Help - Search - Members - Calendar
Full Version: სამადჰი
ეზოთერიული ცოდნის ფორუმი > ძირითადი განყოფილება > ეზოთერული განყოფილება
Pages: 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9, 10, 11, 12, 13, 14, 15
David Monny
მინდა გაგიზიაროთ ჩემი გამოცდილება სამადჰის მდგომარეობაში ყოფნის, მაგრამ სანამ უშუალოდ თხრობაზე გადავალ, ცოტა რამ მინდა გითხრათ ჩემს შესახებ.
   დავიბადე 1985 წელს და გავიზა რდე საქართველოში. ადრეული ასაკიდანვე დავიწყე საკუთარი თავის შეცნობა.  აღმოსავლური ორთაბრძოლების დაუფლებასთან ერთად, ვეუფლებოდი აღმოსავლურ რელიგიებს და ცოდნებს. ასევე ვიყავი ოშოს მიმდევარი. ვაკეთებდი სხვადასხვა სახის მედიტაციებს და პრაქტიკებს, როცა ჯერ კიდევ 10-11 წლის ვიყავი. შემდეგ შევისწავლე ინდუიზმი და ბუდიზმი. ასევე დაოსიზმი. გავეცანი ბერძენ ფილოსოფოსებს, მითოლოგიას, რომაულს, ბერძნულს, სკანდინავიურს და ა.შ. შემდეგ დავინტერესდი ქართული ეზოთერიით, რაც ძირითადად შეეხებოდა ნუნისში ე.წ. ნოეს საკურთხეველის ირგვლივ მიმდინარე მოვლენებს და გავიცანი "იბერიონთა საძმოს" ყოფილი წევრები, რომლებიც ლაზარეს აღდგინების საქმით იყვნენ დაკავებულნი საქართველოში. გვარებს და სახელებს არ ჩამოვთვლი ისედაც იცის საზოგადოებამ. ასევე შევისწავლე სხვადასხვა ნაშრომები ანტროფოსოფიაში და ასტროფიზიკაში, ასევე ვიკვლევდი ამოს ფენომენს და პარანორმალურ მოვლენებს.
   და 19 წლის ასაკში განვიცადე ის, რასაც შემდეგ ვიგებ რომ ქვია სამადჰის მდგომარეობა.
  მანამდე ბევრი ინფორმაცია მქონდა ამ თემის ირგვლივ, მაგრამ უშუალოდ განცდის მომენტში და შემდგომ პერიოდშიც ვერ მივხვდი რასთან მქონდა საქმე, მხოლოდ მოგვიანებით 2010 წელს ადვაიტას შესწავლის შემდეგ მივხვდი, რომ სამადჰის მდგომარეობაში ვიყავი 3 დღის განმავლობაში 19 წლის ასაკში. ახლა კი შევეცდები სიტყვებით გადმოვცე რას განვიცდიდი ამ 3 დღის განმავლობაში, რომლის დავიწყებაც შეუძლებელია.
   საკუთარი თავის ძიების მიზნით, საკუთარ თავს ვუსვამდი შეკითხვას ვინ ვარ მე? ანუ ვინ არის ის ვინც ამ შეკითხვას სვამს? და უეცრად ყველაფერი გაჩუმდა.   ეს იყო საყოველთაო შეჩერება. დროის, სივრცის, სურვილების და ა.შ.   ანუ აღმოვჩნდი მდგომარეობაში, სადაც თვითონ მდგომარეობაც არ არსებობს.  ანუ ეს იყო წარმოუდგენელი ნეტარების შეგრძნება.  მივხვდი, რომ მე არ ვარ ეს სხეული, არამედ მე ვიმყოფები ამ სხულში და მოგვიანებით გავაცნობიერე რომ სხეულს გარეთაც, მაგრამ ეს ისეთი შეგრძნება არ არის ადამიანები რო ყვებიან ჩემ თავს ვუყურებდი გარედან და ა.შ.   ამ მდგომარეობაში გავაგრძელე კითხვის დასმა: მაშინ ვინ ვარ? და აი ამ დროს პირდაპირი მნიშვნელობით გავიგონე ხმა რომელიც სვამდა კითხვას მაშინ ვინ ვარ?  მაგრამ   ეს  ხმა მე არ ვიყავი.   სწორედ ამ დროს, როდესაც მე ეს ხმა გავიგე თითქოს დაიშალაო კედელი და გამოჩნდა რაღაც ამ კედლის მიღმა ვინც უსმენდა იმას ვინც ამ კითხვას სვამდა. და ამ დროს გავაცნობიერე რომ მე არ ვიყავი გონება, სადაც ესა თუ ის ფიქრები წარმოიშობა.
   როგორც დამსწრე ასე ვაკვირდებოდი პირველად როგორ ჩნდებოდა შეგრძნრბა გულში და ეს შეგრძელნება როგორ ამოდიოდა თავში და გარდაიქმნებოდა ფიქრად. ათასობით სხვადასხვა შეგრძნება და და ფიქრი იბადებოდა ჩემში და ყველა ცდილობდა დაემტკიცებინა, რომ ის იყო პასუხი კითხვაზე - ვინ ვარ, მაგრამ როგორც კი ვეცდებოდი მეფიქრა რომ კარგი, ესეა, აი ეს ფიქრია პასუხი, იმ წამსვე ქელრებოდა ეს ფიქრი და იევ ვრჩებოდი წარმოუდგენელ სიჩუმეში. შემდეგ თავიდან ახალი შეგრძნება და ფიქრი.  მნიშვნელობა არა აქვს რა ფიქრი მოდის კარგი თუ ცუდი, მნიშვნელოვანია ის, რომ თქვენ თავს აღარ აიგივებთ არც კარგ ფიქრთან და არც ცუდ ფიქრთან.   შემდეგ ჩვეულებრივად დავდიოდი, ვჭამდი, ვსაუბრობდი, მაგრამ ძალიან ნელა.  ხალხს ჩემს გარშემო ვეგონე ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ. სიტყვებს, რომელსაც ვამბობდი იყო თითქოს ცოცხალი არსება, რომელიც თავის საქმეს აკეთებდა. 
   ამ ხნის განმავლობაში მქონდა პერიოდები, როდესაც არც შგრძნება და არც ფიქრი აღარ იბადებოდა ჩემში, შეიძლება ეს მდგომარეობა გაგრძელებულიყო რამოდენიმე საათი, შემდეგ ისევ ამოტივტივდებოდა რაიმე შეგრძნება, მაგრამ ის მე აღარ მეხებოდა, აღარ ვაიგივებდი, უფრო სწორად ვეღარ ვაიგივებდი თავს მათთან.  ზემოთ ვთქვი, რომ რამდენიმეჯერ ვცადე, რომ შემეთვისებინა ესათუ ის ფიქრი, მაგრამ როგორც კი ამას დავაპირებდი ისინი ქრებოდნენ.
    გარეთ შეიძლება ტრაქტორს ემუშავა დიდ ხმაურში, ან ტელევიზორი ყოფილიყო ჩართული. ერთსროულად რო 300 კაცსს ელაპარაკა, იმ სიჩუმეს და სიწყნარეს ვერ მირღვევდნენ.   ესეც ვცადე, აბა მეთქი თუ შემაწუხებს რაიმე ხმაური, მაგრამ ამაოდ და ბოლოს, დავწექი დასაძინებლად.  ეს იყო პიკი. არანაირი განსხვავება ღვიძილსა და ძილს შორის აღარ იყო. ისევ ის ვიყავი ძილშიც რაც სიფხიზლეში.  სიზმარიც დაიწყო და იმნწამს შევესწარი, როდესაც სიზმარი დაიწყო და ვერც სიზმარმა გამაიგივა მასთან.
შემდეგში ეს რამანა მაჰარშის, ნისარგადატას და სხვათა სწავლებებში ვანხე, რომ ამ მდგომარეობას ქვია ტურია, როდესაც განსხვავება ქრება ძილსა და ღვიძილს შორის.
ამ მდგომარეობაში იმყოფები სამადჰის დროს.
ეს გაგრძელდა 3 დღე და დღეს ვფიქრობ, რომ შიშის ჰამო, რომ ვგიჟდებოდი და ახლობლებიც კი ვეღარ მცნობდნენ ვეღარ მოვახერხე განზავება მთლიანად ამ ჭეშმარიტებაში. ეს შიში უცხოობის იყო მთავარი მიზეზი, რამაც გამომიყვანა ამ მდგომარეობიდან.
tikoroma
და რამ გამოიწვია ეს მდგომარეობა, პრაქტიკებმა რასაც აკეთებდი?

