Help - Search - Members - Calendar
Full Version: რეიკით დაინტერესებულთა კლუბი
ეზოთერიული ცოდნის ფორუმი > ძირითადი განყოფილება > სულიერი და ფიზიკური პრაქტიკები
Pages: 1, 2
ketevan
მოკლედ და კონკრეტულად გვჭირდება ადამინი, კოკრეტულად რეიკის ოსტატი, რომელსაც ინიციაცია აქვს მიღებული აღმოსავლეთში. თუ არსებობს ასეთი ვინმე საქართველოში შემატყობინეთ...
შარლატანებმა თავი არ შეიწუხოთ...

შემოგვიერთდით რეიკის კლუბში:
https://www.facebook.com/pages/reikige/2972...73738366?ref=hl

––––––––––––––––––––––––––
–––––
violetflame
რატომ მაინცდამაინც აღმოსავლეთში? და რისთვის გჭირდებათ რეიკის ოსტატები?
ketevan
violetflame
რატომ მაინცდამაინც აღმოსავლეთში? და რისთვის გჭირდებათ რეიკის ოსტატები?

რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა უნდა მიიღოს ინიციაცია და ჩაებას რეიკის სისტემაში, ჩანაფიქრი ეს არის rolleyes.gif

violetflame
ეგ გასაგებია, მაგრამ თქვენ დააკონკრეტეთ აღოსავლეთი smile.gif რეიკის ერთი ენერგიის წყაროა კოსმიურად - დღევანდელ დღეს ადამიანები თავად ერთვებიან ამ ენერგიის ქსელში უშუალოდ კოსმოსიდან... ასე, რომ ვისაც სურვილი აქვს (და მზად არის ამისთვის!) მიზანს მიაღწევს კიდეც. კარგი იდეაა და კარგი იქნებოდა უფრო ყ ვ ე ლ ა ს მომცველი რომ იყოს და არა გამყოფი რაღაც 'მიმდინარეობების' მიხედვით...წყარო ერთია მთავარი განზრახვაა smile.gif
Plasmodium
QUOTE
შარლატანებმა თავი არ შეიწუხოთ...


შარლატანსაც გააჩნია ანუ თქვენ როგორ აპირებთ მათ გამოაშკარავებას? superstition.gif
ketevan
violetflame
რეიკის ერთი ენერგიის წყაროა კოსმიურად - დღევანდელ დღეს ადამიანები თავად ერთვებიან ამ ენერგიის ქსელში უშუალოდ კოსმოსიდან... ასე, რომ ვისაც სურვილი აქვს (და მზად არის ამისთვის!) მიზანს მიაღწევს კიდეც. კარგი იდეაა და კარგი იქნებოდა უფრო ყ ვ ე ლ ა ს მომცველი რომ იყოს და არა გამყოფი რაღაც 'მიმდინარეობების' მიხედვით...წყარო ერთია მთავარი განზრახვაა...

გეთანხმებით... rolleyes.gif
ketevan
violetflame

კარგი იქნებოდა უფრო ყ ვ ე ლ ა ს მომცველი რომ იყოს და არა გამყოფი რაღაც 'მიმდინარეობების' მიხედვით...წყარო ერთია მთავარი განზრახვაა..

ცოტა არ იყოს მაღიზიანებს, რომ ეს 'გამყოფი' მიმდინარეობა' არსებობს, მაგრამ მასაც აქვს თაავისი გამართლება...

'რეიკის' სწავლება თავს უყრის ერთად კოსმიური ენერგიის გადაცემის მეთოდებს, ეს მეთოდი არის მხოლოდ და მხოლოდ ცოცხალ ორგანიზმებზე ხელების საშუალებებით კოსმიური ენერგიის გადაცემა, როგორც ადამიანისთვის სარგებლიანობის მომტანი და ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოსაყენებელი... უბრალოდ, მარტივად და გასაგებად...

მიკაუ უსუიმ არ მოინდომა 'რეიკის' დაპატენტება, რამდენადაც მან იცოდა, რომ რეიკი მისი საკუთრება არ იყო, 'რეიკი' ყოველი ცოცხალი არსების საკუთრებად გამოაცხადა, ასეც არის... რეიკი, ღვთის მადლი, კოსმიური ენერგია ყოველ ჩვენთაგანშია, ის ჩვენია და ჩვენ გვეკუთვნის!

მიკაუ უსუიმ მხოლოდ და მხოლოდ რაღაც ჩარჩოში მოაქცია 'რეიკი' და მას მისცა სწავლების სახე...

ჩვენებურად 'რეიკი' ღვთის მადლია და მისი გამოყენების საშუალებებზე მინდა, რომ ადამიანებმა უფრო მეტი იცოდნენ....

violetflame
რეიკი ნიშნავს უნივერსალურ ენერგიას და მისი გამოყენება, როგორც თქვენ თქვით, ყველას შეუძლია - ის ყველასთვის ხელმისაწვდომია. თუმცაღა, არსებობს სხვადასხვა სიხშირისა და ენერგიის ენერგიები. რეიკი გათვლილია ჩვენი განვითარების დომეზე მყოფი ადამიანებისთვის. ჩვენი ორგანიზმი ჯერ-ჯერობით ვერ გაუძლებდა უფრო მაღალი სიხშირის ენერგიების მიღებას.... კარი წამოწყებაა, მაგრამ ასე ინტერნეტით მხოლოდ ინფორმაციებს თუ გაცვლით ან მაგალითებს მოიყვანთ პრაკტიკული სეანსების შესახებ. თუ საშუალებაა კარგი იქნებოდა შეკრებილიყავით და ერთმანეთისთვის ჩაგეტარებინათ რეიკის სეანსები პრაქტიკისათვის... rose-178.gif
anonimus
როგორ უნდა გამოიმუშავო ეს ენერგია?
violetflame
ამ ენერგიის გამომუშავება არ ხდება- ეს არის ენერგიის წყარო რომელშიც უნდა ჩაერთო... თუმცაღა, რაც ჩვენს გარეთ არის ის ჩვენშიც არის. ასე, რომ თუ ძალიან მოინდომებს ადამიანი შეიძლება თვითონ გახდეს ენერგიის წყარო ( ეს ალბათ უფრო ფუტურისტული იდეაა, ანუ ახლო მამავალში ადამიანს ვერ ექნება ეს უნარი)
ketevan
იესო და რეიკი?!
----------------------
იყო თუ არა იესო რეიკის ოსტატი?

„ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, ნებისმიერი, ვისაც ჩემი სჯერა, შეძლებს ისეთივე სასწაულების მოხდენას, როგორსაც მე ვახდენდი და კიდევ უფრო უდიდეს სასწაულებს მოახდენთ...“

იმ უამრავ საწაულთაგან, რაც კი იესოს განუხორციელებია, იყო ის, რომ მას განუკურნებია ადამიანები დავრდომილობისაგა, ციებცხელებისაგან, კოჭლობისაგან, სისხლდენისაგან, კანის სნეულებებისაგან, გონებაშეზღუდულობისაგან, სიბრმავისაგან, სიყრუისაგან. ამ ჩამოთვლილი ავადმყოფობის დიდი ნაწილი განიკურნა მხოლოდ ხელის დადებით...

(ლუკას სახარება, თავი 4:40): „როცა მზე ჩადიოდა, ხალხმა იესოსთან მიიყვანეს ყველა, ვინც იყვნენ დაავადებული სხვა და სხვა დაავადებებით. იესომ მხოლოდ ხელის დადებით განკურნა ისინი.“

(მათეს სახარება, თავი 8:14–15), იესო ხელის მიკარებით კურნავს პეტრეს სიდედრს ციებცხელებისაგან.
(მათეს სახარება, თავი20:29–34) აღწერილია, თუ როგორ განკურნა იესომ ორი უსინათლო ადამიანი თვალებზე ხელის დადებით...
(მარკოზის სახარება, თავი 7:32–35) ასევე ხელის დადებით კურნავს იესო ყრუმუნჯს.

შეინიშნება ძალიან ბევრი საერთო იესოს მიერ ხელის დადებით ადამიანების განკურნებასა და რეიკით მკურნალობას შორის.
კიდევ ერთი უტყუარი მსგავსება მდგომარეობს იმაში, რომ იესოს შეეძლო გადაეცა სხვებისთვის ეს მკურნალობის ნიჭი.

ჩვენ ვხედავთ ლუკას სახარებაში (თავი 9:1–2), რომ იესომ თავის თორმეტ მოსწავლეს გადასცა ხელმწიფება განედევნათ დემონები და განეკურნათ ადამიანები.

ჩვენ არ ვიცით თუ როგორი მეთოდით გადასცემდა იესო ამ ნიჭს თავის მოსწავლეებს, მაგრამ თვითონ ფაქტი გვიჩვენებს მის მსგავსებას რეიკთან.
იესოს, როგორც მკურნალის უნარი –რომელიც რეიკის მსგავსია, მდგომარეობს რწმენაში.

იესო გაოცებული დარჩა, როცა აღმოაჩინა, რომ მის მიერ განკურნებული ადამიანები ურწმუნოები იყვნენ (მარკოზის სახარება, თავი 6:5–6): „მას ამაზე მეტი სასწაული არ მოუხდენია, გარდა იმისა, რომ იგი ხელის დადებით კურნავდა ადამიანებს და ის განცვიფრებული იყო იმით, რომ ამ ადამიანებს რწმენა არ გააჩნდათ)

ესეც არის რეიკის ერთერთი დამახასიათებელი თავისებურება: რეიკის მიმღების მხრიდან არ არის აუცილებელი რწმენა, რათა რეიკით მკურნალობამ შედეგი გამოიღოს...

ფაქტია, რომ იესო ფლობდა საიდუმლო ცოდნას, რომელსაც ის გადასცემდა მხოლოდ მათ, ვისაც გადასცემდა მკურნალის ნიჭს. კარგად არის ნაჩვენები მათეს სახარებაში (თავი 13:10–11) და მარკოზის სახარებაში (თავი 4:10 და 34). საიდუმლო ცოდნა – ასევე წარმოადგენს რეიკის შესწალის საგანს.

უცნობია, იესო ფლობდა თუ არა ხელით შეხების მეთოდს ბავშვობიდანვე, რამდენადაც ბიბლიაში იესო საერთოდ არ არის ნახსენები თუნდაც 12 წლის ასაკში...

ზოგიერთი მკვლევარი ვარაუდობს, რომ ადრეულ ასაკში იესო იყო აღმოსავლეთში და რომ მან მიიღო საიდუმლო განათლება ინდოეთში, ტიბეტში ან ჩინეთში. თუ ეს სიმართლეა, გამოდის, რომ იესო ეზიარა რეიკის, ან არადა რაღაც ამის მსგავსს... რამდენაც რეიკი იღებს სათავეს სწორედ ამ ადგილებში...

უილიამ რანდი





––––––––––––––––––––––––––
––––––––––––––

ketevan
რეიკი - ეს არის არატრადიციული მედიცინა, რომელშიც გამოიყენება ტექნიკა ე.წ. "ხელების შეხებით" ავადმყოფის განკურნება.

რეიკის მეთოდი დააფუძნა 1922 წელს იაპონელმა ბუდისტმა მიკაო უსუიმ.

რეიკი ნიშნავს:
რეი - სამყარო, სული
კი - ენერგია, აზრი, განწყობა.
--------------------------
ეს, ისე, მოკლედ წარმოგიდგინეთ რეიკის არსი...

მართლაც რა არის რეიკი?

ჩინელი ბუდისტი - მიკაო უსუი რეიკის გამომგონებლად გვევლინება?!:)

ჩვენთვის კი ის 2000 წელია ნაცნობია.

მართლმადიდებლობისთვის მიუღებელი, რამდენადაც მას ოკულტიზმად მიიჩნევს. ე.წ. "რეიკი" სხვა არაფერი არ არის თუ არა "ღვთის მადლი".

"ღვთის მადლი" იესოს დაბადებიდან დღემდე ქრისტიანული სამყაროსთვის კარგად არის ცნობილი...

მრავალი წმინდანი - მკურნალი (ეხლა აღარ ჩამოვთვლი) გაგვიგია და ვიცით, რომელნიც ლოცვითა და უშუალო კონტაქტით კურნავდნენ ადამიანებს მრავალი სნეულებებისაგან.

