Help - Search - Members - Calendar
Full Version: ცხოველების სული და განვითარება ;დ
ეზოთერიული ცოდნის ფორუმი > დამატებითი განყოფილება > ოჯახი - პლანეტა დედამიწა > ფლორა და ფაუნა
tikoroma
ალბათ იტყვით, ის ვერ გაგვირკვევია ჩვენს თავს რა ხდებაო, მაგრამ ვარაუდების გამოთქმა ხომ შეგვიძლია, თუ ჭეშმარიტებებს არ ვიღაღადებთ biggrin.gif

მოკლედ - ცხოველები, ფრინველები, მწერები და მთელი ფაუნა...

ვინ არიან ისინი?
აშკარაა რომ ჩვენი ყველაზე ხილული ნაწილებით, მათი მსგავსნი ვართ - ბიოლოგიური აგებულება და ინსტიქტები საერთო გვაქვს. ბოლოს და ბოლოს ადამიანი ოფიციალურად მიეკუთვნება ძუძუმწოვართა კლასს და ა.შ. ცნობიერება-ინტელექტშიც საერთო ბევრი გვაქვს. მაგ. ცხოველს ესმის მუქარა, გაბრაზება, მოფერება, დარიგება, სწავლება - ე.ი. საერთოა ჩვენთვის ემოციები და მათი გაგება... ამიტომ ის აზრი, რომ ჩვენ გონიერი ცხოველები ვართ და ისინი არა, მცდარი მგონია.
შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ჩვენი მეტი გვესმის და მათ ნაკლები. სადღაც გაზომეს რომ ძაღლს 5-6 წლის ბავშვის დონის ინტელექტი აქვსო. მაგრამ ეს ჩვენ ვაფასებთ იმ კრიტერიუმით, რაც ნაცნობია ჩვენთვის. მე ასე ვიტყოდი - ძაღლს იმდენად შეუძლია გაიგოს ადამიანის (ადამიანური), როგორც 5-6 წლის ბავშვს. ამის იქით რა ესმის, რას გრძნობს და ხედავ - ჩვენ უბრალოდ არ ვიცით, რადგან არ ვართ ძაღლები, ცხენები, ვირთხები და ა.შ.

ახლა ვნახოთ აქვს თუ არა მათ არჩევანის თავისუფლება?
მე ვფიქრობ აქვთ. ხომ ცნობილია რომ ცხოველები ინსტიქტურად მოქმედებენ - კვება, გამრავლება, გადარჩენა. მაგრამ რა ხდება, როცა ვეფხვი შვლის ნუკრს უვლის? (იყო ასეთი კადრები ინტერნეტში,ა ხლა ვერ ვიპოვნი) არ თქვათ შეეცოდაო ;დ უამრავი ვიდეოა მტაცებელი ცხოველების ნადირობაზე იუთუბზე, აფთრები, დათვები, ვეფხვები და რაც გინდა, როცა თავს ესხმის ირმის და ანტილოპის და გინდაც კამეჩის ჯოგს, ზრდასრულ ცხოველს ნაკლებად ესხმიან თავს, უფრო იოლი ნადავლია მათი შვილები. თუ ჩვილია სადმე , ყველა ჩვილზე ინადირებს, მის დაჭერას შეეცდება, იმიტომ რომ წარმატების შანსი მეტია.
ასე რომ შვლის ნუკრი ვეფხვისთვის იოლი ნადავლი უფროა ვიდრე საყვარელი უმწეო არსება. მაგრამ არის კადრები, როა ვეფხვმა ახალდაბადებული უდედოდ დარჩენილი შვილს ნუკრი შეიბრალა და მოუარა (მერე რა რო არ შიოდა. შეეძლოა მიტრიალებულიყო და წასულიყო იქედან) ადამიანებიც გაუზრდიათ და რა ვიცი, ბევრი რამე გექნებათ გაგონილი, როცა ცხოველები დაფიქრდებიან, იღებენ გადაწყვეტილებას, შეეწინააღმდეგონ ინსტიქტს, ჩვევას და რაღაცაც სხვანაირად აკეთებენ.