საერთოდ რა უპირატესობა აქვს ამ მდგომარეობის მიღწევას?
ზუსტად სამადაჰი თუ ქვია არ ვიცი, მაგრამ ძილს და ღვიძილს შორის განსხვავების გაქრობის მიღწევაზე ბუდისტები და დაოსებიც საუბრობენ. მე ვფიქრობდი რომ გონება ნარჩუნდებოდა მაგ დროს,რომ გონება ხდებოდა "დამკვირვებელი". როგორც ჩანს გონებაც ქრება smile.gif
old_man
შრი ჩინმოი შედის სამადჰის მდგომარეობაში:
David Monny
კი
David Monny
ეს არის გამიზნულად შესვლა სამადჰიში.
მეორე ვიდეო შეცვალე შენი ფიქრებიო ასე იწყება, არ ვეთანხმები არაფერი არ უნდა შეცვალო, შენ უნდა გაიგო ვინ ხარ და თუ რამე შესაცვლელია შეიცვლება და თუ არა და არა. როდესაც ცდილობ არ იფიქრო, ამ დროს ფიქრობ არფიქრზე და მაინც ფიქრობ. არ უნდა ჩაერიო ფიქრის პროცესში, დაე იმუშაოს გონების მანქანამ, შენ ნუ ჩაერევი, ნუ დაასხამ ცეცხლზე ნავთს.
old_man
David Monny
და მაგ მდგომარეობაში "ერთიანობის" გრძნობა გაჩნდა სამყაროსთან? როცა ხვდები რომ ყველა და ყველაფერი ხარ? ან ყოვლისმომცველი სიყვარულის გრძნობა ყველაფრის მიმართ..
td.........
საინტერესოა
David Monny
კი გაჩნდა. სამყაროს, როგორც ასეთი ნივთად არ აღვიქვამდი, მაგრამ მე და სხვა გაქრა. მეც და სხვაც ერთი იყო.
არაფერი არ ქრება, ყველაფერი რჩება, მაგრამ შენ უკვე არფერთან აღარ იგივდები, უფრო სწორად ვეღარ. ვეღარს იმიტომ ვამბობ, რომ ვცდილობდი ამა თუ იმ გრძნობასთან გაიგივებას და არ გამომდიოდა. გარეგნული მახასიათებლები ასეთია: კუნთები არ არის დაძაბული, ყოველი შენი სხულის მოძრაობა აღიქმება როგორც მანქანის მოძრაობა. ხანდახან ვხედავდი რა საყვარელია ჩემი სხული, რამდენს ცდილობს, სულ რო მუშაობს, როცა ამთქნარებ და იზმორები ეს იმიტომ რომ იღლება. საოცარი განცდა დამეუფლა, მთელი გულით და სულით გემსახურება, თავს წირავს შენთვის, მაგრამ ეს ისე არ უნდა გაიგოთ რომ სხეული ცოცხალია თქვენს გარეშე, მაგრამ თქვენ ამ მდგომარეობაში ყველაფერს სულიერად აღიქვამთ. თითქოს ყველაფერი ცოცხალია. არ ვიცი როგორ დავწერო სხვანაირად, მაგრამ ეს უნდა დავწერო, უნდა იცოდეთ რომ არა აქვს მნიშვნელობა რა ეროვნების ხარ და რამდენი წლის ხარ. სამადჰი ყველამ შეიძლება განიცადოს.
რაც შეეხება კითხვას როგორ მივაღწიე ამ მდგომარეობას. რათქმაუნდა პრაქტიკებმა ითამაშეს გრკვეულინროლი, განათლევის და ინფორმაციის მიზნით, მაგრამ გადამწყვეტ მომენტში ფიქრებში არ ჩარევამ, დანებებამ, რო დანებდები ყველას და ყველაფერს, არაფერში ჩარევამ მოიტანა ეს. შეიძლება წლოვით აკეთო სხვადასხვა მედიტაციები, როგორც მე და სამადჰიში ვერ შეხვიდე და უცებ, როცა აღარ ცდილობ მოიშორო ეგო, აღარ ცდილობ გათავისუფლდე ნეგატიური განწყობებისგან მოდის ის. როცა "შენ" როგორც ვიღაც მაგარი ტიპი ნებდები ყველას და ყველაფერს აი მაშინ მომივიდა ეს.
old_man
აჰა გასაგებია. მადლობა.
მე ორჯერ მქონდა მედიტაციაში ეგეთი გამოცდილება. დაახლოებით 15-20 წუთის განმავლობაში. შემოვიდა და გავიდა...
David Monny
პირი გიშრება და შენი საკუთარი ხმა სხვისი გგონია ისე უცხო ხდება შენთვის. ხშირად გეცინება და მიზეზს ნუ იკითხავთ, რადგან ეს არ იქნება რაიმე სულელური ანეკდოტი ან ხუმრობა, ეს სიცილი ამოდის ისეთი არსებობის სიღრმეებიდან რომ სანამ ზედაპირზე ამოვა და სიცილად გადაიქცევა მიზეზი აღარ გახსოვს, ამიტომ გიწრვს უხერხულობის გამო მიზეზი შენთვითონ მოიგონო. ხშირად იღიმი და თითქმის სულ იღიმები.

გონება არ ქრება, ქრება სუბსტანცია, რომელიც საკუთარ იდენტობას გონებასთან აიგივებდა. გინება რჩება და ხედავ როგორ მუშაობს, ისიც ისევე გიყვარდება როგორც სხეული. ორივენი ძალიან საყვარლები არიან. ასევე, ადამიანები როგორც ვიცით ვგრძნობთ ერთმანეთს. ემოციები გადამდებია. ასევე ეს მდგომარეობაც გადამდებია. ისინი ვერ ხსნიდნენ რა გრძნობა ეუფლებოდათ ჩემთან კონტაქტის დროს, მაგრამ 90%ს ჩემი ეშინოდა. ან ჩემიბროგორც ადამიანის კი არა, იმისი ვისაც გრძნობდნენ, გათავისუფლებული სუფთა ცნობიერება.
სამადჰიდსნ გამოსვლის შემდეგ იცვლები მთლიანად, ანუ ის რასაც ინფორმაციულაფ გებულობდი, ახლა გამოცდილი გაქვს და გემოც გასინჯული.
old_man
QUOTE(tikoroma @ 24th May 2015 - 04:30 PM) *
საერთოდ რა უპირატესობა აქვს ამ მდგომარეობის მიღწევას?

