Help - Search - Members - Calendar
Full Version: ქართული ტრადიციული მაგიური რიტუალები
ეზოთერიული ცოდნის ფორუმი > ბიბლიოთეკა > ბიბლიოთეკა > მითოლოგია
tikoroma
მედეა და შელოცვის რიტუალი

http://www.blog.esoteric.ge/%E1%83%9B%E1%8...83%90%E1%83%9A/


tikoroma
მაგიური წრე

მკვლევარებს შემლოცველი ექიმბაშებისგან ინფორმაციის მისაღება უჭირდათ. ისინი არ თანხმდებოდნენ გაენდოთ შელოცვის ტექსტები და რიტუალების აღწერა, თვლიდნენ, რომ მათი გამხელით ძალას დაკარგავდნენ, ან არ გავრცელებულიყო ეს ცოდნა და კონკურენტები არ გამოჩენოდა.
ზოგმა მათგანმა კი გამოსავალი მონახა - ეს იყო მაგიური წრე. ექიმბაშმა "ხის ჩხირით გარშემო წრე შემოხაზა, წრის შიგნით თვითონ დაბალ სკამზე დაჯდა, თავისთვის ჩუმად რაღაც ჩაიბუტბუტა და მხოლოდ იმის შემდგომ დაიწყო შელოცვის წარმოთქმა. ჩვენს კითხვაზე: თუ რატომ შემოხაზა წრე, მიპასუხა: "ამ წრის იქით სიტყვის ძალა არ გადმოვა, შენ მხოლოდ ცარიელ სიტყვებს გაიგონებო". ზოგჯერ სრული წრის ნაცვლად ნახევარწრის შემოხაზვასაც სჯერდებოდნენ. ასევე დასაცავად კახეთში შემლოცავმა მასა და ჩამწერს შორის რკინის კუნძი (?) ჩადო, ხოლო ქართლში კედლის მეორე მხარეს დადგა და იქედან მოუყვა შელოცვები და წესები.

წრის შემოხაზვა გამოიყენებოდა ავადმყოფის მკურნალობის დროსაც მაგიურ რიტუალში: შლოცვის წინ ავადმყოფს გარშემო შემოუვლიდა, ჩხირით ან რაიმე საგნით წრეს შემოხაზავდა. კანის დაავადების დროს ლაზები კანზე ადგილს წრით შემოხაზავდნენ, რომ დაავადება არ გავრცელებულიყო სხეულზე.
შენ შემოგევლე - ეს გამოთქმა მოდის შემოვლების წესიდან, რაც ძველად მართლაც სრულდებოდა და ბავშის ავი თვალისგან, ავი ძალებისგან დაცვას გულისხმობდა. (ასეთივე მაგიური ფორმულა უნდა ყოფილიყო "გენაცვალე" "შენი ჭირიმე")

ლაზებში ბავშვს მიმართავენ "გოგიხთა" (შემოგევლე) ან "გოგაჭარა" (შემოგეწერე, შემოგეხაზე), მეგრულში "ქოგგალე" (შემოგევლე).

