Help - Search - Members - Calendar
Full Version: ვეგეტარიანელობა
ეზოთერიული ცოდნის ფორუმი > ძირითადი განყოფილება > ჯანმრთელობა და სულიერი განვითარება
Pages: 1, 2, 3, 4, 5, 6, 7
TeO
welcomeani.gif
ვეგეტარიანელობა - კვების ფილოსოფია

ეს მოძრაობა გაფორმდა მე-19 საუკუნის შუა პერიოდში, მაშინ ვეგეტარიანელობას კვეთრად გამოხატული მორალური მიმართულება ჰქონდა. მაგ. ლევ ტოლსტოი ამ მოძრაობის აქტიური პროპაგანდისტი გახდა მას შემდეგ, რაც სასაკლაო მოინახულა.
დღესაც ვეგეტარიანელების მნიშვნელოვანი ნაწილი ცხოველური წარმოშობის პროდუქციაზე უარს ამბობს სულიერების პოზიციიდან - არ მოვსპოთ სხვა არსების სიცოცხლე.
TeO
ვინ ანიჭებდა მცენარეულ საკვებს უპირატესობას? აი, ზოგიერთი მადგანი:
პითაგორა, ეპიკური, პლატონი, სენაკა, მონტენი, ვოლტერი, რუსო, ლამარტინი, ბაირონი და სხვა.


ვეგეტარიანელები თავიანთი შეხედულებებით არ არიან ერთსულოვანნი:
• ამ სისტემის მომხრე ყველა ადამიანი უარს ამბობს ხორცსა და თევზზე.
• მკაცრი ვეგეტარიანელები აღიარებენ მხოლოდ მცენარეულ საკვებს.
• ლაქტოვეგეტარიანელები უარს არ ამბობენ რძესა და რძის პროდუქტებზე.
• ოვოლაქტოვეგეტარიანელები, მცენარეულ საკვებთან ერთად მიირთმევენ რძეს, რძის პროდუქტებს, კვერცხს (”ლაქტო”-ლათ..,რაღაც დაკავშირებული რძესთან, ”ოვო”- კვერცხთან).

არსებობენ ე.წ. ეკოლოგიური ვეგეტარიანელები (რომლებიც დარწმუნებული არიან, რომ კაცობრიობა გაფლანგავს დედამიწის ცოცხალ რესურსებს და დაიღუპება შიმშილით, თუ დროულად არ გადავა მხოლოდ მცენარეულ საკვებზე.) და ჰიგიენური ვეგეტარიანელები (რომლებიც ცდილობენ შეინარჩუნონ ჯანმრთელობა და გაიხანგრძლივონ სიცოცხლე). მათი ძირითადი არგუმენტია: ”სამკურნალო მცენარე უამრავია, მაგრამ განა არსებობს სამკურნალო ხორცი?”
ოფიციალური მედიცინა დიდი ხნის განმავლობაში თვლიდა, რომ ვეგეტარიანელობა მავნეა ჯანმრთელობისთვის, რადგან ვერ უზრუნველყოფს ადამიანის ორგანიზმის მოთხოვნილებას სრულფასოვან ცილებზე, ბ12 ვიტამინსა და კალციუმზე. მაგრამ აღმოჩნდა, რომ ”ფიზიოლოგიური ნორმის” ძველი გაგება სრულიად არ შეესაბამება სინამდვილეს. ცილისა და კალციუმის რაოდენობა, შესაძლოა, მივიღოთ მცენარეული პროდუქტებიდანაც.
ასე, რომ უმთავრესი ბრალდებები ვეგეტარიანელობის მიმართ დრომ თავისთავად მოხსნა.

TeO
ვეგეტარიანელობის უდავო ღირსებები

• მცენარეული საკვები მდიდარია უჯრედისით. ეს უკანასკნელი ხელს უწყობს კუჭ-ნაწლავის კარგ მუშაობას, ათეროსკლეროზისა და კიბოს თავიდან აცილებს.
• მცენარეული საკვები არ შეიცავს ქოლესტერინს, გარდა ამისა, მცენარეული პროდუქტები (მაგ. სოიო) თავად აქვეითებენ სისხლში ქოლესტერინის დონეს.
• ბოსტნეული და ხილი მდიდარია მრავალი ვიტამინითა და მინერალური ნივთიერებებით, რაც მნიშვნელოვანია იმუნიტეტის შესანარჩულებლად.
• მცენარეულ საკვებში არსებული ფოტონციდები თრგუნავენ ნაწლავებში მიმდინარე ლპობის პროცესებს.
• ვეგეტარიანელებს თითქმის არ აღენიშნებათ გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები, ჰიპერტონია, შაქრის დიაბეტი. მათ შორის გაცილებით მეტია ხანდაზმული ადამიანები. ამის მიზეზი არა მხოლოდ კვების ხასიათია, არამედ ის, რომ მცენარეული რაციონის მომხრენი მეტ ყურადღებას უთმობენ საკუთარ ჯანმრთელობას.
TeO
საინტერესო ფაქტი

