Help - Search - Members - Calendar
Full Version: როგორ ავიმაღლოთ ვიბრაცია
ეზოთერიული ცოდნის ფორუმი > დამატებითი განყოფილება > თავისუფალი განყოფილება
ანნა
biggrin.gif
ჰელოუ smile.gif))
რაც მე აქ ვიცანცანცარე და ძალიან ბევრი სისულელეები ვაკეთე, (თუმცა იმ დროს ის იყო ჩემი პირადი რელობის ანარეკლი), ახლა მინდა გავხსნა ეს თემა ვფიქრობ საჭირო და გასაცნობიერებლად აუცილებელი. ვიბრაციის ამაღლება. ზოგადად, რაზეც კი ვმუშაობთ, აზრების კონტროლი, ემოციები, სამყაროს აღქმა და ა.შ.. სიმპტომები და მინიშნებებია იმაზე თუ რა ვიბრაცია გვაქვს, ბუნებრივი შედეგია იმის სადაც ვართ, სათითაოდ ბრძოლას რომელიმე სიმპომთან აზრი არ აქვს და ბრძოლა არც არის სწორი.. საკუთარი ტავის შეზღუდვა და ძალადობა უფროა.
საკმარისია ავიმაღლოთ ვიბრაცია და ეს ყველაფერი თავისთავად ტრანსფორმირდება smile.gif



1.
პირველი და უმნიშვნელოვანესი, რაც არის საჭირო ვიბრაციის ამაღლებისთვის და საერთოდ სამომავლოდ ჯანსაღი ცხოვრებისთვის არის ის რომ შეიყვარო შენი თავი, უპირობოდ, მიიღო როგრიცაა, აპატიო ყველაფრი, გაანთავისუფლო წარმოდგენების ციხისგან. შეიყვარულო სრულიად, რაც არ უნდა აღმოაჩინო შენში ესაა ადამიანის მრავალფეროვანი ბუნება და გვახსოვდეს კრიტიკა არასოდეს არაფერს უკეთესობისკენ არ ცვლის, კურნავს და აჯანსაღაბს, აგვამაღლებს მხოლოდ სიყვარული. შეიყვარე შენი თავი უპირობოდ..

2.
საკუთარ ცხოვრებაზე, საკუთარ ფიზიკურ და სულიერ მდგომარეობაზე 100% პასუხისმგებლობა აიღო შენს თავზე.. განთავისუფლდე ილუზიისგან რომ ვინმე მოვა, ღმერთი, მესია ან მეოთე განზომილება ან მეხუთე, სიკვდილის შემდეგ რაიმე შეიცვლება, რომელიღაც პლანეტა გადავა სადღაც სახლში უკეთესად იქნებით და ა.შ.. )) თქვენ ხართ ყველაფერი, თქვენშია ყველაფერი, და თუ რაიმეს ელით (ჯერ კიდევ ელით) უბრალოდ თქვენში მოძებნეთ. სრული პასუხიმგებლობის აღება საკუთარ შინაგან და გარეგნულ ცხოვრებაზე არის ძალიან დიდი ნაბიჯი ჩემი აზრით..

3.
მედიტაცია. მედიტაცია ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა ვიბრაციის ამაღლებისთვის.. ლოცვა კიდევ უფრო ძლიერი, გონების გულში კონცენტრაცია. თუმცა ვისაც როგორ უნდა.. მთავარია ეს მდგაომრეობა ყოველ დღე გამოსცადოთ და გამოსცადოს ორგანიზმმა.

4.
ბუნებაში დიდი დროის გატარება, ძალიან დიდი დროის.. რაც უფრო მეტ დროს გაატარებთ ბუნებაში უკეთესია.. ბუნება თავისთავად მაღალი ვიბრაციაა.

