Help - Search - Members - Calendar
Full Version: სამადჰი [2]
ეზოთერიული ცოდნის ფორუმი > ძირითადი განყოფილება > ეზოთერული განყოფილება
Pages: 1, 2, 3, 4
tikoroma
თუ შეგრძნების დონეზე აღიქმება გასხივოსნება, აზრი არ აქვს ამ კითხვებს
იგივეა კბილატკიებულ კაცს ჩავაცივდე, მითხარი რა არის კბილის ტკივილი-მეთქი smile.gif
old_man
ვერ დაგეთანხმები თიკორომა... ამ სფეროში ჩართულ ადამიანს ჰგონია სხვადასხვა გამოცდილებები, შეიძლება ის არა, რაზეცაა საუბარი, მაგრამ ამას დამატებული სხვების მიერ გადმოცემული გამოცდილება, რაღაც წაკითხული და ნაფიქრი, გადახარშული ჯამში მიგაახლოებს იმის გაგებას, თუნდაც არ გქონდეს გამოცდილი...
David Monny
tikoroma
QUOTE(tikoroma @ 11th June 2015 - 03:13 PM) *
ეჰ... ამას ფსიქოლოგიც გვეტყოდა 

ამას რას? რამე საერთო აზრი გამოიტანე? smile.gif ის რომ გასხივოსნება ინფორმაცია არ არის წს ხომ ფაქტია. ინფორმაცია რო იყოს, შეხვიდოდი ინტერნეტში და გასხიცოსნდებოდი. არცერთ ფსიგოლოგთან არ მქონია მსგავსი საუბარი. და საერთოდ აღარაფრის მომცემია ჩემთვის ფსიქოლოგის ლაი ლაი. ადრე გადატრიალებული მქონდა ფსიქოლოგია ფროიდიდან დაწყებული მამარდაშვილით დამთავრრბული, მაგრამ არაფერი. ისე ჩემთვის მმარდაშვილი უფრო მნიშვნელოვან დასკვნებს აკეთებდა.
კითხვა რო ჩნდება, მას აქვს სათავე და ეს სათავე არის ფიქრი "მე". ყველა კითხვა ამ ფიქრიდან მოდის და წესით მასვე უნდა დაუბრუნდეს. მე როგორც გავიგე ამას ამბობდა გეგამი
David Monny
რომელ ფსიქოლოგს უთქვია შენთვის, რომ მთავარია ის გააცნობიერო, რომ მარადიული ხარო? ჩემთვის არცერთს და შენი არ ვიცი
tikoroma
David Monny
მღვდელს ხომ უთქვამს? ;დ რამე განსხვავებული თქვა, რასაც რელიგიაში არ ამბობენ?
tikoroma
ცოდნის მიღება (იგივე ინფორმაციაა ალბათ)
ცოდნა ჰქონდათ იესოს, ქრისტეს, ბუდას, ოშოს

მე არ მაქვს ამ კაცის საწინააღმდეგო არაფერი. უბრალოდ, უფრო რთული მგონია ეს პროცესი. ღმერთთან ერთიანობა მგონია. ქრისტე ამბობდა მე და მამა ერთი ვართო... ამის ცოდნა და შეგრძნება...
მე ვიცი რომ მარადიული ვარ. და ისიც ვიცი რა ნაწილია ჩემში დროებითი, წარმავალი
David Monny
tikoroma
QUOTE(tikoroma @ 11th June 2015 - 04:05 PM) *
რამე განსხვავებული თქვა, რასაც რელიგიაში არ ამბობენ?

ჩემს მამაოს არასდროს უთქვამს, რომ მატერიალური სამყარო ღმერთის ნაწილია. მათი აზრით, ღმერთი არის ზეცაში და მატერიალური სამყარო არის ღმერთის ქმნილება, რომელიც განადგურდება ქრისტეს მეორედ მოსვლისას. ადამიანი და მისი სული არ არის ღმერთის სული და სხეული. ადამიანის სულიც და სხეულიც ღმერთის ქმნილებაა. ღმერთს ყავს მხოლოდ ერთი ძე, იესო. ისლამის შემთხვევაში საერთოდ არ ყავს არც ძე და არც ასული.
გეგამმა კი თქვა, რომ მატერიალური სამყარო, არის ღმერთის გამოვლინება და არა ქმნილება. და ყველა ადამიანში ზუსტად ის ღმერთია, რაც არის საერთოდ ღმერთი და არა ღმერთის მიერ შექმნილი სული
tikoroma

ციტატა(*ANO* @ 11th June 2015 - 08:15 AM) *
რა სჭიროა მატერიალური სამყარო? იმისათვის რომ გამოავლინო შენი თავი, იცოდე რომ ხარ, სხვაგვარად არ გეცოდინება რომ არსებობ, იგივეა მსახიობი უსცენოდ, ამ როლის ტამაშით ვიცით ჩვენ რომ ვარსებობთ სხვაგვარად არ გვეცოდინებოდა.

როლი და თამაში სცენაზე biggrin.gif
ეს გჯერათ, ვიცი.
მაგრამ არ მგონია სოწრი.
სწორი არაა მაგრამ ფაქტია?
ნწ. ღმერთი თუა სწორიც უნდა იყოს, მართალი თავისთავთან და ჩვენთანაც
tikoroma
David Monny
მამაო არ ვიცი მე ;დ არასდროს მყოლია
რელიგია მამაო არ არის მხოლოდ.
ახალ აღთქმაში წერია ეგენი
tikoroma
ციტატა(David Monny @ 11th June 2015 - 03:11 PM) *
და ყველა ადამიანში ზუსტად ის ღმერთია, რაც არის საერთოდ ღმერთი და არა ღმერთის მიერ შექმნილი სული

ამ შემთხვევაში მე ვთავისუფლდები ცოდვებისგან. მეც და სტალინიც, აცხონოს ღმერთმა. მადლობა ორივეს სახელით. განსაკუთრებული მადლობა ჩემგან. ახლა თავისუფალი ვარ l_sunny.gif
ano
ჩემი აზრით ურთულესი საკითხი უმარტივესად გადმოსცა, რატო უნდა გავირთულოთ ძალით,
რა სირთულეები გვაკლდა? ისედაც ტვინი გვაქვს უკვე გაბურღული, კიდევ რატო ვიბურღოთ?
პრინციპში მე მაინც სულ ვიბურღავ ტვინს laugh.gif
მაგრამ ამ ადამიანმა დამეხმარა რომ ჩემი ხასიათი შევარბილო, სხვა თვალით შევხედო და არ გავაბუქო ხოლმე ჩემებურად.

კითხვა მაქვს კიდე.
არ ვარ მონათლული, და მაგითი რამე დაშავდება? რომ არ მოვინათლო, ან რომ მოვინათლო მოვალეობის მოხდის მიზნით ოღონდ
არა აქვს მნიშვნელობა აღმსარებლობას სიტყვაზე რომელიმეს ავირჩევ და მოვინათლები, ანუ შეიძლება მომიწიოს პირადი მიზეზის გამო, მაგრამ არა იმიტომ რომ მიმდევარი გავხდე.

ან მონათვლა რა არის ან არ მონათვლა?



David Monny
ano
QUOTE(*ANO* @ 11th June 2015 - 04:48 PM) *
ან მონათვლა რა არის ან არ მონათვლა? 