მე არ მესმის, რატომ უკეთებენ იგნორირებას სასულიერო პირები ამგვარ რამეს? რატომ თვლიან, რომ ღვთის მადლის გამოყენება ადამიანის გადარჩენისთვის აუცილებლად ოკულტიზმია? გამოდის, რომ
ქვემოთ ჩამოთვლილი წმინდანები ოკულტიზმით იყვნენ დაკავებულები... ამისი გაფიქრებაც კი მკრეხელობაა ყველა დამეთანხმებით...

წმინდა პანტელეიმონი
წმინდა ნიკოლოზ სასწაულმომქმედი
წმინდა ბარბარე
წმინდა გიორგი
წმინდა კვიპრიანე
წმინდა ირინე
წმინდა მამა გაბრიელი, რომლის საფლავთან ახლოს დგომაც კი კურნავს...
წმინდა მამა ვიტალი...

ეს არის ძალიან მცირე ჩამონათვალი იმ მორწმუნე - წმინდანებისა, რომელთაც შეეძლოთ ლოცვებითა თუ უშუალო კონტაქტებით ადამიანების განკურნება უმძიმესი სნეულებებისაგან...

მაშ, რაშია საიდუმლო?

საიდუმლო არის ღვთის სიყვარულში.

საქმე იმაშია, რომ ღვთის სიყვარულითა და გამუდმებული ლოცვებით ადამიანები სულ უფრო და უფრო ვუახლოვდებით ღვთის სამყაროს, შემომქმედს... უფრო მეტი და მეტი მადლი გადმოდის სამყაროდან ჩვენზე, გულმხურვალედ მლოცველებზე

ღვთისა და სხვა და სხვა წმინდანების ხატები სხვა არაფერი არ არის თუ არა ღვთის სამყაროში გაჭრილი სარკმელი.

იყავით მორწმუნენი ღვთისა. შეიცანით თქვენი თავი...

მოინანიეთ ცოდვები...

იესოს ათ მცნებას მისდიეთ...

შეიყვარეთ იესო...

P.S. „რეიკი“ – იგივე „ღვთის მადლი“ ჩვენშია და მისი გამოყენება ყველამ უნდა ვიცოდეთ, ეს აუცილებელიცაა...
violetflame
ძალიან კარგია ეს ყველაფერი და დიდი მადლობა ამდენს რომ შრომობთ. ერთ რამეს შევნიშნავდი, რეიკი არის უნივერსალური და მას რელიგია არ გააჩნია , ანუ ნებისმიერი მრწამსისა და რელიგიის ადამიანს შეუძლია მისი გამოყენება (და სხვათაშორის მათაც ვისაც ღმერთი საერთოდ არ სწამთ, მაგრამ სჯერათ ენერგიებით მკურნალობისა), როგორც პრაქტიკოსს ან მიმღებს...
MinD
როგორც ვიცი ნიკოტინი, ალკოჰოლი, კოფეინი(და კიდე ბევრი ბევრი) ხელს უშლის ადამიანის ენერგიის სწორ გამოყენებას. მე მინდა დავიწყო პრაქტიკული სავარჯიშოები აგვისტოდან. თითქოს ყველაფერზე გამაჩნია პასუხი და ვიცი რა როგორ უნდა. არ ვიცი როგორ ვიღებ პასუხებს, მაგრამ შინაგანად ყველაფრისკენ მიმავალი გზა ვიცი. შეიძლება კონკრეტული ნაბიჯები არ ვიცოდე, მაგრამ მასთან აუცილებლად მივყავარ გარემოს, როგორც კი ენერგიას მისკენ მივმართავ.

თამბაქოს ვეწევი და ახლა ცოტ-ცოტათი უნდა დავანებო თავი, რაც, ვფიქრობ, დიდ ენერგიასა და იმედის ნაპერწკალს ჩამიგდებს. ისე, ოპტიმისტი ვარ და არ მეგულება რაიმე, რასაც ადამიანი ვერ მიაღწევს შრომითა და ძალისხმევით.

საინტერესო ის არის, რომ ყოველ დღე ვხედავ ჭიდილს. არ მინდა ბოროტებას ცუდი მხარე ვუწოდო, რადგან, ვფიქრობ, მისი მიზანი სულ სხვა რამეა. როცა ვხედავ და ინტუიციასაც არ მივყვები, მომავლის გეგმებში ბევრი ''პრობლემა'' ჩნდება. ან ვიღაც გახდება ავად, ან მე რაღაც მომივა და ა.შ. ყველაფერი მატერიულ სამყაროში გადმოდის რაც კი ამ შინაგან ბრძოლებში ხდება(ბრძოლის შედეგი).

მოკლედ, მინდა ჩამოწეროთ ნაბიჯები, თუ როგორ დავეუფლოთ რეიკს და შევუერთდეთ ამ ,,ღვთიურ მადლს''. violetflame ვიცი, რომ ამ თემაში წერთ. მინდა ერთ მთლიან პოსტად ვნახო(ან თუნდაც დალაგებულად, მიყოლებით) ეს ნაბიჯები, თავისი სირთულეებით, თავისი პარალელებით, სიძნელეებით, ,,ხიფათებით'' და მთელი ეს მოგზაურობა რეიკის დაუფლების სავალ გზაზე.


მადლობა ყურადღებისთვის.
matashi
დიდი სიამოვნებით თუ ჩატარდება რეიკის სეანსები მეც მიიღებ მონაწილეობას ( რეიკის ინიციაცია ახალი გავლილი მაქვს და მინდა განვავითარო სხვა ადამიანებზეც )
Plasmodium
ketevan

ჩემ კითხვას მაინც არ უპასუხეთ, დარწმუნებული ვარ უნებლიედ გამოგრჩათ smile.gif

როგორ აპირებთ შარლატანის გარჩევას არაშარლატანისგან?

ამის რამდენიმე ვარიანტია:

1. უნდა ხედავდე უშუალო შედეგს, რაიმე ხელშესახებს, რაც ფაქტის წინაშე დაგაყენებს, რომ ეს პიროვნება ნამდვილად ფლობს გარკვეულ უნარს.
2. უნდა არსებობდეს ვიღაც შეურყვნელი ავტორიტეტი, ამ საქმის მასტერი, ვინც დაადასტურებს მის უნარს და კითხვები აღარ დარჩება.
3. თვითონ უნდა იყო უფრო მსხვილი კალიბრის შარლატანი.
4. "იღბალს მივენდობი"
5. ???
ketevan
MinD
როგორც ვიცი ნიკოტინი, ალკოჰოლი, კოფეინი(და კიდე ბევრი ბევრი) ხელს უშლის ადამიანის ენერგიის სწორ გამოყენებას.

