის" შესახებ, რომლის ამოქმედებითაც შესაძლებელი ხდება უმაღლეს მარადიულ სულთან დაკავშირება.
(გაგრძელება იქნება )