5.
ფიზიკური აქტივობა. ცეკვა, ვარჯიში, პახოდებში უფრო ხშირი სიარული. ჯანსაღ სხეულში ჯანსაღი სულია.. ამ ფორუმზე ბევრი აკეთებს სხვადასხვა ვარჯიშებს, ოშოს მედიტაციებს, ხუთ ტიბეტელს. შეგიძლიათ შეურთდეთ smile.gif კიდევ იოგა, (სექსი მშვნიერია თუმცა თუ სულით არ გიყვართ ჩემი აზრით ისევ პახოდი ჯობია ან ცეკვა))) რაც უფრო აქტიურად იმოძრავებს სხეული, ბლოკებიც გაიხსნება და სხეულში მიძინებული ენერგიებიც გააქტიურდებიან.


6.
და ისევ პირველი, შეიყვარეთ თქვენი თავო სრულიად.. ამას თქვენს მაგიერ არავინ გააკეთებს, სამყარო შეგიყვარებთ როცა ტქვენ შეიყვარებთ თქვენ თავს. და სხვა ყველაფერ წვრილ წვრილ მცდელობებს, შედეგი არ ექნება თუ თქვენ თქვენი ტავი არ გეყვარებათ.. როდესაც უპირობოდ გიყვართ ტქვენი თავი, სრულიად, უფრო უახლოვდებით ტქვენს ნამდვილ მდგომარეობას რომელიც დავიწყებული გაქვთ. შეიყვარეთ თქვენი თავი ისეთებად როგორებადაც ახლა ხედავთ მას. რათქმაუნდა ილუზიაა ეხლა რასაც ხედავთ, მაგრამ თუ ამას არ მიიღებთ ის არ გაქრება, როცა მიიღებ გაქრება, და როდესაც შეიყვარებთ საკუთარ თავს უპირობოდ, ინდივიდუალური ცოდნა რაც ყველა ადამიანია, ის ინდვიდუალური უნიკალური გზა რასაც ყველა გავდივართ განათდება პირდაპირი მნიშვნელობით. შეიყვარო საკუთარი თავი მტელი გულით ეს არის საუკეთესო სულიერი პრაქტიკა რაც შეგიძლია გააკეთო.


smile.gif
თქვენც დაწერეთ თქვენი გამოცდილებები, რა დაგეხმარათ თქვენ პირადად და რას ურჩევდით სხვებს.. რა მეთოდებია ვიბრაციის ამაღლების კიდევ


ano
საინტერესოა კარგია მომეწონა l_daisy.gif
რა თმა უნდა შეიყვარეთ საკუთარი თავი, შენ თუ არ გიყვარს საკუთარი თავი ვერც იმას დაიჯერებ სხვამ რომ შეგიყვაროს, და საკუთარი თავი თუ არ გიყვარს სხვას როგორ შეიყვარებ? (ოშოს სიტყვებია და ვეთანხმები)

კიდევ ერთი რაღაც ჩანაწერი ვნახე "ყველაფრის პატიება ყველაფრის გაგება ნიშნავს, არ გავაკრიტიკოთ ადამიანები ეს ადამიანს მიიყვანს თვითგამართლებამდე და არანაირი შედეგი არ გვექნება.
მნიშვნელოვანია რომ ადამიანები გულწრფელად შევაქოთ" (ეს მგონი დეილ კარნეგის არის)

