Help - Search - Members - Calendar
Full Version: სიყვარული დაავადებაა?
ეზოთერიული ცოდნის ფორუმი > დამატებითი განყოფილება > თავისუფალი განყოფილება
tikoroma
სიყვარული ფსიქიკურ დაავადებათა სიაში შეიყვანეს


სიყვარული ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიაზაციამ ფსიქიკურ დაავადებათა სიაში ოფიციალურად შეიყვანა და საკუთარი ნომერიც მიანიჭა - F63.9.
თავისი მახასიათებლებით, სიყვარული ისეთ დაავადებათა რიცხვში შედის, როგორებიცაა ალკოჰოლიზმი, ტოქსიკომანია, კლეპტომანია და ა. შ. მედიკოსების თქმით, დაავადება სიყვარულის სიმპტომებია: აკვიატებული ფიქრები, ხასიათის ხშირი ცვალებადობა, საკუთარი თავის შეცოდება, უძილობა, იმპულსური ქცევა, არტერიული ჰიპერტენზია, თავის ტკივილი, ალერგიული რეაქცია, არითმია, და აკვიატებული იდეის სინდრომი.
ამასთან, მექსიკის ნაციონალური ავტონომიური უნივერსიტეტის პროფესორ მონტემაიორ ფლორესის განცხადებით, დაავადება სიყვარულს ფიზიოლოგიური მიზეზები იწვევს და მისი ხანგრძლივობა 4 წელია.

http://frontnews.ge/ge/news/50592

რამდენიმე ხნის წინ მივედი ამ დასკვნამდე, რომ ხლოვნურად შეიძლება სიყვარულის გამოწვევა, მაგალითად ემოციურ პლანზე ზემოქმედებით და ასევე შეიძლება მისგან განკურნებაც. მე ადამიანის სხეულს კარგად არ ვიცნობ და იქნებ ფიზიკური ჩარევითაც შეიძლება ამ შედეგების მიღწევა, როგორც "ბდნიერების შეგრძნების" გამოწვევა და ა.შ. ამ თემებზე გვისაუბრია ადრე.

სიყვარულის საერთო გაგება - რელიგიით მოწოდებული სიყვარული, ღმერთი სიყვარულია, სიყვარული მარადიულია და ა.შ. საქართველოში (ნუ სადაც მე თვალი მიმიწვდება და დაკვირვბა შემიძლია) ფუჭი სიტყვებია, სხვადასხვა მსოფლმხედველობებში გაჟღერებული უპირობო სიყვარული მაგრად ეშლებათ ხოლმე ერთმანეთი რომ მოსწონთ იმაში, და ხშირად მართლაც აკვიატებაში.

ეს ორი ცნება უნდა გაირჩეს ჯერ ერთმანეთისგან, ამიტომ ამ სტატიის ავტორი უღმერთოა და ქართველობას გვართმევენ კომენტარები სიცილს მგვრის.
თქვნს აზრს ველოდები smile.gif
earth
თავიანთი თავი არ შეიყვანეს ავადმყოფთა რიცხვში?
სხვა საქმე არა აქვს კაცო ამ ხალხს?
tikoroma
რატომ ირზ?
td.........
ესეიგი მე ტანდაყოლილი შიზოფრნიკი ვარ! biggrin.gifbiggrin.gif კი მქონდა ეჭვი... რათქმაუნდა უპირობო სიყვარული და მიციერი სიყვარლი იქნება ეს 2 ადამიანს სჯორის, დედა-სჰვილური, ტუ ბებაი-სჰვილისჰვიური ან სხვა თუნდაც მეგობრული ან მეზობლური აბსოლუტურად სხვადასხვ რაღაცაა.. უპირობო სიყვარულს არაფერი აქვს სსაერთო მიცეირ ემოციებთან.
Atm@n
კი, ნამდვილად დაავადებაა ის, რასაც სიყვარულს უწოდებენ და რეალურად მანიაა, მიჯაჭვულობაა და სხვა ადამიანის ფლობის სურვილია (სხვადასხვა პლანზე). ვიცნობ ასეთ ავადმყოფებს უკიდურეს ფორმაში და სამკურნალოები არიან.
narilla
დიდი საშიში რამეა სიყვარულის დაავადებად გამოცხადება. რახან ყველა დაავადებას თავისი სამკურნალო წამალი უნდა მოუძებნონ,ამ წამალის გამოგონებაც გახდება საჭირო biggrin.gif ზოგჯერ სიყვარული დაავადება კი არა წამალია smile.gif

