Help - Search - Members - Calendar
Full Version: ქართველთა ეზოთერული და ფსიქოლოგიური მდგომარეობა
ეზოთერიული ცოდნის ფორუმი > დამატებითი განყოფილება > თავისუფალი განყოფილება
tikoroma
პატარა ბიჭი, თონესთან შეჩერდა,
თვალზე უბრწყინავდა ცრემლი.
მცხობელი, ღვთისნიერი მოხუცი გამოდგა,
შოთი მიაწოდა ცხელი...
მერე ვიღაცამ, ბაზრიდან მომავალმა,
ცოტა მოუტეხა ყველი.
იმ პატარა ბიჭს და მშიერ საქართველოს,
ღმერთო! მოუმართე ხელი...

ეს ლექსი შემხვდა ფეისბუქზე ცოტა ხნის წინ და აღვშფოთდი smile.gif
პატარა ბიჭი კია ცოდო, მაგრამ ფრაზა "მშიერი საქართველო" არ მომწონს. გაჭირვებაზე წერა არ მინდა ამ თმაში.

მე საქართველოს აღქმა მაოცებს ქართველებისგან: მშიერი, საწყალი, განუვითარებელი, "გაგლეჯილი და გამოგლეჯილი" და კიდევ როგორაა "ნატვრის ხეში?"
ვაჟას დაჭრილ არწივსაც რომ საქართველოს ადარებენ...
მოკლედ მენტალიტეტი გვაქვს წუწუნა და მათხოვრული... და ამიტომ არ გვშველის არაფერი.
კი გვგონია, რომ მაგრები ვართ, ერთადერთები, უუდიდესი წარსულისა და ისტორიის შემქმნელი, პირველი ხალხი და პირველი ცივილიზაცია ვიყავით, რომ კითხო ზოგიერთს...
მაგრამ შინაგანად მათხოვრები ვართ... სუ აქეთ-იქით ვიხედებით, მშიერი ვარ და დამაპუროს ევროპამ ხო, რუსეთმა, ამერიკამ... ჩვენ თვითონ რო დავთესოთ ხორბალი, ვერა?

ნებისმიერ ქართველს რომ ჰკითხო - დაჭრილი არწივი ვაჟას ლექსიდან საქართველოს ალეგორიაა. რატომ? ძლიერი ჯანმრთელი ლომი რატომ არაა საქართველოს ალეგორია, ასტროლოგიურადაც შეგვეფერება და გერბზეც ეგენი გვახატია... ცნობიერება გვაქვს დაჭრილი და დაძაბუნებული და იმიტომ...

ივერია გაბრწყინდება კი... თავისით. ჭრილობა მორჩება თვითონ, თუ არ უმკურნალე. დავლპებით ჩვენს ჭრილობებთან ერთად (ქვეყანა და ერი) და ეგ იქნება..


tikoroma
ხომ შეიძლება ქვეყნების განხილვა ეზოტერულად? ცოტა ხნის წინ ებრაელებზე ვსაუბრობდით, ისინი არიან გამორჩეულები. მათზე სხვა თემაში ვისაუბროთ ოღონდ. ქართველები როგორ არიან, ეს ვთქვათ.
ფსიქოლოგიურად ან ეზოერულად, რა მდგომარეობაში ვართ და როგორ უნდა ვიყოთ
ანნა
ასტროლოგიურად საინტერესოა მგონი, ლია ბარათაშვილს აქვს საქართველოზე ბევრი რამ

