Help - Search - Members - Calendar
Full Version: როგორ ვხედავ სამყაროს ახლა და აქ
ეზოთერიული ცოდნის ფორუმი > დამატებითი განყოფილება > თავისუფალი განყოფილება
Untitled_12
მოგესალმებით, პატარა ექსპერიმენტს ვატარებ და თუ დამეხმრებით ძალიან მადლობელი ვიქნები. მინდა ყველამ აღწეროთ თქვენი დანახული დედამიწა და ცხოვრება.. როგორია ის ზუსტად ახლა და აქ. ჩვენ ყველანი ერთი რაღაცის გარშემო ვარსებობთ მაგრამ ყველა ჩვენებურად ვხედავთ,
მოკლედ რომ აღმიწეროთ დედამიწა ახლა როგორ ხედავთ ზუსტად თქვენ მას, მხოლოდ თქვენი ინდიდუალური ამწამინდელი ხედვა მაინტერსებს.. "გავცვალოთ თვალები" smile.gif

anonimus
ციტატა(Anima Gemella @ Aug 28 2013, 01:11 AM) *
მოგესალმებით, პატარა ექსპერიმენტს ვატარებ და თუ დამეხმრებით ძალიან მადლობელი ვიქნები. მინდა ყველამ აღწეროთ თქვენი დანახული დედამიწა და ცხოვრება.. როგორია ის ზუსტად ახლა და აქ. ჩვენ ყველანი ერთი რაღაცის გარშემო ვარსებობთ მაგრამ ყველა ჩვენებურად ვხედავთ,
მოკლედ რომ აღმიწეროთ დედამიწა ახლა როგორ ხედავთ ზუსტად თქვენ მას, მხოლოდ თქვენი ინდიდუალური ამწამინდელი ხედვა მაინტერსებს.. "გავცვალოთ თვალები" smile.gif



სულ მგონი რომ ქაოსია როგორც ბევრი ჭიანჭველა რო ირევა ერთმანეთში აი ისე astronomer2.gif
shemoixede genacvale
buzs ar unda iyos-lomi. loms ar unda iyos-buzi, yvela arseba kmayofilia tavis arsebobit, lomi aacvams eshvebs zebras da gafatravs- sacodav zebras stkiva ganicdis, magram ar ganikitxavs loms da ar imshvidebs tavs imit, rom mas amis gamo gmerti dasjis da jojoxetshi moxvdeba, lomsac ar acuxebs sindisis qejna da ar pirdeba sakutar tavs imas rom xvalidan vegetarianeli gaxdeba.

junglebis kanonebi moqmedeben aseve adamianebshi,
es samyaro dzaladobazea agebuli sadac arsebobisatvis brdzola imarjvebs
tikoroma
shemoixede genacvale
მართალი ხარ, უბრალოდ არსებობაში აზრს ვერ ვხედავ და რატომ უნდა ვიბრძოლო, არ მესმის?
შეიძლება აზრები არ უნდა ეძებო, უბრალოდ უნდა იცხოვრო და იბრძოლო, მაგრამ მაინც აბსურდია ასეც და ისეც
სულ რომ ბედნიერმა იცხოვრო, სიბერე მაინც მოგკლავს და რა მნიშვნელობა აქვს ლომს მონადირე მოკლავს, კლდეზე გადაიჩეხება თუ სიბერით მოკვდება
shemoixede genacvale
tikoroma
QUOTE
ართალი ხარ, უბრალოდ არსებობაში აზრს ვერ ვხედავ და რატომ უნდა ვიბრძოლო, არ მესმის?
შეიძლება აზრები არ უნდა ეძებო, უბრალოდ უნდა იცხოვრო და იბრძოლო, მაგრამ მაინც აბსურდია ასეც და ისეც
სულ რომ ბედნიერმა იცხოვრო, სიბერე მაინც მოგკლავს და რა მნიშვნელობა აქვს

ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. smile.gif
მართალი გითხრა ბოლომდე არც მე არ მესმოდა ანუ რა გამართლება აქვს იმას რო ვარსებობთ ხო? თუმცა ზოგჯერ, ზოგიერთი სიკვდილით და სიკვდილის შემდეგ უფრო მეტს აკეთებს, ვიდრე სიცოცხლეში.იგი კვდება, მაგრამ რჩებიან "იდეალები", "სიმბოლოები" და თუ ყოველ სიკვდილს თან დაბადება ახლავს, ადამიანურ ტრაექტორიაზე ეს იმასაც ნიშნავს , რომ არა მარტო გამრავლდე, არამედ ამ იდეალებს ეზიარო და ახალი შექმნა.....ასე იტყოდა თუნდაც ზარატუშტრა! biggrin.gif
ევოლუცია, ისევე როგორც (ალბათ) თითქმის ყველა მეცნიერული მოვლენა მრავალფაქტორიანია. თან რთულია ურთულესი, რადგანაც ყველაზე რთულ ობიექტებს - ცოცხალ ორგანიზმებს ეხება. თუმცა მე მაინც მჯერა ევოლუციის თეორიის რადგან ესე, რომ არ ყოფილიყო მაშინ აინშტაინამდე ამდენი დრო არ დაჭირდებოდა ადამიანს და ბეთჰოვენის სიმფონიას 50 000 წლის წინ შექმნიდნენ. რომელიმე ატლანტიდისმაგვარი ცივილიზაცია(ან ლემურიელები) მაგრამ დრო მიდის გარემო პირობები იცვლება ადამიანი ვითარდება...ესაა სწორედ ევოლუცია.
tikoroma
shemoixede genacvale
შეიძლება, თუმცა მე, რომელიც აღარ ვიქნები რამდენიმე წლის შემდეგ, სულ არ მაინტერესებს ადამიანები განვითარდებიან თუ არა, რამეს შექმნიან თუ არა.გგონია ველური ადამიანი ტყეში თავს ბედნიერად არ გრძნობდა? ფეხზე არ ეკიდა ბეთჰოვენი რას დაწერდა და ზარატუსტრა რას იტყოდა biggrin.gif
ეს კოლექტიური გონი ნერვებს მიშლის უკვე biggrin.gif მე რა ინტერესი უნდა მქონდეს კაცობრიობა რას იზამს? ჩემს ადგილს სად ხედავ მაგ კაცობრიობაში? ზღვის ნაპირზე კენჭები სანაპიროს ქმნის, მაგრამ ერთი კონკრეტული კენჭი გინდ იქ ყოფილა, გინდ შორს მოგისროლია. ჩვენც ასე ვართ?
td.........
გავკარი ყვე იდეალს... იდეალი მარტო ნამცხვარი მიყვარს!
shemoixede genacvale
tikoroma
QUOTE
გგონია ველური ადამიანი ტყეში თავს ბედნიერად არ გრძნობდა? ფეხზე არ ეკიდა ბეთჰოვენი რას დაწერდა და ზარატუსტრა რას იტყოდა
ჰოდა სწორედ მაგაშია მისი ბედნიერებაც და უბედურებაც. მას ეს უბრალოდ არ სჭირდებოდა. smile.gif
QUOTE
ჩემს ადგილს სად ხედავ?
ქუხნაში.
td.........
QUOTE
იდეალი მარტო ნამცხვარი მიყვარს!

