Help - Search - Members - Calendar
Full Version: თამაში...
ეზოთერიული ცოდნის ფორუმი > დამატებითი განყოფილება > თავისუფალი განყოფილება > იუმორი, თამაშები, გართობა :)
Pages: 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9, 10, 11, 12
ირმა
ჩემი ქორწილი, ზუსტად 10 წლის წინ იყო biggrin.gif


შენ?
TeO
ბულგარეთი, პირველად ჩავედი...


მიხარია? smile.gif
sky
TeO

გიხარია!!!!
აბა რაააა biggrin.gifbiggrin.gif:D l_sunny.gif

და არსებობს "გვიან?" (ანუ გვიანიაო huh.gif )
Sophia
არსებობს. ურთიერთობებში განსაკუთრებით. დროზე თუ არ თქვი სათქმელი და არ გააკეთე გასაკეთებელი, მერე გვიანი იქნება sad.gif unsure.gif

რა გვაკლია დღეს ადამიანებს ყველაზე მეტად?

FEBRUARY
რეალითი ურთიერთობები biggrin.gif

ამ საღამოს რას აკეთებ? biggrin.gif
ირმა
პიცას ვჭამ laugh.gif

გიყვარს თუ არა ზამთარი და რატომ?
TeO
მიყვარს! იმიტომ რომ მანდ დავიბადე! wink.gif


ბამბის ნაყინი რა ხილია? biggrin.gif
sky
ბამბის ნაყინის ისხილია, რომელიც მაცივარში არ უნდა შეინახო rolleyes.gif

კუმ ფეხი გამოყო? laugh.gif
Sophia
ვერა,ვერ გამოყო. გუშინ უვარჯიშია და კუნთები სტკივა. sad.gif

TeO
ხოოო, მესმის! smile.gif


33 დეკემბერს ვინ არის დაბადებული? biggrin.gif
Shou
ის ვისაც ახალ წელს დააგვიანდაbiggrin.gif

იყიდება თუ არა თავისუფლება?
TeO
თან კი, თან არა და შეიძლება ორივე ერთადაც! wink.gif


რატომ ანა? (კითხვის აზრი თავად არ მესმის, მაგრამ ხომ შეიძლება ვინმემ პასუხი გასცეს?)
Shou
იმიტომ რომ ძალიან ლამაზი სახელია.

თოვლი რომ თეთრი არ ყოფილიყო, რა ფერი იქნებოდა?
Sophia
იისფერი. და კი არ იქნებოდა, ხანდახან არის კიდეც. გააჩნია როგორი თავლებით ვუყურებთ.

პოეზია პაუზაა?
Shou
პოეზია გარინდებაა.

როდის ბერდება ადამიანი?
TeO
ამას ალბათ თავად წყვეტს wink.gif


ოქროსფერი ფოთლები ლურჯი ზეცის ფონზე - მოგწონს?
Shou
ძალიან, განსაკუთრებით შემოდგომის მზეში, როცა ცაზე ერთი ღრუბელიც არ არის.

ჩანჩქერში ჯობს ბანაობა თუ ზღვაში?

TeO
გააჩნია,..ახლა არც ერთში wink.gif biggrin.gif


კითხვა?
Shou
რა ვიცი აბა, ეს დღეებია რაღაც კითხვას გულს ვერ ვუდებbiggrin.gif

რომელი სპორტის სახეობაში შეიძლება გახდეს ადამიანი მსოფლიო ჩემპიონი თუ ვარჯიში 33 წლის ასაკში დაიწყო?
Sophia
ალბათ ჭადრაკში. რატომაც არა!

სიყვარულს მალვა უნდა მართლა? ქალს მოკრზალება მართებს ამთვალსაზრისით? ვითომ? tongue.gif wub.gif
ირმა
არა სიყვარულს მალვა არ უნდა! ქალი და კაცი ჩემთვის თანასწორია, ზოგჯერ საჭიროა ქალმა გადადგას პირველი ნაბიჯი. მთავარია უშიშრობა. თუ გიყვარს, რატომ უნდა დამალო. არ დამალო, შეიძლება ისე დაშორდე რომ ვერ გაიგოს. სიყვარული სიხარულია, ბედნიერებაა. თუ დამალე და დაფარე შეიძლება გეტკინოს. მეტყვით ალბათ თუ გაამჟღავნე და მაინც გეტკინა,– მაშინ არ ყოფილა შენი სიყვარულის ღირსი .


