Help - Search - Members - Calendar
Full Version: ჰაილე სელასიე I
ეზოთერიული ცოდნის ფორუმი > ძირითადი განყოფილება > პიროვნებები, გაერთიანებები, სწავლებები
ბერთლანი
<a title="By American Colony (Jerusalem). Photo Dept., photographer. [Public domain], via Wikimedia Commons" href="http://commons.wikimedia.org/wiki/File%3ASelassie_restored.jpg"><img width="256" alt="Selassie restored" src="//upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/3/32/Selassie_restored.jpg/256px-Selassie_restored.jpg"/></a>


ჰაილე სელასიე I (დ. 23 ივლისი, 1892, იჯერსო, ჰარარის პროვინცია — გ. 27 აგვისტო, 1975, ადის-აბება), ეთიოპიის იმპერატორი 1930-1974 წლებში.

დაიბადა სახელმწიფო მოღვაწის მაკონენის ოჯახში. იმპერატორი ქალის ზაუდიტუს დროს 1916 წელს, გამოაცხადეს რეგენტად. ზაუდიტუს გარდაცვალების შემდეგ ეთიოპიის იმპერატორი გახდა (1930 წლის 2 ნოემბერი) ჰაილე სელასიე I-ის სახელით. შემოიღო ქვეყნის ცენტრალიზებული მმართველობა, გააუქმა მონობა და მონათვაჭრობა, გაატარა პროგრესული ღონისძიებები განათლებისა და ჯანმრთელობის სფეროში, გამოაცხადა ეთიოპიის პირველი კონსტიტუცია (1931). 1923 მიაღწია, რომ ეთიოპია მიეღოთ ერთა ლიგაში. ჰაილე სელასიე I იყო აფრიკის ერთობის ორგანიზაციის შექმნის ერთ-ერთი ინიციატორი. 1974 წლის 12 სექტემბერს ტახტიდან გადააყენეს რევოლუციური გადატრიალების შედეგად.


ვიკიპედიაზე ქართულად მხოლოდ ეს წერია ამ დიდ ადამიანზე..
ის ითვლება სოლომონ მეფის პირდაპირ შთამომავლად, ეთიოპიაში ნაწინასწარმეტყველები იყო მისი დაბადება..
სიცოცხლეშივე აღიარეს მესიად და დღემდე უამრავი მიმდევარი ყავს და მათი რიცხვი იზრდება.. ცალკე რელიგიას ვერ დაარქმევ, რადგან ეთიოპია ძირითადად მართმადიდებლური ქვეყანაა და თითონ იმპერატორიც ქრისტიანი იყო..
და მის მიმდევრებსაც Ras tafari Movement ქვია, და ქრისტიანობის ერთ-ერთ მიმდევრობად ითვლება.. ამ მიმდევრობას თანაუგრძნობს ძალიან ბევრი ცნობილი ადამიანი მსოფლიოში და საქართველოშიც არც თუ ისე უცნობია ახალგაზრდობისთვის..
გარდა იმისა რო ძალიან მორწმუნე და კაცთმოყვარე ადამიანი იყო, მისი საერო საქმიანობაც საკმაოდ წარმატებული იყო, მისი გაეროში ნათქვამი სიტყვა ჩემი აზრით ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი გამოსვლა იყო ამ ორგანიზაციის ისტორიაში...
მის იმპერატორობის პერიოდში ეთიოპიას თავს დაესხა ფაშისტური იტალია და ძალიან საინტერესო ფაქტი მოხდა ამ დროს, თავის ხალხთან გამოსვლისას იმპერატორმა ჰაილი სელასიამ სამხედროებს უბრძანა რო მხოლოდ თავი დაეცვათ და
არცერთი შეტევა არ დაეწყოთ თვითონ.. ასევე გასცა ბრძანება რო იტალიური თვითმფრინავი არ ჩამოეგდოთ თუ ის პირველი არ ისროდა.. ეთიოპიამ წარმატებით მოიგერია იტალია და ვთვლი რო ზედმეტი არ იქნება თუ ეთიოპიას ჩავუთვლით გამარჯვებას....

არ ვიცი ძალიან ბევრის ლაპარაკი შეიძლება ამ ადამიანზე, მაინტერესებს თქვენი აზრი...

https://www.youtube.com/watch?v=fsOtR52v9aE

https://www.youtube.com/watch?v=gIhc5bfA1bg ესეც მისი ყველაზე დიდი მიმდევარი...

tikoroma
პირველად ვნახე ქრისტიანი მეომარი, პატრიოტი, მეფე ქრისტიანულ წესებს იცავდეს ბრძოლაში, შესაძლებლობის ფარგლებში რა თქმა უნდა, მაგრამ ცდილობდა მაინც დაცვას... მოხიბლული ვარ smile.gif
td.........
სილასსიე რასტაფარიანელების მესიად ითვლება... და მთალდ ასე ბარხატულადაც არ იყო საქმე, როგორც ვიკიპედიაში წერია..smile.gif
This is a "lo-fi" version of our main content. To view the full version with more information, formatting and images, please click here.
Invision Power Board © 2001-2024 Invision Power Services, Inc.