ნუ მაღიზიანებ. ხო იცი რომ მარხვაზე ვარ.
Untitled_12
როცა ეს მოხდა,
არ უყვარდათ ქალებს კაცები
და მთვარე იყო ოდნავ უფრო შეყვითლებული,
ვიდრე უფერო..
თვალები ჰქონდათ არეული და პირდაპირი,
როგორც ბილიკი, რომლის ბოლოც
ისე შორსაა, რომ ყველა არჩევს
შუა გზიდან უკან შემობრუნებას..
როცა ეს მოხდა,
არ აცხობდნენ ფორთოხლის ნამცხვრებს,
უბრალოდ ხიდან მოწყვეტილ ნაყოფს,
მტვრის შეუმჩნევლად და ამის გამო
ხელის გადასმის გარეშე ათავსებდნენ ენის შუაში..
არ არსებობდა არც ომები ათასწლოვანი,
არ ინახავდნენ მიწაში ოქროს
და არც ბანკებში ხსნიდნენ ანაბრებს,
მხოლოდ დაჰყავდათ მკერდზე მიბჯენილ
ტყავის ნაჭრებით ახალშობილი,
მათთვის კი უფრო, ერთ მზიან დილას საკუთარ სხეულს
მოწყვეტილი და გამოგდებული ანგელოზები..
როცა ეს მოხდა,
არ თამაშობდნენ ბავშვები ქაუნთერ სტრაიკს
და დღე იყო უფრო გრძელი, დაუგეგმავი,
არ ერქვათ თვეებს სახელები
და წელიწადებს არ ჰქონდათ რიცხვითი თანმიმდევრობა,
ასაკს, უბრალოდ თვლიდნენ ხელებზე კოჟრების მატებით
და ქუთუთოების სიმძიმით,
ამიტომ ხშირად მოხუც ბავშვებს ეკითხებოდნენ აზრს უფროსები..
როცა ეს მოხდა,
არ იცმევდნენ ბიჭები ჯინსებს
და გოგონები არ ისვამდნენ დიორის კრემებს,
მხოლოდ უყვარდათ ერთმანეთის კანის სუნები,
შეზავებული მიწის და წყლის არომატებით..
არ არსებობდა დედამიწა, როგორც ასეთი
და უსასრულო სამყაროზე წარმოდგენები იყო უეჭვო,
უსახური ღამეების ფონზე კი
ლამაზი ჩანდა ინტერესი მდინარის იქით..
როცა ეს მოხდა,
არ აგებდნენ კოსმოდრომებს
და არ ითვლიდნენ ყოველწლიურად რიცხვს ცუნამების
და სხვა მსოფლიო კატასტროფების,
რადგანაც ერთი უპრეცენდენტო სიკვდილი მაშინ
იყო ტკივილი მხოლოდ ერთი, მხოლოდ პირადი
და არა მთელი დედამიწის ბრმა სტატისტიკა..
როცა ეს მოხდა,
ჯერ კიდევ არსად არ მღეროდნენ საქველმოქმედოდ
და არ უყვარდათ პოპ-კორნი და “მეოცნებენი”,
მხოლოდ საღამოს, მზის ჩასვლისას გადაღლილები
იწვნენ ხის ძირას უწარსულო სველი თვალებით
და უყურებდნენ ჰორიზონტებს, თითების ლოკვით..
ასე იყო და ემატებოდნენ ერთმანეთს
ნასისხლარი და ნასიცოცხლარი მილენიუმები,
თითქმის ხუთამდე,
როგორც თითები მარცხენა ხელზე
და თითქმის არვინ
და თითქმის ვერვინ წარმოიდგენდა
როცა ეს მოხდა,
რომ სულ რაღაც ორმოცი წელი დასჭირდებოდა
მთელი მსოფლიოს ერთმანეთზე ორჯერ ზედიზედ გადაკიდებას,
რადგან არ გრძნობდნენ ამბიციას უკეთესობის
და სანამ ხე არ დარჩებოდა ჩრდილის გარეშე,
არ უნდებოდათ ქალებს კაცები..
როცა ეს მოხდა,
ჯერ არ წერდნენ ლექსებს ყოველდღიურად
და მით უმეტეს ვერ დაირქმევდნენ გენიოსებს,
უბრალოდ ჩხაპნიდნენ კედლებზე წარწერებს,
უსასყიდლოდ, დაუნანებლად
და თითქმის სჯეროდათ რომ ვიღაც შემდეგ ნახავდა სისხლით
გამოყვანილ და ამოტვიფრულ ეპიტაფიებს..
როცა ეს მოხდა
და ზუსტად მაშინ, როცა მოხდა ეს
ჯერ არ იცოდნენ კოსმიური ანომალია,
ჯერ არ იცოდნენ ინგლისური სალაპარაკოდ,
ჯერ არ ესმოდათ,
სწორედ მაშინ არ ესმოდათ, რომ ხდებოდა ეს,
როცა ეს მოხდა..


ხვიარა
tikoroma
shemoixede genacvale
ციტატა
ქუხნაში.
სულ ტყულად, სანუგეშოს ვერაფერს მოვამზადებ, ჭურჭელი შეიცოდე, სულ ხელიდან მიცვივა biggrin.gif biggrin.gif
Fee
ეხლა და აქ ძალიან მშვენიერია სამყარო, კაი დღე მქონდა, თან პარასკევია, კაი მუსიკაა ჩართული და მაგიტომ biggrin.gif JC_cupidgirl.gif
Untitled_12
აი ზუსტად ეხლა ყველა უიმედოდ შეყვარებულია biggrin.gif biggrin.gif რას გავს ეს! დედამიწა არის იუმედოდ შეყვარებული, ოცნებაზე და ღმერთზე.. და არის მოწყენილი. აი ასე.. smile.gif))))) ამ წამს გარშემოყველა ეგრეა
Untitled_12
ვფიქრობ ჩვენ ყველანი ჯოჯოხეთში ვართ დაბადებულები. თუმცა გვაქვს შანსი სამოთხეში მოხვედრის და ამის გარდა საქმე და მზანი არც არაფერი გვაქვს..
shemoixede genacvale
da vinmes ginaxavt samotxe an jojoxe? Anima Gemella shen memgoni ukve namyofi xar orivegan. biggrin.gif midi ra chamicyve visacard- mastercardi jojoxetshi an samotxeshi mosaxvedrad.
Untitled_12
shemoixede genacvale