"სიყვარულის სიმპტომებია: აკვიატებული ფიქრები, ხასიათის ხშირი ცვალებადობა, საკუთარი თავის შეცოდება, უძილობა, იმპულსური ქცევა, არტერიული ჰიპერტენზია, თავის ტკივილი, ალერგიული რეაქცია, არითმია, და აკვიატებული იდეის სინდრომი." - ოფიციალურად ვიმკურნალე ამ სიმპტომების აღმოჩენის შემდეგ. მკურნალობა ფსიქოლოგთან! smile.gif
ანნა
სიყვარული ჭეშმარიტებაა და ის გვანთავისუფლებს ჩვენ ^^

სიყვარული აგვამაღლებს, ფრრრრრრრრრრრრრრრრრრრრ, სიყავრული ფრენაა დააავადება არააა, დაავადება ცხოვრება და ადამიანის ტვინიდა ეს რეალობაა აქაურობის რწმენა სიაყვრული თავისუფლებაა, მე ასე მესმის smile.gif
ანნა
სიყვარული თავად რეალობის ფორმაა, ცნობიერების ეტაპია და აქ ერთიანდება ქრისტრინობაც ყველა რელიგიაც და საერთოდ ყველაფერი. აი ჩემთვის განუყოფელია სიაყვრული, მე, თავისუფლება თვად მე ვარ ეს ყველაფერი... სიყვარული თუ არ ანთავისუფლებს ამ მატრიციდან და საკუთარი თავისგან ეგ სიაყვრული არ არის.. ყველა ადამიანი, უფრო სწორედ ყველა სული სიაყვრულია და ის ჩვენს გულებშია ჩამლალულიდა ერთხელაც იღვიძებს და მერე თავისუფლდებიდა სიაყვრული თავისუფლებაა ამიტომ smile.gif

ქალის და კაცის სიყვარულზე კი აღარც ვიცი რა Vტქვა, იმდეჯერ მეგონა ვიღაც მიყვარდა და მერე ყველაფერი გაქრა,, უბრალოდ გაქრა ყველა ის ადამიანი ჩემი ცნობიერებიდან და ახლა მხოლოდ მე ვარდა თავისუფლება.. ვფიქრობ ვისთანაც ღმერთს იზირებ შენი სულით ის გიყვარს.. სიყვარული სიყვარული მშვენიერია, აუცილებელია, ამის გარეშე ჯოჯოხეთში ვართ, ამაზე უარესი ჯოჯოხეთი რაღ უნდა იყოს სადაც ვართ.. სიყვარული ანთავისუფლებს, მინდა ესეთი სიაყვრული, ვგრნობ რომ ვარდა ვარსებობ მხოლოდ ბოლომდე ჯერ ვერა
tikoroma
დაავადება შეიძლება ხმამაღლა ნათქვამია, თუმცა თუ დეპრესია დაავადება, მაშინ სიყვარულიც ემოციური მდგომარეობაა და საერთო ბიოლოგიურ პროცესებს იწვევს
ყოველ შემთხვევაში, მომწონს რომ ამ კუთხით განიხილავენ.
Cyber
narilla
დიდი საშიში რამეა სიყვარულის დაავადებად გამოცხადება. რახან ყველა დაავადებას თავისი სამკურნალო წამალი უნდა მოუძებნონ,ამ წამალის გამოგონებაც გახდება საჭირო ზოგჯერ სიყვარული დაავადება კი არა წამალია

QUOTE
"სიყვარულის სიმპტომებია: აკვიატებული ფიქრები, ხასიათის ხშირი ცვალებადობა, საკუთარი თავის შეცოდება, უძილობა, იმპულსური ქცევა, არტერიული ჰიპერტენზია, თავის ტკივილი, ალერგიული რეაქცია, არითმია, და აკვიატებული იდეის სინდრომი." - ოფიციალურად ვიმკურნალე ამ სიმპტომების აღმოჩენის შემდეგ. მკურნალობა ფსიქოლოგთან!

ანუ 2 სიტყვით მიჯნურობის სიმპტომია გახელება : )
tikoroma
მიჯნური შმაგსა ქვიაო შოთამ არა თქვა?
tikoroma
შმაგი თუ არ იყო ტარიელი, რას გადაუხსნა თავები მათრახით როსტევანის უდანაშაულო მსახურებს?
earth
tikoroma
QUOTE
რატომ ირზ?


იმიტომ რომ გვმართავენ, რასაც უნდა იმას გვეუბნებიან, მართალი ტყუილადაა ქცეული და ტყუილი მართლად. ხდება ისეთი დაპროგრამება ყველა სფეროში, ყველა საკითხში, რომ თვით ყოვლისმცოდნეც კი იბნევა და ვერ გაიგებ რა წაიკითხო, რა დაიჯერო და სად დაიმალა სიმართლე.

სიყვარული, რა სახის სიყვარულზეც აქაა ლაპარაკი არის ადამიანური, ბუნებრივი მოვლენა საუკუნეების მანძილზე. ახლა თუ ვინმეს შიზოფრენია სჭირს და გამოვლინდა მაშინ, როცა ვინმე შეიყვარა, მთელი კაცობრიობა რა შუაშია.

