Help - Search - Members - Calendar
Full Version: ჭორი თუ რეალობა!?
ეზოთერიული ცოდნის ფორუმი > დამატებითი განყოფილება > თავისუფალი განყოფილება
giorgi.milani

თავიდანვე ვამბობ, რომ ბიბლია "ახალი აღთქმა" ნახევრად მაქვს წაკითხული.
მოკლედ , რამდენიმეჯერ შევესწარი, რომ ორი ადამიანი ერთმანეთს უმტკიცებდნენ, რომ ბიბლიაში წერია " კბილი კბილის წილ, თვალი თვალის წილ და სისხლი სისხლის წილ " მეორე უმტკიცებს არა პირიქით ესე არისო (ნუ ეგ მეც ვიცი , რომ მართლა ეგრეა) " ვინც ლოყაში გაგარტყათ , მეორე ლოყაც მიუშვირეთო"
მერე მეორემ უთხრა ეგრე კი არა ესე წერია " ვინც ლოყაში გაგარტყათ , მეორე ლოყაც მიუშვირეთ და თუ მეორედაც გაგარტყეს , გაყიდე სამოსელი და ხმალი იყიდეო"

ასევე მეც ვიცი ანუ რაც რეალურად არის, რომ ქრისტეს სიტყვებია " ვინც მახვილი აღმართოს, მახვილითვე განიგმიროს " - ამ სიტყვებიდან რა გამოიტანეთ აზრი? თუ ვინმემ თქვენი მოკვლა სცადა და გადარჩით , მეორეჯერზე თქვენ დაასწარით და მოკალითო?? თუ არა , აბა მახვილით ვინ განგმირავს , მახვილის ამღებს ხელში??

1) ზემოთ მოყვანილი ციტატებიდან რომელია მართალი??
2) თქვენი აზრი ამ ყველაფერზე.

პ.ს. მემგონი ძველ და ახალ აღთქმაში ერთმანეთის ურთიერთგამომრიცხავი რაღაცეები წერია .

გისმენთ justcuz_hourglass.gif
Doors
giorgi.milani
ძველი აღთქმის პრინციპი იყო "ოკა ზა ოკა" თვალი თვალის წილ.
ახალი აღთქმის პრინციპი "სიყვარულია" დათმობა, დანდობა, შენდობა.
რათქმაუნდა ურთიერთგამომრიცხავია. ეგ იყო ახალი აღთქმის მთელი იდეა რო აღარ უნდა ყოფილიყო ის ტირანია და დაუნდობლობა რაც ძველ აღთქმაში იყო.

QUOTE
" ვინც მახვილი აღმართოს, მახვილითვე განიგმიროს "

ჩემი გაგებით ეს ნიშნავს, რომ თუ შენ უარყოფითი საქციელი ჩაიდინე მაშინ ისევ დაგიბრუნდება (კარმა ალბათ)

giorgi.milani
QUOTE(Doors @ Jun 30 2013, 08:06 PM) *
giorgi.milani
ძველი აღთქმის პრინციპი იყო "ოკა ზა ოკა" თვალი თვალის წილ.
ახალი აღთქმის პრინციპი "სიყვარულია" დათმობა, დანდობა, შენდობა.
რათქმაუნდა ურთიერთგამომრიცხავია. ეგ იყო ახალი აღთქმის მთელი იდეა რო აღარ უნდა ყოფილიყო ის ტირანია და დაუნდობლობა რაც ძველ აღთქმაში იყო.
ჩემი გაგებით ეს ნიშნავს, რომ თუ შენ უარყოფითი საქციელი ჩაიდინე მაშინ ისევ დაგიბრუნდება (კარმა ალბათ)

მერე ის ტირაინია ისევ ღმერთის კანონები არ იყო? ესეიგი ღმერთი ხან ცვლის და ხან აკეთებს კანონებს??
Doors
giorgi.milani
ეს შენზეა დამოკიდებული როგორ გაიგებ. ყველას ხომ თავისებურად ესმის ბიბლია? რამდენი ადამიანიცაა იმდენი სხვანაირი გაგებაა.
მართლმადიდებლებს რო კითხო ეგ შესამზადებელი პერიოდი იყო ხალხისო რო ქრისტე მიეღოთო მარა მე არ მჯერა მაგისი. ქრისტე რაღაც პრომეთეს მსგავსი იყო. და საერთოდ ღმერთი იმ ფორმით რა ფორმითაც ბიბლიაში წერია მემგონი არ უნდა არსებობდეს. ჩემი აზრით ეგენი ვინც მოსეს ესაუბრებოდა "განვითარებული" ხალხი იყო და არც ქრისტე მიმაჩნია ღმერთად. ჩემი აზრით ბიბლიას და ბერძნულ მითოლოგიას შორის არის პარალელების გავლების შესაძლებლობა. აი ქრისტე იყო ნახევარღმერთი ბერძნული მითოლოგიის. ბიბლიაც მითოლოგიაა აბა რა არი?

ნაწყვეტი წიგნიდან. ლევან სანიკიძე–რომის იმპეირია ქრისტიანიზმი

giorgi.milani
QUOTE(Doors @ Jun 30 2013, 08:55 PM) *

აბა რისი გწამს?? თუ ქრისტესი არა??
giorgi.milani
კაი რა. სიტყვაზე მართლა , რომ არ არსებობდეს ღმერთი და სიკვდილის მერე არსად არ მივდიოდეთ და ვქრებოდეთ ეგ გირჩევნია და მოგწონს??