ლიტ. ილია გაგულაშვილი "ქართული მაგიური პოეზია"
tikoroma
შვილის "გაყიდვის" ტრადიცია
ზოგჯერ მშობლებს შვილები უკვდებოდათ, მათ შენარჩუნებას და გაზრდას ვერ ახერხებდნენ. ასეთ შემთხვევაში უდიური წესით (კავკასიის მცირერიცხოვანი ეთნოსი) მშობლები თავიანთ პირმშოს "მიჰყიდდნენ"ვინმეს. "მყიდველი" ფულს აძლევდა ბავშვის მშობლებს და ამბობდა: "ეს ბავშვი ჩემს სახელზე აღზარდეთო". მას ფულს უკან არ უბრუნებდნენ, მხოლოდ საჩუქრებს ჩუქნიდნენ - ხშრად ბავშვის წონა ხორბალს. შვილი მშობლებს რჩებოდათ ასაღზრდელად, მაგრამ ეს ოჯახები ნათესავებად ითვლებოდნენ.
ხევსურეთში დედა ჩამოუვლიდა 9 მოსახლეს და ყველას სათითაოდ მიჰყიდდა შვილს. სამაგიეროდ იღებდა პურს ან ყველის ნატეხს. ზოგი ფქვილს ან ფულს აძლევდა. შვილს მყიდველს არ უტოვებდა, მაგრამ ამბობდა: "მე გაყიდული მყავ, ჩემ შვილ აღარ ას, სამადლოდ ძუძუს ვაწოვებ".
უდიებში იყო შემდეგი წესიც: "ქიქოლას თამარას გოგოები რჩებოდა, ბიჭი უჩნდებოდა და უკვდებოდა. მაშინ კულატამიანთ თამარამ შვიდი ოჯახიდან ნაჭრები უთხოვა და უთხრა, ბიჭი რომ გაგიჩნდება, ერთი წლის განმავლობაში ჩააცვიო. ქიქალაანთ თამარა შეპირდა, თუ შვილი გამეზარდა, ერთ წყვილ სამოსს გიყიდიო".
მსგავსია აჭარაშიც: "შვიდი მოსახლისაგან ქსოვილის პატარა ნაჭრები წამოიღეს, ზოგი სოფლის ახალ რძლებს გამოართვეს. ამ შვიდი დედ-მამიანი და ბედნიერი ოჯახიდან შეგროვებული ნაჭრებით შეკერილი პერანგი ჩააცვეს ბავშვს".
კიდევ ერთი წესი იყო: დედა ბავშვს მიუყვანდა ისეთ დედას, რომელსაც შვილები არ უკვდებოდა და ეს ქალი აჭმევდა ძუძუს თავის პატარასთან ერთად.
გურიაში თუ შვილები უკვდებოდა ქალს, ახალშობილს ძაღლის სახელს დაარქმევდნენ და მის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრებოდა. (წყარო -მეsmile.gif
ლიტ. თ.მისკალიშვილი
tikoroma
მაგიურ რიტუალებზე არაა, მაგრამ შესანიშნავი სტატიაა ქართულ მითოლოგიაზე და ხალხთა წარმოდგენებზე

https://semioticsjournal.wordpress.com/2010...83%94%E1%83%91/
tikoroma
ხალხური თმულების მიხედვით, ზურაბ არაგვის ერისთავს ლიქოკის ხეობა დიდხანს ვერ გაუტეხია. მაშინ გაბრაზებულ ზურაბს განუძრახავს ლიქოკელების სალოცავზე "ხმალა ხატზე" მდგარი ალვის ხის მოჭრა (1). რომ ამით ლიქოკელებზე შური ეძია. ეს ხმალა ხატი ყოფილა ლიკოქის ხეობის მისავალში ბარისახოს ვაკეზე. ალვის ხეს მირონი სდიოდა და ამით ხალხს ნათლავდნენო. ზურაბის ლაშქარს ხე ვერ მოუჭრია, რადგან ყოველ ცულის დარტყმაზე ხე უფრო მაგრდებოდაო. მაშინ ერთ ღულელ არიშაულს ზურაბისთვის უსწავლებია, ალვის ხეს კატის სისხლი წაუსვით და მაშინვე წაიქცევაო. ზურაბიც ასე მოქცეულა და ალვის ხეც მოუეჭრიათ.

(1) ასეთივე თქმულება გავრცელებულია ფშავშიც, სადაც ლაშარის ხმელ გორაზე მდგარა ბერმუხა და ის ზურაბის ლაშქარს ვერ მოუჭრია. მაშინ ერთ უკანაფშაველს, გვარად აფციაურს, ზურაბისთვის უთქვამს, ბერმუხას კატის სისხლი წაუსვი და წაიქცევაო. ამის შემდეგ ზურაბს მუხა ადვილად მოუჭრია და მას მუხის ანგელოზი განშორებიაო.

ს. მაკალათია "ფშავი", "ხევსურეთი".
tikoroma
მევიდოდა შავი წყალი,
მას მოქონდა შავი გველი,
ჩავკარ შავი ყავარჯენი,
ამოვიღე, მოვფინე ღობე-ყორესა.
რავარც იი ღრებოდა, ჭკნებოდა,
ისე შენი ავი თვალით შემხედვარე
ღრებოდა, ჭკნებოდა.
თვალსა ლახვარი, გულთა ბაზარი,
წმინდა გიორგის გამოგზავნილი,
წააგდებინა მისი მარჯვენა და მარცხენა თვალი.
ჰაი და ჰუი მის თვალებში,
ჰაი და ჰუი მის თვალებში.
არგე, ღმერთო, ბრძანება შენი და ლოცვა ჩემი.
გურული ვარიანტი ბებიაჩემისაგან
mata
ბებოები... მაგარ ვეშებს აძრობენ ხოლმე.... მევასებიან ძლიერ.. smile.gif
Esоteric
სარკით რომ სულს იძახებენ ეგ რიტუალი როგორ ხდება იცის ვინმემ ?? თეფშებს იყენებენ მგონი კიდევ
tikoroma
სარკით არ ვიცი, თეფშით კი გამიგია. სადმე დაწერილი არ მინახავს მაგაზე დაწვრილებით, არც მონაწილე ვყოფილვარ. იქნებ სხვემა იცოდნენ smile.gif
tikoroma
საინტერესო რიტუალი ტარდება აჭარაში მიცვალებულის დაკრძალვის დროს:

