Help - Search - Members - Calendar
Full Version: ღამით ვინმეს ხმები გესმით?
ეზოთერიული ცოდნის ფორუმი > დამატებითი განყოფილება > თავისუფალი განყოფილება
ანნა
უცებ გახსნილი თემაა, დიდი მიზნები არ აქვს და და.შ.. :დდ უბრალოდ არავისთვის ცალკე კითხვის დასმა არ მინდა და თუ რამე აქ დაწერენ, მერე შეგიძლიათ დახუროთ smile.gif

მოკლედ ღამით როდესაც სიჩუმეა, ვინმეს ხმები გესმით? უთქვამთ ბევრს რომ ესმით და ა.შ.. მაგრამ აი ასე როგორც მე ეხლა აღვწერ. არ ვაქცევხოლმე ყურადღებას და ბოლოს ზესტაფონში რომ ვიყავი და იქ ზესტაფონური კილოთი ნათქვამი რამეები მესმოდა მაშინ დავფიქრდი რა იყო. ანუ როდესაც წვები დასაძინებლად, ფიქრები არ გაქვს შენივე და გონებაში სიჩუმეა და სადღაც წვრილ სიხშირეზე ვიღაცეების აზრები მსმენია, კაცისაც, ქალისაც.. ზოგჯერ გაბრაზებული ან ზოგჯერ ჩვეულებრივი, ზოგჯერ რუსულიც.
ანუ ეს ხმებია მას შემდეგ როდესაც შენი პირადი ფიქრები არ გაქვს და სულ გაიტრუნები ყველამხრივ. ხო და მეთვითონ მქონდა ვერსია რომ:

1. დღის განმავლობაში ვისთანაც ურთიერთობ იმ ადამიანის ენერგია გადმოდის შენზე და იმ ადამიანის აზრები შეიძლება გესმოდეს ენერგიას მოყოლილი.
2. რაღაც საერთო ადგილობრივი ცნობიერებაა ქალაქის და ტვინი იჭერს სიხშირეს და ვიღაცის საუბარი შეიძლება გესმოდეს.
3. დღის განმავლობაში ყურმოკრული ფრაზები ქუჩაში შეიძლება იყო, რაც მაშინ ვერ გაიგე და ჩაგრჩა, ხმა რომ ჩაგრჩებახოლმე ყურში რაღაცნაირად, ისევე როგორც დღის განმავლობასი ნანახი კადრი შეიძლება ტვინმა გაგხსენოს.

ანუ ზესტაფონში ზესტაფონური კილოთი ისმოდა, მხოლოდ განა როგორც ხმა, აი თითქოს რაღაც წვრილ არხზე რადიოში სადაც და მე გავიგონე, ყოფილა შემთხვევა დაყვირებაც გამიგონია აი რომ დაიყვირებს ვიღაც კაცი, ეგრე და რაღაც თემის განხილვაც ორი ადამიანის მიერ, ანუ საუბარი.
ხო და სხვებს თუ გაქვთ რაიმე მსგავსი? და მე სულაც არ მაინტერესებს მე ვიღაცეების საუბრები, აი სულაც არა რად მინდა კაცო გაქრენ sad.gif ))))) მე არ მახსოვს როდიდან მაქვს ესე, თუმცა სიამოვნებით აღარც მაგას გავიგონებდი.. რა შეიძლება კიდევ იყოს აბა?

tikoroma
მე ვხედავ კადრებს, სცენებს უცნობი ადამიანებით და ზოგჯერ მათი ხმაც მესმის, საუბარსაც ვიგებ. ეს შეიძლება ზოგჯერ ჩაიხვიოს და იტრიალოს.

