Help - Search - Members - Calendar
Full Version: როგორ აღვიდგინო დაკარგული ენერგია?
ეზოთერიული ცოდნის ფორუმი > დამატებითი განყოფილება > თავისუფალი განყოფილება
betkho
მაინტერესებს ვინმემ ხომ არ იცით საკუთარ თავზე გამოცდილი ენერგიის აღდგენის მარტივი ხერხი, ბუნებაში და ჰაერზე გასვლა რომ არ იყოს საჭირო?
Atm@n
betkho

ზუსტად მაგაზე ვუყურებ ახლა:

http://video.mail.ru/mail/shemyakinalv/_myvideo/2490.html
gio.geoo
მედიტაციაც კარგი საშვალებაა.
Zet
betkho

ჯერ გადაწყვიტავ შენთვის რაც კი რამე იცი ყველაზე სასიამოვნო მდგომარეობა სად არის ან რის კეთებაშია.. ზოგისთვის მთები ან ზღვა, ან სექსი, ან სიყვარული, ან რავიცი კიდე... ამოირჩიე ყველაზე სასიამოვნო რაც არის შენთვის.
მერე დაწექი მოადუნე სხეულის ნაწილი, ენა ყბა, ხელები პეხები, მუცელი და სხვა... ისე თითქოს რაზეც წევხარ იქ "ნასკვოზ" გადიხარ, ანუ თიტქოს ამ ლოგინში ეფლობი და გადიხარ...
და პახოდუ ეს ყველაზე საუკეთესო მდგომარეობა წარმოიდგინე რომელიც არჩეული გაქვს wink.gif
td.........
betkho ჩემთვის ყველაზე კარგი საშუალებაა შხაპის ან აბაზანის მიღება, ამის შემდეგ მედიტაცია, ან დაწოლა დ ასრული მოდუნება და იმის ვიზუალიზაცია როგორ შემოდის შენში ენერგია სხეულის სხვადასხვა ნაწილებიდან, როგორ მოძრაობს შენში, დაახლოებიტ როგორც წყლის ნაკადი რომ იკვლევს გზას ისე... მერე კონცენტრირდება ეს ნაკადი სადმე, თუ რამე მტკივა იქ ტუ გადაღლილი ვარ დაახლოებით მზის წნულთან...
earth
betkho
ენერგიით გამდიდრება ყველგან და ყოველ წუთს ხდება, სუნთქვა, საკვები, მზის ენერგია, წყალი, ეს ყველაფერი პირველი ყველაზე მთავარი ენერგიის წყაროებია.
მათ შორის ყველაზე ძლიერი ენერგიის წყარო სუნთქვაა, შეგიძლია წარმოიდგინო ჩასუნთქვისას შენი სხეული ენერგიით ივსება.
რაც შეეხება დასვენებას, რელაქსაციას და მრავალ სხვა სავარჯიშოებს რომლებიც გეხმარებიან ენერგიის მიღებაში ნამდვილად კარგია.
სავარჯიშოები ენერგიის მისაღებად უფრო მაშინაა საჭირო, როცა შენ შეგნებულად გასცემ ენერგიას.
betkho
გმადლობთ ამომწურავი პასუხებისთვის gul.gif gul.gif gul.gif
გოგა
რაცარუნდა არასერიოზულად ჟღერდეს მაინც ვიტყვი რომ შიმშილობა არის საუკეთესო გამოსავალი ენერგიის აღსადგენად.. კიდე სხვა კარგი მეთოდებიცაა, მაგრამ ერთი ყველაზე მეტად გავრცელებული მეთოდია საკუთარი თავის დაჯერება რო შენმა ამა თუ იმ ქმედებამ ენერგიები აღდგიდგინა, რასაც კარგ მეთოდს ვერ ვუწოდებდი მე..
Lashapoli
QUOTE(გოგა @ Jul 2 2013, 02:43 AM) *
რაცარუნდა არასერიოზულად ჟღერდეს მაინც ვიტყვი რომ შიმშილობა არის საუკეთესო გამოსავალი ენერგიის აღსადგენად.. კიდე სხვა კარგი მეთოდებიცაა, მაგრამ ერთი ყველაზე მეტად გავრცელებული მეთოდია საკუთარი თავის დაჯერება რო შენმა ამა თუ იმ ქმედებამ ენერგიები აღდგიდგინა, რასაც კარგ მეთოდს ვერ ვუწოდებდი მე..