სამარეს თითო მუჭა მიწას ყველა მიაფრქვევს, შემდეგ თოხითა და ბარით მიაყრიან მიწას, კარგად დატკპნიან და ბოლოს ხოჯა მიცვალებულის დედის სახელს მოიკითხავს, მარჯვენა მხრიდან შემოუვლის საფლავს და გაჩერდება. დამსწრენი გაშეშდებიან და სამარისებური სიჩუმე ჩამოვარდება. ეს ის მომენტია, როცა ხოჯამ საფლავში მიცვალებულს "თელყემი" უნდა ჩასძახოს, საფლავში მკვდარი უნდა გამოაცოცხლოს და მიცვალებულმაც უნდა იგრძნოს, რომ ის მართლაც მკვდარია.

ხალხის რწმენით, როცა ხოჯა საფლავში მკვდარს "თელყემს" - გამოსაღვიძებელს ჩასძახებს, მაშინ მიცვალებულს ერთი წამით სული დაუბრუნდება და გამოიღვიძებს, მიცვალებული გაინძრევა, წამოიწევს, თავს ლორფინს ჰკრავს და მხოლოდ მაშინ დარწმუნდება, რომ იგი მკვდარია. ამის შემდეგ ცხედარს სული მოშორდება და ცაში გაფრინდებაო.

ხშირად მსმენია, ადამიანი გარდაცვალების შემდეგ ვერ იგებს, რომ მკვდარია, სული დედამიწაზე რჩება და აგრძელებს "ვირტუალურად" თავის ჩვეულ ცხოვრებასო.
ჰოდა აგერ, აგებინებენ laugh.gif
tikoroma
ხევსურეთი:
როცა ბავშვები იმდენად მოიზრდებოდნენ, რომ ველზე გასვლას შეძლებდნენ, სამწყსოში გაუშვებდნენ. მწყემსი გოგო-ბიჭები შეიყრებოდნენ; ან ხელსაქმობდნენ - ქსოვდნენ, ქარგავდნენ, ანდა თამაშით იქცევდნენ თავს. პატარა მწყემსებს ველზე ყოფნა რომ მოსწყინდებოდათ და სახლისკენ გაუწევდათ გული, მზის გადახრას კი საშველი აღარ დაადგებოდა, მისი ჩასვლის დასაჩქარებლად საგანგებო წესს ასრულებდნენ:
თავშიშველი გოგონები გამეტებით აქნევდნენ თავს, გაშლილ თმებს აქეთ-იქით აფრიალებდნენ და მზეს შეღაღადებდნენ:
ოფროფინო, ოფროფინო
მზემა პირი გარმოხფინო.
შუუ მზეო, ჩახე მზეო!
შენსა დედას ოჟა ხყვანდა,
არცა ხქონდა აკავანი,
არცა გადასაკრავანი,
ციხით ქალმა დაუძახა:
- მია მაქვა აკავანი,
ოქროს გადასაკრავანი.
- არც მინდ შენი აკავანი,
არცა გადასაკრავანი,
შვილ მამიტანს აკავანთა,
ოქროს გადასაკრავათა!
სწამდათ, რომ ამ საგალობლის მოსმენაზე მზე საჩქაროდ გასწევდა თავისი დედისკენ, თანაც თმაგაშლილი გოგონების საქციელი გააჯავრებდა: ეშმა-დარალთ თმა გადმომიშალესო და დროზე ადრე ჩაბრძანდებოდა.
ვიდრე გოგონები ამ რიტუალს ასრულებდნენ, ბიჭებს თავის გაქნევის ნება არ ჰქონდათ, თორემ მზე ადგილიდანაც არ დაიძვროდა.
/თინათინ ოჩიაური, 1977/