ამ მდგომარეობაში რომ შეხვიდე და სულ დარჩე მატერიალურ სამყაროში გაგიჭირდება ცხოვრება )) შენს სოციალურ როლებს ვეღარ შეასრულებ. ამოვარდები მთლიანად. უბრალოდ ცნობიერება იცვლება, როცა სულიერ გამოცდილებებს იღებ. და ესეც კარგია. ეხები მდგომარეობებს როგორშიც ხარ სულიერ სამყაროებში. თვალი გეხილება. აღარ ხარ მატერიის ილუზიებში.
ახლა აქ სწორედ იმიტომ ვართ, რომ სულს ბეზრდება მუდმივ ნეტარებაში ყოფნა და ამიტომაც შემოდის აქ მყარ მატერიებში, სადაც არის წინააღმდეგობები, დუალობა, ეგო, სხვადასხვანაირი ემოციების და გამოცდილებების ბუკეტი. რომ ახლა ესენი შეიგრძნოს და დატკბეს ამით.
tikoroma
აჰ, გასართობად მოვდივართ აქ ხო?

David Monny
მადლობელი ვარ, რომ გამოცდილება გაგვიზიარე
old_man
QUOTE(tikoroma @ 24th May 2015 - 08:57 PM) *
აჰ, გასართობად მოვდივართ აქ ხო?

ჰო რა არ მოგეწონა? biggrin.gif
გამოცდილებისთვის
Mechanical Sheep
ძალიან სიანტერესოა. მიჩნდება კითხვები და ბევრი რამე მაინტერესებს.

David Monny
QUOTE
მე არ ვიყავი გონება, სადაც ესა თუ ის ფიქრები წარმოიშობა.


თუ შეგიძლია ეს მონაკვეთი უფრო განავრცე. ფიქრების გზა საკუთარ თავში და სხვებში. ასევე როგორ აღიქვამდი სხვებს და მათ საუბარს როცა ლაპარაკობდნენ. როგორი იყო შენი მიდგომა საუბრისას და საიდან ჩნდებოდა გადაწყვეტა შენში აზრებისა და იდეებისა.

მადლობა რომ შემოხვედი ფორუმზე და გაგვიზიარე შენი პატარა თავგადასავალი.
თუ კარგად დაათვალიერებ ფორუმს, ნახავ რომ ამ მდგომარეობაში, ან მიახლოებით მაინც, ყოფილან და გამოუცდიათ.
David Monny
tty_