http://geoastro.ge/astroprognozi/383--.html

http://geoastro.ge/astroprognozi/365--gds-26112014.html

http://zodiaqo.blogspot.com/2010/06/blog-post.html

David Monny
საქართველო არის. ხალხი. მიწა და წარსული. ანუ ენა, ანუ ხალხი. მიწა ანუ მამული და სარწმუნოება ანუ წარსული. დღეს მრწამსი წარსულს ეყრდნობა. აი ქრისტე მოვიდა 2000 წლის წინ და ესე და ესე. ახლა რა ვქნა ახლა? ახლა ლოცვა მარხვა და წირვაზე დასწრება. გაუცნობიერებლად.
tikoroma
ჰოდა სულ დაჩაგრულის მდგომარეობა რატო გვიკავია?
ხორვატიაც ხომ იყო რაღაც გაერთიანებაში - იუგოსლავიაში. გამოეყო და რის ფასად? 20 კაცი დაიღუპა 9 აპრილს და ვაი-ვიში გვაქვს. იმათ რა გამოიარეს? და ახლა საუკეთესო ქვეყანაა, მოვლილი და ლამაზი, ტურისტული ბიზნესი ყვავის, სპორტიც და რა ვიცი. მე გამიგია რომ საკაიფოდ არიან, იმ დროში, რაც მათ დამოუკიდებლობიდან გავიდა.
ჩვენ რომ ასეთი ლამაზი და სამოთხე ვართ, რა ხეირი? ამას რატო ვერ ვაცნობიერებთ, რომ მხოლოდ "ლამაზი ქვეყანა" ვართ, "გმირული წარსული" გვაქ და ოდესმე "ივერია გაბრწყინდებას" ძახილი არ გვარგია?
Plasmodium
სწორედ ამ "დამარცხებულის მენტალიტეტის" შეცვლას, აქტიურად ცდილობდა წინა მთავრობა. გარკვეული შედეგებიც ჰქონდა, ძირითადად ახალ თაობაში. ახლა ისევ გვიჩიჩინებენ, რომ პატარა და მეორეხარისხოვანი ქვეყანა ვართ, რომელსაც, არაფრის ამბიცია არ შეიძლება ჰქონდეს... პარდონ პოლიტიკიზა wink.gif
tikoroma
და რატომ? რა კანონების ქვეშ ვექცევით ამ დაჩაგრულის მენტალიტეტით? იტყვი გვმართავენო. მაგრამ ისედაც კარგად გვმართავენ და ძველიც გვმართავდა.
რაც შეეხება წინა მთავრობას, მე ვერ დავინახე რომ იგი ქვეყნის წამოწევას და მისი პოზიციების განმტკიცება ცდილობდა, გარდა იმისა, რომ რეკლამას უკეთებდა "აყვავებულ საქართველოს" საზღვარგარეთ და ამით ინვესტიციებს იზიდავდა, რასაც პირადად მოიხმარდნენ მთავრობის წევრები.
მაგალითად ჩვენს მეზობლებთან დამოკიდებულება - თურქეთთან, რუსეთთან, სომხეთთან და აზერბაიჯანთან - არცერთთან არ გვეჭირა მტკიცე პოზიცია. ბევრი რამე დავუთმეთ. ასე რომ მხოლოდ "რა კარგად ვცხოვრობთ"-ს ძახილი ვერ შეცვლის მენტალიტეტს. მე არ ვთვლი, რომ ამ მხრივ ისინი რეალურად მუშაობდნენ.

ვისაუბროთ პოლიტიკაზე და პოლიტიკოსებზეც ოღონდ ანალიზი გავკეთოთ, ის ჯობია, ეს ჯობდა არ გვინდა.

გასაგებია, რომ დიდი ხანია თავისუფლები აღარა ვართ და ეს მონურ აზროვნებას აყალიბებს.
მე ბევრ ადამიანს ვიცნობ, ვინც თვლის რომ მთავრობას უნდა გაუკეთოს ყველაფერი - ვალები გადაუხადოს, საჭმელ-სასმელი მისცეს, ბინა უყიდოს... თვითონ არ უნდათ თავიანთ თავზე პასუხისმგებლობის აღება. ამიტომაც სარგებლობს მთავრობა (წინაც და ახალიც). მაგ. კომუნალური გადასახადების შემცირების ნაცვლად, 20 ლარიან შეღავათს გვჩუქნიან (ეს ორივემ გააკეთა). ჩვენ რომ ხალხი ვიყოთ და ვაზროვნებდეთ, ტრაკში შევტენიდით იმ 20 ლარს და სოციალური მოთხოვნებით მოვაწყობდით აქციებს, და არა გადადექი-გადმოდექის ძახილით.
მაგრამ დებილები ვართ
David Monny
QUOTE(tikoroma @ 8th June 2015 - 07:51 PM) *
ტრაკში შევტენიდით იმ 20 ლარს და სოციალური მოთხოვნებით მოვაწყობდით აქციებს, და არა გადადექი-გადმოდექის ძახილით.
მაგრამ დებილები ვართ