ფიქრობთ მათშიცაა სული? რაიმე მისი მსგავსი? ვითარდებიან? ხვდებიან სადმე სიკვდილის შემდეგ? თუ დეკორაციაა ჩვენთვის?

ჯერ ეს, მერე კიდე მაქვს კითხვები ადამიანის და ცხოველთა ურთიერთობაზე smile.gif

ანგელოზუკები

ano
არ ვიცი მგონი მათ საერთო სული აქვთ რომელიც იმის მიხედვით ახდენს გამოვლინებას "ჭურჭელი" რამდენსაც შეძლებს,
ვიდეოს ვუყურე სადაც რაღაც მოწყობილობაში რობოტის მსგავსი იყო ჩადეს ობი, ხის ობი, და მან მოძრაობა დაიწყო, ანუ რაღაც გონებამ ამოძრავა მოწყობილობა, იმის მიხედვით რა შესაძლებლობაც ჰქონდა, ეს ჩემი აზრია რომ ყველა ისე ავლენს მას როგორც შეძლებს

ახლა ჩემს დაკვირვებებს რაც შეეხება, ჩემს ქათმებს ვაკვირდები, ყველა ქათამი ერთად ცხოვრობს, ერთმა კრუხმა გამოჩეკა, ერთნაირ პირობებში გაიზარდნენ, მაგრამ ყველას სხვადასხვა ხასიათი აქვს:
ერთმა ამოიჩემა მიწაყრილი და მთელიდღე იქ წევს, ცოტას გაივლ გამოივლის შეჭამს და ისევ იქ წვება, ღამეც იქ არის სხვა ქათმები საქათმეში ქანდარაზე იძინებენ ეს მიწაზე.

მეორე ქათამია თეთრი სულ დადის და დადის ერთ ადგილას არ ჩერდება სულ ეძებს სასუსნავს მერე გარეთაც გადმოდის ფრინდება და სხვაგანაც სულ ეძებს, ფრთები დავაჭერი და მაინც ფრინდება ვერ ჩერდება.

მესამე მოკრუხდა მაგრამ ვერ დავაჯენდი, და ბუდეში რო არ ყოფილიყო ხეზე ვაბამდი 1 კვირა 1 კვირის მერე დაბმა არ დაჭირდა ჩამოვიდა და თავისით დადგა ხის ქვეშ.

მეოთხე ქათამიც მყავს მაგრამ რამე განსაკუთრებული ხასიათის ნიშნები არ შემინიშნავს ჯერჯერობით მასში.

ხო მეხუთე მეზობლის ქათამია სანამ დავკლავ თქვენთან იყოსო, ეს ქათამი ღამის 9 საათამდე დაბოდიალობს, არ ვიცოდი ქათმები ღამე თუ ხედავდნენ ეს კი კიტრის კანებს ჭამდა და რო დამინახა გაიქცა

biggrin.gif
tikoroma
ano
კარგია ქათმები რომ ახსენე :დ ქათმებთან ბევრი შეკითხვა მაქვს biggrin.gif

აბსოლუტურად მოშინაურებულები არიან, უადამიანოდ ვერ იცხოვრებენ. შეიძლება საჭმელი იპოვნონ, მაგრამ თავს ვერ დაიცავენ, ბუდეს ვერ მოიწყობენ. ვიტყვით, ცოდვაა მათი გაზრდა იმისთვის, რომ ვჭამოთ. მაგრამ სხვა რა უნდა აკეთონ სახლში? იცხოვრონ კვერცხები დადონ, გამოჩეკონ უამრავი და ველოდოთ როდის დაიხოცებიან? იცხოვრონ როგორც ოჯახის წევრებმა?