კი, ვნახე აქ რამანა მაჰარშის თემა გახსნილი.
ახლა კი შენ კითხვას ვუპასუხებ და მანამ სანამ ვუპასუხებ, მინდა გამოვეხმაურო ზემო პოსტებს რომელიც შენს კითხვასთანაცაა ახლოს. ანუ კითხვა, რისთვის მოვდივართ ამნქვეყანაზე და ა.შ. გამიჩნდა ამ მდგომარეობაში და პასუხი იყო უამრავი. მათ შორის ესეც გართობა, დროს ტარება, გამოცდილება, ისა ესა, მაგრამ ეს პასუხებიც ქრებოდა და რჩებოდა სიჩუმე. მე ნუ არაფერი მსგავსი ანუ მსგავსი გაჩუმება ყველაფრის არასდროს განმიცდია. ანუ პასუხი უამრავი შეიძლება გასცე, მაგრამ მე კი უფრო მგონია, რომ სიყვარულისთვის მოვდივართ, რომ გვიყვარდეს ყველა და ყველაფერი.
ახლა რაც შეეხება შენს კითხვას.
მე არ ვიყავი გონება და მისი შედეგი ანუ ფიქრი, ანუ საკუთარ თავს ვერ ვაიგივებდი ფიქრებთან. ფიქრებს ვაკვირდებოდი მანძილიდან, აი არ ვიცი როგორ ვთქვა, ისე პირდაპირი მნიშვნელოვით როგორიღაცა სივრცე, დისტანცია შეიქმნა ჩემს გულში და თავში, უფრო თავში. ბნელი სივრცე და ამ სივრცეში ქვემოდან ხან გვერდიდან შემოდიოდნენ სხვადასხვა ფიქრები და ემოციები და ისინი მითრევდნენ, ანუ იცი როგორ, მაგალითად ავიღოთ ნებისმიერი ფიქრი. ვთქვათ ხვალ სად წავიდე და რა გავაკეთო? ანუ ეს ფიქრი ცდილობდა, რომ მასზე მეფიქრა, რომნის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ ის პრობლემებს გადაჭრიდა. მექაჩებოდა თავისკენ. მაფიქრებინებდა თავის თავზე. ამ დროს მე, ანუ ეს მე ცალკე იყო არ ვიცი რა იყო მე ამ მეს ვერ ვხედავდი მაგრამ ეს მე მე ვიყავი, თითქოს მიმართავდა ყურადღებას აი ასე, კაი მოდი აბა ვნახოთ რას ითხოვ, კარგი შენ დაგიჯერებ რომ პრობლემებს გადაწყვიტავ და აი ამ დროს, როდესაც ყურადღებას მივმართავდი ამ ფიქრისკენ ეს ფიქრი ქრებოდა და იწყებოდა ახალი, მაგალრამ სანამ ახალი დაიწყებოდა სიჩუმე იყო. მდააა, არა რა არ არის სიტყვები ვერ ლაგდება რა ვერასდროს გადმოცემს სიტყვები ამ განცდას. მარა მიახლოება შეიძლებაა და მაქსიმალურად ვცდილობ. სიტყვებს არა აქვს მნიშვნელობა რას ვიხმარ, მთავარია რაზე მიანიშნრბენ ისინი. ეს თით გაშვერილ კაცს გავს, რომელიც მთვარეზე მიგითითებს, თუკი შენ თითს დაუწყებ ყურებას მთვარეს ვერ დაინახავ. ამ შემთხვევაში სიტყვები გაშვერილი თითებია, ბევრი ბევრი გაშვერილი თითები. ანუ პასუხი კითხვებზე უამრავი ჩნდება მაგრამ კითხვებიც და პასუხებიც ქრებიან. აი ეს იყო გამაოგნებელი, თავიდან გაოგნებული ვიყავი. აი ის წამი როცა ხედავ როგორ იწყება შენში ფიქრი, ქმნის დისტანციას შენსა და ფიქრს შორის. მთავარია იმნწამს შეესწრო, როდესაც შენში ფიქრი იწყება. რომელიმე ფიქრი, ვიმეორებ მნიშვნელობა არ აქვს ნეგატიური თუ პოზიტიური. არ უნდა განდევნო ნეგატიური ფიქრები და არც პოზიტიური, უბრალოდ არ უნდა ჩაერიო მათში დაე მოვიდნენ და აბა ერთი სანამდე დარჩებიან.
სხვებისგან ბევრი რამ ვისწავლე, ანუ მე ვერ ვხედავდი განსხვავებას ჩემსა და სხვებს შორის, განსხვავება იყო მათი ფიქრებთან გაიგივება. ზოგიბიწყებდა ჩემს ნათქვამზე ფიქრს და ცდილობდა სიტყვებიდან რამე ლოგიკა გამოეტანა მარა ამაოდ, მაგრამ აბსოლუტურად ყველა გრძნობდა იმ სიჩუმეს. რაც შეეხება ძალას რასაც სამადჰიში ვფლობდი ეს იყო ადამიანების ყურადღების გადატანა იმაზე რაზეც მე მინდოდა, მაგრამ ეს მე არ იყო ფიქრებთან გაიგივებული მე, რომელიც რაღაც სარგებელს ელის ამისგან, არამედ ეს უკონტროლოდ ჩემგან დამოუკიდებლად ხდებოდა, თითქოს ანუ მერე რომ გამოვედი ამ მდგომარეობიდა მივხვდი რომ იმ მომენტში ასე იყო საჭირო იმ ადამიანისთვისახ და ჩემთვისაც.
ადამიანებისგან გრძნობ ასეთ რამეს. ამას სიტყვებით არ გეუბნებიან მარა შენთვის სიტყვები არ არის საჭირო. შენ ცდები, ეგ არ არის სიმართლე, ეგრე კი არ აი ესეა. მე მომისმინე, აი ნახე აი ასეეე გააკეთე და არა ეგრე. მაგრა მე რას ვაკეთებდი ეს არ ესმოდათ. უბრალოდ მენტალური პროექცია მათი ეწინააღმდეგებოდა პირველ რიგში საკუთარ თავში მყოფ იმას, რაც მე ვიყავი იმ დროს და მერე მე, როგორც სხვას.
მეც და ისინიც ერთნი ვიყავით. და ყველა გხედავს მაგრამ ყველა გემალება. გაგირბიამ, მართლა ბევრს ეშინოდა ჩემი.
აი ძალიან მნიშვნ4ლოვანია კითხვა რაზე ვსაუბრობდი და როგორ. წინასწარ ვერაფერს ვფიქრობდი ვისთვის რა მეთქვა და როხა ლაპარაკს ვიწყებდი მე ტვითონ ვუსმენდი ამ ლაპარაკს ჩემთვისაც უცხო იყო. საკუთარი წინადადებები იყო ჩემთვის უცხო. ხანდახან სიტყვის თქმის წინ პაუზას ვაკეთებდი და ამ დროს ის სიაჩუმე მთლიანად განმსჭვალავდა. მერე იწყებოდა პირველი სიტყვა, და ის სიჩუმე არ ქრებოდა, ამ სიხუმის ფონზე ეს სიტყვები როგორც მეხის გავარდნა აი ასე მეჩვენებოდა არადა ხმამაღლა არ ვლაპარაკობდი. ვხედავდი ამ დროს ვინ მისმენდა და ვინ არა, უფრო სწორად მარტო იმას ვხედავდი ვინც მისმენდა. ანუ ყველა ადამიანის ყურადღებას ხედავ ვისიც შენსკენაა მომართული.
David Monny
სიზმრები იყო ძაან უცნაური. წინასწარ ვხედავდი იმ ადამიანებს რომლებსაც ხვალ ვნახავდი და მათთან ემოციური კონტაქტი მექნებოდა. ანუნყველა ადამიანს კი არ ვხედავდი წინასწარ, ზოგს. მამაგრამ ეს სიზმარი არ იყო სიზმარი, ის სიჩუმე იქაც იყო. ანუ ღვიძილი, სიზმარი და უსიზმრო ძილიც ერთი და იგივე იყო ჩემთვის. უსიზმრო ძილი ასეთი იყო. ვიწექი, და უცებ აცნობიერებ როგორ წევხარ როგორ გძინავს და როგორ იღვიძებ, მეტი არაფერი და პირველივე რასაც ვაკეთებდი მეღიმებოდა გაღვიძების წინ. ვერ ვაკონტროლებდი ეს ნეტარება და სიამოვნება აი გადმომდიოდა როგორც წყალი იღვრება ონკაჯიდან აი ასე. ვერა, მე, რომელიც მთელი ცხოვრება ყველას და ყველაფრის კონტროლს ცდილობდა, ახლა საყვარელი პატარა სხული და ფიქრები იყვნენ. ძალიან მიყვარდნენ ორივენი, ეამდენს ცდილობდნენ, წარმოუდგენელია! არასდროს ჩერდებიან, კომპიუტერი შათდაუნს მაინც აკეთებს, მარა ესენი გონება და სხეული არასდროს. არასდროს, მაგრამ ახლა უკვე შენ ვეღარ გაკონტროლებენ, შენ აკონტროლებ მათ
David Monny
აი ამ სივრცეზე, რომელიც ჩემს თავშიშეიქმნა, უნდა დავწერო, უნდა განვმარტო, რადგან ძალიან მნიშვნელოვანია. ეს არი უცხო განზომილება. აი მაგ: თვალს რო ვახელთ სამყაროს აღვიქვამთ 3 განზომილებაში ხო. აი ახლა წარმოიდგინე თვალ დახუჭულიც აღიქვამ ამ სამ განზომილებას და როდესაც თვალს ახელ, ის 3 განზომილება სიგრძე სიგანე და სიმაღლე არ ქრება, რასაც თვალდახუჭული აღიქვამდი და მასთან ერთად აღიქვამ თვალ გახელილზე, ანუნროგორც ყველა ჩვეულებრივად აღვიქვამთ. გარე სამყარო და ნივთები აღიქმება კიდევ სამ განზომილებაში, მაგრამ მთლიანად 6 კი არ გამოდის, არამედ 4. ის რასაც თვალდახუჭული განიცდი 3 განზომილება კია, მაგრამ ერთად აღიქვამ და როცა თვალს ახელ იმ ერთში ჯდება გარე სამყაროს 3 განზომილება. ვცდილობ, ავხსნა. მაგრამ ძნელია, ეს არის განცდა, მდგომარეობა. ხვდები, რო. შენ არაფერი გეხება, არც რანჯვა და არც სიხარული, არც კარგი და არც ცუდი. ყველაფერს ხედავ, მაგრამ გავლენის ქვეშ არ ექცევი. როგორც სარკეში ირეკლება ყველაფერი ასევე შენში ირეკლება გონება, მაგრამ შენ არ გეხება
tikoroma
მშვენიერი გამოცდილებაა smile.gif
David Monny
old_man
ამ მდგომარეობაში ვერ დარჩები სულ. ამ მდგომარეობიდან გამოდიხარ, მაგრამ არის მდგომარეობა, რომელიც სამადჰის მოსდევს, თუკი შიშს დასძლევ. ამა ეძახიან გასხივოსნებას, როცა დუალიზმიდან სინგულარობაში ბრუნდები. ადამიანებს გონიათ რომ გასხივოსნება ნიშნავს ეგოს მოშორებას და ნეგატიური ფიქრებისგან გათავისუფლებას. ეს 1 % თაც კი არ არის სიმართლე. ის რაც მე სამადჰიდან გამოვიტანე იყო, რომ ყველაფერი ისევ ისე რჩება, არავითარი ნეგატიური ფიქრები არ ქრება, უბრალოდ ის ვინც ამ ფიქრებს მნიშვნელობას ანიჭებდა ნელ ნელა სუსტდება და საბოლოოდ სულ ქრება, მაგრამ მე სწორედ ამ გაქრობის შემეშინდა. ყველა გრძნობას აღიქვამ ისეთს როგორიც არი, მაგრამ ინტერპრეტაციას აღარ უკეთებ. არ ითვისებ ერთს და არ უარყობ მეორეს. ეს იმას არ ნიშნავს რომ კლდის ქიმზე მიგიყვანონ და გადახტიო და გადახტე. პიროვნებაც რჩება და თუ რამე არ მოგწონს არ მოგწონს იმ წამს და მორჩა. მეორე წამს ის რეალობა აღარ არსებობს. მეორე წამი სულ სხვაა. და აი სწორეს ამიტომ შემეძლო ადამიანრბის ყურადღების კონტროლი. ისინი იციკლებოდნენ რაღაც ერთზე და შიფრავდნენ უშედეგოდ, როცა უკვე ახალი რეალობა ახალი ცხოვრება იგრძნობოდა ჩემთვის. ახალი წამი. ახალი აწმყო. აწმყო სულ ახალია. არ არსებობს წარსული ან მომავალი. სულ განიცდი აწმყოს.
ano
ძალიან საინტერესოა გადავიკითხე, თლად კარგად ვერ გავაანალიზე ჯერ ზოგი რამ
ბევრი კითხვები მაქ და არ ვიცი რა კითხვები rolleyes.gif

მაინტერესებს გრძნობები საიდან მოდის სად იბადება, სხეულში თუ გონებაში?