ფროიდი ახსენებდა დღის სიზმარს თუ თეთრ სიზმარს, ეს ხდება ძილის წინ, ან დაღლილობისას, როცა გონება მოდუნებულია, აზრები ფიქრები ვიზუალურად ვლინდება, ხმაც ასე შეიძლება იყოს
FERRE
ანნა
წინა ცხოვრებაში ალბათ პარალელური ტელეფონი იყავი და ეგ თემაა biggrin.gif
პ.ს 31-ში ხო მოდიხარ? l_martini.gif
earth
იშვიათად მეც მქონია მასეთი შემთხვევა.
უნიკალური კომპიუტერები ვართ, იწერს დისკი ყველაფერს და ხანდახან ამოაგდებს იმას რაც მოგვისმენია biggrin.gif
ალბათ ასეა...
ანნა
FERRE

ვაბშე არაა სასაცილო ხუმრობა, შეკრებისთვის უკეთესები მოიფიქრე დრო გაქვს ჯერ :დდ



tikoroma

აამ ეპოქის თუ ძველების? და კადრები ფერადია თუ როგორი? იქნებ უფრო დაწრილებით აღწერო.. ?
მე ადრე მქოდა კადრები და მღლიდა და ლურჯი რაღაც კაშკაშა ფერი იყო (თვალის ექიმმა ვერ ახსნა)), ეხლა საერთოდ აღარაფერია სულ სიჩუმე და სიმშვიდე ეს დაჭერილი ტალღები მარტო..


earth

ჰო )))) ანუ შენ მესამე ვერსიას ემხრობი smile.gif
tikoroma
ახლა შავ-თეთრი მახსენდება. ჩემი ცხოვრებიდან არ ყოფილა ეს სცენა, მაგრამ შეიძლებოდა ფილმებში მენახა - მოხუცი კაცი შვილიშვილებს ავახშმებდა ძველი დრო იყო. ეს ერთ-ერთი :დ ძალიან ცოტა ხანს გრძელდება და როცა ვხედავ ან მესმის ბუნებრივი რამე მგონია და არ ვაკვირდები biggrin.gif მოგვიანებით მახსენდება, რომ ეს რაღაც განსხვავებული იყო და ნეტა რა იყო? ;დ
zviiigo
მე დაღლილობისას მესმის როდესაც ვწები ვწყვეტ ყველაფერზე ფიქრს ნელნელა სიზმარში მივდივარ მაგრამ არ გავს სიზმარს მესმის საუბარი
და უეცრად დაყვირება რომელიც ძალიან რეალისტურია და გგონია რომ მართლა ვიღაცამ დაიყვირა ამ დროს გამოვდივარ სიზმრიდან და მეც ვიძახი ჰა ხმამაღლა crazy.gif
ეტყობა ისეთი სამუშაო გაქვს რომ გონებრივად იღლები
FERRE
ანნა
)) ოკ :* უკეთესი რაც მოვიფიქრე პირველ რიგში ის არის რომ ბოდიშს მოგიხდი პირადად რომ გაგინობ. იუორში რავი ისეთ პონტში რა. არ მოგაწყენთ ) l_daisy.gif
ანნა
zviiigo

ხო დაყვირება მეც გამიგონია, ანუ რადგან მარტო მე არ ვარ რაღაც ზოგადია გასაგებია, ტვინის ფუნქცია.. და ნეტა როგორ გავაქროთ?

FERRE

სიტყვაზე გენდობი ბრატ :დდ
zviiigo
QUOTE(ანნა @ 28th May 2015 - 06:08 PM) *

არ ვიმუშაოთ crazy.gif
ანნა
მე არც ვ–მუშა–ობ, მე ვქმნი :დდდ

ნუ კიდევ აი ბავშობიდან რამდენი ხმა და ინფორმაცია შემოვიდა ჩვენ ტვინშიდა ჩაიწერა, ახლა კი ვაკონტროლებ რა მივიღოდა რა ვერა და ადრე ხომ ყველაფერს ვისრუტავდით გარემოდან ხო და ეგეც იწმინდება ხო, რამდენია გასაწმენდი
anael
გამარჯობათ, თქვენს პოსტებს ვკითხულობდი და ძალიან დამაინტერესა, რაც შეეხება ხმებს, რამოდენიმეჯერ მქონდა შემთხვევა, ეს ხმა იმდენად მკაფიოდ მესმოდა რომ კარგა ხანი გაკვირვებული ვიყავი huh.gif
This is a "lo-fi" version of our main content. To view the full version with more information, formatting and images, please click here.
Invision Power Board © 2001-2024 Invision Power Services, Inc.