ამინ!
Plasmodium
tikoroma
იდეოლოგია ნამდვილად სწორი იყო და გვჭირდებოდა. თემას რომ არ გავცდეთ, მონის და ლუზერის აზროვნებიდან გამოსვლა დავიწყეთ, დავიჯერეთ, რომ არც ისე საცოდავები ვართ, ჩვენ მოვახერხეთ ის რაც რეგიონში ვერავინ შეძლო, ჩვენ გვაქვს უკეთესი... ვიდრე მეზობელ ქვეყნებს... ნუ არ დავიწყებ ჩამოთვლას. ამბიცია გაგვიჩნდა. რაღაც ეტაპამდე საქმითაც ვამტკიცებდით ამას, სერიოზული ნახტომი გავაკეთეთ მცირე დროში. მერე განვითარების ტემპმა იკლო, მარტო პიარი და ლაპარაკი დარჩა და გამაღიზიანებელი გახდა... მაგრამ ეტა უჟე დრუგაია ისტორია wink.gif ხომ მეთანხმები რომ ეს გვჭირდება, ჩმორი და უამბიციო ლუზერი ვერასოდეს ვერაფერს მიაღწევს, ნიჰილიზმი და თავზე ნაცრის წაყრა სპობს განვითარებას? თემაც მგონი ამაზეა.
ლექსებში და სადღეგრძელოებში რომ ვიბრიქებით და ვბრწყინდებით ეგ არაფერს ნიშნავს. სადღეგრძელო იმისაა რომ ის ილაპარაკო რაც თვითონ არ გჯერა. არ გინახავს როგორ უხსნიან სიყვარულს პირველ შემხვედრს biggrin.gif
tikoroma
Plasmodium
კარგი

ახლა ეზოთერულ მხარეს რომ შევეხოთ. უამრავი ვერსია არსებობს ქართველი ხალხის წარმომავლობაზე. - ქრისტე და ღვთისმშობელიც ქართველები იყვნენ, პირველი ცივილიზაციაც ქართველებმა გაავრცელეს დედამიწაზე. მზის ხალხს მზის შთამომავლებს უწოდებენ ძველ ქართველურ ტომებს. ენასა და ანბანზე უამრავი ვერსიაა, მაგრამ სულ წარსულში ჩიჩქნა, ვიყავით, ვიყავით, ვიყავით...
და ახლა ვინ ვართ?
რას მაძლევს მე ახლა, რა ვიყავით 40 საუკუნის წინ, რომ ვედები ჩვენ დავწერეთ და ჩინური მსოფლმხედველობა ჩვენ შევქმენით? ახლანდელ დანიშნულებაზე და მოქმედებებზე არავინ საუბრობს
Plasmodium
tikoroma
წარსულში ქექვა არაფერს არ გვაძლევს. აქ და ახლა უნდა ვირწმუნოთ საკუთარი თავის. არც მარტო ეს გვაძლევს რამეს, მაგრამ პირველი და აუცილებელი ნაბიჯია წარმატებისკენ.
David Monny
Plasmodium
QUOTE(Plasmodium @ 8th June 2015 - 09:19 PM) *
იდეოლოგია ნამდვილად სწორი იყო და გვჭირდებოდა.

იდეოლოგია არ არსებობს, ამიტომ ყველა იდეოლოგიის შემომთავაზებელი მატყუარაა
David Monny
რომ ლაო ძი და სიდჰარტა გაუტამა ხარაგაულის რაიონ, სოფელ ნუნისში გასხივოსდნენ smile.gif
tikoroma
ეგენი კი გასხივოსდნენ იქნებ აქ, მაგრამ ვინც მაგას ყვება, იმას სხივი არ აქვს ნანახი
Plasmodium
QUOTE(David Monny @ Jun 8 2015, 10:16 PM) *
Plasmodium

იდეოლოგია არ არსებობს, ამიტომ ყველა იდეოლოგიის შემომთავაზებელი მატყუარაა

ბოდჰის ხის ქვეშ უნდა დაჯდეს მთელი ერი confetti.gif
David Monny
tikoroma
QUOTE(tikoroma @ 8th June 2015 - 10:21 PM) *
ეგენი კი გასხივოსდნენ იქნებ აქ,

uraa.gif crazy_pilot.gif გეუბნები სინათლის სიჩქარიიით smile.gif და მარჯვენა ხელის ცერა თითზე აწერია E = mc2
David Monny
QUOTE(Plasmodium @ 8th June 2015 - 10:37 PM) *
ბოდჰის ხის ქვეშ უნდა დაჯდეს მთელი ერი

რატო?
David Monny
ცოცხის ხე არ ჯობია?
Plasmodium
David Monny
QUOTE
uraa.gif crazy_pilot.gif გეუბნები სინათლის სიჩქარიიით smile.gif და მარჯვენა ხელის ცერა თითზე აწერია E = mc2
QUOTE
ცოცხის ხე არ ჯობია?

hilarioustu8.gif hilarioustu8.gif hilarioustu8.gif hilarioustu8.gif

ადმინ ფეისპალმი დაამატე
ichi
მე ვფიქრობ გამონათქვამი რასაცა დასთეს იმას მოიმკი არა მხოლოდ პიროვნებას ეხება არამედ მთელ ერს, რასაც ვთესთ იმას ვიღებთ.