გასული საუკუნის 30-იან წლებში ჰიმალაის მთებში აღმოაჩინეს ხუნზების ტომი, რომელიც ზღვის დონიდან 1600-3000 მ სიმაღლეზე ცხოვრობს.
ისინი გამოირჩევიან სილამაზით, კეთილგანწყობით და სიმშვიდით. მათი საკვებია ხილი (ძირითადად გარგარი), კაკალი, მარცვლეული, ბოსტნეული - ტიპიური ვეგეტარიანული ნაკრები. დედები ბავშვებს ძუძუს აწოვებენ 3 წლამდე, შემდეგ აძლევენ თხისა და ძროხის რძეს. ზრდასრული ხუნზები რძეს თითქმის არ სვამენ, ხორცს ჭამენ არა უხშირეს 3-4-ჯერ.. წელიწადში!
მუდმივი სამედიცინო მეთვალყურეობისას, ამ ამ ჯგუფში პრაქტიკულად არ გამოვლინდა დაავადებული ადამიანი.
ხუნზებმა მხოლოდ ახლახანს დაიწყეს გადაშენება. მრავალრიცხოვანმა ტურისტებმა, რომლებიც ვერ მალავდენ ცნობის წადილს, მოენეხულებინათ ”უკანასკნელი სამოთხე დედამიწაზე”, აბორიგენებს ჩაუტანეს ალკოჰოლი, სიგარეტი, თავს მოახვიეს თავიანთი კვების რაციონი.
პრაქტიკულად, ის, რაც ხალხმა 2000 წელი შეინარჩუნა, ცივილიზაციამ, სულ რაღაც 10 წელიწადში გაანადგურა!

TeO
რამდენიმე რჩევა ვეგეტარიანელებს:

• გახსოვდეთ, ვეგეტარიანელობა გულისხმობს არა მხოლოდ ზოგიერთი პროდუქტის გამორიცხვას რაციონიდან, არამედ ჯანსაღი ცხოვრების წესს, მაგალითად, უარის თქმას თამბაქოზე, ალკოჰოლზე.
• კალციუმისა და რკინის დეფიციტის შესავსებად რაციონში ჩართეთ პარკოსნები, კაკალი, სოკო, მწვანე ბოსტნეული, წიწიბურა..
• მცენარეული საკვები, პარკოსნების გარდა, ადვილად და სწრაფად მოინელება, ამიტომ მიირთვით ცოტ -ცოტა და ხშირად.
• ბოსტნეულის და ხილის სალათი უშუალოდ ჭამის წინ მოამზადეთ, ასე შეინარჩუნებთ მათში არსებულ ვიტამინებს.
• შეარჩიეთ მრავალფეროვანი მენიუ - თქვენთვის ეს გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე, მათთვის, ვინც შერეულ საკვებზეა. ნუ დაიყვანთ თქვენ რაციონს, თუნდაც ძალიან სასარგებლო, ერთ-ორ პროდუქტზე - ეს აუცილებლად შეუქმნის პრობლემებს თქვენს ჯანმრთელობას.

კარგი, რაციონალური რჩევებია!.
TeO
ვიცი, რომ ფორუმელების გარკვეული კარეგორია ვეგეტარიანელები ბრძანდებით,
ერთი წელს შემოგვემატა!

დაწერეთ, თუ სურვილი გექნათ:
როგორ გახდით ვეგეტარიანელები?
რა იყო ამ გადაწყვეტილების მიზეზი?
რამდენი ხანია ეს, რომ გრძელდება და თავს როგორ გრძნობთ?
და ა.შ.
TeO
გუშინ დიდი დრო მოვანდომე ამ ინფორმაციის შეკვრასა და გააზრებას, ამიტომ ძალიან გამიხარდება თუ მიიღებთ და მოგეწონებათ, მადლობა!

აგნი - 15 წელი ვეგეტარიანელია, თავიდან ოვოლაქტოვეგეტარიანელი იყო, ახლა მე-3 წელია - ლაქტოვეგეტარიანელია..
TeO
Laie_61.gif
მე ოვოლაქტოვეგეტარიანელი ვარ, არც ისე დიდი ხანია (სექტემბერში 4 წელი შესრულდება). ჩემი მეგობრის დაბადების დღე ავირჩიე ვეგეტარიანელობის დაწყებად, რომელიც არ დამავიწყდება!

ეს გადაწყვეტილება სულს მოუნდა და მეც ავყევი და ახალა სულიერად დამშვიდებული ვარ.. მივხვდი, რომ ცოცხალ, უდანაშაულ არსებას ვეღარ შეჭამ! ეს მომენტი ყველას სხადასხვანაერად ემართებად - აი, ტოლსტოის სასაკლაოს ნახვის შემდეგ გაუმძაფრდა,.. მე, როდესაც მთაში ვიყავი და არაგვში დაჭერილი, ჯოხზე აცმული წითელკოპალა კალმხებს ჩავხედე თვალებში..

უკვე შევამჩნიე, რომ რძის პროდუქტებს ორგანიზმი ნაკლებად მთხოვს და კვერცხიც დიდად აღარ მინდება (აღდგომაზე მარტო ერთი კვერცხი ვჭამე)...დანარჩენს დრო მიჩვენებს.

რაც შეეხება ფიზიკურ მდგომარეობას, ამ პატარა დროის მონაკვეთში ვგრძნობ, როგორ შეიცვალა სასიკეთოდ - უფრო მსუბუქი გავხდი და ის ”სიმძიმე” ჩამომშორდა (ხორცი ამძიმებს ორგანიზმს!). გონებრივ შესაძლებლობებსაც დაეტყო გაუმჯობესება.

