Help - Search - Members - Calendar
Full Version: ფშავ-ხევსურული მითები და გმირები
ეზოთერიული ცოდნის ფორუმი > ბიბლიოთეკა > ბიბლიოთეკა > მითოლოგია
tikoroma
ფშავ-ხევსურთა წარმოდგენით სამყაროს შემქმნელია მორიგე ღმერთი, მან წარმოგზავნა დედამიწაზე ღვთიშვილნი დევებისგან შევიწროებულ ადამიანთა დასახმარებლად.
ღვთიშვილნი, ღვთისნადები, ჯვარ-ხატები, ანგელოზები, ღვთის ნასახნი არიან: კოპალა, იახსარი, პირქუში, ბერი ბაადური, ლაშარის ჯვარი, გუდანის ჯვარი... კვირია ხვთისშვილთა წინამძღოლია, უზენაეს ღმერთსა და ადამიანებს შორის შუამავალი და სამართლის შემოქმედი. მას ზეცაში მორიგე ღმერთის მახლობლად უდგას კარავი. მისი ეპითეტებია კარავიანი და ხმელთმოურავი.
ღვთისშვილნი ზეციდან მოსულები არიან, თუმცა შეიძლება ადამიანმაც მიაღწიოს ამ სტატუსს - მაგ. პირქუში ბაცალიგოსა და ახადის - ფშავის საყმოს - მფარველი ღვთისშვილი - თავდაპირველად კაცი ყოფილა, მჭედელი ხევსური. სახელად დავით მგელაისშვილი (ან მგელაისძე). გარდაცვალების შემდეგ სიწმინდის გამო ღმერთმა ღვთისშვილად გადააქცია.

ღვთისშვილებმა ბრძოლით მოიპოვეს და დევებისგან გამოიხსნეს ის მიწა-წყალი, სადაც მათი საყმო სოფლები და სალოცავები დაარსდა და იმ დროიდან, მუდმივად მფარველობდნენ თავიანთ ყმებს.

ფშავში ლაშარის მუხა ოქროს შიბითაა გამობმული ცაზე, ამ შიბით, როგორც იაკობის ნახილვები კიბით, მორიგე ღვთისადმი ძღვენის ასატანად ადი-ჩამოდიოდნენ ღვთისშვილები. მიწიდან საყმოსგან აჰქონდათ მსხვერპლის კვამლი და ლოცვა-ვედრება, ციდან ჩამოჰქონდათ საყმოსათვის მადლი და წყალობა.

კოპალას მიერ ლახტით გაპობილი ლოდი

tikoroma
მორიგეს 3000 ნასახი ჰყოლია და თითოეული 17 000 წელს ცოცხლობდა (ამის წყაროს აზრზე არ ვარ biggrin.gif)

ღვთისშვილობა განსაკუთრებული ძალაუფლება და მოვალეობა იყო. მათ ევალებოდათ თავისი თემის მფარველობა.
მსახურებიც ჰყავდათ ამისთვის - ქადაგი, მოენე, დობილები... ზოგიერთს გველეშაპიც კი ემსახურებოდა - მაგ. გველისფერი და ცხენი - ლაშარის ჯვარს უხილავი ცხენი ჰყავდა.

ბევრი ღვთისშვილი ციდან ნათლის სვეტად არის ჩამოსული: შუქი ჯერ მაღალ მწვერვალზე ეცემა, მერე სოფელში რომელიმე ადგილას, სადაც ის საბოლოოდ არსდება. ამიტომ ღვთისშვილთ ორი საარსო აქვთ და ხალხიც ორ ადგილას ლოცულობს: მთის წვერზე და მთის სოფელში.


შიბი -"ჯაჭვი", ცის და მიწის კავშირის ერთ-ერთი საშუალება. ფშაველ-ხევსურთა წარმოდგენით ოქროს შიბით არიან ერთმანეთთან დაკავშირებული ღვთისშვილები. შიბები მათთვის ბილიკებია, რომლის საშუალებითაც ისინი სტუმრობენ ერთმანეთთან. შიბით ადიან ღვთისშვილები მორიგე ღმერთის კარამდე...
მთელი ცა დაქსელილია უხილავი შიბებით, რომლებზეც განუწყვეტლივ მოძრაობენ ისინი. ზოგჯერ ხილულ სახეს იღებენ, ეჩვენებიან მოკვდავთ. ასეთი შიბების ხილვა ჰქონია ვაჟა-ფშაველას დედას, რომელსაც თავად მოუყოლია ეს ხილვა:

"მე და ჩემ ბიძაშვილს ქალს სხლოვანს დერეფანში გვეძინა. შუაღამე იქნებოდა, დგანდგარი, ბრდგნიალი დადგა ისეთი, მეგონა მთა-ბარი თუ იქცევაო. შეშინებული წამოვჯე ლოგინში, გავიხედე და მთელი ცა განათებული იყო. ორი ოქროსფერი ჯაჭვი იყო წამოსული, ერთი ჭიაურის გორიდან, მეორე სხლოვანის გორითა, გადაბმულები, ზედ ცეცხლის ბალღები ადიოდნენ და ჩამოდიოდნენ და ისეთ მწკეპრ (წმიდა) ხმაზე გალობდნენ, ისე ტკბილად, ღმერთო, იმაზე კარგს რას გაიგონებს კაცის ყურიო".
მიყვარს ეს მონაკვეთი JC_cupidgirl.gif

