QUOTE
არც იოლი გამოსავალი მომწონს ეს ალბათ უფრო რწმენას ეხება კონკრეტული რაღაცის მიმართ. რწმენის ყველაზე დიდი კაიფიც ხომ ისაა რომ ვერ ხედავ არ გესმის და უბრალოდ გრძნობ და გჯერა
რწმენა ისეთი საკითხია ყველას თავისებურად ესმის, მე პირადად ბრმა რწმენის მომხრე არა ვარ, რამდენადაც ჩემს შესაძლებლობებში შედის ვამოწმებ, თან იმასაც ვხვდები პროცესში რა შემიძლია და რა არა მოცემულ მომენტში,
QUOTE
გეთანხმები მაგრამ ყველაფრის გადამოწმება რაც იცი წარმოუდგენელია რაღაც ალბათ ისე უნდა მიიღო როგორც არი, არ ვგულისხმობ რომ შენი აზრი არ უნდა გაგაჩნდეს
კონფუცი გამახსენდა რატომღაც ამ თემაზე
ციტატები
__ “ადამიანს გონებისკენ სამი გზა აქვს: აზროვნება – ყველაზე კეთილი, მიბაძვა – ყველაზე ადვილი, გამოცდილება – ყველაზე ძნელი.”
__„სწავლა ფიქრის გარეშე უშედეგოა, ფიქრი სწავლის გარეშე სახიფათო.”
__“უჭკუო ჩივის, რომ ხალხი მას არ იცნობს, ბრძენი კი ჩივის, რომ იგი არ იცნობს ხალხს.”
__“ერთადერთი ნამდვილი შეცდომაა; არ გამოასწორო შენს მიერ ჩადენილი შეცდომები”
__“მე გავიგონე და დამავიწყდა. მე დავინახე და დამამახსოვრდა. მე გავაკეთე და გავიგე”