TeO
ჩემი გახსნილი ანალოგიური თემა სხვა ფორუმზე - http://gogaggg.com/forumi/index.php?showtopic=276&st=0
Uma
გამოდის, რომ მე საერთოდ არავარ ვეგეტარიანელი, რადგან თევზის ხორცს ვჭამ და არც ერთ კლასიფიკაციაში არ შევდივარsmile.gif ლაქტოვეგეტარიანობას რაც შეეხება ამის აზრი არ მესმის, რას უშავებ ცხოველს იმით, რომ მის რძეს ვსვამ? სოფლის ძროხის მაგალითი რომ ავიღოთ, ძროხა ცხოვრობს საძროხეში, მას იქ უვლიან, დილით უშვებენ, მთელი დღე დაბოდიალობს და ბალახებს ჭამს, მერე საღამოს თვითონ ბრუნდება, ვინ რას უშავებს????
Alpha
საინტერესოაა. თუმცა მე ჯერ არ მაქ მოთხოვნილება რომ ვეგეტარიანელი ვიყო smile.gif

ხუნზებზე წავიკითხე, მართლაც საოცარი ხალხია: http://iamkrut.livejournal.com/109192.html?thread=563848
Alpha
ხოოდა ესე იგი რა საინტერესოა, ხო გუშინ ვნახე ეს თემა და სახში რომ მივედი შემთხვევით გადავშალე აპოკრიფი(ეს არის არ აღიარებული სახარება) და მანდ წავაყწდი კაკ რაზ ერთი 3 გვერდი ეწერა სულ ამ თემაზე, ანუ რომ ხორცის ჭამა აკრძალულია და მარტო ბალახეული საკვები უდან მიიღ და რამე. რა დამთხვევაა smile.gif

TeO
QUOTE(Alpha @ Jun 20 2008, 08:10 PM) *
რა დამთხვევაა smile.gif

სულ მიკვირს, შენ რომ დამთხვევაზე ლაპარაკობ!
შემთხვევითობა არ არსებობს! – ეს უცოდინარების გამოგონილია, რომ თავი იმართლონ.. wink.gif

უმა შენ ნახევრად ვეგეტარიანელი გამოდიხარsmile.gif ბებიაჩემიც, მარტო ხორცზე ამბობს უარს ა თევზს კი ჭამს პო პრაზნიკამ! smile.gif)
blanca
QUOTE
დაწერეთ, თუ სურვილი გექნათ:
როგორ გახდით ვეგეტარიანელები?
რა იყო ამ გადაწყვეტილების მიზეზი?
რამდენი ხანია ეს, რომ გრძელდება და თავს როგორ გრძნობთ?
და ა.შ.


არ ვარ ვეგეტერიანელი მაგრამ ძირითადად ხილით და ბოსტნეულით ვიკვებები
თანდათან ვამჩნევ რომ ხორცი არ მინდება.

კვერცხს აღარ ვყიდულობ, სურვილი გამიქრა.
ზღვის პროდუქტი უფრო მომწონს
დამიფიქსირებია ხშირად, ტელევიზორში ჰამბურგერის ან ხორცის რეკლემა რომ არის ცუდი შეგრძნება მაქვს

არ ვფიქრობ რომ ხორცის ჭამით ცხოველების უფლებები ირღვევა, მიუხედავად იმისა რომ ბევრი მაქვს წაკითხული თუ რა პირობებში და როგორ ზრდიან. კი, სასტიკი მოპყრობა ცუდია მაგრამ ხორცის ჭამა მათ უფლებებს არ შელახავს. ასევე ცოცხალია მცენარე. იგივე ლოგიკით მისი უფლებაც ირღვევა ..

მე უფრო არ მინდება ხორცი, ეს ჩემი ორგანიზმის და არა გონების გადაწყვეტილებაა smile.gif
ირმა
მე ვეგეტერიანელი არა ვარ. ხორცისა და თევზის ჭამა უბრალოდ არ მიყვარს. უფრო ხშირად ბოსტნეული და ხილი მირჩევნია. კარგია გამიგია ვეგეტერიანობა, მაგრამ ვფიქრობ ზედმეტობა იქნებოდა. ქრისტე არ იყო ვეგეტერიანი. ისედაც რაც გამოდის ჩვენი პირიდან ის გვაბინძურებს და არა რაც შედის. კარგია მარხვა რომ დაიცვა.
blanca
ხორცი ამძიმებს სულს/გონებას. მიწიერს ხდის ადამიანს და მის აზრებსა და ფიქრებს
საერთოდ საკვები ამძიმებს. რა საჭიროა?
მოკლედ ერთხელ მივედი დასკვნამდე რომ კვება არ იყო საჭირო სულისთვის და 2 დღე არაფერი ვჭამე, მხოლოდ წყალი smile.gif )))
ცარიელი აზრი ვიყავი. მაგარი იყო. მხოლოდ ერთხელ მომშივდა. არ მომშიებია პრინციპში
მერე შემეშინდა, მეთქი რამე არ დავიმართო, ანუ ადამიანურობამ იმძლავრა მესამე დღეს და დავიწყე ისევ ჭამა smile.gif

კიდევ მინდა მოვიდე არ ჭამის ხასიათზე smile.gif )_)))))
ანანდა
ვინც ვეგეტარიანელია, გამოვეხმაუროთ ერთმანეთს. ( მე ვეგეტარიანელი ვარ 1989 წლიდან)
Existence
ანანდა

შენნაირ ადამიანებს დიდ პატივს ვცემ, მე კი ვცდილობ რაც შეიძლება ნაკლები ხორცი ვჭამო,სამწუხაროდ ზოგჯერ მიწევს ჩემს ირგვლივ მყოფებთან კომპრომისზე წასვლა(იმ გარემოცვაში სადაც მე ვარ აბსოლუტურად სხვანაირად აზროვნებენ და ცოტა ძნელია ) ვიცი ეს ჩემი სისუსტის ბრალია თორე ისე ნამდვილად გაცნობიერებული მაქვს რა მარაზმიცაა ცოცხალი არსების რომელსაც მცენარეზე მაღალგანვითარებული აზროვნება გააჩნია იმის საკვებად გამოყენება,მითუმეტეს როგორც იტყვიან პირდაპირ კანით ვგრძნობ როგორ უარყოფითად მოქმედებს ეს ჩემს სულიერებაზე

თან ამ პერიოდში წმინდა პრაგმატულადაც რომ მივუდგეთ რაც უფრო ნატიფ ღვთიურ ენერგიებს დავაყენებთ წინა პლანზე მით უფრო ადვილი იქნება ტრანსფორმაციის პერიოდის სიყვარულის გრძნობით გავლა