აქ უნდა დაზუსტდეს ნიკოტინის ალკოჰოლის და კოფეინის როლი...
ესენი არა მარტო ენერგიის სწორ გამოყენებას უშლის ხელს, არამედ, ღვთიური - კოსმიური ენერგიისაგან რეცხავს ბიოველს...
ketevan
Plasmodium
1. უნდა ხედავდე უშუალო შედეგს, რაიმე ხელშესახებს, რაც ფაქტის წინაშე დაგაყენებს, რომ ეს პიროვნება ნამდვილად ფლობს გარკვეულ უნარს.
Plasmodium
ketevan

რეიკის შემთხვევაში რა შედეგი უნდა დაიდოს? რა დაგარწმუნებთ რომ თქვენს წინაშე მდგომი ადამიანი არის "რეიკის ოსტატი, რომელსაც ინიციაცია აქვს მიღებული აღმოსავლეთში."???
td.........
ციტატა
როგორც ვიცი ნიკოტინი, ალკოჰოლი, კოფეინი(და კიდე ბევრი ბევრი) ხელს უშლის ადამიანის ენერგიის სწორ გამოყენებას.
MinD
ketevan

მემგონი მათზე დამოკიდებულებაა საზიანო და არა თვითონ ეს ნივთიერებები. რადგან მათი სწორი გამოყებნებისას ენერგეტიკული ველი არ ზიანდება. როდესაც ადამიანს უჩნდება დამოკიდებულება და ის რომელიმე თუნდაც სხვა ნივთიერების, ან საგნის, ან სხვა რაიმის დამოკიდებულებაში ექცევა იქ ხდება დარღვევები.. იყვნენ წმინდა განდეგილი მამები, რომლებიც დროის და სივრცეს ფლობდნენ, მაგრამ გარემოებებიდან გამომდინარე იკვებებოდნენ მხოლოდ ყავის მარცვლებითა და მისი ნაყენით, რადგან სხვა საკვები ცოტა მათ გეოგრაფიულ მდებარეობაში, ასევე იყვნენ ად არიან ადამიანები, ვინც ნიკოტინის დახმარებით სამყაროებში ინფორმაცისი გაცვლას და მოგზაურობას ახერხებენ, ალკოჰოლსაც ბევრი სამკურნალო თვისება აქვს თუ მას სწორად გამოვიყენებთ.

შEიძლება ვცდები, მაგრამ ეს ჩემი შეხედულება ზოგადად დედამიწაზე არსებულის გამოყენებისადმი...
td.........
ციტატა
რეიკი არის უნივერსალური და მას რელიგია არ გააჩნია , ანუ ნებისმიერი მრწამსისა და რელიგიის ადამიანს შეუძლია მისი გამოყენება
violetflame

არ ვიცი სწორია თუ არა ჩეი ინფორმაცია, მაგრამ რეიკის პრაქტიკის დაწყების წინ უნდა დადო ერთგულების ფიცისმაგვარი რამ... ისეთი გრძნობა მაქვს, რომ ეს გარკვეულწილად ზღუდავს თAვისუფალი არჩევანის პრინციპს და ერთგვარ რელიგიისმაგვარ ფორმას ღებულობს... რომ განვიხილოთ თუნდაც ქრისტე, როგორც გარკვეული სწავლების მომტანად, მასწავლებლად, ვნახავთ რომ ის მხოლოდ მასთან გაყოლას ითხოვდა და არავის აიძულებდა რაიმე ფიცის დადებას.. მეტიც, წინასწარ აუწყა პეტრეს , რომ ის მას უარყოფდა შიშის გამო, მაგრამ ამით მისადმი დამოკიდებულება არ შეუცვლია.. ეს ერთგავრი გავეთილიიყო პეტრესთვის სრულყოფის გზაზე... აი ქრისტიანობა კი უკვე რელიგიად ჩAმოყალიბებული ითხოვს კონტრაქტს და დამრღვევს საზღაურად ჯოჯოხეთსი ტანჯვა აქვს გარანტირებული უკუნისამდე.

ყველა რელიგიის დოგმაში დევს საწყსი ეტაპი სადაც ხდება რაიმე რიტუალის ჩატარება სადაც ხდება ერთგვარი კონტრექტის ხელმოწერა ერთგულების ფიცის დადებით. ფიცის გატეხვას კი აუცილებლად რაიმე საშინელი სასჯელი უნდა მოყვეს ლოგიკურად. რეიკი რელიგია არ არის, მაგრამ მიუხედავად ამისა, მასტან უშუალოდ შეხების პირველ ეტაპზეც საჭიროა გარკვეული რიტუალების გავლა...
რამდენად ინარჩუნებს ადამიანი მის თAვისუფლებას რეიკის პრაქტიკაში ჩAბმის შემდეგ და ინიციაციის მიღების შემდეგ?
ketevan
td.........
მემგონი მათზე დამოკიდებულებაა საზიანო და არა თვითონ ეს ნივთიერებები. რადგან მათი სწორი გამოყებნებისას ენერგეტიკული ველი არ ზიანდება. როდესაც ადამიანს უჩნდება დამოკიდებულება და ის რომელიმე თუნდაც სხვა ნივთიერების, ან საგნის, ან სხვა რაიმის დამოკიდებულებაში ექცევა იქ ხდება დარღვევები.. იყვნენ წმინდა განდეგილი მამები, რომლებიც დროის და სივრცეს ფლობდნენ, მაგრამ გარემოებებიდან გამომდინარე იკვებებოდნენ მხოლოდ ყავის მარცვლებითა და მისი ნაყენით, რადგან სხვა საკვები ცოტა მათ გეოგრაფიულ მდებარეობაში, ასევე იყვნენ ად არიან ადამიანები, ვინც ნიკოტინის დახმარებით სამყაროებში ინფორმაცისი გაცვლას და მოგზაურობას ახერხებენ, ალკოჰოლსაც ბევრი სამკურნალო თვისება აქვს თუ მას სწორად გამოვიყენებთ.შEიძლება ვცდები, მაგრამ ეს ჩემი შეხედულება ზოგადად დედამიწაზე არსებულის გამოყენებისადმი...

