იბერიელ-კავკასიელები და ვედები


შესავალი

უხსოვარი დროიდან დედამიწაზე არსებობდა ერთიანი ცივილიზაცია, რომელიც ფლობდა უმაღლეს ცოდნას სულიერი და მატერიალური სამყაროების ბუნების შესახებ. ეს ცოდნა იწოდებოდა ვედა-დ, მას ჰქონდა ღვთაებრივი წარმოშობა და კაცობრიობისათვის წარმოადგენდა რწმენის და ცხოვრების ეტალონს. ვედა _ არის უზარმაზარი მთლიანი ცოდნა, ის მოიცავს მეცნიერების ყველა სფეროს, კულტურას, რელიგიას, ფილოსოფიას და მეტაფიზიკას. ვედა მოდის სანსკრიტული სიტყვის ძირიდან ვიდ _ “ცოდნა” და მონათესავეა პროინდოევროპულის უეიდოს, რუსულის ვედატ, ოტვედატ, ზავედოვატ, ინგლისურის წიტ, წიტნესს, წისდომ, ვისიონ (ბოლო სიტყვა წარმოებულია ლათინურიდან ვიდეო, ვიდერე), გერმანულის წისსენ (“ცოდნა”, “იცის”), ნორვეგიულის ვიტენ (“ცოდნა”), შვედურის ვეტა (“ცოდნა”), პოლონურის წიედზა (“ცოდნა”), ბელარუსულის ვედი (“ცოდნა”), ლათინურის ვიდეო (“მე ვხედავ”), ჩეხურის ვიმ (“მე ვიცი”) ან ვიდიმ (“მე ვხედავ”), ჰოლანდიურის წეტენ (“ცოდნა”) და ქართულის ვიცი (“ვიცი”). დაახლოებით 5. 000 წლის წინ დაიწყო კალი-იუგა (რკინის ეპოქა) _ დეგრადაციის, მტრობის, შუღლის და თვალთმაქცობის ეპოქა. ადამიანებმა დაკარგეს ინფორმაციის სწრაფი დამახსოვრების უნარი. წარმოიშვა დამწერლობის გამოყენების აუცილებლობა.
იმისათვის, რომ კაცობრიობამ მიმართოს ღმერთს და იხსნას ის უგუნურების ეპოქის დროს, დაახლოებით 5. 000 წლის წინად თავად უზენაესმა ღმერთმა ბრძენი ვიასადევას სახით, ჩაწერა ვედური გამოცხადებები, ღმერთის გაცხადებული ჭეშმარიტება, რომელიც სამყაროს დასაბამიდან გადაეცემოდა ზეპირგადმოცემით. ამიტომ ვედური კულტურით ყოველთვის დაინტერესებულები იყვნენ სულიერი ჭეშმარიტების მაძიებლები მთელი მსოფლიოდან (ტოლსტოი ლ. ნ., რერიხი ნ. კ., დევიდ-ნილ ა., და სხვები), ასევე დიადი მეცნიერები (ენშტეინი ა., ოპენგეიმერი რ. და სხვები).
თუ გადავშლით ვედური კულტურის წიგნებს აღმოვჩნდებით საოცარ ზღაპრულ სამყაროში. რთულია იმის დაჯერება, რაც წერია ამ წიგნებში, რადგან უძველესი მანუსკრიპტები გვატყობინებენ უდიადესი ცივილიზაციების მიღწევებზე და მონაპოვარზე, ტექნოლოგიებზე რომლებიც შეშურდებოდა თანამედროვე სამყაროს. რა კულტურა იყო ასეთი, რომლის განვითარების დონე ბევრად აღემატებოდა ჩვენსას? არის თუ არა რაღაც მოწმობა, რომელიც დაადასტურებდა მისი არსებობის ფაქტს?
