Help - Search - Members - Calendar
Full Version: სიცოცხლე ყველაფრის ფასად
ეზოთერიული ცოდნის ფორუმი > დამატებითი განყოფილება > თავისუფალი განყოფილება
tikoroma
არის თუ არა სიცოცხლე ყველაზე დიდი ფასეულობა, რაც ადამიანებს გაგვაჩნია და ღირს თუ არა მისი შენარჩუნება ყველაფრის ფასად? მაგალითად ეს ისტორია გამოდგება.
მაინტერესებს ეს ადამიანები გმირები არიან, კანიბალები თუ ...




1972 წლის ანდების ტრაგედია

რეისი 571 და 72 დაუსრულებელი დღე

გაზეთებში შემზარავი სტატიები იბეჭდებოდა, სადაც მათ კანიბალიზმში ადანაშაულებდნენ...

2013 წელს 41 წელი გავიდა 571-ე რეისის კატასტროფიდან, რომელმაც მსოფლიო შეძრა. 45 მგზავრისგან ცოცხალი მხოლოდ 16 გადარჩა. მათ არგენტინის ანდებში 72 დღე გაატარეს. საკვების უქონლობის გამო იძულებული შეიქნენ, დაღუპული მეგობრების გვამები შეეჭამათ...

ახალგაზრდა ურუგვაელ მორაგბეთა გუნდმა, რომელსაც ჩილეს დედაქალაქ სანტიაგოში უნდა ეთამაშა, თვითმფრინავი დაიქირავა. გაფრენამდე რამდენიმე დღით ადრე მორაგბეებს აცნობეს, რომ თვითმფრინავში 10 ადგილი თავისუფალი იყო და ახლობლების წაყვანაც შეეძლოთ...
ამინდის გაუარესების გამო პილოტი იძულებული გახდა, არგენტინის ქალაქ მენდოზაში დაფრენილიყო. მეორე დღეს კი გზა განაგრძო, თუმცა კურსი შეცვალა და დანიშნულების ადგილამდე ჩაფრენა შემოვლითი გზით (მენდოზა-კურიკო-სანტიაგო) გადაწყვიტა. თვითმფრინავი 5 ათასი მეტრი სიმაღლის ანდების ერთ-ერთი მწვერვალისკენ მიფრინავდა, მოულოდნელად ამინდი რომ გაუარესდა... შეჯახება საშინელი აღმოჩნდა. ორად გაპობილი თვითმფრინავის წინა ნაწილი თოვლზე სრიალს განაგრძობდა და სადაცაა საბედისწერო შეჯახება უნდა მომხდარიყო, რომ თოვლში ცხვირით ჩაესო და შეჩერდა.

პირველი დღეები

45 მგზავრიდან 12 დაიღუპა. გადარჩენილები კი უდაბურ ადგილას აღმოჩნდნენ, რომლის კლიმატი ურუგვაელთათვის უცხო იყო. მზე დღის ოთხ საათზე ჩავიდა და 15 საათს არ ამოსულა. ამას ერთვოდა ძლიერი ყინვა. პირველი ღამის გადატანა ყველამ ვერ შეძლო და 5 ადამიანი დაიღუპა.
კატასტროფაში მოყოლილთ ყველგან დაეძებდნენ, მეორე დღეს ურუგვაელებს ვერტმფრენის ხმაც კი მოესმათ, თუმცა მორაგბეთა თვითმფრინავის თეთრი კორპუსის თოვლში შემჩნევა შეუძლებელი აღმოჩნდა...

იძულებითი კანიბალიზმი

გადიოდა დღეები... კატასტროფაში მოყოლილთ ძლიერ ყინვასთან გასამკლავებლად არ გააჩნდათ თბილი ტანსაცმელი. საკვების მარაგიც, რამდენიმე ფილა შოკოლადი და მცირეოდენი ღვინო, მალე ამოეწურათ.
ტრაგედიის ერთ-ერთი მონაწილე იხსენებს: - როცა მარაგის ამოწურვის შესახებ შევიტყვეთ, ნანდო პარადომ უნებლიეთ წამოიძახა, რომ მზად იყო შეეჭამა პილოტები, რადგან ეს უბედურება სწორედ მათი ბრალი იყო. თუმცა თავიდან ამის გაფიქრებამაც კი ყველა შეზარა... შიმშილმა და სიცოცხლის შენარჩუნების მძაფრმა სურვილმა მალე ეს საკითხი კვლავ დასვა დღის წესრიგში. პირველი, ვინც ამის გაკეთება შეძლო, რობერტო კანეზა იყო, - მან გვამს ხორცის რამდენიმე ნაჭერი მოაჭრა და... ამის შემდეგ სიკვდილის პირას მისულნი წინასწარ იძლეოდნენ უფლებას, რომ გარდაცვალების შემთხვევაში მათი გვამები საკვებად გამოეყენებინათ.