გავიხსენოთ გერმანია რომელმაც მსოფლიო ომი წააგო და მიწასთან იყო გასწორებული, არანაირი ეკონომიკა და რესურსი ფაქტიურად სულს ღაფავდა, დღეს შეხედეთ ომში დამარცხებულ გერმანიას და ომში გამარჯვებულ საქართველოს? ესეიგი საქმე ეხება ერის ცნობიერებას, როგორ მოახერხეს რომ ამ ნანგრევებიდან ააშენეს ეკონომიკურად მდგრადი და დემოკრატიული ქვეყანა, სადაც ბევრი ნატრულობს მოხვედრას? გამოდის რომ გერმანელებმა დათესეს შრომა, პატიოსნება და დღეს იღებენ ნაყოფს.
დღეს უმეტესად აპელირებენ რომ ღვთისმშOბლის წილხვედრი ქვეყანა ვართ და უმდიდრესი ტრადიციები გვაქვს, სუფრებზე ისე დაგლოცავენ ისე შეგამკობენ რომ იფიქრებ რა საყვარელი ვყოფილვარო, რეალურად უმეტესად ფარსია ეს ყველაფერი. ვამბობთ სიტყვით და საქმით არ ვაკეთებთ. იესომ ვინმეს უთხრა მიყვარხარო სახარებაში? მამა ღმერთის გარდა არავისთვის არ უთქვამს მაგრამ საქმით ანახებდა სიყვარულს, ნაკლები სიტყვები მეტი საქმე, ჩვენ პირიქით ვართ. კიდევ ვფიქრობ საშინლად ფარისევლები ვართ, 3 სამსახური გამოვიცვალე და სამივეში ერთმანეთზე ზურგს უკან ლაპარაკობენ, მეც მილაპარაკია მაგრამ რაღაც ეტაპზე გავაცნობიერე რა სიბინძურეა ეს ყველაფერი. მოკლედ რასაც ვთესავთ იმას ვიღებთ 100%.

QUOTE(tikoroma @ 8th June 2015 - 04:33 PM) *
პატარა ბიჭი, თონესთან შეჩერდა,
თვალზე უბრწყინავდა ცრემლი.
მცხობელი, ღვთისნიერი მოხუცი გამოდგა,
შოთი მიაწოდა ცხელი...
მერე ვიღაცამ, ბაზრიდან მომავალმა,
ცოტა მოუტეხა ყველი.
იმ პატარა ბიჭს და მშიერ საქართველოს,
ღმერთო! მოუმართე ხელი...

