Help - Search - Members - Calendar
Full Version: სამადჰი [2]
ეზოთერიული ცოდნის ფორუმი > ძირითადი განყოფილება > ეზოთერული განყოფილება
Pages: 1, 2, 3, 4
ichi
QUOTE(tikoroma @ 12th June 2015 - 07:33 PM) *
ცოდვა ისაა, რაც გვიშლის ღმერთამდე მიღწევაში, სულს ანაგვიანებს, დაბალ მატერიებში ტოვებს..

აი ეს აზრი მქონდა ჩახვეული, ვწერდი ცოდვა ის არის რაც ცნობიერების განვითარებაში ხელს უშლის მეთქი, ანუ სრულყოფილებისკენ სვლაში. უბრალოდ არავინ დამეთანხმა, არადა მაგის განცდა მქონდა. კარგი ფორუმია, ნიშნის მოგებით საუბარი ნაკლებადაა და გამოცდილებები საკმაოდ ბევრი.
tikoroma
ichi
მეც მიხარია თანამოაზრეების გამოჩენა l_daisy.gif
ichi
David Monny
რას ფიქრობ რატომ არის ქრისტიანობაში ჯოჯოხეთI სამუდამო სატანჯველი? ანუ უსასრულო?

ციხე რომ ავიღოთ, მას აქვს ფუნქცია დამნაშავე დაისაჯოს და გამოკეთდეს, ანუ ციხიდან გამოვიდეს "ჯამრთელი" ფსიქიკით, მაშინ რატომ წირავს ღმერთი ადამიანს სამუდამო ტანჯვისთვის? თUნდაც ყველაზე სასტიკი მკვლელი იყოს.
შეიძლება ვთქვათ რომ თავად ადამიანი წირავს საკუთარ თავს, რაღაც მხრივ ამასაც ვეთანხმები, მაგრამ სამუდამო სატანჯველის აზრი? ამას ვერ ვხვდები.
რას ფიქრობ?
David Monny
ichi
ამ კითხვას თუ გავეცი პასუხი, დამიჯერე მალევე გავალ 'გაღმა' smile.gif
ეს არის კითხვა, რომელიც მაკავებს. არ მასვენებს, 3 წელი არ მასვენებდა და ახლაც არ მასვენებს. ნეტა ამ კითხვას გავცე პასუხი და მართლა არაფერი არ მინდა ამ ქვეყანაზე. აბაოლუტურად არაფერი. აი მოვიდეს ჩემთან იესო ქრისტე. ვაკაკუნებ პირადად მის კარზე რამდენი ხანია, რომ ამაზე გამცეს პასუხი და პასუხი არ მიმიღია.
ან ეს დამახინჯებული სწავლებაა ან თუ მართლა არსევობს სამუდამო სატანჯველი ჰეენა, მაში არ დამელაპარაკოთ თავისუფალ ნებაზე, რომ ადამიანებს თავისუფალი ნება გვაქ.
mata
იესო ქრისტე ვარ და გეუბნევით
არავარ სახში

მიკაკუნე რამდენიც გინდა
ano
გუშინაც და დღესაც ვფიქრობდი ნეტავ მონათვლა რუსულად როგორაა თქო, მერე დავითმა თუ იცის თქო?
ახლა ვუყურე ბოლომდე ვიდეოს, მერე რო დაგავიწყდა ეს სიტყვა, მერე რო გაიხსენე და ვიდეო დამთავრდა biggrin.gif

რა გითხრა იქნებ დაწერო? რა არის მონათვლა?
David Monny
ano
ზუსტად ეგრე მოხდა. ზუსტად ხედავ ყველაფერს. ანუ ხედავ. სინამდვილეში მხოლოდ ერთი ხედვა არსევობს. ან ხედავ, ან ვერ ხედავ. ზუსტად დანახვა და არა ზუსტად დანახვა ეს არის მე , თავისი დუალიზმით. სიზუსტეებით და გათვლებით.
მან თქვა, რომ ქრისტიანული ნათლობა დღეს არ არის ის რასაც ქრისტე აკეთებდაო. ქრისტე ცეცხლით ნათლავდაო. და პირველი ელემენტიო არისო ცეცხლიო საერთოდო. ცეცხლში ნათლობაო ცოდვების წვას ნიშნავსო. როგორც ადამიანს სიცხე რო უწევსო და ბაქტერიები იწვებიანო, ასეთივე ცეცხლი დიდი მასშტაბით წვავს ცოდვებსო.
ano
ანუ ახლა რო ნათლავენ ადამიანებს სიაფანტობა რაღაც რიტუალი გამოდის ხო?
ამით არც არაფერი მოგაკლდება და არც მოგმატება.
ასე გამოდის ხო?

ესეიგი იესო ცეცხლით ნათლავდა? საინტერესოა, რა მაგარია.
David Monny
ano
QUOTE(*ANO* @ 13th June 2015 - 12:49 AM) *
ესეიგი იესო ცეცხლით ნათლავდა? საინტერესოა, რა მაგარია.


კი ცეცხლით. პირდაპირ წვავდა ცოდვებს. მიგეტევაო შენი ცოდვებიო. და გაიარა. ანუ ხებრობა ცოდვის ბრალი იყო. ამას ქრისტიანები წინაპრების ცოდვებს ეძახიან. ამაზე მერე ვილაპარაკოთ მაგრამ ის რომ რა დააშავა ადამიანმა რომ ბრმა, კოჭლი. მახინჯი დაიბადა ამაზე ყველა ელიგიას აქვს ახსნა.
იესო ქრისტეს სიტყვა იყო ცეცხლი. რომელიც წვავდა ცოდვას. და ცოდვა რა არის? არ ვიცი. იოანე მახარებელი ამბობდა მე გნათლავთ წყალში, მაგრამ ჩემს მერე მომავალი ჩემზე უპირატესიაო. ის მოგნათლავთ ცეცხლით და სულითო.
ვედებში ცოდვებს სამსკარა ქვიაო, რომელიც ცეცხლისგან იწვებაო
ano
კარგია
გასაგებია მადლობა

ესეიგი ავადმყოფობები ცოდვების ბრალია საინტერესოა ძან,
რამხელა რამეს ნიშნავს ერთი ხელის მოსმით რო მოგწმენდს ყველა ცოდვას და პრობლემას,
wub.gif
ano
როგორ მიაგენი ანანტას ?
გულიდან, სიღრმიდან იცინის,
"რაღაცნაირია" rolleyes.gif
David Monny
ano
აი როგორც კატა ცნობს კატას და ძაღლი ძაღლს. ასევე ვიდეო ვნახე და მე კი არ ვიცანი იმან იცნო ჩემში რაც სამადჰის დროს თუ შეიძლება ასე ვთქვათ ვიყავი. და გამოვიცანიო არ ქვია ამას აი ვიცოდი რა ზუსტად მასე ვიყავი და ვკითხე კიდეც თუ დააკვირდი ვიდეოში საციკალპა სამადჰიზეც და ნირვიკალპა სამადჰიზეც და მითხრა რომ "ჩისწიჩნა პერეჟილო" ეს ნირვიკალპა სამადჰიზე მითხრა, "ონ ვსიო იშო პრიისხოძიტო." ანუ რო დაცინახე აი როგორც ექიმი ხვდება სიმპტომებით ავადმყოფობას აი ასე მივხვდი, რომ სამადჰის ზემოქმედების ქვეშ იყო. აი ეს როგორაა იცი ცეცხლი რო უკიდია შეშას და შეშა ნედლი როა და ნელ ნელა რო იწვება. ჯერ წყალი შრება და მერე იწვება. აი ასეა ახლა ეგ. და ასე იქნება სანამ ბოლომდე არ დაიწვება. ეს ცეცხლი ერთხელ თუ წაგეკიდა, რაც არ უნდა ნედლი იყოს შეშა მაინც დაიწვება. ცეცხლი შეშას ეკიდება და მანამაა ცეცხლი სანამ შეშაა, მერე კი ცეცხლიც და შეშაც ორივე უკვალოდ ქრება ცაში.
როგორც გიჟი მოულოდნელად ეცინებოდა მომენტებში. ეს იცი რას გავს. აი შეშა რო იწვის და უცებ შეშის ერთი ნაწილი რო აალდება მომენტალუტად. აი ასეთი წვა იწვევს მატერიის რხევას. და ბგერების რხევად გარდაიქმნება. ეს არის სიცილი. უმიზეზო უაზრო უპირობო. ესეთი სიცილი იცოცხლე გჭირს მაგ დროს. მაგრამ ეს წვის პროცესია და არა ისე, რომ სულ უნდა იცინოდე რადგან გასხივოსნებული ხარ. როცა აღარარი შეშა ცეცხლიც ქრება.
David Monny
რატომ არ იცინიაან ცხოველები ასე ინტენსიურად? იმიტომ რომ მათში ნაკლებია დასაწველი.
ano
კარგია.. smile.gif

