Help - Search - Members - Calendar
Full Version: წინასწარმეტყველება
ეზოთერიული ცოდნის ფორუმი > ძირითადი განყოფილება > პარამეცნიერება > მე 4-5 სიმკვრივე
ano
ახლახანს ისეთი სიზმარი მესიზმრა რომ დავფიქრდი ასეთ თემაზე რატომ წინასწარმეტყველებდნენ მაგალითად მოსალოდნელი კატასტროფების შესახებ?
ამით ახერხებდნენ იმის აცილებას რისი შიში და წინათგრძნობაც ჰქონდათ? შეულიათ ადამიანებს აიცილონ ტავიდან მოსალოდნელი საფრთხე,

მოკლედ დამესიზმრა, რომ პროდუქტები აღარ იშოვებოდა, ბოსტნეულზე დიდი კრიზისი იყო და მარაგები მთელს მსოფლიოში იწურებოდა,
ვინც მაგალითად კარტოფილს ყიდდა უფლება ქონდა 1 ოჯახისთვის მხოლოდ 1 კილოგრამი მიეცა,
შუაღამეს გამეღვიძა ამ მომენტში ძალიან შეშინებული ვიყავი, და იმ წუთას ჩავიწერე ეს სიზმარი, რომ არ დამვიწყებოდა და გამეანალიზებია, თუ რატომ შევშინდი ...

ახლა ჩემი ანალიზი, წინა დღეებში ვუყურე საინფორმაციოს:
1.საქართველოს მხარეს იტაცებენ რუსები გლეხებს, ამიტომ საპასუხოდ ქართველებიც უკან არ დაიხევენ, და გმირულად გასცემენ პასუხს (საკმაოდ ემოციური ინფორმაცია)
2. რუსეთს ტანკები დამძიმე შეიარაღება შეყავთ აფხაზეთში, გახსნეს რკინიგზა ამ მიზნით მოკლედ აშკარად საბრძოლო მზადყოფნა.
3. ამერიკა აშკარად მხარს უჭერს საქართველოს ნატოში მიღებას, ეს არის მცდელობა რომ რუსეთმა საქართველოს აუტეხოს კონფლიქტი...
4. რუსეთს სამხედრო ტექნიკა შეყავს სირიაში, ერთვება ბრძოლაში ამერიკის წინააღმდეგ
5. ქართველი გლეხები ვერ ყიდიან ყურძენს და ანადგურებენ ვენახს (მე ამაზე ვინერვიულე, აღვიქვი რომ მათ ხელი ჩაიქნიეს მიწასთან მუშაობაზე)

ამ ყველაფრის ნიადაგზე ჩემმა ტვინმა გადაამუშავა თავისებურად ინფორმაცია და მივიღე ის რომ იქნება დიდი ომი, კრიზისი, ხალხს არაფრის ყიდვის საშუალება არ ექნებათ, არც არაფერი გაიყიდება, ვერც მიწას დაამუშავებენ გლეხები, ამ კახეთში ხან სტიქიაა, ხან რაც აქვთ იმასაც ვერ ყიდიან, მოკლედ ეს პრობლემა ძალიან მასშტაბურად და ემოციურად აღიქვა ქვეცნობიერმა თუ რაც არის, მოსალოდნელი საფრთხე მოკლედ ასეთი გამომივიდა..

ახლა კლიმატს რაც შეეხება უკვე მეორე წელია არის ტროპიკული კლიმატი მთელი ზაფხულის განმავლობაში, ასეთი გადახრუკული არ მახსოვს ჩემი ეზო, 1 ბალახიც არ ამოვიდა, რომ მოვთხარო და ქათმებს ჩავუყარო, მთელი ზაფხული არ მოუწვიმია რასაც ქვია რომ მიწა დაასველოს,
ესეც კლიმატური ცვლილება, პლიუს წყლის მრიცხველები, და გადასახადი რომ ზედმეტედ ვერაფერს ვერ მორწყავ, კატასტროფულად გაზრდილი გადასახადები,

მე ცოტა სხვა ხასიათის ადამიანი ვარ თუ რამე ცუდი შემემთხვევა სულ ვიძახი რომ ძალიან კარგი, ესეიგი შემდეგ უკეთესი იქნება, ყველაფერში ვცდილობ დავინახო დადებითი მხარე ზოგო ჭირი მარგებელია რასაც ქვია პრინციპით ვარ, სულ ასე ვიყავი, ახლა კი უკვე იმ სიზმარმა დამაფიქრა ვაიდა მართლაც მოხდეს ის რასაც ვშიშობ და რაც დამესიზმრა, მერე თვალების დაბრმავება და იმის ძახილი რომ ყველაფერი კარგადაა რეალობიდან ძან გადამცდარი ხომ არ იქნება?

