Help - Search - Members - Calendar
Full Version: როგორ გავიგოთ ინდოგო ვართ თუ არა ?
ეზოთერიული ცოდნის ფორუმი > ძირითადი განყოფილება > ეზოთერული განყოფილება
Pages: 1, 2
t.kalandia
ესეიგი ინტერნეტში მოვიძიე რაღაც რაღაცეები ინდოგოს შესახებ და ბევრი რამე დაემთხვა . მაგრამ მინდა ზუსტად ვიცოდე ვარ თუ არა ინდიგო რას მირჩევთ ?? ვინმემ თჺ რამე იცით იქნებ დამეხმაროთ ? :*
earth
t.kalandia
რა მნიშვნელობა აქვს ამას შენთვის, რატომ გაინტერესებს ასე?
მეც წავიკითხე დახასიათება ინდიგოსი, მეც ვგავარ ძალიან იმ დახასიათებას რომელსაც წერენ, მაგრამ მე არა ვარ ინდიგო, მე მაქვს მწვანე აურა.
ჩემთვის მნიშვნელოვანია ვიყო ის ვინც ვარ.
ისე აურის ფერები არაა აუცილებელი მუდმივი იყოს. ის იცვლება იმის მიხედვით შენ როგორ იცვლები.
იმის გაგება ხარ თუ არა ნამდვილად ინდიგო შეიძლება მხოლოდ იმ ადამიანის დახმარებით, ვინც ხედავს აურას ფერებში.
გოგა
სუ იმ წყეული ბლოგების ბრალია უცხოურ სტატიებს უმგვანოდ რო თარგმნიან, ჩამოწერენ ხოლმე ნაირნაირ უაზრობას და მერე ყველა იმის წამკითხველი ბავშვი იისფერ პროფილის ფოტოს აყენებს ფეისბუქზე..

t.kalandia
გამარჯობა, უბრალოდ კარგი იქნება თუ ეგეეთ რამეებზე არ იფიქრებ, დაიკიდე რა, ყველა ადამიანი იმაზე ღრმაა ვიდრე ვიკიპედიაზე დახასიათებული ინდიგო ყმაწვილი, ჰოდა ნურც იდენტიფიკაციას მოახდენ ნურავისთან და ნურც თავს ნუ მოურგებ რომელიმე "გამორჩეულ თაობას".. smile.gif
t.kalandia
მე ვხედავ აურას მაგრამ სამწუხაროდ ფერებშ ვერა.
t.kalandia
თავისს მორგებას არ ვცდილობ გოგ.. მე მაქვს იმის მიზეზევი რომ დამაინტერესოს იმან ვინ ვარ და გავიგო ეს. მე ქვენგან დახმარებმჭირდება. მაინც გამოცდილები დ განათლებულები ხართ რაც შეეხება იმას იდენტიფიკაციას მოვახდენ თუ არა ან მივაკუთვნებ თუ რა ჩემს თავ "გამორჩეულ თაობას“ ( ჩემი აზრი განსხვავებულია ამასთან დაკავშირებით) ეგ ჩემი საქმეა.
earth
t.kalandia
თუ აურას ხედავ მალე დაინახავ ფერებსაც. აიღე რამე ნივთი მაგალითად ლურჯი ფერის მას მოწითალო აურა უნდა ჰქონდეს. მგონი წითელს მწვანე. თუ მოვძებნი ფერებს დავდებ. ეს ერთგვარი სავარჯიშოა აურის ფერებში დანახვა შესძლო. მერე დააკვირდები შენს ხელს და დაინახავ რა ფერის აურა გაქვს. დაგეხმარება თუ ფონი იქნება თეთრი, რადგან თეთრ ფონზე კარგად ჩანს. რამდენიმე დღის ვარჯიში მოგინდება მეტი არა. თუ ხედავ აურას მაგ შემთხვევაში. დაიწყე ფერადი საგნებით და მერე გადადი ადამიანებზე smile.gif
stalini
ინდიგოდ ყოფნას არავის ვუსურვებ ცხოვრება წარმოუდგენლად რთულია მათთვის.
t.kalandia
earth
ძალიან დიდი მადლობა დახმარებისთვის . :** ისე ხომ არ იცი აურას რატომ ვხედავ ? ყოველგვარი ვარჯიშის გარეშე აღმოვაჩინე :X :* მადლობა
t.kalandia
stalini
კიდევ ერთი მიზეზი რომ გავიგო ვარ თუ არა smile.gif
old_man
t.kalandia
აურას ფერების გარეშე თუ ხედავ შესაძლოა ეს იყოს ეთერული სხეული, რომლის დანახვა ყველა ადამიანს შეუძლია, თუკი ღია ფერის ფონზე ადამიანს უყურებს პერიფერიულად. დაახლოებით 5-10 სანტიმეტრის გარშემოწერილობით თეთრი სილუეტია.
earth
old_man
ეგ აურის შემადგენლობაა, და აურაა იგივე. შენ შეიძლება უფრო დიდ გარსს ფიქრობ, მაგრამ ეგეც აურაა. მაგასაც აქვს ფერი. ეს ალბათ პირველი ორი სმ არის რომ არა აქვს მგონი ფერი, ხოლო ხუთი და ათი სმ აურაა.