ვკითხავ დღეს 7 ის ნახევარზე ვიწყებ ინტერვიუს.
თიკო რომა. ავიღოთ ტერორისტი და შენ. შენ კეთილი ხარ ის კი ბოროტი, მაგრამ შუაში არის ქრისტე. ქრისტეს გვერძე გმჯვარს იყო გაკრული მკვლელი, რომელმაც 40 ადამიანი მოკლა. მას ქრისტემ უთხრა ჭეშმარიტად გეუბნები, დღესვე აჩემთან ერთად მოხვდები სამოთხეში.
ანუ ღმერთმა ბოროტი სამოთხეში წაიყვანა, რატო იმიტო რო ღმერთი შეიცნო და აღიარა მისი არსებობა. ხოდა ეგაა მთავარი. მოძალადე ისევ ძალადობდეს, წურდი ისევ იპარავდეს, პატიოსანი ისევ პატიოსნობდეს ჩემს მეორედ მოსვლამდეო.
შენ რა გინდა? ანუ რა არის შენი მიზანი? ის რომ მკვლელები დაიჭირო და გაჭირვებულებს დაეხმარო? მკვლელებს ისედაც იჭერს პოლიცია და გაჭირვებულებს ეხმარება ეკლესია. შენ რა გინდა? მე არ მესმის, თუ რამე გინდა რატომ არ აკეთებ?
tikoroma
არ ვიცი რა მინდა ;დ
David Monny
tikoroma
QUOTE(tikoroma @ 11th June 2015 - 05:11 PM) *
არ ვიცი რა მინდა ;დ

გამორიცხულია. რაღაც გინდა. ყველას უნდა რაღაც. აი ძაან უნდა. ხოდა სანამ იმას არ გააკეთებ რაც გინდა. ეს დაძაბულობა ტვინში სულ იქნება, ნებისმიერი თემის განხილვისას, ნებისმიერი საქმის კეთებისას. სურვილი არის სიხარულის ხსოვნა. არავის უნდა ცუდი რამუს განცდა. შენც რაღაც კარგი გინდანაქედან გამომდინარე, ამიტომ დაუკვირდი, დააკვირდი რა გინდა და ვის უნდა ეს რაღაც შენში. მე ასე მივაგენი "მეს". ვეკითხებოდი ყველა ფიქრს, აი შენ ახლა ვისთვის არსებობ? ანუ რატომ გფიქრობ ახლა? და ასე მივყევი ბოლომდე. გატრიალებს როგორც ბზრიალა, ხელიდან გისხლტება როგორც თევზი. ქრება როგორც ღრუბელი, ერთი ფიწრიდან მეორეში გადადის როგორც ქამელეონი იცვლის ფერს ასე.
ბრენთან მივიდა ორი კაცი და ეკითხებიან. ხეზე ყვითელუ ცხოველი დავინახეო და ეს კაცი რატომ არ მეთანხმებაო ჩემთან ერთად იყოო. მეორემ უთხრა, მეც იწ ვიყავი მაგრამ იგივე ცხოველი მწვანე იყოო. იტყუება ესო. ბრძენმა უთხრა, ორივენი მართლები ხართო, რადგან მაგ ცხოველს ქამელეონი ქვია და ფერებს იცვლისო. ამიტომაც ნებისმოერი ცოდნა ფერს იცვლის გარდა მუდმივი ცოდნისა. მუდმივი ცოდნა და მუდმივი განცდა იმისა რომ შენ მარადიული ხარ
Existence
ესეთი კითხვა მაქვს

თუ გასხივოსნება მიღმაა კარგი შეგრძნებებისა და ცუდი შეგრძნებების დონეზე ანუ დუალობაზე და აშ,
მაშინ რატო ხსნიან გასხივოსნებული ტიპები საკუთარ ისქფირიენსს პოზიტიური ტერმინებით ? მაგალითად ნეტარება, სიხარული, ,,ბლისი '' და არა ვთქვათ მწუხარება და აშ ..... სხვა ნეგატიური ტერმინები smile.gif)

ანუ გამოდის რომ როდესაც აღმოჩნდები საკუთარ ცენტრში აღმოაჩენ უპირობო უმიზეზო ბედნიერებას და არამც და არა უპირობო და უმეზეზო უბედურებას ხო ? smile.gif) ეს უკვე დუალობიდან ერთისკენ გადახრაა არაა ?
tikoroma
David Monny
ციტატა(David Monny @ 11th June 2015 - 04:09 PM) *
მოძალადე ისევ ძალადობდეს, წურდი ისევ იპარავდეს, პატიოსანი ისევ პატიოსნობდეს ჩემს მეორედ მოსვლამდეო.

ამის მერე იწყება მუდმივი ნეტარება და მუდმივი ტანჯვა - მეორედ მოსვლის შემდეგ.
თუ ქრისტიანულ სწავლებას გავყვებით - ცოდვილები დაიტანჯებიან სამუდამოდ. და ვინაა ცოდვილი? მე ხო არ ვწყვეტ არაფერს, ჩემი ფიქრი ჩემი არაა, ღმერთის ფიქრია... მაშინ ვინ გასამართლდება სამსჯავროზე? თავის თავს ასამართლებს?

ქრისტეს არ უთქვამს მოსწავლეებისთვის - ღმერთები ხართო. ამბობდა - მე ვარო, მე და მამა ერთი ვართო, ვინც მე მიხილა, მამაც იხილაო... გამოდის განსაკუთრებული იყო ხო?
არ უთქვამს აცადეთ ხალხს, რაც უნდათ ის სწამდეთო. წადით და ასწავლეთ ყველასო. სანამ მოციქულებად წავიდოდნენ, უფლის სული წმინდა გადმოვიდა ქრისტეს მოწაფეებზეც, იმ ქვეყნის ენები შეისწავლეს, სადაც უნდა ექადაგათ და გულის ხედვაც გაეხსნათ - ცოდნა მიიღეს, რაც უნდა ექადაგათ. გამოდის გასხივოსდნენ? თუ არა? ისინი არ ასწავლიდნენ ჩვენში ღმერთის სულიაო. ქრისტეს აყენებდნენ წინ - მასში იყოო.

სხვადასხვა სწავლებაა, წინააღმდეგობაში მოდის ერთმანეთთან.
კი ამბობს ქრისტიანობა ღმერთის სული გვაქვს ადამიანებსო, ადამის თიხის სხეულს თავისი სული შთაბერა. ეს მართალია, მაგრამ მაინც ქმნილებად აღიქვამს ადამიანს. ეს მერე უერთდები ღმერთს თუ განიწმინდები, სრულყოფილებას მიაღწევ. - თქვენ ამბობთ არაფერი არ უნდა აკთოთ ამისთვისო, ისედაც ღმერთის ნაწილი ხარო.

David Monny
Existence
QUOTE(Existence @ 11th June 2015 - 06:42 PM) *
 რატო ხსნიან გასხივოსნებული ტიპები საკუთარ ისქფირიენსს პოზიტიური ტერმინებით ? მაგალითად ნეტარება, სიხარული, ,,ბლისი '' და არა ვთქვათ მწუხარება და აშ ..... სხვა ნეგატიური ტერმინები ) 

ანუ გამოდის რომ როდესაც აღმოჩნდები საკუთარ ცენტრში აღმოაჩენ უპირობო უმიზეზო ბედნიერებას და არამც და არა უპირობო და უმეზეზო უბედურებას ხო ? ) ეს უკვე დუალობიდან ერთისკენ გადახრაა არაა ?