ნაწარმოებები სანსკრიტზე გვატყობინებენ უამრავ განსაცვიფრებელ ცნობებს, რომლებიც მიუთითებენ იმაზე, რომ როდესღაც არსებობდა უდიადესი ვედური ცივილიზაცია _ დედამიწაზე ყველა დიადი კულტურების და ცივილიზაციების აკვანი. ვედებში _ აღწერილია მთელი სამყაროს უცვლელი კოსმიური კანონები და იმ არსებებზე სადაც ისინი არიან დასახლებულები. ვედური ლიტერატურა აღწერს სამყაროების უამრავი მირიადის არსებობას და ჩვენი სამყარო, რომელშიც ამჟამად ვიმყოფებით, ვედური ცოდნის მტკიცებულებით უამრავ სამყაროებს შორის ყველაზე პატარად ითვლება. და ჩვენ ყველანი ძალიან უმნიშვნელონი ვართ სხვა სამყაროების, ჩვენს სამყაროზე გაცილებით უფრო დიდ სამყაროებთან შედარებით. ვედური ლიტერატურა იძლევა ინფორმაციას, რომელიც მიეკუთვნება არა მხოლოდ პლანეტა დედამიწას, არამედ ასევე აღწერს მოვლენების მოქმედების მსვლელობას განვითარებული სამყაროს ყველა დანარჩენ პლანეტებზე და ამასთანავე არ ანიჭებს დიდ მნიშვნელობას სამყაროს რომელიღაც ერთ ნაწილს ან ერთ პლანეტას, ერთ ხალხს, ერთ ერს ან ერთ რელიგიას და აღწერს ყველა ამ კომპონენტებს მთლიანობაში, მათში ყველა მოვლენების ურთიერთკავშირის გამოვლენით, თუ როგორ ახდენენ ზეგავლენას ისინი მთლიანობაში მთელი სამყაროს მოქმედებებზე, ესეიგი ყოველი ცოცხალი არსების მოქმედებებზე, თუ როგორ აისახება ეს მთელი სამყაროს ბუნებაზე. და სწორედ ვედური ლიტერატურა ამჟღავნებს იმ სურათს, თუ როგორ ახდენს ზეგავლენას საქციელი ერთი პიროვნებისაც კი სხვა ცოცხალ არსებებზე, რომლებიც ავსებენ როგორც დაბალ სამყაროებს ასევე მაღალ პლანეტარულ სისტემებს. თუმცა ცოდნას მოკლებული განპირობებული ადამიანები ფიქრობენ, რომ არაფერთან არ არიან კავშირში და რაც უნდათ იმას აკეთებენ, მაგრამ ძალიან უკვირთ, როდესაც ღებულობენ რეაქციებს. ვედებში არის ცოდნა სულის ბუნებაზე, დაბადება და სიკვდილის შესახებ, იმაზე, თუ საიდან მოვიდა ადამიანი და რაში მდგომარეობს მისი არსებობის დანიშნულება და ამ ცხოვრებაში მისი როლი, კარმის და რეინკარნაციის კანონებზე. ვედური ლიტერატურა მოიცავს სრულყოფილ ინფორმაციას ჩვენთვის ყველა ცნობილ მეცნიერებაზე: მათემათიკაზე, გეომეტრიაზე, კვანტურ და ბირთვულ ფიზიკაზე, ბიოლოგიაზე, ანატომიაზე, ქიმიაზე, მედიცინაზე, ასტრონომიაზე და სხვა. მთელი ვედური ლიტერატურა განსაკუთრებით დოკუმენტალურია და მეცნიერულია. მრავალი ფაქტები აღწერილი ვედებში, დასტურდება თანამედროვე მეცნიერების და არქეოლოგების მიერ.