ოჰ, ეს უსასრულოდ დიდი ინფორმაციის წყარო ინტერნეტი, გვაძლევს და გვაძლევს ინფორმაციებს, ფრთხილად მატრიცა მართლაც უკვე მუშაობს. გვაზომბებენ...
tikoroma
earth
რა არის იცი? ბევრი ყველაფერს ამართლებს სიყვარულის სახელით, გადაეკიდებიან ერთმანეთს, ოჯახს, მეგობრებს ერთი ბიჭის ან ერთი გოგოს გულისთვის. აქ საყოველთაო "მოყვასის სიყვარულზე" არაა საუბარი. ამ დროს ეს რაღაც ბიოლოგიური პროცესია ტვინში და სხეულში - აკვიატება და თვითდარწმუნება და ათასი რაღაც.
მე პირიქით ვფიქრობ: თუ ადამიანებს ეცოდინებათ რომ ნებისმიერი გრძნობის გამოწვევაა შესაძლებელი ხელოვნურად, სიყვარულის, ბედნიერების, დეპრესიის, სიხარულის და საერთოდ ყველაფრის. ნაკლებად მართული იქნებიან და ნაკლებად მოყვებიან სენტიმენტალური ზემოქმედების ქვეში, რაც ხირად ხდება რეკლამების, ფილმების, პოლიტიკური გამოსვლების საშუალებით.
Vasilius
Jer erti rogor sheizleba gmertis sikvarulis, dedashviluri sikvarulis da kacis da qalis sikvarulis gaigiveba? Dedashviluri sikvaruli instiqturia da sul sxva fenomemia ! Dedas Ar vafasebt fizikuri tu sulieri monacemebit da Ar virchevt! Arc shvils! Gmertis sikvaruli kidev ufro sxva fenomemia da sul sxva ragaceebtan aris dakavshirebuli da sxva tskaroebidan mimdinareobs. Ertadert adamians vicnob egets visac gmerti martla ukvars da zalian sasacilod gamoikureba. Rasac hqvia tetri kvavia ( ratqmaunda mgvdeli Ar aris 😉) da imdenad sxva samkaroshia, imdenad satnoa, rom tan mshurs da tan mecodeba! Danarchenebisagan ki gmertis mimart mxolodmxolod pirvelkofili shishi daminaxavs, gautvitcnobierebeli da brma. Aba rogor sheizleba adamians biblia Ar hqondes tsanakitxi da gmertze an mis sikvarulze me melaparako?igive kerptakvanismcemloba Ar gamodis? Ho, da kidev axali mimdinareoba sheikvanet , patriarqis sikvaruli 😃 sadhehrzeloebsac xom svaven patriarqis ?😃 Vai dedaaa!!!
Axla ki qalisatvis da kacis sikvarulze, albat sheizleba mag mdgomareobis fsiqikur ashlilobastan miaxloveba, tumca me Ar vetanxmebi, radgan zalian didi xania mikvars 1 adamiani, igi chemi 1 sikvaruli iko da me2 coli gaxda. Klaselebi vikavit da zalian mikvarda, me 10 klasis mere Ar menaxa 16 tseli da rom vnaxe, me 2 jer shemikvarda.axla chemi colia da me3 d mikvars anu ukve sxva, ufro magal aspektshi da es kvelaferia ertad - ltolvac, fiziologiac, fluidebic, sexsic, sulierebac, michvebac, megobrobac da pativiscemac! Igivenairi giji var, rac vikavi mis mimart tu meti ara. Anu eg daavadeba kiaraa, shenze, shens inteleqtze, shens sulierebaze da ratqmaunda meore naxevris igive tvisebebzea damokidebuli, kidev gulaxdilobaze da samartlianobaze!!! Chemi azrit ratqmaunda ....

td.........
უპირობო სიყვარული არის ყოველივე რაც არის, რაც ქმნის და რაც სიცოცხლეს სზენს ყველაფერს.. დანარჩენი რასაც ადამიანები დედამიწაზე სიყვარულს ვეძხით არის ქიმიური რეაციები ჩვენს ორგანიზმში ან ფსიქიური გადახრები.. smile.gif ხო , ნუ კიდევ არსებობს გენეტიკური ამბებიც, მაგარმ ეგეც ფსიქო-ქიმიური პროცესების შედეგია. ამიტომ იდეალური ვარიანტია, როდესაც წმინდა ფიზიკურ მოვლენას თან ერთვის ღვთიური ნაპერწკალიც.. biggrin.gif
Vasilius
gushin vkitxulobdi, cda chaatares mortsmune da aramortsmune tipebze da gamochnda , rom mortsmuneebs dnm-is doneze aqvt geni imisa, rom stsamdet ... sainteresoa...