tikoroma
გურიაში "უწინ კუბო არ სცოდნიათ, ხმარობდნენ "ჯალამბერს". ჯალამბერი საკაცეს მსგავსი სცოდნიათ (ორი მსხვილი 45 არშინიანი ჯოხი გაბანტული ტყიური მიწის სუროთი, ვენხით ან "წირეხვით" - ლელოჯით).ტანგაბანილ მიცვალებულს მთლიანად შესუდრულს (ვისაც შეძლება ჰქონდა, სუდარას გასანთლავდა) დაასვენებდნენ ზედ, საფლავში ხელით ჩაასვენებდნენ".
სუდარას ქსოვდნენ სელიდან, კანაფის ან თუთის ხის ლაფანისაგან. ეს იყო უხეში ქსოვილი -ტილო, მიცვალებულს ჩაუცმელად ახვევდნენ.
/აპ. წულაძე/
აჭარაში 60-იან წლებში ჩაწერილი მასალებით, კუბოს გარეშე მამაკაცებს მარხავდნენ, ქალებს კი კუბოთი.
აღმოსავლეთ საქართველოს მთაში სუდარა ცხედრის გასახვევ სამი სხვადასხვა ფერის ქსოვილს ეწოდება - ლურჯი, თეთრი და წითელი. ფერთა ამ რიგით განსაზღვრავდნენ და მასში მოცემულია სამი სკნელის - ზესკნელის, სამზეოს და ქვესკნელის რწმენა.
"გამოსვენების წინ მიცვალებულს თუ დავლათიან კაცად ითვლებოდა, თმასა და ფრჩხილს მოჭრდინნე, სუდარას ჩაახევდნენ, შიგ გამოაკრავდნენ - ოჯახში იღბლიანი კაცის ნაწილი უნდა დარჩენილიყო, რათა მისი ბარაქა არ დაკარგულიყო და ოჯახი არ გაღარიბებულიყო.
ამავე მიზნით ტოვებდნენ სახლში ნაამაგარი ხარის რქებსაც. მოჭრიდნენ შუბლს რქებიანად და დედაბოძს მიაკრავდნენ"
/თ. ოჩიაური/
tikoroma
შავი ჭირის შელოცვა მეგრულ-ქართულად:

უჩა ხამუ უჩა ორჩხე,
უჩა ორტყაფუ, უჩა კოჩი,
უჩა ტანისამოსი,
უჩა ჭირიში მაღალარი.

შავი დანა, შავი სარცხი,
შავი სარტყელი, შავი კაცი,
შავი ტანისამოსი -
შავი ჭირის წამღები.
tikoroma
შელოცვა ნისლის, ბურუსის და ღრუბლების გასფანტავად smile.gif

ბერო, იარე, იარე, ცხრა მთას იქით გადიარე,
შენი ცოლი ორსულია, ორგულია, სამი შვილი ჰყოლებია:
ერთი — ბრმა, ერთი — გლახა, ერთი ყველას ჯობნებია.
მალე მიხვალ — მოგირჩება, გვიან მიხვალ — მოგიკვდება.
tikoroma
ძველქართული ლოცვა: გ ვ ე ლ ი ს ა

(მიწერილი წმინდა შიოს ცხოვრების XVIII საუკუნის ხელნაწერის ბოლო ფურცელზე)

“სახელითა მღვთისათა,
მამისა და ძისათა,
და სულისა წმინდისა.
გველი მოვკალ უფლისათვის,
გველი მოვკალ უფლისათვის,
გველი მოვკალ უფლისათვის,
(აქა სამჯერ ჯვარი გადიწერე და სთქვი ესე ლოცვა)
ქიშფაშნით მოვალ,
ქიშფარ მაცვია,
ქიშფარ მარტყია,
ვერა, ვერა, ვერა,ილან ისა უსურ,
სურუნ იათარ!”

წყარო: “გველი მოვკალ უფლისათვის”; შემკრები მიხო მოსულიშვილი.
tikoroma
კოპალას შელოცვა
წარმოითქმოდა ძილის წინ, დამცავი ფუნქცია ჰქონდა.


გმირო კოპალაო,
ლაღო ლახტიანო,
სულთქმა ამაუშვი,
მავნეს ლახტ დაეცი.
"ამას მაშინ იტყოდეს ღამით თუ დევ-კერპნ მოეჩვენებოდეს. როცა ამას იტყოდა, მემრ ცით ქარ მავიდოდ, თან ცეცხლის ბურჟღუმნ (ნაპერწკალი) მახყვებოდესა, დევ დაიწვებაო, გაქრებაო".