ამ ლექსშიც კი ღმერთს სთხოვენ დახმარებას, შე კაი ადამიანო გაანძრიე ხელი და ღმერთს რათ უნდა შენინსიტყვები, მაგაზე მეტად ვინ ხედავს შენს გულს?
ახლა მაგ ლექსში რომ სიტუაციაა აღწერილი ასე მგონია 100დან 99 არც ყველს მოუტეხავს და არც შოთს მისცემს. მშიერი კიდე ნაღდად არ ვარ და თემის პატოსს ვეთანხმები. სუსტი ერი ვართ, რაც არ უნდა იძახონ ისტორია და კულტურაო ახლა რატომ ვერ ვხედავ? რატომ არ ჩანს ნაყოფი იმ სიწმინდის რასაც მივაწერთ ჩვენს თავს? რა თქმა უნდა არიან კარგი ადამიანები მაგრამ სამწუხაროდ ნაკლებად, ძალიან მინდა რომ ერთმანეთის ცუდი გვწყინდეს და კარგი გვიხაროდეს, მაგრამ სამწუხაროდ პირიქით ხდება ხოლმე.
tikoroma
ichi
რაღაცნაირად აი წინსვლის ჟინი არა გვაქვს.
ვიცით მაგრები ვართ და ველოდებით როდის აღმოგვაჩენენ სხვა ქვეყნები და თაყვანს გვცემენ. sad.gif
earth
აქ ყველა ხედავთ და უკვე დაწერეთ რატომ ვართ ასე, წარუმატებელნი ამ ეტაპზე.
ამ დროში ვცხოვრობთ, მართლაც სიტყვებით საცოდავი ბედკრული საქართველო და ამ სიტყვებით მოვიზიდეთ ბედკრულობას. გაბრწყინდება საქართველო ეს სიტყვები მუდამ მომავალ დროში ითქმება და იქ რჩება სამუდამოდ, რადგან ის ბრწყინვალება რაც გვინდა შინაგანად, არ მოგვაქვს ახლანდელში.
გმირები და გოლიათები წარსულში ვიყავით და იქ ვტოვებთ ამ გმირობას.
ახლა რა ვქნათ? ახლა რა გავაკეთოთ? რომ შეიცვალოს უნდა დღეს შევცვალოთ ყველამ ჩვენი ფიქრები. თუ ყველა არა, ეგრეგორი იქნებოდა კარგი რომ ჩამოყალიბებულიყო, რომ დღეს ჩვენ ძალიან კარგად ვართ, რომ გვიხარია ცხოვება, რომ გვიყვარს ერთმანეთი და ჩვენი ქვეყანა, რომ ვართ პატიოსანი მშრომელები და ვქმნით, ვაშენებთ, ვალამაზებთ ჩვენს სახლებსა და ქვეყანას.
აქ რა მოსატანია, მაგრამ ამას წინათ ერთი მათხოვრის სახლის სურათი ვნახე, საქართველოში ადრე ასეთი არავინ ცხოვრობდა. გაჭირვებული და საცოდავი, ჩაშავებული კედლები. რატომ? რატომ არ მოძებნის გადაყრილ ჟურნალებს და არ გააკრავს კედელზე, ცოტა გააფერადოს თავისი ცხოვრობა, რატომ უყურებს ამ სიშავეს?
ყოველთვისაა გამოსავალი, რა მდგომარეობაშიც გინდა მოხვდე, ყოველთვისაა დაინახო რამე ლამაზი. ჩემი თავი წარმოვიდგინე, მე რომ ჩავვარდნილიყავ ასეთ მდგომარეობაში? არა არ დავტოვებდი ასე ჩაშავებულ კედლებს, სურათებს ამოვჭრიდი, რამეს მოვიტანდი სახში, პატარა გირჩებს ... რამდენი სილამაზეა მთლად უფასოდ...
ჩვენი პრობლემა იქაა, რომ არ ვცხოვრობთ აწმყოში, არაფერი ვართ აწმყოში, მივტირით ჩვენს წარსულს, ვტირით ჩვენს ახლანდელზე და ვტირით ბედნიერების იმედის მომავალში მუდმივად გაშვებით.
არის გზა, მაგრამ თავი დაბლა გვაქვს ჩარგული და ვერ ვხედავთ.
ახალი მოდა რელიგიური დოგმების გაძლიერება და თავის კიდევ უფრო ღრმად ჩარგვა კიდევ ერთი ცუდი ნიშანია „გაბრწყინებული საქართველოს“ სამუდამოდ მომავალში გადაკარგვისა.

tikoroma
earth
კი ირზ, კარგად ამბობ. ვიზიდავთ უბედურობას და სიღატაკეს ამ საუბრით.
ციტატა(earth @ 8th June 2015 - 11:52 PM) *
გრეგორი იქნებოდა კარგი რომ ჩამოყალიბებულიყო, რომ დღეს ჩვენ ძალიან კარგად ვართ, რომ გვიხარია ცხოვება, რომ გვიყვარს ერთმანეთი და ჩვენი ქვეყანა, რომ ვართ პატიოსანი მშრომელები და ვქმნით, ვაშენებთ, ვალამაზებთ ჩვენს სახლებსა და ქვეყანას.

იუჰუუ. აი ამას ვერ ვხედავ ქვეყნის მეთაურებიდან და ეკლესიიდანაც, გავრევ მაგათაც იმიტომ რომ ქვეყნის იდეოლოგია უჭირავთ ხელში.
earth
დაანებეთ მეთაურებს და მღვდლებს აკეთონ ის რაც უნდათ, კარგ პოლიტიკოსს ისედაც მთელ მსოფლიოში ვერ იპოვით, მომინდომეთ ახლა საქართველოში კარგი პოლიტიკოსები, გმირები, მხსნელები. biggrin.gif
ყველამ თავისი თავიდან დაიწყოს, შეიცვალოს.
ეს თემა კარგია, აყალიბებს ერთ პატარა ეგრეგორს, ახლა კიდევ მეტი გვინდა უფრო დიდი ახლანდელი დრო, დიდი ძალა შინაგანი.
ნუ ელოდები გააკეთოს სხვამ შენი საქმე, შენ გააკეთე შენი საქმე, მოვრჩეთ პოლიტიკური დავა 20 წელზე მეტია ეს მდგომარეობა. არჩევნებზე ცოტა პოლიტიკა და მორჩა, ნუ აძლევთ ცუდ პოლიტიკოსებს მეტ ენერგიას, რომ გმართონ, –თქვენ მათ აძლიერებთ, როცა მათზე ლაპარაკობთ. არ მიაქციოთ ყურადღება, იხარე დღევანდელი დღით და ეს იქნება შენი პირველი ნაბიჯი, ამ ნაბიჯში, ვინმეს ჩაითრევ შენს გვერდით და აიწყობა მძივი, მარგალიტივით ბრწყინვალე და მართლაც ვიბრწყინებთ.
tikoroma
გვიგულავია, ნუ l_sunny.gif
mata
საქართველო შენ ძალიან კარგი ხარ
და კარგი გაქვს ყველაფერი