ამასაც დავწერ რომ ის სულიერი ოსტატი რომელსაც მე ძალიან დიდ პატივს ვცემ და ფაქტობრივად მის იმფორმაციაში ეჭვი არ მეპარება პირდაპირ ამბობს რომ თუ ადამიანების უმრავლესობა (80% მაინც) დღევანდელი დღის ჩათვლით 779 დღის განმავლობაში არ გადავლენ უფრო კეთილშობილურ კვებაზე (უარს არ იტყვიან მასიური მკვლელობის კარმაზე) და არ დააყენებენ პირველ პლანზე ღვთიურ ბუნებას საკუთარ თავში დედამიწაზე აუცილებლად დაიწყება შეუქცევადი პროცესები

წინა თემიდან გამომდინარე ვიცი რომ ინგლისურს ფლობ და თუ დაგაინტერესებს გირჩევ გადახედო Supreme Master Ching Hai საიტზე Words of Wisdom ს ან Between Master and Disciples ბევრ საინტერესოს აღმოაჩენ ჩემი აზრით

http://suprememastertv.com/?langdir=1
Atman
QUOTE(Existence @ 7th December 2010 - 12:30 AM) *
,სამწუხაროდ ზოგჯერ მიწევს ჩემს ირგვლივ მყოფებთან კომპრომისზე წასვლა(იმ გარემოცვაში სადაც მე ვარ აბსოლუტურად სხვანაირად აზროვნებენ და ცოტა ძნელია )


თუ გიყვარს შენი მეგობრები და ახლობლები, არ წახვიდე კომპრომისზე. ეს მათთვისაც უარესი იქნება და შენთვისაც. მეც ეგრე კომპრომისებით დავიწყე, მერე მომბეზრდა და ერთბაშად ვთქვი უარი ხორცზე. უმეტესობა მალევე შეეგუა ამას, ზოგი კი ოდესმე მაინც შეეგუება biggrin.gif
tikoroma
მეც ვეგეტარიანელი ვარ ბავშვობიდან. ჭამა არა და მომზადება კი მიწევს ხანდახან sad.gif
ანანდა
QUOTE(tikoroma @ Dec 7 2010, 11:51 AM) *
მეც ვეგეტარიანელი ვარ ბავშვობიდან. ჭამა არა და მომზადება კი მიწევს ხანდახან sad.gif


კარგია! ისე მომზადება არაა პრობლემა, მეც მქონია ეგეთი შემთხვევა.
Existence
QUOTE(tikoroma @ 7th December 2010 - 11:51 AM) *
თუ გიყვარს შენი მეგობრები და ახლობლები, არ წახვიდე კომპრომისზე. ეს მათთვისაც უარესი იქნება და შენთვისაც.


Atman ვიცი რომ უარესი იქნება და ჩემთვის ხომ საერთოდ როდესაც რაღაცა გაცნობიერებული გაქვს და მაინც აკეთებ აქ საერთოდ რაზეა ლაპარაკი sad.gif მაგრამ იცი როგორი მომენტია როდესაც სამსახური მაქვს და ჩემი შემოსავალი მივირთმევ იმას რასაც მინდა მაგრამ როცა გიწევს რომ სხვაზე იყო დამოკიდებული პრეტენზიების წამოყენება რომ ის მინდა და ეს მინდა არ არის სწორი .
კი რათქმაუნდა ალტერნატიული კვაბაც შეიძლება მაგრამ მე ვეჭვობ რო მაგ დონეზე ვიყო (წლების მანძილზე მივხვდი რომ იმაზე მეტი არ უნდა გაკეთო რამდენსაც გრზნობ რომ კონკრეტულ მომენტში შენი სიყვარულის მარაგი არ ყოფნის )


ანანდა შენ ვიგანი ხარ(მხოლოდ ხილი და ბოსტნეული) თუ უბრალოდ ვეგეტარიანელი ?
Anna
მოგესალმებით სტაჟიანებს ახალბედა ვეგეტარიანელი biggrin.gif helllo.gif

სულ რამდენიმე თვეა რაც ხორცს აღარ მივირთმევ.

Existence შენნაირი პრობლემა მაქვს მეც, ჩემმა ახლობლებმა დღემდე არ იციან, დიეტას ვაბრალებ და გაოცებულები არიან: მაგ დიეტას დასასრული არ აქვსო? laugh.gif laugh.gif

ჩემი აზრით არ არის ზედმეტი აჟიოტაჟის გამოწვევა ამასთან დაკავშირებით, ჩვენც დავბრკოლდებით ასე და სხვებსაც განსჯის ახალ საბაბს მივცემთ.
Existence
Anna