ჩემი აზრებს ახლა არ დავწერ კარნეგის დავწერ ძალიან მიყვარს
მას ხშირად მოყავს თავის წიგნში გამონათქვამები საინტერესო კონტექსტებში, პროგრამა დაწერა სიბილა პატრიჯმა და ეწოდება "ცხოვრების სიხარული", ეს არის შიშის და სასოწარკვეთილების ტრანსფორმაცია, დავიწყოთ ბრძოლა ჩვენი ბედნიერებისათვის, ოპტიმისტური კონსტრუქციული აზროვნების საფუძველზე. მას ეწოდება:
"სწორედ დღეს (ნაწყვეტი კარნეგის წიგნიდან)
1. სწორედ დღეს მე ვიქნები ბედნიერი, "ადამიანთა უმრავლესობა დაახლოებით იმდენადაა ბედნიერი, რამდენადაც მყარად გადაწყვიტეს ყოფილიყვნენ ბედნიერნი."_ ლინკოლნი.
2. სწორედ დღეს ვეცდები იმ ცხოვრებას მივესადაგო რაც გარს მახვევია _ და არ შევეცდები ყველაფრის ჩემს სურვილებთან მისადაგებას, მივიღებ გარემოს ისეთს როგორიც არის და შევეცდები შევეწყო მათ.
3. სწორედ დღეს მე ვიზრუნებ საკუთარ ორგანიზმზე. მე გავაკეთებ ვარჯიშებს, მოვუვლი სხეულს, სწორად ვიკვებები, ვეცდები არ მივაყენო ზიანი ჩემს ჯანმრთელობას, არ უგულებელვყო იგი, რათა ჩემი ორგანიზმი გახდეს იდეალური მანქანა ჩემი მოთხოვნების შესასრულებლად.
4. სწორედ დღეს მე ვეცდები ყურადღება დავუთმო ჩემი გონების განვითარებას, მე რაიმე სასარგებლოს შევისწავლი. მე არ ვიზარმაცებ. მე წავიკითხავ იმას რაც მოითხოვს ძალისხმევას, გააზრებას და კონცეტრირებას.
5. სწორედ დღეს მე შევუდგები ზნეობრივ თვითსრულყოფას. ამისთვის მე განზრახული მაქვს 3 საქმე განვახორციელო: ვინმეს რაიმე სასარგებლოს გავუკეთებ, ისე რომ მან ამის შესახებ არ იცოდეს: მე სულ ცოტა ორ საქმეს გავაკეთებ, რომელთა გაკეთებაც არ მინდა _ უბრალოდ ვარჯიშისთვის.
6. სწორედ დღეს მე ყველას მიმართ კეთილგანწყობილი ვიქნები. მე ვეცდები რომ რაც შეიძლება უკეთესად გამოვიყურებოდე, შეძლებისდაგვარად ჩავიცვამ იმას რაც ყველაზე მეტად მიხდება წყნარი ხმით ვისაუბრებ, თავაზიანად მოვიქცევი, გულუხვი ვიქნები შექებაში, ვეცდები არავინ გავაკრიტიკო, შარი არავის მოვდო და არ შევეცდები ვინმეს ხელმძღვანელობას და ვიღაცის გამოსწორებას.
7. სწორედ დღეს მე ვეცდები ვიცხოვრო დღევანდელი დღით, არ შევეცდები უცბად გადავწყვიტო მთელი ჩემი ცხოვრების პრობლემა. 12 საათის განმავლობაში მე ისეთ რამეებს გავაკეთებ, რომელნიც შოკში ჩამაგდებდნენ, თუ მთელი ცხოვრება მათი გაკეთება მომიწევდა.
8. სწორედ დღეს მე მოვხაზავ ჩემი საქმეების პროგრამას. მე ჩავიწერ, თუ ყოველ საათს რის გაკეთებას ვაპირებ, შესაძლოა ზუსტად ის ვერ შევასრულო მაგრამ მე მას შევადგენ. ეს ამარიდებს 2 ბოროტებას ნაუცბათეობას და გაუბედავობას.
9. სწორედ დღეს ნახევარ საათს სიმშვიდეში და მარტოობაში გავატარებ და მოდუნებას შევეცდები.
10. სწორედ დღეს მე არ შემეშინდება ბედნიერად ყოფნის, სილამაზით ტკბობის, სიყვარულის და იმაში დაჯერების, რომ იმათ რომელნიც მე მიყვარს, მეც ვუყვარვარ.
თუ თქვენ გინდათ საკუთარ თავში გამოიმუშაოთ გონება-განწყობილება, რომელიც მოგიტანთ სიმშვიდეს და ბედნიერებას, შეასრულეთ წესი პირველი:
იფიქრეთ და მოიქეცით გულმხიარულად და თქვენ სიცოცხლის სიხარულს შეიგრძნობთ."