სიკვდილის მერე ხვდები ღმერთის წინ, ანუ ე.წ საშნელ სამსაჯავროზე, სადაც შენ სრულ სახეს გრძნობ.. ხო და ჯოჯხოეთია თუ შენში ჯოჯხეთური თვისებები გაქვს, სამოთხეა თუ სიაყვრულით ხარ სავსეა.. შენვე იჩალიჩებ რა.
shemoixede genacvale
Anima Gemella da me tu getyvi rom adamiani mxolod (evoluciis shedegad) qimiur fiziologiuri carmonaqmnia da "gmerti" ubralod bodva.. mainteresebs imaze ufro shors var mag sheni gmertisgan vidre is, visac tavi mis shemoqmedebat miachniat?
FERRE
ღმერთი როგორ არ გწამთ. გავგიჟდი რა.. უამრავი სასწაული ხდება ყველაფერს რო თავი დავანებოთ. თუ სამოთხის და ჯოჯოხეთის არსბობის არ გჯერათ მაშინ რა აზრი აქვს თქვენს ცხოვრებას. დაფიქრდით აბა? ცხოველები ვყოფილვართ და მეტი არაფერი..
Untitled_12
shemoixede genacvale

გეტყვი "ფიცი მწამს ბოლო მაკვივრბეს.." biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

ეგ შენი სუბიექტური აზრია. მაგაზე საუბარს არ ვაპირებ და მსჯელობას, როცა გულით ისურვებ და მზად იქნები გასაცნობიერებლად მიხვდები და იპოვი... smile.gif
shemoixede genacvale
QUOTE
ღმერთი როგორ არ გწამთ. გავგიჟდი რა..
FERRE მოდი ერთ რამეზე შევთანხმდეთ და მორჩეს ამაზე საუბარი. "ღმერთი" არსებობს იმდენად, რამდენადაც არსებობს ღმერთის თავისუფალი არჩევანი. ჩვენ დაბადებიდან გვნათლავენ ისე რომ არავინ არაფერს არ გვეკითხება დაბადებიდანვე გვარქმევენ სახელს, დაბადებიდანვე ჩვენს მაგივრად უკვე გადაწყვეტილია ყველაფერი. შავანაფორიანი ნაძირლები განაგებენ ჩვენს სულიერ ცხოვრებას. ზოგისთვის ღმერთი გზაა ზოგისთვის ზიარებაზე-აბი გლუკოზა...მერე მიდის ბლატავი ვინ ვისი მრევლია, ვის უფრო კაი მამაო ყავს, ვინ უფრო კაი ტიპია,..."შენ რა გაგების კაცი ხარ ძმაააუ?..." lol.gif იცხოვრეთ რა!..უბრალოდ იცხოვრეთ.
QUOTE
უამრავი სასწაული ხდება ყველაფერს რო თავი დავანებოთ.

სასწაულები შექმნილია ურწმუნოებისთვის, რათა იწამოს-რწმენა. თუმცა ეგეც საკითხავია ვისი ან რისი რწმენა?!
QUOTE
თუ სამოთხის და ჯოჯოხეთის არსბობის არ გჯერათ მაშინ რა აზრი აქვს თქვენს ცხოვრებას?

ძალიან დიდი აზრი აქვს. smile.gif
FERRE
shemoixede genacvale

ვატყობ ვერასოდეს გავუგებთ მე და შენ ერთმანეთს. ვერ ვიმეგობრებთ სამწუხაროდ. სხვადასვა ხედვა გვაქვს ყველაფერზე და ვერც მე დავამტკიცებ რომ 100% ჭეშმარიტებას ვღაღადებ ))) და ვერც შენ. ვსო რასხოდ ))) wink.gif
shemoixede genacvale
FERRE
QUOTE
ვერც მე დავამტკიცებ რომ 100% ჭეშმარიტებას ვღაღადებ ))) და ვერც შენ.
არავინ არაფრის დამტკიცებას არ აპირებს რა. ზოგისთვის ღმერთი გზაა...ზოგისთვის კი-აბი გლუკოზა... ეს არის და ეს.

QUOTE
ვატყობ ვერასოდეს გავუგებთ მე და შენ ერთმანეთს. ვერ ვიმეგობრებთ სამწუხაროდ.

და რა არის ამაშI სამწუხარო? ვინმემ თქვა რომ აუცილებლად უნდა გავუგოთ? ან ვინმემ თქვა რო შენთან მეგობრობა უნდა?
Anima Gemella
QUOTE
ეგ შენი სუბიექტური აზრია. მაგაზე საუბარს არ ვაპირებ და მსჯელობას, როცა გულით ისურვებ და მზად იქნები გასაცნობიერებლად მიხვდები და იპოვი...