კი. თიკორომას ვწერდი, რატომღაც ყველას უნდა გათავისუფლდეს ნეგატიური, მეოციების, ფიქრების, წარმოდგენებისგან. რამდენი ადამიანი მინახავს, ვინც მედიტირებს, რომ ნეგატიური განწყობა მოიშორის. მერე ვკითხე ჩემს თავს: რატომ არავის უნდა პოზიტიური განწყობისგან გათავისუფლება, როცა ადამიანი სიამოვნების განცდის პროცესშია, არ აქვს მნიშვნრლობა მეგობრებთან ერთად ფართიზე, მანქანა აჩუქეს, შვილი შეეძინა, დოქტორის ხარისხი მიანიჭეს, ფარდობითობის თეორია შექმნა, ან ვთქვათ განოცდის სიამოვნების უმაღლეს მდგომარეობას, ექსტაზის პიკს, ორგაზმს, არ აქვს მნიშვნელობა რა სიამოვნებას განიცდის, ამ დროს, არავის არაფერი არ აინტერესებს, მართლაც პა ბარაბანუო რო იტყვიან, ამ დროს ადამიანი კეთილია, გასცემს სიყვარულს, პოზიტიურ განწყობას და ა.შ. მაგრამ არავის არავითარი კითხვა არ უჩნდება.
ამან დამაინტერესა რატომ ხდება ასე? და შემდეგ წავიკითხე სხვადასხვა რელიგიებიდან და ყველაზე მეტად ვედებშია აღწერილი ეს, ასევე ბიბლიაშიც, რომ როდესაც ადამიანი ღმერთთანაა, ის განიცდის უმიზეზო, სპონტანურ ნეტარებას. ბჰაგავად გიტაში წერია, რომ მეტიც, ადამიანის "მე" ღმერთი და ნეტარება ტავად, ერთი და იგივე რამაა. ანუ ღმერთი კი არ განიცდის ნეტარებას, არამედ თავად არის განუწყვეტელუ ნეტარების პროცესი. და ეს ნეტარების პროცესი მოგვრილია არსებობისგან. არსებობა თავად არის ნეტარება. ნეტარება, რწალობა, აბსოლუტი, ღმერთი ეს ერთი და იგივე რამეებია. ანუ ადამიანის ბუნებაა სიამოვნების განცდა. როგორც რკინის ბუნებაა ჟანგვა, ხის ბუნება ფოთლების გამოღება, ფოთლევის ბუნება ფოტოსინთეზე, ასევე ადამიანის ბუნებაა განცხრომა, ნეტარება. ამიტომ ბჰაგავად გიტაში კრშნას ეწოდება უზენაესი განმცხრომელი. ქრისტიანობაში ღმერთის სუფრვა არის მისი ნეტარების აღმნიშვნელი. ტერმინები, ნეტარე ავგუსტინე, ნეტარი საბა და ა.შ.

ამ კითხვას დღეს დავუსვამ ალეკსეის
tikoroma
კარგი შეკითხვაა
David Monny
tikoroma
არის სწავლება რაშიც ადვაიტა და ქრისტიანობა ერღდება და სეის სწავლება სადაც არ ემთხვევა. დაჟე ბუდიზმშიც არის ჯოჯოხეთი. ნირვანა და ჯოჯოხეთი. ადვაიტაში არ არსებობს ადგილი ჯოჯოხეთი. ქრისტე ამბობდა ან სამოთხეო ან ჯოჯოხეთიო. აქ ეს სწავლებები ეწინააღმდეგება ერთმანეთს. ქრისტიანობას 2 მილიაედი მიმდევარი ყავს. ბუდიზმს რამოდენიმე ათეული მილიონი. ისლამს რამოდენიმე ასეული მილიონი. ინდუიზმს ასევე ასეულობით მილიონი. ადვაიტა როგორც რელიგია არ არსებობს ამიტომ მისი გამზიარებელი შეიძლება რამოდენიმე მილიონი იყოს. რა ვქნათ ახლა? რა პრინციპით ავირჩიო ჩემი რწმენა?
David Monny
tikoroma
არის სწავლება რაშიც ადვაიტა და ქრისტიანობა ერღდება და სეის სწავლება სადაც არ ემთხვევა. დაჟე ბუდიზმშიც არის ჯოჯოხეთი. ნირვანა და ჯოჯოხეთი. ადვაიტაში არ არსებობს ადგილი ჯოჯოხეთი. ქრისტე ამბობდა ან სამოთხეო ან ჯოჯოხეთიო. აქ ეს სწავლებები ეწინააღმდეგება ერთმანეთს. ქრისტიანობას 2 მილიაედი მიმდევარი ყავს. ბუდიზმს რამოდენიმე ათეული მილიონი. ისლამს რამოდენიმე ასეული მილიონი. ინდუიზმს ასევე ასეულობით მილიონი. ადვაიტა როგორც რელიგია არ არსებობს ამიტომ მისი გამზიარებელი შეიძლება რამოდენიმე მილიონი იყოს. რა ვქნათ ახლა? რა პრინციპით ავირჩიო ჩემი რწმენა? Existence
Existence
QUOTE(Existence @ 11th June 2015 - 06:42 PM) *
 ? ) ეს უკვე დუალობიდან ერთისკენ გადახრაა არაა ?

ადვაიტა ნიშნავს "არა ორს" ანუ ინგლისურად ასე ჟღერს "Non-Duality"
მისი ომონიმია დვაიტა ანუ დუალიზმი. ეს სწავლება არის ადვაიტა და არა დვაიტა.
tikoroma
David Monny
ციტატა(David Monny @ 11th June 2015 - 06:24 PM) *
რა ვქნათ ახლა? რა პრინციპით ავირჩიო ჩემი

არჩევანში არაა საქმე. მეც შემიძლია ავირჩიო და შენც. მე ავირჩევ იმას, რასაც უკეთ გავიგებ და მისაღები იქნება. ეს არ ნიშნავს რომ ჭეშმარიტებას ავირჩევ, რომ ჩემი არჩევანი სწორია.
უნდა არსებობდეს რაღაც ცალკე მდგომი ჭეშმარიტება, რაც ყველასთვის ჭეშმარიტება იქნება და ნამდვილი იქნება.
David Monny
tikoroma
QUOTE(tikoroma @ 11th June 2015 - 08:02 PM) *
უნდა არსებობდეს რაღაც ცალკე მდგომი ჭეშმარიტება, რაც ყველასთვის ჭეშმარიტება იქნება და ნამდვილი იქნება.