ახლა ვაგრძელებ
36:21 წთ დან პირველი ვიდეოს თარგმანის გაგრძელება

_რატომ ისახავს ადამიანი მიზნებს და შემდეგ სურს ამ მიზნების მიღწევა?
_ამ კითხვის არსი იმყოფება თავად სიყვარულში, ყველანაირი მიზანი როგორიც არ უნდა იყოს მატერიალური თუ სულიერი, ყველა ეს მიზანი მიანიშნებს იმას რომ ჩვენ ვეძებთ მხოლოდ სიყვარულს. აი მაგალითად ადამიანი მიისწრაფის რომ იყიდოს ავტომობილი, დააგროვა თანხა მის შესაძნენად რომელიც მას დიდი ხანია სურს, მაგრამ ეს რას ნიშნავს, სანამ ის ავტომობილს იყიდიდა ამ ობიექტში მან ჩადო ბევრი ბედნიერება, სიხარული და სიყვარული. როგორც იქნა ის ყიდულობს ამ ავტომობილს და ყველაფერი რაც მასში ჩადო ემოციურად, დროთა განმავლობაში ეს ყველაფერი ამოიწურება, პირველი თვე ის ძალიან ბედნიერია რომ მან ეს ავტომობილი შეიძინა, მაგრამ დროთა განმავლობაში ეს ავტომობილი ხდება სტანდარტული, ეს სიყვარულის და სიხარულის ილუზია თანდათან ქრება და ის ხედავს მხოლოდ ობიექტს, სად გაქრა სიყვარული? ყველა ციკლი მდგომარეობს იმაში, რომ ადამიანი დასაწყისიდანვე ეძებს მხოლოდ სიყვარულს, მაგრამ ილუზორულად ფიქრობს რომ ის იმყოფება სადღაც და არა მასში. სადღაც ობიექტებში ან სუბიექტურ მიზნებში.
_რატომ მოუნდა ღმერთს დაეყო თავისი თავი ასე მრავალ არსებად? და მე დავამატებ ამ კითხვაზე ასე, მაგალითად მას შეეძლო შეექმნა მარტო ადამიანი რომელიც შეიცნობდა თავის თავს და არ შეექმნა მწერები, ცხოველები ანუ არსებები რომელთაც არ შეუძლიათ თავის შეცნობა.
_კარგი, ის იყო იმპულსი სურვილი, ცოდნოდა თავისი თავი ყველანაირ ფორმაში, ანუ როგორ ვთქვა, ადამიანი რომელიც აღწევს ნირვანას, მის წინ ავტომატურად, შინაგანი ხედვით ის ხედავს მის ყველა გარდასხეულებას, არა მარტო მის 1000 ან 100 ათას ადამიანურ განსხეულებას, არამედ იმასაც კი როგორ იყო ის თავდაპირველად ქვაც კი, მცენარე შემდეგ ცხოველი და ადამიანი. ის ამ ყველაფერს განიცდის კი, თუ მან მიაღწია საბოლოო მიზანს_ნირვანას.
_რატომ დავიბადე სხულში, რატომ მომინდა ან როლის თამაში?
_დიახ ეს კითხვა უკვე იყო სხვა ფორმითაც დასმული. რომ დაიბადები ეს იმას ნიშნავს რომ ადამიანს წინა ცხოვრებაში ქონდა ბევრი ფიქრები და სურვილები, მიწიერი მიზიდულობის მიმართულებით, რაღაც ემოციური განცდები, მხოლოდ ემოციური გრძნობები იზიდავს.
_რა არის ნათლობა?
ქრისტიანული ნათლობა დღეს არ არის ის რასაც ქრისტე აკეთებდაო. ქრისტე ცეცხლით ნათლავდაო. და პირველი ელემენტიო არისო ცეცხლიო საერთოდო. ცეცხლში ნათლობაო ცოდვების წვას ნიშნავსო. როგორც ადამიანს სიცხე რო უწევსო და ბაქტერიები იწვებიანო, ასეთივე ცეცხლი დიდი მასშტაბით წვავს ცოდვებსო.
_ადამიანი რომელიც ფიქრობს რომ სიცხე ცუდია სინამდვილეში, სიცხე არის ის რაც ანადგურებს ვირუსს ან ბაქტერიას, ავადმყოფობას. ესეც იგივე სიცხეა ოღონდ უფრო ძლიერი და ანადგურებს იმას რასაც ინდუიზმში ეწოდება სამსკარა, ანუ ცოდვები, წვავს ამ ცოდვებს და უკვე ადამიანი მონათლულია ამ ცეცხლში.
_რატო ხდება სიცხით განადგურება და არა უბრალოდ განდევნა მავნე ბაქტერიების?
_იმიტომ რომ ცეცხლი არის პირველი ელემენტი, ფიქრის თვისება არის ცეცხლი.
დედამიწის თვისებაა ჩვენი სხეული.
ემოციურის თვისება ანუ ასტრალური სხეულის ეს წყალია, დენადობა.
მენტალური სხეულის თვისება ცეცხლია.
ჰაერის თვისება ეს უკვე ის არის რაც ვართ სინამდვილეში. ეს აბსოლიტური სუფთა სულია,
და როდესაც ადამიანი გამოდის ამ ყველაფრის მიღმა, რჩება აბსოლიტური ტრანსცედენტული მდგომაეობა, ამ ელემენტების მიღმა.

დავითი
_რა ხდება სიკვდილის შემდეგ და რა იყო სანამ დავიბადებოდი?
_სინამდვილეში ადამიანი არ გრძნობს არანაირ ტკივილს იმასთან დაკავშირებით რაც არის სიკვდილი, სიკვდილი საერთოდაც არ არსებობს, იმიტომ რომ რაც სინამდვილეში არის ადამიანი, ის გადადის ცნობიერების სხვა მდგომარეობაში, ასე ვთქვათ ამ სამყაროში ადამიანი თავს თვლის ყინულის ნატეხად, როდესაც ხდება სიკვდილი შეიძლება ითქვას ყინულის ნატეხი თქვენ დადეთ ტაფაზე ის გახდა ლღვობადი, ამ ლღობის პროცესში ადამიანი გადადის სხვა უფრო ფაქიზ მდგომარეობაში,
_და შემდეგ ხდეა ისევ მაგნეტიზმი, მოზიდვა და ხელახალი დაბადება?
_დიახ, მაგრამ რასაც ის მანამდე აკეთებდა, მედიტირებდა, იძახდა „ომ“ ან სულ ერთია რომელ რელიგიას ეკუთვნოდა ადამიანი, ყველაზე მთავარი არის ის რამდენად გულწრფელა ის თავისი გულის სიღრმესთან, ეს ნიშნავს რამდენად გულწრფელია საკუთარი თავის სიღრმესთან. სწორედ ეს არის მნიშვნელოვანი, სწორედ ეს მოახდენს ზეგავლენას მის შემდეგ დაბადებაზე. უფრო სწრაფად მოხდება მისი გამოღვიძება და როდესაც ის გაიღვიძებს ის ტავის სულიერ საქმიანობას გააგრძელებს იქედან სადაც წინა ცხოვრებაში შეწყვიტა, უბრალოდ გააგრძელებს.
_მაგალითად ადამიანი გასხივოსნდა შესაძლებელია თუ არა რომ მან ეს დაკარგოს?
_გასხივოსნება არის გრძნობითი შეგრძნებებისაგან განთავისუფლება, თუ ადამიანმა მოიშორა გრძნობითი აღქმები, სწორედ ეს გრძნობები ქმნიან კარმას-მიზეზ შედეგობრიობას, ამ გრძნობითი და აზრობრივი აღქმის მიღმა არაფერი ხდება, თუ ადამიანი ამ ყვალაფრისგან განთავისუფლდა უკან უკვე შეუძლებელია, უკვე ვსიო აღარაფერია.

დანარჩენს მერე გავაგრძელებ საუბარია სამადჰის სახეობებზე
და ცოტა პრაქტიკული რჩევები rolleyes.gif


tikoroma
JC_cupidboy.gif l_sunny.gif
ano
ინტერვიუს გაგრძელება

დავითი
_გქონია თუ არა სამადჰი ან რაიმე მსგავსი განცდა?
_არის მხოლოდ 2 სახეობის სამადჰი რომელიც შეიძლება რეალურად ჩაითვალოს, დანარჩენებს არ აქვს მნიშვნელობა, ეს არის სავიკალპა სამადჰი და ნირვიკალპა სამადჰი. შეიძლება ითქვას სავიკალპა სამადჰი თუ კი განიცადა ადამიანმა წინა ცხოვრებაში, ამ ცხოვრებაში მას ეს შეიძლება მომენტალურად შეემთხვეს, სწრაფად. სხვებს შეიძლება გაუგრძელდეთ 1- 2 დღე, ღმერთთან ურთიერთობის ამ დროს მათი სხეული შესაძლოა საერთოდ არ სუნთქავდეს.
_ანუ არ სუნთქავენ?
_დიახ ეს არის ნამდვილი სამადჰი. ნირვიკალპა სამადჰი ეს უკვე საბოლოო ეტაპია
_თქვენ განიცადეთ სამადჰის ეს მდგომარეობა?
_ის ახლაც ხდება, როდესაც უკვე ნირვიკალპა სამადჰი მოხდება ადამიანი არ სუნთქავს და ეს შეიძლება გაგრძელდეს 3 დან რამოდენიმე თვემდე და თვეობითაც კი. მაგალითად ძენის ოსტატი სამადჰის ამ მდგომარეობაში რამდენიმე წელი იყო.
და არის კიდევ ერთი სამადჰი, რომელიც იშვიათად მოიხსენიება, ეს არის საჰაჯი სამადჰი. გაგიგონიათ არის ასეთი ადამიანი სახელად ბაბაჯი, მის შესახებ შეიძლება ითქვას რომ ის არ არის მოკვდავი, 1970 წელს ინდურ გამოქვაბულში, მან უბრალოდ მეტერიალიზება მოახდინა 16 წლის სხეულში უბრალოდ გამოქვაბულში სხეული მატერიალიზდდა და 14 წლის შემდეგ განმატერიალიდდა უბრალოდ ჰოპ და დაიშალა ატომებად, ეს არის სამადჰის უმაღლესი საფეხური,
ასეთივე იყო იესო ქრისტე, ცნობიერების ამ მდგომარეობაში, ის ავიდა ჰაერში და გაქრა.
_არის თუ არა განსხვავება სამადჰის და გასხივოსნებას შორის?
_სამადჰი არის გასხივოსნება, არის ასეთი კითხვებიც რომ ადამიანები შედიან სამადჰიში და არ არიან გასხივოსნებული, თუ ადამიანი შედის სამადჰიში მაგრამ აქვს რაიმე გრძნობები, მაშინ ის მიიზიდება მიწისაკენ,
როდესაც ადამიანს აქვს ტრანსცენდენტული გამოცდილება ის განიცდის ერთიანობას ყვალაფერთან რაც არის ირგვლივ, მაგრამ ჯერ კიდევა არის გონებაში რაღაც ნაწილი ჯერ კიდევ არის გაყოფა მაგრამ უფრო ნაკლები ეს არის სავიკალპა სამადჰი. როდესაც ხდება ნირვიკალპა სამადჰი ის დარჩენილი ნაწილი გონებაში რაც გაყოფას იწვევს ბოლომდე იწვება. ანუ ხდება ეგოს საბოლოო განადგურება სამუდამოდ. ადამიანი გრნობს აბსოლიტურ უსაზღვრო მყოფადობას. და სადაც არ უნდა იყოს ადამიანი ის გრძნობს აბსოლიტურ ერთიანობას ატმანთან.
ის არის ერთიანი სამუდამოდ. როგორც იესომ თქვა მე და მამა ერთნი ვართ.
_თქვენ განიცადეთ რომელიმე?
_ნაწილობრივ ნირვიკალპა კი.
_გამიგია რომ გასხივოსნებული ადამიანი არასოდეს გააკეთებს რაიმე ცუდს, ეს რას ნიშნავს? ანუ ისინი ირჩევენ კარგს? და კიდევ მაგალითად ადამიანი კლავს ვინმეს ამ დროს ვინ კლავს ეგო თუ ნამდვილიმე? შეიძლება გასხივოსნებულმა რომ ვინმე მოკლას?
_რასაც ქვია ეგო ის მიისწრაფის ყოველთვის თავისი საკუთარი გამოცდილებისაკენ, თუ ასე ვიტყვით ვინ არის ადამიანი სინამდვილეში მზის გავლენის ქვეშ, ადრე ბევრი ადამიანი თაყვანს სცემდა მზეს, მაგრამ სინამდვილეში არა მზეს არამედ რაც იმყოფება მის მიღმა, იგივე რაც არის ადამიანი, და რაც შეეხება ემოციებს ისინი ეკუთვნით მთვარეს, ანუ მთვარე არის ყველა ემოციის ბუნება, ამიტომ მთვარე ზემოქმედებს ემოციებზე, და თავის მხრივ მზე სრულიად სხვაგვარად,
_ეს ასტროლლოგიას ეხება ხომ?
_ეს ნებისმიერ ადამიანს ეხება
_რეალური არის რასაც ასტროლოგები პროგნოზირებენ ხოლმე?
_ნამდვილი ასტროლოგები ძალიან იშვიათობაა, და ასტროლოგია ზემოქმედებს მხოლოდ იმ ადამიანზე ვინც ჩვენ თავი გვგონია, მაგრამ ვინც ვართ სინამდვილეში მასზე არანაირი ასტროლოგია არ ზემოქმედებს.