ოდითგანვე ქართველი ტომებიც ინახავდნენ ვედურ ცოდნას, გადასცემდნენ მას თაობიდან თაობას და საგმირო თქმულებების სახით, როგორც ხალხური სიბრძნე, ანდაზური თქმულებები, ზღაპრები, მითები და ეპოსი მოაღწია ჩვენს დრომდე. მაგალითად ქართული ზღაპრის (ტრადიციულ დასაწყის) ფრაზას და უძველეს ვედურ “რიგვედაში” (X მანდალა) არსებულ დასაწყის ფრაზას შორის არის სრული იდენტურობა, მათ შორის არსებობს “საოცარი მსგავსება”. კაცობრიობის ისტორიაში ერთერთ უძველეს ვედურ კრებულში, “რიგვედას” X მანდალაში (შესაქმნის მითი) თარგმანში ვკითხულობთ: “იყო და არა იყო რა და არა იყო რა ცა და სივრცე...” და “ქართული” _ “იყო და არა იყო რა ...” (ისევე როგორც ვედებში მისი შესაბამისი ფრაზა), გარკვეული კოსმოგონიური მსოფმლმხედველობის გამომხატველი ფრაზაა. ისინი (სემანტიკით, ფრაზეოლოგიური წყობით, შინაარსით) აბსოლუტურად იდენტურებია. “რიგვედაში” ამ ფრაზის შემდეგ იწყება ვედური მითების უმთავრესი კოსმოგონიური ამბის თხრობა, როგორც ქართულ ზღაპრებში “კონცეპტუალური პრინციპის” მსგავსად. ეს ფრაზა (ორივე კულტურაში) უძველეს ზეპირსიტყვიერებას უკავშირდება. ასეთი ფრაზეოლოგიური “დამთხვევა” ვედურ და ქართულ უძველეს ზეპირსიტყვიერებაში და ამ სიტყვების წარმოშობა ქართულ აზროვნებაში, “კულტურულ ყოფიერებასა” და ზეპირსიტყვიერებაში მეტყველებს იმაზე, რომ ქართველური ტომები დროსა და გარკვეულ ტერიტორიულ სივრცეში, არიულ-ვედური კოსმოგონიის შემქმნელ ხალხთან (ან მათ წინაპრებთან) “მჭიდრო ურთიერთობაში” უნდა ყოფილიყვნენ (შესაძლოა მათთან ერთადაც ქმნიდნენ ამ მსოფლმხედველობას). ეს ფრაზა და მისი შესაბამისი მსოფლმხედველობა “ერთი კულტურულ-ცივილიზაციურ ცენტრში” უნდა იყოს აღმოცენებული. შემდგომ დროსა და სივრცეში, “იყო და არა იყო რა” _ “არიულ-ვედური” რთული კოსმოგონიური წარმოდგენების დასაწყისში მოთავსდა, ხოლო “იბერიულ-კოლხურ” ცივილიზაციაში ზღაპრებისა და იგავ-არაკების საწყის ფრაზად ჩამოყალიბდა და თვით ჟანრის აღმნიშვნელ სიტყვადაც იქცა _ არა-კი (არა და კი _ ერთდროულად არარსებული და არსებული, იყო და ამავე დროს არც იყო). ვედური ცოდნა დასაბამიდან, სანამ ჩაიწერებოდა როგორც ვედური ტექსტები, როგორც ღმერთების (ბრაჰმას _ ყოველგვარი სამყაროს საწყისის) წმინდა სიტყვა, ზეშთაგონება, ზეპირსიტყვიერებით გადაეცემოდა საუკუნეთა განმავლობაში თაობიდან თაობას. ქართულ ზღაპარშიც (ვედების შესაბამისად) ამ ფრაზის შემდეგ იწყება მოქმედება _ სხვა სამყაროს გაჩენა. აღსანიშნავია, რომ ის “რაღაც აუხსნელი, პირველადი სუბსტანცია” რომელიც ქართულ “იყო და არა იყო რა-ს” სიღრმისეულ კონცეპციაში არსებობს, შინაარსობრივად ძალზე წააგავს ვედურ კონცეპტუალურ წარმოდგენებს აბსოლუტურ ჭეშმარიტებაზე (სუმუმ ბონუმ) _ ბრაჰმანს ან პარაბრაჰმანს, რომელიც ვედური კულტურის სრულყოფილი ბრძენების მიერ არის გამოცხადებული სამ კონცეპტუალურ ასპექტში როგორც ბრაჰმანი, პარამატმა და ბჰაგავანი. ბრაჰმანი _ არის აბსოლუტური ჭეშმარიტების ყოვლისმომცველი უსასრულო სულიერი ენერგიის ასპექტი, პარამატმა _ არის მისი ყოველგანმყოფი (უმცირეს ატომშიც კი) ლოკალიზებული ასპექტი და ბჰაგავანი _ არის ამ აბსოლუტური ჭეშმარიტების და ყოველივეს წყაროს პიროვნული საწყისი, რომელიც უსასრულო და უსაზღვრო (წარმოუდგენელი) ტრანსცენდენტული ბუნების და თვისებების წყაროა, ისეთი როგორიც არის: სილამაზე, ცოდნა, სიძლიერე, სიმდიდრე, დიდება და განდეგილობა. ეს ყველაფერი ზემოთხსენებული მოვიყვანეთ (ჩვენი მცირე შესწორებით და დამატებით) დავით ცინცაზის მიერ გადმოცემული ნაშრომიდან (ქართული ზღაპრის დასაწყისის უძველესი კოსმოგონიური პლასტი. ავტორი: დავით ცინცაძე).
