რას გვეუბნება ოსტატი (ხილვა)
/გიორგი პაპაშვილი/
ეს იყო ერთ-ერთი ჩემი მკვეთრი ხილვა და ამის საფუძველზე გადავწყვიტე დამეწერა, ხილვა ასე დაიწყო:
მივედი თბილისის ერთ-ერთ ქუჩაზე, სადაც კრისტალების მაღაზია იყო. იქ ჩვენ უკრაინიდან ჩამოსულ სტუმარს უნდა დავხვედროდით. კრისტალების მაღაზია დაკეტილი იყო, რამოდენიმე წუთში გამყიდველი მოვიდა და კარები გააღო. ჩვენ შევედით და ვათვალიერებდით. ბევრი მინერალი იყო, ერთ-ერთი მრგვალი დამუშავებული კვარცი მომეწონა და ფასი ვიკითხე, რაღაც ძალიან ძვირი მომიხია. ადგილზე კიდევ ერთი ადამიანი მოვიდა, გაისმა ტელეფონზე ზარი, ინგამ გვითხრა – ამოდითო. ჩვენ შევედით მიხვეულ-მოხვეულ ჩიხში, მარცხნივ ბორდიურზე პარკით ლობიანი და რაღაც საჭმელები ეკიდა. ირგვლივ არავინ იყო, მე კი მშიოდა. კი გავიფიქრე ახლა ამას ავიღებ-მეთქი, ხელცარიელი ვიყავი. ცოტა უხერხული იყო.
ჩვენ ერთ-ერთ პატარა ერთ ოთახიან ბინაში შევედით, რომელშიც 50 ლარი გადაიხადეს. მაღლა, როგორც ჩანდა, პატრონი კიდევ ერთი სართულის დაშენებას აპირებდა. იქ შიგნით პატარა მაგიდაზე ვეგეტარიანული სუფრა იყო გაშლილი, ძირითადად ქალები ისხდნენ. ცენტრში კი ძველებური ტელევიზორი იდგა.
უკრაინელი სტუმარი მოვიდა, მან ოთახში მყოფნი თბილად მოიკითხა. თავიდან ამ პიროვნებამ გამაღიზიანა, მაგრამ შემდეგ მივხვდი რატომაც და მისდამი სიმპატიით განვეწყე. ჩვენ დავსხედით და მან მოგვიყვა თავისი ამბები. ჩართო ნოუთბუქი და გვიჩვენებდა ბანაკს, სადღაც ცივილიზაციისგან მოშორებულ ადგილას, სადაც ამ ორგანიზაციის წევრები იყვნენ დაბანაკებულნი. იქიდან თბილი ვიდეო მივიღეთ მათგან, მოკითხვას გვიგზავნიდნენ.
შემდეგ ჩვენ ნელ-ნელა სუფრა დავასუფთავეთ საჭმლისგან და თვითოეულმა თავისი ამბავი მოყვა. ერთ-ერთმა ქალმა დაიწყო ამბის მოყოლა, თუ როგორ გარდაიცვალა მისი ახლობელი ადამიანი. ამას ძალიან ყურადღებით ვუსმენდი და შეგრძნება მქონდა, რომ ეს მომენტი უკვე მოხდა. სრულიად წარმოვიდგინე ეს ტრაგედია, თითქოს იქ ვიყავი: შინაგანმა ხმამ მიკარნახა, შენ არ წახვალ იქ, სადაც მიდიხარ! ის დღეს გარდაიცვლება. მას ხომ უბრალოდ გრიპი სჭირს, როგორ უნდა მოკვდეს, – ვიფიქრე მე.- რა სისულელეა და ამ ხმას ყურადღებას არ ვაქცევდი. თუმცა მაინც სადარაჯოზე ვიყავი, რაღაც უცნაური ხდებოდა ჩემს თავს. – შენ იცი რომ არ წახვალ! -გაიმეორა შინაგანმა ხმამ, – მოემზადე ამისთვის, ხვალ რომ ადამიანები მოვლენ და არ მოეწონებათ შენს ეზოში გაუკრეჭავი გაზონი! – მე მაინც გადავწყვიტე დარჩენა და ამ მნიშვნელოვან რელიგიურ დღესასწაულზე არ წავედი (7 გზის ზეთისცხება).- ამბობდა ის. ავიღე გაზონის საჭრელი მაკრატელი და დავუყევი ბალახს. საქმე ძალიან გამიადვილდა, როცა ვიცოდი, რომ ეს არც თუ ისე ადვილი იყო. შემდეგ კი მის სახეზე რაღაც მოშავო აურა შევნიშნე, ვგრძნობდი რომ ამ ქვეყნიდან გასვლას აპირებდა და უცნაური იცით რა იყო? (ის ამ ქვეყნიდან გავიდა) ფანჯრებზე მფრინავი ჭიანჭველების მსგავსი არსებები მოგროვილიყვნენ, ძალიან უცნაური იყო, -ამბობდა ის. მე მივხვდი რომ ეს ოსტატის ნახელავი იქნებოდა და რომ ჩვენ მიტოვებულები არ ვართ, როცა გვგონია, რომ მიგვაგდეს. მე ვგრძნობ მის თანდასწრებას, როდესაც ყველაფერზე ხელის ჩაქნევა მინდება და იმედი მეწურება, როდესაც მიჭირს ფიზიკურად ან ავად ვარ.
შემდეგ ინგამ შემომთავაზა, რომ უკრაინელი სტუმრისთვის კითხვები დამესვა. ჩვენ ბევრი ვისაუბრეთ ოსტატზე და როდესაც კითხვები თითქმის ამომეწურა, გამიჩნდა ერთი გიჟური კითხვა თავში – შესაძლებელი იყო თუ არა სული დაბადებულიყო მომავალში ან წარსულში?