ყველა რელიგია ერთმანეთს გამორიცხავს. თუ გწამს ქრისტე, არ გწამს, ალაჰი, ბუდა, კრიშნა, დაო. თუ გწამს ბუდა, არ გწამს კრიშნა, ქრისტე, ალლაჰი ა.შ. რომელი რელიგიაა ჭეშმარიტი. მე 100% დარწმუნებული ვარ, რომ რეალობა ანუ ჭეშმარიტება ერთია. აი ამას ვეძებ მე
tikoroma
David Monny
ციტატა(David Monny @ 11th June 2015 - 07:07 PM) *
მე 100% დარწმუნებული ვარ, რომ რეალობა ანუ ჭეშმარიტება ერთია. აი ამას ვეძებ მე

ამაზე შევთანხმდით smile.gif

ხომ ამბობ რომ მე არ ვფიქრობ, ღმერთის ნაწილია ჩემში და ის ფიქრობს. მაშინ რატომ ფიქრობს ის ბოროტ რამეებს? არ ვგულისხმობს გაბრაზებას და გაღიზიანებას, ცოდვის ჩადენას. სრულიად დამოუკიდებლად გამჩენია ბოროტული ფიქრები. და კიდევ, რატომ არ იცის მან ყველაფერი?
იცის და ვერ აღწევს ჩემამდე?
იცვლება როცა ადამიანში შემოდის?
არ არის უპირობოდ კეთილი, ავლენს იმას რაც უნდა ან საჭიროდ თვლის - ბოროტს, კეთილს, ნათელს, ბნელს...
არის თუ არა ის კეთილი, წმინდა, ისეთი როგორც ჩვენ გვესმის ამ სიტყვების მნიშვნელობა?
ეს ჰკითხე
David Monny
tikoroma
ვკითხავ. ველოდები 10 წითში უნდა შემოვიდეს სკაიპში
tikoroma
David Monny
l_sunny.gif
გმადლობთ შენც და ანოსაც თარგმანისთვის
ტიტრები დავადე იუთუბზე, მაგრამ უაზრობებს წერდა ;დ ასე რომ დამეხმარნენ ანო და ტდ
tikoroma
რა არის სამადჰი?
http://www.self-discovery.ge/samadhi

ichi
QUOTE(David Monny @ 11th June 2015 - 06:15 PM) *
როდესაც ადამიანი ღმერთთანაა, ის განიცდის უმიზეზო, სპონტანურ ნეტარებას. ბჰაგავად გიტაში წერია, რომ მეტიც, ადამიანის "მე" ღმერთი და ნეტარება ტავად, ერთი და იგივე რამაა. ანუ ღმერთი კი არ განიცდის ნეტარებას, არამედ თავად არის განუწყვეტელუ ნეტარების პროცესი. და ეს ნეტარების პროცესი მოგვრილია არსებობისგან. არსებობა თავად არის ნეტარება. ნეტარება, რწალობა, აბსოლუტი, ღმერთი ეს ერთი და იგივე რამეებია. ანუ ადამიანის ბუნებაა სიამოვნების განცდა

შრომაზე რას ფიქრობთ? მე მოვისმინე მოსაზრება, სადაც ამბობენ რომ შრომა არა კეთილშობილი საქმეა არამედ წყევლის შედეგი, ანუ ადამი და ევა არ შრომობდნენ ლუკმის მოსაპოვებლად, პირიქით განცხრომაში იყვნენ და ტკბებოდნენ ყველაფრით, აი როდესაც გამოაგდო ედემიდან უთხრა ღმერთმა თქვენი ოფლითა და წვალებით მოიპოვეთ პური თქვენიო, მანამდე თითსაც არ აქანებდნენ ლუკმა პურის კიარა აბსოლუტურად ყველაფრის მოსაპოვებლად. მართლაც რაში სჭირდება ღმერთს ჩვენი დათესილი პური და კარტოფილი, რადგან მისთვის არაფერია უსასრულო სანოვაგის შექმნა.
David Monny
ichi
QUOTE(blue_velvet @ 11th June 2015 - 10:55 PM) *
შრომაზე რას ფიქრობთ?

ზუსტად იგივეს რაც ახლა დაწერე. ცოდვა გვაძულებს შრომას, ჩვენი სურვილები გვაიძულებს შრომას. ისე კი შეიძლება კაცმა იშრომოს, მაგრამ არა იმიტომ, რომ თავისი სურვილები დაიკმაყოფილოს, არამედ როცა ღმერთი შრომობს მისი ხელებით. რასაც აკეთებდა ქრისტე. ის თაის მოქმედებბებს ღმერთის საქმეს ეძახდა. ის ამბობდა თუ ჩემ სიტყვებს არ ერწმუნებით ჩემი საქმეები ნახეთო. საქმე შრომაა.
David Monny
tikoroma
QUOTE(tikoroma @ 11th June 2015 - 08:21 PM) *
გმადლობთ შენც და ანოსაც თარგმანისთვის
ტიტრები დავადე იუთუბზე, მაგრამ უაზრობებს წერდა ;დ ასე რომ დამეხმარნენ ანო და ტდ


მოვრჩი ინტერვიუს. 2 ნაწილია. თითო ნაწილი 40 წუთზე მეტია. ANANtA ალეკსეი ქვია. ყველა კითხვა დავსვი ისევ თანმიმდევრულად. თუ ვინმე გყავთ ვინც რუსული იცის გადაათარგნინეთ, რადგან კონტექსტების გაგება ისე რთული იქნება.
ახლა ვტვირთავ დაჭირდება ერთი საათი პირველ ნაწილს, მეორეს მეტი. ჯერ დავდებ პირველ ნაწილს.
ბოლოს, ანუ მეორე ნაწილის ბოლოს, გაურკვეველი მიზეზებს გამო, ჩემმა მობილურმა, რომელითაც ვიღებდი ვიდეოს, 2 ფოტო გადაიღო. და როცა ფოტოს იღებს ვიდეოს გადაღება ითიშება. არ ვიცი რატო გადაიღო ეს 2 ფოტო, მაგრამ ბოლო 5 წუთი არ ჩაიწერა.
ichi
https://www.youtube.com/watch?v=Rk_sAHh9s08
თემას უხდება ეს სიმღერა და ტექსტიც.
tikoroma
David Monny
შენმა ტელეფონმა ჩათვალა, რომ ასე იყო საჭირო biggrin.gif
ანნა
მე ყოველდღიურ სიტუაციებში სულ რომ ვგღრნობ ბექრაუნდად სიმშვიდეს და ბედნიერებას ეგ მომწონს. გარშემო თუ შიგნიდან თუ შინაგანი ანარეკლია გარეთ, ანუ ემოციები შეიძლება იცვლებოდეს და ფიქრები მოდიოდ მიდოდნენ უკვალოდ, მაგრამ შინაგანი ღრმა მე სულ კარგადაა და მე ამ მეს გაძლიერება მინდა. ჰმმმ..
როგორც დღესაც დავაკვირდი ნებისმერი ფიქრი, თუნდაც სხვა ადამიანზე მოდის წარსულის მეხსიერებაზე ემოციური მიჯაჭვულობისგან ან ალტერნატიული მომავლის, ანუ ვინმე გახსენდება ან გეფირება ან წარსულის ან მომავალის გამო. და ეს მუდამ ილუზიაა. ტელეპატიურ სულიერ კავშირს როცა გრძნობ ამ დროს არც წარსულია, არც მომავალია უბრალოდ გრძნობ იმ სხვას რაღაც სიკვდილის მიღმა smile.gif