“...მაგრამ უფრო ღრმა შეხედულება არსებობს, ყოველთვის არსებობდა მითების იდუმალი მნიშვნელობის განმარტებისა. სინამდვილეში ირკვევა, რომ მითები უსაქმურებმა და უმეცრებმა კი არ შექმნეს, არამედ უაღრესად ბრძენმა ადამიანენმა, უაღრესად ღრმა ადამიანებმა, რომლებიც წვდებოდნენ სამყაროს იდუმალებებს, სამყაროს წარმოშობას, სამყაროს აზრს. ყოველივე ამას წვდებოდნენ ეს ადამიანები, მაგრამ გადმოცემა უშუალოდ მათ არ შეეძლოთ კაცობრიობისათვის. კაცობრიობას ეს ყოველივე უნდა მიეღო მითების სახით, ზღაპრების, ლეგენდების სახით, ვინაიდან ამ სიბრძნეს კაცობრიობა ვერც ამჟამინდელი, ვერც იმჟამინდელი ვერ ჩასწვდება. ეს იმდენად ღრმა სიბრძნეა, რომ ამის უშუალოდ მიღება და გაგება შეუძლებელია. ამიტომ სიბრძნეს აყალიბებდნენ მითებში. ...რათა გადმოეცათ ამ მითებში სამყაროს არსი, ღმერთების არსი, სამყაროს იდუმალებანი და ადამიანისათვის ეჩვენებინათ გზა სულიერი განვითარებისა და მიზანი ცხოვრებისა.” _ ზვიად გამსახურდია: მითოსი და მითოლოგია.
მითები და ზღაპრები ვედური ნაწარმოებების მოტივებით. და ამ ვედურ ნაწარმოებებს ჰქვია შრუტი, ის, რაც ჩვენს დრომდე მოაღწია როგორც ხალხური სიბრძნე, ანდაზები, იგავ-არაკები, თქმულებები, ზღაპრები, მითები, ეპოსი. ყველა ფიქრობს, რომ ყველაფერი ეს მოგონილი ზღაპრებია _ რაღაც “იყო და არა იყო რა...”, რაღაც ცხრა მთას იქით, რაღაც არარეალურ სამეფოში, რაღაც მეშვიდე ან მეცხრე ცაზე ან რაღაც ცხრათვალა მზე და ა. შ.. ჩავარდა ორმოში ან ჭაში და მოხვდა სხვა სამყაროში და ასე შემდეგ. ამ ზღაპრებში და მითებში ჩადებულია ისეთი ცოდნა და სიბრძნე, რომელიც სცილდება ადამიანის გამოცდილების საზღვრებს, მისი წარმოდგენების ფარგლებს მიღმაა, მის შესაძლებლობებს და რაღაც პრაქტიკულ გამოკვლევებს აღემატება და საერთოდ ადამიანის უნარი და შესაძლებლობა მას ვერ სწვდება. ეს არის ისეთი ცოდნა, რომელზედაც ნათქვამია _ ენით აუწერელი და თვალუწვდენელია. ვედები მას უწოდებენ _ დივია-გიანას _ ტრანსცენდენტულ ცოდნას, ღვთაებრივ ცოდნას, რომელიც შეიძინება მხოლოდ მაღლიდან, ზეგარდმო.