მოსალოდნელი რეალობის შესახებ მოსაზრება რა იქნება, ხალხის დაპანიკება თუ შესაძლო კატასტროფისთვის თავიდან აცილების შანსი რომ ყველა მობილიზდეს და ის განსაცდელი აიცდინოს რაც მართლა რეალურია?

თუ ხალხი აყვა ისეთ ემოციურ განცხადებებს როგორიცაა საომარი მზადყოფნა, თან იცი რომ იცი რომ ყურადღების გადასატანად ჭირდები ამერიკას რომ რუსეთი სირიიდან მოიშოროს და ხან საქართველოს კონფლიქტს აუგორებს ხან უკრაინისას,
ხელოვნურ კონფლიქტებში სათადარიგოები.. ქართველები ძალიან ემოციურები ვართ და ამით კარგად სარგებლობენ, იციან რომ თუ ვიმოქმედებთ ცხელ გულზე, გააღვივებენ კონფლიქტს და მერე გამოგვიგზავნის ჩვენი მეგობარი ამერიკა "ანალიზისთვის" ამერიკელ სპეციალისტებს იმის შესახებ "თუ ვინ არის დამნაშავე და ვინ დაიწყო პირველმა"...

მაგრამ ვშიშობ რომ მერე შედეგებზე ფიქრი და დამნაშავის ძიება ვერ გვიშველის.
earth
არ არსებობს დღე რამე არ მოიგონონ მოსალოდნელ კატასტროფაზე. სულ ახალ-ახალ თარიღებს ასახელებენ.
ახლა სექტემბრის 23-ს ამბობდნენ სადღაც, მერე კიდე იტყვიან.
შიშის, კატასტროფის, შოკის ეგრეგორი შეაქვთ ყველგან, ყველა ერებში.
არსებობს რაღაც დიდი ძალა, რომელიც ანადგურებს ნელ-ნელა დედამიწას შეგნებულად.
საბერძნეთში დაიწვა უმეტესი ტყეები, მაგრამ ხანძრის უმრავლესობა იყო გამიზნული ქმედება. ძალიან პატარა პროცენტია იმისა, რასაც შემთხვევითი ხანძარი ჰქვია.
ბუნება მართლაც შეიცვალა. ეს უკვე ძალიან შესამჩნევია. ტემპერატურამ აიწია. მაგრამ არავინაა რამე აკეთოს რომ ამ ყველაფერს რამენაირად ეშველოს, პირიქით მსოფლიოს მაღალ საზოგადოებას, რომელსაც უჭირავს მართვის სადავები არამგონია რამე აწუხებდეს.
მე ვფიქრობ მართლაც რაღაცაში აწყობთ ეს კატასტროფა.
ეს ყველაფერი მართლაც აპოკალიფსის ასრულებაა...

ჩვენ რაც შეგვიძლია უნდა ვიბრძოლოთ. მარტო ერთი შეგვიძლია გავაკეთოთ. საკუთარი თავი ვაკონტროლოთ. არ გავანადგუროთ დედამიწა, შეძლებისდაგვარად გავუფთხილდეთ და არ შემოვუშვათ ჩვენს გულში შიში. არ დავკარგოთ იმედი, იმედი იმისა რომ ეს ყველაფერი კარგად დამთავრდება.
tikoroma
ძალიანაც ნუ მიიტანთ გულთან ტელენიუსებს biggrin.gif
http://1tv.ge/ge/news/view/107741.html

პროტესტი სხვის ვენახში - სოფელ კარდენახის მკვიდრს, რომელიც საზოგადოებამ ვაზის აჩეხვის ამსახველი კადრებით გაიცნო, განმარტებების გაკეთება დასჭირდა.

