tikoroma QUOTE(tikoroma @ 2nd October 2015 - 04:16 PM)
ქართველი ასეთი არ უნდა იყოს, ქალი ასე არ უნდა იქცეოდეს.
ეს თავშივე გამორიცხავს თავისუფლებას(თავისუფლება არ არის აკეთO რაც მოგესურვება, არამედ პასუხისმგებლობაც).
პასუხი ერთია, ჩარჩო არ არსებობს სანამ თავად არ შექმნი. ყველა ჩარჩო ადამიანებმა დავიდეთ, ეროვნება,რელიგია,ტრადიცია, მე ყველაფერს ვუარყოფ, არანაირი ავტორიტეტი, მხოლოდ თავისუფლება და სიყვარული რომლებთან მისვლაშიც არ არსებობს სისტემა, თვითონ უნდა ნახოს ადამიანმა თავის თავში. ამაზე ანტიკური საბერძნეთიც, იესოც და უამრავი მისტიკოსი საუბრობს, ამ ეტაპზე ცხადი გახდა ჩემთვის რატომ.
QUOTE(tikoroma @ 2nd October 2015 - 04:16 PM)
კონკრეტულად ვინ შექმნა რელიგია მაგას ვერ ვიტყვი. მაგრამ მმართველობის მოყვარული იყო აშკარად
ეს ცხადია, ფიქრმა შექმნა. კონკრეტულად ადამიანი და ეთნოსი არ ვიცი და არც გვინდა მაგის ცოდნა. მთავარი ისაა რომ ვიღაც ადამიანმა ან ჯგუფმა შექმნა რელიგიები საკუთარი შეზღუდული ფიქრით, როგორც ტრადიცია, ერის სახელი, ენა და ა.შ. აქ ჩემი აზრით მთავარია სიბრიყვე დაინახო ამ ყველაფრის. ადამიანთან გაყოფა და დაპირისპირება, ჭეშმარიტების მიწერა საკუთარ თავზე და რომ შეხედო დღევანდელ პლანეტას, ყველა ქვეყანა საკუთარ რელიგიას მიიჩნევს ერთადერთ ჭეშმარიტებად, უბრალოდ დაბრმავდა ადამიანი, მთავარია ხედავდე ამას მთლიანობაში. მე მაგალითად არც აგრესია და არც რამე უსამართLობის განცდა მაქვს, კაცობრიობა რასაც თესავს იმას იღებს. ომები, გაჭირვება, უსამართLობა, რელიგიური ომები და ა.შ.
QUOTE(tikoroma @ 2nd October 2015 - 04:16 PM)
თავისუფლება რაღაცით ქაოსთან ასოცირდება. თუ არ მიეკუთვნები რაიმე კონკრეტულს, თუ შეუძლებელია შენი პროგნოზირება, თუ გაურკვეველი ხარ სხვებისთვის, რა სარგებლობაა შენგან?
გეთანხმები, არაპროგნოზირებად ქაოსს, ისეთს როგორიც ცხოვრებაა, მოძრავი და არა სტატიკური. რა სარგებლობაა თავისუფალი ადამიანისგან? მე ვფიქრობ ყველაზე მთავარი არის ის რომ შეუძლია სიყვარული, მეტი არც არაფერია სხვისგან საჭირო.
QUOTE(earth @ 3rd October 2015 - 08:27 AM)
მეც მასე ვგრძნობ თავს. აღარ ვარ არანაირ კავშირში ახლანდელ ეკლესიასთან. არადა ქრისტეს სიყვარული ძალიან დიდია ჩემში.
ბიზნეს-კანტორად ჩამოაყალიბეს.
ქრისტე კიდე უდაოდ თავისუფალი და სიყვარულის მატარებელი არსება იყო თU იყო, უბრალოდ არ ვენდობი არაფერს, ფაქტები მჭირდება. თვითონ სწავლება და ცნობიერება ჰქონდა ზეადამიანური. მე იცი რას ვფიქრობ? შეიძLება ჩვეულებრივი ადამიანი რომელმაც შეძლო საკუთარი თავის შეცნობა და ყველაფრის საწყისის პოვნა, შემდეგ უკვე აკეთებდა სასწაულებს უპრობლემოდ. გვერდიდან რომ უყურებს ამას ვაჭარი და ავაზაკი ღMერთი გონია. აღარ ვფიქრობ ქრისტეზე როგორც ღმერთზე.
earth