არაფრის გამოსწორება არ გჭირდება
მე შენ მიყვარხარ

ვერასოდეს გაბწყინდები, იმიტორო უკვე ბრწყინავ
earth
mata
QUOTE(mata @ 9th June 2015 - 01:18 AM) *
ვერასოდეს გაბწყინდები, იმიტორო უკვე ბრწყინავ

kiss1.gif

აი სწორი მიდგომა wub.gif
tikoroma
ქვეყნის კი არა ოჯახის ეგრეგორს ვერ ვერევი რომ გარდავქმნა პოზიტივისკენ ;დ
earth
tikoroma
ეგ მეც მიფიქრია, მეც ვერ ვერევი, თუმცა ცვლილებები არის wink.gif
შენი ოჯახის წევრი ყველაზე რთული სამუშაოა, ყველაზე რთული wink.gif
tikoroma
მე გადავწყვიტე დავიძრა წინ და გავიყოლო ოჯახი, იმის მიუხედავად მოსწონთ ეს მათ თუ არა ;დ
ქვეყნის დაძვრას არ შევეცდები - პირიქით ვემიჯნები. თუ უფრო გავძლიერდი, მერე მოვუბრუნდები ქვეყანას ;დ
ano
რაღაც გადაცემას ვუყურე არ მახსოვს და ასე თქვეს ცუდი ზღაპრები გვაქვსო
მაგალითად ნაცარქექია ზარმაცია და იოლად უნდა მიზნის მიღწევაო დევს მოატყუაო,
პატარაობიდან ბავშვებს ვასწავლით იოლად როგორ გამოძვრესო laugh.gif

ახალი ზღაპრები დავწეროთ rolleyes.gif

ისე მგონი მართალია?
earth
ზღაპრებიც და განსაკუთრებით სიმღერები. ყველაზე ძლიერი სიმღერაა.
tikoroma
ano
ეგ გაცურება და ეშმაკობის მომენტი ყველა ხალხის ზღაპარია. ოდისევსი იყო მაგაში მაგარი ;დ
ano
ბავშვობიდავ ვუყალიბებთ უკვე ადამიანს, რაღაცას თან რაღაც გაუაზრებლად, საფუძველი არის საჭირო ჩაეყაროს სწორად,
მერეც კი შეიძლება ზოგადად ადამიანის გამოსწორება თუ ეს თავად როგორღაც მოინდომა ცხოვრებისგან ბევრი დარტყმების მერე,
მაგრამ მაინც რაღაც შესაცვლელია, ან გამოსასწორებელი,
არა მთავრობის გადაყენება გადმოყენებაში ვერ ვხედავ მე პროგრესს, მაგრამ მგონი ხალხი მიხვდა ბევრ რამეს, რომ მთლად მთავრობა არ წყვიტავს და მართავს,
ზოგადად განწყობას კი ქმნიან მაგრამ დაკვირვებაა საჭირო, უნდა მიხვდნენ როგორ განწყობას ქმნიან, საინფორმაციოებით, სხვადასხვა უწყებებში და ა.შ.
ჯერ იქმნება განწყობა მერე მოქმედება, და როგორია ხალხში განწყობა?
საშუალოსტატისტიკური გამოთვალონ, ხომ იციან?
ნაციონალებმა კი იცოდნენ გამოთვლები მაგრამ ბოლოს რეალობის შეგრძნება დაკარეს, საერთოდ "შეგრძნება" დაკარგეს, ხალხის არ ესმოდათ, შეიძლება ხალხი კი გავიდეს ქუჩაში და იყვიროს, მერე იყვიროს ამოუშვას რაც დაგროვდა რატო აკავებ? გინდა რო აფეთქდეს? ვერ შეაკავებ ხალხი ბრბოა რასაც დასთესავ იმას მოიმკი.