აღმოჩნდა, რომ ყურძნის ფასით უკმაყოფილო გელა გრიშენკომ ტელეკამერების წინ უკმაყოფილება იმ ნაკვეთში გამოხატა, რომელიც არა მას, არამედ მეზობელს ეკუთვნის.

საუბარია იმ ვენახზე, რომელიც, როგორც ირკვევა, ახალი ვაზის გასაშენებლად გაჩეხეს. თუმცა, კადრების გადაღების დროს გრიშენკოს ამის შესახებ არაფერი უთქვამს.

საკუთარ საქციელთან ერთად, კარდენახის მკვიდრს განმარტებების გაკეთება ოჯახის წევრის გამოც მოუხდა. გელა გრიშენკოს დედა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრია.
elli
სწორედ ამიტომაც ავრცელებენ ასეთ ინფორმაციას, რომ მასები ჩააგდონ პანიკაში.
marissa
პანიკა იქნება თუ არა ამ შემთხვევაში გადამწყვეტი აღარ აქვს ,ისედაც ყველაფერი უარესობისკენ მიდის
earth
marissa
QUOTE(marissa @ 2nd October 2015 - 10:52 AM) *
ისედაც ყველაფერი უარესობისკენ მიდის

sad.gif
იმედს არ ვკარგავ, სწორედ ახლა იქნებ იყოს ის მომენტი, რომ მოხდეს ცვლილება.
ცვლილება ისეთი, რომ მოხდეს რაღაც ძალიიან კარგი. იქნებ უკვე დაწებულიცაა ეს კარგი. იქნებ ბევრი ადამიანი გრძნობს კიდეც ამ სიხარულს, სიხარულს რომელიც იწყება გულის შინაგანი ნათებით და მოიცავს ყველას და ყველაფერს.
ano
QUOTE(tikoroma @ Sep 24 2015, 02:19 PM) *
ძალიანაც ნუ მიიტანთ გულთან ტელენიუსებს biggrin.gif
http://1tv.ge/ge/news/view/107741.html

პროტესტი სხვის ვენახში - სოფელ კარდენახის მკვიდრს, რომელიც საზოგადოებამ ვაზის აჩეხვის ამსახველი კადრებით გაიცნო, განმარტებების გაკეთება დასჭირდა.

აღმოჩნდა, რომ ყურძნის ფასით უკმაყოფილო გელა გრიშენკომ ტელეკამერების წინ უკმაყოფილება იმ ნაკვეთში გამოხატა, რომელიც არა მას, არამედ მეზობელს ეკუთვნის.

საუბარია იმ ვენახზე, რომელიც, როგორც ირკვევა, ახალი ვაზის გასაშენებლად გაჩეხეს. თუმცა, კადრების გადაღების დროს გრიშენკოს ამის შესახებ არაფერი უთქვამს.

საკუთარ საქციელთან ერთად, კარდენახის მკვიდრს განმარტებების გაკეთება ოჯახის წევრის გამოც მოუხდა. გელა გრიშენკოს დედა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრია.