ეგზისტენსი
_როდესაც ადამიანი იპოვის თავის მეს, რატომ არის ეს მე რაღაც კარგი? და არა მაგალითად ცუდი?
_როდესაც არამიანი აღმოაჩენს შინაგან ნეტარებას. მაგალითად რა არის ნეტარება როდესაც ადამიანი განიცდის ძლიერ სიხარულს, ავტომობილის ყიდვის დროს ეს არის სიხარულის ძლიერი ემოციური გრძნობა, ახლა წარმოიდგინეთ, რომ ყველა თქვენი სურვილები როგორებიც არ უნდა ყოფილიყო გაცნობიერებული თუ გაუცნობიერებელი, ისინი მომენტალურად სრულდებიან. თუ მხოლოდ 1 ავტომობილის ყიდვა ანიჭებს ადამიანს სიხარულს როგორი შეგრძნება იქნება როდესაც ყველა სურვილი ერთდროულად სრულდება, ეს არის ნეტარება.
_ანუ ეს ატმანი არის კარგი? და არაა ცუდი?
_როდესაც გონება მიბრუნდება ატმანისაკენ დაიწყებს მასში სრულიად ბოლომდე погружаться, ეს ფილმებშიც ჩანს მაგალითად ავიღოთ ბუდა, როდესაც ის ზის ნეტარი ღიმილით, მოკლედ ადამიანი ისეთ ნეტარებაში შედის მის წინ ყველაზე გემრიელი საჭმელი სასმელი და ა.შ. მისთვის ეს по барабану იქნება. ასეთი მდგომარეობაა. როდესაც განიცდი მუდმივ სიხარულს და ბედნიერებას.
_შეიძლება ადამიანი მიბრუნდეს ატმანისაკენ და ის ცუდი აღმოჩნდეს?
_არის ასეთი განცდები როდესაც ადამიანი გრძნობს ნეტარებას, მაგრამ რაღაც მისი ნაწილი ძლიერ შიშს და ტკივილს, ანუ ეს განცდა არის ეგოს სიკვდილის წინა конвульсия, როდესაც ინდილიდი გაიხსნება ატმანში ის გაიცდის ტავისი ინდივიდუალობის გამო. იმიტომ რომ ამ განზავების შემდეგ ადამიანი არარ მოახდენს საკუთარი თავის ინდივიდუალიზებას.
როდესაც ერთი ადამიანი მივიდა ბუდასტან უთხრა მე მინდა ბედნიერება. ბუდამ უთხრა მოიშორე საკუთარი თავი, შემდეგ ეგოისტური მინდა და დარჩება ბედნიერება. აი რა არის არა ინდივიდუალიზება.

დავითი
_რომელი რელიგია არის სწორი?
_მაგალითად თქვებს წინ არის ვაშლი მაგრამ თქვენ არ ისით როგორია ის მჟავე ტკბილი თუ წყლიანი? ამიტომ ნებისმიერი რელიგია არის ასე ზედაპირული, ხოლო როდესაც ვაშლს გასინჯავთ თქვენ მიხვდებით რომ ის ტკბილია, თანდათან უახლოვდები გულს და ეს ცენტრი თქვენ ხართ, ასე რომ ყველაფერი ზედაპირულია და სეიძლება მართალიც იყოს, ამიტომ თავად რელიგია ან მისი ფორმა არ არის მნიშვნელოვანი ან როგორ ცეს თაყვანი, არამედ ის რომ ადამიანი გულწრფელი იყოს. თავისი გულის მიმართ ან როგორც ამბობენ საკუთარი გულის ტაძართან. სწორედ ამ დროს მოაქვს მას ნაყოფი.

ახლა დარჩა პრაქტუკული რჩევები ცოტაა მერე დავდებ smile.gif
David Monny
blush.gif blush.gif გმადლობ. შესანიშნავი თარგმანია smile.gif
ano
ამით ჩემი შეკითხვები დასრულდა და შეიძლება შემდეგაც რომ შეგეხმიანო?
_დიახ რა თქმა უნდა ძალიან მიხარია როდესაც ადამიანები მეხმიანებიან მირეკავენ, ყოველთვის მიხარია.
_ბოლოს კი ყველას გვაინტერესებს ერთად შეგიძლია რამე პრაქტიკები რჩევები მოგვცე, რითაც შეიძლება თავისუფლების მიღწევა?
_კარგით აგიხსნით თვითონ მე რატომ მივმართე იმ მეთოდს თავად როგორც მედიტირებდა ბუდა. ეს არ ნიშნავს რომ ამ რელიგიას მივეკუთვნები, უბრალოდ არსი მდგომარეობს თავად ტექნოლოგიაში ანუ აბსოლიტური ცოდნა, მაგალითად აიღეთ ორი სადენი ერთი არის პლიუსი მეორე მინუსი და თუ მათ შეაერთებთ წარმოიქმნება ელექტრული მუხტი. სწორედ ასევეა როდესაც ადამიანი ზის გადაჯვარედინებული ფეხებით, თუნდაც სკამზე იჯდესა, და როგორც ბუდამ ერთად რომ შეკრას, ეს არის ელექტრო სადენის შეერთება და ადამიანის ირგვლივ წარმოიქმნება წრე, ანუ ჩაკეტილი სისტემა, ამ ტექნოლოგიის არსი ჩაკეტილ სისტემაში მდგომარეობს, ყველაფერი გაცილებით მალე ხდება,



ხელები ასე აჩვენა თითების შეერთებით ენერგეტიკული წრედი იკვრება



ბუდას პოზა

ამ ყველაფერს არ უნდა მიუდგე მხოლოდ ადვაიტას პოზიციით, მაგრამ ადვაიტა ყველაზე მეტად გვეხმარება რო მოხდეს გონების დაწყნარება, როგორც ჩვენი ეპოქის ცნობილმა ინდოელმა მასწავლებელმა ტარანამანძა იუგანანდამ თქვა ამაშიც დამალულია თავისი საკუთარი ტექნოლოგია.
ავიღოთ ადამიანის ტვინი, ტვინის ქვედა ნაწილი, როდესაც ადამიანი ძირს ეშვება ფიქრებით რაღაც გაუცნობიერებელ სურათებში, ის გრძნობს პრობლემებს, შიშს... მოკლედ ტვინის ქვედა ნაწილი ეს არის _ ქვეცნობიერი.
ტვინის შუა ნაწილი რომელიც ზღვარზე მდებარეობს ეს ადამიანი შემოქმედებითია, რომელიც წერს, აზროვნებს, ქმნის მუსიკას და ა.შ.
მაგრამ როდესაც ადამიანი ცდილობს თავისი ტვინის კონცენტრაცია მიმართოს ზედა ნაწილში იქ მდებარეობს ზე ცნობიერი რომლის დახმარებითაც ხდება ნირვანა.
არის ამის პრაქტიკები, მაგალითად ერთხელ ბუდა თავაზობდა ადამიანს თავის შუა ნაწილიდან იქ სადაც მდებარეობს ადამიანის პირველსაწყისი ენერგია, სთავაზობდა აეხედა გვირგვინის გაჭოლვით ზემოთ,
ანუ დახუჭული თვალებით გვირგვინის გაჭილვით იყურები ზემოთ.
დასაწყისისათვის ეს ადამიანისათვის ეს შესაძლოა იყოს პრობლემატური ან რთული, იმიტომ რომ ჩვენი ჩვეულებრივი ყურადღება ყოფით ცხოვრებაში მიჩვეულია რომ ვიყუროთ წინ ან ძირს, ზემოთ ყურებას არასოდეს არა ვართ მიჩვეული.
ამიტომ თავიდან რთულია რომ ყურადღება მიმართო ზემოთ, თანდათან ეს შესაძლებელია ძალდატანების გარეშე გავაკეთოთ, რომ არ დავიძაბო, ნელნელა მივეჩვიოთ გამჭოლად ზემოთ ყურებას და მივეჩვევით. ეს არის დაწყებთი სტადია.
ამ პრაქტიკის შემდეგი ეტაპია რომ ადამიანი გავიდეს სხეულის და გონების საზღვრებს მიღმა,
ის მდებარეობს აჯნა ჩაკრას ადგილას, რომელსაც მესამე თვალს უწოდებენ, როდესაც ხდება მეტი გასხივოსნება ადამიანი აცნობიერებს რომ სინამდვილეში ის ამ სამყაროსაც კი არ უყურებს ამ ორი თვალით არამედ ის იყურება სწორედ მესამე თვალით. ანუ ნამდვილი თვალით ანუ რაც უფრო მეტად ვააქტიურებთ ამ თვალს მით უფრო ჭეშმარიტად აღვიქვამთ სამყაროს
_თუ განვითაარდა ეს თვალი შესაძლებელია, წარსულის ან მომავლის დანახვა?
_როცა ხდება ნირვაკალპა სამადჰი ეს ყველაფერი ავტომატურად იხსნება სიდჰები _ ანუ ზე შესაძლებლობები.
და ეს ყველაფერი უკვე სამუდამოდ იხსნება
_და გასხივოსნებულ ადამიანს ყველაფერი ეცოდინება? რომ ახლა ვიღაც მოვა ჩემთან, რა იქნება ხვალ ან ის თუ როდის მოვკვდები.
_კი მაგრამ ჩემს მაგალთს გეტყვი, ასეთ ადამიანს აღარ აინტერესებს თუ რა შეემთხვევა. მაგალითად ბუდას ყავდა ერთი საყვარელი მოწაფე ანანდა, ბუდა მას ეუბნება რომ მათ უნდა გაიარონ ჭალებში და წავიდნენ ჭალებში, ცოტახანს დაისვენეს და მოდის ვიღაც ადამიანი სწორედ ეს ადამიანი ეძებდა ბუდას , ანუ ასეთი რამ შეიძლება მოხდეს. იყო ერთი ადამიანი რომეიც ძალიან ძლიერად ეძებდა ღმერტს მას ქვიოდა პაპაჯი მასტან შევიდა ერთი განდეგილი მას პაპაჯი ეუბნება რომ ძალიან უნდავინმე ვინც ღმერთისკენ გზას ასწავლის და იმ ადამიანმა უთხრა ადგილი წადი იქ იმ ადამიანთან და ის გასწავლის გზასო, პაპაჯი მიდის მისწავლილ ადგილას და შედის აშრამში, იქ ხდავს რას იწყებს ყვირილს შე მატყუარა ჩემტან მოხვედი წმინდანივით და მომატყუე შენ თქვი რომ იცი ღმერთი, ასე როგორ მოიქეცი საკუთარი თავის დარეკლამება რომ დაიწყეო მოკლედ, მაგრამ ვიც აშრამში იყო ყველამ უპასუხა რომ ეს ადამიანი 24 საათი აშრამში იმყოფებაო.