დავუშვათ და არ არსებობს ღმერთი და რო გარდავიცვლები არსად არ მივდოდე და ვქრებოდე, მე მაინც მირჩევნია გარდაცვალების უკანასკნელ წუთამდე მჯეროდეს , რომ ღმერთი არსებობს და იმ ქვეყნად არის სიცოცხლე ვიდრე 80 წლამდე ვიცხოვრო და მერე გავქრე !

გინდაც ეს 80 წელი სულ რო ფუფუნებაში ვიცხოვრო და მერე უბრალოდ ფაფუ გავქრე, არ მინდა!!!

ხო ბევრ რამეს არ ვეთანხმები არამგონია ჯოჯოხეთი მართლა არსებობდეს და იქ ადამიანები ცეცხლში იხარშებოდნენ სამუდამოდ!
ალბათ ღმერთი ადამიანებს იმით დასჯის , რომ განეშორება და არა აწამებს.
ღმერთმა იცოდა ანგელოზი, რომ დაეცემოდა და ეშმაკად იქცეოდე ხო?? ღმერთმა ხომ ყველაფერი იცის?? ჩემი აზრით,როგორც გამოცდაზე მასწავლებლები გცდიან ისეა ეშმაკიც რომ გამოგცადოს!

ეს სამყარო თუ ღმერთმა არ შექმნა, აბა ვინ შექმნა????
giorgi.milani
ამის დაწერილია ხო ეგ წიგნი რაც დადე წეღან??

ნახე რა ქუდი ახურავს, ჯვარია გამოსახული. წამს თვითონ ღმერთის დ აეგეთი რამე რატომ დაწერა?
Doors
giorgi.milani
კომუნისტი იყო. ათეისტი. საღად მოაზროვნე ადამიანი. ჩემი აზრით რელიგია არ შეიძლება ჭეშმარიტი იყოს. რელიგია რელიგიაა, ხალხის მართვის მექანიზმი და ასრულებს კიდევაც კარგ ფუნქციას. ქრისტე და ქრისტიანობა ორი სხვადასხვა რამეა. თუ უკეთესი სამყარო არსებობს ჩემი აზრით იქ რო გადახვიდე ადამიანი რაღაც წესები კი არ უნდა დაიცვა გაუცნობიერებლად როგორც ქრისტიანობაშია, არამედ შენი ცნობიერება უნდა შეესაბამებოდეს იმ უკეთესი სამყაროს ცნობიერებას. ეხლა რო მე მოვხვდე ისეთ სამყაროში სადაც ბოროტება არაა, აუცილებლად უკან გამომაბრუნებენ.
ეხუროს მერე ქუდი რა? ეგრე ილია ჭავჭავაძესთივს ეკლესიაში ქუდი რო შეგეგდო გამოსატანად არ შევიდოდა, მაგრამ დღეს წმინდანად ყავთ შერაცხილი.

როგორც გურჯიები იტყოდა, როცა შენ იძახი ღმერთს სულ სხვა რამეს გულისხმობ და როცა მე ვიძახი სულ სხვა რამეს ვგულისხმობ და ასე ყველა სხვადასხვანაირად ხედავს მაგ სიტყვის შინაარსს. ქრისტიანობის ხედვა როგორც ესეთი ქრისტე იყო ღმერთი და ა.შ არ მიმაჩნია ჯანსაღ აზრად. "ადამიანები მოკვდავი ღმერთები არიან, ხოლო ღმერთები – უკვდავი ადამიანები!" (ჰერაკლიტე ეფესელი)

QUOTE
კაი რა. სიტყვაზე მართლა , რომ არ არსებობდეს ღმერთი და სიკვდილის მერე არსად არ მივდიოდეთ და ვქრებოდეთ ეგ გირჩევნია და მოგწონს??
ღმერთის არსებობაა აუცილებელი მაგისთვის რო სიკვდილის მერე სადმე წავიდეთ?

QUOTE
ღმერთმა იცოდა ანგელოზი, რომ დაეცემოდა და ეშმაკად იქცეოდე ხო?? ღმერთმა ხომ ყველაფერი იცის?? ჩემი აზრით,როგორც გამოცდაზე მასწავლებლები გცდიან ისეა ეშმაკიც რომ გამოგცადოს!