როგორც გინდათ მიუდექით, იქიდან, თუ აქედან.. ყველანაირი გამაბრუებელი საშუალებები, რომელსაც ადამიანი იყენებს კონკრეტულად გაბრუებისთვის
დამანგრეველია ბიოველისთვის...

ალკოჰოლი და რეიკი ... http://liferiddle.com/FAQ/Naskolko-sovmest...-i-alkogol.html

ketevan
Plasmodium
რეიკის შემთხვევაში რა შედეგი უნდა დაიდოს? რა დაგარწმუნებთ რომ თქვენს წინაშე მდგომი ადამიანი არის "რეიკის ოსტატი, რომელსაც ინიციაცია აქვს მიღებული აღმოსავლეთში."???

----------------------
რეიკით ხარ დაინტერესებული თუ იმით მე რას ვფიქრობ და მე რა დამარწმუნებს?
Plasmodium
ketevan

მაინტერესებს რეალურად რასთან გვაქვს საქმე

რადგან ფორუმზე თემა გახსენით ვიფიქრე სასაუბროდ იყავით განწყობილი smile.gif
ketevan
Plasmodium
მაინტერესებს რეალურად რასთან გვაქვს საქმერადგან ფორუმზე თემა გახსენით ვიფიქრე სასაუბროდ იყავით განწყობილი
---------------------------------------

ამ თემაში იმაზე უფრო სასარგებლო საკითხები შეიძლება წამოიჭრას, ვიდრე ის, რომ მე როგორ ვაპირებ რეიკის ოსტატის გამოცნობასsmile.gif

ეს თემა გახსნილია იმისათვის, რომ თქვენ, სხვებმაც და მეც გამოცდილება და ცოდნა გავუზიაროთ მათ, ვინც ძალიან ცოტა იციან რეიკის შესახებ.
ასეთი მიდგომით უფრო და უფრო მეტი ადამიანი გააღვიძებდა თავის თავში თვითგანკურნების
ამ უნიკალურ, მართლაც ღვთისგან ბოძებულ ნიჭს...
შედეგად უამრავი დაავადება იქნება თავიდან აცილებული...

Plasmodium
ketevan

ხო და გამიზიარე გამოცდილება, სხვას რას ვითხოვ? smile.gif
შენ გქონია შეხება რეიკისთან? თუ სტატია წაიკითხე და გადაწყვიტე გესწავლა?
როგორ შეიძლება უმნიშვნელო და მეორე ხარისხოვანი იყოს სენსეის შერჩევა, რომელთანაც რაღაც ფიცის დადებას აპირებ?
მერე ინიციაციას და მისი საშუალებით გაურკვეველ ენერგოწყაროზე მიერთებას smile.gif

QUOTE
რეიკის შემთხვევაში რა შედეგი უნდა დაიდოს? რა დაგარწმუნებთ რომ თქვენს წინაშე მდგომი ადამიანი არის "რეიკის ოსტატი, რომელსაც ინიციაცია აქვს მიღებული აღმოსავლეთში."???

შეგიძლია თქვა რომ არ იცი მაგრამ უმნიშვნელოა და არ გვაინტერესებსო ასეთ პასუხს ვერ მივიღებ smile.gif
ketevan
Plasmodium

შეგიძლია თქვა რომ არ იცი მაგრამ უმნიშვნელოა და არ გვაინტერესებსო ასეთ პასუხს ვერ მივიღებ.
---------------------------------------
არ მაინტერესებს ნამდვილად შენ ჩემგან რა პასუხ მიიღებ და როგორ პასუხს ჩათვლი შენთვის მისაღებად ცოტა არ იყოს არც ვიცი და არც მაინტერესებს.
მემგონი უფრო კამათის მოყვარული ხარ.

აქ კი საკამათო რომ არაფერია?

რა გინდა კონკრეტულად გამაგებინე. ჩამოყალიბდი ჯერ შენთვითონ.

მე შენ არაფერს არ გიმტკიცებ. ვინ ხარ არ ვიცი...

აქ რასაც ვწერ მე არ მომიგონია და მე არ ვიგონებ. ვწერ გაგონილს, ნანახს და საკუთარი გამოცდილებიდან ჩემს შთაბეჭდილებებს...
რამე არ მოგწონს?! შენს ინტერესებს ეწინააღმდეგება ეს თემა?
მაშინ დახურე და სხვა თემაში შედი...

კიდევ ვამბობ, თუ ვინმემ უფრო მეტი იცის გავუზიაროთ ერთმანეთს...

ჩემს ცოდნაზე თავს არ ვდებ ესეც ავღნიშნე, მაგრამ იმ დროის მონაკვეთი, რამაც დამანახა რეიკის სარგებლიანობა, დიდი სურვილით მავსებს, რომ სხვებიც დაინტერესდნენ ამ საქმით...
------------------

ketevan
ფიზიკური სხეული შემადგენლობით მკვრივია. მიუხედავად იმისა, რომ იგი შედგება უამრავი ნაწილისა თუ სისტემისაგან ის ყველაზე მარტივია სხვა ენერგეტიკულ სხეულებთან შედარებით.
ფიზიკური სხეული იღებს ინფორმაციას, რომელიც მასში აღწევს მგრძნობელობითი ორგანოებიდან და გადამუშავდება ძირითადად რეფლექსებად. ეს არის ყველაზე შეზღუდული და უბრალო სისტემა, მაგრამ ის ამავე დროს უზრუნველყოფს ადამიანის ბიოლოგიურ ორგანიზმს არსებობის უნარით დედამიწაზე.
ფიზიკური სხეული შედგება მკვრივი, თხიერი, გაზისებური ნივთიერებებისაგან, რომელთაც ჩვეულებისამებრ ვუწოდებთ მატერიებს.
სინამდვილეში, ფიზიკური სხეული წარმოადგენს მხოლოდ და მხოლოდ „სკაფანდრს“ ან თუნდაც ნამდვილი ადამიანის გარეთა კოსტუმს, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ფიზიკური სხეული არის ადამიანის წარმომადგენელი მატერიალურ სამყაროში...
ფიზიკური სხეული არის ინფორმაციის მიმღები საშუალება მატერიალური სამყაროდან. მას აქვს აგრეთვე მატერიალურ სამყაროზე ზემოქმედების
უნარი.
ფიზიკური სხეული იკვებება მატერიალური სამყაროდან და აგრეთვე ნატიფი სხეულებიდან, ის არის სამგანზომილებიან სივრცეში და სრულიად
ხელმისაწვდომია, იმისათვის, რომ ადამიანმა შეისწავლოს...
ფიზიკურ სხეულთან სრულ ურთიერთკავშირშია ნატიფი სხეულები...
ფიზიკური სხეულის მდგომარეობა მთლიანად დამოკიდებულია ნატიფი სხეულების მდგომარეობაზე.
ადამიანის ფიზიკური სიკვდილის მომენტში ფიზიკური სხეული პირველი შორდება თავის სხეულებს და ძალიან სწრაფად ირღვევა.
http://naturalworld.ru/key_fizicheskoe-telo.htm