დავასრულე თარგმანი
აბა თქვენ იცით გახსენით მესამე თვალი mail1.gif
David Monny
wub.gif ano
გმადლობ smile.gif შესანიშნავი თარგმანისთვის
Simulated
გამიხარდა ამთემის ნახვა,ფორუმიც გამოაცოცხლა.

მე ერთი კითხვა მაქ მარტო სად მყარდება შენთვის ბალანსი ამ გამოცდილებასა და ყოველდღიურობას შორის მატერიალურ სამყაროში. ვგულისხმობ სად არს ის გზა რაზეც დადიხარ უკვე ამ გამოცდილების შემდეგ. რამდენად დაგეხმარა ან პირიქით?
David Monny
Simulated
გმადლბsmile.gif მეც მიხარია აქ
QUOTE(Simulated @ 14th June 2015 - 02:00 AM) *
მე ერთი კითხვა მაქ მარტო სად მყარდება შენთვის ბალანსი ამ გამოცდილებასა და ყოველდღიურობას შორის მატერიალურ სამყაროში. ვგულისხმობ სად არს ის გზა რაზეც დადიხარ უკვე ამ გამოცდილების შემდეგ. რამდენად დაგეხმარა ან პირიქით?

ძალიან კარგი შეკითხვაა, რადგან 2 ადამიანს ვესაუბრე სკაიპით სადაც ფორუმელების კითხვებს ვუსვამდი და ჩემ კითხვებსაც. ორივემ სხვადასხვანაირი პასუხები გაგვცა, მაგრამ ძირეულად ორივე ერთია.
სამადჰი, ვიმეორებ არის გონების მდგომარეობა. ის ემართება "მეს". ასეთ მდგომარეობაში დიდხანს დარჩენა 1000ში ერთია და რეალურად ეს შემთხვევაც შეიძლება სხვა რამ აღმოჩნდეს ძირეულად რომ შეისწავლო, მაგრამ ამას არ აქვს არსებითი მნიშვნელობა. სააქმე იმაშია, რომ დიდხანს ვერ დარჩება ადამიანი ამ მდგომარეობაში. ერთი თვის შემდეგ დატოვებს სხეულს.
ამ მდგომარეობიდან გამოდიხარ და ჩემს შემთხვევაში გაქრობის შემეშინდა, ანუ ანანტა კარგად აღწერს ამ მდგომარებას, როდესაც წარმოუდვენელ ნეტარებაში ხარ. პირდაპირი მნიშვნელობით რამოდენიმე წუთი არ ვსუნთქავდი. დრო არ დამინიშნია და ვერ მოგატყუებთ. შეიძლება ეს იყო 5 10 წუთი. შეიაზლება ნახევარი საათი. მაგრამ არა დღეებით და თვეობით. ეს ხდება გამიზნულად შესვლის დროს. არიან იოგები, რომლებსაც უნდათ რომ დატოვონ სხეული და 21 დღის მერე, ნებისმიერ დროს შეიძლება დატოვოს სხეული. ასეთი მომენტები დღის განმავლობაში რამოდენიმეჯერ ხდებოდა. 3 დღე გაგრძელდა. ამ სამი დღის განმავლობაში ყველა ერთი და იგივე განცდა არ იყო, იმიტომ რომ ერთ ადგილას არ ვიჯექი არანაირ პოზაში. ჩვეულებრივად ყოველ დილით უნივერსიტეტში მივდიოდი და მოვდიოდი.
მაგრამ ყველას ვეგონე ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ. ის პიროვნება, რომელსაც იცნობდნენ, იქ აღარ იყო, თუმცა იგივე ფიზიონომიას უყურებდნენ. ფიზიონომიიდან ყველაზე მნიშვნელოვნად გამომეტყველება იცვლება. ფაქტიურად სულ გეღიმება და არცრრთი კუნთი არ არის დაძაბული. პირი გიშრება მაგრამ ეს არ გაწუხებს. მოძრაობები ნელდება საუბართან ერთად. ძალიან ნელა ვსაუბრობდი. ხანდახან აჩქარება მინდოდა მაგრამ ვერა, განა არა არამედ ვერა. ანუ შენ ვერ აკონტროლებ ამ მდგომარეობას ვერანაირ დონეზე. კონტროლი გაქ დაკარგული და ერთადერთი რაც ხდება არის დაკვირვება ყველაზე და ყველაფერზე.
ამ ნეტარების დროს, "მე" რომელიც ახლა უკვე პატარაა, განიცდის შიშს და ძრწოლას. და ეს შიში მოგვრილია იმით, რომ ყოველ წამს შეიძლება გაქრეს. ისე კი არა რომ დროებით მოდი ამ სიტყვას ვიხმარ მოკვდეს. სხეული არ კვდება, კვდება "მე" სხეულში.
3 დღი შემდეგ ნელ ნელა ვამოვედი ამ მდგომარეობიდან და ეს შიში იყო მიზეზი, რომ არ მოხდა გასხივოსნება. ანუ ეს შიში შეიძლება იყოს მაგრამ მაინც მოკვდეს მე. მაგრამ ჩემ შემთხვევაში ასე არ იყო.
ახლა შენი კითხვა. სამადჰიში თუ ხარ, ძალიან გაგიჭირდება ცხოვრება, ხოლო თუ ეს მე მოკვდა, ანუ გასხივოსნდი, მაშინ უკვე ყველაფერი ისე ხდება როგორც ღმერთს უნდა და არა შენ, რადგან შ3ნ აღარ ხარ, შენი სარუნავებით, გეგმებით, მიზნებით, წარსულით, ისტორიებით და ა.შ.
ჩვეულებრივად ცხოვრრობ.
Simulated
ეს გასაგებია წინა გვერდებზეც გიწერია. ჩემთვის საინტერესოა შენი გამოცდილება თუმცა მე გიჯერებ და თან არც.იმიტომრომ ეგ შენი გამოცდილება.მეარმგონია ზოგადად ბანსხივოსნების რაღაც ერთი ხაზი არსებობდეს,არმგონია ზოგადად სამყაროში რაიმეს ქონდეს ერთი ხაზი,არც განსხივისნება მგონია ერთადერთი მდგომარეობა,რაღაც უნდა არსებობდეს ისეთი ან ბევი ისეთები რასაც ჩვენი ამჟამინდელი ცნობიერება ვერ იღებს ვერანაირი ინფორმაციული ფორმით დაბალ ლეველზე მყოფი განვიტარებისგამო.
რაცუფრო დროგადის უფრო და უფრო ვფიქრობ იმაზე რასაჭიროა განსხივოსნება ან ე.წ გათავისუფლება,რისთვის მჭირდება ეს მე ან ყველაფერს ჩემსგარშემო. მოკლედ ზუსტად ამისგამო მაინტერესებს ყველაზე მეტად ის ბალანსი ამ მატერიალურ ყოფასა და იმ მდგომარეობას შორის როცა დამკვირვებელი ხდები.
David Monny
Simulated
საჭირო არ არის. მე არ ვამბობ საჭიროათქო. მაგრამ როდესაც ადამიანს უჩნდება თანაგრძნობა, ხდება მგრძნობიარე, სულ ერთი არ არის რა ხდება მის გარშემო. აწუხებს კითხვები. აკლია რაღაც, აი მაშინ არის საჭირო, თორე თუ ეს არ ხდება, მაშინ რა საჭიროა?
გააჩნია რა გინდა. სამადჰი არის მდგომარეობა, რომლიდანაც გამოდიხარ და უბრუნდები მატერიალურ ცხოვრებას, მაგრამ გეცვლება დამოკიდებულება მის მიმართ. არაფერი არ ქრება და არც ჩნდება. ყველაფერი იგივეა, ხეები, ადამიანები, ცა, ნივთები.
ისე შენ რომელ მდგომარეობაში მეკითხები მატერიალურ სამყაროსთან კავშირს. ღვიძილი, სიზმრებიანი ძილში თუ ღრმა ზილში? აი ახლა მაგ: ზოოპარკი დაიტბორა. ცხოველები დაიხრჩვნენ თბილისში. შეიძლება ტკიოდათ, მაგრამ არ იყო ტანჯვა. ტკივილი რჩ3ბა, მაგრამ ტანჯვა ქრება.
Simulated
ვგულისხმობ იმ ადამიანებს ვინც ადგას განსხივოსნების გზას, ან ზოგადად გამოფხიზლებისგზას თუნდაც. რაში ვიყენებთ იმცოდნებს თუ გამოცდილებებს იმ მატერიალურ ცხოვრებასთან მიმართებაში სადაც ვცხოვრობთ. განსხივოსნების გზა მაინც ინდივიდუალური ერთი არსების გზაა,რაში ეხმარება ეს იმ მატერიას სადაც ვცხოვრობთ და იმ არსებებს ვინც გარშემო გვყავს. ხშირად ვფიქრობ ბოლოდროს ზუსტად ამ მიმართულებაზე, ჩემითავიდან გამომდინარე მითუმეტეს. იყო რაღაც პერიოდი როცა მთლიანად სხეულის ენით ვაზროვნებდი, მერე დიდი პერიოდი პირიქით. ვერცერთ შემთხვევაში ვერ ვიგრძენი ის გათავისუფლების გზა რასაც მე ვეძებ. ვეძებ გზას ან აბსოლიტურ ბალანსს პირობითად "ბრილიანტსა" და "განავალს" შორის. არაორიენტიებულს ჩემს განსხივოსნებაზე არამედ ოიენტირებულს რაღაც უფრო სხვატიპის "ამაღლებაზე" რაც ამ კონკრეტულ დროში სადაც მე ვცხოვრობ,ჩემს გარდა მოუტანს ბევრ ჩემს გარშემო მყოფ არსებას იმ ნეტარების შეგრძნებას რასაც პირობითად შენ განიცდიდი სამადჰი მდგომარეობის დროს. არვიცი რამდენად ზუსტად გადმოვეცი.
David Monny
Simulated
QUOTE(Simulated @ 14th June 2015 - 01:12 PM) *
ვგულისხმობ იმ ადამიანებს ვინც ადგას განსხივოსნების გზას, ან ზოგადად გამოფხიზლებისგზას თუნდაც. რაში ვიყენებთ იმცოდნებს თუ გამოცდილებებს იმ მატერიალურ ცხოვრებასთან მიმართებაში სადაც ვცხოვრობთ. განსხივოსნების გზა მაინც ინდივიდუალური ერთი არსების გზაა,რაში ეხმარება ეს იმ მატერიას სადაც ვცხოვრობთ და იმ არსებებს ვინც გარშემო გვყავს. ხშირად ვფიქრობ ბოლოდროს ზუსტად ამ მიმართულებაზე, ჩემითავიდან გამომდინარე მითუმეტეს. იყო რაღაც პერიოდი როცა მთლიანად სხეულის ენით ვაზროვნებდი, მერე დიდი პერიოდი პირიქით. ვერცერთ შემთხვევაში ვერ ვიგრძენი ის გათავისუფლების გზა რასაც მე ვეძებ. ვეძებ გზას ან აბსოლიტურ ბალანსს პირობითად "ბრილიანტსა" და "განავალს" შორის. არაორიენტიებულს ჩემს განსხივოსნებაზე არამედ ოიენტირებულს რაღაც უფრო სხვატიპის "ამაღლებაზე" რაც ამ კონკრეტულ დროში სადაც მე ვცხოვრობ,ჩემს გარდა მოუტანს ბევრ ჩემს გარშემო მყოფ არსებას იმ ნეტარების შეგრძნებას რასაც პირობითად შენ განიცდიდი სამადჰი მდგომარეობის დროს. არვიცი რამდენად ზუსტად გადმოვეცი.