t.kalandia
QUOTE
ძალიან დიდი მადლობა დახმარებისთვის . :** ისე ხომ არ იცი აურას რატომ ვხედავ ? ყოველგვარი ვარჯიშის გარეშე აღმოვაჩინე :X :* მადლობა

არაფერს, რა დახმარება.
მეც ბავშვობიდან ვხედავდი, მაგრამ მაშინ კომუნისტების დრო იყო და არავინ ლაპარაკობდა ესეთ რამეებზე და მე ვიფიქრე ჩემი თვალის ილუზიაა მეთქი, მაგრამ არა.
ნორმალურია რომ ხედავ. მე რომ ბავშვი ვიყავი მაშინ ძალიან იშვიათი იყო ასეთი, ახლა უფრო პატარები უფრო მეტი ხედავენ. ალბად ეპოქა იცვლება, ადამიანები იცვლებიან, მე ალბათ ცოტა ადრე დავიბადე biggrin.gif
იცი ეს ყველაფერი გირჩევ ძაან უბრალოდ მიიღო, რადგან არაა რამე ისეთი სასწაული. ჩათვალე ჩვეულებრივ მოვლენად და მოძებნე სხვა უფრო მნიშვნელოვანი, ძვირფასი, ისწავლე ცხოვრება, გაიგე მიზეზი რისთვის დაიბადე, როგორ უნდა იცხოვრო, რა ფიქრები გქონდეს, რა ძალაა შენს ფიქრებში. მერე იგრძნობ რა ბედნიერი ხარ smile.gif
sentimennte
მე რომ ნამდვილად არ ვარ ინდიგო, ეგ კი ვიცი smile.gif
t.kalandia
earth
კიდევ ერთხელ გმადლობ smile.gif
earth
t.kalandia
kiss1.gif
Mr JeimsA
საინტერესო ფორუმია, საინტერესო თემებით yes.gif
stalini
t.kalandia შენ მართლა ინდიგო ხარ თუ არა ამას დიაგნოსტიკა სჭირდება მეც ვიცი ეს როგორ ხდება მაგრამ თუ ამის გაგება გინდა გირცევ მიმართო კომპედენტურ ადამინებს, თუ მართლა აღმოაჩინე რომ ინდიგო ხარ გირჩევ სასარგებლოდ გამოიყენო და განავითარო ის უნარები რომელიც დამახასიეთებელია ინდოსთვის, უარყოფითი თვისებები კი შეისწავლე დაგარდასახე ან უბრალოდ არც გინდა გარდასახვა ესეც სასიკეთოდ დაგონივრულად გამოიყენე ეს ძალიან კარგი რჩევაა ჩემი აზრით.
995
stalini
ვინ კომპეტენტურ ადამიანებს მივმართო იქნებ დამაკვალიანო
stalini
995 თუ შენ მართლა გინდა დაადგინო ინდიგო ხარ თუ არა პირველ რიგში ისეთ ადამიანს უნდა მიმართო ვინც ხედავს აურას ფერებში , მაგრამ ასეთი ადამიანი თუ არ გეგულება მაშინ ცოტა უნდა გაისარჯო და და ცჰაიტარო აუის ანალიზი ეს ხდება მაღალ ტექნოლოგიური და მგრძნობიარე აპარატის მეშვეობით შეგიძლია დაუკავშირდე ამ საიტზეა ყველაფერი http://www.aura-help.ge/node/32. იმედია გამოგადგება
995
stalini
საინტერესოა , საიტზე ვერ მივაგენი და რა ჯდება დაახლოებით ხომ არ იცი?
stalini
ნუ ეგ არ ვიცი დაურეკე და გაიგე არ იქნება კოლოსალური თანხა ჩემი აზრით სხვა თუ არაფერი შენ აურას მაინც გაიგებ და დახასიეთებას.შეუძლიათ იმის გაგება რიკენ გაქვს მიდრეკილება და აშშ.
jarmen
QUOTE(earth @ Dec 29 2013, 05:48 PM) *
t.kalandia
რა მნიშვნელობა აქვს ამას შენთვის, რატომ გაინტერესებს ასე?
მეც წავიკითხე დახასიათება ინდიგოსი, მეც ვგავარ ძალიან იმ დახასიათებას რომელსაც წერენ, მაგრამ მე არა ვარ ინდიგო, მე მაქვს მწვანე აურა.
ჩემთვის მნიშვნელოვანია ვიყო ის ვინც ვარ.
ისე აურის ფერები არაა აუცილებელი მუდმივი იყოს. ის იცვლება იმის მიხედვით შენ როგორ იცვლები.
იმის გაგება ხარ თუ არა ნამდვილად ინდიგო შეიძლება მხოლოდ იმ ადამიანის დახმარებით, ვინც ხედავს აურას ფერებში.


შენ შენს პოსტებში ”იმენნა” ყველას ”ეპროწივები” ადამიანმა დასვა კითხვა და თუ იცი უპასუხე. დავიტანჯე ამ ფორუმზე ყველა ფილოსოფოსია მაგრამ პრაქტიკას შეეხაბა თუ არა საქმე ყველა ”პროწივ” მოდის, და არავინ არ გცემს პასუხს.