ხო და მე ისევ არ მაქვს კიტხვა, მხოლოდ რამე ყოველდღიური პრაქტიკა მინდა, ეგ ვიღაც მასწავლის? ის რაც სულ მაქვს, ანუ არ მავიწყდება ვინ ვარ.. მაგრამ გაძლიერება მინდა მაგის ყოველდღიურ ყველანაირ სიტუაციებში. ყოველდღიურობის ყოველი მომენტის გაცნობიერება არის კარგი პარქტიკა, მაგრამ რაღაც კიდევ მინდა smile.gif
David Monny
ანნა
QUOTE(ანნა @ 12th June 2015 - 03:47 AM) *
ყოველდღიურობის ყოველი მომენტის გაცნობიერება არის კარგი პარქტიკა, მაგრამ რაღაც კიდევ მინდა ნეტა ვინმე თუ ამსწავლის

მე გირჩევდი არ გააძლიერო ეგ. ეგ ისევ გონებაა შენიღბული. როგორც ქრისტე ამბობს მგლები ცხვრის ტყავში. მოდის როგორც ცხვარი, წყნარი და მშვიდი, მაგრამ შიგნით მგელია. გონება, თავისი ხელსაწყოებით და ინსტრუმენტებით.
ახლა ვდებ ინტერვიუს. საქმე იმაშია, რომ ახალა ვინც შენში ამბობს, რომ კიდევ რაღაცა უნდა, ისე ეგ არის იმ სიმშვიდის მომტანიც და სწორედ ეგ არის შესაწირავი მსხვერპლიც. მე ახლა მივხვდი რა არის მსხვერპლშეწირვა. ღმერთი ამბობს რომ ყარს თქვენი სურნელოვანი დასაწველი ჩემს წინაშე და თქვენ საკლავს აღარ მივიღებ. ქრისტემ თქვა, მე ვარ უკანასკნელი მსხვერპლშეწირვა და დღესაც 2000 წლის მერე ცხვრებს და მოზვრებს კლავენ ეკლესიებთან ახლოს ქრისტეს სახელით. ამას ქვია (გუნა) უგუნურება. ignorance.
ჭეშმარიტი მსხვერპლშეწირვა არის ის ვინც ღმერთს ეძებს რო შეეწირება ღმერთს. ანუ გონება, რომლიც ეძებს ეწირება მსხვერპლად.
David Monny
ინტერვიუ Ananta_სთან. 11.06.2015

კითხვები იგივეა რაც Gegam_თან იყო, იგივე თანმიმდევრობით. ბოლოს კი დავუსვი ჩემი კითხვებიც. კონტექსტის მეტად გასაგებად თუ ვინმეს დაიხმართ რუსულის გადასათარგმნად, უკეთესი იქნება; ვისაც არ ჭირდება რა თქმა უნდა პირდაპირ გაიგებს

პირველი ნაწილი




მეორე ნაწილი

ანნა
David Monny

biggrin.gif biggrin.gif

მე ქრისტეს სიტყვებიდა სწავლება სულ სხვანაირად მესმის, "უნდა მოკვდე რომ დაიბადო", და უნდა მოკვდეს ეგო და ტრანსფორმირდეს ტვინი, სული რომელიც ისედაც არის იბადება ამ რეალობაში.. ხო და შენი მეთოდი არ მომწონს მე ჩემი თტავისთვის. ანუ დაკიდება ყოველდღიურობის, ჩემთვის ეგ ერთ ადგილზე გაჩერებაა და ცხოვრებას არ ცვლის და ვერც რეალურ შედეგს ვხედავ რა ნაბიჯი გადავდგი,
შენ თტეორიებს არ აქვს მნიშვნელობა, ჩემზე კარგად შენ არ იცი ჩემი ცხოვრება და არც რეალობა. (ეს არ გეწყინოს, უბრალოდ გაიაზრე რო მე სხვა რეალობა მაქვს და წლების გამოცდილება და პრაქტიკა და ცოდნად და სხვა მიზნები)

ხო და მოკლედ, მე ეგ პრაქტიკა მაინტერესებს
კითხე ეგ ჩემგან:
ყოველდღიურ პრაქტიკაში რა შეიძლება აკეთოს ადამიანმა, ნებისმერ სიტუაციაში რომ უფრო განთავისუფლდეს ილუზიისგან და იყოს მუდამ ცნობიერეად
ვიცი რომ არსებობს რაღაც, ისე არ მოვძებნიდი.
ano
თიკო.
რა არის გასხივოსნება?
ეს ბევრს სხვანაირად ესმის, პირველ რიგში ეს არის გონების სიმშვიდე. როდესაც არ შეუძლია არაბაირი აზრის გამოთქმა, ამას ქვია აბსოლუტურად ცარიელი გონება, და ამასთანავე აბსოლუტური ჰარმონია
როგორ მივაღწიოთ გასხივოსნებას?
_ეს ასე იოლად არ მიიღწევა, ჩვეულებრივ ცხოვრებაში როდესაც ადამიანს რაღაცას მიარწიოს, აქ ეს არ არის საერთოდ მისაღები, პირიქით მას ვისაც უნდა მიღწევა რაღაცის, სწორედ ის უნდა შესწირო, ის ვისაც უნდა რაღაცის მიღწევა ეს არის გონება, ის რაც ადამიანს თავისი თავი ჰგონია, მაგრამ რაც სინამდვილეში არის ის ყოველთვის არის, ეს არის აბსოლიტური სიყვარული
_რა დაემართება ადამიანს თუ ვერ მიაღწია გასხივოსნებას?
_ყველა ფიქრები და ოცნებებირომელიც აქვს, მოკლედ დედამიწა არის დიდი მაგნიტი, ჩვენი ფიქრები და ოცნებები რკინის პატარა ნამცეცები, ესიგი როდესაც ადამიანი კვდება და რჩება ეს რკინის ნამცეცები, მაშინ მისი დარჩენილი ტვირთი ისევ იქ მიიზიდავს, რისკენაც ის ოდესღაც მიილტვოდა, სანამ ამ ყველაფერს ის არ გადაიტანს ემოციურად, რაც დიდხანს გრძელდება კაცობრიობისათვის. მაგრამ იოგები ამას თავის ტავში აკეთებენ და გაცილებით სწრაფად აღწევენ ამას, შეიძლება ითქვას ჰოპ და ვსიო.
_აქვს თუ არა მნიშვნელობა ადამიანი კეთილია თუ ბოროტი?
_ავიღთ სუბიექტი და ობიექტი ყველაფერი რისგანაც ადამიანი შედგება, დარჩება სუფთა მაგნეტიზმი, მაშინ გამოდის ასე რომ მკვლელები ან ქურდები ასე უბრალოდ არ არსებობენ, არსებობს ასევე მაგნიტი რომელსაც ეწოდება მსხვერპლი, ანუ ეს ადამიანები განიცდიან შიშს რომ იქნებიან მოკლულები ან გაქურდულები, და ეს ნიშნავს რომ ისინი იზიდავენ გაუცნობიერებლად მკვლელს ან ქურდს. ამიტომ სანამ ამას ადამიანი არ გააცნობიერებს ეს ურთიერთქმედებაში იქნება.
ამიტომ მაგალითად თუ ადამიანი ყოველდღე გაიმეორებს მე ვარ სიყვარული, ეს გაჩერდება. ეს მაგნეტიზმი გაჩერდება მსხვერპლის და თავდამსხმელის.
_რა არის ცოდვა.
ის შეგრძნება რაც გაჯაჭვებს სხეულთან, ემოციური შეგრძნებები, ადამიანი ეჯაჭვება არაპოზიტიურ განცდებს, როგორიცაა სიხარული, სიყვარული, არამედ პირიქით შიში, სიძულვილი, და ა.შ.. ეს არის ცოდვა
_რეინკარნაცია არსებობს?
_კი ისეთი რაღაცა რაც არის მიზეზი და შდეგი რაც არის კარმა, ის ისევ დაიბადება ოღონდ არ ახსოვს წინა ცხოვრება, რაც შეეხება გასხივოსნებულს ანუ ავატარს მას ახსოვს მანამდე რაც იყო, აი რა განსხვავებაა
_აქვს თუ არა სული ცხოველებს?
_რა თქმა უნდა, აი მაგალითად კატა, თუ მას უყვარს მივა ადამიანთან და თუ მოვეფერებით დაიწყებს (მურუიკატსია არ ვიცი ეს სიტყვა), რაც მათ ადამიანისაგან განასხვავებს, ეს არის ის რომ მათ არ აქვთ სხეულში ისეთი მექანიზმი რომ შეძლონ გაცნობიერება.
ადამიანში პირველად ხდება გაორება ანუ დაკვირვება, რაღაც ცხოველიო ხდება გასხივოსნება ვერ გავიგე აქ რა თქვა, (15:38 წთ ზეა ვიდეოში მე ვერ ვთარგმნი)
_არსებობს მატერიალური, მენტალური და ასტრალური სხეულები? და თუ გაივლის სიკვდილის შემდეგ ამ სფეროებს ადამიანი
_კი, ეს ისევ მიზეზ შედეგზეა დამოკიდებული, მაგალითად როგორიცაა ნარკომანები, ალკოჰოლიკები, ისინი ხვდებიან ძალიან ბნელ სფეროში, ხოლო ადამიანებმა ასე თუ ისე რომლებმაც მიხვდნენ კარგის და ცუდის გარჩევა და მოსინჯეს პოზიტივი, მაშინ ისინი ხვდებიან ასტრალურ შუქში. ის ადამიანები ვინც ცხოვრებაში შემოქმედებით იყვნენ დაკავებულნი სიტყვაზე მუსას ქმნიდნენ ან წერდნენ წიგნებს და ა.შ... ესენი მენტალური ადამიანები არიან.

