Help - Search - Members - Calendar
Full Version: The Martian - მარსელი
ეზოთერიული ცოდნის ფორუმი > ბიბლიოთეკა > ვიდეოთეკა > მხატვრული ფილმები
tikoroma
The Martian - მარსელი
რეჟისორი: რიდლი სკოტი
როლებში: მეთ დეიმონი, შონ ბინი, კეიტ მარა, ჯესიკა ჩესტეინი, სებასტიან სტენი, კრისტენ უიგი...





მარსზე გაგზავნილი მისია „Apec-3” ქვიშის ქარბუქის გამო სასწრაფოდ ბრუნდება დედამიწაზე, ინჟინერი და ბიოლოგი მარკ უოტნი კი პლანეტაზე რჩება, რადგან ქარბუქში სკაფანდრი დაუზიანდა. მისიის თანამშრომლებმა ის გარდაცვლილად ჩათვალეს და მიატოვეს.

გონს მოსული მარკი აღმოაჩენს, რომ დედამიწასთან კავშირი გაწყვეტილია, თუმცა საცხოვრებელი მოდული სრულად ფუნქციონირებს. მთავარი გმირი იწყებს გამოსავალის ძებნას – როგორ გაძლოს 4 წელი საკვების, ვიტამინების, ჰაერის და წყლის იმ მარაგით, რაც მარსზე არსებობს, იქამდე, სანამ პლანეტაზე შემდეგი მისია „Apec-4” მიფრინდება.
ის ცდილობს გააგზავნოს სიგნალი დედამიწაზე და შეატყობინოს, რომ ცოცხალია. ნასაში კი ცდილობენ სამაშველო მისია მოამზადონ.

ფილმის სცენარზე მწერალთან ერთად, სცენარისტი დრიუ გოდარდი მუშაობდა. სწორედ ამ უკანასკნელის კალამს ეკუთვნის ისეთი პროექტები, როგორიცაა: „სამყაროთა ომები Z“ (2013 წ.), „მონსტრო“ (2008 წ.), სერიალი „დაკარგულები“ (2004-2010 წწ.) და სხვები. თავდაპირველად დრიუ გოდარდს უნდა გადაეღო ფილმი, თუმცა, მან უარი თქვა და „მარსელის“ რეჟისორად „ოქროს პალმის რტოს“, „ოქროს გლობუსის“ და სხვა პრესტიჟული კინოჯილდოების მფლობელი რიდლი სკოტი მოგვევლინა.

„მარსელი“ ამერიკელი მწერლის, ენდი უირის პირველი სამეცნიერო-ფანტასტიკური რომანია.

კადრები ფილმიდან:









გამოსვლის თარიღი: 25 ნოემბერი 2015 წ.(USA)

მგონი იმსახურებს ფილმი, რომ ერთად წავიდეთ სანახავად, თუკი გაუშვებენ ჩვენს კინოთეატრებში smile.gif



ეს უბრალოდ ბლოგი, საიდანაც ინფო ავიღე: https://totartgirls.wordpress.com/

ფილმის გამოსვლამდე განწყობილების შესაქმნელად შეგიძლიათ ენდი უირის წიგნს გაეცნოთ smile.gif მის შესახებ ამ ბლოგზე წაიკითხავთ:
ენდი უიერის თანამედროვე რობინზონი http://celsius-233.blogspot.com/2015/01/the-martian.html
tikoroma
"...სასაცილოა არა? რამდენი პირველი რამ ვარ. მე ვარ პირველი ადამიანი, რომელიც დაიკარგა მარსზე, პირველი ადამიანი, რომელიც მებაღეობას ეწევა მარსზე, აი დაუკვირდით, მარსის ტერიტორია არავის ეკუთვნის, ის პრაქტიკულად თავისუფალი ზღვის მსგავს რეჟიმს ექვემდებარება, ხომალდი კი, შტატების საკუთრებაა. შესაბამისად, ახლა თუ ხომალდიდან გავალ, და შიგნით შემოვალ, მე პრაქტიკულად აშშ-ს კუთვნილი ხომალდის მფლობელი ვხდები. სასაცილოა, ამგვარად, შეიძლება რომ მეკობრეც კი მეწოდოს. ხედავთ? მე პირველი კოსმოსური მეკობრე ვარ..." - მარკ უოტნი

tikoroma
ფილმის ტიზერი




Official Traile



ესე გამომცემლობის "წიგნები ბათუმში" განცხადება:
"ენდი უეირის შესანიშნავი წიგნი , რომლის მიხედვითაც ამ ფილმს იღებენ, ქართულ ენაზე სექტემბერში გამოვა"
tikoroma
წყალი კი ჰქონია და რაღა უჭირს აწი. ბაღჩასაც გააშენებს, ხესაც დარგავს და სახლსაც ააშენებს ;დ
აღარ ვნერვიულობ
tikoroma
ვინმემ უყურეთ ამას?
earth
აუ მაგარი ჩანს...
Lashapoli
მე ვუყურე. წავა რა ))
FERRE
tikoroma
წიგნიც კი დაიწუნეს და რავიცი.
tikoroma
http://adjaranet.com/Movie/main?id=12539
ქართულად აჭარა.ნეტზე
This is a "lo-fi" version of our main content. To view the full version with more information, formatting and images, please click here.
Invision Power Board © 2001-2024 Invision Power Services, Inc.