მე პირადად იმაზე მეტს ვერაფერს მივცემ ჩემს შვილს, ვიდრე ტანჯვისგან გათავისუფლება იქნება რომ გაიზრდება. ყველა იტანჯება, გამონაკლისის გარეშე. ზოგი მეტად, ზოგი ნაკლებად. ამიტომ ვიწყებ ჩემი თავიდან. არ მინდა დავემსგავსო შოვინისტებს, მწინამძღვრებს, მმართველებს, სპეკულიანტებს და ათას ვინმეს, რომლებიც ატყუებენ კერ საკუთარ თავს მერე თავის შვილებს.
სამადჰის მრავალი სახეობა არსებობს, მაგრამ როგორც მანამდე ვთქვი და მერე ანანტა ვიეშიც ამბობს. 2 სახის სამადჰია, რომელიც ჰათავისუფლებას უძღვის წინ. ანუ არსებობს უამრავი მდგომარეობები და სამადჰიც, მაგრამ ამ მდგომარეობებიდან და სამადჰებიდან გამოსვლის შემდეგ, ისევ გინდება დაბრუნება
როგორც წყალი გინდება ყოველი წყურვილისას ან ის3ვ გინდება რომ დათვრე, ან ისევ გინდება რომ მარიხუანა მოწიო, რომ იმ მდგომარეობაში დაბრუნდე. ანუ დროებითია და როგორც ნარკოტიკი, იწვევს დამოკიდებულებას. ამიტომ არ ვამართლებ არანაირ პრაქტიკებს და მედიტაციებს. მაგრამ ე 2 სამადჰი წინ უძღვის გათავისუფლებას. მაგ: ნირვიკალპა სამადჰიაი დაბრუნება აღარ გინდება, მაგრამ ის შეიძლება კიდევ მოხდეს, თუ "მე" დარჩენილია ისევ.
ამიტომ მთავარი არ არის ხალხმა რაღაც მდგომარეობები განიცადოს, არამედ განიცადოს სავიკალპა და ნირვიკალპა სამადჰი.
ყველაფერი თანაგრძნობით და დახმარების ნდომით იწყება, მაგრამ ამისათვის უნდა გაიგო ვინ ხარ და ვის ეხმარები. სწორედ ამას გებულობ. აი გავიმეორებ ნირვიკალპა სამადჰის მდგომარეობის იმ ნაწილს, სადაც ხვდები ცოცხალი არსებების ჭეშმარიტ მდგომარეობას.
ანუ შენში პირდაპირი მნიშვნელობით წარმოიქმნება მე-4 განზომილება, რომელშიც დანარჩენი 3 განზომება ჯდება, როდესაც თვალს ახელ. პირადად განიცდი, რომ არაფერი არ გეკარება, ფიქრი, ემოცია, გრძნობა, ტანჯვა, სიხარული, არაფერი. ყველაფერი დაკვირვებადია და ყველაფერი წარმოიშობა შენში, მაგრამ შენ მათთან აღარ იგივდები. და აი სწორედ ამ დროს, როდესაც უყურებ მეორე ადამიანს, ხედავ, რომ ისიც ამ განზომილებაშია და არცერთ ცოცხალ არსებას არაფერი არ ეკარება.
ეს არის გათავისუფლების დასაწყისი. ეს განზომილება ყოვლისგამჭოლია. ყველას და ყველაფერს განსმჭვალავს. ყველაფერი მასშია, მაგრამ ამ ყველაფერმა ვერ მოიცვა ის.
ეს ისეთი ცივი მდგომარეობაა, სარკისებური. ყველაფერი ირეკლება, მაგრამ არაფერი გეხება. ეს არის უმაღლესი დამკვირვებელი. ამიტომ, გათავისუფლება არ არის საბოლოო მიზანი. ბუდამ როგოც ვიცი განოცადა ნირვიკალპა სამადჰი და ამის შემდეგ დაჯდა ბოდჰის ხის ქვეშ და შემდეგ გასხივოსნდა.
ანუ პირველნრიგში, ყველას თავისი პირადი ცხოვრება აქვს და ყველაფერი იცვლება. ამიტომ დღეს თუ ვინმეს დაეხმარე, ხვალ შეიძლება იმანვრ გაგძარცვოს. ან თუ ვინმე შენი მტერი იყო, დაგიმეგობრდეს და პირიქით. არ არსებობს სქემა, რომელიც ერგება ყველა მომენტს.
ყოველდღიურ ცხოვრებაში ვერ იქნები თუკი სამადჰის მდგომარეობაში ხარ, მაგრამ ეს მდგომარეობაა და გადის.
Simulated
გასაგებია."არ არსებობს სქემა, რომელიც ერგება ყველა მომენტს." შენივე ფრაზა ამბობს პრინციპში ჩემ სათქმელს.ვფიქრობ რომ ზოგადად სქემები არ არსებობს და თუ რაღაც მომენტებში რაღაცას ერგება ეგეც კი ჩვენი სურვილებში ფორმირებული ილუზიამგონია მე. ჩემიკითხვების მთავარი არსიც ამაშია, მე მომწონს თემა საინტერესოა,საინტერესოა შენი გამოცდილებაც თუმცა უფრო პასუხს გავს ზოგადად არსებობის იდეაზე და პასუხი განსხივოსნებაშია.რამდენად არის ეს პასუხი ან იყო,ესუფრო მაინტერესებს და ზუსტად ამ პასუხშივე უარყოფით მგონია რო დროთა განმავლობაში გამოჩნდება ის რაღაც ალტერნატივა რაც აქამდე ინფორმაციულ ვერცერთ კანალზე ვერ იქნა აღქმული ჩვენი "არსებების" გონისთვის.რატომ ვარ,ვინ ვარ,საიდან ვარ,სად მივდივარ მე უფრო იმ მატერიასთან ერთად გავიგო რაც ჩემს არსებას ახვევია გარსს.ვიდრე მის მიღმა.ფიქრების დაბადების იდეა უფრო მაინტერესებს ვიდრე გაქრობის.
David Monny
Simulated
QUOTE(Simulated @ 14th June 2015 - 02:39 PM) *
რატომ ვარ,ვინ ვარ,საიდან ვარ,სად მივდივარ მე უფრო იმ მატერიასთან ერთად გავიგო რაც ჩემს არსებას ახვევია გარსს.ვიდრე მის მიღმა.ფიქრების დაბადების იდეა უფრო მაინტერესებს ვიდრე გაქრობის.