– ამას წინათ, გრაფ, შუვალოვების დიდი გვარის საძვალე ვნახე, – მითხრა ზარანდიამ
პატარა ხნის ფიქრის შემდეგ. – გადათელილი, უპატრონო სამარეები. სევდიანი
სანახაობაა!.. აი, თუნდაც... სტეპან ივანოვიჩ შეშკოვსკისთანა დიდოსტატი, მისი
პროფესიული ტალანტის მეორე მოღვაწე რუსეთის იმპერიაში ბოლო სამასი წლის
მანძილზე გეგულებათ ვინმე? იგი სიცოცხლეშივე სძულდა ყველას და არც სიკედილის
შემდეგ მოჰკლებია აუგი. დღეს მისი საფლავიც კი აღარ არსებობს, ყველამ დაივიწყა და
თუ როდისმე ახსენებენ – მხოლოდ, როგორც ვერაგობის უმაღლესობასა და სატანას. მე
ვერასოდეს შევძლებდი ტახტისთვის იმდენი სამსახურის გაწევას, რამდენიც შეშკოვსკიმ
შესძლო... ჩვენს შემდეგ, თქვენო ბრწყინვალებავ, ისეთი არაფერი რჩება, რაც მომავალ
თაობებს მაგალითად გამოადგებოდეს.
– ჩვენს შემდეგ, ბატონო ზარანდია, პირუთvვნელი სამსახური და სახელმწიფო, ანუ
უმაღლესი სიკეთე რჩება! სახელის უკვდავება კი გმირის ხვედრია...
– ჰმ, გმირებისა და არა მათი, ვინც გმირის სახელს ქმნის, არა? – სიტყვა ჩამომართვა
ზარანდიამ.
– რას გულისხმობთ?
– იმას, რომ თვით ქრისტესგანაც კი არაფერი დარჩებოდა, იუდას იგი ოცდაათ ვერცხლად
რომ არ გაეყიდა. ქრისტეს ტრაგიკულმა აღსასრულმა მის უკვდავებასა და აღიარებას
უდიდესი სამსახური გაუწია. ეს იუდას შეგნებული საქციელი იყო – წინასწარ
განზრახული, საჭირო შედეგის მისაღებად აღსრულებული საქმე. მე ეს მტკიცედ
ვირწმუნე.

დასკვნა შენ გამოიტანე აქედან. ისე ესეც სასაცილოა, თუთაშხიას დამწერი დღეს ბერი დავითია smile.gif))) სასაცილოა, თავის თავს დასცინის განა რამე. როგორ შეიძლება ეგეთი აზროვნების კაცი ბერად შემდგარიყო? ჩემი აზრით გამორიცხულია.
old_man
QUOTE
ჩემი აზრით რელიგია არ შეიძლება ჭეშმარიტი იყოს. რელიგია რელიგიაა, ხალხის მართვის მექანიზმი და ასრულებს კიდევაც კარგ ფუნქციას. ქრისტე და ქრისტიანობა ორი სხვადასხვა რამეა. თუ უკეთესი სამყარო არსებობს ჩემი აზრით იქ რო გადახვიდე ადამიანი რაღაც წესები კი არ უნდა დაიცვა გაუცნობიერებლად როგორც ქრისტიანობაშია, არამედ შენი ცნობიერება უნდა შეესაბამებოდეს იმ უკეთესი სამყაროს ცნობიერებას. ეხლა რო მე მოვხვდე ისეთ სამყაროში სადაც ბოროტება არაა, აუცილებლად უკან გამომაბრუნებენ.
ზუსტად! good.gif

და ესეც:
QUOTE
ქრისტიანობის ხედვა როგორც ესეთი ქრისტე იყო ღმერთი და ა.შ არ მიმაჩნია ჯანსაღ აზრად. "ადამიანები მოკვდავი ღმერთები არიან, ხოლო ღმერთები – უკვდავი ადამიანები!" (ჰერაკლიტე ეფესელი)

რადგან ხშირად კერპთაყვანისმცემლობას მაგონებს ისეთი დამოკიდებულებაა. აი მეფე ან კერპი და ქვეშევრდომნი მის წინაშე დამხობილნი და ელიან მისგან მოწყალებას ამ მორჩილების საფასურად და კიდე იმის საფასურად რომ მას ღმერთად აღიარებენ.
თუ განარისხე დაგიშვებს ცეცხლს და მოგკლავს. თუ წყალობას დაიმსახურებ, მოგცემს სიკეთეებს სხვადასხვა სახით. რა მარტივია ყველაფერი smile.gif
Doors
old_man
მეც ეგრე მიმაჩნია. სულიერი თავისუფლებაო. თავისუფლება მე მიმაჩნია იმ მდგომარეობად როცა თავის-უფალი ხარ და არავის არ ემორჩილები (მონობ)
Doors
old_man
მეც ეგრე მიმაჩნია. სულიერი თავისუფლებაო. თავისუფლება მე მიმაჩნია იმ მდგომარეობად როცა თავის-უფალი ხარ და არავის არ ემორჩილები (მონობ)

giorgi.milani
აგერ კაცს უწერია აა

QUOTE
"ქრისტიანობა, ბუდიზმი, ინდუიზმი და ისლამი სხვა არაფერია, თუ არა პატიმრობის სხვადასხვა სახეები. იესო, ბუდა, კრიშნა და მუჰამედი თავისუფლებაა, ხოლო ქრისტიანობა, ბუდიზმი, ინდუიზმი და ისლამი მუდამ ტყუიან"

ნუ ოშო მთლად პატიოსანი კაცი არ იყო მემგონი მარა ეს მართალი მგონია
giorgi.milani
იცი რა მიკვირს თქვენი??? აი ამტკიცებთ , რომ ღმერთი არ არსებობს და როცა მოვკვდებით ძვლების ხროვა დავრჩებით და საერთოდ გავქრებით და ეს გიხარიათ !
თქვენს ადგილზე , რომ ვიყო და საერთოდ არ მჯეროდეს ღმერთის არსებობის, მაინც ყოველდღე მოვძებნიდი ღმერთს და შევეცდებოდი ღმერთი მეპოვნა.
და ეგ როგორ გიხარიათ ჩემმამდე არ დადის , რომ ღმერთი არ არსებობს?? huh.gif
giorgi.milani
მაშინ რატომ არის , რომ მეცნიერები ამტკიცებენ , რომ სული არსებობს.
იმ ქვეყნიდან მობრუნებულები გვირაბზე რომ ყვებიან სინათლეზე.
რატომ არის, რომ ოპერაციების გაკეთების დროს, ადამიანები ყვებიან როგორ ამოვოიდნენ სხეულიდან და თავის თავს ზემოდან უყურებდნენ. ეხლა იტყვით ტყუილი არისო. მაგრამ, ერთმა ექქიმმა მოყვა, რომ პაციენტმა ისეთი რაღაცეები მოგვიყვა , როცა ამ დროს გათიშული იყო პაციენტიო, რომ გამოოიღვიძა ყველაფერი ისე მოგვიყვა როგორც მოხდა ოპერაციის დროს და გვითხრა სხეული დავტოვე და ზემოდან ვიყურებოდიო.