biggrin.gif

ისე საზოგადოების სტერეოტიპებზე და კლიშეებზე დაკვირვებაც საინტერესოა smile.gif მართნადიდებლური მარხვის დღეებში არავის არანაირი პრობლემა არა აქვს როდესაც ვეგეტარიანელი კი არა პირდაპირ ვიგანები ვხდებით ხოლო როდესაც ისე არ ეკარები ეგეთ რაღაცეებს უკვე ''თეთრი ყვავი'' ხარ ესეიგი რაღაცა ვერა გაქვს კარგად biggrin.gif
თუმცა მე პირადად თეთრი ყვავი ვიქნები თუ ვარდისფერი სულ არ მაინტერესებს უბრალოდ არ მინდა ჩემი ზედმეტი მოთხოვნებით სხვას მოვაბეზრო თავი.
old_man
მე ხორცი ძაან მიყვარს, მაგრამ მინდა ნელ-ნელა შევამცირო და უფრო ბოსტნეულზე გადავიდი, აი მაგალითად კვირაში ერთხელ ხორცი საკმარისი იქნება ჩემთვის. სულ უარის თქმას არ ვაპირებ. რამდენჯერმე ვიგრძენი რომ ძაან დამამძიმა. აი დაახლოებით თოვლზე რომ ტალახიან წყალს გადაღვრი ეგეთი შეგრძნება მქონდა. ეხ არადა როგორ ვიცავდი რამდენიმე წლის წინ ხორცის მჭამელებს ))
ირმა
old_man
smile.gif
მეც არ მეგონა ასე თუ ავკრძალავდი ხორცს. არასოდეს მიყვარდა, მაგრამ არასოდეს ვფიქრობდი, რომ შევიცოდო ცხოველი და არ ვჭამო, მაშინ მცენარეც ხომ ცოცხალია მეთქი ვამბობდიsmile.gif
ხორცის უარყოფითობაზე მახსოვს ლექცია უნივერსიტეტში ერთ-ერთი ლექტორისაგან, რომ როდესაც ესა თუ ის ცოცხალი ორგანიზმი კვდება( უფრო სწორედ, როცა კლავენ მითუმეტეს), მის ორგანიზმში შხამი გამოიყოფა. არ მახსოვს და რომელიღაცა ტომი, დასაკლავ ცხვარს რაღაც სპეციალური მეთოდებით კლავდნენ და ამ მომენტში არ ხდებოდა შხამის გამოყოფა, მაგრამ ეს მეთოდიც ასევე ამაზრზენია, მოკლედ... მაგ: ცხვარი ჰყავდათ რაღაც ისე დაბმული და მას მისდევს მგელი ისე, რომ ის ვერასოდეს ეწევა, მაგრამ ცხვარს ეშინია და გარბის... როცა დაღლილი ცხვარი ეცემა დაბლა უღონოდ, მას იყვანდნენ და მშვიდ გარემოში გადაყავდათ, ის წყნარდებოდა და მაშინ კლავდნენ. ფიქრობდნენ და მგონი ასეცაა, ასე საწამლავი ნივთიერება არ გამოიყოფა... მახსოვს მაშინ ძალიან შემძრა ამ მეთოდმაsad.gif
ჩემზე იმოქმედა ზინაიდა ბარანოვას(ადამიანი, რომელიც არა თუ ხორცს, არაფერს აღარ ჭამს და პრანით იკვებება) ერთმა ლექციამ, როდესაც ის ხორცზე საუბრობს და ისეთი შეგრძნებაა თითქოს გული ერევა... ხო, ახლა არა მარტო არ მიყვარს ხორცი, უბრალოდ მძულს!!!
მინდა ვთქვა, რომ ძალიან მიხარია ამის გამო. ხორცის აკრძალვის სურვილი ჩემში ძალიან დიდი ხანი იყო ქვეცნობიერად, ახლა გარედ გამოვიდა.
tikoroma
ირმა
ირმა
ციტატა(ირინი @ 8th December 2010 - 12:16 AM) *
ხორცის უარყოფითობაზე მახსოვს ლექცია უნივერსიტეტში ერთ-ერთი ლექტორისაგან, რომ როდესაც ესა თუ ის ცოცხალი ორგანიზმი კვდება( უფრო სწორედ, როცა კლავენ მითუმეტეს), მის ორგანიზმში შხამი გამოიყოფა.

სხვათა შორის მეც წამიკითხავს სტატია ამ თემაზე. თითქოს ნაძვი გამოყოფს შხამს და წამლავს ადამიანებს, რადგან საუკუნეების მანძილზე მას ჭრიდნენ საახალწლოდ. ინგლისელი ქალის მაგალითი იყო განხილული, რომელსაც თურმე ცოცხალი საახალწლო ნაძვი წამლავდა.
ანანდა
მე უბრალოდ ვეგეტარიანელი ვარ! (ვეგანი არ ვარ) ჩემს ვეგატარიანელად ქცევაზე დიდი როლი ითამაშა იოგამ, და ბუდიზმმა!

მე ვცდილობ არ ვიყო მაქსიმალისტი, იმ სფეროში რაც ეხება საკვებს.
ანანდა
http://nauka.izvestia.ru/curioz/article47270?oldsearch=1

ვეგეტარიანელებზე
td.........
ანანდა
მეც დაახლოებით ეგეთივე სტაჟი მაქვს, 1 წლით ნაკლები.. ოჯახში ისეთი კანიბალები მყავს რა ვქნა არ ვიცი.. განსაკუთრებით პატარა! არადა 9 თვე მუცლადყოფნისას ხორცი არ უჭამია და მერეც 1 წლამდე, სანამ სხვა საკვები არ გასინჯა... რამ გადარია ასე არ ვიცი.. იმედს არ ვკარგავ რომ როდესმე გადავლენ ვეგეტარიანელობაზე..ტეორიულად
ამბობენ რომ ესმით რა საშინელებაცაა ხორცის წამა,მაგრამ ვერ ძლებენ.. მე კი მიწევს ამ პროდუქტის ყიდვა და მომზადება..ეს ყველაზე მეტად მაწუხებს! იმ დღეს პატარა ჭამდა ძეხვს და იძახდა , მეცოდება ეს საჭმელი, ოდესრაც ხო გოჭი იყო და დარბოდაო, მაგრამ გემრიელიაო..sad.gif( 5 წლისაა, ჯერ იმედი მაქვს...smile.gif მეც მის ასაკში მივირთმევდი სხვის ხორცს..ირმა
QUOTE(ირინი @ 7th December 2010 - 08:25 PM) *
ცოტა მეშინია ჩემი ორგანიზმის, უცებ რკინის ნაკლებობისაკენ, ანემიისაკენ მივდივარ ხოლმე. ვცდილობ რკინის შემცველი პროდუქტები მივიღო, ლობიო და მწვანე ბოსტნეულობა...