anonimus
როგორ უნდა გამოიმუშავო ეს ენერგია?
---------------------------------------------
violetflame
ამ ენერგიის გამომუშავება არ ხდება- ეს არის ენერგიის წყარო რომელშიც უნდა ჩაერთო...
_____________________________________________________________________
ბოდიში ჩემი უვიცობისთვის sticktongue.gif რადგან აქ ჯერ ახალი ვარ
მაშინ როგორ უნდა ,,ჩაერთო''
Plasmodium
ketevan

ძალიან ემოციური ხარ. მესამე ჩაკრას მიაქციე ყურადღება smile.gif
არ გეკამათები, არაფერი მაქვს შენი და რეიკის საწინააღმდეგო. კითხვას მაშინ ვსვამ როცა პასუხი მაინტერესებს, ისე არა.
რა მინდა და რა მაინტერესებს ვთქვი უკვე და არ ვაპირებ დაუსრულებლად ვატრიალო. შეგიძლია ჩათვალო რომ თვითონ არ ვიცი რა მინდა smile.gif

წარმატებები.
td.........
ketevan
გასაგებია რომ გამაბრუებელი საშუალებები მავნებელია თუ მათ გასაბრუებლად გამოიყენებ, ისევე როგორც ყველაფერს დედამიწაზე, ტუ არ გამოიყენებ მართებულად საზიანოა...smile.gif

ციტატა
არ ვიცი სწორია თუ არა ჩეი ინფორმაცია, მაგრამ რეიკის პრაქტიკის დაწყების წინ უნდა დადო ერთგულების ფიცისმაგვარი რამ... ისეთი გრძნობა მაქვს, რომ ეს გარკვეულწილად ზღუდავს თAვისუფალი არჩევანის პრინციპს და ერთგვარ რელიგიისმაგვარ ფორმას ღებულობს... რომ განვიხილოთ თუნდაც ქრისტე, როგორც გარკვეული სწავლების მომტანად, მასწავლებლად, ვნახავთ რომ ის მხოლოდ მასთან გაყოლას ითხოვდა და არავის აიძულებდა რაიმე ფიცის დადებას.. მეტიც, წინასწარ აუწყა პეტრეს , რომ ის მას უარყოფდა შიშის გამო, მაგრამ ამით მისადმი დამოკიდებულება არ შეუცვლია.. ეს ერთგავრი გავეთილიიყო პეტრესთვის სრულყოფის გზაზე... აი ქრისტიანობა კი უკვე რელიგიად ჩAმოყალიბებული ითხოვს კონტრაქტს და დამრღვევს საზღაურად ჯოჯოხეთსი ტანჯვა აქვს გარანტირებული უკუნისამდე.

ყველა რელიგიის დოგმაში დევს საწყსი ეტაპი სადაც ხდება რაიმე რიტუალის ჩატარება სადაც ხდება ერთგვარი კონტრექტის ხელმოწერა ერთგულების ფიცის დადებით. ფიცის გატეხვას კი აუცილებლად რაიმე საშინელი სასჯელი უნდა მოყვეს ლოგიკურად. რეიკი რელიგია არ არის, მაგრამ მიუხედავად ამისა, მასტან უშუალოდ შეხების პირველ ეტაპზეც საჭიროა გარკვეული რიტუალების გავლა...
რამდენად ინარჩუნებს ადამიანი მის თAვისუფლებას რეიკის პრაქტიკაში ჩAბმის შემდეგ და ინიციაციის მიღების შემდეგ?


იქნებ ამაზეც გამოთქვა შენი აზრი, სანამ ვიოლეთფლეიმი შემოვა ფორუმზე...
ketevan
Plasmodium
ძალიან ემოციური ხარ. მესამე ჩაკრას მიაქციე ყურადღება
-----------------------
არ გინდა ეხლა ეზოთერული ენით ლაპარაკი.
მაშინ მეც გეტყვი, რომ ანახატას პრობლემა გაქვს და რაც შეეხება შენს სახასრარას არ ვიცი რა ეშველება, თითქმის ჭკნება, მაგრამ გარეგნულად აჩვენებ თითქოს ყველაფერი კარგად არის...
თითო ოროლა ლიტერატურა გადაგიკითხია და თავი კიტრად მოგაქვს....

ჯერ კიდევ სოკრატემ თქვა ძვ.წ. 399 წელს "ვიცი ის, რომ არაფერი არ ვიცი"...
განა ეს საკმარისი არ არის რომ ჩვენ მის ფონზე არაფერს არ წამოვადგენდეთ?

violetflame
TD... არავითარი ფიცის დადება არ არის საჭირო რეიკის შემთხვევაში - ვინც მაგას ამბობს ან წერს ესე იგი არასწორ ინფორმაციას ავრცელებს. თავად ის რომ რეიკი ითარგმენბა როგორც უნივერსალური ენერგია, ხშირ და უმეტეს შემთხვევაში, მოწმობს იმას რომ ეს არის საყოველთაო და ლიბერალური მოდალობა ენერგიით მკურნალობისა. კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო ის, რომ რეიკის ინიციაცია არ ხდება - ეს არის უბრალოდ ენერგიის ქსელში ჩართვა, რომელიც ხდება რეიკის მასტერის მიერ (თუმცა, დღევანდელ ეპოქაში, როდესაც ხდება ადამიანების სულიერი გამოღვიძება, თავად ადამიანები ერთვებიან ამ ქსელში). ინიციაცია ნიშნავს ხელდასხმას და ცოტა სხვა რამეა.