გინდაც ღმერთი არ არსებობდეს,, მე მირჩევნია ტყუილად მწამდეს , რომ ღმერთი არსებობს იმ იმედით რომ სიკვდილის შემდეგ ცხოვრება გრძელდება ნათესავებს , ახლობლებს და ღმერთს შევხვდები სადაც სიკვდილი , ბოროტება აღარ იქნება.

აბა ის ჯობია ღმერთის არსებობის არ გწამდეს, იყო ათეისტი, ეს 80 წლამდე სიცოცხლე გაატარო ამ ქვეყანაზე და მერე რა?? გინდაც ამ 80 წლის განმავლობაში სულ ბედნიერი იყო და არაფერი გაკლდეს მერე რა??? გარდაიცვლები და მორჩა ყველაფერი ხო??
anonimus
giorgi.milani
მართალი ხარ good.gif good.gif good.gif
Doors
giorgi.milani
მეგობარო, თავიდან რაც კითხვა დასვი
QUOTE
პ.ს. მემგონი ძველ და ახალ აღთქმაში ერთმანეთის ურთიერთგამომრიცხავი რაღაცეები წერია .
ამის პასუხი უკვე მოძებნე ??? სხვა რაღაცეებზე გადახვედი, არა არც ეგ არაა პრობლემა. ამ ფორუმელები სუ იმას გაიძახიან სული არსებობსო და თემებსაც შესაბამისს დებენ smile.gif)) უბრალოდ რელიგიის მიმდევრები არ არიან, რა მოხდა მერე? არცერთი მოაზროვნე ადამიანი არ იყო რელიგიის მიმდევარი. თუ გინდა ქართველი აიღე ნებისმიერი. დუმბაძე, გამსახურდია, სანიკიძე, თუთაშხიას ავტორი, ილია და კიდევ შეიძლება ბევრის ჩამოთვლა smile.gif
ადამიანს თუ ესეთი საკითხები გაინტერესებს ან მთელი ცხოვრება უნდა დაუთმო ან თავი უნდა დაანებო და არ უნდა გახდე რელიგიის და მსწავსი სექტების მიმდევარი, აუცილებლად მოტყუებული დარჩები. დაჟე მთელი ცხოვრებაც რო დაუთმო შეიძლება გაწბილებული დარჩე მაინც.

მე არ ვიცძახი სული არ არსებობსთქო.
QUOTE
მაშინ რატომ არის , რომ მეცნიერები ამტკიცებენ , რომ სული არსებობს.
იმ ქვეყნიდან მობრუნებულები გვირაბზე რომ ყვებიან სინათლეზე.
რატომ არის, რომ ოპერაციების გაკეთების დროს, ადამიანები ყვებიან როგორ ამოვოიდნენ სხეულიდან და თავის თავს ზემოდან უყურებდნენ. ეხლა იტყვით ტყუილი არისო. მაგრამ, ერთმა ექქიმმა მოყვა, რომ პაციენტმა ისეთი რაღაცეები მოგვიყვა , როცა ამ დროს გათიშული იყო პაციენტიო, რომ გამოოიღვიძა ყველაფერი ისე მოგვიყვა როგორც მოხდა ოპერაციის დროს და გვითხრა სხეული დავტოვე და ზემოდან ვიყურებოდიო.

გინდაც ღმერთი არ არსებობდეს,, მე მირჩევნია ტყუილად მწამდეს , რომ ღმერთი არსებობს იმ იმედით რომ სიკვდილის შემდეგ ცხოვრება გრძელდება ნათესავებს , ახლობლებს და ღმერთს შევხვდები სადაც სიკვდილი , ბოროტება აღარ იქნება.

აბა ის ჯობია ღმერთის არსებობის არ გწამდეს, იყო ათეისტი, ეს 80 წლამდე სიცოცხლე გაატარო ამ ქვეყანაზე და მერე რა?? გინდაც ამ 80 წლის განმავლობაში სულ ბედნიერი იყო და არაფერი გაკლდეს მერე რა??? გარდაიცვლები და მორჩა ყველაფერი ხო??

ეს ნამდვილად არ არის არგუმენტი. ამ არგუმენტით ბავშვებს თუ დააშინებ. რეალურად არაფერი არ იცი არც შენ არც მე.