მე დაბადებიდან ანემია მქონდა.. ორსულობისას ხო აღარ ვიტყვი როგორ მეცემა ხოლმე ჰემოგლობინი, მაგრამ ჯანმრთელობას არ ვუჩივი..ასაკთან შედარებით ცოტა უფრო ახალგაზრდულადაც კი გამოვიყურები.. რკინის მომატება კი მარტივად შეიძლება წიწიბურა ჭამე,თანაც მოუხარშავი.. ღამე მდუღარე ქაფქაფა წყალი დაასხი, ცოტა მარილი და დაახურე თავზე, შეფუთე, დილით მზადდაგხვდება, ასევე ჭამე ჩირები, მწვანე სალათი... არაფერი არ დაგეართბეა, ვეგეტარიანელობით მკვდარი ჯერ არავინ მინახავს! ხორცის წამას მოზარდობის ასაკში დავანებე თავი, მაგრამ არაფერს შევუწუხებივარ, 2 ჯანმრთელი შვილიც მყავს, ასე რომ არავინ მოგატყუოთ , რომ მცენარეული საკვები ადამიანს იმდენ სარგებელს არ აძლევს რამდენიც ხორციო.. სინამდვილეში ხორცი მხოლოდ აზიანებს ორგანიზმს, გაცილებით მეტ ენერგიას რთმევს ამს და აბინძურებს, როგორც ფიზიკურად ისე სულიერად.
ირმა
td.........
QUOTE(td......... @ 16th December 2010 - 05:48 PM) *
მე დაბადებიდან ანემია მქონდა.. ორსულობისას ხო აღარ ვიტყვი როგორ მეცემა ხოლმე ჰემოგლობინი, მაგრამ ჯანმრთელობას არ ვუჩივი..ასაკთან შედარებით ცოტა უფრო ახალგაზრდულადაც კი გამოვიყურები.. რკინის მომატება კი მარტივად შეიძლება წიწიბურა ჭამე,თანაც მოუხარშავი.. ღამე მდუღარე ქაფქაფა წყალი დაასხი, ცოტა მარილი და დაახურე თავზე, შეფუთე, დილით მზადდაგხვდება, ასევე ჭამე ჩირები, მწვანე სალათი... არაფერი არ დაგეართბეა, ვეგეტარიანელობით მკვდარი ჯერ არავინ მინახავს! ხორცის წამას მოზარდობის ასაკში დავანებე თავი, მაგრამ არაფერს შევუწუხებივარ, 2 ჯანმრთელი შვილიც მყავს, ასე რომ არავინ მოგატყუოთ , რომ მცენარეული საკვები ადამიანს იმდენ სარგებელს არ აძლევს რამდენიც ხორციო.. სინამდვილეში ხორცი მხოლოდ აზიანებს ორგანიზმს, გაცილებით მეტ ენერგიას რთმევს ამს და აბინძურებს, როგორც ფიზიკურად ისე სულიერად.

kiss1.gif დიდი მადლობა... გავითვალისწინებ...
ერთი შემიძლია ვთქვა ძალიან მიხარია ეს გადაწყვეტილება რომ მივიღე და ბედნიერად ვგრძნობ თავსsmile.gif
Atman
ამ წიგნს ბოლომდე არ ვეთანხმები, მაგრამ მაინც კარგი რამეა. მოხარშული საჭმლის ჭამა აღარ მინდა ამის მოსმენის შემდეგ biggrin.gif

Сыроедение путь к бессмертию (აუდიოწიგნი)




В книге В.А.Шемшука "Сыроедение. Путь к бессмертию" рассказывается о фантастических результатах сыроедения, приведены механизмы объясняющие феномены поразительного оздоровления, излечения от всевозможных неизлечимых болезней, приведены случаи омоложения глубоких стариков с превращением их в молодых людей и даже юношей.

Всем известно, что от пищи зависит настроение человека, а значит и его успехи, или наоборот, не успехи на работе и в личной жизни. Хорошее настроение, обусловленное правильным питанием, обеспечивает хорошее настроение и соответственно притяжение хороших событий. В то время как пища, вызывающая неприятные ощущения, приводит к неприятностям по жизни. И оказалось, что неприятная пища питает не нас, а микробов в нашем организме. А отсюда не только неприятности в жизни, но и неприятности со здоровьем...

Содержание:

Часть I. Ода сыроедению
§1. Что нужно есть?
§2. Основная причина появления паразитов в организме
§3. Ещё один источник поступления паразитов в организм
§4. Как варёноедение вызывает болезни ЖКТ? §5. Зачем нужны организму чистки?
§6. Чистки для беременных женщин
§7. Какие массажи способствуют очищению организма?
§8. Накопление потенциала с помощью еды
§9. Ошеломляющие последствия сыроедения
§10. Виктория Бутенко о сыроедении
§11. Детоксикация - начало омоложения
§12. Как помочь организму при наступлении интоксикации?
§13. Чем же для нас является варёная пища?
§14. Пищевые диверсии
§15. Как нас заражают?
§16. Внедрение смерти на Земле
§17. Подводные камни сыроедения
§18. Где добыть живую воду?
§19. Преодоление бескультурного земледелия
§20. Очистительный комплекс и его модификации
§21. Шестдница творения
§22. Чаровная кулинария
§23. Полезные сведения
§24. Лечение истинных заболеваний
§25. Преображения семян растений для достижения человеком бессмертия
§26. Ода сыроедению

