ამას წინათ... მაღაზიაში მივდიოდი...სუპერმარკეტში
და კარებთან ერთი ბომჟი იდგა...
ეტყობოდა არც სახლი ქონდა, არც კარი... არც ნათესავები... არც ახლობლები...
მარტო ცხოვრობდა ალბათ თავშესაფარში
იდგა ეს კაცი და მთელი ერთი კვირა რამდენჯერაც იმ მაღაზიაში მივიდოდი.... კარებთან მხვდებოდა...
უბრალოდ იდგა და ეწეოდა...
დაამთავრებდა ერთ ღერს, მოუკიდებდა მეორეს.... რამდენჯერაც ვნახე.... (ერთი 6ჯერ მაინც ვნახე)
სულ ეწეოდა...
მარა კაცი იყო როგორი იცი?????
თვალები ქონდა ულამაზესი
ეგეთი ლამაზი, ღრმა, და საოცარი არაფერი მინახია..
როგორ იდგა იცი????
აი რაღაცნაირად იდგა, თითქოს მიწაზე არ იდგა.... მარა მიწას არ ეხებოდა...
რაღაცნაირად იდგა.... უბრალოდ იდგა... მეტი არაფერი, მარა საოცრად ეჭირა ტანი (ძალიან ლამაზად)
და ისეთი მზერა ქონდა.... ჯერ მარტო ულამაზესი ცისფერი თვალები (ეგეთი ლამაზი თვალები... ვერც კი დაიხატება)
უძირო მზერა.... სახე ქონდა შეუცვლელი.... სულ ერთნაირი...
და ვერაფრით შეუცვლიდი ..... რაღაც შეუცვლელი იყო.... არანაირი გრძნობები.... არც სიხარული.... არც სევდა.... არაფრის კვალი ეტყობოდა...
სახე ქონდა უდრტვინველი........
რო შევხედავდი ეგრევე აზზე მოვდიოდი
თითქოს დაკარგული ხარ შენთვის რაღაც ფიქრებში.... და ერთი შეხედვით ეგრევე აწმყოში მოვყავდი...
"იცოდე ვინ ხარ და დაიკავე შენი ადგილი!" - აი ეს იყო...
რო შეხედავდი .... გადაშლილი წიგნივით იყო... საკუთარ თავს ამოიკითხავდი... ნებისმიერ კითხვაზე პასუხს ამოიკითხავდი მის სახეში
ეგეთი არაფერი არსად არასოდეს მინახია...
მოვდიოდი სახში და მთელი დღე მყვებოდა მისი გამომეტყველება
ვინ იყო რაიყო ეს კაცი: ძალიან ძლიერი იყო! ძალიან ბევრი იცოდა! მისი ცხოვრებისეული გამოცდილება იმდენად დიდი იყო რო
ერთი შეხედვა კმაროდა...კითხვის დასმა და სწავლა აღარ იყო საჭირო.. შეხედავდი თუარა, ეგრევე ნათელი იყო პასუხი ყველა კითხვაზე...
სიძლიერეც მესმის და სიძლიერეც.... მარა ესეთი?????
მარა ბომჟი იყო
დაგლეჯილ, დაფხრეწილი, ტანსაცმელი ეცვა....ნესტიანი ჭუჭყის და სიგარეტის სუნის გამო.... 2 მეტრის რადიუსში ვერ მიუახლოვდებოდი...
რამდენჯერაც შევხედე, ის უკვე მიყურებდა
და ვერ ჩავივლიდი მის გვერდით ისე რო არ შემეხედა... არ შემეძLო...
იდგა როგორც ვირუსი, რაცარუნდა კარგ ხასიეთზე ყოფილიყავი.... გაგიფუჭებდა განწყობას მთელი დღით....
ოღონდ კაი გაგებით
ხო იყო გარეგნულად ბომჟი, მარა
ყველაფერი იყო გარდა ბომჟისა....
(სხვა ბომჟებიც მინახია... მათხოვრებიც, მარა ეგეთი ჯერ არასდროს არავინ მინახია....)
ძლიერები და მცოდნეები ბომჟები ხდებიან
ხოლო სუსტები და დებილები ცათამბრჯენებს მართავენ
აი ეს ამიხსნა იმ "ბომჟმა",
და მოვიდა და დამენახა ბომჟის სახით (დამდაბლდა, რო ჩემთვის ხელმისაწვდომი გამხდარიყო) თორე ისეთი რო დამენახა თავის რეალურ ტანსაცმელში... ალბათ გავქრებოდი, როგორც არარაობა იმასთან შედარებით...