ეწევი თუ არა სიგარეტს?

Shou
პარასკეობით, მთელ კოლოფს, სანამ გული არ ამერევაbiggrin.gif

როგორ ებრძვით მავნე ჩვევებს?
TeO
მე წინა წელს აქტიურად! - ახლა პასიურად! biggrin.gif

რა მეშველება?
Sophia
პასიურად ეწევი, თუ პასიურად ებრძვი მავნე ჩვევებს?

რა უნდა გეშველოს. დრამატიზირებას მოეშვი და უბრალოდ be Happy l_daisy.gif whistling.gif


დღე თუ ღამე? მზე თუ მთავრე?
(კითხვები გამოთავდაააა biggrin.gif )
SUNDELIX
მზე (მიუხედავად იმისა რო კირჩხიბი ვარ მუჰაჰს)

როგორ ფიქრობ იპოვე შენი პროფესია? და რა არი ის?
TeO
QUOTE(Sophia @ 3rd December 2008 - 09:14 PM) *
პასიურად ეწევი, თუ პასიურად ებრძვი მავნე ჩვევებს?

რა უნდა გეშველოს. დრამატიზირებას მოეშვი და უბრალოდ be Happy

პასიურად მაწევინებენ & პასიურად ვებრძვი ჩემ მავნე ჩვევებს!!! biggrin.gif
და რადგან ვთამაშობთ ამ ცხოვრებაში, ამიტომ ზოგჯერ მცირე დოზით დრამატიზმიც სასიამოვნოა biggrin.gif yes.gif
სულ მეცხრე ცაზე ყოფნაც ტეხავს lol.gif

QUOTE(SUNDELIX @ 3rd December 2008 - 09:19 PM) *
როგორ ფიქრობ იპოვე შენი პროფესია? და რა არი ის?


არა, პროფესიას, რომ დავეუფლე- ახლა მივხვდი, რომ თურმე ჩემი არ ყოფილა! biggrin.gif არადა მთელი ცხოვრება მისკენ ვიღწვოდი! shok.gif

რა არის ის? unsure.gif blink.gif
blanca
ცხოვრება biggrin.gif

თქვენი სამსახური თქვენი საყვარელი საქმეა?
ირმა
ამჯერად არც საყვარელია და არც საძულველი. 50–50 biggrin.gif



გიყვარს თუ არა შენი დაბადების დღე? როდის არის?
SUNDELIX
რათქმაუნდა და ძლიერ :] მზემ სულ სხვანაირად გაანათა 1986 წლის 4 ივლისს l_sunny.gif


რემბო უფრო მაგარია თუ ვანდამი?
თუ ორივეს ერთად სულ ვავას აძახებინებს შვარცნეგერი და დესარტად კიდე ჯეკი ჩანს მიაყოლებს?
TeO
worthy.gif
hilarioustu8.gif Just_Cuz_01.gif

l_training.gif ყველაზე ძლიერი მაინც ეს სმაილია და შვარცნეგერსაც დაამარცხებს crazy.gif


მზე მაინც სულ სხვა! l_sunny.gif (?)
Shou
სულ სხვადასხვაbiggrin.gif მზე რომელიც წვავს, მზე რომელიც ყინავს, მზე რომელიც ათბობს და მზე რომელიც გიყვარსbiggrin.gif


როგორ უნდა გაიგო რომ ჩაგეძინა?
ირმა
ხვრინვა ამოუშვა Just_Cuz_01.gif


რა რწმენისა ხარ?
sky
biggrin.gif
როგორ შეიძლება რამე რწმენის ვიყო? (ამჯერად)

არსებობენ ცუდი ადამიანები? biggrin.gif
Alpha
არაა, მხოლოდ მავნე ჩვევები smile.gif

რომელ სათზე იღვიძებთ?
sky
Alpha

ნებისმიერ საათზე biggrin.gif

"სიგნატურეს" biggrin.gif შეცვლა არ გინდა? biggrin.gif biggrin.gif
Shou
ეს კითხვა მე არ მეხება მაგრამ გავკადნიერდები და ვუპასუხებsmile.gif რას უწუნებ, მშვენიერია. მე მახალისებსsmile.gif

რა გჭირდებათ სრული ბედნიერებისათვის?biggrin.gif
TeO
სრული ბედნიერება! biggrin.gif -კითხვა შეიცავს პაუხს wink.gif