რატომ შეგეშინდა გაქრობის? მერე შენ აღარ იქნებოდი? ინდივიდი?
tikoroma
David Monny
ციტატა(David Monny @ 26th May 2015 - 03:28 AM) *
ის რაც მე სამადჰიდან გამოვიტანე იყო, რომ ყველაფერი ისევ ისე რჩება, არავითარი ნეგატიური ფიქრები არ ქრება, უბრალოდ ის ვინც ამ ფიქრებს მნიშვნელობას ანიჭებდა ნელ ნელა სუსტდება და საბოლოოდ სულ ქრება, მაგრამ მე სწორედ ამ გაქრობის შემეშინდა.

ეს დაახლოებით მიგრძვნია მედიტაციისას. არა იმ სიძლერით,როგორც შენ აღწერ. უფრო გონებით მივხვდი და გაანალიზებას და შიშის დაძლევას ვცდილობ
old_man
David Monny
ანუ სამადჰის შემდგომ მდგომარეობაში ე.წ. გასხივოსნებაში თუ აღმოჩნდი, შეგეძლება სოციუმში ცხოვრება ჩვეულებრივად გააგრძელო? როგორი იქნები საზოგადოებისთვის?
David Monny
ano

კარგი კითხვებია. გრძნობები მოდის მკერდის არედან. ქვემოდან, ზოგი უფრო ქვემოდან სადღაც მუცლის არედან და ძალიან სწრაფად ამოდის თავში და წარმოშობს შესაბამის ფიქრს. ეს მთლიანი პროცესი სხეულში ხდება, მაგრამ სხეული სივრცედ აღიქმება მეტი არაფერი.
რატომ შემეშინდა გაქრობის. იმიტომ რომ ის პიროვნება, რომელსაც 19 წელი ვიცნობდი, ჩემ თავს ვგულისხმობ, მთლიანად შეიცვალა, ფაქრტიურად აღარ იყო. სხვების რეაქციაც, რომ ის აღარ ხარ რაც იყავი. აი ამის შემეშინდა.
David Monny
tikoroma
ძალიან კარგია. არ ვიცი რა მედიტაციებს აკეთებ, მაგრამ მე უამრავი სახის პრაქტიკებს ვაკეთებდი 8-9 წელი მანამდე, მაგრამ ყველგან რაღაც სხვადასხვა განცდები მქონდა, უამრავი, განსაკუთრებით ტანტრის მედიტაციისას საწინააღმდეგო სქესის პარტნიორთან ერთად, მაგრამ კითხვები სულ რჩებოდნენ. მედიტაცია გეხმარება დაწყნარებაში და გონების კონცენტრირებაში, მაგრამ აქ წარმოუდგენელი რამ ხდება, გონება კონცენტრირებული კი არ არის, შეიძლ3ბა ისეთი ფიქრი მოგივიდეს თავში რო ჩვეულებრივ მდგომარეობაში რო ყოფილიყავი საკუთარი ფიქრის შეგშინებოდა მაგრამ ახლა ის შენ ვეღარ გეხება, შენში იბადება, მაგრამ შენ ხელუხლებელი რჩები მისგან
David Monny
old_man
სწორი კითხვაა ნამდვილად. კი შეგეძლება. ანუ ამ მდგომარეობამ, მაიძულა ბევრი ინფორმაცია მომეპოვებინა მის ირგვლივ, მოგვიანებით. არსებობს სამადჰის უმაღლესი ფორმა რომელსაც საჰაჯა სამადჰი ქვია, როცა გავლენა იმდენად დიდი, რომ სამადჰიდან გამოსვლის შემდეგაც ინარჩუნებ იმ განცდებს და უთავსებ, ანუნავტომატურად უთავსებ ყოველდღიურ ცხოვრებას, მაგრამ ეს არ არის გასხივოსნების მდგომარეობა. საჰაჯა სამადჰიში ნეტარებას გრძნობ განუწყვეტლივ, მაგრამ გასხივოსნების დრო არა, შეიძლება სევდა მოგერიოს, გიხაროდეს, ანუნყველა ემოცია მოგდის, მაგრამ "მე" რომელსაც ეს უნდა შეეთვისებინა აღარ არსებობს. ანუ ეს "ჩემი" ემოციები აღარ არის. საჰაჯა სამადჰიში ეს მდგომარეობა პიროვნებას ემართება, პიროვნება განიცდის ამ ნეტარებას, მაგრა გასხივოსნებისას ის პიროვნება აღარ არი და ვინღა განიცდის ნეტარებას? აი ეს განსხვავებაა მათ სორის
old_man
David Monny
მე როგორც გავიგე გასხივოსნება ეს არის უმაღლესი სულიერი მდგომარეობა, შემოდის პირველსაწყისი შემოქმედი ენერგიის მუდმივი ცნობიერება, სადაც ქრება პიროვნება. და ზღვის წვეთი ხვდება რომ მთლიანად ზღვაა.. ასეა?
ანნა
ჩემი სამადჰის მდგამრეობა რამდენიმე წუთიახოლმე, ალბათ ეგაა რადგან არ ვიცი სხვა რამე თუ ქვია. სიზმარში მქონდა და ცხადშიც რამდენჯერმე smile.gif სიტყვებით ვერ აღწერ, ნუ რომ ვცადო ასეთია..
ერთინობას გრძნობ რაღაც ძალიან ძალიან დიდთან და შენ ნაწილობას და დედამიწის გარეთაც მთელ სამყაროში უამრავ პატარა სინათლესთან კავშირს და ყველაფერს ერთიანად და ეს არის ნეტარება. ყველა დამაკავშირებელ ენერგიას ისე როგორ შენს ძარღვებს. ცეკვა, და ტრიალი მინდებახოლმე და სულ ბედნიერი ვარ. ამ მდგაომრეობიდან გამოსვლის შემდეგ კაი ხანი არც ფიქრი, არც განსჯა და არც არაფერი გინდება, იმდენი სიმშვიდე გრჩება და იმით ტკბები.. შენივე სხეულს ფარგლებს ცდები, რა კარგი იქნებოდა სულ მაგას ვგრძნობდეთ, არ ვიცი მე როგორ ვიწვევ, ყველა ადამიანის შინაგანი მდგაომრეობაა ეგ.
David Monny
old_man
ნამდვილა. რომ თქვა მდგომარეობაო, გონიათ სამადჰი, ანუნის რაც მიღწევადია ანუ ძალისხმევითაც მიიღწევა. როგორც ზეკოთ ვიდეო დადე, არიან ადამიანები, რომლებიც სამადჰიში ძალისხმევით შედიან, მაგრამ ვერასდროს გასხივოსნდები ძალისხმევით. სამადჰი გეხმარება რომ საბოლოო დანიშნულების წერტილს დაუბრუნდე. დაუბრუნდეს იმიტომ ვამბობ, რომ ყველა ადამიანი სწყოსში გასხივოსნებული არსებაა, არსებას იმიტომ ვამბობ, რომ ის ვინც გასხივოსმებულია ადამიანი არ არის. ეს არის არსებობა. აწმყოობა. ასევე ზღვის წვეთზეც, პირობითად კარგი შედარებაა. მაგრამ თუ იტყვი არსებობს, იქვე ჩნდება არ არსებობს. ანუ სწორი იწნება თან არსებობს და თან არ არსებობს. დაო როგორც ლაო ძი აღწერს, ახლა ჩვენ ვსაუბრობთ დაოზე. მაგრამ როცა სახელს უწოდებ ის უკვე აღარ არის ის, არამედ სახელის ტვისებებს იძენს
David Monny
ანნა
არსებობს უამრავი მდგომარეობა, რომელიც სამადჰი არ არის. თვითონ სამადჰიც სხვადასხვაგვარია. მაგრამ სამადჰის ჭეშმარიტება მდგომარეობს, რომ ის გვეხმარება გათავისუფლებაში, საკუთარი იდენტობის რეალიზებაში. ის აჩვენებს პიროვნებას, რომელიც ჩვენშია, რომ არსებობს ზღვა და ის ამ ზღვაში მხოლოდ ეთია. ხოლო ეს წვეთი შემდეგ ან განზავდება ან სეეშინდება, როგორც მე.
ანნა
31 ში მოდი შეკრებაზე, ვირტუალურად საუბარს ჯობია ამ რეალობაში სადაც ვართ, სხვა შრეებიც გაიხსნება და ერთმანეთსაც დავეხმარებით ვისაც რა აქვს გახნილიდა გამცოდილი, მეორეში იმას გააღვძებს )))
tikoroma
David Monny
მე უფრო იცი რა მიგრძვნია? აი ოშოს აქვს აღწერილი ასეთი რამ მგონი; უბრალოდ როცა მედიტირებ, აზრებს აჩერებ ან აკვირდები, რჩები მარტო "ვიღაც" და ვინ არ იცი - ახლა მე ჩემს თავს აღვიქვამ თიკორომად ხო, ჩემი წარსულით, ფიქრებით, ნათესავებით, რაც მომეკრო ყველაფერი ამ ცხოვრებაში. აი ეგ ყველაფერი ქრება და რჩება ვიღაც "მე" და ვინ არი ეს მე ვერ ვხვდები და ეს ცოტა საშიშია biggrin.gif
David Monny
ანნა
მე დოჰაში ( Doha, Qatar) ვარ ახლა, ეს შეკრება სავარაუდოდ თბილისშია ხო?