საკუთარი აურის დანახვას რაც შეეხება ინტერნეტში ათასი რაღაც წერია: ”სარკის წინ ნახევარი საათი იდექი თეთრ ფონზე და ასეთი სისულელეები”. მე პირადად დავითხარე თვალები მაგრამ ვერაფერი ვერ დავინახე. ისევ ჯობია, რომ ან აურაკამერაზე ნახო ფერი ან სენსოდიკს შეხვდე ანდაც ისეთ ადამიანს ვისაც აჯნა ჩაკრა გააქტიურებული აქვს.
earth
jarmen
QUOTE
შენ შენს პოსტებში ”იმენნა” ყველას ”ეპროწივები” ადამიანმა დასვა კითხვა და თუ იცი უპასუხე. დავიტანჯე ამ ფორუმზე ყველა ფილოსოფოსია მაგრამ პრაქტიკას შეეხაბა თუ არა საქმე ყველა ”პროწივ” მოდის, და არავინ არ გცემს პასუხს.

ამ სიტყვებზე მაგრად გამეცინა biggrin.gif
იცი მას ვისაც ვუპასუხე მან სულაც არ გაიგო არაფერი „პროწივ“ wink.gif როცა შენ გიპასუხებ „პროწივ“ მერე მითხარი.
stalini
jarmen შენ შენს პოსტებში ”იმენნა” ყველას ”ეპროწივები” ადამიანმა დასვა კითხვა და თუ იცი უპასუხე. დავიტანჯე ამ ფორუმზე ყველა ფილოსოფოსია მაგრამ პრაქტიკას შეეხაბა თუ არა საქმე ყველა ”პროწივ” მოდის, და არავინ არ გცემს პასუხს.



ამ სიტყვებზე მეც გამეცინა მაგრამ გარკვეულ წილად მართალი ხარ უფრო მეტი თეორია და ნაკლები პრაქტიკა ან გვიმალავენ პრაქტიკას biggrin.gif
marissa
გადავხედე პოსტებს და არ შემეძლო არ დამეწერა რომ გაცემულ კითხვას თავიდანვე საკმაოდ ზუსტი და გასაგები პასუხი გასცეს,თუ რომნელიმე თგვენგანი ვერ იგებს ეს იმას არ ნისნავს რო აქ რამე ზეფილოსოფიურია. მნიშვნელობა არ აქვს რა ფერისაა ადამიანი,ნებისმიერი ფერი შეცვლას ექვემდებარება smile.gif
matashi
earth
გეთანხმები ყველაფერში...
stalini
რისი პრაქტიკა გინდა აქ აღმოაჩინო? ეს ფორუმიო იმისთვისაა შექმნილი, რომ ზუსტად იმ "ფილოსოფიურ" თემებზე ისაუბრონ და კიდევ უფრო გააფილოსოფურონ smile.gif)) მართალია ხშირად მეც მიშლის ეს ნერვებს, მაგრამ ასეა!
სჯობს ლიტერატურა იკითხო... და რაც შეეხება პრაქტიკას, რომელიც არ არის გააზრებული ფასი არააქვს... დამიჯერე smile.gif))
old_man
არ არის სწორი დამოკიდებულება. რას სთხოვთ ამ ფორუმს? არის აქ თეორიელ ნაწილზეც მსჯელობა და არის პრაქტიკული სავარჯიშოებზე თემებიც, სადაც ხალხი თავის გამოცდილებაზე წერს... ასობით ლინკი დევს ასობით პოსტია პრაქტიკებზე რაღა გინდათ. ეს ფორუმი რაღაც საწყისს მიმართულებას გაძლევს დანარჩენი თქვენი გასაკეთებლია...ვის რას ავალდებულებთ. რაც უფრო ღრმად შეხვალთ პრაქტიკებში ნახავთ, რომ მით ნაკლებად შემოხვალთ ამ ფორუმზე და ნაკლებს დაწერთ wink.gif
tikoroma
matashi
მატაში, იცოდე ბაბაყად გაქცევ და ელოდე მერე როდის გიპოვის და გაკოცებს მზეთუნახავი
matashi
tikoroma
biggrin.gif ბრძოლა ხომ არ გავმართოთ მაგიური? დამარცხდები იცოდე smile.gif)))
და მითუმეტეს მაგისგან დაცვა მაქვს ამიტომ ნწუ
Lashapoli
მაგიური ბრძოლები და მზგავსი რაღაცეები ამფორუზე აკრძალულია!! ესაა შემეცნების ფორუმი babu.gif
jarmen
მე ფორუმის არანაირი მოწინააღმდეგე არ ვარ უბრალოდ 2 წელიწადზე მეტია, ვკითხულობ და ვაქვეყნებ აქ პოსტებს, მართალია ზეაქტიური არ ვარ, რადგან ძირითადად კითხვით ვარ დაკავებული მაგრამ, ეს იმას არ ნიშნავს რომ ვერ ვერკვევი ფორუმის სისტემაში და აუცილებელია თქვენი პოსტებით 2ჯერ 2 რომ 4 არის ის მიმტკიცოთ(არადა ვიცი ბევრი ამაშიც შემედავებოდით smile.gif. უბრალოდ საქმე ისაა რომ პრაქტიკები ძირითადად რუსულადაა(არ ვიცი ეს %$^& რუსული) და მხოლოდ მედიტაციასა და კღშნაზე ვიღებ დამაკმაყოფილებელ ინფორმაციას. ნახეთ პოსტები თუ არ გჯერათ მაგალითად ასთრალზე, დავიტანჯე უაზრო პოსტების და ჩათაობის კითხვით ბოლოში რომ გავედი მივხვდი რომ ამ თემაშჳ ასტრალის გარდა ყველაფერი ეწერა. კიდევ ბევრი თემაა მსგავსი... რაღა მაილი საირუსის ტაყვანისმცემლების ფორუმი და რაღა ეს.