მთქმელი ყუდია გიას ძე ჭინჭარაული, 64 წლის, ს. კაწალხევი, ფშავი.
tikoroma
აჭარელთა რწმენით, როგორადაც ახალ მთვარეს ნახავ, იმგვარად გაატარებ მთელ თვეს. ამიტომაც მას განსაკუთრებულ შელოცვას უკითხავდნენ:
მთვარე ვნახე ნებაზე, ჩემსა გახარებაზე.
- მთვარევ, რა მოგვიტანე? - თავი მთელი, გული მთელი,
ხელნაქმარი ხვავრიელი, ჩემი ნამზად-ნარიგები,
მიწის უხვავრიელესი, თაფლის უგემრიელესი.
ამ შელოცვის რამდენიმე ვარიანტია შემონახული

ა. მთვარე ვნახე ნებაზედა
ჩემსა გუნებაზედა;
პურის ცომი ღვიერი,
საქმე ბარაქიანი,
მე ვცხონდე და შე იზარდე!

ბ. მთვარე ვნახე ნებაზეო, ჩემსა გახარებაზეო,
-მთვარევ, რა მომიტანე? - წელი მთელი, გული მთელი,
ხელნაქმარი ხვავრიელი, მიწათ უხვავრიელესი.
ჩემი სკივრი გაავსე, მტერისა თვალი დააფსე.

გურიაში შელოცვა აღარაა შემორჩენილი, მაგრამ რაღაც რიტუალი კი მაინც არსებობს: ახალ მთვარეს საფულე უნდა დაანახო, ან ხურდა ფული და ფული არ გამოგელევა.
INVICTUS
მაგიის თემა მეგობრებო განვავითაროთ რაააა.....
tikoroma
INVICTUS
გისმენთ სიამოვნებით smile.gif
INVICTUS
მე ზოგადად მაგიურ რიტუალებზე მინდა დავწერო და ქართული არ იქნება იქნება რუსული ან სხვა ქვეყნების, (ტესტი ქართულად იქნება) და ამ თემაში ვპოსტო?

თან მარტო პოსტვა არ მინდა რაღაც კითხვები მეც მაქვს და სხვების მსჯელობაც მაინტერესებს
tikoroma
მაგიური რიტუალებზე არ ვპოსტავთ ამ ფორუმზე. განსაკუთრებით, ე.წ. შავი მაგიისას. თორემ ისე ლოცვაც მაგიური ფორუმლაა. ამ თემაში მხოლოდ ქართული უნდა დაპოსტოთ.
jarmen
ფორუმზე არის ტოპიკები რომლებიც ასე თუ ისე ეხება მაგიას, მათ შორის რუტუალურს, მაგრამ ერთ თემაში არ არის მოქცეული. პრინციპში რიტუალური მაგია ბევრს მოსწონს და იზიდავს, შესაძლოა ამ ტოპიკის ცალკე გახსნა სავარაუდოდ აქ >> http://www.esoteric.ge/forum/index.php?showforum=44 <<. თავის მხრივ რიტუალების ტიპი უნდა იყოს სარგებლის მომტანი და მაქსიმალურად უსაფრთხო. რაც შეეხება შავ მაგიას, აუცილებელიცა იცოდე როგორ მუშაობს, რომ მინიმუმ საკუთარი თავი და ახლობელი ადამიანები დაიცვა. თავის მხრივ ვისაც აგრესიული და დესტრუქციული მიზნები აქვს აქ თუ არა სხვაგან ისწვალი და დააზიანებს საკუთარ თავსაც და სხვასაც(მგლის შიშით, ცხვარის ვის გაუწყვეტია biggrin.gif ). რას იტყვი tikoroma ?

tikoroma
jarmen
მე ვიტყვი, რომ საიტერესოა ეგ სფეროც. თუმცა არ მოსწონთ ამ ფორუმელებს. შავ მაგიას თავისი ეგრეგორი მოყვევბა, როგორც სხვა ყველაფერს და აქაურ ენერგეტიკას აბინძურებსო-ამბობენ.
ამაზე მეტად მე არ მომეწონება, თუ შავ მაგიას პაპსავიკი მაგები მოყვებიან, რაც ხდება ფეისბუქ-ჯგუფებში და დაიწყება ბიჭ-ბუჭების ჭორაობა ელექსირების ხარშვასთან დაკავშირებით ან მსგავს საკითხებზე.