ზვავი

კატასტროფიდან მეთვრამეტე დღეს შემზარავი გრუხუნი გაისმა. ეს ზვავის ხმა იყო... თოვლი პირდაპირ თვითმფრინავის კაბინაში შევარდა და რამდენიმე წამში იქაურობა ამოავსო. ზვავმა 8 ადამიანი იმსხვერპლა. ცოცხალი მხოლოდ 19 დარჩა. მიუხედავად მსხვერპლისა, ზვავმა დადებითი როლიც შეასრულა - თვითმფრინავს ღია მხარე ჩაუხერგა, საიდანაც სიცივე აღარ შემოდიოდა. ისიც "კარგი" იყო, რომ კიდევ 8 გვამით დაახლოებით თვე-ნახევრით შეეძლოთ არსებობა...

ხსნის გზა

კატასტროფიდან ორი თვის შემდეგ 45 მგზავრისგან ცოცხალი დარჩა მხოლოდ 16.
სასოწარკვეთილი ნანდო პარადო ხვდებოდა, რომ ამ უბედურებისგან თავის დაღწევის გზა როგორმე უნდა მოეძებნა... ამ სურვილს ისიც აძლიერებდა, რომ ჯერ კიდევ ხელუხლებელ გარდაცვლილთა შორის მისი დედა და დაც იყვნენ, მალე მათი შეჭმაც გარდაუვალი გახდებოდა. პარადოსთან ერთად რობერტო კანეზამ და ანტონიო ვისენტინიმ რამდენიმე დღის სამყოფი ხორცით ჩანთები გაავსეს და გზას გაუდგნენ. საღამოობით სვლას წყვეტდნენ და საძილე ტომრებში ითბუნებოდნენ. სამი დღის შემდეგ ვისენტინი დაუძლურდა და პარადომ სთხოვა, უკან დაბრუნებულიყო. გზა მხოლოდ ორმა განაგრძო. გაყინულ ფერდობებს ნელ-ნელა სიმწვანე ჩაენაცვლა, მაგრამ ეს მთლად სასიკეთოდ არ წაადგათ - სითბოში ხორცმა გაფუჭება დაიწყო...

მეცხრე დღეს მაიტენესის ხეობას მიადგნენ. მდინარის გაღმა კი ჩილელი ფერმერი შენიშნეს, თუმცა ღონემიხდილებმა ხმა ვერაფრით მიაწვდინეს. უკიდურესად დაუძლურებულებს მდინარის გადაცურვაც არ შეეძლოთ. მეორე დღეს ფერმერი კვლავ გამოჩნდა. მორაგბეებმა როგორღაც ძალა მოიკრიბეს და ხელ-ფეხის ქნევით შეეცადნენ ფერმერის ყურადღების მიქცევას. უცნობი მიხვდა, რომ ისინი განსაცდელში იყვნენ, გონიერება გამოიჩინა და მორაგბეებს ქვას გამობმული ფანქარი და ქაღალდი გადაუგდო. მორაგბეები გადარჩენის იმედს ჩაეჭიდნენ და აკანკალებული ხელით ფურცელზე დაწერეს თავიანთი უბედურების ამბავი. შემდეგ უკანასკნელი ძალა მოიკრიბეს და ფურცელი უკანვე გადაუგდეს... ფერმერმა სერხიო კატალანომ მაშველებს უხმო...
ცოტა ხანში კატასტროფის ადგილას ვერტმფრენების ხმა გაისმა, მათ მეგზურად ნანდო პარადო მიჰყვებოდა...