არ აპირებ იმიტომ, რომ არ გაქვს არგუმენტები! იმიტომ, რომ შენ და ათას შენნაირ ანიმას ვერ ექნება ჯანსაღი მსჯელობის უნარი! იმიტომ რომ ცხვრის ტყავში გახვეული ელემენტარული ნაწილაკების- მართლმატრაკებლურ-ჯიგროიდული ორგანიზაციის შემადგენელი ლაწირაკი ხარ.
narilla
QUOTE(shemoixede genacvale @ Sep 12 2013, 11:00 AM) *
tikoroma
ევოლუცია, ისევე როგორც (ალბათ) თითქმის ყველა მეცნიერული მოვლენა მრავალფაქტორიანია. თან რთულია ურთულესი, რადგანაც ყველაზე რთულ ობიექტებს - ცოცხალ ორგანიზმებს ეხება. თუმცა მე მაინც მჯერა ევოლუციის თეორიის რადგან ესე, რომ არ ყოფილიყო მაშინ აინშტაინამდე ამდენი დრო არ დაჭირდებოდა ადამიანს და ბეთჰოვენის სიმფონიას 50 000 წლის წინ შექმნიდნენ. რომელიმე ატლანტიდისმაგვარი ცივილიზაცია(ან ლემურიელები) მაგრამ დრო მიდის გარემო პირობები იცვლება ადამიანი ვითარდება...ესაა სწორედ ევოლუცია.


smile.gif
ვთქვათ ტვინი გადაგევსო ბევრი ცოდნით, მთავარი წარმმართველი ფაქტორი, რომ ამქვეყნად სამყაროს შესამეცნებლად ხარ მოსული, ძალა დაეკარგა. "შენ შეიმეცნე თავი", სამყაროც. ამით რა სტადიამდე მივა ადამიანი? ევოლუცია დამთავრდება ჰომო საპიენსის, თუ ის ნიცშესეული ზეკაცი გახდება? თუ მეოთხე სიმკვრივემდე ამაღლდება, ანდა რახან მესამე სიმკვრივეს გასცდება, დაიწყებს თუ არა სამგანზომილებიანი რეალობის მართვას? _ ეს კითხვები მაწუხებს.

გარდა ამისა არის მეორე მხარე, იცვლება რეალობის აღქმის პარამეტრები, არიან ადამიანები, რომლებიც უფრო მეტს ხედავენ, ვიდრე უმრავლესობის რეალობაა, რახან თავიანთი ცნობიერების მდგომარეობით მეტი ინფორმაციის დატევა შეუძლიათ. მათთვის არსებობის პრობლემა ყველაზე მძიმედ დგას: შEმეცნება დამთავრდა? ხოდა რაღა აზრი აქვს ამქვეყნად ყოფნას?
shemoixede genacvale
უბრალოდ არარსებობა... ძალიან მარტივად ყოველგვარი ზედმეტი ფიქრისა და ძალისხმევის გარეშე... ყველაფერი დასასრულისკენ მიდის ერთ მშვენიერ დღესაც დავმთავრდებით და ვსიო...მეტი არაფერი... პუსტატა
tikoroma
ციტატა
ყველაფერი დასასრულისკენ მიდის ერთ მშვენიერ დღესაც დავმთავრდებით და ვსიო...მეტი არაფერი... პუსტატა

ამას რომ ვიაზრებ, ვხვდები, მნიშვნელობა არა აქვს ვის რა სწამს, ფანატიკოსია თუ მოაზროვნე, მეცნიერი თუ გათხოვებაზე მეოცნებე შტერი ქალი... ვინც რას პოულობს ხელჩასაჭიდს ამ ცხოვრებაში, იმას ეჭიდება, იმას ეფარება რომ არ დაითრგუნოს ამ "პუსტატა" არსებობაზე ფიქრით. ამიტომ ყველა მეცოდება და ამიტომ ვთვლი, რომ ვინმეზე თავის აღმატება რომ გაუნათლებელია, ფანატიკოსია, მართლმადიდებელია თუ იაღოველი, არ შეიძლება. ვისაც გააზრებული აქვს რა სამყაროშI ვცხოვრობთ, თავს სხვაზე წინ არ დააყენებს
This is a "lo-fi" version of our main content. To view the full version with more information, formatting and images, please click here.
Invision Power Board © 2001-2024 Invision Power Services, Inc.