tikoroma
Vasilius
ეგ მართლა საინტერესოა. თუმცა იმედია ყველა რელიგიის და რწმენის ადამიანს აქვს ასე და მხოლოდ მართლმადიდებლები არ შეუმოწმებიათ
John Dee
უვარჯიშებელი მარჯვენა ტვინის პრობლემაა
natuka
ემოციური დონეზე კი smile.gif) სიყვარული როგორც მდგომარეობა არა smile.gif)
Existence
სიყვარული არის ერთიან ცნობიერებაში დამაბრუნებელი ყველაზე იაფი , მარტივი და სასიამოვნო ბილეთი smile.gif))))) - აკულტივირეთ ყოველ დღე და ეს გახდება ძალა რომელიც ისეთ პრობლემებს მოგიგვარებთ რომელსაც მთელი ცხოვრება ეჭიდავებოდით.
ichi
QUOTE(Existence @ 25th August 2016 - 11:14 PM) *
აკულტივირეთ ყოველ დღე

რას ნიშნავს ეს ფრაზა?
Kurame
ამ სამყაროში ერთადერთი რაც მხიბლავს სიყვარულის გრძნობის დანახვაა ადამიანებში. ამათ კიდე დაავადებად აღიარეს. მალე ალბათ წამალსაც გამოიგონებენ ,, ანტისიყვარულიცინის " ან რამე ამდაგვარს ^_^
Existence
ichi

QUOTE(blue_velvet @ 26th August 2016 - 11:07 AM) *
რას ნიშნავს ეს ფრაზა?



ერთი ადამიანია ოლმეკი ადრე ამ ფორუმზეც იყო მე მასთან ,,ვარჯიშობ'' თუ შეიძლება ასე ითქვას და მისი მეშვეობით მივიღე ის ინფორმაცია რამაც ჩემი ცხოვრება ერთ წელიწადში რადიკალურად გადაალაგა, მე რეალურად გიჟი ვიყავი ისეთი შინაგანი დიალოგები მქონდა, ღამე მეღვიძებოდა და ტვინი თავისით რაღაცეებს ლაპარაკობდა ვიღაცეებთან .... ძალიან ცუდი შეგრძნება იყო ეს ყველაფერი, შინაგანი დიალოგებს , წყენებს და აშ თავისი მიზეზი აქვს და ამის უმთავრესი გამომწვევი მიზეზია შიში, შიში იმისა რო მომავალში რაღაც ცუდად იქნება ისე არ წავა როგორც შენ გინდა , ვიღაც გაწყენინებს ცუდად მოიქცევა , სიტუაცია ცუდად დალაგდება , ან შენ ცუდად გამოჩნდები ... სამყაროსთან შინაგანი შეუთანხმებლობა იწვევს ემოციურ აარსტაბილურობებს და შინაგან დაძაბულობებს

სიყვარულის პრაქტიკის სწორმა შესრულებამ ანუ ამ გრძნობის ხშირად გამოწვევამ ჩემ თავში (ქვევით დავდებ ლინკებს როგორ კეთდება ) გააკეთა ის რაც 5 წლის მანძილზე ჩემი ეზოთერიკაში მიდებ მოდებით არცერთ სხვა მეთოდს თუ პრაქტკას არ გაუკეთებია

სიყვარულის პრაქტიკა ისწავლება ასევე ძილის დროს სულიერ აშრამებში და შეიძლება ძალიან ბანალურად ჟღერს როცა ამაზე კითხულობ მაგრამ რეალურად ეს მთელი მეცნიერებაა.. ამ სიტყვების სისწორეს და აზრს მხოლოდ პრაქტიკოსები მიხვდებიან

ასევე მქონდა 40 მეტი სხულიდან გასვლა და ინფორმაციე რომელიც მოდის მასწავლებლებიდან უმრავლეს შემთხვევაში ამ პრაქტიკის დახვეწას ემასხურება რადგან ეს არის უმოკლესი გზა როგორც მატერიალური (მატერიალურ პრობლემებს რო აგვარებს სიყვარული ამის მაგალითიც მე ვარ თავად და ამას არ დავიჯერებდი ჩემ ტავზე რო არ გამომეცადა როგორ ლაგდება სიტუაციები არა პირადი ძალისხმევით და ოფლით არამედ ამ გრძნობაში ყოფნით ) ისე სულიერი პრობლემების მოგვარებაში


რეალურად რო აღიქვა ეს მთელი სურათი პრაქტიკოსი უნდა იყო მე რაც შემეძლო ეხლა გადმოგეცი ჩემი გამოცდილება მაგარამ ეს მხოლოდ ზღვაში წვეთია

http://olmek.ru/Sikvarulis%20praqtika.htm

http://olmek.ru/Naguali%20saubari%202.htm
tikoroma

ციტატა(Existence @ 9th September 2016 - 11:04 PM) *
ღამე მეღვიძებოდა და ტვინი თავისით რაღაცეებს ლაპარაკობდა ვიღაცეებთან ..