tikoroma
კი მეც ვაკეთებდი მაგ მედიტაციას. ჩვენ ესე ვაკეთებდით: დინამიკური მედიტქცია ძააან აქტიური ცეკვავ ცეკვავ მარა სპონტანურად, ყვირი, ღრიალებ, მოკლედ თუ რამ მხეცი გყავს ნებაზე უსვებ და მერე სტოპ. უცბად ჩერდები და ექსტაზში ხარ. მაგრამ ეს უბრალოდ გართობაა, არაფერს გაძლევს. კიდევ მოგინდება ეს, ისე როგორც სხვა რამეეები. ეგ მე ვისთანაც რჩები, ის პიროვნებაა ოღონდ დავიწყებული წარსულით მარა დროებით.
tikoroma
დინამიურსაც ვაკეთებდი, ოშოს დინამიურ მედიტაციას. მანდ ცოტა სხვა გრძნობა წამოვიდა წინ - იდეაში უნდა გახსნილიყავი ბოლომდე მაგ მედიტაციის დროს, რასაც გრძნობდი ყველაფერი უნდა გამოგეხატა. მე ძალიან შებოჭილი ვარ, თვითკონტროლი სულ ჩართული მაქვს და დინამიურის დროს ეგ შებოჭილობა ვიზუალურად გამოიხატა ასე -- ირგვლივ სულ ხარაჩოები იყო თითქოს და განძრევის მეშინოდა, რომ არ დავჯახებოდი biggrin.gif კიდევ იყო ასეთი ნაწილი, 10 წუთი გაუჩერებლად უნდა გეხტუნა და ძალიან მიჭირდა მაგის გაკეთება, და ესეც გამოიხატა ვიზუალურად და სეგრძნების დონეზე - თითქოს ჯვარზე მაკრავდნენ, ან მონებს რომ აწამებდნენ ხოლმე მასეთი ხედვები მქონდა ;დ აღარ გავაგრძელე თორემ იქნებ გავთავისუფლებულიყავი ამეებისგან. biggrin.gif
David Monny
8 წელი ვაკეთებდი მსგავს მედიტაციებს, მაგრამ ისინი კულტურულ, გონებაგახსნილ, განათლებულ, კეთილ, მოაზროვნე პიროვნებად გაქცევენ, ეს იგივეა ერთი ორმოდან ამოვიდე და მეორეში ჩახვიდე ან ჩავარდე, მაგრამ ეს ორმო პირველზე ღრმაა, რადგამაც ვინც იცის მედიტაციის რაობა, მან იცის მისი სიღრმეებიც. ისევ დუალიზი და ისევ გონებასთან გაიგივება ხდება.
David Monny
კი საერთოდ ოშოს მედიტაციების კეთებოსას იმაგინაციური სიუჟეტები მრავლაფ ჩნდება. რომც გათავისუფლდე მაგეებისგან, სხვა რაღაცეები გაჩნდებიან რაც შეგბოჭავს. არ უნდა გათავისუფლდე არაფრისგან. მოიშორე ეგო, ესე ქენი, ისე ქენი. ეს იგივე აღზრდა განათლებითი სისტემებია. ამ გზას წრეზე მიყავხარ და საიდანაც დაიწყებ სულ იქ დაბრუნდები. მე ამ გზაზე დიდხანს ვიტრიალე.
tikoroma
აქვე ჩნდება კითხვა - მაშ რისკენ უნდა ვისწრაფვოდეთ? თუ საკუთარი თავის შესწავლა-შეცვლისკენ არა.
კარგია როცა გასხივოსნება სპონტანურად ხდება - ბუდა იჯდა ხის ქვეშ და გასხივოსნდა :დ თუმცა რაღაცით მივიდა ამ მდგომარეობამდე ალბათ
David Monny
არაფერი არ უნდა მოიშორო. დაე ყველაფერი ისევ ისე დარჩეს, ესეც საკმარისია და სწორედ ამ დროს, ხვდები რომ ყველაფერუ ძველებურად რჩება, ის რაც შენმანპიროვნებამ, ანუ ის რაღაცეები რისგანაც შენი პიროვნება შედგება, ფიქრები, ემოციები, სხეული, სურვილები, ნებელობა, ისევ ისე რჩება, მაგრამ ერთი რამე იცვლება მხოლოდ დამოკიდებულება მათ მიმართ შენი, მაგრამ ეს შენ ის პიროვნება არ არის, არამედ ის ვინც აღარ არის დამოკიდებული პიროვნებაზე, არამედ ეს რაღაც დამოკიდებულია არაფერზე და ამიტომაც აღარ არის დამოკიდებული პიროვნებაზე
tikoroma
biggrin.gif smile.gif საინტერესოდ ჟღერს
tikoroma
ახლა რასაც ვაკეთებ და რასაც მინდა მივაღწიო - ესაა ემოციურად არ ვიყო რაიმეზე დამოკიდებული, სურვილებზე, კარიერაზე, კომფორტზე, ოჯახზე - ბედნიერებასა და უბედურებებზე - ვცდილობ ერთნაირი დამოკიდებულება მქონდეს, ერთნაირად მშვიდი ვიყო. ყველა მოვლენის გარეთ ვიყო. მაგრამ აი, ამას გონებით ვაკეთებ თითქოს, გააზრებულად - და არა ისე, როგორც შენ აღწერ smile.gif
David Monny
tikoroma
ბუდა კარგი მაგალითია, მახსოვს, რომ სანამ ის ბოდჰის ხის ქვეშ დაჯდებოდა, მანამდე უამრავი განცდები და გამოცდილებები ქონდა. და ბოლო მათ შორის იყო ნირვიკალპა სამადჰი, ანუ ადრე ვახსენე საჰაჯა სამადჰი, ანუ სამადჰის უმაღლესი ფორმა და ეს ნირვიკალპა სამადჰი იგივე საჰაჯა სამადჰია, მაგრამ როცა გამოდიხარ სამადჰიდან ყოველდღიურ ცხოვრებაში არ გადმოდის მისი გავლენა. ის იქვე რჩება. და სწორედ ბუდამ ეს რომ განიცადა, და ამ მდგომარეობიდან გამოვიდა კითხვები მაინც დარჩა. აი დაახლოებით ასეთი, რო კარგი ვაცნობიერებ, რომ ტანჯვა და სხვა განცდები მე არ მეხება, მაგრამ როგორია ღმერთის მდგომარეობა. კაი ანუ ეს ჩემი მდგომარეობაა გათავისუფლებული ვარ ყველაფრისგან, მაგრამ როგორია ღმერთის მდგომარეობა, რადგან ეს მაინც ჩემი, "მეს" მდგომარეობააა და წავიდა დაჯდა ბოდჰის ხის ძირას და მერე იცით რაც მოხდა. და სხვანარაფერი შეცვლილა ყველაფერი იგივე დარჩა მაგრამ აი ეს საბოლოო მე ქრება, აი როგორც მარილი რო ჩაყარო წყალში და რო დნება. აი ეს არის ბოლო
David Monny
მე პირადად ამის შემეშინდა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ ყველასთვის საშიში იქნება 7 მილიარდი ადამიანისთვის 7 მილიარდნაირი იქნება და არა ისეთი როგორიც ჩემთვის იყო. მე ამ დადნობამ და გაქრობამ შემაშინა. მდააა, მართლა რა ახლოს ვიყავი smile.gif) მეცინება, მარა აზრი არ აქვს მედიტაციებს. ერთადერთი ფსიქოლოგიური ტერაპიაა და მორჩა. იგივე პრობლემები რაც მატერიალურ სამყაროში. უბრალოდ დროებით სიმშვიდეს აფარებ თავს. მერე ისევ ღრუბლები მოიქუშებიან და გადაეფარებიან მზეს.
David Monny
tikoroma
პასუხი მოგწერე პმში და მოგივიდა? ცოტა რავი მობილურით ვარ აქ სულ და ცოტა მოუხერხებელია
Plasmodium
QUOTE(David Monny @ May 27 2015, 02:15 AM) *
არაფერი არ უნდა მოიშორო. დაე ყველაფერი ისევ ისე დარჩეს, ესეც საკმარისია და სწორედ ამ დროს, ხვდები რომ ყველაფერუ ძველებურად რჩება, ის რაც შენმანპიროვნებამ, ანუ ის რაღაცეები რისგანაც შენი პიროვნება შედგება, ფიქრები, ემოციები, სხეული, სურვილები, ნებელობა, ისევ ისე რჩება, მაგრამ ერთი რამე იცვლება მხოლოდ დამოკიდებულება მათ მიმართ შენი, მაგრამ ეს შენ ის პიროვნება არ არის, არამედ ის ვინც აღარ არის დამოკიდებული პიროვნებაზე, არამედ ეს რაღაც დამოკიდებულია არაფერზე და ამიტომაც აღარ არის დამოკიდებული პიროვნებაზე