რელიგია რო ტყუილია ეს ნამდვილია, მარა სიმართლე რა არის არ ვიცი და არ მინდა რო ვიღაც ადამიანების მიერი შექმნილ ილუზიაში ვიცხოვრო (კონსტანტინე დიდი იგულისხმება ვიღაცაში და სხვები)

daliela
ძველი აღთქმა რომ აბსოლუტური ჭეშმარიტება ყოფილიყო ქრისტეს მოსვლა საჭირო არარ იქნებოდა და არც ახალი აღთქმა .
რაც შეეხება ღმერთს
არ აქვს მნიშვნელობა რა სახელს არქმევ ( ბუდა,კრიშნა,ბრაჰმანი,მუჰამედ
),ან რისი გწამს
ბუნების,უმაღლესი გონის თუ კოსმოსის

''14 ვინაიდან როცა წარმართნი,რომელთაც რჯული არ გააჩნიათ ,ბუნებით რჯულისმიერს აკეთებენ,თუმცა რჯული არა აქვთ ,თ ა ვ ი ს ი თ ა ვ ი ს რ ჯ უ ლ ი არიან
15 ისინი აჩვენებენ რომ რჯულის საქმე გულებში უწერიათ ,რასაც მოწმობს მათი სინდისი და აზრები ,ხან ბრალს რომ სდებენ ერთიმეორეს და ხან ამართლებენ –იმ დღეს ,როცა ჩემი სახარების მიხედვით ღმერთი განიკითავს იესო ქრისტეს მიერ ადამიანთა დაფარულ ფიქრებს ''

პავლე მოციქულის წერილი რომაელთა მიმართ ,თავი 2 - ღმერთთან არ არის მიკერძოება

ჰოოდა შვილებო smile.gif) მთავარი ის კიარაა რა სახელს უწოდებ შენს ღმერთს ,მთავარი ისაა როგორ გრძნობ შენში ღმერთს და როგორ გამოხატავ მას იყავით თქვენი თავის რჯული smile.gif) და ნუ ჩაიციკლებით სხვადასხვა რელიგიურ სისტემებზე და რიტუალებზე ,ან წიგნებსა და აპოკრიფებზე - მთავარი დაგავიწყდებათ
იხარეთ და იბედნიერეთ ,იმიტომ რომ ცოცხლობთ და ნუ მოიღლით ტვინს იმაზე ფიქრით რისი ჩაწვდომაც ჩვენს მდაბიო გონებას ჯერჯერობით არ ძალუძს wub.gif
old_man
QUOTE
იცი რა მიკვირს თქვენი??? აი ამტკიცებთ , რომ ღმერთი არ არსებობს და როცა მოვკვდებით ძვლების ხროვა დავრჩებით და საერთოდ გავქრებით და ეს გიხარიათ !

ეს ვინ თქვა?
მაპატიე მაგრამ ჩვენს პოსტებს ან არ კითხულობ ან აზრს ვერ იგებ.
ღმერთის აღქმაზე იყო აქ საუბარი, რელიგიებთან დაკავშირებით.
tikoroma
giorgi.milani
ციტატა
იცი რა მიკვირს თქვენი??? აი ამტკიცებთ , რომ ღმერთი არ არსებობს და როცა მოვკვდებით ძვლების ხროვა დავრჩებით და საერთოდ გავქრებით და ეს გიხარიათ !
ეს სად წაიკითხე?
giorgi.milani
QUOTE(tikoroma @ Jul 1 2013, 08:50 PM) *
giorgi.milani
ეს სად წაიკითხე?

რა სად წავიკითხე?
Lashapoli
QUOTE(giorgi.milani @ Jul 1 2013, 06:09 PM) *
იცი რა მიკვირს თქვენი??? აი ამტკიცებთ , რომ ღმერთი არ არსებობს და როცა მოვკვდებით ძვლების ხროვა დავრჩებით და საერთოდ გავქრებით და ეს გიხარიათ !
თქვენს ადგილზე , რომ ვიყო და საერთოდ არ მჯეროდეს ღმერთის არსებობის, მაინც ყოველდღე მოვძებნიდი ღმერთს და შევეცდებოდი ღმერთი მეპოვნა.
და ეგ როგორ გიხარიათ ჩემმამდე არ დადის , რომ ღმერთი არ არსებობს?? huh.gif

მეგობარო, კითხულო საერთოდ ჩვენ პოსტებს??
ვინმემ თქვა რო რერთი არ არსებობს?? უბრალოდ ღმერთს ყველა ერთნაირად არ აღიქვამს.. დავიწყოთ იქიდან რო ჯერ ერთი აავინ იცის ვინ ან რა არის ღმერთი... ჩემთვის პირადად ღმერთი სულაც არ არის პიროვნება, რომელიც სადღაც ზის და ჭექს და ქუხს.. დანარცენი კიდე სხვა პოსტებში წაიკითხე ბევრი გვიწერია ამაზე
Lashapoli
QUOTE(giorgi.milani @ Jul 1 2013, 09:03 PM) *
რა სად წავიკითხე?