იდეები უამრავი, რადგან უამრავია სეპარატირებული "მე" ეომელსაც უნდა გაიგოს საიდან.მოვიდა და სად მიდის. ამიტომ მარტივად უნდა დავრუნდეს საიდანაც მოვიდა.
უნდა იკითხოს ვინ ვარ და გამოიძიოს საიდან მოდის. ამის შესახებ სხვადასხვა რელიგიები, სწავლებები, მეცნიერებები და ა.შ. სხვანაირ პასუხს იძლ3ვიან, მათგან უმრავლესობა ერთმანეთს გამორიცხავს, ზოგან თანხმობაში არიან, თუმცა ეს იშვიათი შემთხვევაა.
ამიტომ ადამიანს შეუძლია როელიმეს დაუჯეროს, ან საკუთარ თავში ეძებოს პასუხები.
რაც შეეხება გაქტობას. ესეც არ არის შესაბამისი სიტყვა, რადგან რო გაქრეს უნდა არსებობდეს. უფრო სწორი იქნება. მირაჟი. მირაჟზე ვერ იტყვი არსებობსო და მივუახლოვდიო და გაქრაო. აი ესეთივე მირაჟთან გვაქვს საქმე.
რაც შეეხება პასუხს. გასხივოსნება რეალურად როგორც რაიმე მიღწევადი ჩვრნგან დამოუკიდებელიბობიექტი არ არსებობს, ეს არის მომენტი გაცნობიერების, მიხვედრის, გაგების, მაგრამ არა ლოგიკური ჯაჭვის ბოლოს რომ გაგებაა ეგეთი რაც გონებით ხდება.
რეალურად გასხივოსნებაც მირაჟია, ილუზია, კონცეფცია, მაგრამ ეს არის კონცეფცია, რომელიც სხვა კონცებციებს შლის და ბოლოს თვითონაც ქრება, ხოლო რაც რჩება ის არც არასდროს არსად წასულა, ის სულ აქ არის, ახლაც ფუშინაც და ხვალაც.
David Monny
აქ იმაზე არ სრის საუბარი, მოგწონს თუ არა ეს თემა. არამედ იმაზე, რომ დღეს შეიძლება მოგწონდეს და ხვალ აღარ. და ეს პროცესი ამ თემაზე კი არ არის მარტო, არამედ ყველაზე და ყველაფერზეც. ერთ დღეს მოგვწონს ჩვენი თავი მეორე დღეს არა. რაც დღეს მოგვწონს, ხვალ აღარ გვინდა. ხვალ სხვა რამე მოგვწონს და ასე ხდება დაუსრულებლად. ხოლო რაიმე ცნობიერებაზე საუბარი, ეს მხოლოდ "მეს" ს ფარგლებში შეიძლევა, რადგან მე არის თვით ცნობიერი და ახლა უნდა რომ ზე ცნობიერი იყოს, ყველაფერი გააცნობიეროს. ეს არის ძირი ყველა ტანჯვის. მას ყვრლაფრის შესწავლა უნდა საკუთარი თავის გარდა, რადგან როგორც კი ჩადის ფესვებში, იწ ხედავს, რომ ის არის მირაჟი.
ano
თავიდან როცა იწყებ არის წმენდა და რაღაცნაირად იღებ დარტყმებს, გინდ კითხვა იყოს გინდ რამე ცხოვრებაში განხორციელება, სასულიერო რჩევების, ასკეტიზმი, თავშეკავება, ან იძულებითი თავშეკავება ავადმყოფობის ან ენერგიის დაცლის შემთხვევაში.
მეორე ვარიანტია მაშინ გახსენდება ღმერთი უკვე ცუდ დღეში რო ხარ და ცდილობ რაღაც გაარკვიო რა ხდება?
მოკლედ ყველა ვარიანტში დარტყმები იქნება_აგროვებ ენერგიას მერე გავარდები, შეუდგები ამ ცხოვრებას, ისევ დააგროვებ კარმულ ვალებს და ისევ ღმერთთან მიჩანჩალდები ძალების აღსადგენად, და ასე ჯახირობ.
იქ ეძებ სულ სადაც არ არის, გონება სულ იქ სადღაც ეძებს, ბოლოს მაინც ტანჯვაა, თუ არადა თავის მოტყუება წამიერი პატარა ბედნიერებებით.

როგორც ბრძენი სოლომონი იტყოდა ბიბლია
პირველი თავი
2 ამაოება ამაოებათა, თქვა ეკლესიასტემ, ამაოება ამაოებათა, ყოველივე ამაოა.
3 ადამიანს რას ჰმატებს შრომა, რომელსაც იგი მზის ქვეშ ეწევა?
4 თაობა მიდის, თაობა მოდის, ეს ქვეყანა კი უცვლელია უკუნისამდე.
8 უძლურია ყოველი სიტყვა, არ ძალუძს კაცს ყოველივეს თქმა; თვალი ხედვით ვერ გაძღება, ყური სმენით ვერ აღივსება
9 რაც ყოფილა, იგივე იქნება და რაც მომხდარა, იგივე მოხდება; არაფერია მზის ქვეშ ახალი.
13 ვიწყე კვლევა გულმოდგინებით, გონებით განსჯა ყოველივესი, რაიც მომხდარა ცისქვეშეთში; ეს მძიმე საქმე მიუჩინა უფალმა ადამის ძეთ სატანჯველად.
14 განვიცადე ყოველი საქმე, რაც კი მომხდარა მზისქვეშეთში; და აჰა, ვცანი - ამაო არის ყველაფერი და ქარის დევნა.
17 როცა მივაპყარ გულისყური, შევიცან სიბრძნე, მეცნიერება, უმეცრება და სისულელე, მივხვდი - ამასაც არა აქვს აზრი.
თავი მეორე
1 ვუთხარი ჩემს თავს: მოდი, გამოვცდი მხიარულებას და მივეცემი სიამეთა - და აჰა, ესეც ამაოება ყოფილა მხოლოდ.
4 დიდი საქმე ჩავიდინე, ავიგე სახლნი, ჩავყარე ვაზი,
5 გავიშენე ჩემთვის ბაღები და წალკოტები, დავრგე ხეხილი ყოველგვარი,
10 არ უარვყავი არაფერი, რაც კი მომთხოვეს ჩემმა თვალებმა, არ დავაოკე გული ჩემი სიხარულისგან, რადგან ხარობდა ჩემი გული ჩემი ნაღვაწით. ეს ყოველივე იყო ვედრი ჩემი შრომისა
11 მერმე, როდესაც გადავხედე ყოველივეს, რაც კი შექმნა ჩემმა მარჯვენამ, და ყოველ საქმეს, ჩემს ნამოქმედარს, მივხვდი, ამაო რომ ყოფილა ეს ყველაფერი, ქარისნაბერი, და რომ არ არის სარგებელი ამ მზისქვეშეთში.
მესამე თავი
11 მან ყველაფერი კეთილად შექმნა თავის დროისთვის, თვით იდუმალის შეცნობად აღძრა გონება კაცთა, ოღონდ ისე, რომ ვერ გაუგონ ღვთის ნამოქმედარს თავი და ბოლო.
17 მაშინ ვთქვი გულში: ღმერთი განსჯის მართალს და მტყუანს, როცა ყველაფერს და ყოველ საქმეს დაუდგება იქ თავის ჟამი.
18 და ვთქვი ჩემს გულში: ასე გამოცდის თურმე ღმერთი ადამის ძეთა, რათა დარწმუნდნენ, რომ თავისთავად პირუტყვები არიან მხოლოდ

მოკლედ ეს არის სოლომონის აზრები, ცნობილი როგორც ყველაზე მდიდარი, ყველაზე ბრრძენი,
ბოლოს კი ძალიან სასოწარკვეთილი.

მან ყველანაირი ეგოისტური სურვილი აისრულა, ღმერთს ის უყვარდა მისცა სიბრძნე,
ყავდა უამრავი საყვარელი, მაგრამ დაშორდა ღმერთს, ბოლოს ისე დაშორდა რომ საერთოდ სიცოცხლის ხალისი დაკარგა,

ჩვენც ასე ვართ ჯერ კიდევ გვაქვს ბევრი სურვილები, ვერაფრით ვიჯერებთ რომ რაღაც ნირვანა გვჭირდება, ჯერ კიდევ ბევრი საქმე გვაქვს, მეც ასე ვარ. ვერაფრით ვხვდები რატომ უნდა ვთქვა უარი ჩემს განუხორციელებელ გეგმებზე და სურვილებზე.


David Monny
sad.gif
QUOTE(*ANO* @ 14th June 2015 - 03:43 PM) *
11 მან ყველაფერი კეთილად შექმნა თავის დროისთვის, თვით იდუმალის შეცნობად აღძრა გონება კაცთა, ოღონდ ისე, რომ ვერ გაუგონ ღვთის ნამოქმედარს თავი და ბოლო

ნუ სოლომონის სიბრძნეზე ლაპარაკი ზედმეტია. მახსოვს ბიბლიას რომ ვიკვლევდი, ეკლესისტეს წაკითხვის შემდეგ დავდარდიანდი, დეპრესიაში ჩავარდი. აზრი არ ქონია არაფერსთქო. მაგრამ ჩენ გასხივოსნებულს ინდოეთიდან თუ ველით ვინმე გურუს ძაან ვცდებით. მე არ ვამბობ რომ იქ არ არიან, მაგრამ იქ რომ არიან ეს არ გამორიცხავს რომ სხვაგანაც შეიძლაბა იყვნენ და ამის მაგალითია მეფე სოლომონი, ის ძალიან გავს ბუდას. ორივე ქრისტეს შობამდე იყო, ორივე სამეფო ოჯახში გაიზარდა. ორივემ ნახა ყველა სიკეთე და ყველა სიავე.

Simulated
და აქ კი გარკვევოთ წერს, რომ იდუმალის გასაგებად არის აღძრული გონებაო. ანუ ის რომ "მე"ს (გონებას) უნდა შეიმეცნოს ყველაფერი. რატო ესე რატო ისე. და იქვე უწერიაო. ვერ გაარკვევს თავს და ბოლოსო. მე მეტს არაფერს ვწერ ახალს. მე საერთოდ ახალს არაფერს ვწერ, რადგან იქვე წერია. "არაფერია ახალი ცის ქვეშეთში. რაც იყო ის უკვე არის დიდი ხანია და რაც იქნრბა, ის უკვე იყო." ეს უბრალო სიტყვებად თუ წაიკითხე, ვერაფერს გავიგებთ. ანუ რწალობა არ არის ინფორმაცია. ასე რომ იყოს ყველა გასხივოსნებული იქნებოდა ვისაც ინტერნეტი აქვს.
ყველა და ყვ3ლაფერი ამაზე ღაღადებს. ყოველ წამს და ყოველ წუთს.
ახლაც ხალხი დაიღუპა, ცხოველებიც დაიღუპა. ძალიან ვწუხვარ ხალხის გამო და არა ცხოველების გამო, რადგან ვივი, რომ ადამიანების დაღუპვას ტანჯვა მოსდევს. ცხოველები კი არ იტანჯებიან, ამიტომაც არ ვწუხვარ მათ გამო.
ვიზიარებ ყველას მწუხარებას sad.gif
David Monny
ანო რა მაგარი ხარ, ასე მგონია მთელი ცხოვრებაა გიცნობ smile.gif
ano
QUOTE
_გქონია თუ არა სამადჰი ან რაიმე მსგავსი განცდა?
_არის მხოლოდ 2 სახეობის სამადჰი რომელიც შეიძლება რეალურად ჩაითვალოს, დანარჩენებს არ აქვს მნიშვნელობა, ეს არის სავიკალპა სამადჰი და ნირვიკალპა სამადჰი. შეიძლება ითქვას სავიკალპა სამადჰი თუ კი განიცადა ადამიანმა წინა ცხოვრებაში, ამ ცხოვრებაში მას ეს შეიძლება მომენტალურად შეემთხვეს, სწრაფად. სხვებს შეიძლება გაუგრძელდეთ 1- 2 დღე, ღმერთთან ურთიერთობის ამ დროს მათი სხეული შესაძლოა საერთოდ არ სუნთქავდეს.
_ანუ არ სუნთქავენ?
_დიახ ეს არის ნამდვილი სამადჰი. ნირვიკალპა სამადჰი ეს უკვე საბოლოო ეტაპია
_თქვენ განიცადეთ სამადჰის ეს მდგომარეობა?
_ის ახლაც ხდება, როდესაც უკვე ნირვიკალპა სამადჰი მოხდება ადამიანი არ სუნთქავს და ეს შეიძლება გაგრძელდეს 3 დან რამოდენიმე თვემდე და თვეობითაც კი.
მაგალითად ძენის ოსტატი სამადჰის ამ მდგომარეობაში რამდენიმე წელი იყო.