თუ დარჩება ადამიანის მფარველობის გარეშე - გაწამდებიან, ათწლეულები მაინც და უამრავი ქათმის სიცოცხლე და ტანჯვა შეეწირება, სანამ საქათმის იქით დამოუკიდებელ ცხოვრებას ისწავლიან და საჭირო უნარებს გამოიმუშავებენ. სახეობა ალბათ გადარჩება (ან ვერა), მაგრამ ამას დიდი დრო და მსხვერპლი დასჭირდება. და რისთვის? იმისთვის რომ ქათამი როგორც სახეობა არსებობდეს ფაუნის მრავალფეროვნებისთვის? და რო გადაშენდეს ვის დააკლდება მათი არარსებობა?
ბევრი სახეობაა განადგურების პირას... უამრავი პროექტი არსებობს მათ გადასარჩენად და შესანარჩუნებლად. მაგრამ ვერ ვხვდები ამ ილუზორულ სამყაროში ვის სჭირდება მათი არსებობა?
ახლა არ ვიცით, რომ სადღაც არსებობდა ერთი ვარდისფერი ფრინველის სახეობა - ასეთი და ისეთი ჩვევები ჰქონდა, აქ და აქ ცხოვრობდა, შვილებს ასე ზრდიდა, ასეთი და ისეთი სარგებლობა მოჰქონდა ბუნებისთვის. იქნებ არ არსებობდა? იქნებ კი? არ ვიცით და გვკიდია, ხო?
მაგრამ თუ გეტყვით, რომ ლურჯი ვეშაპის მხოლოდ 1000 ეგზემპლარი დარჩა დედამიწაზე და მორჩა, ისინი გაქრებიან სადაცაა- მაშინ იწყება ოხვრა და ჩალიჩი, მოდი გადავარჩინოთ, შევინარჩუნოთ, დედამიწის შვილები არიან და ა.შ.
დედამიწის კი არა ჩვენი მშობლების შვილები არა ვართ ;დ
tikoroma
საერთო სული კარგი იდეაა, მაგრამ ზოგი ამტკიცებს, რომ ადამიანებსაც საერთო სული აქვთ. არის სადღაც თემა სულის დანაწილებაზე და ამ ნაწილების ცალ-ცალკე გამოვლენაზე, მერე მიღმიერ სამყაროში ისევ გაერთიანებაზე...
გამოდის რომ სულის საკითხშიც ერთიანობა გვაქვს...

ფუტკრები, ჭიანჭველები სოციალური მწერები არიან და მათ თითქოს საერთო სული მართავს. მეტერლინკის კარგი წიგნი არსებობს ამაზე ქართულად. ვითხოვებ მალე და ბლოგისთვის მოვამზადებ თემას, ძალიან საინტერესოა.

David Monny
ano
ano
QUOTE(*ANO* @ 8th June 2015 - 04:24 PM) *
სულ ეძებს სასუსნავს მერე გარეთაც გადმოდის ფრინდება და სხვაგანაც სულ ეძებს, ფრთები დავაჭერი და მაინც ფრინდება ვერ ჩერდება.

hilarioustu8.gif hilarioustu8.gif hilarioustu8.gif იმენა გავსკდი, ვეღარ ვსუნთქავ!!!

ქათამი ერთ ერთი მფრინველია, რომელიც ვერ დაფრინავს და შენ ფრთები დააჭერი? ცუდად ვარ girl_witch.gif velho.gif good.gif Just_Cuz_01.gif Just_Cuz_01.gif Just_Cuz_01.gif Just_Cuz_01.gif Just_Cuz_01.gif Just_Cuz_01.gif Just_Cuz_01.gif
David Monny
tikoroma
QUOTE(tikoroma @ 8th June 2015 - 03:24 PM) *
ამის იქით რა ესმის, რას გრძნობს და ხედავ - ჩვენ უბრალოდ არ ვიცით, რადგან არ ვართ ძაღლები, ცხენები, ვირთხები და ა.შ.

მოდი ჯერ ადამინები შევთანხმდეთ რა არის სული, და მერე იმაზე ვიფიქროთ აქვს თუ არა ის ცხოველს. რადგან სული სხვანაირად ესმის ქრისტიანს, ბუდისტს, ინდუისტს, შამანს, დაოსიზმს და ა.შ. როგორ შეიძლება ამდენი სული ქონდეს ძაღლს?