ვწუხვარ, რომ თემის შესაფერისი ფოტოებით გაფორმება არ შემიძლია. ქართველ ხელოვანებს უნიკალური წყარო აქვთ, ჯერ ხელუხლები - ქართული მითები და რას ელოდებიან არ ვიცი smile.gif
tikoroma
ფშავ-ხევსურები ყვებიან ძალიან დეტალურად - ღვთისშვილთა შესახებ, როგორ ეკონტაქტებიან ადამიანებს, როგორ მოძრაობენ, კითხულობ და ხედავ როგორ გადადის მოქმედება სხვა განზომილებაში, მერე უკან ბრუნდება. ყველაფრის გჯერა, რასაც ყვებიან, რადგან მათ არ წაუკითხავთ, არც ვედები, არც ოშო და არც ნეტარი ავგუსტინე. იმას ყვებიან რასაც ხედავენ და ესმით. gul.gif
ნელ-ნელა ყველაფერს დავდებ რამაც ჩემი ყურადღება მიიქცია.
earth
tikoroma
QUOTE
ნელ-ნელა ყველაფერს დავდებ რამაც ჩემი ყურადღება მიიქცია.

საინტერესოა bf_nonew.gif
tikoroma
ნაწილიანი — ქართულ მითოლოგიაში ადამიანი ან ცხოველი, რომელსაც ბოძებული აქვს ღვთაებათა წმინდა ნიშნები (ნაწილები). ცის ან მზის ღვთაება მას უბოძებს ჯვარს ან მზის გამოსახულებას, მთვარის ღვთაება - მთვარის ნიშანს და ა.შ. ნაწილიანებმა უნდა დამალონ მათი “წილები”, რომლებიც, როგორც ითვლებოდა, განლაგებულია მათ ბეჭებქვეშ მანათობელი ნიშნის ან სანთლის სახით. ნაწილიანის შესახებ წარმოდგენები, სავარაუდოდ უხსოვარ წარსულში წარმოიშვა; ეს დასტურდება არქეოლოგიური მასალით, რომელიც გვიანი ბრინჯაოს და ადრეული რკინის ხანას ეკუთვნის: ბრინჯაოს ქამრებზე ასახულ მითოლოგიურ სცენებში ფიგურირებენ ადამიანები ასტრალური ნიშნებით მხრებზე და ბარძაყებზე. ნაწილიანის კულტი ასახვას ჰპოვებდა ასტრალურ ღვთაებებთან ბავშვთა ზიარების რიტუალებში. სავარაუდოდ, ნაწილიანის შესახებ წარმოდგენებს უკავშირდება მეფეთა და დიდგვაროვანთა სამოსზე და აღჭურვილობაზე ასტრალური სიმბოლოების აღბეჭდვის ტრადიცია, რაც თითქოს მათაც ნაწილიანის კატეგორიას აკუთვნებდა.

ფშავ-ხევსურულ ტრადიციაში მზის, მთვარის ღვთაებები აღარ გვხვდება, მაგრამ ნაწილიანის ცნება შემორჩენილია. კარგი მეომარი, ქადაგი - ხატის ყმა(შუამავალი) ნაწილიანები არიან. ნაწილი დედის მუცლიდან გამოყვება ბავშვს. ნაწილი შეიძლება ჰქონდეს ბეჭზე, მკერდზე, თავზედაც. ბეჭზე ნაწილი შეიძლება იყოს არწივის, მზის, მთვარის, ვარსკვლავის ან ჯვრის ფორმის. თავზე ნაწილის ადგილას თმა თეთრადაა შეფერი და ღამით ანათებს.
ნაწილიანი ადამიანი, როგორც წესი, მამაკაცია. განთქმული თორღვა ნაწილის სამმაგ ნიშანს ატარებდა: "დიდებულება დაუთქვეს, ბეჭებს უნახეს ჯვარიო, მარჯვნივ მზე წერებულიყვა, მარცხნისკე მთვარის ნალიო". ნაწილის არსებობა მხოლოდ დედამ უნდა იცოდეს, არავისთან გაამხილოს, მამასთანაც კი, თორემ ბავშვი მოკვდება. თუ ნაწილი დაიძრა ადგილიდან ან გარეთ გამოანათა, ესეც ცუდი ნიშანია: კაცი აღარ გადარჩება. ამიტომაც, თუ მარტო არ არის, ნაწილიანი კაცი დაწოლისას პერანგს არ იხდის.

"ნაწილიანი სიცოცხლე მუდმივ ხიფათშია, თუმცა სანამ ნაწილი ახლავს, ყველგან ხელი ემართება, ბრძოლებშიც ყოველთვის იმარჯვებს. არც ტყვია ეკარება, არც ისარი და არც ხმალი სჭრის მის ჯაჭვის პერანგს. მაგრამ საკმარისია მისი ნაწილი საქვეყნოდ გამჟღავნდეს, როგორც თორღვას დაემართა, დაღუპვა გარდაუვალია. უნაწილოდ დარჩენილი კაცი ყველაზე უსუსური ადამიანის ხელით იღუპება.
ნაწილიანი კაცი სიკვდილის შემდეგ, ნაწილს გველი ეპატრონება. თუ მოასწრო, დაკრძალვამდე ამოაცლის ადამიანს ამ ნაწილს, ხოლო თუ მას დაასწრეს მიცვალებულის დაკრძალვა, მაშინ ჩაეშვება მიწაში, შეძვრება კუბოში, ამოაცლის ნაწის მიცვალებულს, ამოიტანს მიწაზე და ღამე ათამაშებს. ნაწილი - ეს იგივე ნატვრისთვალია. შემდეგ ისევ ადამიანი მოსტაცებს გველს ამ ნაწილს - ნატვრისთვალს, შეინახავს სახლის ყორეში, მაგრამ ფუძის გველი, რომელიც სახლის კედლებში ბუდობს, პოულობს მას და, რაკი ფუძის გველი სახლიდან არ მიდის, ნატვრისთვალიც ოჯახში რჩება. ოჯახი ნაწილიანი ხდება და ამიტომაც ბედნიერად ცხოვრობს.
ფუძის გველი თუ მოჰკლეს, ნაწილიც იკარგება და ოჯახიც ინგრევა.
ნაწილიანი შეიძლება იყოს ცხოველიც - ირემი, ჯიხვი, ვეფხვი. ნაწილიან ცხოველს ტყვია არ ეკარება. ირემს და ჯიხვს რქებზე სანთლები ენთებათ. მათი მოკვლა მონადირეს არ ეპატიება". /ზ.კიკნაძე/