რა ვიცი მგონი საკმაოდ კონკრეტული რჩევები არის ემოციების ტრანსფორმაციასთან დაკავშირებით
tikoroma
რჩევები მშვენიერი, შესრულება იკითხე biggrin.gif
რამდენჯერ დავიწყე biggrin.gif
ანნა
tikoroma

QUOTE
2.
საკუთარ ცხოვრებაზე, საკუთარ ფიზიკურ და სულიერ მდგომარეობაზე 100% პასუხისმგებლობა აიღო შენს თავზე.. განთავისუფლდე ილუზიისგან რომ ვინმე მოვა, ღმერთი, მესია ან მეოთე განზომილება ან მეხუთე, სიკვდილის შემდეგ რაიმე შეიცვლება, რომელიღაც პლანეტა გადავა სადღაც სახლში უკეთესად იქნებით და ა.შ.. )) თქვენ ხართ ყველაფერი, თქვენშია ყველაფერი, და თუ რაიმეს ელით (ჯერ კიდევ ელით) უბრალოდ თქვენში მოძებნეთ. სრული პასუხიმგებლობის აღება საკუთარ შინაგან და გარეგნულ ცხოვრებაზე არის ძალიან დიდი ნაბიჯი ჩემი აზრით..
earth
ისწავლე შენი სხეული და მართე ის. როცა რამეზე გაბრახდები არ მისცე მას სხეული დაგინგრიოს,–შემდეგი საფეხური იქნება ის, რომ არ გაბრაზდე.
სხეულის, გრძნობების მართვა ძალიან მნიშვნელოვანია.
ანნა
ხო კიდევ შენი ენერგეტიკული რეალობის მართვა smile.gif
ანუ რეალურად ჩვენ ტავად ვირჩევთ ყველაფერს, რა ენერგიებია გარშემო, რას მიიღებ და რაზე იტყვი უარს, ადრე ბრმად ვემორჩილებოდი ყველაფერს და ეხლა ვხედავ ნათლად. ყველაფერი ენერგიაა, ყველა გარემო, ყველა ადამიანი, ყველა სიტუაცია რაშიც ხვდები, რასაც აკეთებ,საჭმელი,მოქმედება,მუშ
ობა, მუსიკა,ადგილები. და ყველაფერს რომ განიხილავ დღის 24 საათში სად რა ენერგია გეხრჯება და რას იღებ, უბრალოდ საკმარისია უარი თქვა იმეებზე რასაც სარგებლობა არ მოაქვს.. და დაამატო ისინი რასაც მოაქვს. მაგალითად მედიტაცია, ცეკვა,სიმღერა. ესეთი რამეები ამაღლებს ვიბარციას.. და ისეთი რამ რაც ენერგიას გართმევს და უბედურს გხდის, ბევრი ადამიანი გაუცნობიერებლად მანიპულირებას ცდილობს ჩვენით და მათთან ურთიერთობაში რაღაცის შეცვლაც დიდ ცვლილებას გამოიწვევს. უბრალოდ კარგად უნდა დააკვირდე და სიღმსეულად დაინახო ყველა ასპექტი და აღიარო რა გხდის ბედნიერს და ის მეტი აკეთო. რას უსმენ ძალიან მნიშვნელოვანია, ხმა და საჭმელი ჩემი აზრით იდენტურია. თუ აუცილებელია რამის კეთება, მაგალითად სამხური, როგორ უნდა აამაღლო ენერგია, მაგალითად მუსიკას უსმინო პარლალურად. ყველაფერი გაანალიზო მთავარია და თვითონ მიხვდები რით გააუმჯობესო რომ უფრო ბედნიერი იყო. ეს გარე რეალობას რაც ეხება.
This is a "lo-fi" version of our main content. To view the full version with more information, formatting and images, please click here.
Invision Power Board © 2001-2024 Invision Power Services, Inc.