თქვენც რომ დაიწყოთ პრაქტიკების დადება მეც უკვე სხვა თვალით შემოვიხედავდი და გავხსნიდი ბევრ პრაქტიკულ თემას მაგრამ, რაც მე ამ ფორუმზე პრაქტიკული(ჩემი აზრით) თემა გავხსენი გამოხმაურება და ამ თემით დაინტერესებული ვერავინ დავინახე.

პროსტა ტეხავს, შემოდის ვიღაც გონია, რომ აქ იპოვის პასუხს ბევრ დაფარულ რამეზე. მაგრამ ფაქტია, რომ ფორუმი რამდენი ადამიანის ბლოგად იქცა.


პ.ს: ვერ აგვიგე მაგიაზე ინფორმაცია რატომ არ უნდა დავდოთ? ან კაბალისტურ რიტუალებში ანდაც ზოგადად მაგიაში რა არის არაეზოთერიული, ანუ ისეთი რაც ფორუმის სტანდარტებს ეწინააღმდეგება? კიდე მაქ სათქმელი მაგრამ გავრბივარ, კომენტარები დატოვეთ რაც დამრჩა იმასაც დავწერ და პასუხებსაც გაგცემთ(შეძლებისდაგვარად) რეპტილიები მომიკითხეთ biggrin.gif
matashi
Lashapoli
განვედ ლომფხვო!
jarmen
სამწუხარო და ამვდროულად თითქმის სწორი შენიშვნა.
ხოდა არ ჯობია რასაც უაზრო კომენტების კითხვაში ხარჯავ დროს ენის ათვისებას დაუთმო? დამიჯერე უფრო მალე აერკვევი ვიდრე კომენტებში smile.gif და შენც დაკმაყოფილდები....
jarmen
tnx
Existence
QUOTE(Jarmen @ 13th January 2014 - 12:50 AM) *
ვერ აგვიგე მაგიაზე ინფორმაცია რატომ არ უნდა დავდოთ?


კონკრეტული რიტუალების დადება არ შეიძლება ( განსაკუთრებით ადამიანის მართვა და აშ ) მაგია მექანიზმია და არაცნობიერი არსების ხელში იგივეა რაც მამუნის ხელში გრანატა.

ano
მე პირადად ფერებს ვერ ვხედავ არც არასოდეს მივარჯიშია
მაგრამ ამ ფორუმზე არის ხალხი ვისაც ამის პრაქტიკა აქვს ამაზე თემა არის და ცისაც ეს საკითხი აინტერესებს გადახედოს
მე გადმოვიტან ზოგ საინტერესო პოსტს
ამისთვის საჭიროა ვარჯიში და კიდევ კარგია თუ ხორცს არ ჭამთო, იმიტომ რომ ხორცი აბინძურებს ორგანიზმს

აი ლინკი სადაც ეს თემაა განხილული ადამიანის აურა
blanca
QUOTE
მარხვა იმ შუაშია რომ ის სისხლი, რომეც კუჭს ჭირდება სამჭლის მოსანელებლად (იქნება ეს ხორცი თუ ბოსტნეული თუ ნებისმიერი საჭმელი, ანუ ზედ-საც ვპასუხობ) მიდის თავში. ანუ თავი უ კეთ მარაგდება სისხლით და შესაძლებლობები იხსნება

მე საუბარი მაქვს მხოლოდ პურზე და წყალზე, ან მხოლოდ წყლის მიღებაზე. მე დაახლოებით ერთი კვირა გავაკეთე ბოლო სამი დღე მხოლოდ წყალი

სისხლით კარგად ნაკვები ტვინი უკეთესად, ელვისსისწრაფით აზროვნებს, ფიქრობს, მოვლენებს შორის კავშირს ამყარებს, ხედავს, შეიგრძნობს ....
უცნაური შეგრძნებები იწყება... ხარ მთლიანად 'აზრი' wink.gif

აი ამ შუაშია
ეს კი სავარჯიშოები თუ როგორ უნდა დაინახოს ადამიანმა აურა
როგორ დავინახოთ აურა




VIOLET soul
Group Icon

Group: Moderator
Posts: 3,718
Joined: 24-July 08
From: smile.gif)))))))
Member No.: 3,438

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა


ირმა
QUOTE
შესაძლებელია დაინახო შენი აურა შენი ხელის ირგვლივ. დაიჭირე ხელი შენს წინ (ჯობია ხელს იქით თეთრი ფონი) და დააკვირდი (დამწყებთათვის) ხან კედელს და ხან ხელის ირგვლივ ველს. თავიდან დაინახავ რაღაც ღრუბელივით (ბურუსივით) შენი ხელის ირგვლივ. სწორედ ეს ბურუსი არის აურა. ნუ აჩქარდები ფერების დანახვას, ფერების დანახვა ძნელია უფრო.