იჩი
_რა არის სიყვარული?
_ეს არ არის სინამდვილეში ემოცია, მაგალითად როდესაც არის ურთიერთობა ქალსა და მამაკაცს შორის ან ქალი თავისი შვილისადმი ეს ჯერ კიდევ ემოციური სიყვარულია. მაგრამ ქალს თავისი შვილისადმი იმაზე მეტი სიყვარული აქვს ვიდრე ემოციური, მაგრამ ის რაც არის სიყვარული ეს არის ადამიანის ჭეშმარიტი ბუნება, უნდა მოაშორო ადამიანს ყველა ფორმა და ობიექტი რაც თავი ჰგონია ყველა სახე და წარმოდგენები როგორაც მას თავისი თავი წარმოუდგენია სახელწოდებას კი რასაც თავის თავს უწოდებს და ასევე ყველანაირი ფერი მოიშოროს მერე არის სიყვარული.
რა არის სიყვარული ის ვინც ამ კითხვას სვამს ის არის მხოლოდ გონების ნაწარმოები.
_ვინ არის ადამიანი?
_თუნდაც ადამიანმა გულწრფელად რომ კითხოს თავის თავს ვინ არის და გადადებს ყველანაირ ურთიერთწინააღმდეგობებს, რა არის ურთიერთწინააღმდეგობები? ეს არის ტვინის მექანიზმი, ანუ ტვინს ასე შეუძლია მუშაობა: გუშინ-დღეს, შავი-თეთრი, კეთილი-ბოროტი, ეს ყველაფერი ურთიერთწინააღმდეგობებია, და ნიშნავს იმას რომ ადამიანი ეს არანაირად არ არის, ეს ასევე ნიშნავს რომ ის სხეული არასოდეს არ არის.

ანო
_რატომ შექმნა ღმერთმა მატერიალური სამყარო?
_როდესაც სიყვარული იყო სიცარიელე, აბსოლიტურად არაფერი, მან ისიც არ იცოდა რომ სიყვარულია, მან არ იცოდა თავისი თავი, ის არის უსხეულო, უფერო, უფორმო, მას უნდოდა თავისი თავის შეგრძნება რაღაც განცალკევებულისაგან, რომ გაეყო თავისი თავი და შემდეგ შეეცნო თავი კვლავ. დიახ ეს არის ის რასაც გასხივოსნებული ოსტატი უწოდებს თამაშს. შევიდა იმ სამყაროში რომ შეეგრძნო ეს გემო და არომატი, როდესაც (აქ რაღაც ბოლომდე ვერ ვთარგმნე 24: 55 წთ, მგონი 5 გრძნობა ჩამოთვალა) ადამიანი თავის 5 გრძნობას მოიშორებს ის შევა ყველგანმყოფის სამყაროში.
_რატომ ვარსებობთ?
_მატერიალური ცხოვრება არის სურვილის იმპულსი, ამიტომ ყველა ოსტატი და ბუდაც ამბობდა მოკალი სურვილი, მაგალითად როდესაც ადამიანი აკვირდება თავის აზრებს რასაც ხედავს გარე და შიგა სურათებს და არ აძლევს ამას არანაირ გრძნობებს, ეს ნიშნავს განზე გამდგარს, განცალკავებულს, თუ ადამიანს მოვიყვანთ გრძნობაზე ის იწყებს სიცოცხლეს, თუ აზრს მოვიყვანთ გრძნობაზე,
_რატომ არაფერი ვიცით და ვიწყებთ ნოლიდან.
_ადამიანი როდესაც ამ სფეროში შემოდის ყველაფერი იცის, მაგრამ რადგან მანამდე ბევრი ილუზორული წარმოდგენა ჰქონდა თავის თავზე, მას ეფარება ფარდა და ხდება ის რასაც ეწოდება მაია, ილუზია. ეს ფარდა უშლის ხელს დაინახოს თუ ვინ იყო მანამდე.
ადერ ერთ ინდოელ პრინცს, მივიდა მასთან ერთი ბერი და დაუტოვა წარწერა ტილოზე, პრინცმა იფიქრა რომ მას რაღაც დაავიწყდა მაგრამ ის უკვე წასული იყო, შემდეგ წაიკითხა და ეწერა ვინ ვიყავი სანამ დავიბადებოდი? და ამ წინადადებამ ისე ააღელვა, არ შეეძლო არც ჭამა არც ძილი, სულ იმეორებდა გონებაში ვინ ვიყავი დაბადებამდე? ამ კითხვამ ისე ააფორიაქა ის წავიდა იმ ბერთან მონასტერში, მან უარი თქვა მეფობაზე და გახდა ბერი, რეკომენდაციას ვუწევ ამ ფილმს მას ჰქვია „მასტერ ძენ“ სწორედ მას შეემთხვა ასე, ბოდჰი დჰარმა იყო ის პრიცი. ის იყო ბრძოლის ხელოვნების ფუძემდებელი, ის იყო შაოლინის სკოლაში და სწორედ მან ჩამოაყალიბა კუნგფუ როგორიც ახლა არის.
_რატომ იტანჯება ადამიანი?
_იმიტომ რომ თავი ჰგონია ის რაც სინამდვილეში არ არის, როდესაც ადამიანი თავის თავს შეიცნობს ის ამავდროულად ღმერთსაც შეიცნობს, შეიცნობს თავის თავს ე.ი. ღმერთს შეიცნობს.
_რატომ ვართ ეგოისტები?
_კარგი კითხვაა, საქმე იმაშია რომ, ემოციურ ბუნებას არ აქვს სხვა თვისება, ანუ ემოციურ ბუნებაში ანუ ამ 5 გრძნობას უფრო მეტ ყურადღებას ვუთმობთ ვიდრე საკუთარ თავს, აქედან იბადება ეგოიზმი, ის რაც არის გრძნობა ეს არის გამოყოფილი, მაგრამ თუ დავაკვირდებით ჩვენს გრძნობებს მივხვდებით რომ ეს გრძნობები ჩვენ არ ვართ, და ყველაზე მარტივი საიდუმლო, ის რისი დაკვირვებაც ჩვენ არ შეგვიძლია, ანუ განუჭვრეტელი, სწორედ ის ვართ. ყველაზე მარტივი ესაა რასაც ვერ ვხედავთ ის ვართ, როცა ვაკვირდებით ჩვენს ფიქრებს ეს მაინც დაკვირვებადია, და ეს არ ვართ, ის ვინც ამ ყველაფერს აკვირდება ის ვართ.