შენ?
Sophia
ჩემთვის ბედნიერება რაღაც წამებია და წამების განმარტება რთულია. ასეთი წამები მქონია და სხვადასხვა დროსა და ვითარებაში ისინი სხვადასხვა რაღაცეებით ყოფილან გამოწვეულნი. სრული და აბსოლუტური ამ მიწაზე არაფერია.
მაგრამ, ბანალურად და ყოფითის დონეზე თუ შევხედავ ბედნიერებას, მოცემულ მომენტში, აი, ამ მომენტში ის ძალაიან მარტივად გამოიყურება ჩემთვის. ბევრი არაფერი მინდა,
სულ ორი ადამიანი მჭირდება სიახლოვეს. მათგან ის, რომელიც უკვე ჩემთან არის, მინდა კარგად იყოს და დიდხანს...
აი, ის, რომელიც მოშორებით დგას, მინდა ახლოს მყავდეს, ძალიან ახლოს და ესეც მინდა რომ დიდხანს გაგრძელდეს. biggrin.gif და მე ბედნიერი ვიქნები... wub.gif სხვა რაღაც წვრილმანებს აზრი არ აქვს.


და შენ რა გჭირდება ამ ე.წ. სრული ბედნიერებისთვის?
Shou
მე არ მიველტვი სრულ ბედნიერებას და საერთოდ არ მესმის ეგ რა არის. ანუ რაღაც მომენტში ”სრულიად ბედნიერი” შეიძლება გამხადოს თუნდაც ერთმა ჭიქა რძემ და სხვა დროს მთელი კასრიც რომ დამანახო არც კი შევტოკდებიbiggrin.gif ზოგადად ალბათ ეს ეგრეთ წოდებული ”სრული ბედნიერება” ჰარმონიაა შენსა და გარე სამყაროს შორის და როგორც ჩანს ეს ერთი შეხედვით ასე მარტივი ”ჰარმონია” არც თუ ისეთი მარტივი მისაღწევია მუდმივ ქაოსში.


როგორი შოკოლადი გიყვართ (თეთრი, შავი, ქიშმიშიანი, კარამელიანი, რძიანი, ცხელი თუ....)?
TeO
ცხელზეც არ ვიტყოდი ახლა უარს biggrin.gif მხოლოდ კალაბრიიდან უნდა მომიტანოთ wink.gif biggrin.gif
ისე რძიანი და ქიშმიშიან-თხილიანს ვჭამ ამ ბოლო დროს და საერთოდ ყველანაერი მიყვაარს!!! blush.gif
მოკლედ შოკოლადის ფანი გამოვდივარ l_sunny.gif


ხატვა გიყვარს? rolleyes.gif
FEBRUARY
კი, მაგრამ არ ვხატავ, თუმცა მჯერა რომ მოვხუცდები აუცილებლად დავუბრუნდები laugh.gif

სამსახურს თავი დავანებო?
TeO
...


ეგ კითხვა შენ თავს დაუსვი?? biggrin.gif
ირმა
მე კითხვა არ დამისვამს. ჩემი კითხვაა:




ამ ფორუმზე რომელი განყოფილება მოგწონს?
Sophia
მე ასეთ მარტივ რაღაცეებზე არჩევანს ვერასდროს ვაკეთებ. ანუ მნიშვნელოვანს ცხოვრებაში იოლად ვირჩევ, რაღაც დეტალებზე კი პასუხი არ მაქვს.
ზოგადად ეს ფორუმი მიყვარს. ამ ბოლო დროს ძალიან შემიყვარდა.

რას ისურვებდი მომავალ წელს საჩუკრად?
Zet
nissan 350Z !!!!!!!! worthy.gif birthday.gif

რაარი ამ ცხოვრებაში შენი მთავარი მიხწევა შენი აზრით
ირმა
მთავრისთვის არ მიმიღწევია ჩემის აზრით.


პირველ შეხედვაზე სიყვარულის გჯერა თუ არა?
blanca
მჯერა

რატომ მიჭირს აქ კითხვის დასმა? ნუთუ საკითხავი აღარაფერი დამრჩა და ყველაფრის პასუხი ვიცი biggrin.gif
Sophia
ბლანკა, რას ვუპაზუხო ახლა? sad.gif უუუფ, სულა სე მეკცევით რა. სად არის კითხვა? rolleyes.gif
მაშინ წინა კითხვებს ვუპასუხებ aikido.gif
რაარი ამ ცხოვრებაში შენი მთავარი მიხწევა შენი აზრით ? - გამომუშავებული მოთმინება (საერთოდ არ მქონდა) და ასევე სულ ცოტა სიმშვიდე (ჯერ ამ საკითხზე ვმუშოაბ), შრომის უნარი, მე ხომ სინამდვილეში ძალიან ზარმაცი ვარ, sticktongue.gif კიდევ ის, რომ ამ ცხოვრებაში სხვა , ბევრად ნამდვილი და კარგი ცხოვრების მჯერა.
ისე კი ამქვეყნიურ მთავარ მიღწევებს, ამ ცხოვრების ბოლოს მივხვდებით, ახლა ვერა.