ფაქტია რომ ეს გასხივოსნებული ტიპები უფრო მშვიდები და სათნოები ხდებიან
დადიან ნეტარი ღიმილით და ჭკუას ირიგებინებიან მარცხნივ და მარჯვნივ
ან სხედან სადმე გამოქვაბულში და კაიფობენ smile.gif
იცვლება რაღაცეები როგორც ჩანს
ფიქრები, სურვილები, მისწრაფებები და ა.შ.
ანნა
სათითაოდ ეგოს გამოვლინებებზე და სიმპტომებზე გამოკიდება დროის კარგვაა, პირდაპირ გაიღვიძე და რაც შეგიძლია ბევრი დრო გაატარე გაღვიძებულ მდგაომრეობაში საიდანაც გადიხარ იმ გზით და ეგ მერე, ამ რეალობას და ორგანიზმსაც, ეგოსაც, ტვინსაც, სურვილებსაც და ყველაფერს კურნავს "იქ" რომ ხარ. გაღვიძებულ მდგაომრეობას ანუ ამ რეალობის მიღმა იქ სადაც ივსები სხვა ენერგიით. იქ სადაც ტვინი და ფიქრი აღარაა და სუფთა ენერგიით ივსები თუ შენგან გადის ეს ენერგია არ ვიცი ))) თუმცა ნუ მე პირადად ჩემი გამოცდილებით ჩემს რეალობაში, ყველაზე მეტს იქიდან ვიღებ და აქ ვბრუნდები სხვა ადამიანიხოლმე smile.gif ყველაფერი კარგია, ყველა ადამიანს თავისი ტექნიკები აქვს, თუმცა თუ არ გაყავხარ და აქ გტოვებს აქ ვერ გამოიჯანრთელებ თავს აქაური რამეებით. ჩემთვის ანუ ვერ აღვწერ, ხან მგონია მზეა და მზის სხვი ვარ იმ მარადიულობის შეგრძნებაზე )))) ხან სინათლეები, ხან კოსმოსისხელა სპირალი და რას გაიგებ biggrin.gif მთავარია რომ აქედან, როგორ მინიმუმ შენი ეგოდან გასულ მდგაომრეობაში, ერთიანობაში და სიშვიდეში ატარებ დროს და ამ ერთიანობის შეგრძნება და სიმშვიდე, გულის არეშია ეს სიმშვიდე რაღაც უსასრულოა. წინაც უკანაც, მაღკლაც დაბლაც, შიგნით სიღმეში უსასრულო სიმშვიდე smile.gif
Plasmodium
QUOTE(ანნა @ May 27 2015, 11:04 AM) *
სათითაოდ ეგოს გამოვლინებებზე და სიმპტომებზე გამოკიდება დროის კარგვაა, პირდაპირ გაიღვიძე და რაც შეგიძლია ბევრი დრო გაატარე გაღვიძებულ მდგაომრეობაში საიდანაც გადიხარ იმ გზით და ეგ მერე, ამ რეალობას და ორგანიზმსაც, ეგოსაც, ტვინსაც, სურვილებსაც და ყველაფერს კურნავს "იქ" რომ ხარ. გაღვიძებულ მდგაომრეობას ანუ ამ რეალობის მიღმა იქ სადაც ივსები სხვა ენერგიით. იქ სადაც ტვინი და ფიქრი აღარაა და სუფთა ენერგიით ივსები თუ შენგან გადის ეს ენერგია არ ვიცი ))) თუმცა ნუ მე პირადად ჩემი გამოცდილებით ჩემს რეალობაში, ყველაზე მეტს იქიდან ვიღებ და აქ ვბრუნდები სხვა ადამიანიხოლმე smile.gif ყველაფერი კარგია, ყველა ადამიანს თავისი ტექნიკები აქვს, თუმცა თუ არ გაყავხარ და აქ გტოვებს აქ ვერ გამოიჯანრთელებ თავს აქაური რამეებით. ჩემთვის ანუ ვერ აღვწერ, ხან მგონია მზეა და მზის სხვი ვარ იმ მარადიულობის შეგრძნებაზე )))) ხან სინათლეები, ხან კოსმოსისხელა სპირალი და რას გაიგებ biggrin.gif მთავარია რომ აქედან, როგორ მინიმუმ შენი ეგოდან გასულ მდგაომრეობაში, ერთიანობაში და სიშვიდეში ატარებ დროს და ამ ერთიანობის შეგრძნება და სიმშვიდე, გულის არეშია ეს სიმშვიდე რაღაც უსასრულოა. წინაც უკანაც, მაღკლაც დაბლაც, შიგნით სიღმეში უსასრულო სიმშვიდე smile.gif