ეს არის ინტერვიუს ნაწყვეტი
სამადის ორი სახეობაა და შეიძლება ითქვას სამადი იგიე გასხივოსნებაა
ანანტა ახლაც ნირვიკალპა სამადჰის მდგომარეობაში იმყოფება

Existence
QUOTE(David Monny @ 11th June 2015 - 06:15 PM) *
ადამიანის ბუნებაა სიამოვნების განცდა. როგორც რკინის ბუნებაა ჟანგვა, ხის ბუნება ფოთლების გამოღება, ფოთლევის ბუნება ფოტოსინთეზე, ასევე ადამიანის ბუნებაა განცხრომა, ნეტარება.


საინტერესო მოსაზრებაა smile.gif) თუმცა დუალიზმის ერთი მხარეა ალბათ მაინც რადგან პოზიტიური მდგომარეობაა თავისი არსით
David Monny
Existence
QUOTE(Existence @ 17th June 2015 - 12:07 PM) *
საინტერესო მოსაზრებაა ) თუმცა დუალიზმის ერთი მხარეა ალბათ მაინც რადგან პოზიტიური მდგომარეობაა თავისი არსით

ნეტარება გავს სიამოვნებას, მაგრამ არ არის ის. აი ბიბლიიდან შეგვიძლია მაგალითის აღება. ადამი და ევა ნეტარბის განცდაში იყვნენ ედემში, სანამ შეჭამდნენ აკრძალული ხის ნაყოფს.
ანუ ეს მდგომარეობა, ნეტარება, დუალიზმამდელია, ანუ სანამ იქნება სიამოვნება და ტანჯვა, მანამდელია. ანუ ის არც სიამოვნებაა და არც ტანჯვა. ის არის ეგზისტენციალიზმით გამოწვეული მოცემულობა. არსებობა არ განსხვავდება ნეტარებისგან. მაგრამ არ არსებობს არსებობის საწინააღმდეგო, ანუ მისი დუალისტური მხარე, შესაბამისად არც ნეტარების. შეიძლაბა ითქვას არსებობის საწინააღმდეგო არ არსებობააო, მაგრამ ის რაც არსებობს, იმავდროულად არც არსებობს, რადგან, რომ არსებობდეს, მეორეც იქნებოდა მისნაირი არსებობა, რომელიც იარსებებდა. ანუ ეს არის არაფერი, რომელიც არის ყველაფერი. პირდაპირი მნიშვნელობოთ, არავითაეი გადატანითი. ყველაფერი არსებობს და თან არ არსებობს. არსებობს როგორც ფორმები და სახელევი ხოლო არ არსებობს როგორც ერთი მთლიანობა. ის რაც არსებობს მთლიანია. მასში არ არის სეპარატირება. თუმცა "მე" პირველი ფიქრი თავს სეპარატირებულად აღიქვამს და სუბიექტურ ობიექტურ მიმართებაში აღიქვამს აბსოლუტურად ყველაფერს, რომ ემ ვარ აი აქ, აი ეს ვარ მე და აი ის, (სკამი, მაგიდა, შენობა, ხე, მთა, ადამიანი, ცხოველი ა.შ. ) არის სხვა.
მე ვარ სუბიექტი და დანარჩენი ყველაფერი რაც მე არ ვარ, არის ობიექტი. ასეთი აღქმის გამო იკარგება ადამიანში მთელი, მთელი ანუ რეალური რეალობა. ამიტომაც ამ "მე" ს პერსპექტივიდან ყველაფერი არის მირაჟი, ილუზორული. ეს არის დვაიტა ანუ დუალიზმი. რეალურად ამ ნეტარებას გრძნობს მე. ხოლო როცა ეს მე ქრება, მაშინ რჩება მხოლოდ ნეტარება და განსხვავება ნეტარებასა და მთელს შორის აღარ არის. მთელი არის და ეს არსებობა გვრის ნეტარებას. მას არ ჭირსება მიზეზი რომ არსებობდეს. ის უმეზო სიყვარულია. ჩვენ მიჩვეულები ვართ მიზანშედეგობრიობას და სიყვარულიც აქ ჩავსვით. ქალი იწყებს ინვესტირებას თავის სიყვარულში და ამ მიეზშედეგობრიობის მთელ არმადას, დებს კაცში, რომელიც იქნება მისი მეუღლე. ეს არ არის სიყვარული, ეს არის ქიმიური რეაქცია. უმიზეზო სიყვარული "მე" ების გარეშეა. მას თქვენ არ ჭირდებით. მას არავინ სჭირდება, რადგან არავინაა მის გარდა.
tikoroma
მე მივხვდი, რომ ყველაფერს ვუყურებ ცნობისმოყვარე თვალით. ეს დაუძლეველი ცნობისმოყვარეობაა, აუცილებლად უნდა გავიგო სიმართლე.
მაგრამ რაზეც საუბრობს ეს ხალხი, სულ სხვა რამეა. მე არ მიფიქრია - მე გავქრებოდი და იქ სხვა ვინმე გაიჩითებოდა, ღმერთის ნაწილი ან რამე. ანუ არ მეგონა, რომ მე ჩემი თავის უარყოფა მომიწევდა.
ეს უფრო მაღალი დონეა ცნობიერების. სანამ ეს სურვილი არ მომწიფდება ადამიანში, ალბატ ვერ მიაღწევს გასხივოსნებას
არადა მეგონა ამ ცხოვრებაში მოვითავებდი ამ ამბავს biggrin.gif
რა ვქნა ახლა, ჰა?
ანნა
გუშინ განვიცადე ფანტასტიური მდგაომრეობა, ეს მდგაომრეობები უფრო ხშირი და დიდხნიანია.. როცა ვცდები ჩემს სხეულს, გონებას, ტვინს და სიფართოვეში შევიგრძნობ ენერგიას, ამ ენერგიაშიაა სიყვარული, ქრება დრო და სიმშვიდე, სიხარული smile.gif
ანუ მე აღარ მაინტერესებს "ვინ ვარ", ან უნდა მოკვდე თუ ღმერთს შევუერთდე და ა.შ.. ძალიან დიდი რამეა თურმე როცა არ აფასებ და არაფერს ფიქრობ, ფიქრებისგან თავისუფლება და მხოლოდ სუნთქვის მდგაომრეობაში ყოფნა. თუმცა ალბათ ჩემი ეს პოსტი არაფერს ცვლის, სხვისი პირაიდ რეალობისთვის მხოლოდ სიტყვებია.. ყოველ შემტხვევაში შინაგანი ენერგეტიკული რეალობა რომ მთავარია ეს მაინც. არ აქვს მნIშვნელობა კიტხვებს, მთავარია გრძნობდე და ხედავდე.. მერე მოდის ბევრი ენერგია და გარე ეს რეალობაც თავისით უკეთეის ხდება. მართალია თან არც დრო არსებობს და არც არაფერი, მაგრამ სასიამოვნოა, ანუ მაინც ყოველდღიური ცხოვრების აგცნოებრიება და ცხოვრება არის ცხოვრება.. და ცოდნა და სამყაროს ხედვა მსჯელობის გარეშე ფართოვდება smile.gif
David Monny
tikoroma
QUOTE(tikoroma @ 21st June 2015 - 11:08 PM) *
მე მივხვდი, რომ ყველაფერს ვუყურებ ცნობისმოყვარე თვალით. ეს დაუძლეველი ცნობისმოყვარეობაა, აუცილებლად უნდა გავიგო სიმართლე.
მაგრამ რაზეც საუბრობს ეს ხალხი, სულ სხვა რამეა. მე არ მიფიქრია - მე გავქრებოდი და იქ სხვა ვინმე გაიჩითებოდა, ღმერთის ნაწილი ან რამე. ანუ არ მეგონა, რომ მე ჩემი თავის უარყოფა მომიწევდა.
ეს უფრო მაღალი დონეა ცნობიერების. სანამ ეს სურვილი არ მომწიფდება ადამიანში, ალბატ ვერ მიაღწევს გასხივოსნებას
არადა მეგონა ამ ცხოვრებაში მოვითავებდი ამ ამბავს 
რა ვქნა ახლა, ჰა?

"მე" ვერასდროს ვერ გასხივოსნდება. ის ვინც ცდილობს, არასდროს შეწყვეტს ცდას. ანუ ის, ვინც ცდილობს, მაშინაც ცდილობს, როცა არაფერს არ ცდილობს. ანუ როცა არაფერს ცდილობს, მაშინ ცდილობს, რომ არაფერი არ ცადოს. ეს არის პირველი ფირქრი, გონების სათავე. ბუდამ თქვა: No being has ever entered Nirvana. და არ ვიცი ეს როგორ ესმით, მაგრამ მარტივად უთქვამს. "მე" ანუ ის რაც ახლა ვართ, არის ფლუიდების დრო და დრო შეგროვება ტვინში და ელექტროობის განმუხტვა მომენტებად. ამიტომაც ის არის მირაჟი, ხოლო გასხივოსნება არის, ოდესაც ეს მე ქრება smile.gif)))
tikoroma
ამას ფსიქოლოგიურად სჭირდება ჯერ შეგუება biggrin.gif

თუ მე არ ვიქნები, რატომ უნდა მაინტერესებდეს ვინ გასხივოსნდება?
ანუ ასე გამოდის, რომ სიკვდილის შემდეგაც მე არ დავრჩები ცოცხალი?
David Monny
tikoroma
QUOTE(tikoroma @ 21st June 2015 - 11:55 PM) *
ამას ფსიქოლოგიურად სჭირდება ჯერ შეგუება  

თუ მე არ ვიქნები, რატომ უნდა მაინტერესებდეს ვინ გასხივოსნდება? 
ანუ ასე გამოდის, რომ სიკვდილის შემდეგაც მე არ დავრჩები ცოცხალი?