Часть II. Рецепты сыроедческой кухни
§ 1. Рецепты от А. Чупруна
§ 2. Сборник рецептов салатов от В. Даниэляна
§ 3. Сборник рецептов блюд из зерновых, бобовых, овощей и фруктов от В. Даниэляна
§ 4. Сырые конфеты
§ 5. Рецепты из книги Виктории Бутенко
§ 6. Рецепты из журнала «Дневник Сыроедки»
§ 7. Простые салаты по Герберту Шелтону
§ 8. Сыроедческие рецепты от Атерова
§ 9. Рецепты сыроедения от разных авторов
§ 10. Список сырых продуктов и их характеристика
§ 11. Десять золотых правил сыроедения
Приложение: Съедобные дикорастущие

http://allshares.ge/download.php?id=2BFBE45A27
yogi
მოგესალმებით! l_daisy.gif
ვეგეტარიანელობა არა მხოლოდ ჯანმრთელობისთვისაა კარგი, არამე სულიერი განვითარებისათვის. რადგანაც როცა ვჭამთ ხორც, ჩვენსი შემოდის ცხოველური ვიბრაციები, და გონება უფრო მშფოთვარე ხდება. რაც უშლის სიმშვიდის და სისუფთავის დამკვიდრებას. როგორც თქვა შრი აურობინდომ (უდიდესმა იოგმა და სულიერმა მასწავლებელმა): "სანამ სადჰაკი არ დაამყარებს საკუთარ თავში სიმშვიდეს და სისუფთავეს, მაღალ სულიერ გამოცდილებებზე ლაპარაკი ზედმეტია".

აი ლინკი ვეგეტარიანელიბაზე: http://www.self-discovery.ge/vegetarianeloba
აი მსოფლიოს ცნობილი ვეგეტარიანელები (ძალიან საინტერესო ნახატია) : http://www.self-discovery.ge/cnobili-vegetarianelebi
და აი პრაქტიკული ვარჯიშები სისუფთავის დასამყარებლად: http://www.self-discovery.ge/sisuptave
Atman
yogi
QUOTE(dima-dima @ 20th December 2010 - 12:20 AM) *
რადგანაც როცა ვჭამთ ხორც, ჩვენსი შემოდის ცხოველური ვიბრაციები, და გონება უფრო მშფოთვარე ხდება. რაც უშლის სიმშვიდის და სისუფთავის დამკვიდრებას.


მართალია, მაგრამ მთავარი აქცენტი მაინც არაძალადობის პრინციპზე უნდა კეთდებოდეს. ხორცის ჭამით ცხოველის მკვლელობის მონაწილე ვხდებით და ესაა ყველაზე ცუდი.
td.........
QUOTE(atman @ 20th December 2010 - 07:47 AM) *
ხორცის ჭამით ცხოველის მკვლელობის მონაწილე ვხდებით და ესაა ყველაზე ცუდი.

არ ვჭამ, მაგრამ მონაწილეობას მაინც გრძნობ.. ხომ ვყიდულობ და ვამზადებ სხვისტვის.. ამას რა ვუშველო?!
td.........
QUOTE(dima-dima @ 19th December 2010 - 11:20 PM) *
და აი პრაქტიკული ვარჯიშები სისუფთავის დასამყარებლად: http://www.self-discovery.ge/sisuptave

yogi
ამ პრაქტიკას მართლმადიდებლობაში საკუტარი მეს უარყოფა ქვია, როდესაც უარყოფ ტავს და აგროვებ სულიწმინდის მადლს, ანუ მთლიანად გადასცემ თავს უფას...
Atman
td.........
QUOTE(td......... @ 20th December 2010 - 01:16 PM) *
არ ვჭამ, მაგრამ მონაწილეობას მაინც გრძნობ.. ხომ ვყიდულობ და ვამზადებ სხვისტვის.. ამას რა ვუშველო?!