ვაჟა-ფშაველა:
მთას ვიყავ, მწვერვალზე ვიდეგ,
თვალთ წინ მეფინა ქვეყანა,
გულზედ მესვენა მზე-მთვარე,
ვლაპარაკობდი ღმერთთანა. - აქ ვაჟა ამბობს, რომ თავადაც ნაწილიანია, უფლისგან გამორჩეული smile.gif

როგოც ჩანს მედეაც "ნაწილიანი" ყოფილა: მედეა, ლარნაკწერა. ძვ.წ.ს. V ს. (აღმოსავლური, ფრიგიული ქუდი, კაბაზე - ვარსკვლავური ცის სიმბოლიკა)დეტალი სურათიდან "ტალოსის სიკვდილი")



მზე-მთვარის სიმბოლიკის კავშირი აღმოსავლურ ტრადიციასთან:
ნაწყვეტი რიჩარდ კასაროს სტატიიდან: "მესამე თვალის ცნება ფართოდ გამოიყენება აღმოსავლეთში, მრავალგვარ დისციპლინებში, მედიტაციურ პრაქტიკებში, როგორიცაა იოგა და ჩინ ბუდიზმი, საბრძოლო ხელოვნებაში, მაგ. კარატესა და აიკიდოში. ეს ქმნის მწვერვალს კუნდალინი იოგას სწავლებისა, ცნობილი ”ჩაკრების” სისტემით. მესამე თვალი ანუ ”აჯნა” ჩაკრა, არის რიგით მეექვსე 7 ჩაკრიდან და ის ”გაიღვიძებს”, როდესაც დავაბალანსებთ მზის ”pingala" არხს ჩვენი სხეულის მარჯვენა მხარეს და მთვარის "ida" არხს, ჩვენი სხეულის მარცხენა მხარეს.


მზის გამოსახულება მარჯვნივ, მთვარისა ¬- მარცხნივ, ხოლო შუაში მესამე თვალი დასავლეთის ისტორიაში უძველესი საიდუმლო საზოგადოების, მასონური მხატრობისა და არტეფაქტების დამახასიათებელი ნიშნებია. ერთი თვალი, იგივე მესამე თვალი აუცილებლად მოთავსებული იყო მზესა (pingala) და მთვარეს (ida) შორის."