ახლა საქმეზე გადავიდეთ smile.gif არსებობს სამადჰი რომელსაც ქვია სავიკალპა სამადჰი. ეს სამათჰი მიმდინარეობს წარმოუდგენელი ნეტარების და ხედვის ფონზე. ანუ გარდა რეალური ობიექტებისა თვალები რომც დახუჭო მაინც ხედავ ობიექტებს. ანუ აზრი არ აქვს თვალი დახუჭული გაქ თუ ღია, მაგრამ თვალდახუჭულზე იმ ობიექტებს კი არ ხედავ რასაც მანამდე უყურებდი თვაგახელილი, არამედ სხვადასხვა ობიექტებს. განიცდი როგორ მოძრაობს სისხლი სხვა ადამიანის თუ სხეულის ორგანიზმში, ნერვლი სისტემა. შენ შეიძლება დადიოდე ან იჯდე ჭამდე ან იწვე, მნიშვნელობა არ აქვს, მოქმედებას აგრძელებ და თითქოს რადიო ჩაირთოო თავში საკუთარივე გონება გელაპარაკება. მე ვარ აი ეს ძაღლი, მე ვარ მტრედი, მე ვარ სკამი, მე ვარ ხე, მე ვარ ქვა, მე ვარ ეს ქვა და ა.შ. ანუ აბსოლუტურად ყველა განსხეულებას გადიხარ. ზოგი ინკარნაციას ეძახის ამას რაც სისულელეა. ანუ აი იმენა შენ აი შენ ახლა რო შენ ხარ, განიცდი თავს ძაღლად, მტრედად და ა.შ.
David Monny
tikoroma
QUOTE(tikoroma @ 8th June 2015 - 03:24 PM) *
ამის იქით რა ესმის, რას გრძნობს და ხედავ - ჩვენ უბრალოდ არ ვიცით, რადგან არ ვართ ძაღლები, ცხენები, ვირთხები და ა.შ.

მოდი ჯერ ადამინები შევთანხმდეთ რა არის სული, და მერე იმაზე ვიფიქროთ აქვს თუ არა ის ცხოველს. რადგან სული სხვანაირად ესმის ქრისტიანს, ბუდისტს, ინდუისტს, შამანს, დაოსიზმს და ა.შ. როგორ შეიძლება ამდენი სული ქონდეს ძაღლს?

ახლა საქმეზე გადავიდეთ smile.gif არსებობს სამადჰი რომელსაც ქვია სავიკალპა სამადჰი. ეს სამათჰი მიმდინარეობს წარმოუდგენელი ნეტარების და ხედვის ფონზე. ანუ გარდა რეალური ობიექტებისა თვალები რომც დახუჭო მაინც ხედავ ობიექტებს. ანუ აზრი არ აქვს თვალი დახუჭული გაქ თუ ღია, მაგრამ თვალდახუჭულზე იმ ობიექტებს კი არ ხედავ რასაც მანამდე უყურებდი თვაგახელილი, არამედ სხვადასხვა ობიექტებს. განიცდი როგორ მოძრაობს სისხლი სხვა ადამიანის თუ სხეულის ორგანიზმში, ნერვლი სისტემა. შენ შეიძლება დადიოდე ან იჯდე ჭამდე ან იწვე, მნიშვნელობა არ აქვს, მოქმედებას აგრძელებ და თითქოს რადიო ჩაირთოო თავში საკუთარივე გონება გელაპარაკება. მე ვარ აი ეს ძაღლი, მე ვარ მტრედი, მე ვარ სკამი, მე ვარ ხე, მე ვარ ქვა, მე ვარ ეს ქვა და ა.შ. განა მარტო სიტყვებია, აი ახლა რო გავიდე ქუჩაში და დავიწყო მე ვარ ეს მე ვარ ის, არა, როცა გეუბნება მე ვარ ძაღლი, თავს განიცდი როგორც ძაღლი, როცა გეუბნება მე ვარ სკამი, თავს განიცდი როგორც სკამი, ყველა განცდა სხვადასხვანაირია და ენით აღუწერელი. ეს ისეთი გრანდიოზული პროცესია, რომ ვერ აუდიხა. მაგრამ კონტროლი გაქ დაკარგული. შენ შენ თავს არ აკონტროლებ, ანუ რომც დადიოდე, დადიხარ, მაგრამ შენ არ აკონტროლებ ნაბიჯებს, ვიღაც აკეთებს ამას შენს მაგივრად და თან აი ეს განცდები სხვადასხვა რამეებად. ვერც იმას ხვდები როდის გამოდიხარ ამ მდგომარეობიდან, მაგრამ რო გამოდიხარ მერე გინდა რომ ეს ყველაფერი შეწყდეს. იმდენად ინტენსიური განცდაა, რომ გინდა რომ გაჩერდეს. უშუალოდ განცდის დროს კი არ გინდა ეს. განცდის დროს აღარ ხარ. ვსიო. შენ ხარ ძაღლი, კატა ა.შ.
ანუ აბსოლუტურად ყველა განსხეულებას გადიხარ. ზოგი ინკარნაციას ეძახის ამას რაც სისულელეა. ანუ აი იმენა შენ აი შენ ახლა რო შენ ხარ, განიცდი თავს ძაღლად, მტრედად და ა.შ.
ichi
ჩემ კატას ვუყურებ ხოლმე თვალებში, აშკარად საიდანღაც მოვიდა ჩვენისა არ იყოს.
David Monny
ჰა ჰა. მოსულია, ეს გავს იმას ორი დინოზავრი რო გამოძერწო და ერთი მარცხენა ხელში გეჭიროს მეორე მარჯვენაში და რო აჩხუბებ ბაბშვობაში, ვინ მოერევა. ერთიც შენ გიჭირავს და მეორეც. წაგებულიც შენ ხარ და მოგებულიც. ახლა ჩვრნ ვფიქრობთ, რომ ცხოველებმაა წააგეს და ჩვენ მოვიგეთ დანარჩენი თქვენთვითონ მიხვდით. აბა გამოიცანით ვის უჭირავს ცხოველთა სამყარო და ადამია თა სამყარო ხელში?
tikoroma
ასეა თუ ისე, ისინი ჩვენსავით აიგივებენ თავს თავის სხეულთან და ამქვეყნიურ არსებობასთან. მათ თავისი "მე"აქვთ. შეიძლება რაღაც ჰქონდეთ, გაცნობიერების მსგავსიც biggrin.gif biggrin.gif