ჩვენ კი ვიცით რომ ცვლილებები საკუთარი თავიდან იწყება, მაგრამ სხვებზე დაკვირვებებიც გვეხმარება rolleyes.gif
tikoroma
ერთი მეგობარი მეუბნებოდა, ხალხი იმდენად უნდობლობითაა განწყობილი თვითონ მთავრობის მიმართო - რომ არც გვეღირსება ქვეყანაზე მზრუნველი მთავრობაო biggrin.gif ანუ ეს დამოკიდებულებაც უნდა შეიცვალოს ხალხში - ელოდო კარგს და მოხდება კარგი smile.gif

earth
ციტატა(earth @ 9th June 2015 - 12:08 AM) *
არ მიაქციოთ ყურადღება,

თუ რაიმეს შეცვლა გინდა, უნდა მიაქციო სწორედ ყურადღება...
tikoroma
მე თუ გავძლიერდები ისე, რომ ცვლილების მოხდენა შემეძლება, აუცილებლად ჩავერევი პოლიტიკაში. ეს არ ნიშნავს რომ არჩევნებში მივიღებ მონაწილეობას. უბრალოდ გავახმოვანებ ჩემს აზრებს და შეხედულებებს, ოღონდ მაშინ, როცა შემეძლება მათ ძალა მივცე

თუ ეს ვერ შევძელი, მოვნახავ გზას რომ ხალხში გავრცელდეს ეს შეხედულებები. იმიტომ რომ, სწორი მგონია ისინი და ვთვლი, რომ ქვეყანას წინ წასწევს
ano
QUOTE(tikoroma @ Jun 9 2015, 05:32 PM) *
მე თუ გავძლიერდები ისე, რომ ცვლილების მოხდენა შემეძლება, აუცილებლად ჩავერევი პოლიტიკაში. ეს არ ნიშნავს რომ არჩევნებში მივიღებ მონაწილეობას. უბრალოდ გავახმოვანებ ჩემს აზრებს და შეხედულებებს, ოღონდ მაშინ, როცა შემეძლება მათ ძალა მივცე

თუ ეს ვერ შევძელი, მოვნახავ გზას რომ ხალხში გავრცელდეს ეს შეხედულებები. იმიტომ რომ, სწორი მგონია ისინი და ვთვლი, რომ ქვეყანას წინ წასწევს


როგორც შევძლებთ,
იდეებიც იქნებ გაგვიჩნდეს რამე? კონკრეტულები,
მე ტურიზმი და სოფლის მეურნეობა მგონია რომ პრიორიტეტული უნდა იყოს,

დარეკლამებაც საჭიროა მაგრამ ინფრასტრუქტურაც მისახედი, ხალხი იმედგაცრუებული რომ არ იყოს.
ნელნელა კი მოგვარდა გზები და ქუჩის განათებები ისე სიმართლე რო ითქვას
earth
შეუძლებელი არაფერია.
ახლა რასაც ამ თემაში ვლაპარაკობთ, რასაც ამ კუთხით ვიხილავთ, ასეთი სახის საუბარი არ არსებობდა საქართველოში ადრე. თუ რომელიმე გენიოსი რამეს დაწერდა, მაგრამ არ იყო მისაწვდომი ხალხის გონებისათვის. ახლა უკვე რამდენი ვართ ამ თემაში, რომ ვსაუბრობთ, ეს უკვე დასაწყისია.
ახლა ასეთი მიდგომა უკვე ბევრ ქართველს აქვს. ბევრი ამ ფორუმიდან ასე ფიქრობს, არიან, რომლებიც საერთოდ არ შემოსულან ამ ფორუმზე და ასე ფიქრობს. მაგ: რამაზ გიგაურის სტატუსებს ვკითხულობ, დაახლოებით ასე ფიქრობს. ეს რიცხვი იზრდება. ადამიანები იცვლებიან, ასევე იცვლება მომავალი.
elli
https://www.youtube.com/watch?v=ytia1XlsA-A
აი რა პრობლემა გვაქვს ქართველებს, ყველაზე ლოგიკურად და ლაკონურად თქვა დუტამ.
elli
earth
ციტატა(earth @ 9th June 2015 - 12:52 AM) *
აქ ყველა ხედავთ და უკვე დაწერეთ რატომ ვართ ასე, წარუმატებელნი ამ ეტაპზე.
ამ დროში ვცხოვრობთ, მართლაც სიტყვებით საცოდავი ბედკრული საქართველო და ამ სიტყვებით მოვიზიდეთ ბედკრულობას. გაბრწყინდება საქართველო ეს სიტყვები მუდამ მომავალ დროში ითქმება და იქ რჩება სამუდამოდ, რადგან ის ბრწყინვალება რაც გვინდა შინაგანად, არ მოგვაქვს ახლანდელში.
გმირები და გოლიათები წარსულში ვიყავით და იქ ვტოვებთ ამ გმირობას.
ახლა რა ვქნათ? ახლა რა გავაკეთოთ? რომ შეიცვალოს უნდა დღეს შევცვალოთ ყველამ ჩვენი ფიქრები. თუ ყველა არა, ეგრეგორი იქნებოდა კარგი რომ ჩამოყალიბებულიყო, რომ დღეს ჩვენ ძალიან კარგად ვართ, რომ გვიხარია ცხოვება, რომ გვიყვარს ერთმანეთი და ჩვენი ქვეყანა, რომ ვართ პატიოსანი მშრომელები და ვქმნით, ვაშენებთ, ვალამაზებთ ჩვენს სახლებსა და ქვეყანას.
აქ რა მოსატანია, მაგრამ ამას წინათ ერთი მათხოვრის სახლის სურათი ვნახე, საქართველოში ადრე ასეთი არავინ ცხოვრობდა. გაჭირვებული და საცოდავი, ჩაშავებული კედლები. რატომ? რატომ არ მოძებნის გადაყრილ ჟურნალებს და არ გააკრავს კედელზე, ცოტა გააფერადოს თავისი ცხოვრობა, რატომ უყურებს ამ სიშავეს?
ყოველთვისაა გამოსავალი, რა მდგომარეობაშიც გინდა მოხვდე, ყოველთვისაა დაინახო რამე ლამაზი. ჩემი თავი წარმოვიდგინე, მე რომ ჩავვარდნილიყავ ასეთ მდგომარეობაში? არა არ დავტოვებდი ასე ჩაშავებულ კედლებს, სურათებს ამოვჭრიდი, რამეს მოვიტანდი სახში, პატარა გირჩებს ... რამდენი სილამაზეა მთლად უფასოდ...
ჩვენი პრობლემა იქაა, რომ არ ვცხოვრობთ აწმყოში, არაფერი ვართ აწმყოში, მივტირით ჩვენს წარსულს, ვტირით ჩვენს ახლანდელზე და ვტირით ბედნიერების იმედის მომავალში მუდმივად გაშვებით.
არის გზა, მაგრამ თავი დაბლა გვაქვს ჩარგული და ვერ ვხედავთ.
ახალი მოდა რელიგიური დოგმების გაძლიერება და თავის კიდევ უფრო ღრმად ჩარგვა კიდევ ერთი ცუდი ნიშანია „გაბრწყინებული საქართველოს“ სამუდამოდ მომავალში გადაკარგვისა.