ვინც სხვაგან ისწავლის, ისწავლოს, რა ვქნა biggrin.gif

რაც შეეხება ადამიანის შესაძლებლობებს, ვფიქრობ საკუთარი გაძლიერებისთვის პრაქტიკები არ აიკრძალება. ხოლო სხვაზე ზემოქმედების საშუალებები კი აიკრძალება.
jarmen
tikoroma
ხო ეხლა შევხედე მაგ მხრიდან და მართალი ხარ. ჯობია მარტო ნორმალური ხალხი დაინტერსესდეს ფორუმით biggrin.gif
tikoroma
მამაუფალო, დაილოცოს შენი სახე!
თუ არსებობ რამე, დაგვეხმარე,
ქვეყნიერება ანგელოზითაა სავსე, მიწისაგან
ვართ გაჩენილი, მიწით ვარსებობთ,
ცას კიბეს ვერ მივადგამთ, რომ თქვენთან ამოვიდეთ,
ქვევიდან გეხვეწებით, საზრდო არ მოგვაკლო,
გვისაშველე ზეციერო, ამინდი თავთავის ჯერზე
დააწესე და წვიმა გვიწყალობე...

ამ ლოცვას წარმოთქვამდნენ სამეგრელოში "ლაზარობის" რიტუალზე.

ჩაწერილია ს.რიყეში, ზუგდიდის რ. სათემო ლოცვა.
გვალვის დროს იკრიბებოდა სოფელი, საერთო სახსრებით ყიდულობდნენ საკლავს. მას კლავდა თემის თავკაცი, ყველაზე ხნიერი და ღვთის მორწმუნე. რამდენი მონაწილეც იყო, იმდენ ნაწილად უნდა დაეჭრათ ხორცი, იმდენივე სანთელი უნდა მიეკრათ ლარტყაზე და ლოცვის ჟამს, როცა აანთებდნენ, სანთლის უკან მლოცველნი მუხლმოხრით დაემხობოდნენ.თემის თავკაცი "ხოზოკვარებით" და სანთლით ხელში ზეცას შეჰყურებდა და ღმერთს მიმართავდა:

დუდოღორონთი, დიხვამუ სქან სახექ!
ქოარსებე მუთუნიდა, ქგმეხვარით,
ქიანა ანგილოზიში ეფშა რე, დიხაში
ენარჩქინა ვორეთ, დიხათ აბრსებენთ,
ცაშა ტკვა ვე(მ)მადგინენა სქანდა მეფრთათგნი,
თუდოშე გოხვეწგთ; საზდო ვემემყოთათ, ქომსაშველით
ზეციერი, ჰავა მუშუში პილანიშა
ქოყიი დო ჭვიმა ქომჭყოლოფით!...

ლოცვის შემდეგ იმართებოდა ცეკვა-სიმღერა - ლაზარობა.
ბოლო დროს მხოლოდ ლოცვები ტარდებოდა და მის შესასრულებლად მე მირჩევდა სოფელი - მიხეილ ბეჩუს ე ჯიქია, 105 წ. (წიგნი დაბ.1979. ავტ.კ.სამუშია)
INVICTUS
საინტერესოა ქართული მაგიური რიტუალები, უცხოურებით სავსეა ინტერნეტი, აი ქართული კი ძალიან ნაკლებად. ალბათ ძველებსაც ქონდათ გარჩევა საზოგადოების მიერ მიღებულ რიტუალებსა და შავი მაგიის მიმდევართა რიტუალების.

tikoroma
აი ისევ რიტუალი მთვარეზე



სამეგრელოში ახალი მთვარის გამოჩენას ლოცვით ხვდებოდნენ და სთხოვდნენ, სანამ ის ცაზე იქნებოდ (მომდევნო მოქცევამდე), ამათი ოჯახები სიკეთით აევსო და ადამიანთათვის სიხარული მიენიჭებინა.

ახალი მთვარის პირველად დანახვის მომენტში მნახველი ცდილობდა, როგორმე მაშნვე დანა ან სარკე დაენახა, პირველად ნივთზე დაეხედა, შემდეგ იგი მთვარესათვის მიეშვირა და ეთქვა:

მთვარე ახალო, განმაახლე,
ახალო მთვარევ, გამახარე,
ცისკარი შენ გამიღე,
შენ ძველი და მე - ახალი!

(თუთა ახალი, გამაახალი,
ახალი თუთა, გამახარი,
ცაში კარი სი გომინჯი,
სი ჯვეში დო მა - ახალი!)

შენ დაბერებულიყო და მე ახალგაზრდად დავრჩენილვიყოო.

/კ.სამუშია. ქართ.ხალხ.ზეპირ.ნიმუშები/
This is a "lo-fi" version of our main content. To view the full version with more information, formatting and images, please click here.
Invision Power Board © 2001-2024 Invision Power Services, Inc.