ნამდვილად არ ღირს ტელევიზორის ყურება რა ნერვოზს გაუჩენენ ამ წინასაარჩევნოდ ეგენი ხალხს wacko.gif
Kurame
წინასწარ მეტყველება არ არსებობს . ის რასაც წინასწარმეტყველებას უწოდებენ სინამდვილეში წინა-წარ-მეტყველება ჰქვია. ანუ წინასწარ თქმა რაც უნდა მოხდეს. ანუ თუ წინასწარმეტყველებას პირდაპირ გავიგებთ , ესეიგი შესაბამისად არსებობს ბედისწერაც რაც აფსურდია , ბედისწერა არ არსებობს , ადამიანს თავისუფალი ნება აქვს და არა დაწერილი და განსაზღვრული. ხოლო წინა-წარ-მეტყველება არის უკვე განზრახულის შეტყობა ადამიანის მიერ რასაც უშვებს უზენაესი. ანუ მაგალითად მკვლელობა . სანამ მკვლელი არ განიძრახავს მკვლელობას მანამ ვერავინ წინა-წარი-მეტყველებს მას.
Mechanical Sheep
QUOTE(Kurame @ May 7 2016, 07:08 PM) *
წინასწარ მეტყველება არ არსებობს . ის რასაც წინასწარმეტყველებას უწოდებენ სინამდვილეში წინა-წარ-მეტყველება ჰქვია. ანუ წინასწარ თქმა რაც უნდა მოხდეს. ანუ თუ წინასწარმეტყველებას პირდაპირ გავიგებთ , ესეიგი შესაბამისად არსებობს ბედისწერაც რაც აფსურდია , ბედისწერა არ არსებობს , ადამიანს თავისუფალი ნება აქვს და არა დაწერილი და განსაზღვრული. ხოლო წინა-წარ-მეტყველება არის უკვე განზრახულის შეტყობა ადამიანის მიერ რასაც უშვებს უზენაესი. ანუ მაგალითად მკვლელობა . სანამ მკვლელი არ განიძრახავს მკვლელობას მანამ ვერავინ წინა-წარი-მეტყველებს მას.


სასიამოვნოა welcomeani.gif
ano
ეს თემა 2015 წელს გავხსენი, ე.ი რუსეთმა დამიჯერა და სირიისკენ გადაიტანა ყურადღება😁

კიდევ მაქვს რაღაც წინასწარგრძნობები
2020 წელი დიდი კატასტროფებით დაიწყო,
რას ვგრძნობ? რაღაც სხვა ენერგია შემოდის, აშკარად ახლავს დესტრუქციული ეფექტები,
თუმცა შინაგანად ვარ პოზიტიურ განწყობაზე რომ ამ ყველაფრის შემდეგ იწყება ის ოქროს ხანა რომელსაც ყველა ელოდა,
მიუხედავად იმისა რომ ფიზიკურად დაღლილი ვარ წერაც მეზარება...
შინაგანად ვიცი რომ ეს ყველაფერი ემსახურება ევოლუციას, ახალ საფეხურზე ასვლას.



earth
ano
QUOTE(*ANO* @ 4th February 2020 - 01:59 PM) *
შინაგანად ვიცი რომ ეს ყველაფერი ემსახურება ევოლუციას, ახალ საფეხურზე ასვლას.

ამინ!!! ღმერთმა გისმინოს.

ისე მე ვიტყოდი ეს მდგომარეობა, ენერგიას მართმევს და მცლის. ძნელია იმოქედო განსაზღვრო და იცოდე რა ხდება და რა იქნება, როცა ასე გცლიან.ყოველდღიურად მაქსიმალურად ვცდილობ შევინარუნო მეტი პოზიტივი. მაგრამ,–
QUOTE(*ANO* @ 23rd September 2015 - 09:07 PM) *
მე ცოტა სხვა ხასიათის ადამიანი ვარ თუ რამე ცუდი შემემთხვევა სულ ვიძახი რომ ძალიან კარგი, ესეიგი შემდეგ უკეთესი იქნება, ყველაფერში ვცდილობ დავინახო დადებითი მხარე ზოგო ჭირი მარგებელია რასაც ქვია პრინციპით ვარ, სულ ასე ვიყავი, ახლა კი უკვე იმ სიზმარმა დამაფიქრა ვაიდა მართლაც მოხდეს ის რასაც ვშიშობ და რაც დამესიზმრა, მერე თვალების დაბრმავება და იმის ძახილი რომ ყველაფერი კარგადაა რეალობიდან ძან გადამცდარი ხომ არ იქნება?
... ეს ჩემი შიშიცაა ახლა.
elli
Kurame
ციტატა(Alain @ 7th May 2016 - 07:08 PM) *
სანამ მკვლელი არ განიძრახავს მკვლელობას მანამ ვერავინ წინა-წარი-მეტყველებს მას.