პირველ შეხედვაზე სიყვარულის გჯერა თუ არა? - არ მჯერა, ერთი შეხედვით შეიძლება მოვიხიბლო ნივთით, ხელოვნების ნიმუშით, - ნახატით, მაგრამ არა ადამიანით. ადამიანი სიღრმეებისგან შედგება და ის ბრტყელი არაა, რომ ერტი თვალის შევლებით შემიყვარდეს. შესაძლოა ასე ხდება ხოლმე, მაგრამ არა ჩემს შემთხვევაში. ერთი შეხედვით ალბათ შეიძლება ვიგრძნო რომ მიზიდავს. ანუ შეიძლება მივხვდე რომ შესაძლებელია შემიყვარდეს და ამისი ალბატობა არის - 50/50. მაგრამ ნამდვილი სიყვარული ურთიერთობაში მოდის და კონკრეტულად რომელი მომენტიდან ხშირად გაუგებარია. მე ასე მგონია Laie_61.gif l_sunny.gif



girl_witch.gif
blanca
შეგეძლო გეპასუხა ჩემს კითხვაზე smile.gif

კითხვის დასმა დაგავიწყდა. ამიტომ მეც წინა კითხვებს ვუპასუხებ:

რაარი ამ ცხოვრებაში შენი მთავარი მიხწევა შენი აზრით : ჩემი ცხოვრების ყველა ეტაპს თავისი მიღწევა აქვს. მათ შორის უმეტესი და უმცირესი არ არსებობს. მიღწევა ყველა მთავარია. ამ ეტაპზე ჯერჯერობით არაფრისთვის მიმიღწევია sad.gif

პირველ შეხედვაზე სიყვარულის გჯერა თუ არა?: სოფიას ვპასუხობ: ვფიქრობ თვალს არ უყვარდება. უყვარდება სულს.
სულის სულთან შეხება, ნაცნობი სულის პოვნა ვფიქრობ შეიძლება წამის მეასედში და უფრო მცირე -ასედში. biggrin.gif smile.gif
მე არ შემყვარებია ერთი ნახვით, მაგრამ მჯერა.

შესაძლებლობების ველზე ხომ ყველაფერი შეიძლება მოხდეს wink.gif smile.gif

რას ისურვებდი მომავალ წელს საჩუკრად შეინ

რომელი უფრო გიყვარს, რომ ჩუქნი თუ რომ გჩუქნიან .............................................. laugh.gif (ბავშობა გამახსენდა biggrin.gif )
Sophia
საჩუქრად ვისურვებდი ნახატს, თუნდაც პატარა ჩანახატს ოღონდაც იმ მეგობრისგან, რომელიც ვერაფრით ვაიძულე ხატვას დაუბრუნდეს worthy.gif :l_sunny
მიყვარს როცა მჩუქნიან, მაგრამ უფრო მსიამოვნებს როცა ვჩუქნი.
ბლანკა, არ მითქვამს რომ თვალს უყვარდება, პირიქით, ვამბობ, რომ ურთიერთობაში მოდის სიყვარული, ნამდვილი სიყვარული, რომელიც ვნების გარდა თანაგრძნობას, ერთმანეთის გაგებას და ერთმანეთის საჭიროებასაც გულისხმობს. ერთი დანახვით სიყვარულის არ მჯერა მხოლოდ იმიტომ რომ ასეთი რამ არ გამომიცდია და არ მიგრძვნია. ერთხელ მეგონა რომ ასე მომივიდა და რომ გავიცანი ახლოს... superstition.gif

კითხვა: რატომ არის დედამიწა მრგვალი? და რატომ ბრუნავს? lol.gif Just_Cuz_01.gif




girl_witch.gif
This is a "lo-fi" version of our main content. To view the full version with more information, formatting and images, please click here.
Invision Power Board © 2001-2024 Invision Power Services, Inc.