ის სად წაიკითხე რო ვამტკიცებდეთ რო ღმერთი არ არსებობს??
td.........
giorgi.milani
ძაან საყვარელი ადამიანი ხარ, ალბათ ახალი მისული ხარ ეკლესიის წიაღში, ან მშობლები გყავს ძალიან ეკლესიურები, შენ კი სავარაუდოდ 17-22 წლის იქნები.... აქ არავინ აბობს რომ ძვლების ხროვად დავრჩებით და ღმერთი არ არსებობს... თვით ათეისტებიც კი არ წერენ აქ ამას...smile.gif))

old_man
ციტატა
რადგან ხშირად კერპთაყვანისმცემლობას მაგონებს ისეთი დამოკიდებულებაა. აი მეფე ან კერპი და ქვეშევრდომნი მის წინაშე დამხობილნი და ელიან მისგან მოწყალებას ამ მორჩილების საფასურად და კიდე იმის საფასურად რომ მას ღმერთად აღიარებენ.
თუ განარისხე დაგიშვებს ცეცხლს და მოგკლავს. თუ წყალობას დაიმსახურებ, მოგცემს სიკეთეებს სხვადასხვა სახით. რა მარტივია ყველაფერი smile.gif

ამოჩემებულივით მაქვს ამ თემაზე ბოლო პერიოდი საუბარი... ამ ყველაფრის მიზეზი ის მგონია , რომ გენეტიკურ დონეზე გენომი გვაქვს ჩადებული მონობის.. ასე ვთQვათ სამართავი პულტი დაგვიმონჯაჟეს.. აი როდესაც მივაგნებთ მას , ტUნდაც სულიერ ასპექტში და გამოვთიშავთ მაშინ მივხვდებით რა არის თავისუფლება, მანამდე კი არ აქბვს მნიშვნელობა ჩვენს მსოფლმხედველობას.. ვინმეს ან რამეს მაინც გამოვნახავთ სათAყვანებლად და დასამონებლად.. დაუკვირდით ეს სისტემა მთიანად ამაზეა აგებული...ვემონებით ან რელიგიას, ან მის მსახურებს, ან მშობლებს, ან უფროსებს, ან გავლენიან ადამიანებს, ან ნივთებს, ან ცოდნას, ან რაიმე მიზანს... ამ სიას ბოლო არ ექნება...
giorgi.milani
QUOTE(td......... @ Jul 1 2013, 09:54 PM) *
giorgi.milani
ძაან საყვარელი ადამიანი ხარ, ალბათ ახალი მისული ხარ ეკლესიის წიაღში, ან მშობლები გყავს ძალიან ეკლესიურები, შენ კი სავარაუდოდ 17-22 წლის იქნები.... აქ არავინ აბობს რომ ძვლების ხროვად დავრჩებით და ღმერთი არ არსებობს... თვით ათეისტებიც კი არ წერენ აქ ამას...smile.gif))

old_man
ამოჩემებულივით მაქვს ამ თემაზე ბოლო პერიოდი საუბარი... ამ ყველაფრის მიზეზი ის მგონია , რომ გენეტიკურ დონეზე გენომი გვაქვს ჩადებული მონობის.. ასე ვთQვათ სამართავი პულტი დაგვიმონჯაჟეს.. აი როდესაც მივაგნებთ მას , ტUნდაც სულიერ ასპექტში და გამოვთიშავთ მაშინ მივხვდებით რა არის თავისუფლება, მანამდე კი არ აქბვს მნიშვნელობა ჩვენს მსოფლმხედველობას.. ვინმეს ან რამეს მაინც გამოვნახავთ სათAყვანებლად და დასამონებლად.. დაუკვირდით ეს სისტემა მთიანად ამაზეა აგებული...ვემონებით ან რელიგიას, ან მის მსახურებს, ან მშობლებს, ან უფროსებს, ან გავლენიან ადამიანებს, ან ნივთებს, ან ცოდნას, ან რაიმე მიზანს... ამ სიას ბოლო არ ექნება...

16 წლის ვარ. სტიქაროსანი ვიყავი ადრე , მერე შევეშვი.

რამოდენიმე მღვდლის უღირსი საქციელის გამო მთლიანად ეკლესია არ უნდა შეიძულო.
მეც არ ვარ ძლიერი რწმენაში. აი ეხლა მაგალითად, მწამს ღმერთის. მერე საკმარისია რამე ცუდი გადამხდეს და ღვთის გმობას ვიწყებ!!!
არავიზე მეტი არ ვარ და არავინ ჩემზე მეტი არ არის !

ხო და მე ზოგადად ვთქვი ათეისტებზე და არა კონკრეტულ პიროვნებაზე, რომ ღმერთის არ ყოფნა უხარიათ თქო და ეს როგორ უნდა გიხაროდეს თუ საღად აზროვნებს ადამიანი.
td.........
giorgi.milani
გასაგებია, ხო იცი რამდენი ადამიანიც არსებობს იმდენი თავისებურებაა, ვIრაცას ღმერთის არ არსებობა ახარებს, ვიღAცას პირიქით.. ყველას ჩვენი გზა გვაქვს და ჩვენი რწმენით მოგვეცემა.. smile.gif
Existence
QUOTE(old_man @ 1st July 2013 - 07:37 PM) *
იცი რა მიკვირს თქვენი??? აი ამტკიცებთ , რომ ღმერთი არ არსებობს და როცა მოვკვდებით ძვლების ხროვა დავრჩებით და საერთოდ გავქრებით და ეს გიხარიათ !