მე ვარ რეიკის ენერგიის ქსელში ჩართული ინგლისელი რეიკის მასტერის მიერ და მალე მზად ვიქნები თავად განვახორციელო მგავსი რამ. ჩართვა ხდება მედიტაციითა და განწმენდით. რეიკის ოსტატი რეიკის სიმბოლოების საშუალებით ააქტიურებს ამ ენერგიის მიმღებ არხებს სტუდენტში და ასე რთავს რეიკის ენერგიის ქსელში მას. youtube-ზე მრავალი ვიდეო მასალაა, რომელიც ასახავს და ხსნის ამ პროცესს. ეს არ არის რაიმე მისტიკური საიდუმლო და არც სასწაულების მომხდენი და არ არის აუცილებელი ადამიანი რაღაც ზებუნებრივ ძალებს ფლობდეს რომ რეიკი შეასრულოს თავის თავზე ან სხვაზე - თქვენ ძალიან აბუქებთ ამ ყველაფერს ჩემის აზრით. რეიკი არის ენერგიებით მკურნალობის ერთ-ერთი (!) მოდალობა რომელიც არაჩვეულებრივი საშუალებაა რელაქსაციისათვის და ძალების აღსადგენად (ზოგიერთი სხვა მოდალობებია: quantum touch; reconnection; და ა.შ.). არ არსებობს მაგიური ტაბლეტის მსგავსი რამ ამ დედამიწაზე, რომელიც ყველაფერს განკურნავდა ან მოაწესრიგებდა და არც რეიკია მსგავსი რამ. ისიც გასათვალისწინებელია, რომ ყველა ადამიანი ერთნაირად არ რეაგირებს ენერგიით მკურნალობაზე - ყველაფერი ინდივიდუალურია. ასე მაგალითად, ერთმა წამალმა შეიძლება ერთი ადამიანი განკურნოს და მეორე მოწამლოს. სხვაგავრად რომ ვთქვათ რეიკი კარგი თერაპიული საშუალებაა რომელიც ადამაინებს/ცხოველებს ეხმარება რეაბილიტაციაში...

არ უნდა დაგვავიწყდეს ასევე ადამაინების კარმა და ბედი, რომელიც განსაზღვრავს ამა თუ იმ თერაპიის/მკურნალობის ეფექტურობას. თერაპევტი და მკურნალი შეეშველება ადამიანს განწმენდასა და რეაბილიტაციაში, მაგრამ ძირითადი სამუშაო ადამიანის გასაკეთებელია. ჩვენ , ქართველებმა, ცოტა უნდა შევიცვალოთ აზროვნება/მენტალიტეტი და დავანებოთ იმაზე ფიქრს თავი, რომ ვიღაც ზეციდან ჩამოფრინდება და სასწაულებს მოახდენს ჩვენთვის. ჩვენი სულები იმიტომ მოვიდნენ დედამიწაზე, რომ ისწავლონ და განვითარდნენ, ამიტომ ჩვენს გასაკეთებელ საქმეს არავინ არ გააკეთებს (მოხმრებით მოგვეხმარებიან ალბათ როცა საჭიროა smile.gif )

ასე რომ ის აზრი რომ რეიკი სასწაულებს ახდენს არასწორია (ბოდიში იმედები თუ გაგიცრუეთ, მაგრამ სიმართლე უნდა ითქვას) - ის უბრალოდ ძალიან კარგი თერაპიული საშუალებაა

ეს ვიდეო ძალიან კარგად ასახავს რეიკის ქსელში ჩართვას და იმას თუ რა სიმბოლოებს იყენებს და რა ადგილას რეიკის მასტერი ამ პროცესის დროს:

REIKI ATTUNEMENT

anonimus
ketevan და Plasmodium
და რა მაინტერესებს ერთმანეთი რო არ დაჭამოთ argue2.gif და უფრო თბილად ილაპარაკოთ არა......
Plasmodium
QUOTE(ketevan @ Jun 7 2013, 08:36 PM) *
Plasmodium
ძალიან ემოციური ხარ. მესამე ჩაკრას მიაქციე ყურადღება
-----------------------
არ გინდა ეხლა ეზოთერული ენით ლაპარაკი.
მაშინ მეც გეტყვი, რომ ანახატას პრობლემა გაქვს და რაც შეეხება შენს სახასრარას არ ვიცი რა ეშველება, თითქმის ჭკნება, მაგრამ გარეგნულად აჩვენებ თითქოს ყველაფერი კარგად არის...
თითო ოროლა ლიტერატურა გადაგიკითხია და თავი კიტრად მოგაქვს....

ჯერ კიდევ სოკრატემ თქვა ძვ.წ. 399 წელს "ვიცი ის, რომ არაფერი არ ვიცი"...
განა ეს საკმარისი არ არის რომ ჩვენ მის ფონზე არაფერს არ წამოვადგენდეთ?


smile.gif
td.........
violetflame
მადლობა smile.gif
anonimus
violetflame
ადამიანი თვითონ მარტო ვერ შეძლებს რეიკის ,,ჩართვას"???
ketevan
anonimus
და რა მაინტერესებს ერთმანეთი რო არ დაჭამოთ და უფრო თბილად ილაპარაკოთ არა......
---------------
ხო, რა ვიცი. მე ნამდვილად არ მინდოდა ასეთი საუბარი, მაგრამ როცა უაზროდ გიკირკიტებს ვიღაც და თავის საკამათო ჭიას იკლავს არ მიყვარს...

anonimus
violetflame
ადამიანი თვითონ მარტო ვერ შეძლებს რეიკის ,,ჩართვას"???
-----------------------------------------------------------------------

აუცილებლად მასტერი უნდა გყავდეს?
violetflame
anonimus - გთხოვთ წაიკითხოთ ჩემი პოსტი გულდასმით და იქ ნახავთ პასუხს თქვენს შეკითხვაზე

td......... ... არაფერს smile.gif
ketevan
anonimus
აუცილებლად მასტერი უნდა გყავდეს?
----------------------------------------
პირველი დონის ინიციაციისათვის არ არის საჭირო მასტერი და მემგონი რომ მასტერი საერთოდ არ არის საჭირო...