ეგ არის
ზუსტად ასეა
კიდევ თუ დაკვირვებიხარ მაგ მდგომარეობაში თითქოს ყველაფერი შეგიძლია და ყველა კითხვაზე გაქვს პასუხი მაგრამ კითხვებიც გკიდია და პასუხებიც სურვილებიც ქრება
tikoroma
აუ მაგას დეპრესიას ვეძახი მე biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

მომივიდა პასუხი. ბოდიშს გიხდი რომ დაუმშვიდობებლად გავედი. ძალიან გვიანი იყო, ვეღარ ვაზროვნებდი smile.gif
ანნა
Plasmodium

biggrin.gif biggrin.gif
ჰო ზუსტად, აი ყველაფერი შეგიძლია, მაგრამ არაფრის გაკეთების სურვილი არ გაქვს.. მაგრამ ნუ მერე რომ ბრუნდები თუ დიდხანს აღარ გახვედი ჩამოდიხარ და შეიძლება დაგავიწყდეს ვინ ხარ და გაეხვე ემოციაში. და ბოლოს იმ დასკვნამდე მივედი (თუმცა ყველა დასკვნა ქრებახოლმე) რომ ჩვენი ადამიანური ტვინი და სხეულის ენრგეტიკული მდგომაეობა მაგ მდგაომრეობამდე მიგვყავს ამ წმენდით და განვითარებით და მერე გარერეალობაც სულ სხვანაირი იქნება რათქმაუნდა. მიხარია რომ სხვებიც არიან ვისაც იგივე გამოუცდიათ
Plasmodium
QUOTE(ანნა @ May 27 2015, 11:50 AM) *
Plasmodium

biggrin.gif biggrin.gif
ჰო ზუსტად, აი ყველაფერი შეგიძლია, მაგრამ არაფრის გაკეთების სურვილი არ გაქვს.. მაგრამ ნუ მერე რომ ბრუნდები თუ დიდხანს აღარ გახვედი ჩამოდიხარ და შეიძლება დაგავიწყდეს ვინ ხარ და გაეხვე ემოციაში. და ბოლოს იმ დასკვნამდე მივედი (თუმცა ყველა დასკვნა ქრებახოლმე) რომ ჩვენი ადამიანური ტვინი და სხეულის ენრგეტიკული მდგომაეობა მაგ მდგაომრეობამდე მიგვყავს ამ წმენდით და განვითარებით და მერე გარერეალობაც სულ სხვანაირი იქნება რათქმაუნდა. მიხარია რომ სხვებიც არიან ვისაც იგივე გამოუცდიათ

მე პირდაპირ აზრის გაჩერებით დავიწყე. ყოველგვარი მედიტაციების, გვერდიდან დაკვირვების, ატმა ვეჩარას და კონცენტრაციის გასაუმჯობესებელი სავარჯიშოების გარეშე, ინტუიტიურად მივაგენი მექანიზმს. უბრალოდ მივაშტერდებოდი მონიტორს და რამდენიმე წამში საერთოდ იყინებოდა გონება, ყველანაირი აქტიურობა წყდებოდა. 2-3 წუთში საოცრებები მემართებოდა biggrin.gif (როგორც ვიცი ყველაზე სწრაფი მეთოდია) ახლა იშვიათად გამომდის და ცოტა ხნით. როგორც ფიზიკური ფორმის შენარჩუნებას სჭირდება მუდმივი ვარჯიში ისე ამას.
David Monny
Plasmodium
ვერასდროს ვერაფერს გააჩერებ. თუ გგონის აზრის გაჩერება შეიძლება, მაშინ ეს ილუზიაა. ანუ წარმოსახვა. აი ანნამ თქვა რომ ხან მზის სხივი მგონიაო ტავიო და ხან სპორალური გალაქტიკაო. ეს იმაგინაციებია. ამაზე ვამბობ, რომ მატერიალური სამყაროს ბრჭყალებს თავს აღწევ და უფრო დიდია ბჭყალებში ექცევი, რასაც წარმოსახვითი, იმაგინაციური სიბრტყე ქვია. შეიძლება საათობით იჯდე გაუნძრევლად მედიტაციაში და სიმშვიდე მოიპოვო, თან იმოგზაურო პარალელურად გონებით. მაგრამ ეს უფრო დიდი პრობლემა გახდება ცოტა ხანში, ვიდრე მატერიალური სამყარო იყო. ჩემი გამოცდილებიდან რომ ვთქვა, სამადჰიმდე იმდენი გამოცდილება და გამცდა მქონდა, რომლებიც შეიძლება თვეობით გაგრძელებულოყო, მაგრამ ბოლოს გტოვებს და ისევ გინდება იქ დაბრუნება. მარტივად რომ გითხრათ. ნირვიკალპა სამადჰი იმით განსხვავდება სხვა განცდების და გამოცდილებებისგან, რომ აბსოლუტურად ყველა სხვის შემთხვევაში გინდება, რომ იმ განცდაში ან გამოცდილებაში დაბრუნდე, ხოლო ნირვიკალპა სამადჰის შემდეგ გრძნობა "ჩემია" ქრება და აღარ გინდება იქ დაბრუნება. ამითი მიხვდებით რა მდგომარეობაა სამადჰი თუ სხვა.


ანნა
31 ში ვინმეს თუ ლეპტოპი ექნება და ინტერნეტი სკაიპოთ შემიძლია დავესწრო ტქვენს შეკრებას. 31 ში ვმუშაობ, მაგრამ გამოვნახავ დროს. ჩემი სკაიპია daaoth
tikoroma
David Monny
ციტატა(David Monny @ 27th May 2015 - 01:39 AM) *
აი დაახლოებით ასეთი, რო კარგი ვაცნობიერებ, რომ ტანჯვა და სხვა განცდები მე არ მეხება, მაგრამ როგორია ღმერთის მდგომარეობა. კაი ანუ ეს ჩემი მდგომარეობაა გათავისუფლებული ვარ ყველაფრისგან, მაგრამ როგორია ღმერთის მდგომარეობა, რადგან ეს მაინც ჩემი, "მეს" მდგომარეობააა

ეს კარგი მინიშნება იყო. ზოგადად კი დამისვია ეს კითხვა, მაგრამ ინტერესის დონეზე მხოლოდ. ძირითადად მაინც საკუთარ მე-სკენ გვაქვს ყურადღება მიმართული. მართალი ხარ smile.gif
This is a "lo-fi" version of our main content. To view the full version with more information, formatting and images, please click here.
Invision Power Board © 2001-2024 Invision Power Services, Inc.