ეს პატარა ნაწყვეტი ამოვიღე უფრო ვრცლად საიტზეა, ასევე სხვადასხვა ფერის აურა რას ნიშნავს მაგის განმარტებებიცაა.
ზოგო ცისარტყელასავითაა, ზოგი ყვითელი, წითელი, მწვანე, და რომელი ფერიც ჭარბობს მგონი მაგის მიხედვით განსაზღვრავ, შეიძლება აურა დიდი მოცულობის იყოს შეიძლება პატარა და შესუსტებული.

ისე გამახსენდა გურჯიევს აქვს ნათქვამი რომ წმინდანები რომლებიც ავადმყოფებს კურნავდნენ ახდენდნენ მაგ დროს შესუსტებული აურის შერევას თავის აურით აძლიერებდნენ, ზოგს შეხებით კურნავდნენ ზოგს დისტანციურად, და კიდევ ეკლესიებს ძლიერი აურა გააჩნიათ და მაგის შეხედვაც არის შესაძლებელიო. და კიდევ აურის გაძლიერება ადამიანს შეუძლია საკუთარი ფიზიკური სურვილების დათრგუნვითო, საკუთარ თავთან ბრძოლით...

აურის ნახვა

ეს ვარჯიში გათვალისწინებულია აურის ნახვის დამწყებ ადამიანებზე. იმისთვის რომ ენდოთ იმას, რასაც დაინახავთ მთავარია თუ როგორ განეწყობით ამ სანახაობის სანახავად.

1. განათავსეთ საკვლევი ობიექტი (ადამიანი) თეთრი ფონის წინ, რბილი განათებით. ფერად ფონმა შესაძლებელია თქვენს წარმოსახვაში შეცვალოს აურის ფერი. ანუ ფერად ფონის შემთხვევაში მოგიწევთ კიდევ დამატებით ცოდნის შეძენის აუცილებლობა. თუ როგორ განასხვაოთ და გააერთიანოთ წარმოშობილი ფერთა პალიტრა. ასევე პრაქტიკის უქონლობის შემთხვევაში აურისა და ფონის ფერთა ზოგიერთმა კომბინაციამ შეიძლება მოქცეთ შედეგების არა სწორი ინტერპრეტაცია.

2. აირჩიეთ ის წერტილი რომელზეც თქვენ უნდა გააქტიუროდ მზერა. ამისთვის საუკეთესოა შუბლის შუა მონაკვეთი. ეგრეთ წოდებული მესამე თვალის (აჯნა) განთავსების ზონა. ინდოეთის ზოგიერთ კულტურებში წარბებს შუა ადგილზე ადებენ ნიშანს. ასეთ ნიშანს ძველ ინდოეთში უკავშირებდნენ მოწვევას აურის სანახავად.

3. უყურედ ამ წერტილს 30- 60 წამი ან ცოტა მეტი.

4. 30-40 წამის შემდეგ მოახდინეთ გარემოს ანალიზირება თქვენი გვერდითი მხედველობით, ისე რომ მზერა არ მოხსნათ არჩეული ადგილიდან. მთავარია, რომ გააგრძელოთ თქვენი მხედველობის კონცეტრაცია. შეეცადეთ რომ არ იყუროთ გარშემო. თქვენ უნდა დაინახოთ რომ, ადამიანის კონტურის ფონი უფრო ნათელია და განსხვავებული, ვიდრე მის გარშემო ფონი. ეს - აურის გამოსახულების თქვენისეული ინდივიდუალური აღქმაა. რაც უფრო კონცეტრირდებით მით უფრო კარგად დაინახავთ ამ მოვლენას. გახსოვდეთ რომ, ერთ წერტილზე კონცეტრაცია აგროვებს და ზრდის თქვენ მგრძნობიარობას.
jarmen
QUOTE(Existence @ Jan 13 2014, 05:30 AM) *
კონკრეტული რიტუალების დადება არ შეიძლება ( განსაკუთრებით ადამიანის მართვა და აშ ) მაგია მექანიზმია და არაცნობიერი არსების ხელში იგივეა რაც მამუნის ხელში გრანატა.