ვითომ იუდამ რაც გააკეთა იმიტომ გააკეთა წინასწარ დაწერილი რომ აღსრულებულიყო? რაცხა არ მჯერა იუდას კაი ბიჭობა, ფული უნდოდა უბრალოდ და მერე შეეშენდა
tikoroma
ციტატა(elli @ 9th February 2020 - 05:56 PM) *
ვითომ იუდამ რაც გააკეთა იმიტომ გააკეთა წინასწარ დაწერილი რომ აღსრულებულიყო? რაცხა არ მჯერა იუდას კაი ბიჭობა, ფული უნდოდა უბრალოდ და მერე შეეშენდა

იუდასი რა გითხრა
მაგრამ, მჯერა, რომ ასე სრულდება წინასწარმეტყველებები :დ
შემსრულებლები ამთხვევენ დაწერილს
tikoroma
აი, უმბერტო ეკოს ფუკოს ქანქარაში კარგადაა აღწერილი ეგ მომენტი
elli

tikoroma
ციტატა(tikoroma @ 27th March 2020 - 01:29 AM) *
აი, უმბერტო ეკოს ფუკოს ქანქარაში კარგადაა აღწერილი ეგ მომენტი


კაკრას ახლა გადმოვიღე წასაკითხად
ano
ციტატა(elli @ Feb 9 2020, 05:56 PM) *
Kurame

ვითომ იუდამ რაც გააკეთა იმიტომ გააკეთა წინასწარ დაწერილი რომ აღსრულებულიყო? რაცხა არ მჯერა იუდას კაი ბიჭობა, ფული უნდოდა უბრალოდ და მერე შეეშენდა


აპოკრიფებში არის იუდას სახარება ეს ერთერთი ფრაგმენტი:
იესო მოუთხრობს ნათელცხებულებზე და იუდას ღალატზე
იუდამ უთხრა იესოს: "მაშინ რას იზამენ შენი სახელით ნათელცხებულები?"
იესომ უპასუხა: "ჭეშმარიტად გეტყვი [შენ], ეს ნათლობა (56) [...] ჩემი სახელით [- - - გამოტოვებულია 9 სტრიქონამდე - - -] მე. ჭეშმარიტად გეუბნები [მე] შენ, იუდა, [ის, ვინც] მსხვერპლს სწირავს საკლასს [...] ღმერთი [- - - გამოტოვებულია 3 სტრიქონი - - -] ყოველივე, რაც ბოროტებაა.

"მაგრამ შენ აღემატები მათ ყველას, რადგან მსხვერპლად მიიტან კაცს, რომელშიც ვარ მე".
უკვე დაჰკრა შენმა ნაღარამ,
აღივსო შენი რისხვა,
ჩაესვენა შენი ვარსკვლავი,
და შენი გული [...]

აპოკრიფები

ისე სახსრებში იესო ამბობდა არა შესაცვლელად არამედ დაწერილის აღსასრულებლად მოვედიო
tikoroma
ციტატა(*ANO* @ 29th March 2020 - 01:30 AM) *
ისე სახსრებში იესო ამბობდა არა შესაცვლელად არამედ დაწერილის აღსასრულებლად მოვედიო

კი ეს კაი მიგნებაა
დაწერილს აღასრულებენ ზუსტად
old_man
ano
QUOTE(*ANO* @ 4th February 2020 - 12:59 PM) *
კიდევ მაქვს რაღაც წინასწარგრძნობები
2020 წელი დიდი კატასტროფებით დაიწყო,
რას ვგრძნობ? რაღაც სხვა ენერგია შემოდის, აშკარად ახლავს დესტრუქციული ეფექტები,
თუმცა შინაგანად ვარ პოზიტიურ განწყობაზე რომ ამ ყველაფრის შემდეგ იწყება ის ოქროს ხანა რომელსაც ყველა ელოდა,
მიუხედავად იმისა რომ ფიზიკურად დაღლილი ვარ წერაც მეზარება...
შინაგანად ვიცი რომ ეს ყველაფერი ემსახურება ევოლუციას, ახალ საფეხურზე ასვლას.

აჰააა ე.ი. არ შემცდარხარ. ეს დაგიწერია თებერვლის დასაწყისში, როცა ჯერ სიმშვიდე იყო. )
This is a "lo-fi" version of our main content. To view the full version with more information, formatting and images, please click here.
Invision Power Board © 2001-2024 Invision Power Services, Inc.