პრინციპში, ღმერთისთვის ყველაფერი შესაძლებელია! – თქვა უკრაინელმა სტუმარმა.
ჩვენ ვისაუბრეთ ეკლესიებში მსხვერპლშეწირვაზე. რომ ყველა ძალა აუცილებლად მომთხოვს ჩემთვის გაწეული სამუშაოს ანაზღაურებას და ეს შეიძლება იყოს თუნდაც ჩემი ენერგია. – არადა მე იმედი მქონდა, რომ არ მომთხოვდნენ, – ვთქვი მე. (მე ვიცოდი ეს, მაგრამ კითხვები მაინც მქონდა). გაგვიჩნდა კითხვა – რა ძალები იყვნენ ისინი, ვინც ეკლესიაში ადამიანებს სხვადასხვა სურვილებს უსრულებდნენ. სიტყვაზე – სამასი სანთლის დანთების საფასურად ან თუნდაც ცხოველის მსხვერპლშეწირვის დროს. მართლაც, რატომ სწირავენ ასე ხშირად მსხვერპლს? მან მითხრა, რომ იცნობდა ადამიანებს, ვისაც მსგავსი მოქმედების შემდეგ სურვილები უსრულდებოდათ და ასეთი ადამიანი ბევრი იყო. რა იყო ეს ძალა?
მე წაკითხული მქონდა ჯინების შესახებ და ჩემთვის ვფიქრობდი, იქნებ ეს გენიაა. ფაქტია, რომ ეს ყველაფერი მოქმედებდა. მე გამახსენდა კიდევ მისი მონაყოლი ერთ-ერთ ჯადოქარზე (ვეძმა), რომლებიც რუსეთში უამრავია. მან თქვა, რომ ამ ძალებს ზოგჯერ ძალიან უცნაური და თავისებური წესები აქვთ, რომლის ახსნა ჩვეულებრივ მოკვდავს გაუჭირდება. მოკლედ, არსებობდა ერთ-ერთ სოფელში ერთი ჯადოქარი, რომელიც აპირებდა სიკვდილს, მას კი ქალიშვილი ყავდა. თურმე ჯადოქრების წესი ყოფილა, რომ სიკვდილის შემდეგ ეს ძალა თავის შვილს გადაეცემა და ეს ძალა მხოლოდ ქალებზე მოქმედებს. მოხუცს არ გაუმართლა, შვილმა უარი თქვა არსების მიღებაზე და მოხუცის სული სხეულიდან ვერ გამოდიოდა, ის იტანჯებოდა რაღაც დროის განმავლობაში. შემდეგ კი შეწუხებულმა ხალხმა გვერდით სოფელში სხვა ჯადოქარს მიაკითხეს რჩევისთვის, თუ რა უნდა ექნათ. ჯადოქარმა ურჩია რომ სახლისთვის სახურავი აეხადათ, სადაც “ტანჯული” იწვა და ეს უზარმაზარი ენერგია მხოლოდ ამის შემდეგ გავიდოდა. იცით შემდეგ რა მოხდა? ამას ჩემი თვალებით შევესწარი, სანამ სახურავი ბოლომდე არ ახადეს, იმ ქალის სული მანამდე ვერ გავიდა. ასეთია მათი კანონები!
როგორ დაუკავშირდეთ პირველყოფილ ენერგიას? მან მითხრა, რომ არსებობდა თავდაპირველად სიტყვა და სიტყვა იყო ბგერა, ჰარმონიული მუსიკა, რომლითაც გაჟღენთილია ნებისმიერი ქმნილება დედამიწაზე. შემდეგ იყო სინათლე, რომელიც მოდიოდა შემომქმედიდან. მე შემდგომში ვიგრძენი, რომ რაც მათ დანებების საშუალებას არ აძლევდა და მიტოვებულად არ აგრძნობინებდა თავს, ეს ის ენერგია იყო, რომელიც მუდმივად ახსენებდა მათ, რომ ეს ადგილი არ არის მათი ჭეშმარიტი ადგისამყოფელი. საერთოდაც, მექმნებოდა შთაბეჭდილება, რომ თითქოს ისინი ჩემი ცხადი სიზმრის პერსონაჟები იყვნენ, რომლებმაც უკვე დიდი ხანია დააღწიეს თავი ტანჯვას და ნირვანაში გავიდნენ, ახლა კი უბრალოდ მათი აჩრდილები დარჩა დედამიწაზე.
ვკითხე, თუ რას გავდა განდობა. მან მიპასუხა, რომ განდობა შეგვიძლია შევადაროთ ამ ტელევიზორს. ტელევიზორში ჩვეულებრივ ანტენის და მომართვის გარეშე შიშინის ხმა ისმის, ის მოწყვეტილია მთავარ არხს. განდობა კი ეს არის სწორედ იმ არხზე დაყენება, ტელევიზორმა გამართულად რომ იმუშავოს, ოსტატი კი ხელოსანია, რომელიც ამ არხებს მართავს.
უკრაინელი სტუმარი რკინიგზამდე მივაცილეთ, მე მომწონდა ეს ადამიანი და ხილვაში გავაცნობიერე ეს უფრო უკეთ, ის სიკეთეს ასხივებდა. მატარებელი დაიძრა, ჩვენ კი სახლებისკენ გავეშურეთ.
https://totartgirls.wordpress.com/2016/02/0...83%A2%E1%83%98/