ცნობილ ძველბერძნულ არგონავტების მითში ქვეყანა, სადაც არგონავტებმა ლაშქრობა ჩაატარეს ეწოდება აია. მეფე აიეტის მეფობის ხანა, აღწერილი ძველბერძენი მემატიანეების მიერ, ცნობილი როგორც “არგონავტები”. “მეცნიერთა აზრით ამ მითის პირველი სახე უნდა შექმნილიყო ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც სახელი “კოლხიდა” არ არსებობდა და ამ მხარეს რაღაც სხვა ერქვა, ხოლო საბერძნეთის ტერიტორიაზე ჯერ კიდევ არ იყო დამკვიდრებული ბერძნები და მას “პელაზგია” (ან “პულაზგია”) ეწოდებოდა ადგილობრივ მკვიდრთა “პელაზგების” (ან “პულაზგების”) მიხედვით (ჰეკატე მილეტელი და სხვა მრავალი ავტორი)” _ თენგიზ ბერულავა: აიას სამეფო. თანამედროვე მეცნიერების დასკვნებზე დაყრდნობით ძველბერძნების ცივილიზაცია შეიქმნა სულ დიდი სამი ათასი წლის წინ და მანამდე არსებობდა “პელაზგების” (ან “პულაზგების”) ცივილიზაცია. მაშ, გამოდის რომ ამ მითს ძალიან ძველი ფესვები აქვს და უკავშირდება უძველესი დროის წარღვნამდელ სამყაროს, სხვა ეპოქას. “...წარღვნამდელ კაცობრიობასაც ჰქონდა კულტურა და ცივილიზაცია. მართალია ის ცივილიზაცია სხვაგვარი იყო, სხვაგვარი განვითარების, სხვანაირ დონეზე, ცნობიერების სხვანაირი ფორმა ჰქონდა, დღევანდელი ცნობიერებისაგან განსვავებული, მაგრამ აშკარაა, რომ იყო უაღრესად ღრმა, უაღრესად დიდი მისტერიები იმჟამადაც. არის მონაცემები, რომ იმდროინდელი კაცობრიობა იქამდე იყო განვითარებული, რომ თვით საფრენი აპარატებიც ჰქონდა და დაფრინავდა კოსმოსში... ეს მისტერიები მომდინარეობს სწორედ წარღვნამდელი კაცობრიობის პერიოდიდან.” ზვიად გამსახურდია: მითოსი და მითოლოგია.
ამ ძველბერძნულ ეპოსში გადმოცემულია ისტორიული ცნობები, რომლებიც იუწყებიან, რომ იმ უძველეს დროს შავი ზღვის სანაპიროდან იწყებოდა აიას სამეფო, რომლის მეფე იყო აიეტი, რომელიც იყო ჰელიოსის, მზის ღმერთის შვილი. აიეტი ძველბერძნულად ნიშნავს “მოკვდავთმნათობელს”.
არგონავტების ისტორია მთავრდება იმით, რომ იაზონი იმარჯვებს და ბრუნდება საბერძნეთში ოქროს საწმისით და მედეიასთან ერთად. ამ ეპოსში ოქროს საწმისს და მედეას აქვთ როგორც ისტორიული ასევე ალეგორიული მნიშვნელობა, რადგან ოქროს საწმისი (თავად ამ მითის მიხედვით) ღმერთებისათვის მსხვერპლის, სიმდიდრის და სიუხვის სიმბოლოა და მათ განასახიერებს, ხოლო მედეა მედიცინასთან არის დაკავშირებული, რადგან ის ფლობდა მკურნალობის ნიჭს და ცოდნას. და მართლაც იმ დრონდელი ძველი კოლხეთი იყო განთქმული ღვთაებრივი სიბრძნით, სიმდიდრის სიუხვით და მკურნალობის ხელოვნებით. განსაკუთრებით მათი მკურნალობის ცოდნა იყო ისეთ დონეზე, რომ უტოლდებოდა თვით აიურ-ვედას, რომელიც წარმოადგენს მკურნალობის სრულყოფილ ცოდნას, მოცემული თავად უზენაესი ღმერთის ინკარნაციის _ თჰანვანტარის მიერ და წარმოადგენს ვედური კულტურის მედიცინას. “აიურ” სანსკრიტზე ნიშნავს სასიცოცხლო აირს, ანუ სასიცოცხლო ნატიფ ძალას (პრანას), რომელიც მისტიკური ოიგას მეცნიერებაში და სრულყოფილების მიღწევის პროცესში უკავია მნიშვნელოვანი ადგილი. სიტყვა “აიურ” ჰგავს ქართულ სიტყვებს “აირი” და “ჰაერი”.