good.gif
Untitled_12
ფიქრები გააჩერეთ, ჩაიხედეთ სარკეში ან შეხედეთ ნებსმიერ ცოცხალ ორგანიზმს, ვაშლს, ხეს მცნერეს და უბრალოდ მასში იყურეთ, მის მიღმა მის არსში.. უცებ უდიდეს ბედნიერებას იგღძნობთ და ენერგია მოვა უსაზღვრო. მე მოვიგონე და არ ვიცი როგორ ხდება smile.gif მაგრამ ძალიან ძალიან მაგარია.. მთავარია ფიქრდები გააჩერო და უბრალოდ უყუროთ და ეცადოთ მისი გული დაინახოთ
Merlin
ჩემს აზრს მოგახსენებთ:

საერთოდ თუ ჭურჭელს ძირი აქვს გავარდნილი, რამდენიც არ უნდა ჩაასხა მაინც ვერ აავსებ. ამიტომ თუ ის გინდათ რომ ენერგიის ნაკლებობას არ განიცდიდეთ საჭიროა, პირველ რიგში ის, რომ ენერგიის კარგვას მოუკლოთ.

ენერგიის კარგვის მთავარი წყაროა ორგაზმი და ნეგატიური ემოციები. ენერგიას კარგავს ასევე სიცივე და უძილობა. უძილობა ძალიან ასუსტებს ადამიანს. ენერგიას კარგავს ასევე ალკოჰოლი და კოფეინი. ხშირი ორგაზმი ძალიან დიდი რაოდენობის ენერგიებს კარგავს. სექსი არ აღადგენს ენრგიას, სექსი კარგავს ენერგიას. არც ვიბრაციებს არ ამაღლებს, პირიქით ამცირებს.

მაგრამ ყველაზე დიდი მნიშვნელობა აქვს იმას თუ რამდენი სიყვარული აქვს ადამიანს. ადამიანი უმრავლეს შემთხვევაში, იმიტომ კარგავს ენერგიას, რომ უბრალოდ არ შეუძლია დიდი რაოდენობის ენერგიის ატანა. დიდ რამოდენობის ენერგიას ომ ფლობდე საჭიროა სიყვარულიც მისი შესაბამისი გქონდეს, რომ დააბალანსოს ეს ენერგია. თუ ენერგია არ დაბალანსდა იღებს დესტრუქციულ და ქაოტურ ბუნებას, იმისათვის რომ ასეთმა ენერგიამ მისი მატარებელი და სხვა ადამიანები არ დააზიანოს ადამიანმა უნდა დახარჯოს ის - და ადამიანებიც ხარჯავენ.

ამიტომ გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს სიყვარულის რაოდენობას ცნობიერებაში, რაც ნაკლებია სიყვარული სული მით ნაკლებ ენერგიას აწვდის სხეულებს, რადგან ისინი მას არასწორად მოიხმარენ, როცა ადამიანი სიყვარულს განიცდის სული დამატებით ენერგიებს გვაძლევს, რათა კიდევ უფრო მეტი გავაკეთოთ სიყვარულის ძალით.
tikoroma
ენერგიების კარგვაა შIანგანი დიალოგი და დებატები საკუთარ თავთან biggrin.gif
ასევე კამათი ფორუმებზე და ფეისბუქზე
სხვების განკითხვა
და ბევრი უსარგებლო რამ რასაც ვაკეთებთ ყოველწუთს
ანნა
ენერგიის სიცოტავე სიბევრე უფრო სიმპტომია მაინც, რამდენად ღრმად გყავს შენი მე შეცნობილი, გინდა ღმერთი გინდა სიყვარული უწოდე ესაა მნიშვნელოვანი.. ამის მიხედვით ბუნებრივად ბალანსდება ფიქრებიც და შენ რომ არ დაგეგმო სხეული და გონება გაგაკეთებინებს სასარგებლო მოქმედებებს. დიდი ხანია არავისთან მიკამათია მე მაგალითად, რაც ჩემს თავში მეტი სიყვარული ვიგრძენი, ვუფრთხილდები ინტუიციით კონფლიქტურ სიტუაციებს. და შესაბამისად აღარც ვკარგავ მაგაში ენერგიას..

შეგიძლიათ ჩამოწეროტ ფურცელზე რა მოქმედებებით იღებტ ენერგიას და რითი კარგავთ. დღის განმავლობაში რას აკეთებთ და ამის გულწრფელად დაწერის და გააზრების შემდეგ, თვითონვე დაამატებთ რა შეგიძლიათ.. აი მედიტაციას ვერ დაიწყებს ის ვისაც აზრების გაჩერება არ შეუძლია და შეიძლება ცეკვა ან სხვა რამით შეავსოს. ბუნებაში გავიდეს ან მეტი დრო გაატაროს საყვარელ ადამიანებთან. წიგნის კითხვაც ენერგიით ავსებაა და ფილმის ყურებაც თუ მაღალი ვიბრაციების გამოწვევია ჩვენში..

This is a "lo-fi" version of our main content. To view the full version with more information, formatting and images, please click here.
Invision Power Board © 2001-2024 Invision Power Services, Inc.