დისტანციაზე მუშაობისათვის კარგია მეორე დონის ინიციაცია, რისთვისაც ალბათ მასტერი იქნება საჭირო, მაგრამ არა აუცილებელი...
მთავარია სამყაროსთან ახლოს იყო სულიერად და კოსმიური ენერგია გადმოდის...

violetflame
რატომ სვამს ხალხი აქ ერთი და იგივე შეკითხვებს და თან მითუმეტეს როდესაც მათ კითხვებზე პოსტებში უკვე იყო გაცემული პასუხი????? გასაოცარი ამბავია პირდაპირ - მე მგონი ზოგი აქ უბრალოდ, ჟარგონი რომ გამოვიყენოთ, 'საღადაოდ' არის შემოსული smile.gif
ketevan
anonimus
როგორ უნდა გამოიმუშავო ეს ენერგია?

http://www.youtube.com/watch?v=vHhMKA4nCoA...BC4&index=2

ეს ვიდეო დაგეხმარებათ ხელებში ენერგეტიკის გამომუშავებაში...

anonimus
ketevan
მადლობა give_rose.gif
anonimus
violetflame
რატომ სვამს ხალხი აქ ერთი და იგივე შეკითხვებს და თან მითუმეტეს როდესაც მათ კითხვებზე პოსტებში უკვე იყო გაცემული პასუხი????? გასაოცარი ამბავია პირდაპირ - მე მგონი ზოგი აქ უბრალოდ, ჟარგონი რომ გამოვიყენოთ, 'საღადაოდ' არის შემოსული
----------------------------------------------------------------------------------------------
დაიღალეთ ხო ალბათ ამდენი კითხვებით sad.gif sad.gif sad.gif sad.gif
violetflame
anonimus - არა არ დავიღალე კითხვებით - კითხვებზე პასუხის გაცემას და ახსნას დაჩვეული ვარ ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, მაგრამ ერთი და იგივე შეკითხვები კი დამღლელია ცოტა არ იყოს - კარგია კითხვის უნარი განვავითაროთ, ანუ აზრიანად/დაკვირვებით და ანალიტიკურად ვიკითხოთ ადამიანებმა რომ შევძლოთ სწორი დასკვნების გამოტანა smile.gif
ketevan
კარგია, რომ ზოგიერთები დაინტერესებული ხარ რეიკით, ღვთიური - კოსმიური ენერგიის გამოყენებით...

ერთერთ პოსტში დავწერე და ეხლაც გავიმეორებ, რომ ალკოჰოლი, ნარკოტიკი და ყველანაირი გამაბრუებელი საშუალებები მხოლოდ განდევნის და ასუსტებს ამ ენერგიას....

თქვენ თუ სისტემატიურად წარმოთქვამთ ლოცვებს და ახლოს დადგებით სამყაროსთან, არა მარტო ლოცვებით, არამედ მთელი სულით და გულით კოსმოსთან, თანდათანობით დაინახავთ და დარწმუნდებით, რომ ამ ქვეყნიური სიამენი აღარ დაგაინტერესდებათ, ისინი უბრალოდ დაკარგავენ თავიანთ მძაფრ შეგრძნებებს, რომელსაც გრძნობდით მანამდე, სანამ ჩვეულებრივი, მიწიერი ცხოვრებით ცხოვრობდით...

რეიკი არ არის რელიგია... რეიკი არ არის არც ჰიპნოზი... არც ნათელმხლველობა...

რეიკი სამყაროს დაბადებიდან იყო, არის და იქნება... ეს არის კოსმიური ენერგია, რომელიც ჩვენშია, ჩვენს ირგვლივაა, ყველგანაა და ყველაფერშია...

ისიც მართალია, რომ რეიკის იყენებენ ადამიანები მავნე დანიშნულებისთვის და მას რამდენადმე ოკულტიზმის სახე მიეცა...

იესო რეიკის ენერგიით კურნავდა ადამიანებს...

იესო ქრისტეს არანაირი შეხება არ ჰქონდა ოკულტიზმთან...

ასევე იესოს მოწაფეებს არანაირი შეხება არ ჰქონდათ ოკულტიზმთან, ისინი იესოს ინტერესების და ხაზის გამგრძელებლები იყვნენ...

მათეს სახარება - თავი 10 - „მოუწოდა თავის თორმეტ მოწაფეს და მისცა მათ ხელმწიფება არაწმინდა სულებზე, რომ განედევნათ ისინი და განეკურნათ ყოველგვარი სენი და ყოველგვარი უძლურება...“

რეიკის გამოყენება სუფთა ჩანაფიქრით, ანუ სამკურნალო - ენერგიის გაწმენდის მიზნით, თქვენთვისაც კარგი იქნება, რამდენადაც თქვენ გახდებით კოსმიური ენერგიის გამტარი...
--------------------------------------------------------------------------------------------

----------------------------------------------
შემოგვიერთდით თქვენი გამოცდილებებით, თქვენი ინფორმაციებით ამ საკითხთან დაკავშირებით ფეისბუქზე:
reiki.ge
ketevan
betkho
ორივე ხელის გულის ცენტრში წვა რამე კავშირშია ამ ენერგიასთან?
ketevan
betkho
QUOTE
ორივე ხელის გულის ცენტრში წვა რამე კავშირშია ამ ენერგიასთან?

წვის შეგრძნება ხელებში:
I მიზეზი: ხელებში სხვა და სხვა სახის წვის შეგრძნებები მეტყველებენ იმაზე, რომ ადამიანის სხეულში არის ტკივილი ან ენერგეტიკული დისბალანსი და მას სჭირდება მკურნალობა და რომ ენერგია გამოედინება გარეთ და მას არაფერი არ აკავებს...

II მიზეზი: რაც უფრო მეტს ვმუშაობთ ხელებით ენერგიის გადაცემაზე, მით უფრო მეტ სიცხეს ვგრძნობთ, რამდენადაც ჩვენ სულ უფრო მეტი და მეტი ენერგიის გამტარი ვხდებით.

III მიზეზი: როცა ვინმე ავად ხდება, ჩვენი ხელები იწყებენ გათბობას. ხანდახან ხელები გვიოფლიანდება კიდეც დიდი რაოდენობის ენერგიის გავლის გამო...
--------------------------------
This is a "lo-fi" version of our main content. To view the full version with more information, formatting and images, please click here.
Invision Power Board © 2001-2024 Invision Power Services, Inc.