შეგიძლია შეეგუო smile.gif შეგიძლია არც შეეგუო, როგორც თავს კომფორტულად იგრძნობ ისე. მაგრამ საქმე იმაშია, რომ უფრო მარტივად ვთქვათ, მიპასუხე, მირაჟი არსებობს?
tikoroma
David Monny
თუკი ხედავ არსებობს
ის არსებობს იმისთვის ვინც ხედავს.
ano
ამას ისე ვდებ ჩემთვის რო არ დამავიწყდეს ყურება
ანანტას რჩევით ფილმი ძენის ოსტატი

Мастер дзен Бодхидхарма



http://sbogom.kiev.ua/master-dzen-bodxidxa...estvennyj-film/
ანნა
ano

ვუყურებ, მშვენიერი რამაა მადლობა smile.gif
tikoroma
David Monny
თუ მირაჟი ვარ საკმაოდ მყარი და ხანგრძლივი მირაჟი ვარ
არ მომწონს ასე რო ვაუფასურებთ ჩვენს რეალობას, იმას რასაც ახლა ვგრძნობთ. თუმცა უმეტესად არ მომწონს არაფერი არც გარშემო და არც საკუთარ თავში
შესაძლოა მართლა დროებითი მოვლენა ვართ, მაგრამ წარმოიდგინე რომ დახატე რაღაც, დაწერე ლექსი, ან გამოძერწე რაღაც. ის არ არის შენზე მეტი, შენ ხარ მისი სათავე და შემოქმედი, მაგრამ რომ თქვა რომ აი ეს ნახატი დროებითი რამაა და უნდა გავანადგურო - რაღაცა რ დება რა. რადგან დაიხატა, რადგან გამოვლინდა, გარკვეული მნიშვნელობაც აქვს
David Monny
tikoroma
QUOTE(tikoroma @ 22nd June 2015 - 12:19 AM) *
თუკი ხედავ არსებობს
ის არსებობს იმისთვის ვინც ხედავს.

კი, მარა მე ვამბობ, რეალურად ვისთვის და ვისთვის არა კი არა, არამედ აი იქ ნამდვილად, ანუ რეალურად არის თუ არა წყალი, ხეები, ყვავილები და ა.შ.
რათქმაუნდა არ არის ხომ. ანუ მირაჟი არ არსევოვს, ის არის მირაჟი, ეფემერა, დრობითი ვიზუალური ილუზია. აი სწორედ ასეთივე ილუზიაა "მე"ც. უკეთესი შედარება არ მომდის თავში. დანროდის ხვდები, რომ მირაჟი მირაჟია? როცა მიუახლოვდები იმის სურვილით რო დაისვენო და წყალი დალიო და რეალურად კი დაგხვდება იგივე უდაბნოს რუნები, ქვიშა, სილა და ქვა. აი, ამიტომ ვამბობ, რომ როდესაც გამოგიძიებთ "მე"ს სათავეს, ანუ მე დაბრუნდება იქ საიდანაც მოვიდა, ანუ როდესაც მიუახლოვდება მე, მეს, აი მაშინ დაინახავს, რომ მირაჟია და ანარეკლი. მაშინ განიცდის იმას რაც რეალურია და იმასაც რაც არარეალური. რომ ამბობ მოვკვდეო, რომ მოკვდე ჯერ უნდა დაიბადო, მაგრამ შენ არც დაბადებულხარ და არც მოკვდები. რომ გაქრეს ჯერ უნდა არსებობდეს, ამიტომ ვეტ გაქრება ის, რაც არ არსებობს. სხეული ფორმაა და როცა ის ქრება რჩება ის რაც სხეულამდე იყო. მაგრამ თუკი სხეულის გაქრობამდე გაქრება მე სხეულში, მაშინ სხეული გაქვს თუ არ გაქვს აღარ არის მნიშვნელოვანი. ყველა ტანჯვა ქრება და რჩება ბედნიება smile.gif
ანნა
სიკვდილი გაქრება სიკვდილამდე smile.gif აი ეს ფოტო გამოხატავს რაღაცნაირად მთელს ახლანდელ რეალობას და მომინდა დამედო.. ვისაც მსგავსი გამოცდილება აქვს გაიგებს ზუსტად.. თან მშვიდად ვარ, ყველანი ერთად ვართ და ერთიანია smile.gif

narilla
რასაც გავეცანი ინტერვიუს, მომეწონა მისი მსოფლმხედველობა, თავს ამ თავისი მსოფლმხედველობით ძალზე კომფორტულად გრძნობს, აშკარად ეტყობოდა. დადებითი ინფორმაცია მოდიოდა, კარგად გადმოსცემდა, ის თუ როგორ აყალიბებდა თავის აზრებს და იყო რამდენიმე მომენტი, როცა დავეთანხმე და გავიზიარე კიდეც.


ყოჩაღ დავით, კარგი აზრი იყო ამ ყველაფრის გაკეთება...

და თარგმანიც, მომეწონა, საბოლოო ჯამში.
ano
ბლოგზეც ავაწყვეთ სტატია ერთობლივად rolleyes.gif
ინტერვიუ
გასხივოსნებული (რეალიზებული, სატსანგი) ალექსი ნავეტნი

David Monny
I am Speechless smile.gif ♡♡♡
tikoroma
ადამიანის სხეული ერთგვარ მექანიკურ მოწყობილობას გავს, ჩართულია და მუშაობს თავისით.
ამბობდი, რომ შენ არ სუნთქავო - არც ვსუნთქავ, არც სისხლის მიმოქცევას ვაკონტროლებ და არც დანარჩენ პროცესებს. არც და ვერც biggrin.gif
გარეგანი ჩარევათი კიდე შეიძლება სხეულის მუშაობის ცვლილებები, არევა, გამოსწორება და ა.შ.
თუ ამბობ რომ არის "ნამდვილი მე" - ვინც სუნთქავს, ე.ი. ის გამოდის სხეულის მექანიზმის ამმუშავებელიც, ის მართავს დანარჩენ პროცესებსაც?
ცოტა ავირიე

მეს გაცნობით შესაძლებელი ხდება საკუთარი სხეულის მართვა?
და მეს გაქრობით - სულერთი ხდება სხეულის მდგომარეობა და სხვა ინტერესებზე გავდივართ biggrin.gif
David Monny
tikoroma
QUOTE(tikoroma @ 23rd June 2015 - 07:08 PM) *
თუ ამბობ რომ არის "ნამდვილი მე" - ვინც სუნთქავს, ე.ი. ის გამოდის სხეულის მექანიზმის ამმუშავებელიც, ის მართავს დანარჩენ პროცესებსაც? 
ცოტა ავირიე

მეს გაცნობით შესაძლებელი ხდება საკუთარი სხეულის მართვა?
და მეს გაქრობით - სულერთი ხდება სხეულის მდგომარეობა და სხვა ინტერესებზე გავდივართ 

კი. "მე" ანუ პირვრლი ფიქრი,
მართავს სხეულის ყველა ფუნქციას, მაგრამ მე არის ცნობიერების ანარეკლი, ხოლო ცნობიერებაც არის თვითონ არარის ანარეკლი.
შეგრძნება არ გაქვს რომ შენ მართავ, ანუ ზუსტად ეს ავტორობის შეგრძნ3ბა ქრება. ანუ ის იმართება თავისით. შენი სხეულში უბრალოდ ყოფნა მართავს მას. ანუ ზედმეტად რაღაცეების კონტროლი არ არის საჭირო. ცნობიერებას ვექტორი არ გააჩნია, როგორც ეს გონებას გააჩნია. ამიტომაც გონება ერთი მიმართულებით მართავს ხოლმე, ხოლო ცნობიეტება ყველა მიმართულებით. ცნობიერება შეგვიძლია შევადაროთ ღმერთის ძეს, ხოლო არარა კი მამას. მხოლოდ ის ვინც იხილა ძე, მან იხილა მამა, რადგან მისი ანარეკლია, ხოლო ძის გარეშე, ანუ ცნობიერების გარეშე, არარას განცდა შეუძლებელია. ის არსებობს, მაგრამ საკუთარრი არსებობის არსებობა არ იცის. მხოლოდ ლოკალიზებოთ ან ცნობიერად გახსომით აღიქვამს საკუთარ თავს.
"მე"-ს გაქრობით, ქრება მფლობელი, ავტორი ყველაფრის. რჩბა ინსტიქტები, აი მაგ: სახელს რომ დაგიძახებენ გახედაავ. ნემსი რო შეგერჭობა ხელს აარიდებ. აი ეს რჩება, ხოლო ის რომ "მე" იყო თავისი თავის პატრონი და ამავდროულად იჰო არ იყო სრულყოფილი და მას მთელი ცხოვრება სწრაფვა უნდა ქონოდა სრულყოფისკენ რომ მაძებრიდან გჰასხივოსნებაში გადასულიყო, აი ეს განცდა ქრება. უკვე არის სრულყოფილეება. ის რაც სრულყოფილი არ არის, ვერასდროგახდება სრულყოფილი. მხოლოდ ის, რაც სრულყოფილია, სრულყოფილია ახლა, უკვე. ეს შეგრძნება, რომ უნდა დაგეგეგმა ცხოვრება უკეთესობისკენ, შეგეცვაალა სამყარო, ქრება, რადგან ხედავ, რომ ცხოვრება უკვე არის უკეთესი და ის ყოველ წამს იცვლება, ის უკვე სულყოფილია, არაფრის შეცვლის სურვილი არ გიჩნდება. ადრე თუ ამა თუნიმ სურვილის აკმაყოფილებას დასდევდი, ახლა არც ცდილობ რაიმე სურრვილი იქონიო მიზნად, ის მოდის მიდის და შენ სულ მყუდროობის და სიამოვნების განცდა გაქვს
This is a "lo-fi" version of our main content. To view the full version with more information, formatting and images, please click here.
Invision Power Board © 2001-2024 Invision Power Services, Inc.