მართმადიდებლური ღმერთის არსებობას ჯობია იყო ათეისტი და გეგონოს რომ როდესაც რთულად ორგანიზებული მატერია გაიხრწნება მეს აღქმაც შეწყდება და დარჩება ძვლები და ჩონჩხები

პიროვნული ღმერთი იმდენად მარაზმია რო მასზე ფიქრისას ჭამაც მიჭირს

ამ ფორუმის უმრავლესობა თუ მაინცდა მაიც კლიშეს გამოვიყენებთ ბუდას მსოფმხედველობით არის გაჟღენთილი , თუ აღმოსავლური ეწ ღმერთის აღქმაზე წაიკითხავ მიხვდები რო საერთოდ არ არის საჭირო ვიღაც იჯდეს ცაში და ყავდეს შვილი და მტრედი გვერდში

old_man
QUOTE
პიროვნული ღმერთი იმდენად მარაზმია რო მასზე ფიქრისას ჭამაც მიჭირს
ეს კარგი იყო smile.gif)))))))

QUOTE
ამ ფორუმის უმრავლესობა თუ მაინცდა მაიც კლიშეს გამოვიყენებთ ბუდას მსოფმხედველობით არის გაჟღენთილი , თუ აღმოსავლური ეწ ღმერთის აღქმაზე წაიკითხავ მიხვდები რო საერთოდ არ არის საჭირო ვიღაც იჯდეს ცაში და ყავდეს შვილი და მტრედი გვერდში

ახლა სწორედ ბუდაზე ვფიქრობდი და დორსისთვის უნდა მეპასუხა ბუდას მაგალითით თავისუფალ განყოფილებაში.
ბუდა ღმერთს არ უარყოფდა, მაგრამ არც პირდაპირ ეძებდა. გაიღვიძა და იპოვა უმაღლესი ჭეშმარიტება ბოლოს. გამოვიდა ამ ილუზიიდან მონობიდან რასაც ტდ ამბობდა. და მაგას ღმერთის შეცნობა დაარქვით თუ გინდათ. უბრალოდ თეთრწვერა ბაბუის ძებნას რა აზრი აქვს ვერ ვხდები და ამ რელიგიურ სტრუქტურებზე ჩაციკვლას.
ახლა გეტყვით მე როგორ აღვიქვამ ღმერთს სამყაროს და ყველაფერს. და მითხარით მერე ბუდისტი ვარ, მართმადიდებელი თუ ათეისტი. მოკლედ ყველაფერს აღვიქვამ ენერგეტიკული არსით. ჩვენი პლანეტაზე სული შემოდის მატერიალური ენერგეტიკული გარსით, რომ მიიღოს გამოცდილება ან განვითარდეს აქედან. ეს სული მიმაჩნია უმაღლესი გონის ნაწილად, რომელიც დაიყო ამ მიზნით. ამ პლანეტას აქვს თავისი ენერგეტიკული კანონები, მიზეზ-შედეგობრიობა (კარმა), ბუნების კანონები და ა.შ. ამაში უმაღლესი გონი არ ერევა. მერე სული ისე გაერთო ამ მატერიით რომ იბადება და იბადება (რეინკარნაცია). განვითარების რაღაც ეტაპზე სული გაიღვიძებს, შეწყვეტს ამ თამაშს და გადავა სხვა რეალობაში. აი ზოგადად ჩემი წარმოდგენა ცხოვრების ამ ეტაპზე, რაც სრულიად მაკმაყოფილებს და ბევრ კითხვაზე მცემს პასუხს.
Doors
old_man
ბუდა ჭკვიანი იყო, ეგეთ სისულელეს რო კითხავდნენ ღმერთი რა არისო და თავიდან რა გაჩნდაო, უბრალოდ არ პასუხობდა. როგორც ვატყობ შენც კონკრეტული რეალობა გაქვს შექმნილი რომლისაც გჯერა, ძალიან დიდი ბოდიში ცუდად არ გამიგო მაგრამ მაგას ვერ აღვიქვამ რწმენად. შეიძლება ვცდებოდე. მე რო მკითხონ ღმერთი შენი შეხედვით განმარტეო მეც ენერგეტიკული ველიათქო ვუპასუხებ, მარა ტყუილია smile.gif
old_man
არა ღმერთი ენერგეტიკული ველია თქო არ მიხსენებია. უმაღლესი გონი ვთქვი
დედამიწას და სამყაროში ყველაფერს აღვიქვამ ენერგეტიკული კატეგორიებით მეთქი. ეს ევთქვი.
ბოდიში რად მინდა ჩემს რწმენას არავის ვახვევ თავს.
Doors
old_man
ინფორმაციული ველი უნდა დამეწერა უკაცრავად. ხო უმაღლესი გონი.

ენერგიის მუდმივობის კანონი – ადამიანი კვდება და ერთი სახიდან გადადის მეორეში. გარდაიცვლება. სასიამოვნო რეალობაა რო ყველანი უკვდავები და პოტენციური ღმერთები ვართ.
old_man
ჰოდა ის მაინტერესებდა, რომ მკითხავენ რა რწმენისა ხარო რა ვუპასხო? რასთან ვარ ყველაზე ახლოს? biggrin.gif
ამ სამყაროში ხომ რაღაც სისტემას უნდა მიგაკუთვნონ, ისე არ შეუძლიათ. ))
Doors
old_man
გააჩნია ვინ გკითხავს ალბათ, აქციაზე თუ დგახარ სადაც ცეცხლი ანთია და ბევრი ხალხია უნდა თქვა მართლმადიდებელი ვარო smile.gif)))))))))))))))))
მე თუ მკითხავენ ვეტყვი, რომ არ ვარ არცერთი რელიგიური მიმდინარეობის აღმსარებელი. მორჩა და გათავდა! ვოტ! მათ შორის არც ათეიზმის!