+1000 გეთანხმები
tikoroma
კარგად ყვება ხო. მაგის თქმას ვცდილობდი, ერთიანობა არ გვაქვს, რომ ერთობის გრძნობა, ერთიანი მიზანი...
რაც შეეხება გიორგიევსკის ტრაქტატს, არ იყო მხოლოდ მაგის და რუსეთის ბრალი.
დიდი ხანი ვიყავით სპარსების ვასალებიც და მანამდე დაიწყო ერთიანობის რღვევა
earth
elli
QUOTE(elli @ 11th June 2015 - 04:02 PM) *
https://www.youtube.com/watch?v=ytia1XlsA-A
აი რა პრობლემა გვაქვს ქართველებს, ყველაზე ლოგიკურად და ლაკონურად თქვა დუტამ.

კარგი იყო smile.gif
earth
მაგალითად სიტყვებს როგორ გამოვიყენებთ, აქაც გვაქვს არასწორი მიდგომა, მაგალითად როცა რამის აუცილებლობაა ვამბობთ „საჭიროა“. ეს უბრალო გამოთქმა არაა კარგი. ეს სიტყვა უნდა გავაქროთ, რადგან ჭირს უკავშირდება. გამოვიყენოთ სიტყვა,– აუცილებელია. ესეც რამაზ გიგაურის სტატუსია.
აი, ბერძნებს არა აქვთ სიტყვა საჭიროა, არამედ დაახლოებით გამოსაყენებელია.
ან მისალმებისას როგორა ხარ,–მია ხარა ანუ მხოლოდ სიხარული, ეს მომწონს. თუმცა ასეთ პასუხს ჯერ არ მივჩვეულვარ. მე ვპასუხობ კარგად, კალა ანუ გენში მაქვს laugh.gif
დავაკვირდეთ სიტყვებს, სიტყვას დიდი ძალა აქვს.
tikoroma
რა იხსნის კაცობრიობას შიმშილისგან? მეცნიერების გამოსავალი
http://www.doctrina.ge/Geo/2013-03-04-11-3...-06-09-11-14-26

იქნებ იმაზე დახარჯონ ძალისხმევა, ჩვენისთანა ქვეყნებში სოფლის მიწები რომ თავისუფალია, დამმუშავებელი არა ჰყავს?
თუ მივაწყდით ერთ დღესაც შავ ზღვას მცურავი ბოსტნების გასაშენებლად biggrin.gif
This is a "lo-fi" version of our main content. To view the full version with more information, formatting and images, please click here.
Invision Power Board © 2001-2024 Invision Power Services, Inc.