David Monny
ციტატა(David Monny @ 8th June 2015 - 09:31 PM) *
მე ვარ სკამი,

ანუ უსულო საგანზეც მოგდის ეგ?

და შეიძლება ძაღლს დაემართოს ეგ? იგრძნოს, რომ მე ვარ? biggrin.gif
David Monny
tikoroma
QUOTE(tikoroma @ 9th June 2015 - 12:15 AM) *
ანუ უსულო საგანზეც მოგდის ეგ?

და შეიძლება ძაღლს დაემართოს ეგ? იგრძნოს, რომ მე ვარ? 

კი. უსულო საგნებზეც. აბსოლუტურად ყველაფერი ცოცხალია.
რაც შეეხება ძაღლს. ამბობენ ადამიანი ერთადერთი არსებაა, რომელსაც შეუძლია საკუთარი თავის შეცნობაო.
თუმცა ძაღლმაც რო შეიცნოს აბსოლუტი, შეიძლება ეს ჩვენ ვერ გავიგოთ, მაგრამ საქმე იმაშია, რომ ძაღლი არ არსებობს. ანუ შეცნობა ადმუანის მიერ შეცნობა იმას ნიშნავს, რომ ხვდები, რომ ადამიანი არ არსებობს. აი ამას ხვდება თუ არა ძაღლი არ ვიცი. მაგრამ რომც მიხვდეს არ ლაპარაკობს და არ იტყვის
tikoroma
biggrin.gif სამაგიეროდ გამოხედვები აქვთ ისეთი. მაგალითად კატებს... იგრძნობა რომ შენზე მეტი იცის ;დ რად უნდათ ლაპარაკი
David Monny
tikoroma
QUOTE(tikoroma @ 9th June 2015 - 12:24 AM) *
იგრძნობა რომ შენზე მეტი იცის

კი. სხვადასხვა სხეული, სხვადასხვაგვარად ავლენს ცნობიერებას, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ ერთი ცოცხალია მეორე მკვდარი.
კატა რო გამოგხედავს და გაგრძნობინებს რო ცუდი ანეკდოტი მოყევი, არ გაეცინა smile.gif
ano
QUOTE(David Monny @ Jun 8 2015, 09:02 PM) *
იმენა გავსკდი, ვეღარ ვსუნთქავ!!!