biggrin.gif ეს მეც გადავიტანე biggrin.gif
tikoroma
მიუხედავად ოლმეკისადმი კრიტიკული დამოკიდებულებია, ვაღიარებ რომ მაგრად მუშაობს ე.წ. "სიყვარულის" პრაქტიკა. მაგრამ ჯერ უნდა აღიარო ადამიანმა, რომ შენი ბრალია შენი პრობლემები. სანამ სხვაში ეძებ "დამნაშავეს', ადამიანებში, ბედში, ცხოვრებაში, საზოგადოებაში ...ვერაფერს მიაღწევ.

უბრალოდ უნდა სცადო გიყვარდეს ყველა და ყველაფერი. ძალიან მარტივია დაწყება ჯერ მხოლოდ სიტყვით მიმარტVა - მიყვარხარ. მერე იწყება სასწაულები smile.gif
ichi
Existence
მაშ ასე: – საჭიროა ყურადღება მივმართოდ ნებისმიერი უცნობი ან ნაცნობი ადამიანის მიმართ რომელიც სიარულისას ჩვენი თვალთახედვის არსეში ხვდება და განვიცადოთ მის მიმართ სიყვარულის გრძნობა. ამ გრძნობის გამოსაწვევად შეგვიძლია აზრობრივად წამოვთქვათ სიტყვა "სიყვარული", ან "მიყვარხარ". საზოგადოებრივ ტრანსპორტში ყურადღებით მოვავლოთ თვალი ყველა იქ მყოფს და აზრობრივად ვუთხრათ მათ – "მიყვარხართ" და განვიცადოთ სიყვარული მათ მიმართ.

ლინკიდან ეს წავიკითხე.

ადამიანების საკუთარი მშობლები არ უყვართ და უცნობის სიყვარულზე რატომ ესაუბრები. მე მგონია ხელოვნურია ასეთი რამე.
თავს აძალებ თუ როცა გაგახსენდება ამას ამბობ. თქმა ადვილია მაგრამ რომ არ გიყვარს ან საერთოდ სიყვარული რა არის???????????????????????????????????????????????????????/
tikoroma
ichi
ვისაც არ უყვარს იმისთვისაა. თავიდან უბრალოდ იმ აზრს ეჩვევი,რომ ვიღაც უცნობი გიყვარს. არაა აუცილებელი ემოციურად განიცადო ეს. პრაქტიკა საწყის ეტაპზე უცნობებთან და უსიამოვნო ადამიანისადმი საკუთარ ნეგატიურ განწყობას და გაუცხოებას აქრობს.
ichi
tikoroma
მე პირადად ძალიან ხელოვნური მგონია
tikoroma
ასე ჩანს გარედან. ხელოვნურად იწყებ ნებისმიერ ვარჯიშს, ტავს ძალას ატან და მერე გადაგდის ჩვევაში.
tikoroma
ხელოვნურია უსიყვარულობის გრძნობაც - დაბადებიდან ვსწავლობთ, რომ ის გვიყვარდეს რაც ჩვენია - დედა, მამა, ოჯახი, სახლი, მანქანა, ვიძენთ მეგობრებს, რომლებსაც ბევრი საერთო აქვთ ჩვენთან. სულაც პირველები ისინი დამეგობრდნენ კლასშ ვინც ან ერთ მერხზე ისხდნენ, ან საერთო გზა ჰქონდათ სახლისკენ და მეტ დროს ატარებდნენ ერთად. biggrin.gif წლებია ასე ხელოვნურად ვყოფთ ადამიანებს, საგნებს და მოვლენებს. აბა ერთი ვცადოთ მათი გაერთიანებაც
Existence
ichi

თიკორომამ ამომწურავად გიპასუხა, ამას ან აკეთებ და შედეგს ნახულობ ან უბრალოდ არ აკეთებ ......

მეტს ვერაფერს დავამატებ.

Merlin
ქრისტემ თქვა: გიყვარდეთ მოყვასი თქვენი!

აქედან სრულიად ბუნებრივი დასკვნა უნდა გამოვიტანოთ. გიყვარდეთ ნიშნავს, რომ არ გიყვარს და უნდა შეიყვარო. უნდა შეიყვარო ნიშნავს იმას რომ ძალისხმევა უნდა გამოიყენო რათა შეიყვარო. ბუნებრივად ვინც გიყვარს ის უკვე გიყვარს, მარა ვინც არ გიყვარს?

აქედან ის გამოსავალია, რომ ხელოვნურად უნდა შეიყვარო, ბუნებრივად შეყვარებას რომ დაელოდო ათასი ინარნაცია არ გეყოფა იმისათვის, რომ განთავისუფლებას მიაღწიო.