marissa
კარგი თემაა ,ჩემი გვარის სალოცავი იახსარია,ლეგენდის თანახმად უკანასკნელი დევი მოკლა,ბევრი საინტერესო რაღაც აქ წერია ფშავ ხევსურულ მითებზე http://bekauri.blogspot.com/2012/02/blog-post.html
tikoroma
marissa
გაიხსენე ლეგენდა კარგი? მოაყოლე უფროსებს smile.gif
marissa
ფშავში 12 თემია და თითოეულ თემს თავისი სალოცავი – ხატი ჰყავს. ეს სალოცავებია: იახსარი (ქისტაურთა თემი), კოპალა (უძილაურთა თემი ), მთავარანგელოზი (გოგოჭურთა თემი), მთავარანგელოზი (ზურაბაულთა თემი), მთავარმოწამე (გოგოლაურთა თემი), მოხარნადე (წოწკურაულთა თემი), ძელის ანგელოზი (გაბიდაურთა თემი), პირცეცხლი (ჭიჩოელთა თემი), პირქუში (გოდერძაულთა თემი), კოტიას წმინდა გიორგი (წითელაურთა თემი), წყაროსთაველი (უკანაფშაველთა თემი ), მათურის თემი (მთავარაგგელოზი). თორმეტივე თემისთვის საერთო სალოცავს წარმოადგენს ლაშარის ჯვარი და ღელე (თამარის სალოცავი). თორმეტივე თემისთვის საერთო სალოცავს წარმოადგენს ლაშარის ჯვარი და ღელე (თამარის სალოცავი).
იახსარმა,რომელსაც თაყვანს სცემენ როგორც ბოროტ ძალებთან მებრძოლ ღვთაებას ,ბრძლო დაიწყო შუაფხოდან ,ავისგორიდან სადაც დღეს მისი სალოცავია.ლეგენდის თანახმად აქ დაანგრია დევის სასახლე და შემოიკრიბა საყმო. მებრძოლმა იახსარმა უკანასკნელი დევი მოკლა აბდულაურის ტბაში, ამ ტბაში შეაფარა თავი გადმოცემის მიხედვით იახსრის ლახტს გამოქცულმა უკანასკნელმა დევმა. მანამდე იახსარმა ლახტი ესროლა დევს, მაგრამ დევი კლდეს ამოეფრა, ლახტი კლდეს მოხვდა და მისგან ანასხლეტმა ნაფოტმა დევს თვალი გამოთხარა, ცალთვალა დევი კი ტბაში ჩაეშვა. იახსარი თან ჩაჰყვა ტბაში და დევი მოკლა, მაგრამ დევის უწმინდურმა სისხლმა შეკრა ტბის ზედაპირი და იახსარმა ამსოვლა ვეღარ შეძლო , სანამ ოოთხრქა-ოთხყურა ცხვარი არ დაკლეს,რომელსაც სოფელ ბლოში მიაკვლიეს და მისი სისხლი ტბას არ ასხურეს. ცხვრის სისხლმა უწმინდურის სისხლით წაბილწული ტბა განწმინდა და იახსარსაც ამოსასვლელი გზა გაეხსნა. ამბობენ რომ ღვთისშვილი მტრედის სახით ამოფრინდა იქიდანო. მადლიერი იახსარი ბლოელს შეპირდა, ასეთი სიკეთე რომ მიყავი, სამ თხოვნას შეგისრულებო. როცა გაგიჭირდება, მიხმე და მეც შენთან გავჩნდებიო.იახსარი აქედან გაფრინდა და ლიქოკის თავს, კარატის წვერზე დაბრძანდა. მას შემდეგ აქ იახსრის ნიში (კოშკი ააშენეს. აქედან შუაფხოში ჩამოვიდა და აქ სამუდამოდ დარჩა.ვისგორზე, იახსრის საბოლოო სამკვიდრო ადგილზე ჩამოკიდებული ზარი,იტყობინება მის დაბრუნებას ფშავის ხევზე, დევ-კერპთაგან გათავისუფლებულ მიწაზე.
tikoroma
ხევსურეთშიც 12 თემი ყოფილა, პარალელები ქონდათ გავლებული ოლიმპოს 12 ღმერთთან, , მგონი სკანდინავიაშიც 12 ღმერთი იყო.
td.........
ქრისტეს 12 მოციქული ჰყავდა..
td.........
ისე ხევსურისთვის იმაზე დიდი შეურაწყოფა არაფერი, როცა ფშავთან ერტად მოიხსენიებ..ფშავ-ხევსურეთიო.. ფშავლები ბარის ხალხია , დაცემული არიანო.. biggrin.gif
tikoroma
საერთოა მათთვის ეს ჯვარ-ხატები და რა ვქნა? biggrin.gif ეზოთერულ ფორუმზე ყველა ერთნი ვართ biggrin.gif
tikoroma
td.........
ციტატა(td......... @ 1st June 2015 - 09:58 AM) *
ქრისტეს 12 მოციქული ჰყავდა..
ეგეც ეწერა და გამოვტოვე ;დ
td.........
tikoroma
შებ ვერაფერს იზამ, მარა თუ ნაღდი ხევსური შეგხვდა არ უთხრა ფშავ-ხევსურეთიო, ეწყინება.. biggrin.gif
tikoroma
თუშებსაც ჰყავდათ ჯვარ-ხატები და რა ვქნა - რა დავაწერო თემას? ;დ
ფშავ-ხევსურეთი კარგად იგუგლება ;დ
ვჩანვართ
marissa
td.........
ხევსურს ან ნებისმიერ სხვა მთიელს შეიძლება ეწყინოს ის როცა ფშავლებს ხევსურებს მთიულებს ერთმანეთთან აიგივებენხოლმე ხშირ შემთხვევაში,მაგრამ ფშავლების და ხევსურების ,მათი სალოცავების ერთად მოხსენიება გასაკვირი არაა მითუმეტეს არც შეურაცმყოფელი რომელიმე მხარისთვის,თან თავიდან სანამ ფშავ ხევსურეთი გაიყოფოდა ეს ტერიტორია მთლიანად ფხოვად იწოდებოდა და ფხოველებს საერთო სალოცავები ქონდათ
tikoroma
ხო, ნუ გაიგივება ტეხავს ;დ

ომგ - თუშ-ფშავ-ხევსურეთში ჩენელინგები ტარდებოდააა

ამოვიწერო, დამაცათ. biggrin.gif biggrin.gif
tikoroma
სიმართლე გითხრატ, მე მჯერა რომ არსებობდნენ ღვთიშვილებიც, ძველი ღმერთებიც smile.gif ოღონდ ეგ არ ვიცი, სად წავიდნენ მას შემდეგ, რაც რიტუალების აღსრულება შეწყდა. ერთმა მითხრა ადრე როცა ბერძნული მითების ღმერტებზე ვსაუბრობდით - თუ ვინმე აღადგენს ძველ რიტუალებს "გაცოცხლდებიანო"
marissa
tikoroma
დევებზე უფრო საინტერესოა ,ვის მიიჩნევდნენ დევებად ,თან ისე რეალურად არის გადმოცემული ეს ისტორიები,მთელი ფშავ ხევსურეთის ტერიტორია გადმოცემის მიხედვით მათ ეკავათ,უამრავი ადგილია რომლებიც მიიჩნევა დვების ადრინდელ საცხოვრისად ან ღვთისშვილებთან ბრძოლის ადგილას,არც აქვს ხალხში ამას მთლად ლეგენდის სახე თითქოს რეალური ისტორიაა ისე ყვებიან
tikoroma
კი, სჯერათ, იმიტომ რომ მართლა ქონდათ კავშირი. ზემოთაც ხო დავდე, ვაჟა-ფშაველას დედის მონაყოლი, ასტრალში გავიდა თუ რანაირად ნახა, არ ვიცი, მაგრამ ნახა ოქროს ჯაჭვზე მოსიარულე ღვთიშვილები :დ
ქართველებს ხო სჯეროდათ, რომ მათ ჯარს წინ წმ. გიორგი მიუძღვებოდა, ფშაველებს და ლაშარის ჯვარი, სხვა მთიელებს კიდე თავისი წ.გიორგი smile.gif