“...აკადემიკოს ივანე ჯავახიშვილისა და ნიკო მარრის მერ გამოკვლეული იქნა გენეტიკური ძირები ქართული მოდგმისა, ქართული ერისა და გამოტანილი იქნა შემდეგი დასკვნები... ამავე დროს... იყო დიდი გერმანელი მეცნიერის ვილჰელმ ჰუმბოლდტის გამოკვლევები... ეს არის სხვადასხვა განშტოებები ერთი და იმავე მოდგმისა, რომელსაც მეცნიერებაში პროტოიბერიული მოდგმა ეწოდება, ხოლო ქართული ერი, ლოკალიზებული კავკასიის მასშტაბით, დაკავშირებულია ამ მოდგმის იბერიულ-კავკასიურ განშტოებასთან... პროტოიბერიული კაცობრიობის, ანუ პალეომედიტერანული, პალეოკავკასიური კაცობრიობის მოღვაწეობის, მისი ზნეობის ხანად მიჩნეულია ეპოქა უძველესი დროიდან მესამე ათასწლეულამდე. მესამე ათასწლეულში იწყება დაკნინება ამ რასსისა, მისი რიცხობრივი შემცირება, მისი ასიმილირება მოსული ინდოევროპელების მიერ... ამ დროიდან და უფრო გვიან წამოიწევს წინ ხეთური და ძველბერძნული, ელინური სამყაროები. მაგრამ აქ ხდება კულტურათა სინთეზირება: პალიომედიტერანულ, ანუ პროტოიბერიულ მოდგმასთან დაკავშირებულია პირველადი კულტურები მინოსისა, ეგეოსური კულტურები, კოლხური (ძველკოლხური)...” ზვიად გამსახურდიას ლექციებიდან: საქართველოს სულიერი მისია. მეცნიერების ეს დასკვნები ადასტურებენ ვედურ კონცეპციას იმის შესახებ, რომ ახლანდელი რკინის, კალის (დეგრადაციის), ეპოქა დაიწყო სწორედ მესამე ათასწლეულიდან ჩვენს წელთაღრიცხვამდე და მანამდე იყო კაცობრიობის ცივილიზაციის არსებობის ოქროს, ვერცხლის და ბრინჯაოს ეპოქები. (ვედებში მოცემულია კალის (დეგრადაციის) ეპოქის დაწყების ზუსტი რიცხვიც _ 3 102 წლის 18 თებერვალი, ქრისტეს შობამდე).
ქართულ ხალხურ ეპოსში “ამირანიანში” გადმოცემულია ვედური კულტურის სოციალურ-რელიგიური წყობის “ვარნაშრამა-თჰარმას” ერთერთი სოციალური ფენის, კერძოდ კშატრიების (მეომრების და მეფეების) ბუნება, თვისებები, ხასიათი, წესჩვეულება. შოთა რუსთაველის უკვდავი პოემის “ვებხვისტყაოსნის” სიუჟეტი გვაგონებს ვედური ეპოსის “რამაიანა”-ში განვითარებულ ამბებს. ხოლო საქართველოს ერთერთი სახელოვანი და გმირი მეფე დავით აღმაშენებელის (რომლის სახელთანაც არის დაკავშირებული ქართული სახელმწიფოებრივობის და ქართველი ერის გადარჩენა და აღმავლობა) ცხოვრება, მოღვაწეობა, განსწავლულობა და პირადი ღირსებები გვაძლევს იმის მტკიცების საფუძველს, რომ მას და მის თანამედროვეებს ჰქონდათ კავშირი ვედური კულტურის ცოდნასთან. ჩვენს ახალ ისტორიაშიც, ერის და ქვეყნის ერთერთი გამოჩენილი მოღვაწის, მწერლის და პოეტის ვაჟა ფშაველას ნაწარმოებები და პოეზია ადასტურებენ მის კავშირს კაცობრიობის უძველეს ისტორიულ და კულტურულ ძეგლთან _ ვედურ ცოდნასა და სიბრძნესთან.

https://www.facebook.com/pages/Hari-Harae-n...551398968251303