გინდა ეკლესიური ადამიანები ავიღოთ, საერო ცხოვრებაში ან მონასტერში: ისინი ლოცულობენ, ნამდვილი ლოცვა კი არაფერია თუ არა სიყვარულის გამოწვევა (ღმერთთან ურთიერთობა). განა ხელოვნური არაა როცა იცი რომ ლოცვაა საჭირო და იწყებ ლოცვას? იგივე შეიძლება ითქვას ბუდისტებზე, ინდუისტებზე და ასე შემდეგ...

რა თქმა უნდა ბუნებრივადაც შეიძლება უბრალოდ მოგინდეს ლოცვა და ილოცო, ან ბუნებრივად იგრძნო სიყვარული მარა, მაგას ვერ დაელოდები, ინერცია ისეთი ძალით მიაქანებს ადამიანს ყველაფერი ცუდისკენ, რომ დინებას თუ გაყვები აუცილებლად ჩაგჩეხავს. ბუნებრივად იქ ხარ სადაც ხარ, თუ უფრო მეტი გინდა ძალისხმევაა საჭირო.

სიტყვა ხელოვნური შეიძლება ცუდად ჟღერს და ეს იწვევს წინააღდეგობას. შეგვიძლია ჩავანაცვლოთ სიტყვით ძალისხმევით გამოწვევა.
Merlin
თიკომ შესანიშნავად თქვა: უსიყვარულობაც ხელოვნურადაა ნასწავლი. თანაც ეს სხვებმა მოგვახვიეს თავზე. დავიბადეთ აქ და უკვე წინასწარ დაგვხვდა ქცევის წესები, უკვე გამზადებული პაკეტი გვაქვს რა არის სწორი რეაქცია და რა არასწორი, რა უნდა აკეთო და რა არ უნდა აკეთო. ცხოვრების მოტივია შიში და სიდინჯე, არავითარი მკვერთრი მოძრაობები, ეს სახიფათოა, ჯობია ისე იცხოვრო, როგორც ყველა ცხოვრობს, ეს ნაცნობია, ადაპტირებული და სანდო, მარა როცა უბედურება დაატყდება თავს ადამიანს, და აუცილებლად დაატყდება, თუმდაც სიკვდილის სახით, მერე ყველა ხვდება რომ ცხოვრების ჩვეულებრივი გზები არც ისე სანდო ყოფილა როგორც თავიდან ჩანდა.

Merlin
ჩვენ გვასწავლეს, რომ აგრესიული რეაქციები გამართლებულია საჭიროების შემთხვევაში - ეს ბუნებრივია, მარა აი სიყვარული... ეს ისეთი ამაღლებული რამეა..... იმდენად ამაღლებული.... რომ ჯობია გვერძე გადადო. ან რომც არ გადადო რაში უნდა გამოიყენო?

აი ასეთ გარემოში დავიბადეთ, ასეთი გარემოა ჩვენთვის ბუნებრივი და კითხვაც არ ჩნდება იმის შესახებ ბუნებრივია კი ეს ყველაფერი? იმიტომ არ ჩნდება, რომ შედარების საშუალებაც კი არავის მოუცია. თუ ისეთ სამყაროში ცხოვრობ სადაც ყველაფერი შავთეთრია, ფერების არსებობის შესახებ კითხვა ნამდვილად არავის დაებადება.

სიყვარულის სწავლებას რაც შეეხება, (ისევე როგორც სხვა სერიოზულ პრაქტიკებს, მაგალითად სიზმართხილვას) ის ალტერნატივას გვთავაზობს, ჩვენ შეგვიძლია გამოვცადოთ როგორ წარმიართება ცხოვრება თუ ნებისმიერ მოვლენაზე რეალქცია სიყვარული იქნება. შეგვიძლია დავაკვირდეთ სად მიყავს ადამიანი ჩვეულებრივ რეაქციებს, ჩვეულებრივ აზრებს, ემოციებსა და ქმედებებს, და შეგვიძლია შევადაროთ თუ რა შედეგები მოაქვს როცა აზრები, წარმოდგენები, გრძნობები და შესაბამისად ქმედებები სიყვარულით არის გამსჭვალული... ისევე როგორც სიზმართხილვა იძლევა საშუალებას დღევანდელი რეალობა შევადაროთ სხვა მრავალ რეალობას და გარკვეული დასკვნები გამოვიტანოთ.

კიდევ ის შეიძლება ითქვას რომ ჩვენთვის არავის უკითხავს ვეთანხმებით თუ არა იმ შემოთავაზებებს რაც აქ დაგვახვედრეს. მეორეს მხირვ სიყვარულს არავინ არავის არ აძალებს, ადამიანი თავად ირჩევს თავის გზებს.