"ღვთაება ხალდი გაემართა სალაშქროდ თავისი იარაღით დიაოხის ძლევამოსილი ქვეყნის წინააღმდეგ. ღვთაება ხალდი ძლიერია, ხალდის იარაღი ძლიერია. ღვთაება ხალდის ძლიერებით გაემართა სალაშქროდ მენუა იშფუნის ძე. წინ მიუძღოდა ღვთაება ხალდი" (ძვ.წ.IX-VIII სს. ურარტული წარწერა).

ღვთაება ხალდი
tikoroma
ღვთიშვილები, რომელთაც თუშები იხსენიებენ დოჭუში (ადგილია)
ჯვარული (სიმღერა):
პირველად ღმერთი ვადიდოთ მით უფრომ დიდებულია,
მერმე ვადიდოთ კვირაე, კვირაე კარამ ღვთისია;
მერმე ვადიდოთ კოპალე, კოპალე კარატისია;
მერმე ვადიდოთ გიორგი, გიორგი ხახმატისია;
მერმე ვადიდოთ ფიწალე, ფიწალე დოჭუმთისია;
მერმე ვადიდოთ მარიამ, მარიამ დედა ღვთისია;
მერმე ვადიდოთ თევდორე, თევდორე შავგვრიმალია;
მერმე ვადიდოთ გიორგი, გიორგი სახეოსია;
მერმე ვადიდოთ გიორგი, გიორგი გომეწრისია;
მერმე ვადიდოთ ისრიელ, ისრიელ ბიქურთისია;
მერმე ვადიდოთ სანება, სანება სახარისია;
მერმე ვადიდოთ გიორგი, გიორგი მუხროვნისია;
მერმე ვადიდოთ ჭიხალე, ჭიხალე ხისოს მთისია;
მერმე ვადიდოთ მიქაელ, მიქაელ ხვავგორისია;
მერმე ვადიდოთ გიორგი, გიორგი ლაშარისია.
დიდნიმც ხართ, დიდებულნიმც ხართ, ახსენებულნო ხვთიშვილნო.
tikoroma
http://www.bu.org.ge/x834?page=2&tab=3

აქ დაწვრილებითაა ჩამოთვლილი რომელ სალოცავში რომელ ღვთისშვილს, ანგელოზს მოიხსენიებდნენ დამწყალობებისას

აგრეთვე დალოცვები და ნაქადაგარნი - ანუ ქადაგის პირით ხატებისა და ღვთისშვილთა შემონათვალი თავის ყმათათვის biggrin.gif

მაგ: ნაქადაგარი პირქუშის ჯვარში
ჰაუ, ჰაუ, ჰაუ! მე ორ პირქუში, მე მაქვ ძალი, შაძლება მალოცვილი მარიგის ხთისგან. თქვენ რო ჩემათ ყმათ აღარაად გააჩნიორთ, მკლავ-მკლავს გამისწორეთა-დ კისერ კისერს, მე აისივ ძალი და შაძლებაი მაქვ.
ჰაუ, ჰაუ, ჰაუ! ჩემს ურჩსა, უწამებელს ჩემი ცხრაფესვიანი მათრახით მიწასთან გავასწორებ.


აგე საწყალი იახსარი მოთქვამს :
ნაქადაგარი ღულში, იახსრის ჯვარში
სადაღ მაქვ ძალი-დ შაძლებაი, სადაღ მაქვ! ჩამამეყარ სუყველაფერი:, ქერ-ოქრონიც, ჭიქა-დიდებანიც, ზღვენ-ულუფანიც, ხარ-კურეტნიც. მაშინ მქონდ ძალი-დ შაძლება, როსაც დევ-დედაბერთ ვლაგმევდი, ვლახტევდი, ცხრა ადლ მიწა-მყარს ვახევიებდი. მაგრამ ეეხლად ყმათ საშველადა სახოიშნოდ იქავ ხთის კარზე დავდიორ, იმით რო მიმიძვირდეს ყმანი. ქერ-ოქრონ ვერ გადმავიღენ სრულად. მზექალ შაგვიჯდ მაღალზედ, მაგვაყოლნ ცის ხორხოშნი, გამინადგურნ ჩემ ხოდაბურნი, ჩემ ყმათ ქერ-ოქრონიც. მერიგემ ღმერთმ დამიძრნ ბაგენი და ჯიხვის თავ-რქან გადმამაყოლნ სამ პირად. უმთხილდით თავს, აგებ გადავიცილ, ხთის კარზე დაოლ. მაქვ კი იმედ, რო გადავიცილ ჩემმა გამარჯვებამაც და მერიგეს ღმერთისამც. შავესრევ ხარ-მანიშთ, აგებ გადავიცილავ, დავიმხრობ კვირაეს. დავხქრთამავ ბნელ-სისკრის თევით, ზღვენ-სამსახურთ შასროლით. გიორგის შავეხვეწები: გიორგის მოდე ყელღილიანთ დახმარება გამიწიეთავ, ენით ხართავ ლაქარდიანნივ. გიორგიმ ხახმატის ჯვარმ შახკაზმ თავის ნისლისფერი, ცის გიდელ-გიდელთ დააწყვიტა, გაშალ წყალობის მასკვლავნი. ნუღარ გეშინისთ, იმედიანად იყვენით!

