Help - Search - Members - Calendar
Full Version: შემოქმედი
ეზოთერიული ცოდნის ფორუმი > ძირითადი განყოფილება > ეზოთერული განყოფილება
sumbula
რას ფიქრობთ ადამიანის, როგორც შემოქმედის შესახებ? ჩემი აზრით, ჩვენ ყველანი შემოქმედებისკენ უნდა ვისწრაფვოთ... ყოველი დღე უნდა იყოს სამყაროს მიმართ სამსახურის გაწევის დღე, ადამიანი თავს ვალდებულად უნდა გრძნობდეს სამყაროს მიმართ, უფრო სწორად ეს ასეა ,უბრალოდ უნდა გავაცნობიეროთ ,ეს უნდა იყოს შესისხლხორცებული და გამჯდარი ჩვენში. არ უნდა მივილტვოდეთ კომფორტისაკენ,. კომფორტი –მხოლოდ დასვენებისას! რა არის იმაზე უფრო დიდებული, როდესაც შეგიძლია აკეთო სიკეთე... აი თუნდაც ზემოხსენებული სიტყვაც "კეთება"–– სიკეთე. ესეც კი სიკეთისათვის არის გამიზნული, ზოგადად რამის "კეთება", ანუ ყოველი საქმე (შემო (ქ) მედება), ქ=+) სიკეთისკენაა გამიზნული, უბრალოდ ჩვენ ვუცვლით მიმართულებას!
tikoroma
ყველაზე სასიამოვნო ამქვეყნად ესაა - გამოხატო საკუთარი თავი. ხელოვნებაში ეს აშკარად ჩანს, თუმცა ყოველდღიურ ცხოვრებაშიც შესამჩნევია - ადამიანს სიამოვნებს აზრის გაზიარებაც კი, სიყვარულის გამოვლენა, სიბრაზის გამოვლენაც. მოკლედ, ესაა ტექნიკური მხარე ჩვენი მოქმედებების - გამოვავლინოთ საკუთარი თავი და ეს სასიამოვნოა.

რაც შეეხება ვალდებულებებს, მე არ მიყვარს ისინი.
ჩვენს რეალობაში ისიც დიდი მიღწევა იქნება, რომ თავის ირგვლივ სივრცეს მოუაროს ყველამ. მე არ ვთვლი, რომ ვინმეს უნდა ვემსახურო, ან ვემსახურო, ან რამეს
gamosaxuleba-X
ჩემი აზრით კი სამყაროს წინაშე იმდენად ვართ ვალდებულნი რამდენადაც თვითონ ჩვენ გვჭირდება იგი. ადამიანი და სამყარო განუყოფელია ეს ორი ერთმანეთისთვის არსებობს თუმცა ადამიანებს ეს ხშირად ავიწყდებათ. ჩვენ ყველაფრის ბატონ პატრონად მივიჩნევთ თავს და ვანადგურებთ ჩვენს გარშემო ყველაფერს ამას კი კომფორტის სახელით ჩავდივართ. დაუოკებელი სრულყოფის სურვილი არ გვასვენებს სიმართლე კი ისა არის რომ სანამ ჩვენს სხეულში ვართ დამწყვდეული სრულყოფა არ გვეღირსება ავცდი თემას laugh.gif როგორც შემოქმედი ადამიანი ალბათ პირველრიგში არის შემოქმედი თავის ცხოვრების თუმცა მაინცდამაინც რამის კეთება ალბათ არ ნიშნავს იყო შემოქმედი თუნდაც შეილება უყურე რამე კინოს და შენზე დიდი გავლენა იქონიოს, მუსიკას მოუსმინო არავის არაფერი ავნო და ხარ უკვე შემოქმედი. rolleyes.gif
sumbula
QUOTE(gamosaxuleba-X @ Feb 7 2016, 11:53 PM) *

ვერ დაგეთანხმები, სიტყვაზე, მუსიკას მოუსმინო, არავის არაფერი ავნო, ეს არის პასიური მომხმარებლური ცხოვრება, შემოქმედება კი უანგარო გაცემაზეა დაფუძნებული.
This is a "lo-fi" version of our main content. To view the full version with more information, formatting and images, please click here.
Invision Power Board © 2001-2024 Invision Power Services, Inc.