ვერ დაგეთანხმები! ამ კონკრეტულ მომენტში შენი მხრიდან გაზვიადებას აქვს ადგილი. რომელი ფორუმელი დადბეს აქ ისეთ რიტუალს რომელიც მატერიალურ დონეზე ”გრანატს” შეიძლება შევადაროთ(მითუმეტეს ადამიანის მართვის, რომელიც აშკარად ატომურ იარაღს უტოლდება)? და რომც დადონ ისეთი ადამიანი, რომელსაც ჩვენ მაიმუნს ვეძახით მაინც ვერ გამოიყენებს მას, რადგან მაგია უბრალოდ სიტყვების ბურდღუნი და ათამის ტრიალი არაა. პრაქტიკისა და სულიერი სიძლიერის გარეშე აქ წარმატება არ არსებობს, ხოლო ვისაც ეს აქვს ის უკვე ”მაიმუნზე” გაცილებით მეტია და რასაც აკეთებს გაცნობიერებულიც აქვს. მაგია პისტოლეტი არ არის, რომ შემთხვევით გაგივარდეს, მაგრამ ”ასტროჩკები” კი იცის იცოცხლე იმდენი... argue2.gif
earth
jarmen
არც ისეთი რთულია მაგია რომ უმრავლესობამ ვერ გაიგოს და ვერ გააკეთოს. არის ასე ვთქვათ ადვილი რიტუალებიც. პრობლემა იქაა რომ ადამიანთა უმრავლესობა არაა მზად, რომ არ ჩაიდინოს ბოროტება, რომ არ ჩაიდინოს არანაირი ბოროტება რა ყოფაშიც არ უნდა მოხვდეს.
დიდი მასწავლებლები ყოველთვის გირჩევენ, რომ თუ შავი მაგიის წიგნი ჩაგივარდათ ხელში, უმჯობესია თქვენთვის, რომ არც გადაშალოთ, რადგან ბოლომდე საკუთარ თავს არ ვიცნობთ და რომ არ ჩავვარდეთ ცდუნებაში ჯობია არ ვიცოდეთ არაფერი.
კიდევ ერთი:–ყველა ჩადენილი ცოდვა, ბოროტება რა სახითაც გინდა იყოს ბუმერანგივით უკან ბრუნდება, ამიტომ რაში გინდა მაგია და მისი რიტუალები? რატომ გინდა ვინმეს ატკინო ან ვინბე გააუბედურო. არსებობს რამდენი ლამაზი რამ რომელიც უნდა დავინახოთ და ვისწავლოთ ამ ცხოვრებაში.
რატომ გინდათ დაიდოს მაგიის მაგალითები ამ ფორუმზე არმესმის?!
jarmen
მაინც ვერ გავიგე ამ ხალხს მაგის ხსენებისას ცოხცზე გადამჯდარი, დახეულკაბიანი, გრძელცხვირა, ნაოჭიანი, მუწუკებიანი, მახინჯი და ბოროტი ბებერი რატო გელანდებათ? რაღა შავ მაგიას მიახტით ხალხო, ან რას ნიშნავს ”დიდი მასწავლებლები ყოველთვის გირჩევენ, რომ თუ შავი მაგიის წიგნი ჩაგივარდათ ხელში, უმჯობესია თქვენთვის, რომ არც გადაშალოთ.” რომელმა ”დიდმა” მასწავლებელმა ურჩია მოსწავლეებს ეს ან რითი იყო ”დიდი”(ალბათ ტანით)? ”არც ისეთი რთულია მაგია რომ უმრავლესობამ ვერ გაიგოს და ვერ გააკეთოს.” რათქმაუნდა მაგია უმეტესობისთვის ხელშესახებია, მაგრამ ვერ დაგეთანხმები, რომ ის არაა რთული(აქ არ ავხსნი ჯერ თუ გინდათ პმში მკითხეთ). ინტერმეტში ჩვეულებრივი მაძიებელი ადვილად იპოვის ე.წ ”შავი მაგების” მიერ დამახინჯებულ ინფორმაციას და ადვილადაც წამოეგება ანკესზე, მაგრამ ამ ფორუმზე მემგონი არის მომწიფებულ მომხმარებელთა ბირთვი, რომელიც შავის ნაცვლად ”თეთრი მაგიისკენ” მიმართავ ამ მაძიებლების გონებას. რათ გინდათ ამდენი თეორია თუ პრაქტიკაში არ გამოიყენებთ? დამიჯერეთ მაგ თეორიების ნახევარიც არ გამართლდება, როცა საქმე პრაქტიკაზე მივა.

რატომ გინდათ დაიდოს მაგიის მაგალითები ამ ფორუმზე არმესმის?!
პირველ რიგში მადლობა თქვენობით, რომ მომმართავთ ქალბატონო/ბატონო. თუ ამ თემაში აყვებით და ჩემს პოსტებს წაიკითხავთ დაინახავთ თუ საიდან დაიწყო ეს ყველაფერი. მე მინდა რომ ფორუმი გამოცოცხლდეს, სტიმული მიეცეს, მე მგონია ერთ საფეხურზე ვდგავართ ადრე მთავარ განყოფილებაში უფრო ხშირად იდებოდა პოსტები ეხლა კიდევ გართობის კატეგორია გახდა პოპულარული. ეს იმიტომ, რომ ძალიან ბევრი ვისაუბრეთ ერთსა და იმავე თემებზე გავიგეთ რას ნიშნავს მედიტაცია, ჩენელინგები, მანტრა, ჩაკრები, რეპტილიები, ატლანტიდა, ასტრალი(სადაც არაფერი არ წერია ასტრალზე)... მემგონი არის კიდევ ბევრი თმა რაზეც შეიძლება ვისაუბროთ სერიოზულად... პოსტებს, რომ ვკითხულობ მგონია ორი დაქალის მესიჯებია... გარკვეულ დონეზე დავხურეთ მე მგონი ეს კლასი და დროა ახალ დონზე გადავიდეთ არაა სწორი ”წიგნის არგადაშლისკენ” მოწოდება, ეს ადამიანს სირაქლემას პოზიციაში იყენებს (ეს ფრინველი საფრთხისას თავს მიწაში ყოფს და რადგანაც ვერაფერს ხედავს გონია, რომ ლომი ვერ შეჭამს) და ბოლოს ეს გამოთქმას ცოტახნის წინ მოვკარი ყური უცხოების საუბრისას ”მამალმა დაიყივლა და თქვა: მე დავიყივლე და გინდა გათენდე გინდა არაო” offtopic2.gif
earth
jarmen
QUOTE
მინდა რომ ფორუმი გამოცოცხლდეს, სტიმული მიეცეს, მე მგონია ერთ საფეხურზე ვდგავართ ადრე მთავარ განყოფილებაში უფრო ხშირად იდებოდა პოსტები ეხლა კიდევ გართობის კატეგორია გახდა პოპულარული.