შენი ინიციატივით არ უნდა დაამზადო და თუ ქმარი ითხოვს ამას, ამ შემთხვევაში შენი მოვალეობაა ის გააკეთო, რასაც ქმარი გთხოვს. ამ შემთხვევაში ეს კარმა შენზე არ გადმოვა. რა თქმა უნდა კარგი იქნება თუ სხვებსაც აუხსნი ამ ყველაფერს, მაგრამ თუ ვერ გაიგებენ ეს უკვე მათი პრობლემაა.
td.........
ჰო ეს ყველაფერი ვიცი..მაინც ჩემი ინიციატივა გამოდის... ზოგადად მთხოვენ ოჯახში ხორციანი საჭმლის მომზადებას, მაგრამ კონკრეტულად ყოველ დღე ხო არ შემიკვეთავენ მენიუს.. ეხლა ისეთი როტმია ცხოვრების რომ ასე არა გამოდის, წინასწარ დაგიკვეთოდ და შენ შემდეგ შეასრულო, ოჯახის გარდა სამსახურიც მაქვს და კიდევ მილიონი სხვა საქმე და მოვალეობა.. უბრალოდ ვამზადე იმას რასაც ჭამენ.. ბადრიჯანი ან სოიოს კერძი რომ დავამზადო ვიცი არავინ შეჭამს.. ბოსტნეული ზოგადად უყვართ , მაგრამ ისიც არჩევით.. გაგებას რაც შეეხება ესმით და აღიარებენ, მაგრამ ვერ ლევიან ამ მავნე ჩვევას.. იმედია როდესმე დაანებებენ თავს სხვისი სხეულთ კვებას..
ირმა
ყველა ადამიანს თავისი გზა აქვს და თავისით დაუდგება მომენტი ცხოვრებაში, როცა ხორცს აღარ შეჭამს და სხვა. არ იქნება სწორი ვინმეს დავაძალოთ, ანდა გამუდმებით მოვუწოდოთ დაადგეს იმ გზას, რასაც ჩვენ უკვე დავადექით. მათ თვითონ უნდა მიაღწიონ ამას. წინა ცხოვრებაში ალბათ უმრავლესობა, ვინც დღეს ხორცი აკრძალა, ხორცს ჭამდა. ჯერ არ იყო დრო. ყველაფერს მომზადება უნდა. ნუ დაგავიწყდებათ გამოთქმა, ჩვენ ის არ გვაბინძურებს რაც ჩვენში შედის, არამედ, რაც გამოდის ჩვენგან. ადამინი ადრე თუ გვიან შეიძულებს ხორცს(მე ვფიქრობ ახლა როგორ შევიძულო შაქარი), მაგრამ ეს არ უნდა მოხდეს არც მუდმივი ტვინის გადაღლით, და არც დაძალებით, ეს უნდა მოხდეს თავისთავად, შინაგანად... არსებობს ასე მგონია, რაღაც შინაგანი ყური, რომელიც დახშული გვაქვს, ბევრი რამ გვესმის და არც გვესმის, მაგრამ დგება მომენტი როცა გავიგებთ და ვიტყვით, ახ ეს ხომ ვიცოდი, რატომ არ მესმოდა, მაგრამ გადასვლა ერთი მდგომარეობიდან მეორეში თავისთავად მოხდება.
მოვისმინე ჟასმუხინის ერთი ლექცია, სადაც ის ხსნის იმ მომენტს, რომ არ შეიძლება ვამბობდეთო ესა და ეს არ ვარგაო, მაშინ ის აუცილებლად ცუდად იმოქმედებსო ჩვენს ორგანიზმზეო და გააკეთა ასეთი სავარჯიშოსავით,–„მიყვარს შოკოლადი“ „ჩემს სხეულს უყვარს შოკოლადი“. ამ ლექციის მოსმენის შემდეგ მეც ვცდილობ ასე გავაკეთო. ადრე მეც ვამბობდი, ხორცი არ ვარგა, შაქარი,– თეთრი სიკვდილი და მისთანებს. ჟასმუხინმა კიდევ ერთი პატარა თვალი ამიხილა ამ ლექციით. ხოდა ახლა ასე ვამბობ, მიყვარს შაქარი, მაგრამ ვისწავლი უამისოდ ცხოვრებასwink.gif
td.........
ირმა
მართალი ხარ, არაფერი დაზალებიტ არ გამოვა და რომც გამოვიდეს სარგებელი არ ექნება... ხორცი ცუდი ნამდვილად ვერ იქნება, რადგან ის როდესრაც ლამაზი , ცოცხალი არასება იყო.. თუმცა ხორცი ტანსაცმელივითაა, მაგრამ მაინც ძალადობრივად მოპოვებულია და ამის გამოა ცუდი არა ხორცი, არამედ ის რასაც ადამიანები სჩადიან.. დღეს სამარშუტოდან დავინახე მარაზიაში დიდი აკვარიუმი სადაც ბევრი კალმახი და კარპი(ქართლად არ ვუცი რა ქვია) იტანჯებოდა, ზოგი უკვე მოტრიალებულიც კიიყო.. გვერძე საჭერი იდო და მავთულები, ელექტროზაბვით.. სისასტიკე არაა?!
ირმა
td.........
sad.gif

Atman
Те, кто читают эти строки, возможно, будут шокирова¬ны, узнав, как ведическая литература описывает отда¬ленное будущее — что настанут времена, когда канниба¬лизм стает обычным делом. Но и для мудрецов и святых древности тоже было шоком узнать из ведической лите¬ратуры, что люди Кали-юги будут выращивать и кор¬мить коров просто для того, чтобы убить их на скотобой¬не и съесть их мясо. В те времена такое невозможно было даже представить. Так и сейчас невозможно себе пред¬ставить, что люди будут пожирать друг друга, но со вре¬менем, по мере развития Кали-юги, степень испорченно¬сти сознания возрастет. То, что сейчас представляется неприемлемым, тогда станет нормой.
td.........
QUOTE(atman @ 21st December 2010 - 09:32 PM) *
описывает отда¬ленное будущее — что настанут времена, когда канниба¬лизм стает обычным делом.

არადა, თუ ასე გაგრძელდა ლოგიკურია, რომ ასე იქნება...
Atman
td.........

QUOTE(td......... @ 22nd December 2010 - 12:37 PM) *
არადა, თუ ასე გაგრძელდა ლოგიკურია, რომ ასე იქნება...


ასე აუცილებლად იქნება, ოღონდ შორეულ მომავალში. ახლა კი პირიქით, "ოქროს პერიოდია" დაწყებული კალი იუგაში და მალე ხორცის ჭამაც თუნდაც თეორიულად უღირს საქციელად და მავნე ჩვევად ჩაითვლება.

ოღონდ ამ "ოქროს პერიოდის" განვითარებაში ყველამ უნდა შევიტანოთ წვლილი...
td.........
imedia im shoreul momavalshi agar davibadebi!
Atman
Питание Человека Новой Цивилизации

http://masterkosta.my1.ru/load/vedicheskoe_pitanie/1-1-0-10
Atman
ესეც კარგი ვიდეოა ვედურ კულინარიაზე:

http://masterkosta.my1.ru/load/vedicheskoe_pitanie/1-1-0-10
td.........
რძეს შაქრით ვერაფრით ვერ დავლევ...sad.gif
Atman
QUOTE(td......... @ 25th December 2010 - 01:07 PM) *
რძეს შაქრით ვერაფრით ვერ დავლევ...


თაფლით ჯობია wink.gif
td.........
ვერც ტაფლით! კი დამილევია წამლის ვარიანტში, მაგრამ ისე, რძე უარაფრო ჯობია...smile.gif საერთოდ პროუქტი ბუნებრივი გემოსი მირჩვენია, დამტკბარი არ მიყვარს..
This is a "lo-fi" version of our main content. To view the full version with more information, formatting and images, please click here.
Invision Power Board © 2001-2024 Invision Power Services, Inc.