დანარჩენს მერე გადავთარგმნი.
მადლობა დავით რომ გაგვიზიარე.
ichi
QUOTE(*ANO* @ 12th June 2015 - 10:19 AM) *
_რა არის სიყვარული?

არ ვიცი
როგორც ერთმა ადამიანმა თქვა, სიყვარულს ახსნა არ სჭირდება. ანუ მდგომარეობაა. ეს მოცემულობაა ჩემთვის სიყვარული ზედაპირულად რომ გითხრა.

QUOTE(*ANO* @ 12th June 2015 - 10:19 AM) *
ეს არ არის სინამდვილეში ემოცია, მაგალითად როდესაც არის ურთიერთობა ქალსა და მამაკაცს შორის ან ქალი თავისი შვილისადმი ეს ჯერ კიდევ ემოციური სიყვარულია. მაგრამ ქალს თავისი შვილისადმი იმაზე მეტი სიყვარული აქვს ვიდრე ემოციური, მაგრამ ის რაც არის სიყვარული ეს არის ადამიანის ჭეშმარიტი ბუნება

არ ვიცი, შეიძლება გაჩნდეს ნამდვილი სიყვარული კაცსა და ქალს შორის ჩემი აზრით, რატომ არა? აქ უფრო სხვა კითხვა მაქვს, ვინ აძლევს ამ თვისებას ორივეს რომ საკუთარი თავი გაწიროს სიყვარულის გამო? ანუ აშკარად დაძლეულია ხორცი და ვნებები და სხვა "დონეზე" მიდის ურთიერთობა, სადაც არ არსებობს გარყვნილება და კითხვები.
იცი რა მაფიქრებს?იესოს ერთი არ უთქვამს ადამიანისთვის მიყვარხარო, არამედ მამა უყვარდა, ხოდა იქნებ ის მამა გვაძლევს ამ თვისებას? თვისებას რომელსაც წინ ვერაფერი უდგება?
amore vincit omnia ასეთი გამოთქმაა ლათინური, უბრალოდ ნამდვილი უნდა იყოს. ყველაზე დიდი რისი მიცემაც შეგვიძლია ერთმანეთისთვის არის სიყვარული, ამაზე მეტი არ არსებობს. აქ ყველა კითხვა ქრება, ყველა კომპლექსი და დანაშაული ზღვას მიაქვს. აქ აღარ არსებობს ცოდვა, იმიტომ რომ შენ ცუდს ის არამარტო გაპარიებს არამედ სიყვარულით გიპასუხებს, შეგვინდე შეცოდებანი როგორც ჩვენ შევუნდეთ მოყვასს, არ განიკითხო და არ განიკითხები და ა.შ. უბრალოდ სიყვარული ჩემი აზრით მეხს არტყავს ყველა წესს და რიგს და ამყარებს უპირობო სინათლეს სადაც აღარ არის განკითხვა.
David Monny
ichi
რუსული იცი? გესმის ვიდეოების შინაარსი?
ichi
რუსული კარგად ვიცი, უბრალოდ არ მინახავს არცერთი.
David Monny
ichi
კარგი smile.gif
tikoroma
ano
David Monny
მომწონს. გაცილებით მარტივად აღვიქვი ეს პასუხები. სიყვარულის განმარტებაც მომეწონა, თითქმის ისაა, რასაც ვფიქრობ.
tikoroma
ყოველშემთხვევაში, იმას მაინც არ იძახის, გინდა მოკალი, გინდა იქურდე, მაინც დროებითია მატერიალური სამყაროო

პ.ს. ხომ გითხარით, რაც ჩემი აზრების მსგავსი იქნება, ის მომეწონება-მეთქი biggrin.gif biggrin.gif

დიდი მადლობა ორივეს
ano
იჩი ეს თარგმანი არის ალექსის ინტერვიუსი,
მე თუ მეკითხები მაშინ გასხივოსნებული უნდა ვიყო, ამიტომ ჩემი პასუხი შეიძლება შენ აზრებს დაემთხვეს, მაგრამ მეც არ ვიცი და რა გითხრა, ის სიყვარული რაც ჩვენ გვგონია არის ბედნიერების შეგრძნება, სასიამოვნო ამბის შედეგად გამოყოფილი ენდორფინები სისხლში, რა თქმა უნდა არის სასიამოვნო შეგრძნება, მაგრამ ეს არის გრძნობა.
ის ადამიანი კი განმარტავს გრძნობა_არ არის სიყვარული.

საერთოდ ბუდიზმში სიტყვა სიყვარულს არ იყენებენ, მის მაგივრად ამბობენ სიტყვა თანაგრძნობას,
ახლა შეგიძლია სიტყვა თანაგრძნობაზე იფიქრო გააანალიზო...
ვინმე ადამიანის მიმართ გამოავლინე და შენ შეხვალ მის მდგომარეობაში, მერე წრე გაზარდე და შენ ბვერი ადამიანისადმი იქნები თანამგრძნობი,
პირველი გაგამის ინტერვიუ იყო მან სიტყვა სიყვარული განმარტა როგორც გაზიარება და თანაგრძნობა
შენ შედიხარ ადამიანის მდგომარეობაში თანაგრძნობით, იზიარებ მის სიხარულსა და მწუხარებას
"თანაგრძნობა" ჩემთვის ეს სიტყვა უფრო გასაგებია, რადგან მე არ ვარ გასხივოსნებული და არ ვიცი სიყვარული.
ano
თიკო მივხვდი ეს რომ უფრო "მოვიდოდა" შენთან rolleyes.gif