ნუ ღელავ ფორუმის გამოცოცხლებაზე, მართალი ხარ ფორუმი სადაც ერთი ორი პოსტი იდება ფორუმი არაა. მართალი ხარ ამ ბოლო დროს ძალიან უმნიშვნელო პოსტები იდება. მეც ხშირად ვდებ ძალიან უმნიშვნელო პოსტებს, მაგრამ ამისათვის მე ჩემი მოსაზრება მაქვს და ეს ცხოვრება ასეა თუ ისე შეიცავს იმ უმნიშვნელო საკითხებსაც. ბოლო-ბოლო ფორუმია. მე ამ ფორუმზე 2008 წლიდან ვარ, მაშინ სხვა ნიკი მქონდა. მაშინაც არ გამოირჩეოდა ეს ფორუმი აქტიურობით, რადგან ჯერ ერთი ამ სახით მოაზროვნე ხალხი მცირეა, ძალით არ შეიძლება გახადო ვინმე შინაგანი გზების მაძიებელი. ფორუმის გამოცოცხლება არაა აუცილებელი, რადგან ვინც ეძებს ის პოულობს ეს ყველამ ძალიან კარგად ვიცით. ვისაც უნდა რომ წაიკითხოს პოსტები, რომლებიც არის ბევრი ამ ფორუმზე მარგალიტები, წაიკითხავს, თუმცა წაიკითხავს ჩეთაობასაც, და წაიკითხავს მრავალ გამანადგურებელ პოსტს, რომლებიც ასევე არსებობენ სამწუხაროდ ამ ფორუმზე.
რაც შეეხება, რომ ერთ საფეხურზე ვდგევართ ეს არაა მართალი და ძველი ბევრი ამ ფორუმის წევრი მივიდა უკვე იმ მიზნამდე, იპოვა რასაც ეძებდა და ახლა იშვიათად წერს, რადგან აღარ ეძებს. არ ვდგავართ ერთ ადგილზე, ვინც ეძებდა იპოვა ის რასაც ეძებდა და ეს უდიდესი ბედნიერებაა!!!
G_S
მეც ძალიან მაინტერესებს ინდიგო ვარ თუ არა. უბრალოდ მინდა ვიცოდე. აურის დანახვის გარდა ტესტები ხომ არ არსებობს, ან რამე განსაკუთრებული ნიშნები რაც დაახლოებით მაინც მიმანიშნებს რომ ინდიგო ვარ. ან ლიტერატურა – სასურველია რუსულად. წინასწარ გმადლობთ smile.gif
Lashapoli
QUOTE(G_S @ Jan 15 2014, 02:31 PM) *
მეც ძალიან მაინტერესებს ინდიგო ვარ თუ არა. უბრალოდ მინდა ვიცოდე. აურის დანახვის გარდა ტესტები ხომ არ არსებობს, ან რამე განსაკუთრებული ნიშნები რაც დაახლოებით მაინც მიმანიშნებს რომ ინდიგო ვარ. ან ლიტერატურა – სასურველია რუსულად. წინასწარ გმადლობთ smile.gif

რას შეცვლის შენ ცხოვრებში მაგის გაგება?
earth
G_S
QUOTE
მეც ძალიან მაინტერესებს ინდიგო ვარ თუ არა. უბრალოდ მინდა ვიცოდე. აურის დანახვის გარდა ტესტები ხომ არ არსებობს, ან რამე განსაკუთრებული ნიშნები რაც დაახლოებით მაინც მიმანიშნებს რომ ინდიგო ვარ. ან ლიტერატურა – სასურველია რუსულად. წინასწარ გმადლობთ