სერიოზულ ოკულტურ წიგნებში ამოიკითხავთ, რომ ენერგია რომელიც სამყაროში მიედინება, და რომელიც ციურ სხეულებს აცოცხლებს და ამოძრავებს, ენერგია რომელიც ადამიანს მიეწოდება მისივე სულის მიერ და რომელიც მას აცოცხლებს და რომელიც მას მოქმედების საშუალებას აძლევს არის სუფთა სიყვარული. ადამიანის ბუნებრივი და ერთადერთი კანონიერი ქმედებაა ეს სიყვარული გაატაროს თავის თავში, გამოხატოს და გაავრცელოს ის, გადასცეს ის სხვა არსებებს, ამ გაცემის სანაცვლოდ კი მიიღოს ის რაც მას სურს, რამდენადაც უფრო სრულყოფილად გაატარებს ღმერთის ნებასა და სიყვარულს თავის თავში მით მეტის მიღება შეუძლია ადამიანს, და შედეგად ადამიანს უფრო მეტის გაცემა შეუძლია, ამ წრებრუნვას აყავს ადამიანი ღვთაებრივობამდე, რაც უფრო მეტ სიყვარულის გასცემს და იღებს ადამიანი მით უფრო ახლოსაა ღმერთთან...

ამ ყველაფრით იმის თქმა მინდა, რომ სიყვარულის მდგომრეობა არის ბუნებრივი მდგომარეობა, სხვა ყველაფერი გზიდან გადახვევაა.
Merlin
http://www.summitlighthouse.org/wp-content...e-chart-275.png

ამ სქემაზე (ქვევიდან) მეორე და მესამე რაცაა სინათლის სფეროებია (ანუ კაცის ფორმა პირობითად აქვს), ქვევით რაცაა ეგ არის პიროვნება, (ფიზიკურ-ეთერული, ასტრალური და მენტალური სხეულები. ანუ ერთიანობაში კაუზალური - მიზეზშედეგობრივი სხეული, ის სხეული რომელიც კარმის პრინციპსაა დამორჩილებული). მის მაღლა არის ჩვენი უმაღლესი ''მე''ები, ეგ სფეროები მაღლა მარტო ორი არ არის, უსასრულოდ გრძელდება ''ღმერთამდე'' საიდანაც მოედინება ღვთაებრივი სიყვარული, ის რაც აცოცხლებს ყველას და ყველაფერს. ანუ პრაგმატულად რომ ვთქვათ ყველა არსება ენერგეტიკული ნაკადითაა ღმერთთან დაკავშირებული საიდანაც საფეხურებად ჩამოედინება ღვთაებრივი სიყვარული. შუაში რაცაა მაგას ქვია ქრისტეს სხეულის, ანუ ქრისტე ჩვენი, იმიტომ რომ ქრისტეს პრინციპის მატარებელია, მაგას გულისხმობენ როცა ამბობენ რომ ქრისტე ჩვენშია. ადამიანი რაც უფრო წინ მიდის სულიერების გზაზე დაცილება მაგ სფეროებს შორის სულ უფრო და უფრო მცირედება მანამ სანამ სრული ერთიანობა არ მიიღწევა...
Existence
ამ რამდენიმე პოსტში რომელიც მერლინმა დაწერა ჩადებული ძალიან სუფთა და საჭირო ინფორმაცია, ვისაც თვალები აქვს დაინახოს.

ასევე დავამატებ რომ სიყვარულის პრაქტიკის გარდა (მნიშვენლობა არ აქვს რა ფორმით ხდება მისი კულტივირება ) არ არ არსებობს იმ ნაგვის გაკეთილშობილების საშუალება რაც ადამიანში რეინკარნაციების განმავლობაში არის დაგროვილი და ეხლა გარე გამაღიზიანებლებზე ავტომატურად აგრესიულ რეაქციას იძლევა

ვინც ოდნავ დააკვირდება საკუთარ თავს ნახავს რო უამრავი ნაგავია მასში რასაც ვერ ერევა , ხოლო სულ რამდენიმე დღიანი სიყვარულის პრაქტიკაა საკმარისი რომ ისეთი ჩაწოლილი და მძიმე თვისებები შემსუბუქდეს და მათი გადალახვის პერსპექტივა იგრძნოს პრაქტიკოსმა რაც მთელი ცხოვრების მანძლზე ტანჯავდა.