სრული წიგნი
ჯვარ-ხატთასადიდებლები
ტექსტები შეკრიბეს, შესავალი, ლექსიკონი და საძიებლები დაურთეს
ზურაბ კიკნაძემ, ხვთისო მამისიმედიშვილმა და ტრისტან მახაურმა

http://www.bu.org.ge/x1839?lang=geo
tikoroma
ზ. კიკნაძე - აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთის რელიგიური სისტემის ქრისტიანული სუბსტრატი
http://saunje.ge/index.php?id=1435&lang=ka

თუშ-ფშავ-ხევსურულ მითოლოგიას ქრისტიანულ საწყისებზე შექმნილად მიიჩნევს. პრინციპში, რო წაიკითხავ კი დაეთანხმები კაცი biggrin.gif
თუმცა ეკლესიისგან განსხვავებული ვერსია კი შექმნეს მაინც
tikoroma
ლეგენდა
არსებობს გადმოცემა, რომ ერთხელ, ურჯულო მტრის შემოსევისას, ქართველთა მცირერიცხოვანი ლაშქარი დაბანაკებულა იმ მთის ძირში, რომლის წვერზეც წმიდა გიორგის ეკლესია იყო აგებული და გულმხურვალედ ევედრებოდა წმიდა მოწამეს შეწევნას მოსალოდნელ ბრძოლაში. გამთენიისას ყველამ იხილა მხედარი, რომელიც შურდულივით დაეშვა მთის წვერიდან, ეს იმდენად შთამბეჭდავი სახილველი იყო, რომ თავზარდაცემული მტერი გაიქცა. გამხნევებულმა ქართველმა მეომრებმა დაამარცხეს მტრის განახევრებული ლაშქარი. გამარჯვების შემდეგ სიმამაცით გამორჩეული მეომარი, რომელიც მთის წვერიდან დაეშვა, მხედართმთავარმა შავი ნაბდით დაასაჩუქრა. როდესაც ყველანი სამადლობელი პარაკლისის გადასახდელად ტაძარში შევიდნენ, შავნაბდიანი მხედარი სულ მთლად გაბრწყინდა და ყველამ შეიცნო წმიდა გიორგი. მას შემდეგ ამ მთას შავნაბადას მთას უწოდებენ, ხოლო მთის წვერზე აშენებულ ეკლესიას, შავნაბადას წმიდა გიორგის ეკლესიას. gul.gif
tikoroma
პირველად დასახა მორიგემა

პირველად დასახა მორიგემა
ბერი ბუქნაი ბაადური.
იმას მისცა მორიგემ ღმერთმა
საფერჴედ თეთრი ცხენი.
იმას დაუქვივნა სახელად
“ბედის ბედაური”,
ის არის იმის საკვეხური,
ცის კივკავებში სახეთქები!
ბაადურს ჩააცვა მორიგემა
ტანზედა კაბა სისვისაი,
ჩაქმან ჩააცვა რკინისანი,
თავზედ დაჰხურა თეთრი ქუდი,
ჭიგუნი მისცა თუჯისანნი,
კაბის საყელოთ შასაყრელნი.
მათრაჴი მისცა მორიგემა
სენსამსალაით გაფევრული,
მემრე გადმაუშვ ჴმელეთზედა!
მემრ მე დამსახა თერგვაული,
მაღლა მთაშია მდგომარეიო,
ტახტ მამილოცა ოქროსაი,
შვიდმეტ ათასი წელ წავიდა
ჩემ დასახვითვე,
ღთის კარს მამცა სათავეიო;
როგორც ჴორციელნი ჩვენ გვლოცულობენ,
ეგრე ჩვენ ვლოცულობთ მორიგესაო.
სამ ათასნი ვართ ღვთის ნასახნი.
მორიგემა მეც კაბა ჩამაცვა სისვისაი,
ჩაქმან ჩამაცვნა სინისანი.
ჭიგუნი მამცა ოქროსანი.
მათრაჴი მამცა ცხრაკუთხიანი,
ქუდ აღარ მამცა მორიგემა.
საგმიროდ მამცა ოქროს ბურთვი,
ქაჯთ ბუბუნეებით მოტანილი.
ორნ მამცა მოწაფენი:
ერთს დამიქვივნა რუთიაო, ერთს რექაიო.
მემრ დამამკვიდრა ღვთის კარზედა.
მორიგემ უბრძანა ქრისტე ღმერთსა,
როცა შამოჴდა ღთის კარზედა, —
ერთ შენც დასახე ანგელოზიო.
მაშინ ქრისტე ღმერთმა დასახა
ერთი ტანად აყრილი (ანგელოზიო).
მემრე უთხრა მორიგემა:
სახელს მე დავაქვივნებო.
მორიგეს უთხრა ქრისტე ღმერთმა:
მჴარნ ვერ დაუსახენ ანგელოზისნიო.
მემრე უთხრა მორიგემა:
“მჴარნ დაუსახენ არწივისანიო,
სახელ კოპალა დავაქვივნათო.”
იმას მისცა ჩასაცომი
ჩემსავით კაბა სისვისაი.
ჩაქმან ჩააცვნა რკინისანიო,
ჭიგუნი მისცნა სინისანიო.
მარცხენაზე ქოთან მისცა ნავთიანიო,
შიგა მათრაჴი ფესვიანიო.
შამცოდვეთაზე საწინწლები,
ნავთი მათრაჴითა ფესვიანითაო.
ამას მისცა ხუთნი მოწაფენი,
მორთულნი რკინის ტალავრითაო.
ზღვის პირზე სასაგნავი
კოპალას მისცა მორიგემა.
ასლიტრიანი საგმიროი სინისაი,
ცეცხლის ალივით ანთებული.
ის მიულოცა მორიგემა,
მემრე გადმაუშვა ჴმელეთზედა.
თუ კოპალეს მეტმ ამ საგმიროს
ჴელ მიახლას, ან ფეჴი,
ცეცხლ აშჩინდას, დაიწვას