ქათამი ერთ ერთი მფრინველია, რომელიც ვერ დაფრინავს და შენ ფრთები დააჭერი? ცუდად ვარ


აკრძალულ ზონაში გამოვიდა laugh.gif
ano
QUOTE(David Monny @ Jun 8 2015, 11:21 PM) *
tikoroma

კი. უსულო საგნებზეც. აბსოლუტურად ყველაფერი ცოცხალია.
რაც შეეხება ძაღლს. ამბობენ ადამიანი ერთადერთი არსებაა, რომელსაც შეუძლია საკუთარი თავის შეცნობაო.
თუმცა ძაღლმაც რო შეიცნოს აბსოლუტი, შეიძლება ეს ჩვენ ვერ გავიგოთ, მაგრამ საქმე იმაშია, რომ ძაღლი არ არსებობს. ანუ შეცნობა ადმუანის მიერ შეცნობა იმას ნიშნავს, რომ ხვდები, რომ ადამიანი არ არსებობს. აი ამას ხვდება თუ არა ძაღლი არ ვიცი. მაგრამ რომც მიხვდეს არ ლაპარაკობს და არ იტყვის


QUOTE
ჰა ჰა. მოსულია, ეს გავს იმას ორი დინოზავრი რო გამოძერწო და ერთი მარცხენა ხელში გეჭიროს მეორე მარჯვენაში და რო აჩხუბებ ბაბშვობაში, ვინ მოერევა. ერთიც შენ გიჭირავს და მეორეც. წაგებულიც შენ ხარ და მოგებულიც. ახლა ჩვრნ ვფიქრობთ, რომ ცხოველებმაა წააგეს და ჩვენ მოვიგეთ დანარჩენი თქვენთვითონ მიხვდით. აბა გამოიცანით ვის უჭირავს ცხოველთა სამყარო და ადამია თა სამყარო ხელში?


მაგარია confetti.gif
tikoroma
კიდევ ვკითხულობდი ამ ბოლოს, მგონი ოშოს წიგნში შემხვდა:
ცხოველებს ვაიძულებთ ბუნებრივი წესებიდან გადაუხვიონო, მაგალითად ძაღლს რომელიც სახლში გვყავს - ვაიძულებთ ვუყვარდეთ, ისწავლოს ჩვენი ენა, გაგვიგოს, იყოს დამოკიდებული ადამიანის სიყვარულზე და ა.შ. მოკელდ მათ ბუნებრივი განვითარების გზას ვუმრუდებთ, როცა სახლში მოგვყავს და ჩვენს ადამიანურ ცხოვრებაში ჩავრთავთ ხოლმე...

მე კი მგონია - ეს გადახვევები (ძაღლის სახლში ყოფნა კი არა, ბუნებრივი, საკუთარი გადაწყვეტილებების გამოვლენა ცხოველის მიერ) იგივეა მათთვის, რაც ჩვენთვის "გამოღვიძება"
ano
ოშოს აქვს ნათქვამი რაღაც ფსიქოლოგიურ კონტექსტში თუ რატომ ყავთ ადამიანებს ცხოველები,
ახლა მაგას აქ არ დავწერ, თუმცა რაღაც მხრივ მართალია მაგრამ ჩემთვის ცალმხრივი, გაგიტომ არ დავაციტირებ

ჩემი აზრით ცხოველები უფრო მარტივია სამყაროს აღსაქმელად, გეხმარებიან.. ზოგჯერ კი მიშლიან ნერვებს მაგრამ მერე ვფიქრობ ნეტავი რა უნდა თქო? ენა არა აქვს და უნდა მიხვდე რატო აჩმახებს, ჩემი კატა ზოგჯერ მთელი დღე გაღიზიანებულია და დაძაბული საკმაოდ დიდხანს იმახსოვრებს წყენას, ერთხელ ვეჩხუბე და მეორე დღეს მთელი დღე გაბუსული იყო არ მეკარებოდა, საჭმელს რო ვუყრი თუ მოვეფერე მერე ბოლომდე ჭამს, თან უნდა გავყვე მარტოც კი ჭამს მაგრამ ურჩევნია კომპანიაში,
ქათმები უფრო მარტივია მაგრამ მაგათაც სულ ადამიანების მხარეს უყვართ ყოფნა, მშიშრები კი არიან მაგრამ სულ აქეთ იყურებიან და კარებთან ახლოს არიან, რა ვიცი მიჩვევაზეა კი, თავიდან ვფიქრობდი ალბათ საჭმლის გამო თქო მაგრამ არც ასე მარტივები არიან მგონი?