როგორც მუშნი ზარანდია იტყოდა: ერთკაციანი პარტიის ერთადერთი წევრი ვარ!
giorgi.milani
QUOTE(Doors @ Jul 2 2013, 01:12 AM) *
old_man
გააჩნია ვინ გკითხავს ალბათ, აქციაზე თუ დგახარ სადაც ცეცხლი ანთია და ბევრი ხალხია უნდა თქვა მართლმადიდებელი ვარო smile.gif)))))))))))))))))
მე თუ მკითხავენ ვეტყვი, რომ არ ვარ არცერთი რელიგიური მიმდინარეობის აღმსარებელი. მორჩა და გათავდა! ვოტ! მათ შორის არც ათეიზმის!

როგორც მუშნი ზარანდია იტყოდა: ერთკაციანი პარტიის ერთადერთი წევრი ვარ!

ვერგავიგე საერთოდ გწამს თუ არა ღმერთის არსებობის? თან ამბობ ათეისტიც არ ვარო ანუ თან გწამს და თან არ გწამს??
Doors
giorgi.milani
შენ დაწერე 16 წლის ვარო, მე არ ვიცოდი თორემ საერთოდ არ გიპასუხებდი smile.gif დაანებე ამ ფორუმს და ეგეთ რამეებზე ფიქრს თავი, მეგობრულად გირჩევ. ჯერ შენთვის ყველაფერი ნათელ ფერებშია და რატო უნდა გაიფუჭო ესეთ რამეებზე ფიქრით ცხოვრება და გაიშავთეთრო??
თუ მაინცდამაინც არ იშლი და გაინტერესებს მაშინ იკითხე რაც შეიძლება ბევრი თეოლოგია, ფილოსოფია და ესეთი რამეები.

რწმენა მაინცდამაინც ღმერთის არსებობის რწმენა არ არის. ათეიზმი იძახის ხორცის ნაჭერი ხარო და არ მომწონს ეგ შეხედულება.

გოგა
giorgi.milani
ისე ისეთი ადგილი რო ნახო შემთხვევით სადაც იესო იტყვის რჯულისა და წინასწარმეტყველების დასარღვევად არ მოვსულვარო - წარმომიდგენია როგორ დაიბნევი smile.gif)

მგონი კაი ასაკი გქონია 16-ის თუ ხარ, არი რამოდენიმე პატივსაცემი ადამიანი ჩვენი თანამედროვე რომლებსაც 18-19 წლისებს უმაღლესი განათლება ქონდათ მიღებული თეოლოგიური განხრით, ასე რომ წარმატებები მეგობარო, მაგრამ კარგი იქნება ვინმე ღირსეული პედაგოგი რომ მოგენახა და იმასთან გაგერკვია შენთვის საჭოჭმანი მონაკვეთები, თორე ყველა მონაკვეთის ინდივიდუალურად განმარტება იწვევს უდიდეს ქაოსს და ათასობით მიმდინარეობებსა და სექტებს , და სწორედ ამიტომ არსებობს მართლმადიდებლურ ეკლესიაშ წმინდა მამათა განმარტებები რომლებიც მრავალ მსოფლიო საეკლესიო კრებაზე იქნა შეწყნარებული.. smile.gif

Lashapoli
QUOTE(გოგა @ Jul 2 2013, 02:33 AM) *

ისე რირსეული პედაგოგის მონახვა რა ძნელაი.. მასწავლებელი ცემი აზრით იმას ნიშნავს, რომელიც არის დამკვირვებელი და არ ერევა სხვის ცხოვრებაში პირდაპირ, არ აძლევს კითხვებზე პირდაპირ პასუხებს, არამედ ასწავლის პიქრს.. ანუ ტავისი გამოცდილებიდან გამომდინარე შეუძლია დაინახოს სხვისი მდგმარეობად და მიიყვანოს სხვაც იმ მდგომარეობამდე რო არცევანი დაანახოს და ამ არცევანის ანალიზის უნდარი ცამოუყალიბოს, და არა ისე როგორც დღეს ეკლესიაშI იქცევიან, ესეა და დაიჯერე.. ნუ მოკლედ ნამეტანი საცოთირო საქმეა ეს მოსწავლე-მასწავლებლობა.. ვაფშემ ამ ეტაპზე ცემთვი პირადად ვთვლი რო უკვე აღარ არის საშიში მეტნაკლებად ნებისმიერი სახის ადამიანთან ურთიერთობა და შემიძლია მაგალითი და გაკვეთილი ავიღო ნებისმიერისგან, ანუ რიგითი გამვლელიც შეიძლება იყო ჩემი მასწავლებელი, თუ სწორად გაიგებთ რას ვგულისხმობ.. და ამში მეხმარება დამკვირვებლის შენარჩუნება და გაცნობიერებულია რა დონეზეც შესაძლებელია და რამდენი ხნითაც, მაგრამ შედეგი აშკარად სახეზეა.. და კიდე ერთი კრიტერიუმი, რაც დაგეხმარებათ არ ჩაიძიროტ სხვის შეხედულებებში, შეიძლება ცუდად ჟღერს მაგრამ ყოველთვის უნდა იყო კრიტიკული, მაგრამ ამანაც იცის მერე ტაის მხარეზე გადაქაჩვა.. ნუ მოკლედ მეგობრებო არაა ადვილის ეს ცხოვრება რა )))
This is a "lo-fi" version of our main content. To view the full version with more information, formatting and images, please click here.
Invision Power Board © 2001-2024 Invision Power Services, Inc.