მე მყავს მეგობრები რომლებიც საკუთარ თავში ამჩნევენ ბევრ მექანიკურ და მძიმე სავალალო მდგომარეობას ისინი თითქოს მუშაობენ ამ ყველაფერის გადასლახად, მაგრამ ყოველდღიურობაშო როცა კონტაქტი მაქვს მათთან აშკარაა ის დაძაბულობა და უეცარი ემოციური გადავსება, ნებისმიერ მათვის არასასურველ გარე გამაღიზიანებელზე , ეს სიმძიმეა რომელიც მათგან მოდის, ეს სხვანაერად ვერც იქნება როცა ამჩნევ უმარავ ნაგავს შენში და მიდიხარ სიყვარულის კულტივირების გარეშე ორმაგად მძიმეა გაუმკლავდე იმ შავ ჩაწოლილ ენერგიას რომელიც ყველა ჩვენგანშია.
elli
tikoroma
ციტატა(tikoroma @ 5th August 2014 - 10:31 AM) *
სიყვარული ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიაზაციამ ფსიქიკურ დაავადებათა სიაში ოფიციალურად შეიყვანა და საკუთარი ნომერიც მიანიჭა - F63.9.

ჯერ გრიპს, ანუ ვირუსს მონახონ სახელი და წამალი და სიყვარულს მერე მადგნენ. ისე რასაც ეგენი გულისხმობენ ეგ სიყვარული არაა, შიზოფრენიაა.. სიყვარული თავისუფლებაა და არაფერი საერთო მანიასთან არ აქვს. ია ტაკ დუმაიუ
tikoroma
elli
ისინი არ გულისხმობენ საყოველთაო სიყვარულს. მხოლოდ სექსუალურ სიყვარულზე დადეს დასკვნა. smile.gif ჩვენ ახლა თითქმის გასხივოსნებულები ვპოსტავთ აქ და განვაზოგადებთ, როგორ გვესმის. მაგრამ ისინი წერენ ჩვეულებრივ ეგოისტურ სიყვარულზე ძირითადად ქალსა და კაცს შორის რომ იჩითება biggrin.gif
elli
tikoroma
ჰოო ეგენი ხომ უბიწოდ ჩასახულები არიან
tikoroma
ჩასახვა რა შუაშია სიყვარულთან?

იეჰოვა შეყვარებული იყო მარიამზე? biggrin.gif
დათო.
იმით, რომ ადამიანისეული, არასრულფასოვანური „სიყვარული“, რაც მხოლოდ და მხოლოდ გრძნობას, ემოციას მოიცავს და ამასთან, ბევრ ნეგატივს ჭრილს წარმოშობს, როგორიცაა, მაგალითად, – დამოკიდებულება, მესაკუთრეობა, პირადი სივრცის დარღვევა, თავზე მოხვევა საკუთარი სურვილების და სხვა, რომ დაავადებად ცნეს, ამით დიდად არაფერი შეცვლილა, უბრალოდ, ოფიციალური სახე მიეღო, ესაა და ეს. სიყვარული, უპირველესად, ცნობიერების მდგომარეობაა და შინაგანი, არსობრივი გამოცდილება.
earth
tikoroma
QUOTE(tikoroma @ 29th September 2016 - 01:42 PM) *
elli
ისინი არ გულისხმობენ საყოველთაო სიყვარულს. მხოლოდ სექსუალურ სიყვარულზე დადეს დასკვნა. ჩვენ ახლა თითქმის გასხივოსნებულები ვპოსტავთ აქ და განვაზოგადებთ, როგორ გვესმის. მაგრამ ისინი წერენ ჩვეულებრივ ეგოისტურ სიყვარულზე ძირითადად ქალსა და კაცს შორის რომ იჩითება

ეს ახლა წავიკითხე, მაგარია „გასხივოსნებულები“ biggrin.gif
სიყვარული დაავადებაო, აღვშფოთდი პირველ პოსტში. რაც შეეხება დღევანდელი ურთიერთობების უმეტეს ნაწილს სიყვარულს ვერ უწოდებ. ახლა რაც ხდება ადამიანთა შირის, უმრავლეს ქვეყნებში ხშირად ჩემში იწვევს საოცარ აღშფოთებას და მათი ცხოვრების უაზრობას ჩემი ხედვიდან. ხან ისეთი საზიზღროება მომისმენია(ამასწინათ ერთ ნაცნობზე გავიგე რაღაც, იმ დღეებში ემიგრანტის თემას წითელ პლანეტაზე ვკითხულობდი და მარტო ის ვთქვი, ღმერთო დაგვეცეს თავზე მეთქი წითელი პლანეტა biggrin.gif ), ვიტყვი ხოლმე,–რა მინდა აქ, რა ვაკეთო მეთქი... ეს ურთიერთობები დაავადებაა, თუ საერთოდ დაავადებულები არიან ადამიანთა უმრავლესობა? დაზომბებულები სიყვარულშიც, შავ პარასკევებშიც, მატერიალური საგნების დაუსრულებლად ყიდვაში და სხვა და სხვა...
This is a "lo-fi" version of our main content. To view the full version with more information, formatting and images, please click here.
Invision Power Board © 2001-2024 Invision Power Services, Inc.