http://dspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/8...s-Antologia.pdf
ანნა
მოვცუნცულდი ჩემ საყვარელ თემაში biggrin.gif
ეხლა ვკითხულობ ზურაბ კიკნაძის "ანდრეზებს". ძალიან კარგად წერს ყველაფერზე ვისაც გაინტერესებთ ეს თემა მოკლედ აუცილებლად წაიკითხეთ ეს წიგნი http://reso-kiknadze.de/bua/and+yda.pdf



tikoroma
ძალიან მომეწონა მეც. l_daisy.gif
tikoroma
აშექალი
აშექალი იყვ მოწმოელი ქალი. ერთ გვერდი ეშმაკებს შჭერივა
დ’ ერთი ანგელოზებს. აშექალივ ესეთ მკითხავ ყოფილავ, რო კაცის
დღე იცოდავ. ხანავ საფარველ დაიდვისავ აშექალმაო დ’ ვეღარავინ
ნახისავ ისივ. ხანავ კი გამაცხადებით დავიდოდისავ. ერთხან გადამხტარ
აშექალი ალაღებულს წყალში მოწმაოს ძირა, დაკარგულას,
წაუღავ წყალს აშექალი დ’ ყველას ის ღგონები, ქვე თუ მაკვდავ.
მაშინ ჟინვან რუსის ჯარ მდგარ წყლის პირშია დ’ აშექალი, აი,
ჯარის ბოლოში ამამაძვრალ წყალშიით. წამასულას, შუას ჯარზე
გამაუვლავ. ჯარს რო უნახავ აშექალი წყალშიით ამამძვრალი დ’
ტალავარივ არც კი ხქონდავ დალაფებულივ, რუსის ჯარს გახკვირებივა
დ’ თანაც დაშინებულან, ეს რა ამაძვრავ წყალშიითავ. ტალავარივ
დალაფებულ არ აქვავ. მიმდგარ-მამდგარას რუსის ჯარი დ’
შუაზე აშექალს გამაუვლავ.
აშექალმ თქვისავ, რო სამს წელსავ ხახმატის ჯვარის მეჯინიბე
ვიყავივ. ხახმატის გიორგისავ წითელივ ცხენი ხყვანდისაო
დ’შუბლზედავ საღარი იყვისაო. რახან საისკე გაემართისავ, გიორგისავ
ნისლის კოტორ გახყვისავ თანავ. ხალხ ვერ ხედევდისაო დ’ მე
კი ვხედევდიდივ. რახან მავიდისავ გიორგივ, შორით მაგვედინისავ
იმის ცხენის ბიბინიო დ’ მემრავ ნისლის კოტორნ მავიდიანაო დ’
გიორგი კი არ ჩინდისავ. თავის საარსოში რახან მავიდისავ გიორგივ,
მაშინ ახხდიანავ ნისლის კოტორნივ. თაოდ თავის საკადრის ადგილზე
წავიდისაო დ’ ცხენივ იმაში დარჩისავ. მე შავიყვანიდივ ცხენიო
დ’ გაუშვიდივ საჯინიბოშიავ. ასეთ საჯინიბო იყვისავ, რო შიგ
შასვლა მეხათრებოდისავ. ცხენიც ისეთ გაწმედილი ხყვანდისავ, რო
შუქთ უტევდისაო დ’თავლაშიავ სრუ თამაშობდისავ, სრუ ტოტებზე
დგებოდისავ. სხოივ ვერვინ თავლას ღნახევდაო დ’ ვერც ცხენსავ ჩემ
მეტივ. ცხენივ სრუ შაკაზმულ იდგისაო დ’ საითაც ვინ შველასაო დ’
დახმარებას შამასძახნებდავ, გაუღიდივ კარივ, ცხენივ გამავარდისაო
დ’ გიორგი ხახმატის ჯვარ რო შაჯდისავ, ვერ მივასწვრიდივ თვალიო
დ’ ნისლის კოტორნ გაემართნიანაო დ’ დაიკარგისავ, წავიდისავ
მისაშველებლადავ. ცოტაი ხნითგეს იქავ დაბრუნდისავ. იმ ცხენის
საჯინიბოში რაპრაპი იყვისავ, რო თვალთ არ იყრიდავ. იმ ცხენსავ
არც სმა უნდოდაო დ’ არც ჭამაივ. ეეგრ იყვავ. ბოლოსავ გამიწყრავ
ხახმატის ჯვარიო დ’ გამამაგდავ მეჯინიბობაზეითავ. სრუ ცოტას
საქმეზე კი გამიწყრავ: შამაზძახნავ საითამ ვინამავ შველვაივ. მე
იმ დროს იქ არ დავხვდიო დ’ ცხენსავ კარ აღარ გაუღივ. რო მივედივ,
მიაც საფარველს ამეხადაო დ’ ვეღარც ცხენი ვნახეო დ’ ვერც
საჯინიბოივ. მემრ გავიგივ, რო გიორგი გამწყრალიყვავ ჩემზედაო
დ’ იმით მამსვლიყვავ ეს ამბავივ, რო საფარველ ამხდიყვავო დ’ იმ
დღიდგესავ აღარც ხახმატის ჯვარ მინახავაო დ’ არც იმის საღარ
ცხენივ. ხოლოთ ეგრ კი გავიგონებავ ხახმატის ჯვარის ცხენის ფეხის
ხმასავ, რახანავ დასაშველებლად ვისად მივიდოდისავ, ისით გრიალს
გაიტანისავ, რო კაც იტყვისავ, მიწა თუ იძვრისავ.
ბოლოს აშექალი ისრ გამკითხავებულ, რო ფშავლებიო დ’ ხევსურებივ
საკითხვიებლად მისულებივ ჯარ იყვისავ იმის კარზედაო
დ’ კაცის დღეს იგებდისავ აშექალივ.
აშექალ მოკვდა ძალიან დაბერებული დ’ სიკვდილამდინ არც
მკითხაობისად დაუნებებავ თავი.
ალ. ოჩ. M 17, რვ. 34
tikoroma
ეგეც ხევსურული ჯვრის პატივისცემა:

მარხვედ მტკივი ფახ-ოხერო, ძილსაც აღარ მაძინება,
აბაბაი შამაწუხე, კინაღითა მატირება.
წელწად-ნუხრა შამაგვიდის, მამახარეს ყმაწვილებმა.
წელწადს წუხრას ჯვარჩი წაოლ, რახელ კათხებს დავზინება,
საგონსა და საჯავროსა მაგით გადვიფათილება.
მივდგ-მოვდგები სწორებჩია, ერთსაც არ ვიმჯობინება.
ჯვარო, ზეისტეჩოურო, მე ძალია მაშინება,
ქალსთან წოლას ნუ დამიშლი, თორე შამოგაგინება.
laugh.gif
tikoroma
თერგვაული გვიამბობს:
ავდეგ, ღვთის კარით გავემზადე, წამუელ ქაჯუეთისაკე, ქაჯთ ბაზარი ჩავიარე. ქაჯთ ერთი ღვთის ნასახ დაეჭირათ, სახედარივით ხმარობდეს, ზედა სხდებოდეს. რო დამინახეს, მეც შამატყვეს რო, ღვთის ნასახიაო. შამამეხვია ქაჯთ ლაშქარი თეთრსა მთის ქორსა თერგვაულსა. ერთი მწევარ მეტანა იქა. კაბის კალთებს მეფარებოდა შიშითა. ქაჯებ დამიჭერენო. საგმირო დავმალე კაბის კალთაშია. შავისა ბადე გადავიცვი. მაშინ ქაჯთა ბუქრას შეატყობინეს ხემწიფესა. ყვირალ (დევი) ყოფილა საკვირველი: ცხრა თავ ჰბმიყვა, ცხრა სახედავ ჰქონიყვა, თითო თვალ თითო თავზედა. ბუქრა მოვიდა, როგორც გორი ისეთი იყო. მკლავებს იხვასტევდა ბუქრაი. ცხრა სახედავ დაეცქვიტა. გავშალე ოქროს ქსოვილი ჰაერზედა. შავის ბადეიც გადავაგდეო, საგმირონიც გავავლე ჰაერშიაო. ცა რვალივითა აჩქარდისაო. ბუქრამ შაიტყვა, რომ ცეცხლი აჰჩინდა, ცხრა სახედავითა მანანა დაყარნა (ცრემლი). ქაჯნი შავს მორევს მიებარნესო. ბუქრამ მე ჩოქ მომიხარაო. მარგალიტ იყვა ზღვისპირზედა, კაბის კალთაით წამოვიღეო, ღვთის კარს მივართვი მორიგესა.
თ. რაზიკაშვილი

თ. რაზიკაშვილი:
"ეს თერგვაული აქამდის არა ჩანდა, ანდრეზი კი იყო, რომ უწინ ძრიელი სალოცავი ყოფილა. "ქუდსახდელას" ეტყვიან, გორზე გზა გადადის, ამ გორის პირდაპირ ერთი დიი გორია, იმ გორისკენ თუ ქუდი არ მოიხადა და არ დაიჩოქა გამვლელმა, არ იქნება. იმ დიდ გორაზე დიდი ნახატარიც არის. იქა ყოფილა ის თერგვაული, ხალხსაც მარტო სახელი სცოდნია, რომ თერგვაული მდგარა იქა. ის ხატი ახლა გამოცხადდა. იმ ხატს ოთხი ქადაგი ჰყავს. ის ქადაგები ისე წმინდობენ, რომ ოთხი წლის განმავლობაში ქალისა კაბაც კი არ უნდა მოხვდეთ".
starscream
ძალიან მიყვარს განსაკუთრებით ღვთის შვილებზე და დევებზე ნამდვილად თვითონ უყურებდნენ ამ ყველაფერს დარწმუნებული ვარ!
This is a "lo-fi" version of our main content. To view the full version with more information, formatting and images, please click here.
Invision Power Board © 2001-2024 Invision Power Services, Inc.