ცხოვრება გადარჩენის შემდგომ

სამშობლოში დაბრუნებულებს ზიზღით ხვდებოდნენ, გაზეთებში შემზარავი სტატიები იბეჭდებოდა, სადაც მათ კანიბალიზმში ადანაშაულებდნენ...
ყოველი წლის 22 დეკემბერს, 571-ე რეისის გადარჩენილი მგზავრები იკრიბებიან და 72 დაუსრულებელ დღეს იხსენებენ. ამით ისინი დაღუპულ მეგობრებს მიაგებენ პატივს.

კონსტანტინე ბარამია
ისტორიის ბაკალავრი
ჟურნალი "ისტორიანი", მარტის ნომერი
http://www.kvirispalitra.ge/history/20880-...s-tragedia.html
elli
გურიაში იტყვიან: გაჭირვება მანახე და გაქცევასაც განახებო. ეგ რა თქმა უნდა ხუმრობით, თუმცა არც მთლად ხუმრობით. პრინციპში ყველა ისე იბრძვის არსებობუსთვის როგრც ქაჩავს.
earth
tikoroma
QUOTE
გაზეთებში შემზარავი სტატიები იბეჭდებოდა, სადაც მათ კანიბალიზმში ადანაშაულებდნენ...
ასეთები ვართ ადამიანები, მარტო სხვის დადანაშაულობას ვცდილობთ. ჩვენი თავი რომ წარმოვიდგინოთ მსგავს სიტუაციაში, აი რა არ შეგვიძლია.
QUOTE
მაინტერესებს ეს ადამიანები გმირები არიან, კანიბალები თუ ...

...გადარჩენისთვის მებრძოლნი.

ხო მე რომ ვყოფილიყავი, ასიანია პირველივე დღეს გავიყინებოდი, მათ ვეტყოდი შემჭამეთ, რომ თქვენ გადარჩეთ მეთქი biggrin.gif
ანნა
გააჩნია რას ანიჭებ უპირატესობას, რაზე ოცნებობ, სად გეგულება ყველაზე ძვირფასი რაშიც გიდნა რეალიზდე ცხოვრებაში თუ ცხივრების მიღმა.
რავი,
მე ლიჩნათა ძმაო, მკიდია ეს ცხოვრება.. სიკვდილის შიში ვრაღაც პონტში ამქვს და რეფლექსურად რაღაც მინიმალური თვითგადარჩენის ინსტიქტი შეიძლება გამოვალინო, მაგრამ რამდენიმე წუთი თუ გავა და მაგ რეფლექსის მიღმა გავცნობეირდები სიამოვნებით მოკვდები :დდდ

სიცოცხლე არის ანარეკლი, არაფერი, ფშუტ.. ყველაფერი თავად ადამიანია და ადამიანი შთაბერავს ან არ შთაბერავს ცხოვრება ემოციას ან აზრს.. ანუ მე. ხო და არ ღირს.. ჩემთვის არ ღირს. სიყვარულისთვის კი სიკვდილიც და დაბადებაც ღირს.

ყოფნა არ ყოფნის საკითხზე ჩემი პასუხია, სიყვარული smile.gif
ანნა
სიცოცხლე უბრალოდ სიზმარია.
Dondariable
ციტატა
არის თუ არა სიცოცხლე ყველაზე დიდი ფასეულობა

არა რასაკვირველია.

არ უდნა შეინარჩუნო სიცოცხლე ყველა ფასად.
Dondariable
ყველაზე დიდი ფასეულობა ღირსეული სიკვდილია.
tikoroma
მეც გავიყინებოდი, იმიტომ აქ ზაფხულშიც ვიყინები ხანდახან biggrin.gif ისე კი ვერ ვჭამ ხორცს, თორემ ადამიანისასაც შევჭამდი თუ დამჭირდებოდა, ალბათ biggrin.gif



ხაფანგში მოყოლილი მელა (შეიძლება სხვებიც) გადაიღრღნის ხოლმე ფეხს და გარბის ხაფანგიდან. შეიძლება ეს "ყველაფერზე წასვლა" შიშის ინსტიქტია, ვიდრე ვაჟკაცობა..