ეს წიწილობისას, სულ კარების წინ იყვნენ და გვიყურებდნენ ასე rolleyes.gif


earth
ano
ქათამი რომ არ გაფრინდეს, ერთ ფრთას აჭრიან და არა ორივეს, ასე გამიგია wink.gif
ichi
ano
ანაბელი ხართ ფორუმ.ჯიდან თუ მეშლება?
სტილი მივამსგავსე....
tikoroma
კი, უყვართ ადამიანთან ყოფნა. ჩემი კატა სულ ეზოშია და უნდა ჩვენც მათთან ვიყოთ. ეზოში რომ ჩავდივართ, უხარია, გვეძახის, გვეთამაშება. პატარა რომ იყო, სულ კნაოდა მარტო რომ რჩებოდა ოთახში. ვინმესთან ერთად უნდა ყოფილიყო. ჩემი ქმარი რომ მუშაობდა კომპიუტერთან, მასაც იმ ოთახში ეძინა. მე ვმუშაობდი, და ისე უხაროდა რო დავბრუნდებოდი სახლში, ამაცოცდებოდა ფეხზე და შარვალზე დაკიდებულს ვატარებდი სანამ საჭმელს ვიმზადებდი, ჭურჭელს ვრეცხავდი და ა.შ. ეშინოდა, არ წავსულიყავი ისევ და მარტო არ დამეტოვებინა biggrin.gif l_daisy.gif
ძაღლი პატარა ყურადღებითაც ბედნიერია ხოლმე


ციტატა(*ANO* @ 9th June 2015 - 04:22 PM) *
ჩემი აზრით ცხოველები უფრო მარტივია სამყაროს აღსაქმელად, გეხმარებიან.

ეს ნიშნავს რომ ჩვენი დანამატია? ბუნება ჩვენთვის გაჩნდა? ადამიანი "ღმერთის შემოქმედების გვირგვინია"? ადამიანი შექმნა ღმერთმა მათ პატრონად, როგორც ბიბლიაშია? რაღაც არ მგონია biggrin.gif
ano
QUOTE(ichi @ Jun 9 2015, 04:38 PM) *


nona ვარ აქ აღარ გამოგეცნაურე მივხვდი ვინც ხარ, მომწონს შენი აზრები კარგად აყალიბებ გულწრფელად, რასაც მე ვერ ვწერ შენ წერ თითქოს ჩემს მაგიერ wink.gif


tikoroma

არ ვიცი პირდაპირი პასუხი, მაგიტომ შემოვლითი გზით დავწერე პირადი ფაქტები, რომ ყველამ გააცნობიეროს და იქნებ ვინმე რამეს მიხვდეს,
ცხოველების დანიშნულებას, ფაქტია რომ ჩვენს ირგვლივ და ჩვენთან ერთად არიან მივეჩვიეთ და მოგვეჩვიენ smile.gif
tikoroma



თვალებზე ეტყობოდა hilarioustu8.gif
earth
tikoroma
ძაან მაგარი ანეგდოტია, მართლაც ბევრი ვიცინე clap2.gif

აი კიდევ რა, ზემოთ ქათმებზე იყო ლაპარაკი და ის მინდა ვთქვა, რომ მეც მიყვარდა მათზე დაკვირვება.
მეცნიერები ამბობენ, რომ ქათამი დინოზავრის გადმონაშთია, მისი ასე ვთქვათ ევოლუცია. ხო მაგარია, ასეთი ძლიერი არსება, რომელმაც გადაჭამა დედამიწა ქათმად გადაიქცა.
This is a "lo-fi" version of our main content. To view the full version with more information, formatting and images, please click here.
Invision Power Board © 2001-2024 Invision Power Services, Inc.