იცი ყველა თავისებურად ახასიათებს , მე ზემოთ მიწერია რომ ბევრი საერთო ვნახე ჩემსა და ინდიგოს ხასიათში, მაგრამ ინდიგო არა ვარ.
ინდიგო იყო ესეიგი ინდიგო აურა გაქვს.
თუმცა ვფიქრობ რამდენადაც ადამიანის აურის ფერი შეიძლება შეიცვალოს, ასევე მუდმივად ინდიგო შეიძლება არ იყო.
სწორედ ამიტომაც არა აქვს მნიშვნელობა ხარ თუ არა ინდიგო. თუმცა საინტერესოა ვიცოდეთ რა ფერი აურა გვაქვს.
jarmen
აურა კამერით შეგიძლა გაიგო დაზუსტებით შენი აურის ფერი http://www.aura-help.ge/ აქ ნახე ინფორმაცია... მაგრამ აურის ფერის ცვლა დასაშვებია, ასე რომ მუდმივიი არაფერია. ინდიგოები იბადებიან და ინდიგოები ხდებიან. ინდიგოების ფსიქოტიპი კიდევ აქაა აღწერილი და შეადარე საკუთარს http://www.aura-help.ge/node/39 wink.gif წარმატებები...
tikoroma
ცოტა რამ ინდიგოებზე
http://zodiaqo.blogspot.com/2009/05/blog-post_3657.html

ამ თემაში კიდევ ნახავთ რაღაც ლინკებს და ინფოებს ინდიგოებზე, მე ახლა არ მაქვს დრო რომ დავძებნო
http://www.esoteric.ge/forum/index.php?showtopic=148
G_S
QUOTE(Lashapoli @ Jan 15 2014, 03:10 PM) *
რას შეცვლის შენ ცხოვრებში მაგის გაგება?

აუცილებლად შეცვლის – შესაძლოა ჩემი უცნაური ხასიათის ახსნაც იყოს. ყველამ ვიცით რომ არსებობენ ინტროვერტები, ექსტრავერტები და ამბივერტები – თითქოს არაფერია, მაგრამ თუ ვიცი, რომ ადამიანი ინტროა, ისე როგორც მე, მასთან სხვანაირი კომუნიკაციაა საჭირო, ასევე წავიკითხე რაღაცეები და მივხვდი როგორ უნდა მოვიქცე, რომ გამოფიტული და გაღიზიანებული არ ვიყო. თუ ინდიგოც ვარ – ამასაც უფრო ჩავუღრმავდები და საკუთარ თავს შევიცნობ girl_witch.gif
G_S
QUOTE(earth @ Jan 15 2014, 05:31 PM) *
G_S

იცი ყველა თავისებურად ახასიათებს , მე ზემოთ მიწერია რომ ბევრი საერთო ვნახე ჩემსა და ინდიგოს ხასიათში, მაგრამ ინდიგო არა ვარ.
ინდიგო იყო ესეიგი ინდიგო აურა გაქვს.
თუმცა ვფიქრობ რამდენადაც ადამიანის აურის ფერი შეიძლება შეიცვალოს, ასევე მუდმივად ინდიგო შეიძლება არ იყო.
სწორედ ამიტომაც არა აქვს მნიშვნელობა ხარ თუ არა ინდიგო. თუმცა საინტერესოა ვიცოდეთ რა ფერი აურა გვაქვს.

ეს არ ვიცოდი – ინდიგოობა თუ პერიოდული იყო ანუ აურის ცვლილებაზე თუ იყო დამოკიდებული. ძალიან საინტერესოა smile.gif
Lashapoli
QUOTE(G_S @ Jan 16 2014, 06:57 PM) *
აუცილებლად შეცვლის – შესაძლოა ჩემი უცნაური ხასიათის ახსნაც იყოს. ყველამ ვიცით რომ არსებობენ ინტროვერტები, ექსტრავერტები და ამბივერტები – თითქოს არაფერია, მაგრამ თუ ვიცი, რომ ადამიანი ინტროა, ისე როგორც მე, მასთან სხვანაირი კომუნიკაციაა საჭირო, ასევე წავიკითხე რაღაცეები და მივხვდი როგორ უნდა მოვიქცე, რომ გამოფიტული და გაღიზიანებული არ ვიყო. თუ ინდიგოც ვარ – ამასაც უფრო ჩავუღრმავდები და საკუთარ თავს შევიცნობ girl_witch.gif

ასტროლოგის რჩევა უფორ დაგეხმრება ამ შემტხვევაში ვიდრე გაურკეველი თეორიები...
G_S
QUOTE(Lashapoli @ Jan 17 2014, 03:20 AM) *
ასტროლოგის რჩევა უფორ დაგეხმრება ამ შემტხვევაში ვიდრე გაურკეველი თეორიები...

ნატალური რუკით ალბათ. საინტერესოა astronomer2.gif
Lashapoli
QUOTE(G_S @ Jan 17 2014, 03:18 PM) *
ნატალური რუკით ალბათ

yes.gif
G_S
QUOTE(Lashapoli @ Jan 17 2014, 11:15 PM) *
yes.gif

მზით – თხის რქა, მთვარით – მშვილდოსანი, ასცედენტი – მორიელი
როგორი კომბონაციაა hilarioustu8.gif
თუ ეს არ არის საჭირო? justcuz_hourglass.gif
Lashapoli
QUOTE(G_S @ Jan 19 2014, 05:47 PM) *
მზით – თხის რქა, მთვარით – მშვილდოსანი, ასცედენტი – მორიელი
როგორი კომბონაციაა hilarioustu8.gif
თუ ეს არ არის საჭირო? justcuz_hourglass.gif

საჭიროა, მაგრამ არასაკმარისი smile.gif)
This is a "lo-fi" version of our main content. To view the full version with more information, formatting and images, please click here.
Invision Power Board © 2001-2024 Invision Power Services, Inc.