კიდევ ერთი ისტორია:
აი, პოლევოი იყო კიდევ, მეორე მსოფლიო ომის საბჭოთა გმირი (თუ ეს ავტორი იყო წიგნის, აღარ მახსოვს გვარი). თვითმფრინავი ჩამოვარდა და პილოტმა დასახიჩრებული ფეხებით მგონი რამდენიმე კვირა იხოხა ტყეში, გამოაღწია, გადარჩა, ორივეფეხმოკვეთილმა პროთეზებით განაგრძო ფრენა. ეგეც გმირი იყო biggrin.gif
tikoroma
Dondariable
ციტატა
ყველაზე დიდი ფასეულობა ღირსეული სიკვდილია.
ღისეული სიკვდილი გასაგებია უფრო მეტად.
მაგრამ აი ადამიანის გვამი ხომ არავის სჭირდება და რატომ არ უნდა გამოეყენებინათ საკვებად თუკი ეს სიცოცხლეს შეუნარჩუნებდათ?
მანდ უღირსი რა არის?
earth
მე ვერ ვხედავ ამ შემთხვევაში უღირს საქციელს.
თან როცა ასე ცივა იქ საკვების უქონლობა სიკვდილია.
მე შეიძლება მოვმკვდარიყავი, მაგრამ სხვას ვერ დავადანაშაულებ.
elli
earth
გეთანხმები მეც მოვკვდებოდი ზუსტად ვიცი, მაგრამ ვერც იმათ დავადანაშაულებ, ამ მიწაზე ყველა აესებობისთვის იბრძვის
Dondariable
tikoroma
ციტატა
მაგრამ აი ადამიანის გვამი ხომ არავის სჭირდება და რატომ არ უნდა გამოეყენებინათ საკვებად თუკი ეს სიცოცხლეს შეუნარჩუნებდათ?
მანდ უღირსი რა არის?


არც არაფერი.

მე თანახმა ვარ ჩემმა ცხედარმა სხვებს სიცოცხლე შეუნარჩუნოს.
თუნდაც შეჭამონ.


მაგრამ ჩემი მხრივ, ამ გადმოსახედიდან, თუნდაც ძმაკაცის გვამს არ შევჭამდი და სიკვდილს ვამჯობინებდი.
მაგრამ საქმე საქმეზე შეიძლება ძმაკაცი ცოცხლადაც შემეჭამა biggrin.gif
არ ვიცი
td.........
ამ ტემაზე ფილოსოფოსობა ადვილია სანამ არ აღმოჩნდები მსგავს სიტუაციაში. მე მყავს ნანახი ხალხი მთაში, 3000 მეტრს ზემოთ რა ემართება ხოლმე ზოგიერთს... იქ ჟანგბადი გაიშვიათებულია და ტვინი სხვანაირად იწყებს მუშაობას, ზოგს პანიკა ეწყება, ზოგი მანამდე ბულკივით რო იქცეოდა აგრესიას ვეღა ფარავს... მოკლედ კრიტიკულ სიტუაციაში ამდენს ვერ იფილოსოფოსებ...

მეც სიკვდილს ვისურვებდი, მაგრამ შEიძლება თვითგადარჩენის ინსტინკტი ჩამრთვოდა და შემეჭამა ვინმე, თუმცა მეეჭვება, გულისრევა მომკავდა მაინც! biggrin.gif
elli
იცით რა გამახსენდა? ამას წინათ ეკლესიის ეზოში ერთი ჩემი ახლობელი მამაოს ესაუბრებოდა თურმე. შემოდიოდნენ ვიღავ_ვიღაცეები და გამალებით იწერდნენ პირჯვსრს. გახედა მამაომო და ჩაეცინაო, ეს ხალხი პარსკევს და ოთხშაბათს ყველს არ ჭამენო, მაგრამ ორი კილო ყველისთვის ერთმანეთს შეჭამენო.
elli
იცით რა გამახსენდა? ამას წინათ ეკლესიის ეზოში ერთი ჩემი ახლობელი მამაოს ესაუბრებოდა თურმე. შემოდიოდნენ ვიღავ_ვიღაცეები და გამალებით იწერდნენ პირჯვსრს. გახედა მამაომო და ჩაეცინაო, ეს ხალხი პარსკევს და ოთხშაბათს ყველს არ ჭამენო, მაგრამ ორი კილო ყველისთვის ერთმანეთს შეჭამენო.
This is a "lo-fi" version of our main content. To view the full version with more information, formatting and images, please click here.
Invision Power Board © 2001-2024 Invision Power Services, Inc.