tikoroma
ეგოისტურია ის სიყვარული, რასაც ჩვენ ვგრძნობთ. კარგად ხსნის ეს. დედა და შვილი ყველას უყვარს თითქმის... ეგ ინსტიქტის დონეზე გვაქვს. შენია და იმიტომ გიყვარს. შენია, ჩემია, მისიასგან რო გავთავისუფლდებით და მაშინაც იგრძნობ სიყვარულს, ეგაა სიყვარული რაზეც ქრისტე საუბრობს
tikoroma
_აქვს თუ არა მნიშვნელობა ადამიანი კეთილია თუ ბოროტი?
_ავიღთ სუბიექტი და ობიექტი ყველაფერი რისგანაც ადამიანი შედგება, დარჩება სუფთა მაგნეტიზმი, მაშინ გამოდის ასე რომ მკვლელები ან ქურდები ასე უბრალოდ არ არსებობენ, არსებობს ასევე მაგნიტი რომელსაც ეწოდება მსხვერპლი, ანუ ეს ადამიანები განიცდიან შიშს რომ იქნებიან მოკლულები ან გაქურდულები, და ეს ნიშნავს რომ ისინი იზიდავენ გაუცნობიერებლად მკვლელს ან ქურდს. ამიტომ სანამ ამას ადამიანი არ გააცნობიერებს ეს ურთიერთქმედებაში იქნება.
ამიტომ მაგალითად თუ ადამიანი ყოველდღე გაიმეორებს მე ვარ სიყვარული, ეს გაჩერდება. ეს მაგნეტიზმი გაჩერდება მსხვერპლის და თავდამსხმელის.


დანტე ალეგიერი "ღვთაებრივ კომედიაში" განსაზღვრავს რელიგიის მიხედვით ვინ ხვდება ჯოჯოხეთში, ვინ განსაწმედელსა და სამოთხეში.
სამოთხეში პირველ წრეში (სამოთხის ყველაზე დაბალი ადგილი) არიან ქალწულები, მონაზვნები, რომლებიც მონასტრებიდან მოიტაცეს და გაათხოვეს, ან გააუპატიურეს... ძალდატანებით, მათ აიძულეს გაეტეხათ ქრისტესთვის მიცემული უმანკოების ფიცი. ეს მათი ბრალი არ იყო, მაგრამ ისინი მაინც დაბალ შრეში არიან. როცა დანტე ეკიტხება ბიეატრიჩეს, რატომ არიან ისინი აქ, დაბალ შრეში, რა დააშავეს? - იგი პასუხობს, ყველა მსხვერპლი პოტენციურად იწვევს მოძალადეს.

ეს ძალიან მნიშვნელოვანი ცოდნაა. აქ წყდება წუწუნი - რა დავაშვე, ღმერთო! რატომ ვისჯები, ღმერთო! და ამისთანები.
ichi
QUOTE(tikoroma @ 12th June 2015 - 05:44 PM) *
მკვლელები ან ქურდები ასე უბრალოდ არ არსებობენ, არსებობს ასევე მაგნიტი რომელსაც ეწოდება მსხვერპლი, ანუ ეს ადამიანები განიცდიან შიშს რომ იქნებიან მოკლულები ან გაქურდულები, და ეს ნიშნავს რომ ისინი იზიდავენ გაუცნობიერებლად მკვლელს ან ქურდ

QUOTE(tikoroma @ 12th June 2015 - 05:44 PM) *
ყველა მსხვერპლი პოტენციურად იწვევს მოძალადეს.

რუსული თU გესმის ამ ადამიანს მოუსმინე
https://www.youtube.com/watch?v=QJ-4crxnVJM

ძალიან საინტერესო რაღაც დაწერე. შეგიძLია განავრცო? ოღონდ წყარო მიუთითეთ როგორც გჩვევიათ ><
tikoroma
ichi
რაც შენ დააციტირე, მაგისი წყარო არის ვიდეო, რომელიც დავითმა დადო და ანომ თარგმნა. მოუსმინე თუკი გაინტერესებს.
რაც შეეხება დანტე ალეგიერს, ლევან ბერძენიშვილი საუბრობს ამაზე ლექციაში დანტე ელეგიერი, მე-3 ნაწილი "სამოთხე" იუთუბზე იპოვნი
ichi
QUOTE(tikoroma @ 12th June 2015 - 06:42 PM) *
რაც შენ დააციტირე, მაგისი წყარო არის ვიდეო, რომელიც დავითმა დადო

აჰა, ჩემ კითხვებზე პასუხი ვნახე, მადლობა დათოს.
tikoroma
ციტატა(*ANO* @ 12th June 2015 - 09:19 AM) *
_რა არის ცოდვა.
ის შეგრძნება რაც გაჯაჭვებს სხეულთან,

აბსოლუტურად ვეთანხმები smile.gif ცოდვას აღიქვამენ როგორც დანაშაულს. ეს არ არის დანაშაული.
როცა ქრისტიანული თვალით ვცდილობდი "ცოდვის" განმარტებას, ასე ჩამოვაყალიბე - ცოდვა ისაა, რაც გვიშლის ღმერთამდე მიღწევაში, სულს ანაგვიანებს, დაბალ მატერიებში ტოვებს... ეს არაა დანაშაული, როგორც მღვდლები ამბობენ, არ შველის ამას დასჯა, 40 "მამაო ჩვენო" და 30 მეტანია. ამას სჭირდება მიხვედრა და გააზრება: გინდა ღმერთთან მისვლა? (რაც ქრისტიანის უპირველესი სურვილი უნდა იყოს წესით.) მაშინ ცოდვა ხელს შეგიშლის ამაში. და არა შე ცოდვილო, ჯოჯოხეთის ცეცხლში დაიწვები biggrin.gif biggrin.gif

აქ ნეტარებასა და სიამოვნებაზე ვსაუბრობდით წინა გვერდებზე. სიამოვნებაც აჯაჭვავს სხეულთან სულს. ამიტომაც გადის ზოგი რამ "ცოდვის" კატეგორიაში. მაგ. ხელოვნება, ცეკვა, თეატრი და ა.შ. ყველაფერი, რაც სულს დედამიწურ ცხოვრებასთან აგუებს და ტოვებს აქ.

ნეტარება ღმერთთან ერთობის დროს, რაზეც საუბრობენ გასხივოსნებული ადამიანები, ძლიერ უნდა განსხვავდებოდეს, იმ ნეტარების (სიამოვნების) შეგრძნებასტან, რაც ჩვენ ოდესმე გამოგვიცდია. ისევე, როგორც სიყვარული. აქ ჩვენ ვერ განვიცდით სიყვარულს და სიამოვნებას შესაბამისი ობიექტის გარეშე - ვინ გვიყვარს? ოჯახის წევრები, მეგობრები, რაიმე მუსიკა, წიგნი, ხილი... ყველთვის ჩვენი გრძნობა რაღაც კონკრეტულ ობიექტთანაა კავშირში და მისგანაა გამოწვეული. ახლა წარმოიდგინეთ, რომ ეს ყველაფერი გაქრა. გაქრა, აღარ არსებობს. ვინმე ან რაიმე გეყვარებათ? ვინმე ან რაიმე განგაცდევინებთ სიამოვნებას?



This is a "lo-fi" version of our main content. To view the full version with more information, formatting and images, please click here.
Invision Power Board © 2001-2024 Invision Power Services, Inc.